შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი13)


14-06-2017, 12:16
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 040

-ბიჭებო რას აკეთებთ?
-მელანო კარგად ხარ? რა სახე გაქვს? არაფერს უბრალოდ ეს მანქანა გასაყიდად ერთ ტიპს უდევს და ფოტოებს ვნახულობდით. რა მოხდა?
-არაფერი უბრალოდ კარგი მანქანაა. ეს ყავა თქვენ. მე კი დავწვები.
-კარგი ჩვენ საქმე გვაქვს.... დაინახე რა სახე ჰქონდა?
-კი იკა დავინახე. შენ რამ მოგაფიქრა მანქანას ყიდისო? უეჭველი ეგ პიროვნებაა. როგორი საცოდავი სახე ჰქონდა მელანოს. ძალიან შემეცოდა. მინდა რომ მისი სახიდან ყოველგვარი ტკივილი გაქრეს, მინდა მუდამ ბედნიერი იყოს და არაფერმა შეაწუხოს. ვიცი ეხლა მთელი ღამე ვერ დაიძინებს ამაზე ფიქრით.
-ღმერთო ჩემო რა დავაშავე? ლაშა, რატომ გახდა ეს პიროვნება ჩემი ცხოვრების დამანგრეველი? რატომაა რომ ჯერ კიდევ მასზე ვფიქრობ? ამდენი ხნის შემდეგაც კი. რატომ ვერ შევძელი მისი დავიწყება? ის ხომ აღარ არსებობს? მე ხომ მისთვის არარაობა ვარ და არაფერს წარმოვადგენ? რატომ ცოცხლობს ის ისევ ჩემში? არა, მე ის უნდა დავივიწყო. მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო თუ მართლა მიყვარს შოთა, კი მე ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს შოთა. სწორედ მის გამო უნდა შევძლო ლაშას დავიწყება. არ შემიძლია შოთიკოსადმი ყალბი სიყვარული გამოვავლინო. ის ხომ მხოლოდ ჩემზე ზრუნავს და ფიქრობს? ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის, ამიტომ ამაში მეც უნდა შევუწყო ხელი. არ მინდა რომ ჩემთან დამწუხრებული იყოს იმის გამო, რომ მე მის ყოველ მოქმედებაზე ლაშა მახსენდება და ვტირი. გადაწყვეტილია. დღეიდან მე და შოთა. არანაირი ლაშა ჩემთვის აღარ იარსებებს. ვიცი ჩემო დღიურო ეს ძალიან გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევძლო. მე შოთიკო ყველაფერზე მეტად მიყვარს.
-მელანო შეიძლება შემოვიდე?
-შოთიკო? რა ხდება? კი შემოდი.
-არაფერი. ხომ არ გაგაღვიძე?.. შენ რა ტიროდი?
-არა რა სისულელეა, უბრალოდ....
-კარგი რა ეხლა მაინც ნუ მატყუებ. მოდი ჩამეხუტე. მელ შენ ჩემი სიცოცხლე ხარ და არავის მივცემ შენი ატირების უფლებას. ყოველთვის დაგიცავ და არასოდეს მიგატოვებ. გთხოვ აღარ იტირო კარგი? და დაიძინე გვიანია.
-კარგი. ძალიან მიყვარხარ შოთა.
-მეც ჩემო პატარავ ტკბილი ძილი.... რა ქენი გაიგე რაიმე? სად ცხოვრობს ვაფშე?
-აქაც მე ვარ იქაც მე ვარ არი რა ეს პიროვნება. ასე ფოტოებით და სტატუსებით ვერაფერს გავიგებთ, ოჰოო.
-რა რა ნახე ასეთი?
-დროზე მოდი აქ..... თურმე დაქორწინებულია. ნეტა ეს მელანომ თუ იცის?
-შენი აზრით არ ეცოდინება? მაგის გამო მიატოვა მგონი მელანო და შენი აზრით ეგ არ ეცოდინება?
-ხო ალბათ.... ოო არაა.
-რაიყო ბიჯო რა გამოხტომები გაქვს?
-მარიამი.
-ვინაა მარიამი?
-ლაშას ცოლი.
-შენ საიდან იცნობ?
-ჩემი შეყვარებული იყო წლების წინ.
-მაინც რამდენი წლის წინ?
-ასე სამი ოთხი წლის წინ.
-ანუ მარიამმა შენ მიგატოვა და ლაშამ მელანო იმის გამო რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ? მაგარია რა.
-ხო ეგრე გამოდის მაგრამ ეხლა ეგ საერთოდ არ არის საინტერესო. ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ამით ვერაფერს გავიგებთ.
-აბა მეტი ინფორმაციის გაგება საიდან შეგვიძლია.
-მელანოს დღიურიდან.
-საიდან?
-მელანოს ყოველთვის აქვს დღიური. მემგონი რაც წერა ისწავლა მას შემდეგ ყველაფერს წერს დღიურში და არამგონია ეგ ამბავი გამოეტოვებინა.
-კი მაგრამ მაგ დღიურის ნახვა სად შეგვიძლია?
-მელანო ყველაფერს ერთ დიდ ყუთში ინახავს. ასე რომ ერთ დღეს სახლიდან უნდა გავიტყუოთ და ყველაფერი ვნახოთ. სხვა გზა არ არსებობს. ისიც ეცოდინება ეხლა სად არის კონკრეტულად.
-კარგი აზრია. თამუნას დაველაპარაკოთ და იქნებ ერთი დღე სადმე წავიდნენ.... მესიჯი მოგივიდა გახსენი.
-ბიჭებო რა ქენით გაიგეთ რაიმე ახალი ლაშას შესახებ? (თამუნა)
-რავი ისეთი არაფერი. ერთადერთი ის რომ დაქორწინებულია. რატომ გვეკითხები?
-მაშინ მე მაქვს კარგი ამბავი თქვენთვის. ლაშა ორ დღეში თბილისში ჩამოდის. და მგონი საცხოვრებლადაც გადმოდიან.

-შოთიკო, ჩემი შოთიკო როგორი საყვარელია. ნეტა თუ სძინავთ ბიჭებს? მაგრამ თქვეს მთელი ღამე საქმე გვაქვსო და არამგონია. მჯერა რომ შოთიკოს ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ლაშა ცხოვრების უდიდესი ტკივილია. ის მაინც ვიცოდე რატომ მიმატოვა.... ოჰოო რაამბავია. ვიღაცას გავახსენდი. ღამის 3 საათზე ვის გავახსენდი FB ში?
-გამარჯობა მელანო. როგორ ხარ? ვიცი რომ წლების წინ ცუდად მოვიქეცი და მიგატოვე, მაგრამ ორ დღეში თბილისში ვბრუნდები. გთხოვ შემხვდი და ყველაფერს აგიხსნი. მე შენ არ დამვიწყებიხარ... (ლაშა)

გამარჯობა ბავშვებო. აი დავბრუნდი ახალი თავით. დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ თითქმის სამ თვიანი პაუზისთვის. იმედი მაქვს ეს თავი მოგეწონათ. ველი კომენტარებს. მიყვარხართ ყველა <3



№1 სტუმარი Guest ლიკა

გააგრძელე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent