შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(6)


13-06-2017, 00:29
ავტორი Iliana23
ნანახია 958

ილიანამ გოგონა შეამჩნია თუ არა,მანაც სეიდს მიაპყრო გაკვირვებული სახე.
_არ მჯერა,რომ გხედავ.
სეიდი გოგონას მიეჭრა და ძლიერად გადაეხვია.
_ამიხსენი სანამ დაგბრიდე.
ბიჭი გამოერკვა და ილიანას თვალი ჩაუკრა.
_არ დაიწყო შენებურად,ეს ილიანაა,ეს კი გიჟი დარლა.ნეტავ თქვენი სახეები დაგანახათ.
გოგონამ გამალებით ჩასხო მუჭი სეიდს.
_კარგი,კარგი,გავიდეთ ყავა დავლიოთ.
სიცილით თქვა სეიდმა და მისაღებისკენ მიმავალმა დაამატა:
_გამოფხიზლება არ გაწყენდათ.
სამივენი მისაღებში ისხდნენ და ცხელ ყავას შეექცეოდნენ.სეიდი სიცილით ყვებოდა:
_უკვე მერამდენედ ჩაგვეძინა ასე უცნაურად.შენი სახე უნდა გენახა,როგორ გვიყურებდი.
_შენ არ გაგიფრთხილებივარ,რომ სტუმარს დამახვედრებდი.
_ჰო,დამავიწყდა.
ილიანა ხმისამოუღებლად უსმენდა მათ საუბარს.
_ორი დღით მცალია.ვრჩები,თუმცა კვლავ ნაწყენი ვარ,რომ არ მსტუმრობ ხოლმე.
_ხომ იცი არ მიყვარს,როცა გაწუხებ.
გაეკრიჭა სეიდი.დარლამ ცხვირი აპრიხა და ილიანას მიუბრუნდა.
_ილიანა ახლოს ცხოვრობ?
_კი.
_დღესაც ხომ დარჩები?
_ისა...არ ვიცი...
_მინდა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი,თან კარგა ხანია გათიშვამდე არ დამილევია.
ილიანას გაეღიმა.
_მითხარი,რას საქმიანობ?
_ვწერ,შენ?
_ეს მსუბუქი ნათქვამია.დარლა ის შესანიშნავად წერს და ამავდროულად ხატავს,უბრალოდ არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი.
საუბარში ჩაერია სეიდი.
_შესანიშნავია,ანუ მასთან საუბარი შესაძლებელია.რომელია შენი საყვარელი მხატვარი?
_პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად
რუიზ ი პიკასო.
ბუზის გაფრენა მართლა ისმოდა,მაგრამ არა გადატანითი მნიშვნელობით,თუმცა ეს გაფრენა ნამდვილად არ ღირდა დარლას სიცილად.
_სეიდ,ზედმეტად საინტერესო კადრია.
სამივე იცინოდა,მაგრამ სამ ხმაში დარლას ბანი მაინც სხვანაირად ბობოქრობდა.
_ჰო,სად გავჩერდით?პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა
სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასოზე ვსაუბრობდით.სახელოვანია.მეც მხატვარი ვარ.
_ჟანრი?
_შიშველი ნატურები.
_ორიგინალურია.
_ჰო,თუმცა ცოტას მოსწონს.
_თქვენი ტატუ მომწონს.
დარლამ მაჯა ამოატრიალა,რათა ილიანას უკეთ დაენახა ნოტი.
_მუსიკა ვენებში გამდის.შენც გიყვარს მუსიკა არა?
_კი,ძალიან.
_სეიდ,ამ გოგოს ეძებდი თუ თავად შეგხვდა?
სეიდს არ უპასუხია,უბრალოდ ღიმილით შემოიფარგლა.
_როგორ მიყვარს შენი სახლი,აქ ყოველთვის საოცარი გარემოა.
თვალები მინაბა დარლამ.
_მას ძალიან უყვარს ამინდის ცვალებადობა.მისი ჰობი ფოტოგრაფობაა.
განმარტა სეიდმა.
_ჰო,ასეც შეიძლება ითქვას.
_ამინდის ცვალებადობაში რას გულისხმობთ?
_დარლა,აჩვენე შენი სურათები.
გოგონამ ოთახის კუთხეში დაგდებულ უზარმაზარ ჩემოდანთან მიირბინა და არეულ ნივთებში დაიწყო ქექვა.ბოლოს იპოვა ის,რასაც
ეძებდა და მაგიდასთან დაბრუნდა.
_ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებ,კარგი?
ილიანამ მხოლოდ თავი დაუქნია.სურათზე საოცრად ლამაზი კადრები იყო აღბეჭდილი.მომენტები საოცარი სიზუსტით იყო დაჭერილი.
ჩამავალი მზის სხივი,იასამნისფერ გარეული ცა,უძრავად დაგუბებული ზღვა და სხვა მათთანანი.
_რა ლამაზებია.
_გმადლობ.
_უბრალოები,მაგრამ ძალიან გამორჩეულები და ლამაზები არიან.
_არტი და სილამაზე ყველგან და ყველაფერშია,უბრალოდ უნდა დააკვირდე და იპოვო ისინი.მე ვცდილობ შევამჩნიო და წამი
გავაშეშო.
_ძალიან მაგარია.
_სეიდ მან იცის შენი საიდუმლო?
_კი და სურვილიც კი გამოთქვა წამოსვლასთან დაკავშირებით.
_შთამბეჭდავია,გამოდის,რომ შენნაირი გიპოვია.
_ასე არ არის,ხშირად და მწვავედ გვიწევს კამათი სხვადასხვა შეხედულებების გამო.
_მერე ინდივიდუალურ საკითხებზე ქიშპობა,რომ შეუგნებლობაზე მიანიშნებს არ უთქვამთ თქვენთვის?სეიდ,როგორი მოსაწყენი ტიპი
ხარ.
_შენ კი გესლიანი.პატარა გესლიანი გველი,გრძელი ენით.
_მოდი უნდა დაგგესლო და ენაზე აღარ იხუმრო შემდეგში.
დარლა სეიდის მუხლებში გადასკუპდა და ძლიერად ჩაეხუტა.
_ილიანა ეს ის არ არის,რასაც შენ ფიქრობ,გეფიცები ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
სეიდს გაეცინა.
_მხოლოდ მეგობრები?
_ვინ იფიქრებდა,რომ ასე გავიზრდებოდით.გახსოვს რა პატარები ვიყვით უბანში კონცერტებს,რომ ვაწყობდით და ბილეთებს ძალით
ვტენიდით მეზობლებს?
_რა კარგი დრო იყო.
_ჰო,ოქროს ხანა.სამწუხაროა,რომ ვეღარასოდეს დავაბრუნებთ დროს უკან.
სამივე ჩაფიქრდა და თითქოს მოიწყინეს კიდეც.ილიანა ყავის დალევას მორჩა და წამოდგა.
_ჩემი წასვლის დროა.
დარლაც წამოფრინდა ფეხზე.
_რა?არა,არა,სად მიდიხარ?
_უნდა მოვწესრიგდე.
_ხომ ისევ მოხვალ?
_კი,მოვალ.
გაეღიმა ილიანას.
_კარგი,მაშინ ნებას გრთავ წახვიდე,მაგრამ იცოდე,ნახევარ საათში აქ თუ არ იქნები,მოგაკითხავ და ძალით წამოგიყვან.ამის
გამკეთებელი ვარ.
სასაცილოდ დაუქნია თითი გოგონამ.ილიანამ სეიდს გადახედა და როდესაც მისგან დასტური მიიღო,ფაიზაღს ბაზრობსო,საჩქაროდ
დაუქნია თავი დარლას.ნივთები მოაგროვა და კარები გამოაღო.
_აბა დროებით.
_დროებით.
ისის იყო კარი უნდა დაეკეტა,რომ სეიდის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.
_წიგნაკი არ დაგავიწყდეს ილიანა!
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას და ფიქრობდა მომხდარ მოვლენებზე.საფიქრალი ბევრი დაუგროვდა.სეიდი გამოუტყდა,რომ
მოსწონს,გამოდის,რომ მისი გრძნობა ცალმხრივი არ არის.რა კარგად ეძინა გუშინ,სიზმარიც კი არ უნახავს.დარლა ისეთი სხვანაირია,
სეიდი მართალი იყო,მას ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი.მისი ტატუ ისეთი კრეატიული და ორიგინალურია.მალე სოროსაც
მიადგა.სწრაფად მიიღო შხაპი,მოწესრიგდა,ერთი-ორი პირი ტანსაცმელი ჩანთაში ჩაჩურთა,წიგნაკიც მიაყოლა და სორო დატოვა.ამჯერად
ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას,უნდოდა,რაც შეიძლება მალე დაეწყოთ საუბარი,თან ცოტათი ეშინოდა კიდეც დარლას მუქარის.
სახლში მისულს საოცარი სიტუაცია დახვდა მისაღებში.ფანჯარასთან კარავი იყო გაშლილი,ოთახში მტვრისა და სიგარეტის კვამლი
იდგა,ბუხართან სეიდს ეძინა,ხოლო დარლა პირსახოცის ამარა დარბოდა ოთახიდან ოთახში.
_შემოდი,შემოდი.მიდი,სეიდი გააღვიძე,ჩაეძინა,როდესაც რაღაცას ვუყვებოდი.
ილიანას გაეცინა დარლას ბუზღუნზე,ფრთხილად მიუახლოვდა სეიდს და ნაზად შეანჯღრია.პირველივე ცდაზე გაახიდა თვალები და
ოთახი მოათვალიერა.
_უკვე მოხვედი?ჩემი სახლი ოკუპირებულია.
_სეიდ ყველაფერი მესმის.
დაიღრინა დარლამ.
_მალე დალაგდი რა.
_უკვე მოვრჩი,გამოვიცვლი და მოვალ.
დარლა სააბაზანოში მიიმალა.
_რაც წახვედი არ გაჩერებულა,ყველაფერი არია,მგონი სამუდამოდ აქ დარჩენას აპირებს.
ილიანას გაეცინა მის ბუზღუნზე.
_მოვრჩი,სეიდ ღვინო გამოიტანე.
_მისმინე დარლა,თავს არც მე დაგიჭერ და არც ილიანა იცოდე,იმდენი დალიე,რომ უნიტაზამდე მიაღწიო.
_მიდი,მიდი საპახმელიე გამოარბენინე ,ბევრს ნუ ლაპარაკობ.
მაგიდას მიუსხდნენ და ჭიქები შეავსეს.ორი ჭიქა ისე დალიეს,რომ დარლასაც კი არ ამოუღია ხმა.მერე მწვავე კამათი გააჩაღეს
საფრანგეთის რევოლუციაზე საუბრისას.დარლა ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და ისე აფიქსირებდა თავის მოსაზრებებს,ილიანა კი
სვენებ-სვენებით ძლივს აკვეხებდა სიტყვებს,დღეს გაგიცანი,წარმოდგენას ნუ დამაკარგვინებო.სეიდი კი ხმას არ იღებდა,ღვინოს სვამდა
და ღიმილით ადევნებდა ბოის თვალს.
_ქალბატონებო იქნებ თემა შეგვეცვალა?
_ჰო,ხმის იოგები აღარ მივარდა.
სამივეს გაეცინა.
_მერე ინდივიდუალურ საკითხებზე ქიშპობა და შეუგნებლობის თავისთავად დემონსტრაცია ღირს შენს იოგებად?
ბიჭმა მთელი ცინიზმი ჩააქსობა ამ ერთ წინადადებაში.
_თუთიყუშობის ნიჭი ბავშვობიდან გქონდა.
ჭიქები კვლავ აივსო წითელი სითხით.
_ვისაუბროთ ოცნებებზე.რა არის თქვენი ოცნება?
_ჩემი ოცნება ფრენაა.
წამოიძახა დარლამ.
_მოიცადეთ,წაგიკითხავთ.
პატარა წიგნაკი მოარბენინა და კითხვა დაიწყო:
_მე ვაფრენ!
შენ აფრენ!
ის აფრენს!
ეს ნორმალურია...
არ მინდა არანორმალურობა... მე უბრალოდ გაფრენა მინდა. სადღაც შორს. იქ, სადაც არ იქნება მე, არ იქნეება შენ და ის იყოს.
ის არასდროს არ მიშლის ხელს.უკვე დიდი ხანია, რაც ვაფრენ, მაგრამ კვადრატში. ხანდახან ფესვიდან გამოღწევა და კვადრატის
გარეშე მინდა. არა... ხანდანხან არა, ყოველ წამს. ჩემთვის სურვილების ახდენა არავის უსწავლებია. თოვლის ბაბუაც კი არ მყოლია
ახალ წელს. დაა თქვენ ნუთუ გიკვირით,რომ მე ვაფრენ.ზღვის გადაცურვაც მინდება ხოლმე. თუმცა ზღვა ხმელეთან ახლოსაა.
თითქმის მას ეხუტება და კოცნის. მე ხმელეთი მძულს! ამიტომ მინდა გაფრენა. მაგრამ ისედაც ხომ ვაფრენ?!ხანდახან საერთოდ
არაფერი არ მინდა ხოლმე. აი, ზუსტად მაშინ,როცა ხმელეთზე ვბრუნდები. ფრენით არასდროს ვიღლები, მაგრამ „შენ“ ხმელეთისკენ
მიხმობს. ეს „შენ“ არ არის გრავიტაცია. ეს „შენ“ შენ ხარ და იქნებ შენს გამო მძულს ხმელეთი.
ფრენისას ყველაზე მეტად შოკოლადის ნაყინი მენატრება ხოლმე. მინდა ზეცაში „მაკ დონალდსი“-ი გავხსნა. აღარ მომიწევს ორმაგი
ჩიზბურგერისთვის ხმელეთზე სახით დაცემა. ხალხნო ვაფრენ!მინდა კოსმოსი ჟანგბადით გავჟღენთო. ავიღებ პატარა ვედროს და
ავიტან ხოლმე ჟანგბადს მაღლა.მაგრამ... არა! არავითარ შემთხვევვაში! მერე იქ „შენ“ იქნები! ეგღა მაკლია კოსმოსშიც შენ იყო...ხოო,
რა იყო?! მე ვაფრენ. და ეს სავსებით ბუნებრივია. ყველა თავისებურად დავფრინავთ ხოლმე. ზოგი თვალებგახელილი, ზოგი
გაზებდაგროვილი, ზოგი კი უფრთოდ. ათასობით კილომეტრის გადასალახად სხდებით თვითმფრინავებში. ჩადიხართ სრულიად უცხო
ქვეყანაში. აკვირდებით ყველა დეტალს, მაგალითად იქაც გადიან თუ არა გაზებზე ადამინები ჭამის შემდეგ. იღებთ უამრავ ფოტოს,
რათა შემდეგ სამშობლში დარჩენილ მეგობრებს შეახარბოთ. ვითომდა ინტერესებით საუკუნეების წინ ვიღაცის დადგმულ აგურებზე.
ტოვებთ მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ გროშებს და ბოლოოოს... გაგიფრენიათ ადამიანებო!!! მეც, შენც და ისიც ერთიდაიგივე
ადამიანი ვართ სხვადასხვა განზომილებაში. საერთო ის გვაქვს, რომ ვაფრენთ (მაგრამ იმდენადაც არა, რომ ვიმუშაო იმისთვის, რომ
დავისვენო). გაფრენაზე მაგარი არაფერია. უბრალოდ ჯდები სავარძელში, ხუჭავ თვალებს და წამებში შენ ყველაფერს ხედავ,
ყველაფერი გესმის და ყველგან ხარ სადაც გინდა, რომ იყო... საბოლოოდ დარწმუნდით, რომ გავაფრინე? საქმე კი იმაშია, რომ
აქამდეც არ ვყოფილვარ ნორმალური. რა გამოდის? რადგან მეც,შენც და ისიც გაფრენილები ვართ სამყარო გიჟებითაა სავსე...
სიჩუმე ჩამოვარდა.დარლამ თავი ასწია და თვალი შეავლო პიდაღებულ წყვილს.
_ვერაფერს ვიტყვი,ეს უბრალოდ უძალიანმაგრესი იყო.
_გმადლობ.
სეიდმა მაინც წაკბინა.
_შენ ისეთი მომაბეზრებელი ხარ,ერთი სიტყვით ვერ დაწერდი ვაფრენო?
_ნუ იკბინები სეიდუნა,ვიცი,რომ მოგეწონა.
_ასე ნუ მეძახი.
_ძვალის თავი მოჩანს,ცოტა ღრმად უნდა დაგემარხა.
_მორჩა შენი ოცნება დარლა?
_არა,კიდევ მინდა,რომ ადამიანები ადამიანებს დაემსგავსონ და კიდევ მინდა,რომ მალე მოვკვდე.
ილიანამ გადაიკისკისა,თუმცა მალევე მიხვდა,რომ ეს სულაც არ იყო ხუმრობა და სახე შეეცვალა.
კი,მაგრამ რატომ?
_მომბეზრდა.
უცებ ისტერიკული სიცილი აუტყდა,მერე სიცილი ტირილში გადაეზარდა და საბოლოოდ სეიდის მკლავებში აღმოჩნდა აქვითინებული.
_დარლა,ისევ?
დიდხანს ტირობა და დიდხანს უსმენდა წყვილი მის ქვითინს ხმისამოუღებლად.ბოლოს დამშვიდდა და თავი ასწია.
_გამიშვი სეიდ,კარგად ვარ.
თავის ადგილას გადაჯდა და ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა.
_წავალ,პირს დავიბან და ყველაფერს მოგიყვები.
მიუბრუნდა ილიანას.
_თუ არ გინდა...
_მინდა.
წამოდგა,სააბაზანოსკენ ბანცალით წავიდა და კარი მიკიკეტა.
_არაფერი არ მკითხო,ყველაფერს თავად მოგიყვება.
ხმის ამოღება არ აცადა ინტერესით მომზირალ გოგონას.სააბაზანოს კარი გაიღო და სახედალაგებული დარლა მაგიდასთან დაბრუნდა.
კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა,გაუკიდა და მოყოლა დაიწყო:
_თოთხმეტი წლის ვიყავი,როდესაც პირველად შევამჩნიე,რომ გოგონები უფრო მომწონდა,ვიდრე ბიჭები.ოჯახის წევრებისთვის არაფერი
მითქვამს.მაშინდელი საზოგადოება,დღევანდელისგან დიდად არ განსხვავდებოდა,ყველას ტვინში ღრმად ჰქონდა გამჯდარი,რომ
საზოგადოებაში ასეთი პირის გარევა მომავალ თაობას გარყვნიდა და მოიგონეს ლოზუნგი - ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე!სასაცილო
ის არის,რომ ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამართლებდნენ თავიანთ ზიზღს ამ ლოზუნგითა და რელიგიით.მე არავისთვის არ
მიმიბაძავს და არც არავის მოუხდენია ჩემზე ზეგავლენა,ყველაფერი თავისით მოხდა,მე უბრალოდ გოგონები მომეწონა.ჩვიდმეტი
წლის ასაკში მერლი გავიცანი.ისიც ჩემნაირი იყო.გიჟური ურთიერთობა გვქონდა.ვიმალებოდით,გავრბოდით,მოგვსდევდნენ,მაგრამ
მაინც ერთად ვიყავით.სამი წლის თავზე სხვა ქალაქში გადავედით საცხოვრებლად.ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.ჩემი სამხატვრო
კარიერა და აყვავების ყანაც აქედან დაიწყო.ვხატავდი მერლის,ვაკეთებდი გამოფენებს და შემოსავალი ორივეს გვაკმაყოფილებდა.
ოთხი თვე ზღაპრულ ნეტარებაში გავატარეთ,მერე კი უეცრად დასრულდა ყველაფერი.ერთ საღამოს,სახლში მისულს მერლი არ
დამხვდა შინ.იმ ღამით არ დაბრუნებულა,არც დილით გამოჩენილა და მე ძალიან ავნერვიულდი.ავდექი და პოლიციაში განვაცხადე.
ძებნა დაიწყეს,თუმცა მერლი არ ჩანდა.მთელი სამი დღე სრულ ჯოჯოხეთში გავატარე,ყოველ წამს ველოდი,რომ ან იპოვიდნენ და
ან დაბრუნდებოდა.ბოლოს იპოვეს კიდეც,ქალაქგარეთ,ტყეში.გვამის ამოსაცნობად,რომ დამიბარეს,მეგონა მეხუმრებოდნენ,თუმცა ეს
ხუმრობა სულაც არ იყო სასაცილო.ექსპერტიზამ მკვლელებს მიაგნო და დიდი ხნით ჩააყუდეს ციხეში.სამნი იყვნენ,ბიჭები,ჯერ
გააუპატიურეს კაცის ალერსი შრატივითააო,მერე აწამეს და შემოაკვდათ.იცი მიზეზი რა იყო?ჩვენ.ჩვენი ურთიერთობის გამო დაემართა
ეს.მერე შავბნელი ხანა დაიწყო.ოჯახებმა ყველაფერი გაიგეს,არ მინდა იმის გახსენება,რაც იქ ცალკე გადამხდა თავს.სეიდი,რომ არა
იმ პერიოდს ვერ გადავიტანდი.ოთხი წელი გავიდა და მე დავიღალე,ილიანა.აღარ შემიძლია ასე.ადამიანებს ვეზიზღები გესმის?მე
არაფერი დამიშავებია მათთვის,მათ არც კი ვიცნობ,მაგრამ მათ მე ვეზიზღები.განსხვავებული ორიენტაცია არ ნიშნავს იმას,რომ მე
ცუდი ვარ.მერლიც აღარა მყავს,რომ გამამხნევოს,თუმცა კი ის მუდამ ჩემთანაა,ძალას მაძლევს,რომ ვიცოცხლო და თავი არ მოვიკლა.
ქალაქი მოძრაობსქუჩაში ლამაზ პალტოში გამოწკეპილი ქალი მიაბოტებს,ფოსტალიონი მიმავალი ველოსიპედიდან გაზეთებს
ურიგებს პეროგაყრილ საზოგადოებას,მდიდრული ხალათით შემოსილს ქვეყნად არაფერი,რომ არ ადარდებთ,სადღაც ძაღლიც იკლებს
ყეფით არემარეს,ტროლეიბუსი ბრმად ურტყამს ქალაქა,ვინ იცის უკვე მერამდენე კრუგს,მტვრით და სიგარეტის კვამლით ავსებულ
ოთახში კი მრგვალ მაგიდასთან სამი ადამიანი ზის,ღვინით ავსებულებს ცრემლები,რომ უნამავთ სახეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent