ჭირვეული 7
-სუფთაა,-ვალერიამ სათამაშო იარაღით შეიარაღებულ დენიელს ანიშნა მოსულიყო -აქ იდარაჯე,-დაიჩურჩულა დენიელმა და კარის სახელური ფრთხილად ჩამოსწია -კარგი მიდი,-ვალერია კართან გაიმართა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება დენიელი ფეხაკრეფით შევიდა ოთახში საწოლზე ახტა და ტონიოს ყურთან დაუწრიპინა რაღაც სათამაშო. -გილოცავ დაბადების დღეს,-დაიყვირა როცა ტონიომ საცოდავად ასწია თავი ბალიშიდან და შეშინებულმა მიმოიხედა. -როგორ შემაშნე,-ბავშვი გულზე მიიკრა და საწოლზე წამოჯდა -საჩუქარს არ გასხნი? -საჩუქარიც მომიტანე?-ტონიომ დაბინდული თვალები მოიწმინდა რამდენჯერმე დაახამხამა და უკვე მკაფიოდ დაინახა ძმა. -რათქმაუნდა აი აქაა,-დენიელმა ლურჯი ყუთი გაუწოდა -აბა ვნახოთ. ტონიოს საშინლად აინტერესებდა რა იდო ყუთში და სასწრაფოდ მოაშრა სახვევები -დენიელ დიდი მადლიბა,-აღმოხდა თავისდა უნებურად როცა ყუთიდან საათი ამოიღო -ჩემსა მეწყვილე ჯაშუშმა იყიდა -მართლა?-ჩურჩულითვე ჰკითხა ტონიომ -ჰო,-უფრო ხმადაბლა წარმოთქვა დენიელმა -მაშინ დაუძახე და მადლობას გადავუხდი -კარგი ვნახავ ისევ გარეთაა თუ ბოროტ ნიკთან საბრძოლველად წავიდა,-დენიელი ჩამოხტა და კარისაკენ წავიდა -თეთრთავა ყვავო აქ ხარ?-იკითხა ჩუმად -ჰო აქვარ უჩინმაჩინის ლაბადა მაცვია,-გამოეხმაურა ვალერიას ხმა -გამოჩნდი ბოსს შენი ნახვა სურს -კარგი მოვდივარ, ბუუუუმ,- ვალერია მაშნვე გამოვიდა სამალავიდან და გადაიხარხარა -გილოცავ ბოს,-ვალერია ტონიოს ოთახში შევიდა და რომ დაინახა რა კარგად ერთობოდა მისი ბოსი თავადაც გაეცინა -მადლობა აგენტო,-თქვა სარკაზმით ტონიომ და თვალი დენიელს გააყოლა რომელმაც ვალერიას გადაულაპარაკა ნიკი მრისხანეს მოსაკლავად მივდივარო -არაფრის ბოს იმედია მოგეწონათ -ხუმრობ თან ესეც ახატია,-ტონიომ საათი ამოაბრუნა და შიგნითა მხარეს დახატული „გველი რომელმაც სპილო გადაყლაპა“ გოგონას უჩვენა -აბა როგორ იქნებოდა თქვენ ხომ ტონიო ხართ. კარგი ახლა წავალ -ნიკი მრისხანე უნდა დაამარცხო? -არა ნიკი მრისხანე ჯერ არ მოსულა მარსზეა იქაური ხალხი უნდა დაიმორჩილოს ამიტომ ველოდებით -და რას უპირებთ თუ საიდუმლო არაა,-ტონიო მიხვდა კარგი რომ არაფერი ელოდა საბრალო ნიკს -ბოს მაპატიეთ საიდულმოა ვალერიამ კარი გამოიხურა და დენეილთან ერთდ ჩაუსაფრდა ნიკს. ნიკს ერთი სულელური ჩვევა ჰქონდა წინა კარიდან შემოდიოდა და ეზოს გარს უვლიდა მერე სახლში უკანა კარიდან შევიდოდა იცვლიდა და დენეილის ოთახში ადიოდა. ეს ყველაფერი აგენტებმა კარგად იცოდნენ ამიტომ ნიკს აუზთან ახლოს ხეებს უკან დაემალნენ და დაელოდნენ. -ნიკ მოხვედი?-დენიელი თეთრ პერანგსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილი მოაბიჯებდა ბავშვი რომ დაინახა ასე ადრიანად ამდგარი სათვალე მოიხსანა და მაშნვე მასთნ მივიდა -რამოხდა პატარავ სადაა ის ალქაჯი? -ვი ჯერ არ მოსულა მე კი ბურთით ვთამაშობდი და აუზში ჩამივარდა -წამოდი ამოვიტანოთ შენი ბურთი,-დენიელის ხელს ხელი მოკიდა და აუზისკენ წავიდა ბურთი მართლაც ეგდო წყალში მაგრამ მეორე მხრიდან ნიკმა შემოუარა და ბურთისაკენ გადაიწია მაგრამ მოულოდნელად ბურთმა წყალში მოძრაობა დაიწყო და ნიკისგან ოდნავ მოშორებით წავიდა. ბიჭი ბურთს გაჰყვა, ფეხი ძუას გამოსდო, ძუამ იქვე აივანის მოაჯირზე დადებულ სათამაშო მორს მოქაჩა, მორი მოსწდა და ნიკს ზურგში მოხვდა ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრამ და აუზში გადაეშვა. -ჰა ჰა ეგ არის,-ვალერია მოულოდნელად გამოხტა სამალავიდან დენიელის გაწვდილ ხელს ხელი მოარტყა ნიკს სურათი გადაუღო და მის დაცინვას მოჰყვა -აი გენიოსები ვართ რა გვაღიარე მრისხანე ნიკ ზუსტად გავთვალეთ როგორ აღმოჩნდებოდი წყალში. -ჰა ჰა, რა სასცილოა,-ნიკი ბურთთან მივიდა და აღმოჩნდა რომ ეს მხოლოდ ბურთის ნახევარი იყო რომელიც სათამაშო დისტანციური მართვის ნავზე იყო ჩამომხობილი -თქვენ არ ხართ საკმარისად ძლიერები რომ დამამადცხოთ აი მე თვალდახუჭული ჩაგყრით წყალში. -აბა სცადე,-უთხრა გამომწვევად ვალერიამ -ნუ მიწვევთ,-ნიკი წლიდან ამოვიდა და ბავშვებს გამომცდელად შეხედა -ვერაფერსაც ვერ იზამ,-მხარი აუბა ვალერიას დენიელმა -აი ახლა თქვენს თავს დააბრალეთ,-ნიკმა სველი მაისური რომელიც ამძიმებდა მოიშორა შარვალი შეძლებისდაგვარად გაწურა ფეხსაცმელიც იქვე დადო და თვალები დახუჭა -ვერ დაგვიჭერს,-გადაულაპარაკა ვალერიამ დენიელს მერე ხელშია აიყვანა ოდნავ მოშორებით დატოვა და უთხრა დაუძახეო დენიელი ნიკს ეძახდა ვალერია კი საპირისპირო მხარეს გაიქცა და იქედან დაიწყო ყვირილი -ნუ წივით,-გაღიზიანდა ნიკი და მოულოდნელად მიხვდა რომ ვალერია ხელში ჩაიგდო გოგონა აივანზე გადმომდგარ ტონიოს უყურებდა და არც შეუმჩნევია რა მოხდა მხოლოდ ის გაიგონა როგორ ჩავარდა რაღაც წყალში. -დენიელ დაიყვირა გოგნამ,-ბავშვისკენ გაიხედა რომელიც გაშეშებული იდგა თავის ადგილას და აუზისკენ იყურებოდა -ხომ მიიღე ვალერია ვალენსა,-ნიკმა სიცილით გაახილა თვალები და ლამის გული გაუსკადა როცა დაინახა როგორ ცდილობდა სტუმრად წასასვლელად გამოწყობილი სესილია წყლიდან ამოსვლას. -მის მე,-დაიწყო ლუღლუღი ნიკმა -არა გაჩუმდი,-სესილია ძლიავს ამოვიდა აუზიდან იქვე დადებული პირსახოცი შემოიხვია და უსიტყვოდ შევიდა სახლში. -ვერ გადამირჩები ვალერია,-ამოიყვირა ნიკმა და თვითონაც შევიდა სახლში. ნიკი მდუმარებაში იყო არც ვალერიასა და არც დენიელს ხმას არ სცემდა მთლი დღე გარეთ დადიოდა და სახლისკენ არც კი იყურებოდა. -ნიკ გვაპატიე რა აი წვენი დალიე და ნამცვარი მოგიტანეთ -არც ერთს მივირთმევ და არც მეორეს,-ნიკმა ორივეს უცნაურად შეხედა და ზურგი აქცია -კარგი რა ეს ხომ შესარიგებელი ნამცხვარია -ხო რომელშიც ოთხი კილო მარიალი ყრია ვერ მომატყუებთ -დაგიმტკიცებთ რომ არაფერიც არ ყრია,-ვალერიამ ნამცხვარს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა ორად გაყო ერთი ნაწილი თვითონ შეჭამა და მეორე დენილს მისცა -იცი რა დენიელ ძალიან გემრიელი ყოფილა წამოდი იყოს ეს უჟმური აქ ჩვენ უფრო მეტი შეგვხვდება -მომეცით აქ,-ნიკმა ვალერიას ნამცხვარი გამოართვა პატარა ნაჭერი გასინჯა და ანიშნა ახლა წვენი მოსივიო ვალერიმაც მოსვა წვენი მერე ნიკმა გასინჯა და რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო სასუსნავის თავისი წილი მაგიდაზე დადო. -აბა შედვირიგდით? -ჰო -კარგი მაშინ წავალთ,-ბავშვები წავიდბებ ისევ დაიმალნენ ხის უკან და ნიკს დააკვირდნენ რომელიც ნამცხვრის ნაჭერს უფრო და უფრო უსიამოვნოდ ჭამდა და ბოლოს ცრემლებიც წამოსცვივდა -ვალერია, დენიელ ვიცი რომ ახლოს ხართ ახლავე გამოდით,-გამოსცრა კბილებს შორის და ირგვლივ მიომიხედა -აბა რა გეგონა მრისხანე ნიკ მარსელები რომ დაიმმონე?-მოესმა ბიჭს დენიელის ხმა რასაც სიცილი მოჰყვა და ნიკმა სცადა წიწაკით გამომწვარი ხახა ლიმონათით დაეამებინა. -შპიონი,-ვალერია და დენიელი გაბუტულები ისხდნენ ტონიოს კაბინეტში და იქვე მჯდარ ნიკს ისე უყურებდნენ კაცი იფიქრებდა ახლა ფანჯრიდან გადაისვრიანო -მე აქ თქვენი სკოლის დირექტორი კი არ ვარ იცით რამდენი საქმე მაქვსა? -ტონიო ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით,-ამოიწუწუნა დენიელმა -ნიკის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით? იცით რომ მე სულ არ მცალია თქვენი ოინებისათვის მაგრამ მეტისმეტია უკვე. საღებავებით სავსე ბუშტები ესროლეთ და არაფერი ვთქვი მერე წიწიაკიანი ნამცხვარი, აუზში ბურთი ჩაგვივარდაო, მერე კიდევ მაკიაჟი გაუკეთეთ როცა ორი წუთი ჩათვლიმა და რავიცი კიდევ რა აღარ -ბოს ეს მამაკაცური სოლიდარობაა?-ვალერია ეჭვით დააკვირდა ბოსს -როგორც გინდა ისე იფიქრე -ხო და ასე ვიფიქრებ,-ვალერია გაბუტული ბავშვივით ისმენდა საყვედურიებს და ცდილობდა არ გასცინებოდა აი დენიელი კი იცინოდა მთელი გულით და არაფერი არ ანაღვლებდა. ტონიოს დაბადებისდღე ყოველთვის ვიწრო წერეში აღინიშნებოდა ახლაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა სუფრასთან და მალევე დაიშალნენ. -აბა ახლა ჩემო სიყვარულო ჩაწექი საწოლში და დაისვენე -ვი მე შენ ძალიან მიყვარხარ,-დენილი ძიძას მოეხვია და ლოყაზე ძლიერად აკოცა -მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ,-გოგონამ კისერზე ჩამოკიდებული ბავშვი საწოლში ჩააწვინა და იმდენი ზღაპარი უამბო რამდენიც პატარამ მოისურვა მერე მძინარე დენიელს ისევ აკოცა შუბლზე და ოთახში მხოლოდ პატარა სანათი დატოვა. -უკვე დაიძინა? -ჰო,-ვალერიამ ერთხელ კიდევ მიიხედა მძინარე დენიელისკენ და კარი დატოვა რომ ტონიო შესულიყო -დღეს ძალიან დაიღალა -ჰო კარგად გავერთეთ,-ვალერია კიბეზე დაეშვა და მსახურების აბაზანისკენ წავიდა,-ხელებს დავიბან და შინ წავალ -მე წაგიყვანა -არა ბოს მძროლი წამიყვანს არ შეწუხდე -არ ვწუხდები თან გავისეირნებ ცოტას -კარგი,-გოგონამ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოში შევიდა. სამზარეულოში შესულ ტონიოს ვალერიას დაყვირებული „ჯანდაბა დებილი ვარ“ რომ მოესმა მაშინვე მივარდა სააბაზანოს კარს -ვალერია კარგად ხარ -არა?-გოგონამ კარი გამოაღო და ტონიოს ცალი თვალით შეხედა -რა მოგივიდა? -თვალში საპნიანი ხელი ამოვისვი,-გოგონა ისევ მივარდა ნიჟარას და სცადა თვალი დაებანა -მოდი აქ შემომხედე,-ტონიომ გოგონას თავი ხელებში მოიქცია და თვალი გაუსუფთვა,-აბა -არა ისევ მტკივა ბოს,-ვალერიას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა და სიმწრისგან ხტუნვა დაიწყო. -ვალერია მოსივენე ერთი წამი მაცადე,-ტონიომ ამჯერად სველი პირსახოცი დაადო თვალის ჭრილთან და ფრთხილი მოძრაობით გაუწმინდა თვალი -ახლა არაუშავს მგონი,-ვალერიამ თვალები დაახამხამა და სცადა კიდევ ხტუნვა არ დაეწყო,-მადლობა ბოს -კარგი წამოდი გავისეირნოთ სადმე. მანქანაში მჯდომი ვალერია სიმღერას ხმას აყოლებდა და თავს აქნევდა რაზეც ტონიოს ეღიმებოდა -ბოს კარგი რა სულ რატომ იკავებ სიცილს მიდი გაიცინე,-ვალერიამ ღიმილით შეხედა ტონიოს და დააკვრდა ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსული ჰაერის ნაკადი როგორ უთამაშებდა თმას. -არ გინდა ცოტახანს ჩემთან ერთდ დაჯდე სკვერში? -სახლში მაინც არ მეჩქარება,-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და თითქმის გაჩერებული მანქანის კარი გააღო. ვალერია სკამზე ჩამოჯდა და ფეხებზე ხელები შემოიხვია -ადრე ვერცკი ვიფიქრებდი რომ ეს დღე დადგებოდა დღე როცა მე უბრალო მოახლე ვიქნებოდი -არც ასეა საქმე ვი შენ დენიელისთვის ყველაფერი ხარ. -დენიელიც ყველაფერია ჩემთვის მემგონი სამუდამოდა შემიყვარდა ეს ბავშვი,-ვალერიამ თავი გადასწია და ვარსკვლავებიან ცას ახედა. -შეიძლება რაღაც გკითხო? -რათქმაუნდა ბოს მკითხე რაც გაინტერესებს -შენ და ნიკი ერთდ ხართ? არა ეს ჩემი საქმე არაა მაგრამ მე... -არა ბოს არაფერა მე და ნიკი ერთდ არ ვართ ჩვენს შორის რაღც შუალედური ხდება მეგობრობასა და ნაცნობობას შორის ნიკი კარგი ბიჭია მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი თუ იქნება. -ეს იმიტომ რომ ძველებურ ცხოვრებას ვერ შემოგთავაზებს? -ეს რა შუაშია ბოს შენ არაფერი არ იცი ჩემზე,-ვალერიას ისეთი სახე ჰქონდა ტონიო მიხვდა სულელური რაღაც რომ დაახეთქა -მაპატიე, თუ გინდა მომიყევი,-ტონიო ოდნევ გვერდულად დაჯდა რომ ვალერიასთვის შეეხედა -ჩვენ ქალაქგარეთ ერთ რანჩოზე ვცხოვრობდით აქედან ძალიან შორს პატარა სახლი გვქონდა ფიცრებისაგან აშენებული და ბევრს ვშრომობდით რომ თუნდაც ერთი ნაჭერი პური გვქონოდა მაგრამ მე გვიან მივხვდი რაოდენ მდიდარი ვუყავი მაშინ. ერთ დღეს დედა მინდვრებიდან შინ არ დაბრუნდა მამაჩემი მიწის მუშად მუშაობდა მეზობელ სახლში მე შემეშინდა უკვე გვიანი იყო და მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი. კუთხეში დავიმალე და ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს გავუშტერე თვალი რა ვიცოდი რომ წინა საღამო ყველაზე მდიდრული იყო ჩემთვის. მამა სახლშ დამწუხრებული მოვიდა სანთელი აანთო ელექტრო ენერგია არ გვქონდა საფასურს ვერ ვიხდიდით და მთხოვა რამე მეჭმია მისთვის მეც კარადაში გამხმარი პური მეგულებოდა დედა სახლში არ მოსულა და საჭმელს ვინ მოამზადებდა. ახლა ვხვდები რომდენად გამოუსადეგარი ვიყავი მაშინ,-ვალეირას თვალები ცრემლებით აევსო ფეხები ჩამოუშვა და თვალი წინ გაუშტერდა,-მამამ დახეთქილი გაუბედურებული ხელებით დაიწყო გამხმარი პურის ჭამა და თან მე მიხსნიდა რომ დედა სახლში არ მოვიდოდა. დედაცჩემი ახლად ჩამოსულ მდიდაირ ვაჭარს მისთხოვდა და მასთნ ერთდ გაიქცა მაშინ რაც მითხრა მამაჩემმა არასოდეს არ დამავიწყდება. მუხლებზე დამისვა თავისი ხელები მაგიდაზე დააწყო და მითხრა „ამ ხელებმა მხოლოდ ორი ნივთის ნიჩბის და კალმის გამოყენება იცის როცა კალამი უჭირავს შედევრებს ქმნის მაგრამ ისინი ფასეული არაა და როცა ნიჩაბი შეხედე რა ემართებათ მაგრამ ისევ ნიჩბის ჭერა სჭობს კალმის ჭერას. სჯობს ის აკეთო რაც საშვალებას მოგცემს ოჯახი არჩინო და არა ის რაც შენ გაგაბედნიერებს“. (მამა ლექსებს წერს) ერთხელაც ჩვენს სახლში ვიღაც კაცი მოვიდა მას ხორხე ვალენსა ერქვა და მამაჩემის ბიძა იყო მან მამას უთხრა ჩემი შვილი ჯერ კიდევ შენს გოგონაზე პატარაა და მინდა რომ ჩემს სახლს შენ მიხედოო. მაშინ დაიწყო ყველაფერი მე ერთბაშად მივიღე ყველაფერი რა მანამდე მაკლდა მაგრამ სითბო რომელიც წესით დედისაგან უნდა მეგრძნო არ მიგძვნია. -ამიტომ ექცევი დენიელს შვილივით არა,-ტონიო გაოცებას ვერ მალავდა -ჰო ამიტომ. მინდა მას ისე მოვექცე როგორც მე მინდოდა რომ დედა მომქცეოდა ამიტომ ჩემს პრინცს ყველაფერს შევუსრულებ რასაც მოინდომებს,-ვალერიას თვალებიდან კიდევ ერთხელ გადმოუვარდა მდუღარე ცრემლი და თავი დახარა. -შენ არაჩვეულებრივი ხარ,-ტონიომ გოგონას ნიკაპს ფრთხილად მოკიდა ხელი და თავი ააწევინა მერე ცრემლები შეუმშრალა და თვალებში ჩააშტერდა -მხოლოდ მაშნ როცა ახლოს ხარ,-ამოთქვა ვალერიამ გოგონას დაღლილობისაგან ქუთუთოები დაუმძიმდა და თვალები თავისდა უნებურად დაეხუჭა სახეზე სასიამოვნო სიგრილე იგრძნო რომელმაც მოულოდნელად დაახვია თავბრუ მერე ის საიამოვნო სრნელიც იგრძნო ტონიოს კანს რომ ასდიოდა ხოლმე და სულ ბოლოს გახშირებული გულის ცემა რომელიც გრილი ტუჩების შეხებას მოჰყვა. სკვერი სულ მთლად ცარიელი იყო მხოლოდ ერთ სკამზე იჯდა წყვილი რომელთა ტუჩები ერთმანეთს შეწებებოდა და ირგვლივ აღარაფერი სხვა არ ადარდებდათ. ............ იმედი მაქვს მოდეწონებათ საყვარლებოოო <3. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.