შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრამიონი 5 თავი


12-06-2017, 13:28
ავტორი heartbreaker
ნანახია 2 462

წიგნს დავხედე "შელოცვების წიგნი" აღმოჩნდა. ძალიან კარგი რამდენი ხანია ამ წიგნს ვეძებ გამომადგება წიგნს ხელი დავავლე და გრიფინდორის საერთო ოთახისაკენ გავიქეცი. იქ ჰარი და რონი დამხვდნენ.
ჰარი: ჰერმიონ გაკვეთილი რატომ გააცდინე?
მე: არაფერია ისეთი უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი.
რონი: მარტო მე მშია.
დარბაზისაკენ წავედით უკვე სადილის დრო მოსულიყო. შესვლისთანავე დრაკომ თავისი ცალყბა ღიმილი მომაგება და თვალი ჩამიკრა, ამრეზით გავხედე და ადგილი ჰარისა და რონს შორის დავიკავე. კი მაგრამ რატომ უნდა დრაკოს მისი "დროებითი შეყვარებული" გავხდე რა აქვს ჩაფიქრებული ეს უნდა გავარკვიო ... ჰეი ჰერმიონ , ჰერმიონ კარგად ხარ. ეს ჰარი იყო.
მე: კი, კი კარგად ვარ. უნდა წავიდე ბიბიოთეკაში საქმე მაქ წამოვდექი. ბიბლიოთეკაში შევედი იქაურობა დაცარიელებულიყო. მყუდრო ადგილას მოვკალათდი და წიგნის კითხვა დავიწყე.
მხარზე შეხება ვიგრძენი მოულოდნელობისგან შევხტი.
დრაკო: მისის მალფოი ასე შეგაშინე. . ფართო ღიმილი შემაგება.
მე: მეორედ ასე დამიძახებ და საკუთარი ხელით გამოგფატრავ საპასუხო ირონიული ღიმილი შევაგებე
დრაკო: უადგილო მუქარა.
მე: უადგილო შემოჭრა.
დრაკომ კვლავ ფართოდ გამიღიმა არაფერი უთქვამს ისე მომიჯდა გვერდით და შემომხედა.
მე: იქნებ სწავლის დროს მაინც მომასვენო.
დრაკო: შეგიძლია ისწავლო მე ხელს არ შეგიშლლი.....
მე: მართლა ასეთი იდიოტი ხარ თუ სპეციალურ კურსებს გადიხარ.
დრაკო: მადლობა კომპლიმენტისათვის.
მე: დრაკო ნუთუ მართლა არ გესმის რამდენად საშიშია ეს ნივთი.
დრაკო: როგორ არა მესმის პარალელური სამყაროები დროის ხვრელები და კიდე რაღაცეები.
მე: მითხარი რა გაქვს ჩაფიქრებული.
დრაკო: არაფერი საყვარელო.
მე: " საყვარელო" შენ რა მართლა ასეთი ცალტვინა ხარ.
დრაკო: ნუ შეიძლება
ამოვიხვნეშე და კითხვა გავაგრძელე დრაკომაც ჩარგო თავი წიგნში ყურადღება არ მიმიქცევია ცოტა ხნის შემდეგ მას შევხედე და სიცილი ვერ შევიკავე.
მე: იქნებ წიგნი გადმოგებრუნებინა მგონი უკეთესი იქნება.
დრაკომ წიგნს დახედა გადაატრიალა და უკან მაგიდაზე დადო გაიღიმა და თქვა.
დრაკო: არა საჩემო წიგნი არაა რა!
მე: წიგნი კი არა კითხვა არაა საშენო!
დრაკომ ამოიხვნეშა და შემომხედა. დიდხანს მიყურებდა.
მე: შემთხვევით ხომ არ დავტრიალდე რომ უკეთესად შემათვალიერო.
დრაკო: არაა საჭირო.... "სამშვიდობო ზავი"
მე: როგორი ზავი.
დრაკო: "სამშვიდობო"
მე: იქნებ უფრო კონკრეტულად.
დრაკო: "სამშვიდობო ზავს" გთავაზობ.
მე: ეს ზავი არ შედგება სანამ ჩემს პირობებს არ დააკმაყოფილებ.
დრაკო: თანახმა ვარ! თუმცა ერთი პირობა მეც მაქ. ახლა კი გისმენ.
მე: დამიბრუნე "დროის მდევარი"
დრაკო: ახლა კი ჩემი პირობა "დროი მდევარს" არ დაგიბრუნებ სანამ მეჯლისზე არ წამომყვები.
მე: შენ რა სულ გაგიჟდი ჯერ ჩემი შეყვარებული გახდიო ახლა კიდე მეჯლისზე წამომყევიო... რა გაქვს ჩაფიქრებული.
დრაკო: ეს "სამშვიდობო ზავის" პირობაა თუ არ მოგწონს ძალიანაც კარგი "დროის მდევარს" ჩემთვის დავიტოვებ გამოსადეგი ნივთია.
მე: გამოსადეგი კი არა საშიში.
დრაკო: ხო საშიში მაგრამ გამოსადეგიც.
მე: შენთან კამათს აზრი არ აქვს.. ჩემი ნივთები ავალაგე და გრიფინდორის საერთო ოთახისაკენ გავსწიე. ფეხს ავუსწრაფე და ბრაახ ისევ შეჯახება.. ძირს დავეცი..მან რა კიდე "დროის მდევარი" გამოიყენა ახლა კი ნამდვილად მოგკლავ დავიყვირე და ფეხზე წამოვხტი მაგრამ ჩემს წინ დრაკოს მაგივრად სახეგაბრწყინებული ფრედი იდგა.
ფრედი: ჰერმიონ იცი რომ მკვლელობა კანონით ისჯება.
მე: კარგი რა ფრედ გული გამიხეთქე.
ფრედი: ეგ მაინც არ ხსნის დანაშაულს.
მე: ჯერესერთიც არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია.
ფრედი: აბა მოკვლით ვინ დამემუქრა.
ამოვიხვნეშე ფრედს გავუღიმე და გზა განვაგრძე საერთო ოთახში რონი და ჰარი დამხვდნენ კვლავ ჭადრაკს თამაშობდნენ. მათ ერთდროულად გამომხედეს და ისევ საქმიანობა გააგრძელეს.
რონი: აბა გამოიცანი ვინ იგებს.
მე: რათქმაუნდა შენ რონ.. რონმა ბედნიერი სახით შემომხედა ახლა კი სიტყვა ჰარიზე მიდგა.
ჰარი: ჰერმიონ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი.
მე დიდი ყოყმანის შემდეგ ყველაფერი მოვუყევი ისინი კი გაკვირებულები მომჩერებოდნენ.
მე: თუ ამ გამოთაყვანებული ყვანჩალას სიფათს არ შეიცვლით მოყოლას შევწყვიტავ.
ჰარი: და რას აპირებ წაყვები?
მე: ნუ არ ვიცი მაგრამ მგონი უნდა წავყვე რაღაც აქვს ჩაფიქრებული და სანამ მის მზაკვრულ გეგმას არ ამოვხსნი ვერ მოვისვენებ.
რონი: კარგი როგორც გინდა მაგრამ გაფრთხილებ დრაკო სანდო პიროვნება არაა ჰერმიონ.
ჰარი: რონი მართალია.
რონი: დიახ და მგონი იმაშიც მართალი ვარ რომ კუჭი მიხმება ჩვენ კი სადილზე დავაგვიანეთ..
საჭმლის ხსენებაზე სამივენი წამოვხტით და დიდ დარბაზს მივაშურეთ. შესვლისთანავე დრაკომ მანიშნს გამომყევიო მე კი უარის ნიშნად თავი გავაქნიე მან ჩემი "დროის მდევარი" ხელში აათამაშა გამიღიმა და გავიდა მეც მალევე გავყევი და ბიბლიოთეკაში შეევედით.
მე: როდის მორჩები ჩემი ყელსაბმით მანიპულირებას?
დრაკო: ეს ძალიან სახალისოა.. ახლა კი მითხარი თანახმა ხარ პირობებზე.
დრაკო: ეს ძალიან სახალისოა.. ახლა კი მითხარი თანახმა ხარ პირობებზე.
მე: ნუ მეჯლისზე მეწყვილეობაზე და შეყვარებულობაზე არა.
დრაკო: აჰა... მე კიდე "დროის მდევრის" დაბრუნების პირობა არც ისე სახარბიელოდ მეჩვენება.
მე: კაი ხო თანახმა ვარ! იმედია იქ მინც დამიფასებენ ამ თავგანწირვს. დრაკომ გაკვირებულმა შემომხედა მერე კი ცალყბად გამიღიმა.
დრაკო: ვერ გავიგე და კიდევ ერთხელ გამიმეორე..
მე: ოოოხხ, თანახმა ვარ.
უცბად პენსი გამოჩდა პირი გააღო და გადმოალაგა მთელი თავისი ბოღმა..
პენსი: ცოლ-ქმრად გაცხადებთ ახლა კი შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს. მე და დრაკომ ერთმანეთს შევხედეთ მერე კი პენსის ერთდროულად გავხედეთ.
მე: კი მაგრამ პენსი ამ პატარა გოგოს ამხელა ბოღმა სად გეტევა.
დრაკო: მე კიდე პენსის იდეა მომწონს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი.. შემომხედა და ტუჩის მოძრაობით მივხვდი რომ "მისის მალფოი" მომაძახა. ამოვიხვნეშე მათ გავხედე პირი გავაღე მერე მრავალმნიშვნელად დავკუმე კიდევ გავაღე და ბოლოს ამოვღერღე მაპატიეთ უნდა დაქტოვოთ ჩემი ნება რომ ყოფილიყო უფრო ადრე დაგტოვებდით მაგრამ ეს პარალელური სამყაროები დროის ხვრელები და რავი კიდე მრავალი რამ. პენსი "გამოთაყვანებული ყვანჩალასავით" მომჩერებოდა მე მათ გავუღიმე გავბრუნდი და წამოვედი. ოთახში ავირბინე სადაც რონი და ჰარი დამხვდნენ რაღათქმაუნდა ჭადრაკს თამაშობდნენ მათ გამომხედეს და მივხვდი რომ რაღაცის თქმას აპირებდნენ თუმცა მე დავასწარი თქმა.
მე: რონ რათქმაუნდა შენ იგებ.. და მე კიდე დრაკოს ველაპარაკებოდი და კიდევ ვიცი რომ ეს სახიფათოა. ჰარიმ შემომხედა ხელები აასავსავა და თქვა ნუ რახან დიალოგი უკვე ააწყვე მე თამაშს გავაგრძელებ. გოგოების ოთახში ავირბინე და ლოგინზე გულაღმა დავეგდე.... მაგრამ ფრედი და ჯორჯი ისე ხმაურობდნენ საკუთარი ფიქრებიც კი აღარ მესმოდა.. ბალიში თავზე დავიფარე და ის ისაა დავიწყე სიჩუმით ტკბობა ჩემი სახელი მომესმა .
მე: დრაკო იცოდე...
რონი: დრაკო? ჰარი მოდი მალე ჰერმიონი ძილში დრაკოს სახელს ბოდავს.
თვალები გავახილე და დრაკოს მაგივრად მოხარხარე რონი და ჰარი დამხვდა
მე: რა ჯანდაბა გინდათ? შევუღრინე ორ ხმაში მოხარხარე ბიჭებს.
ჰარი: ბოდიში ასეთ დროს რომ გაღვიძებთ ჰერმიონ ალბათ სიზმარი ყველაზე კარგ მომენტში გაგაწყვეტინეთ მაგრამ... ჰარიმ ჩაახველა, რონი კი გაწითლდა აშკარად რაღაცის თხოვნა უნდოდათ და რონი ხვდებოდა ახლა რომ გაეცინა მათი გეგმა ფსკერზე აღმოჩნდებოდა.
მე: ამოღერღავთ თუ...
რონი: შხამწამლების დავალება გვინდოდა... ჰარიმ რონს მუჯლუგუნი წაკრა. რონ ახლა ის აღარასდროს მოგვცემს უნდა შეგეპარებინა. რონიმ საპასუხოდ დამნაშავე სახით შემომხედა.
მე:საერთო ოთახში დამრჩა პერგამენტი და გათრიეთ თქვენ ორი თორე ჯანდაბისკენ გაგიშვებთ.
მადლობა ჰერმიონ ერთხმად შესძახეს და რიგრიგობით მაკოცეს ლოყაზე.
მე: რას მიყურებთ?
რონი მოიღუშა დრაკოს ზეგავლენა იგრძნობა ჩაიდუდუნა, ჰარიმ კვლავ უთავაზა. აშკარად სჭირდებოდათ დავალება რონი კი ბევრს ლაყბობდა.
ჰარი: რა სამე გაქ დრაკოსთან ჰერმი? ასე მალე როგორ ... ანუ ... აქამდე ხომ გძულდა დარა მოხდა? რა შეიცვალა? ჰარი მომიახლოვდა და გვერძე მომიჯდა რონიც მომისკუპდა.
მე: ჰარი, რონ არაფერი შეცვლილა. ისევ ისე მძულს დრაკო. აი რა მიზანი ამოძრავებს ეგ კი ნამდვილად არ ვიცი.
რონი მხრებზე მომეხუტა: ჰერმი თუ გაწუხებს ჩემი მუშტი ყველთვის მზად ყოფნაშია ხომ იცი?
ჰარი: ჩემიც!



№1  offline წევრი qetiqetiA3

მაინტერესებს,მინდა შემდეგი თავები ძალიან <3 ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი ♥

მაინტერესებს,მინდა შემდეგი თავები ძალიან <3 ველოდები შემდეგ თავს ძალიან კარგი ♥

 


№2 სტუმარი Guest Heartbreaker

Potterhead სხვების ტექსტებს რომ ითვისებდი საავტორო უფლებები არ გახსოვდა ხო მაშინ :* არაუშავს გაგახსენებთ შენც და შენნაირებსაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent