შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (18)


12-06-2017, 02:22
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 2 021

- არ უნდა დაგეჯერებინა, ჩემში ეჭვი არ უნდა შეგეტანა
შუბლს შუბლზე მაბჯენს და თვალს მისწორებს.. იცის რომ ვგრძნობ ჩემს დანაშაულს და მტკივა, ჰო მტკივა ის რომ მის სიყვარულში, ყველაზე წმინდაში ეჭვი შევიტანე.. არაფრით წყვეტდა ჩემს წამებას.. თითებს ჩემს სახეზე დაატარებდა, ისე თითქოს ჩემს კონტურს ხაზავდა.. ყოვლი შეხება ჭკუისშემშლელად ნაზი და დახვეწილი იყო, თითქოს მე კი არა მუზეუმის ექსპონანტს ეხებოდა, რომელსაც შეხებითადაც შესაძლებელი იქნებოდა რამე დაშავებოდა.. ვგიჟდები, მიყვარს, ისე მიყვარს, რომ მინდა მთელ სამყაროს გავაგებინო, ის ჩემია, მე მისი.. გამოუსწორებელი რომანტიკოსივით ვიქცევი.. ჰაჰ, როგორ შემცვალა წიკლაურმა.. ყველაზე მეტად ცვლილებებს ვერ ვიტანდი ადამიანში, ვერც კარგს და ვერც ცუდს, პრინციპში თუ რამე იცვლება ან შეცვლას საჭიროებს, უმეტეს შემთხვევაში არაფერი იცვლება კარგისკენ, მაგრამ მე იმ ნულოვან პროცენტში შევედი როდესაც ცვლილებას უკუშედეგი არ მოუცია.. აი ასე, გამოჩნდა ცემს ცხოვრბაში, ყველაფერი ამომიყირავა და ახლა თვითონვე ამყარებს წესრიგს ჩემს ცხოვრებაშიც, სულშიც და სხეულშიც.. ასეთია ყველაფერზე შეიძლება დამეთანხმოს, მაგრამ ბოლოს მაინც ისე აკეთებს ყველაფერს, როგორც თვითონ იტყვის, თან ისე რომ პრეტენზიის გამოხატვის უნარსაც კი მაკარგვინებს, ალბათ ვუპასუხე ჩემს თავში ყველა კითხვას თუ რატომ ავირჩიე ის.
- უბრალოდ მინდა იცოდე, ეს სიყვარული ჩემთვის თამაში არ არის.. ეს იმაზე ბევრად მეტია ვიდრე სიყვარული, სანამ შენ არ გამოჩნდი ჩემს ცხორებაში მანამ ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, არც გამოუსწორებელი რომანტიკოსების, პირიქით, უარყოფითი რექციებიც კი მქონდა შეყარებული წყვილების რომანტიკულ საღამოებზე, შენ მთლიანად ამომაყირავე, ლაბირინთში ჩამაგდე სადღც, ალბათ შენც არ იცი სად, არც გზა გეცოდინება სავარაუდოდ, ამიტომ მინდა ჩემთან ერთად გაიკვლიო გზა ლაბირინთის ბოლოს, ერთად მივიდეთ დასარულამდე, რომელიც ორივესთვის საბოლოო იქნება. ჯენი არ გთხოვ ჩვენი ურთიერთობა ისეთ საფეხურზე გადავიყვანოთ, რომელიც რაიმე დაბრკოლებას შეგიქმნის ცხოვრებაში, პირიქით მინდა ჩვენი ურთიერთობისგან მაქსიმალური ბედნიერება და ხელშეწყობა მიიღო, სამაგიეროდ არაფერს ვითხოვ ნდობის გარდა.. უბრალოდ უნდა მენდობოდე და ჩემი გჯეროდეს, ასე ჰაერზე ვიცი არაფერი ხდება, არც ქვეყანა მგონია ჩალით დახურული, ისიც ვიცი რატომ გიჭირს ასე დედასთან დალაპარაკების გარეშე ჩემთვის პასუხის გაცემა, მუხედავად იმისა რომ არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს შენს გადაწყვეტილებაზე, მაინც გინდა რომ უბრალოდ მან იცოდეს.. მესმის შენი, ამიტომ მე არ გაჩქარებ, დრო იმდენი გაქვს, რამდენიც დაგჭიდება.. მიყვარხარ..უბრალოდ ეს უნდა იცოდე და გჯეროდეს.. უნდა მენდობოდე
აი ასე, იდგა ჩემს წინ წიკლაური და მთელი ემოციით მიხსნიდა მის უბრალო და განსაკუთრებულ ენაზე სიყვარულს.. ჩემი ტკბილი ბიჭი, შოკოლადის კაცი, მაკაკა.. ვგიჟდები რა გავაკეთო.. ღმერთო ახლა ნუ ჩავადნები ხელებში ოღონდ, მთელი ძალით ვაჭერ ახამხამებულ წამწამებს ერთმანეთს და თან მის ფაფუკი ბაგეების შეხებას ვგრძნობ, თავს მაკარგვინებს როგორც ყოველთვის და მეც უკვე დახელოვნებული თამამად ვყვები მის წამოწყებულ თამაშში..
- სულ გამყინე.. ჩემი ცხვირის წვეტს კბილებსშუა იჩერს და მსუბუქად მკბენს..
- მეტკინა მაკაკა. მაშინვე ვუბღვერ და ობოლ და არარსებულ ცრემლს ვიწმენდ თვალიდან
- უყვარხარ შენს მაკაკას.. თან სიგიჟემდე ჩემო ჯადოქარო. მკლავებში მიქცევს და მხურვალე ბაგეებს შუბლზე მაკრობს
- ჰეი თვენ ? არ იცით რომ აქ ყოფნა
ინგლისურ ენაზე გვეუნება ჭაღარათმიანი სანდომიანი გარეგნობის მამაკაცს
- ერთი წუთით დამელოდე. ხელს მიშვებს გუკა და შუახნის მამაკაცთან მიდის, რაღაცას ეჩურჩულება,ის კაცი ერთხანს მიყურებს შემდეგ კი დანანებით აქნევს თავს, მზრუნველ მზერას მავლებს და სწრაფად ეცლება იქაურობას
- რა უთხარი ?
- სიმართლე
- და სიმართლე რა არის ?
- ვუთხარი რომ შშმ პირი ხარ და უბრალოდ ჰაერზე ამოგიყვანე, თან ლონდონის ხედს გაყურებინებ.. მეკრიჭება და უფრო ძლიერად მხვევს ხელს
- მართლა ასე უთხარი ? გაკვირვებისგან პირი მრჩება ღია
- ხო რაიყო ? მოვატყუე რამე ? ისე მეკრიჭება, ცოტაც და მეთხუტმეტე სართულის სახურავიდან თავით გადავაგდებ, მაგრამ მერე მე რამეშველება, არააა არ გადააგდებ
- ანუ შშმ პირი ვარ და ჰაერზე გამომიყვანე ? კარგი გაგახსენებ საჭირო დროს საჭირო ადგილას .. ნერვებისმომშლელად ვეკრიჭბი და ახლა ლამის თვითონ მომისროლოს
- ჯენი ნუ მეთამაშები.. ხელმკლავს მდებს და ჩასასვლელისკენ მივყავარ
- ცოტახანიც რაა.. პატარა ბავშვივით ვუძალიანდები თუმცა, ამ მაკაკას რა მოერევა, იმხელა კუნთები აქვს ლამის ხელზე დამივას და ისე მატაროს
- ხვალ ადრიანად დავიწყებთ რეპეტიციებს. ლიფტში შესვლისას მეუბნება და ღილაკს აჭერს ხელს
- არის სერ. ოთხ შეტყუპებულ თითს საფეთქელთან ვიბჯენ და მის გაბრაზებულ გამომეტყველებაზე ვხარხარებ
- სულ ასე შეასრულებ ჩემს ბრძანებებს, მე ხომ შენი ღმერთი ვარ.
- ძალიან ცდები თუ გგონია რომ გეთაყვანები, იქნებ ათეისტი ვარ
- არ ხარ , შენგან განსხვავებით შემწვარ-მოხარშულს გიცნობ
- საიდან ცნობათა ბიუროში მუშაობ ?
- არა შენი სანდო წყროდან ჟონავს სამწუხაროდ ინფორმაციები.
ყურისთნ ახლოს მკოცნის და ისე ქრება თითქოს წამის წინ ჩემს წინ არ მდგარა.
- იდიოტი.
ვბურტყუნებ და ოთახისკენ ვიღებ გეზს. საერთოდ არ მიკვირს ელენე რომ არ მხვდება ოთახში, პირიქით ის გამიკვიდებოდა რომ დამხვდროდა. წყალს მალევე ვივლებ და სწრაფად ვეშვები საწოლში ჯერ ემბრიონის ფორმაში, შემდეგ ვარსკვლავივით ბოლოს კი არ ვიცი როგორ მეძინება, მაგრამ სიზმრებშიც რომ წიკლაურს ვხედავ ნერვები მეწეწება.
დილით ადრე მაღვიძებს მაღვიძარას საშინელი ხმა, მინდა რომ ეს მექანიზმი უბრალოდ გავანადგურო, დავანაწევრო, ჯანდაბაში მოვიშორო და სწორედ ასე გამოვხატო ჩემი მსიდამი სიყვარული, თუმცა სანამ ამაზე ვფიქრობ კამოდზე დადებულ ვარდ და თეთრ ფურცელს აღიქვამს ჩემი თვლები და სხეულში სასიამოვნო იმპულსებს გზავნის, ფრთხილად ვიხრები და წერილს სახეგაბდრული დავყურებ, მაგრამ რად გინდა წიკლაური გაგახარებს ? თვალებიდან ნაპერწკლებს ვისვრი ყოველი სიტყვის კითხვისას : ვიცი რომ სიზმარშიც მე მხედავ, გაღვიძებულსაც ყველგან მე მლანდავ და საერთოდ ლამის ჭკუიდან გადახვედი ამ ვარდის დანახვისას, მაგრამ სანამ შენ ტკბილად ნავარდობ საწოლში დრო გადის, სულ რაღაც 60 საათი გრჩებააა ..
- მოვკლავ! თვალის დახამხამებაში ვემზადები და დარბაზისკენ კი არ მივდიარ, მივრბივარ, არა ვის გაუბედაა. კარს ვაღებ და სცენაზე მჯდარ წიკლაურს ვხედავ, ჯიუტად რომ ჩასჩერებია სცენარს და უკმაყოფილოდ აქნევს თავს
- ჩემო ამბიციურო ვაჟბატონო, ის ყველაფერი რაც თქვენ ჩემზე გემართებათ მე რატომ გადმომაბრალეთ ?
მაისურზე ვექაჩები და ჩემსკენ ვიზიდავ
- იმიტომ რომ ორიმხრივი გრძნობები გვაქვს, ერთნაირი გიჟური..
მომაკვდინებლად მიღიმის, როგორც ყოველთის
- ასე ნუ მიღიმი თორემ, თორემ საჭხუბრად როცა მოვდივარ ვიბნევი და ვეღარ გეჩხუბები
- ნუ იბუსები ჯენი, რა გავაკეთო თუ ჩემს ღიმილზე გიჟჯდები ?
- ნუ დამცინი იდიოტო შენც არანაკლები ელეთმელეთი გემართება ჩემზე, ამიტომ გაჩუმდი და მაკოცე
აწ უკვე მის ხრიკებში დახელოვნნებული, ჩემსკენ ვიზიდავ და ისე ვეკვრი სხეულზე კანი უბუსუსდება, ამაზე მეღიმება და ვნებიანად ვეტანები ტუჩებზე, კბილებს ქვედა ტუჩზე მანამ ვაჭერ სანამ გმინვა არ სწვდება ჩემს ყურთა სმენას, კბენას კოცნით ვანაცვლებ და ისე სწრაფად ვშორდები, თითქოს წამის წინ ხელებში მე არ ვადნებოდი. გაკვირვებული მიყურებს და ადგილიდან არ იძვრის
- რაიყო პატარავ რამე ხომ არ გატკინე ? მაქსიმალურად სერიოზული სახით ვუყურებ და ჯერ კიდევ დაბუჟებულ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ
- ჯენი ნუ მეთამაშები თორემ.. თვალის დახამხამებაში ჩნდება ჩემს წინ და ზურგით კედელზე მანარცხებს, თან ჩემს ხელებს კედელს აყრდნობს თავს ზემოთ და თავისაში იქცებს
- რაიყო, წიკლაური ვერ უძლებს ჩემს შეხებას ? ხელს ლოყიდან კისრისკენ ვასრიალებ და მის რეაქციებს ვაკვირდები, ვგიჟდები როგორ ეცვლება გამომეტყველება ჩემი შეხებიას და როორ უბუსუსდება კანი
- გიხარია ხომ რომ მაწამებ ? ამისთვის აუცლებლად დაისჯები ქალბატონო ! აუცლებლად! წამიერად მეხება ტუჩებზე, მაგრამ მალევე მშორდება. - სამწუხაროდ რეპეტცია უნდ აგავიაროთ, თორემ აუცილებლად დაგიგემოვნებდი მაგ მარწყვის ტუჩებს. ქვედა თუჩს კბილებში იქცევს და წამიერად ისე უცებ ჩამოცხება, თითქოს უდაბნოში უწყლოდ დიდი ხანია დავდივარ.
არაფერს ვეუბნები, უბრალოდ არ მინდა ნერვებ მოვიშალო თორემ ამას ენის ტლიკინს ვაპატიებდი ? ჩემს თავზე ვიცინი და წინ ვუდგები
- თქვენს განკარგულებაში ვარ მბრძანებელო.. ხელებს სასაცილოდ ვკიდებ ერთმანეთს და ყურებამდე ვეკრიჭები, ჩემსავით დაკრეჭილ წიკლაურს..
მასთან მუშაობა იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, ლამის ჭკუიდან გადამიყვანა მთელი სამი დღე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალთახალ შენიშვნებს იფიქრებდა და თითოეულ სცენას ათჯერ მაინც მამეორებინებდა, ვხვდებოდ, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის აკეთებდა, ასე უფრო გამიადვილდებოდა , მაგრამ ძალიან მღლიდა, სულს მხდიდა რეეტიციაში, შემდეგ კი ისე უცცებ და ნაზად მკოცნიდა ყველაფერი მავიწყდებოდა, მანამ სანამ კოცნას არ შეწყვეტდა, მაშინ როა კოცნის ზემოქმედება გამივლიდა ისევ ავწუწუნდებოდი, ის კი ყურებში თითებგაყრილი მიღიმოდა და მაქსიმალურად ცდილობდა მისი მიმიკებით ჭკუიდან გადავეყვანე. საბოლოო ჯამში დაღლილი მივლასლასებდი ოთახამდე წერეტელზე აკრული, სამახსოვროდ და დილამდე სამყოფად მკოცნიდა და მიდიოდა, მე დედას ველაპარაკებოდი და მთელი დღის ინფორმაციას ვუკაკლავდი, მარიგებდა, მეფერებოდა და მეხვეოდა ტელეფონში, ერთს გემრიელად მიმალანძღავდა ყოველთვის და ბოლოს დატკბებოდა შაქარივით, ტელეფონის მეორე მხრიდან თავის საყვარელ ფრაზას გაჰკიოდა, ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოაო და ტელეფონს ისე გამითიშავდა წუწუნსაც არ მაცდიდა..

დავასრულო? ღირს? როგორ მოგწოთ..
ბოდიში ამხელა შუალედისთვის :( bowtie



№1  offline წევრი Kukrali

არ შეწყვიტო რა კარგია მართლა აღარ დაიკარგო ოღონდ

 


№2 სტუმარი ჯფკლდსფ

ძალიან კარგია და ძალიან მომწონს აგრამ იმხელა შუალეებს აკეთებ და ისე გვიან გვიან დებ რო კითხვის მუღამს ვკარგავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent