შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წესები გასართობად


12-06-2017, 17:49
ავტორი annalisa
ნანახია 1 558

სესილის p.o.v

გუშინ ძალიან ბევრი ვიწვალეთ.ლიზისთან ანნა და სალიო გავუშვით,მათ რომ გაერთოთ.დღევანდელი დღე რომ რამემ გააფუჭოს ალბათ გავგიჟდები...დილით უკვე მოასწრეს ჩემმა საყვარელმა დისშვილებმა ჩემთვის ნერვების მოშლა.საერთოდ დანიელმა ამიშალა ნერვები ისევ იმ იდიოტზე მეკითხებოდა,მანქანა რომ დამიმტვრია.ჩემი დის ასლია,არა რატომ?გოგას ვერ დავუკარგავ თავის აუტანლობას...კარებზე ზარი გავიგე,გასაღებად წავედი მაგრამ ორ წამში შემოგლიჯეს
- სესილიი - ელენემ წამოიძახა და სავარძელში ჩაესვენა - არ მოუსმინო ამას არაფერი!ელემენტარულსაც ვერ იაზრებს - ახლა ანნა შემოვარდა და ჩემ ყავას დაავლო ხელი - შეგერგოს
- შემერგება შენ არ იდარდო!
- გამიცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა - ელემენტარულს ვერ იაზრებო მეუბნება გოგო,რომელმაც როგორღაც კედელს დააბიჯა ფეხი და დაეცა!თან მეც გამიყოლა! - ახლა ელენემ ატეხა ყვირილი თან ყურძენს ჭამდა - რა ხდება რომ ამიხსნათ?
- მე ვეუბნები,რომ ლიზის ტორტი უნდა იყოს შოკოლადის!ამას კი დაუჩემებია ხილის უნდა იყოსო! - ისე წამოიძახა თითქოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი ედგა და უნდა აერჩია ან სიცოცხლე,რომლელიც უსახური იქნებოდა ან სიკვდილი სამშობლოსათვის! - შენ ხო არ გაკლია ჰა?
- მეც მაგას ვეუბნები - ისევ ჭამით წამოძახა - აუ შენ ჭამე რაა!
- ეეე
- რა 'ეეე'?სესილიი ხო შოკოლადის ტორტი უნდა შევუკვეთოთ?ლიზი ხო ზოდიაქოთი ლომია!
- ეგ რა შუაშია? - ისეთი სასაცილო სახე ქონდა ელენეს სიცილი ამიტყდა
- არც არაფერ - ამოიოხრა.
- აუ როგორ გაკლიათ! - ანნას ტელეფონმა დარეკა.რამდენიმე წუთი იწუწუნა ბოლოს კი შეშლილის სახით მოვიდა - იმ ავადმყომა მოდიო!
- კი მაგრამ ლიზი?
- გაგიჟდება ვიციი.მაგრამ სხვა გზა არ მაქ!ავადმყოფია ეგ ტიპი!!ამას რა ენაღვლება დემნა შეგნებული არსებაა
- ჩემკენ გამოიშვირა ხელი
- კიდევ დიდ ხანს გაგიძლო ჯაყელმა! - გავუცინე და ხელი ვკარი კარებისკენ - ანუ ახლა ხილის ტორტი გვექნებაა
- ბედნიერად წამოიძახა ელენემ - რა დავაშავე?
- ნუ ხარ უჟმური!ისეე ჩვენ ახლად შეძენილ სიძეს ვპატიჟებთ?
- ეგ სულ დამავიწყდა...ნეტა საერთოდ რას აპირებს ეგ გოგო?
- მშობლებმა რა თქვეს რომ გაიგეს?
- გაგიჟდნენ!ძალიან გაბრაზდნენ!თან ამ გიჟმა ბავშვმა გამოაცხადა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთო!
- ეგ რომ არ ეთქვა უფრო გაბრაზდებოდნენ!
- მართალია..კარგი თქვი რას აპირებთ ამ ტორტზე!


ანის p.o.v


რესტორანი ვერსად ვერ დავჯავშნე.გოგოები მომკლავენ!კიდევ ერთ რესტორანში მივდივარ.იმედია ახლა მაინც მოვახერხებ რამეს.
- გამარჯობა
- გამარჯობა
- რესტორნის მთელი ღამით დაჯავშვნა მინდა.
- იცით რესტორნის ერთი ნაწილი უკვე დაჯავშნეს.
- არაუშავს!
- კარგით...

ანნას p.o.v

უკვე საღამოა ეს გიჟი კი ისევ აქაა!წავიდეს მაინც წყნარად ვიქნები - ლუკააა!
- მიშო რა გაღრიალებს?!საავადმყოფოში ვართ!
- ოოო ნუ ხარ მონსტრი!ბათუ ჩამოვიდა,ხომ არ დაგავიწყდა რომ დღეს უნდა ავღნიშნოთ?
- არ მცალია!მორიგე ვარ
- აუ კაი რაა!რა მორიგე.მიდი ადექი წავიდეთ - იდიოტი!მოიცა ეს ეხლა წასვლას აპირებს?!მე კი აქ უნდა ვიყო!
- არა მიშო!დათრობის გარეშეც იცის ბათუმ,რომ მიხარია მისი დაბრუნება.
- ლუკა ექიმო ეს საბუთებია,რაც მთხოვეთ! - მაგიდაზე დავაგდე და ძალით გავიღიმე - გამარჯობა ანნა!
- გამარჯობაა.. - თავი ისე დავიჭირე თითქოს მისი სახელი დამავიწყდა - მიშო!
- ხო მიშო!
- კარგი ანნა მადლობა,შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე
- კარგით!
- მეც წავალ,ჩვენ მაინც გავერთობით

****

გოგონები რესტორანში იყვნენ.სალოც მათთან ერთად იყო,მაგრამ „საყვარელი“ ქმრის გარეშე - შენი ქმარუკა რატომ არ მოვიდა?
- მეგობარი ჩამოუვიდა და მასთანაა.
- ოჰ გასართობათ გაუშვი?
- მეც აქ მოვდიოდი და ვერ დავაკავებდი თორემ...- ყველას სიცილი აუტყდა სალოს სახეზე - შენგან არ ველოდი სალო ასეთ სისასტიკეს!
- რას ვიზამთ,საჭიროა.ლიზი რატომ ხარ ასე უხასიათოდ?
- ანნა აქ არაა და იმიტომ! - ლიზის მაგივრად თამუნამ უპასუხა სალოს - ამმ სალო ის შენი კრეტინი ქმარი არაა?
- წამოიძახა ანამ და მეორე მაგიდისკენ მიუთითა - კიი ეგაა!
- მერე არ მიხვალ?
- რატომ უნდა მივიდე?!
- რომ გაამწარო სალო!სხვა რა მიზეზი უნდა გქონდეს?!
- თან ვიღაც გოგოებიც არიან იქ!ყველა ნატალია ჯაყელია რომ არ „იეჭვიანო“ ?! - სალოს,სესილის იდეაზე გაეღიმა წამოდგა და ბიჭების მაგიდას მიუახლოვდა.ყველას „გაუხარდა“ მისი დანახვა,სინამდვილეში კი სახეები წაეშალათ.განსაკუთრებით კი გიორგის რომელსაც ვიღაც გოგო ეხვეოდა.სალომ გიორგი არ შეიმჩნია ბიჭები მოიკითხა - სალო გაიცანი ესაა ჩვენი ბართლომე
- სასიამოვნოა - გაუღიმა გოგონამ და ბიჭს ხელი ჩამოართვა - ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამ დებილს ასეთი კარგი ცოლი თუ ეყოლებოდა
- ცოლიი? - შეიცხადა გიორგის გვერდით მჯდარმა გოგონამ.სალოს ყურადღების მისაქცევად ლაპარაკი თორნიკემ გააგრძელა - შენ აქ საიდან?
- ჩემი მეგობრის დაბადებისდღეა! - გოგონებისკენ მიუთითა სალომ,ბათუს ერთი წამით მზერას გაეყინა,მაგრამ მალევე მოვიდა გონს - ნოდიკო!შენ აქ საიდან?
- ნოდიკო ჩვენი მეგობარია - როგორც იქნა ხმა ამოიღო გიორგიმ - დაა ის ბიჭები ვინ არიან?
- ჩვენი მეგობრები! - მოკლედ უპასუხა გოგონამ - კარგი მე წავალ ჩემებთან.შეხვედრამდე!
- შეხვედრამდე!...გიორგი ეს ან მერე გიპირებს წამებით მოკვლას ან ძაან კიდიხარ!მგონი მეორე ვარიანტი უფრო! - გადაულაპარაკა მიშომ.გაბრაზებულმა გიორგიმ კი გვერდით მჯდომი გოგოს ხელები მოიშორა...სალო მაგიდასთან დაბრუნდა.პატარა ხუციშვილმა კი როგორც ყველაზე ცანცარამ იმ მომენტში ხელი გადახვია
- იცის შენმა ქმარუკამ ვინ ვარ? - გადაუჩურჩულა ისე რომ სხვებს არ გაეგოთ - არაა,საიდან უნდა იცოდეს?
- კარგია თუ არ იცის - ლაშამ ხელები წელზე მოხვია,თავი კი მხარზე ჩამოადო - ოხ ლაშა ნუ ხარ ცანცარა!
- რატო მცეემს?არაუშავს მე ბავშვობაში ისეთებს ვიტანდი.ისე მოჭიდავეა ხო?
- ხო
- გოგო რა ურეაქციო ხარ შენ!მეგონა ცოტას ააწიოკებდი - მეორე მხრიდან პატარა ბანძელაძე მოუჯდა - რას ვერ მიხვდი ბიჭო?!თავი დაიჭირა მაგრად!ეხლა გაბრაზდება ჩვენი სიძე! - უცებ აუხსნა ბიჭმა და ნიკამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
- ისე ნოდიკო იქ რატომაა?
- მაგათი მეგობარია
- ოხ მიღწევა!
- ნიკა ნუ ცანცარებ! - სერიოზულად გამოაცხადა ბატონმა ლაშამ - ნუ ვცანცარებ კი არა ბიჭო შენი და სადაა?იუბილარი თუ წავიდა ტორტს ვინ დაჭრის?!
- შენ დაჭერი არ ეწყინება!
- უიმე ლაშა რა ურეაქციო ხარ!
- საუბარში ისე გაერთნენ ვერც იგრძნეს მაჭავარიანის მიახლოება - სალამი! - ბიჭმა სალოს სკამზე შემოაწყო ხელები და ყველას ყურადღება მიიქცია - შენ ხარ ჩემი სალოს ქმარი? - გაუღიმა ლაშამ.სიტყვა „ჩემი“ კი მეტისმეტად ხმამაღლა გამოუვიდა და სალოსგან დარტყმაც მიიღო - არ ვიცი შენი სალო ვინაა,მაგრამ ამ სალოს ქმარი ვარ ხო!
- ჩემი სწორედ ეს სალოა! - მაინც არ ჩერდებოდა ლაშა.ნიკა კი სიცილს ძლივს იკავებდა...მეორე მაგიდიდანაც ყველას მზერა მათზე იყო მიპყრობილი
- ვინმემ უთხარით რომეოს,რომ ის ბიჭი ლაშა ხუციშვილია,სალოსთვის იგივე პატარა ძმა - თქვა ნოდარმა და გაიცინა - ვაიჰ!პატარა ვაჟკაცი ნახეე!...
- სალო მივდივარ მე,წამოხვალ? - იკითხა ბიჭმა ისე,რომ მზერა ლაშასთვის არ მოუშორებია - შენ თუ გინდა წადი დავრჩები მე
- ხო მე მოვიყვან მერე - ისევ არ აჩერებდა ენას პატარა ხუციშვილი - მაპატიე,მაგრამ ჩემი ცოლი ჩემთან ერთად წამოვა! - თითქმის დაიღრიალა გიორგიმ.სალოს ხელზე ჩაეჭიდა და იქედან წაიყვანა.

****

ლიზი უკვე საკმაოდ მთვრალი იყო.ანნას ნახვა უნდოდა,ამიტომ საავადმყოფოში წავიდა მასთან.ანაც გაყვა...იქ მისულებმა ანნა ძლივს იპოვეს - ანნა!
- ლიზიი?ანა!აქ რას აკეთებთ?
- ჩემ დაბადების დღეზე შენ არ იყავი და როგორ გავერთობოდით?სულ იმ შენი დებილი უფროსის ბრალია.დიდი ამბავი ერთი დღე გაგეცდინა!აუტანელი.ზუსატად ისეთი ყოფილა როგორც შენ ამბობდი!მე კი მეგონა აჭარბებსთქო!
- ლიიზი!გეშლება,არ ვამბობდი არაფერს - ანნა ლიზის გაჩუმებას ცდილობდა
- როგორ არა?!მახსოვს ერთხელ აგინე კიდეც!ნამდვილად კრეტინია!ასეთი მოხუცია?სამსახურშია ეტყობა მხოლოდ მაგარი!ალბათ აღარაფრის თავი არ აქვს და სულ აქ მაგიტომაა!საჭურისი ხომ არაა? ეგეთები დღესაც არიან? - ამჯერად ანას გახედა გამწარებულმა ლიზიმ - ლიზი გაჩუმდი რაა!
- ქალბატონო ანნა!აქ რა ხდება?! - ლიზის ზურგს უკან საკმაოდ ბოხი და მკაცრი ხმა მოესმა - ლუკა ექიმო!არაფერი..მიდის უკვე! - ანას ანიშნა,რომ როგორმე ლიზი წაეყვანა - მოიცა ესაა ის ლუკა ჯაყელი?! - მაინც არ ჩუმდებოდა - შენ ამბობდი სიმპათიურია,ეგ პლიუსი მაიც აქვსო და ესაა სიპათიური?
- რაა?! - ლუკამ გაკვირვებისგან პირი დააღო, ანნა კი ცოტაც და იტირებდა
- ლიზი წავედით! - ანამ შენობიდან ძლივს გაიყვანა...
- ლუკა ექიმო მე...
- ხმა!
- ჯანდაბააა!დამითხოვს,ნამდვილად გამიშვებს სამსახურიდან!

****

გაბრაზებულმა გიორგიმ ათ წუთში გააჩერა მანქანა სახლის წინ და სწრაფად გაემართა სახლისკენ.ოთახში შედიოდა როცა სალოს კისკისი მოესმა - რამე სასაცილო მოხდა? - მისი სახის დანახვისას ღიმილი თვითონაც ვერ შიკავა - კიი
- და რა?
- კინაღამ ჩემი საუკეთესო მეგოვრის პატარა ძმა ცემე!
- რა?
- რა რა?კინაღამ ლაშა ხუციშვილი ცემე
- რაა?ის..ლაშა?...ლიზის ძმა?
- ხო - გოგონამ სიცილით დააპირა გვერდის ავლა,როცა გიორგიმ მოხვია ხელები და მკერდზე მიიკრა - მიყვარხარ!
- მე არა!
- რა...მე..- გიორგის დაბნეულ სახეზე სალოს ისევ სიცილი აუტყდა.ფეხის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს ნაზად შეეხო - კარგი ხო მეც...



№1  offline წევრი Kukrali

აუუ რაკარგი იყო ჩავბჟირდიი :დ ძაან მაგარია აი ძაან მალე დადე რაა და ანას და მისი მეზობელის ინციდენტებსაც ნუ მოგვანატრებბ
გელოდები ხვალლ <3

 


№2  offline წევრი annalisa

Kukrali
აუუ რაკარგი იყო ჩავბჟირდიი :დ ძაან მაგარია აი ძაან მალე დადე რაა და ანას და მისი მეზობელის ინციდენტებსაც ნუ მოგვანატრებბ
გელოდები ხვალლ <3

მადლობა <3

 


№3  offline წევრი nini :)

მალე დადე რაააა.... კარგი იყოოკ

 


№4  offline წევრი annalisa

nini :)
მალე დადე რაააა.... კარგი იყოოკ

მადლობა

 


№5  offline წევრი sally7

Rodis dadeb? ^__^

 


№6  offline წევრი M-morieli

სად დაიკარგეე:((

 


№7  offline წევრი annalisa

sa-mira
სად დაიკარგეე:((

ვერ მოვახერხე დადება დღეს გვიან დავდებ

 


№8  offline წევრი Teo Gvinianidze

თავები არეულუა და ვერ ვხვდები რომელი რომელი თავია და თუ თავიდანვე დააწერ კაი იქნება ისე ისტორია საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent