შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 30


12-06-2017, 22:42
ავტორი ankatuna
ნანახია 2 555

დადგა დღე რომელმაც ან ჩვენი ან ვიქტორიას ბედი უნდა გადაწყვიტოს. ნერვიულობისგან დილიდანვე პირი მიშრება. თებეა მხოლოდ მოსალმებით შემოიფარგლა.
-ნატუკა მოვა მალე, ბავშვს მე მიტოვებს. სახლში უნდა დავრჩე სხვა რა გზაა სასამართლოში ბავშვებს არავინ შეგვაყვანინებს.
-არაუშავს მე მივაქცევ ნატუკას ყურადღებას.
-ხო არაა? აქამდეც უნდა გეფიქრა მგონი ყურადღებაზე.
-მორჩი თებეა. დღეს არ გინდა.
-სულ მაგას მიმეორებ, ახლა არა, ახლა არა.. აბა როდის იოანე? შენს საუკეთესო მეგობარს ციხეში რომ გამოამწყვდევენ დიდი ხნით?
-არსად არავის გამოამწყვდევენ.
-შენ თვითონვე ისურვე ეგ და ახლა რა მოხდა რომ გადაიფიქრე.
-დამანებე თებეა თავი. სჯობს წავიდე მე და ნატუკას იქ დავხვდები.
სახლიდან გაბრაზებული წამოვედი და დაჩის გასამხნევებლად პირდაპირ განყოფილებაში მივედი. ნერვიულობისგან ცქმუტავდა. აქეთ იქით დადიოდა.
-იოანე ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
-ნუ მანერვიულებ დაჩი უარესად, ისედაც ლამის გული გამისკდეს.
-რა მეშველება იოანე რომ ვერ გაამართლოს ჩვენმა გეგმამ.
-არ თქვა ეგ. არ დავუშვებ რომ შენს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს. გეფიცები დღესვე შენს ოჯახს დაუბრუნდები.
-ძალიან მენერვიუოლება. -საუბარი ლუკას შემოსვლამ გაგვაწყვეტინა.
-აბა მეგობრებო მზად ხართ ფურორისათვის?
-ჩვენ რაა, შენ თუ ხარ მზად? მე მაინც არავინ ამომაღებინებს ხმას.
-ნუ ღელავთ ბატონო დაჩი. ჩემთვისაც პრინციპულია ამ საქმის მოგება.
-კარგია შენ რომ მაინც ხარ იმედიანად.
-პოზიტიურად იფიქრეთ მეგობრებო. დღეს კარგი დღეა. რიცხვიც კი 12 არის.
-ეგ რაღა შუაშია.
-რა და 12 ხომ იდეალური რიცხვია. საათი 12 რომ მიაღწევს ერთი სრული ბრუნი სრულდება. წელიწადში 12 თვეა. ქრისტეს 12 მოციქული ჰყავდა. ასე რომ შესანიშნავი დღეა იმისითვის რომ არ დავმარცხდეთ.
-ყოჩაღ, იმედის მომცემად ჟღერს.
-დიახ, დიახ. კარგით სულ რამოდენიმე წუთი დარჩა და ჯერჯერობით ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა რომ იყოს.
-იქნებ ჩვენც გვითხრათ.
-არაა... მერე უფრო კარგი ეფექტი ექნება.
-კარგით. იმედია, სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩებით.
სასამართლოს დარბაზში შევედი. ნატუკა უკვე იქ იჯდა. ჩემთვის არც შემოუხედავს. მაგრამ მე მაინც მის გვერდით დავჯექი. ხელი მისკენ წავიღე რომ ჩამეჭიდა და მენუგეშებინა მაგრამ შეიშმუშნა და მივხვდი რომ ჩემი დანახვა და მითუმეტეს შეხებაც აღიზიანებდა. სულ ცოტაც და იმედია გაირკვევა ყველაფერი. ხელი უკან წამოვიღე. ნატუკამ კი თითებით ცრემლები შეიმშრალა. მალევე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. თებეა იყო. ცოტა გავბრაზდი კიდეც მე რომ არ დამირეკა მაგრამ მივხვდი რომ ბრალი ჩემი იყო. და აი ისიც. დაჩი შემოიყვანეს. ანუ მალე მოსამართლეც შემოვა. ნატუკა ანერვიულდა და ფეხზე წამოიჭრა მინდოდა მეთქვა რომ არ მიუშვებდნენ დაჩისთან მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. არ მინდოდა მეტად გამეღზიანებინა. ბადრაგმა ხელი გაუშვირა და ანიშნა ადგილს დაუბრუნდიო.
-გთხოვთ წამოდგეთ მოსამართლე მობრძანდება. -დარბაზი წამოიშალა. დარბაზი რაა პრინციპში მხოლოდ მე, ნატუკა, ვიქტორია, ნაფიცი მსაჯულები და ადვოკატები იყვნენ. მოსმენა დაიწყო და როგორც წესი პირველი სიტყვა პროკურორმა წარმოთქვა და ბრალეულობა წაუყენა დაჩის. თავგამოდებით ამტკიცებდა პროკურორი დაჩი რომ დამნაშავე იყო და ლუკა წყნარად იჯდა. რატომ არაფერს ამბობს ეს ბიჭი. ვიქტორიას სახეზე თანდათან კმაყოფილება ემატებოდა.
-დაცვის მხარეს ვუსმენთ. -ლუკას მიმართა მოსამართლემ.- რაიმე მტკიცებულება გაქვვთ ბრალდებულის დასაცავად?
-გმადლობთ თქვენო ღირსებავ. სანამ უშუალოდ სამხილებზე გადავალთ მინდა დაკითხვაზე გამოვიძახო ბატონი იოანე ლომიძე, იმ ბანკის მეპატრონე რომლის აქტივების უკანონოდ მითვისება ედება ბრალად ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს.
-დიახ, მობრძანდით. -თუ ჩემს გამოძახებას აპირებდა ეთქვა ერთი ორი სიტყვა ხომ შიძლებოდა/ ნერვიულობამ ამიყვანა. წიგნი გამომიწოდეს რომ ტრადიციული ფიცი წარმომეთქვა.
-მე იოანე ლომიძე ვფიცავ რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
-გმადლობთ, ბატონო იოანე როგორ ფიქრობთ შეეძლო თქვენს საუკეთესო მეგობარს ამ დანაშულის ჩადენა?
-აქ სწორედ მაგის გასარკვევად ვართ, არამგონია ჩემზე მეტად მაგ კითხვის პასუხი ვინმეს აინტერესებდეს.
-დიახ მაგრამ სასამართლოს თქვენი აზრი აინტერესებს. -მივხვდი რაც უნდოდა ლუკას. მან ხომ მითხრა მეგობრობის ამბები მოყევიო, გამახსენდა და მეც დავიწყე.
-გყავდეს ისეთი მეგობარი როგორიც დაჩი გელაშვილია ღვთის საჩუქარია თქვენო ღირსებავ. -მეტი დამაჯერებლობისათვის თავი მოსამართლისაკენ მივაბრუნე. -ის მეგობარზე მეტია. მე და დაჩი ძმები ვართ. მე მისი ყოველი სიტყვის და ყოველი ნაბიჯის მჯერა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. ყოველთვის როდესაც მიჭირდა პირველი დაჩი მოდიოდა ჩემთან. მისი ეს მეგობრობა ფასდაუდებელი და უანგაროა. თითქმის ერთი წლის წინ როდესაც ჩემი მეუღლე გაიტაცეს დაჩი იყო ის ვინც ჩვენს გამო ტყვიას გადაეფარა. -გავამძაფრე სიტუაცია და მგონი მოქმედებდა.- დაჩი იყო ის ვინც ჩემი შვილის დასაცავად საავადმყოფოში ღამე გაათენა თვითონ კი სახლში მეუღლე და ახალშობილი შვილი ელოდა. ის მხარში მიდგას და შეცდომის დაშვების საშუალებას არ მაძლევდა. მე აფსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ დაჩი ამას არ ჩაიდენდა. საკუთარ თავში უფრო შემეპარებოდა ეჭვი ვიდრე იმაში რომ დაჩიმ ეს ჩაიდინა. ვიმედოვნებ შევძლებთ თქვენთვისაც დაჩის უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ რა განაჩენიც არ უნა გამოიტანოთ დღეს მის უდანაშაულობაში მე მაინც არ შემეპარება ეჭვი.
-მადლობთ თქვენო ღირსებავ, მე მეტი კითხვები აღარ მაქვს. -გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე მომაწი სიტტყვა ლუკამ. თავი რომ შევაბრინე შევედე როგორ იღვრებოდა ნატუკა ცრემლებად.
-მოსარჩელე მხარეს კიტხვები თუ აქვ შეუძლია მიმართონ მოწმეს.
-არა თქვენო ღირსებავ არ გვაქვს კითხვები.-უპასუხ ლუკას სიძემ და მეც ავდექი. ნტუკას ისევ გვერდით მივუჯექი. ჩემსკენ მოიწია და მხარზე თავი დამადო.
-იოანე ხომ გჯერა რომ ჩემი დაჩი ამას არ იზამდა.
-ჩვენი დაჩი ნატუკა, ჩვენი... მჯერა და თან როგორ. მაპატიე ის ყველაფერი კარგი? -პასუხი არ გაუცია ისევ გაუჩერებლად ტიროდა.
-დაცვას ყავს კიდევ მოწმეები? -იკითხა მოსამართლემ.
-დიახ თქვენო ღირსებავ მიდა ამჯერად მოწმედ მოსარჩელე ქალბატონი ვიქტორია გეწაძე.
-ვიქტორიაც წამოდგა და მყარი ნაბიჯებით დაიკავა მოწმის ადგილი, ფიციც დადო და მოკალათდა. ნეტა რა კითვები აქვს მომზადებული ლუკას, ან ლიანა რატომ არ მოვიდა, რა ხდება?
-ქალბატონო ვიქტორია, თუ შეიძლება გვითხრათ თქვენი ინტერესი რაში მდგომარეობადა ბატონ დაჩის როდესაც ბანკის მეპატრონის გაუფრთხილებლად უჩივლეთ?
-ჯერ ეს ერთი მე და იოანე თანამესაკუთრეები ვართ, თანაც და-ძმა. ასე რომ ვერ დავუშვებდი რომ ჩვენი ფული ვინმეს მიეთვისებინა. იოანე რომ ენდობა დაჩის ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ვენდობი.
-თქვენო ღირსებავ, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მოწმის ჩვენების ერთ ასპექტზე. ქალბატონმა ბრძანა რომ ის ბატონი იოანე ლომიძის და არის . ნება მომეცით თქვენ და ნაფიც მსაჯულებსაც გაჩვენოთ დნმ ტესტი რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომ ის არის ბატონი იოანეს და.
-რაა? რა სისულელეა? ვინ დაუჯერებს მაგ შენ დნმს პასუხს.
-მე ქალბატონო ვიქტორია. როგორც ვხედავ აღნიშნული დოკუმენტი დალუქულია სასამართლოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ლაბორატორიის ბეჭდით და მისი ავთენტურობა და სანდოობა 100%იანი იქნება. -მოსამართლის პასუხმა აშკარად აანერვიულა ვიქტორია. ლუკამ ნელი ნაბიჯებით წაიწია მოსამართლისკენ. ეს დროში გაწელილი ამბავი ვიქტორიას ნერვებზე ნავთს ასხამდა. კონვერტი მოსამართლეს გადაცა, მანაც ერთერთი ნაფიცი მსაჯულის თანხლებით გახსნა კონვერტი და წაიკითხა. მალევე ხმამაღლა განაცხადა.
-ჩემს მიმართ მონიჭებული უფლებით ვადასტურებ რა შედეგის ჭეშმარიტებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ კავშირი აღნიშნუ ორ დნმს შორის უარყოფითია.
-რაა? - წამოენთო ვიქტორია. უცებ ცხარე ცრემლით აქვითინდა. რაღაც შოუს დგამდა ყველა ვარიანტში. ცინიკოსი.
-დამშვიდდით ქალბატონო თუ შეიძლება.
-გამოდის რომ მეც მომატყუეს თქვენო ღირსებავ. ჩემმა მშობლებმა მითხრეს რომ ჩვენ და-ძმა ვართ და მე ეჭვიც არ შემპარვია ამაში. ყველაფერი ჩვენი კეთილდღეობისათვის გავაკეთე. -თქვა და ტირილს უმატა. ძალიან ამშვიდა მოსამართლემ მაგრამ ფაქტიურად ზლუქუნებდა ამიტომ მოსამართლემ უფლება მისცა შეეწყვიტათ დაკითხვა და ვიქტორიაც დარბაზში დაბრუნდა.
-დაცვის მხარეს საშუალება აქვს განაგრძოს თუ კიდევ აქვს რაიმე სათქმელი, თუ არა და შესვენებაზე გავალთ.
-მომიტევეთ თქვენო ღირსებავ მაგრამ მე არ დამიმთავრებია. -ფეხზე წამოიჭრა ლუკა.
-კარგით გისმენთ. - სანამ ლუკა საუბარს გააგრძელებდა ვიქტორია წამოდგა და დარბაზი დატოვა.
-თქვენო ღირსებავ დასაკითხად მინდა გამოვიძახო ბატონი იოანეს პირადი მდივანი ლიანა ღავთაძე. -გამიკვირდა მისი საელი რომ თქვა ლუკამ რადგან დილით არაფერი უხსენებია. თავი უკან მივაბრენე რადგან ველოდი რომ ლიანა კარიდან შემოვიდოდა მაგრამ შევცდი. ლიანა იმ მხრიდან შემოიყვანეს საიდანაც დაჩი. თვალი დალურჯებული ქონდა და ტუჩი გახეული, სიარულისას გვერდზე ხელს იჭერდა, ანუ რა გამოდის ისიც საკნიდან გამოიყვანეს? ან ვინ სცემა ასე ? სულ დავიბენი მაგრამ ლუკას სახეზე აღბეჭდილი სიამოვნებით მივხვდი რომ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ლიანამ კონსტიტუციაზე დაიფიცა რომ სიმართლეს იტყოდა და ლუკამაც დაიწყო -თქვენო ღირსებავ სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანთ მინდა რომ მხედველობაში ის გარემოებაც მიიღოთ რომ ქალბატონი ლიანა საკუთარი ნებით ჩაბარდა მართლმსაჯულებას.
-რა კავშირი აქვს მის ჩაბარებას აღნიშნულ საქმესთან.
-პირდაპირი, თქვენო ღირსებავ პირდაპირი... ქალბატონო ლიანა თუ შეგიძლიათ სულ თავიდან მოგვიყვეთ თქვენ და ქალბატონი ვიქტორიას ნაცნობობის შესახებ.
-დიახ... უკვე 7 წელია რაც ბანკში ვმუშაობ, ბატონ იოანემდე მისი მამის მდივანი ვიყავი. 2 წელიწად ნახევრის წინ ქალბატონი ვიქტორია ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა რომ ჩემთან საქმე ჰქონდა. გამიკვირდა მისი მოსვლა რადგან სულ ზემოდან მიყურებდა, ცდილობდა დავემცირებინე და მისი ეს უცაბედი მოლბობა საეჭვოდ მეჩვენა. რადგან მოსული იყო სახლში შემოვიპატიჟე. ხელში ბარათი ეჭირა. სახლში შესვლისას უცებ მომეხვია და ტირილი დაიწყო. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. უცებ თავი აწია და მითხრა რომ მისი და ვარ. გამაოგნებელი იყო ჩემთვის ეს სითყყვები თან გულის სიღრმეში უბედნიერესად ვიგრძენი თავი. ობლობაში უპატრონოდ გავიზარდე და აქამდე მოვედი. ახლა კი იმის გაგებამ რომ და მყავდა სიხარულით ამავსო, თან ისეთი და როგორიც ვიქტორიაა. მაგრამ დამაეჭვა ამან თუმცა ჩემი ეჭვები სრულიად გაიფანტა როდესაც დნმ ტესტი მაჩვენა. ვკითხე საიდან დაებადა ის აზრი რომ შეიძლებოდა დები ვყოფილიყავით. ამის საპასუხოთ მითხრა რომ დედამისმა უხთრა სიმართლე, რომ დედაჩემი მმამისის მდივანი ყოფილა და მე უკანონოდ გაჩენილი ბავშვი ვარ. დედამისის დაჟინებული თხოვნით დედაჩემს გავუშვილებივარ და შემდეგ ვითომ მამაჩემს ავუყვანივარ ამის გამო სამსახურში. ამ ყველაფრის გაანალიზება გამიჭირდა მაგრამ ცემთვის მთავარი ი იყო რომ ამ ქვეყნად მარტო აღარ ვიყავი.
-ქალბატონო ლიანა ბანკის შიდა საქმებში ჩარევა როდის დაიწყო ქალბატონმა ვიქტორიამ.
-მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ყველასთვის რომ ბატონი იოანე იყო კანონიერი მფლობელი ბანკისა მან აქტიურად დაიწყო ამაზე სუბარი მაგრამ მანამდეც ხშირად მეუბნებოდა რომ ბანკის მფლობელები ჩვენ ორნი უნდა ვყოფილიყავით და მთხოვდა იქნებ რაიმე საბუთები ვიცოდი სად იყო რითაც ჩვენი ქონების დაცვას შევძლებდით. მე მას უკვე ვენდობოდი და ამიტომ უსიტყვოდ ვასრულებდი რასაც მეტყოდა. ბატონი იოანეს მოსვლის შემდეგ მიტრა რომ მისი ნდობა მომეპოვებინდა შემდეგ მარტივად მივიღებდით ჩვენს კანონიერ საკუთრებას და ვიღაცისათვის არ უნდა დაგვეთმო ის რაც ჩვენი იყო. მე ვუთხარი რომ ისიც ჩემსავით მისი ნახევარ ძმა იყო და რატომ არ შეიძლებოდა რომ ისიც ყოფილიყო წილში. მიპასუხა რომ ის რომ იოანე ბიჭია ყველაფერს წყვეტს. მის გამო ყოველთვის აკლდა მამის სითბო და მე საერთოდ მშობლების გარეშე გავიზარდე. ვერ ვხედავდი ჩემს უბედურებასა და ბატონი იოანეს ცხოვრებას შორის კავშირს მაგრამ რასაც ვიქტორია მეუბნებოდა უბრალოდ მჯეროდა და მორჩა. ყველას მეამიტ გოგოდ აჩვენებდა თავს მაგრმ სინამდვილეში გველია. მოახერხა და შანტაჟის წყალობით დანარჩენ მოწილეებს წილები წაართვა. მერე ვიქტორიამ სცადა რომ რაიმე უკანონობის ჩადენა დაებრალებინა ბატონი იოანესთვის მაგრამ ბატონი დაჩის თანადგომით შეძლო ბატონმა იოანემ რომ დაამტკიცა მისი სიმართლე. ეს გეგმა რომ ჩაეშალა ოჯახზე თავდასხმით სცადა იოანეს გატეხვა. დაგეგმა ბატონი იოანეს ქალიშვილის მოტაცება. მაგრამ ამასაც მიუხვდა ბატონი დაჩი და ამიტომ დაჩის მოშორება განიზრახა რადგანაც ის უშლიდა ხელ. ერთი ნაბიჯით უსწრებდა ყოველთვის. მეც მხარი ავუბი მაგრამ მოსაკლავად მაინც არ მემეტებოდა. არ მინოდა ვინმეს სისხლი კისერზე დამედო და ვუთხარი იქნებ სხვა რამე მოგვეფიქრებინა და მანაც ახალი გეგმა მოიფიქრა.
-პროტესტს ვაცხადებ თქვენო ღირსებავ. -ხმა ამოიღო ვიქტორიას ადვოკატმა ბატონმა ირაკლიმ.-საიდან ვამტკიცებთ რომ ისინი მართლა დები არ არიან ან მართლა უთხრა კი თავის დროზე ქალბატონმა ვიქტორიამ მსგავი რამ მოწმეს.
-აქვს რაიმე დამადასტურებელი დაცვის მხარე>
-დიახ თქვენო ღირსებავ.
-პროტესტი უარყოფილია, გთხოვთ წარმოადგინოთ საბუთები.
-ინებეთ, ეს ძველი ანალიზის პასუხი რომელიც ადასტურებს მათ დედმამისშვილობას. ეს კი ახალი ისევ დალუქული პასუხი დნმ-სა. -მიაწოდა კონვერტები ლუკამ მოსამართლეს და გამობრუნდა. ცერა თითი ამიწია და მანიშნა რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
-გტხოვთ გააგრძელოთ დაკითხვა.
-გმადლობთ, გთხოვთ გააგრძელოთ რა ახალ გეგმაზეა საუბარი.
-რამოდენიმე ხნის წინ გაუცვნია ერთი ადამიანი რომელიც ძალიან ჰგავდა ბატონ დაჩის. მოიფიქრა რომ თუ მას გამოვიყენებდით შევძლებდით დაჩის სახელზე რაიმე უკანონობის გაფორმებას, ეს იოანეს გუს ატკენდა და მარტივად სამართავი გახდებოდა თან ამით ვიქტორია მისი ერთგულების და დაჩის მოღალატეობას დაამტკიცებდა.
-თქვენო ღირსებავ მინდა გაგაცნოთ ეს ადამიანი ვინც დაჩის ნაცვლად ჩანს ფოტო და ვიდეო მასალაზე. -ჩანტიდან ფოტოები ამოიღო ლუკამ - ნიკოლოზ შარიქაძე. თქვენ კი განაგრძეთ თუ შეიძლება და გვითხარით როგორ დაითანხმა აღნიშნული პიროვნება ასეთ ფარსზე?. -მიმართა ლიანას.
-აღნიშნული პიროვნება, ნიკოლოზ შარიქაძე ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი წამყვანი მარკეტების ქსელის მენეჯერია. ვიქტორიამ მას თავი მოაწონა. მასთან რამოდენიმე სქესობრივი კავშირის შემდეგ მას სიმულაციური თამაში შესთავაზა და უთრა ვითომ გაუპატიურების სცენა გაეთამაშებინათ. ისიც დათანხმდა. ვიქტორიამ ეს აქტი ფირზე ჩაწერა და დააშანტაჟა რომ უჩივლებდა და ყველაფერს დააკარგვინებდა. არავინ დაუჯერებდა რომ ვიტომ სიმულაციური თამაში იყო, მარტივად შევძლებ დაზარაებული ქალის როლის თამაშსო.
-პროტესტს ვაცხადებ თქვენო ღირსებავ. ეს აშკარად ჩემი კლიენტის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას ჰგავს.
-იმის გათვალისწინებით რომ წარმოდგენილი დნმ ადასტურებს თქვენი კლიენტის ერთ ასპექტში სიცრუეს, პროტესტი უარყოფილია. გთხოვთ გააგრძელოთ.
-მასაც მეტი გზა არ ჰქონდა და დასთანხმდა. როცა ყველაფერი მოაგვარა ვიქტორიამ. ფირი გაანადგურა მაგრამ მაინც ეშინოდა და უფრო სასტიკ ზომებს მიმართა.
-გმადლობთ ლიანა, მაგ საკითხზე შემდეგ გავაგრძელოთ ახლა თუ შეიძლება გვითხარით რატომ ხართ ნაცემი?
-წინა დღეებში სიმართლე გავიგე თქვენი წყალობით. ის რომ ვიქტორია ჩემი და არ იყო და სიმართლით დავუპირისპირდი. ტავის მართლება არც უცდია. მითხრა რომ თავისი უკვე ისედაც მიიღო და აღარ ვჭირდებოდი. ადგა და გავიდა, ტირილი დავიწყე, ჩემს თავს ვადანაშაულებდი ასე რომ ვენდე ბრმად. მალევე სახლში ვიღაც უცხო მამაკაცი შემომივარდა და ცემა დამიწყო. როგორღაც მოვახერხე და მაგიდის სანათი ჩავარტყი. ძირს დავარდა მე კი სახლიდან გამოვვარდი და ბატონ ლუკა ონიანთან მივედი. ჩემს ბინაში მასთან ერთად დავბრუნდი და ვნახეთ რომ ის კაცი მკვდარი იყო. ბატონმა ლუკამ მირჩია რომ ჩავბარებულიყავი და მეც დავუჯერე.
-პროტესტს ვაცხადებ თქვენო ღირსებავ,
-პროტესტი არ მიიღება... მაპატიეთ თქვენო ღირსებავ რომ ჩავერია. მე ხელთ მაქვს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ხმოვნი მასალა სადაც გარკვევით ისმის ქალბატონი ვიქტორიას და ლიანას ხმები და ამასთანავე მოქმის მიერ ახლახანს აღწერილი ფაქტი. რაც შეეხება ჩანაწერის არსებობას. ის ბატონმა იოანემ ჩემი დავალებით დაამაგრა მოწმის სახლში. სწორედ იმ სანათში რომლითან მკვლელობა ჩაიდინა მოწმემ თავდაცვის მიზნით. -დარბაზში სიჩუმეა და ისმის მხოლოდ ხმები. როგორ არკვევენ სამქეს და როგორ იწყება მერე ყველაფრის მტვრევის ხმა. -ახლა კი ბოლო კითხვა მაქვს მოწმესთან. მაგრამ სანამ კითხვით მივმართავ მინდა გამცნოთ ერთი ფაქტი. XXX ქუჩაზე #3 ბინაში ხანძრის შედეგად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გვამი, რომლის ცხედარიც ისე იყო დამახინჯებული რომ მხოლოდ დნმის საშუალებით მოხდა მისი ვინაობის დადგენა. გარდაცვლილი გახლავთ ნიკოლოზ შარიქაძე. გამოძიების შედეგად დასკვნაში დიდო რომ ხანძარი უბედური შემთხვევა იყო მაგრამ თქვენო ღირსება მე ვითხოვ რომ თავიდან ჩატარდეს გამოძიება აღნიშნული დანაშაულის ფარგლებში რის საჭიროებაშიც ჩემი მოწმის პასუხი დაგარწმუნებთ. ქალბატონო ლიანა გთხოვთ გვითხრათ ვარ თუ არა მართალი.
-დიახ თქვენო ღირსებავ. ვიქტორიამ თავდაცვის მიზნით ნიკოლოზის მოშორება გადაწყვიტა. თავიდან ფიქობდა რომ ვთხოვ იქნებ სასამართლოს დასრულებამდე უცხოეთში წავიდეს იმოგზაუროსო მაგრამ ნიკოლოზმა საქმეებსი გამო უარი უთხრა და რის შემდეგაც იფიქრა გატაცებაზე მაგრამ არც ეს ვარიანტი მოეწონდა და ბოლოს უბედური შემთხვევის აზრი მოუვიდა თავში. ეს ამბავიც მგონი იმ კაცის გაკეთებულია ვინც მე მომიგზავნა საცემად.
-გმადლობთ ქალბატონო ლიანა. მე მეტი კითხვები აღარ მაქვს. თქვენო ღირსებავ მე დავამთავრე.
-თუ კი მოსარჩელეს არც კითხვები აქვს და არც არგუმენტები მოსამართლე გავა განაჩენი გამოსატანად.
-არა თქვენო ღირსებავ მე არ მაქვს კითხვები.
მოსამართლე წამოდგა და გავიდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ლუკა ჩემთან მოვიდა.
-როგორ მოგეწონათ ჩემი გამოსვლა ბატონი იოანე?
-ყოჩაღ ლუკა. მადლობა დიდი. იმედი მაქვს რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
-მადლობა ადვოკატო. დაჩის სჯეროდა თქვენი. მიხარია რომ იმედი არ გაუცრუეთ.
-ისე რატომ არ მითხარი ლიანა თუ მოვიდა შენთან.
-რა ვიცი სიურრიზი მინდოდა რომ გამეკეთებინა, იცი რა გამისწორდა ჩემი სიძის გამოშტერებულ სხეს რომ ვუყურებდი. რომ მიხვდა რომ ყელამდე ნეხვშია.
-რატო ხარ ეგრე ჟინში მასთან.
-რავიცი, ყოყლოჩინაა და ჩვენს საქმეს ზედმეტი თავდაჯერებულობა არ უხდება.
-ხო არაა? აბა შენ რას შვებოდი წეღან?
-მე მქონდა მიზეზი და ეგ ბაქი ბუქაა....კარგი დავუბრუნდები ჩემს ადგილს.
-იოანე რატომ არ მითხარი თავიდანვე თუ გეგმავდით ყველაფერს.?
-რეალურობის შესანარჩუნებლად ნატუკა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ვიქტორიას გეგმა და ამიტომ მზად შევხვდით ყველაფერს. დიდი ხანია ვიქტორიას ვუთალთვალებ და მისი თითქმის ყველა ნაბიჯი ვიცოდით. მინდოდა ბარემ მომყოლა ყველაფერი მაგრამ მოსამართლე შემოვიდა.
-ბრალდებულო დაჩი გელაშვილო წამოდექით ფეხზე. სანამ ჩემს გადაწყვეტილებას გამცნობდეთ. ნაფიც მსაჯულებს ვთხოვ თავიანთი განაჩენი გაგვაცნოს. -ნაფიცი მსაჯულებიდან შუა ხნის წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი წამოდგა და დაიწყო.
-წარმოდგენი სამხილებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით. ჩვენი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით ბრალდებული უდანაშაულოა.
-გმდლობთ ბატონო ნაფიცო მსაჯულო. მე კახაბერ ლოლაძე ჩემთვის მონიჭებული უფლება მოვალეობებით ბრადებულ დაჩი გელაშვილს უდანაშაულოდ ვცნობდა ვანთავისუფლებ მას სასამართლოს დარბაზიდან.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარი იყოო
მომწონს ეს ადვოკატი.
რაღაცნაირი ქარიზმატული, ამყოლი და მგაარი ტიპია.
ველოდები შედეგს მოუთბენლად. და იოს ერთი კარგი სილა არ აცდება ნატუკასგან!!!

 


№2  offline წევრი ankatuna

nawkas12345
მაგარი იყოო
მომწონს ეს ადვოკატი.
რაღაცნაირი ქარიზმატული, ამყოლი და მგაარი ტიპია.
ველოდები შედეგს მოუთბენლად. და იოს ერთი კარგი სილა არ აცდება ნატუკასგან!!!

მადლობა რომ აქტიურად კითხულობ და მოგწონს. ხვალ დავდებ მომდევნოს. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent