შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 20) დასასრული


14-06-2017, 20:19
ნანახია 1 746

ემას კარები გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა, კარები შეაღეს და ყვავილებით გაწყობილი შესასვლელი როგორც კი დაინახა ქალმა მაშინათვე იკითხა სტუმრები გვყავსო?!
-საღამოს. ყველას ვუთხარი დაისვენებს და საღამოს მოდითქო...
-საჭმელებიი?!
-ჩემი და და ქეტრინი მიხედავს მაგ საქმეს.
-სტუმრად ვინ მოვლენ?!-იკითხა ემამ.
-საღამოს ნახავ. ახლა ჩვენი ოთახიც ვნახოთ, ჩვენო პატარა, ბავშვს აკოცა და სამივე ოთახისკენ წავიდნენ.
ქალმა კარები შეაღო თუ არა გაეღიმა:
-მამამ მოაწყო თუ დაც დაეხმარაა?!
-ეს შენი ოთახია პატარააა თქვა ქალმა და ბავშვის საწოლისკენ წაიყვანა ბავშვი.
-ჰოოო მამიდამ, მაგრამ დანარჩენი მე გავაკეთე ოთახში! და მე მეგონა ეს ჩვენი ოთახი იყო მარტო!
-უყურეე შვილოო, მამა ოთახსაც არ გიყოფს!
-საკუთარი ოთახი აქვს ჩემს ბიჭს!
-ჯერ მამას და დედას ოთახი უნდააა. შენ ხომ კარგი მამა ხარ და გაუყოფ ოთახს!
-დედაა დავთმე 9 თვეე და სხვა რა გზააა!
-მამაც ასეთი უნდა!
-რაიყოოო ცუდი ვარრ?!
-არააა ერიკ ძალიან სასაცილო... ბავშვი ჩააწვინა და სააბაზანოსკენ გაიქცა: ბავშვს მიხედეე სანამ გამოვალ!
-მეც რომ შენთან წამოვიდეე?!
-ბავშვს მიხედე, რომ იტირებს დამიძახე, ან ხელში აიყვანე...
აბაზანში შევარდა თუ არა გახარებულმა თმები დაისველა და შამპუნი სამჯერ რომ მოასწრო გაეხარდა და პირსახოციანა გამოვარდა გარეთ.
-აბაა რა ხდებააა სძინავს?!
-კი...
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი!
-ახლა ორი ბიჭი გყავს და რადგან ერთს აჭამე იქნებ მეორესაც შიაა.
-საღამოს ჭამეე და იცოდე ბევრი არ დალიო!
-როდის იყო ვსვამდი ბევრს, მაგრამ დღეს ხომ უნდა ავღნიშნო ჩემი ბიჭის დაბადებააა?! და ჩემი გოგოს დაბადებაცცცც! ჩემი გოგოოოო როგორ გამაბრაზეეეე! მაგრამ ახლა შენ მინდიხარ ხომ თქვი მომენატრეო! ქალს ხელი წაავლო და ჩაიხუტა თუ არა კოცნაში ჩაეფლო, ლოგინზე დააწვინა უცბად, მაგრამ ბავშვიც ატირდა და ერიკმა ხელი გაუშვა ქალს უცბად.
-ოხხხ! -თქვა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-რაიყო ახლა აღარ გინდა შვილი?! -თქვა ქალმა და ბავშვს დასწვდა თუ არა ლოგინზე წამოჯდა ბავშვს ძუძუ ჩაუდო თუ არა პირში მაშინვე გააჩუმა.
-კიდევ მინდა თუ ჩემთან ყოფნას გაცლის ეგ პატარა! -თქვა კაცმა და ორივეს გადახედა და მათთკენ გადაჯდა. ძალიან საყვარლები ხართ ასეთ დროს. რომ იცოდე როგორ გიბრწყინავს სახე, პირველად ასე რომ დაგინახეთ ორანგელოზს გავდით. პატარას ხელზე შეეხო თუ არა ქალსაც აკოცა, თვალი გააყოლა მკერდისკენ და კარებისკენ შებრუნდა უცბად. საჭმელს მოგიტან და მოვალ...
-ყველაფერს ვერ შევჭამ.
-მითხრა ჟაკლინმა რაც გეჭმევა.
-კარგია კიდევ ბევრი რამის სწავლა მოგიწევს.
-მართლაა?!
-ჰოო წადიი ახლააა.
რამოდენიმე წუთში უკან მოვიდა თეფშით ხელში, საიდანაც ცხელი ორთქლი ამოდიოდა, ახლახანს მოიტანა დამ და დაც ამოვიდა ნახა კიდევ მეორედ ბავშვი და დედაც და სახლში წავიდა, საღამომდე.
ემამ ბავშვი დააძინა თუ არა საჭმელიც შეჭამა და დივანზე ჩამოჯდა.
-ესე იგი ბევრი რამ უნდა ვისწავლო?!
-ჰო, ბავშვის დაჭერა, ჭამა, გამოცვლა და კიდევ მერე მოვიფიქრებ!
-მე გავაკეთე ეს ბავშვი. საკმარისი არაა?!
-მე კიდე გავაჩინე! თუ გეზარება შვილთან ახლოს ჰყოფნა კარგი!
-ემაა... მის გვერდით დაჯდა დივანზე და კალთაში ჩაისვა. -მე ახლა არაფერი მეზარება, შენი მოფერებაც კი, მაგრამ დღეს გასვენებ!
-ოჰჰ მადლობაა. -თქვა ქალმა, გაიცინა ჩუმად და კაცს ხელები მოხვია და აკოცა. -მადლობაა ამ ლამაზი საჩუქრისთვის და ამ მორთვისთვის და უცბად წამოდგა და ხელი მოუსვა ბავშვთან დაკიდებულ სათამაშოებს. ფანჯარასთან დადებულ ყვავილებს ხელი შეახო: ნაზი ნამდვილი იები... ყვავილები, რომელიც ძალიან მიყვარს! ძალიან დიდი მადლობაა.
კაცთან დაბრუნდა და აკოცა.
-კიდევ მაქვს საჩუქარი და კაცი წამოდგა და ქალიც წამოიყოლა მკლავებში მომწყვდეული.
ხელი მოკიდა და ლოგინზე დააწვინა და ტუჩებს მისწვდა. დატკბა თუ არა მისი სიტკბოთი მოშორდა და მუცელს აკოცა: ახლაა აქ რომ არავინაა?!
-ერიკკ! დამასვენეე 9 თვე მე ვატარეე ეს არსებაა და ბავშვის ლოგინს გადახედა. შენ ნებივრობდი სადაც მოგინდებოდა და მე კარგად არც მძინებია ეს 9 თვე! რადგან სულ ზურგით ვიწექი!
-მე შენს გვერდით ნახევარში, უსაქმურად ვნებივრობდი! და არა ვინმე სხვასთან!
-კარგი... ვიციი რომ ჩემს შერთვამდე მოასწარიი გაიცინა ქალმა და ბალიშს ხელი მოკიდა, კაცის ალერსის დაწყებისას და გაჩუმდა.
-უფრო გემრიელი გამხდარხარ ემაა!
ემა კი მის სახეს ეხებოდა თითებით და თმებში ხლართავდა თითებს.
-შენ კი ძალიან სიმპატიური! რა ხდება კომპანიაში?! არაფერი მოუტანიათ?!
-ნუ დარდობ ეს კვირა მე ვიყავი მათი უფროსი და მშვიდობაა! მაღაზიაში შევედი და როიალი და ყვავილები დავინახე თუ არაა შენ გამახსენდი!
-მანამდე არ გახსოვდი ხოო?!
-გამახსენდა შენი სათუთი სხეული ყვავილებს როგორ ამაგრებდა კედლებზე და როიალთან შენი კოცნის შეგრძნება! და ქორწილი დამიდგა თვალწინ. ის პატარა გოგონა, რომელიც ჩენს კაბინეტში იჯდა ოქროსფერი ფერიასავით, ოღონდ კაბა გახეული, თქვა და გაეცინა. შენი ფოტოები რომ ვნახეე მაშინათვე ჩამივარდი სულში და მტკიოდა, რომ ისეთი იყავი! მაგრამ ბოდიში შევცდი შენში, შენ უდანაშაულო მსხვერპლი იყავი! მაპატიეე... -თქვა და თავი დაადო ქალს მკერდზე.
-ერიკ! კაიი ამის გამო არ იდარდოოო. მე მსხვერპლი არ ვარრ! ერთი დღის მსხვერპლი ვარ მარტოოო! -თქვა და გაიცინაა...ის საშინელი ერთი დღეეე!
-ემააა...მიყვარხარ...რომ იცოდე,როგორ შემაშინე,როგორ ვინერვიულე...შენ მოცემულ კულონს ხელი ჩავკიდე და შენი დაბრუნება ვთხოვე...შენც დამიბრუნდი...დამიბრუნდი და არ მიმატოვე...მადლობა,რომ არ მიმატოვე და დამიბრუნდი...მადლობა,რომ არ გაიქეცი და დამიბრუნდი...-თქვა ძლივს კაცმა. ემამ ხელი მოხვია ძლიერად მოუჭირა მის სხეულს ხელები და ბედნიერმა აკოცა:-მე შენ მიყვარხარ ერიკ შენ და ბავშვი და არ დაგთმობ და არ გაგექცევი არსად...ამ შიშს არ მივცემ ჩემი გაქცევის და დამარცხების უფლებას... კაცს თვალებში ჩახედა და ბედნიერმა გაუღიმა:-მე შენ მიყვარხარ და მეყვარები...
კაცმა ბედნიერმა დაუკოცნა ქალს სახე,ნელ-ნელა მუცელისკენ წავიდა და ისევ სახეზე ავიდა კოცნით,ქალს თვალებში ჩახედა და ახლა უკვე დამშვიდებულმა და ბედნიერმა უთხრა:-ახლა დაისვენე და იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ და არსად წასვლის უფლებას არ მოგცემ! იცოდეე არსად წასვლის უფლება არ გაქვს უჩემოდ!
-არც სამსახურში?!-თქვა ქალმა და გაიცინა.
-ემააააა! ახლახანს გამოხვედი და სახლში ბავშვს უნდა მიხედოო!
ემას გაეცინა ამ სიტყვებზე და კაცს ხელი მოხვია: -მე სახლში ვიქნები სულ რამოდენიმე თვე და შენნ?!
-მე ზოგჯერ ვიმუშავებ,ზოგჯერ ორივესთან ვიქნები და მოგივლით. ქალს აკოცა და პლედი მიაფარა,-ახლა დაისვენე და მე და ჟაკლინი სამზარეულოს მივხედავთ. თქვა და ქალსაც მალევე ჩათვლიმა. ბედნიერი იხსენებდა კაცის მონატრებულ ალერსს და ბავშვის სითბო და სურნელიც, რომ უტრიალებდა წინ უფრო დიდი ბედნიერებით იძირებოდა სიზმრებში...


სახლი მალევე მშობლებით გაივსო ყველა ემასკენ და ბავშვის სანახავად დაიძრა დივნისკენ. ბედნიერი ბებია- ბაბუები ორივეს სიყვარულით უცქერდნენ და ორივეს კოცნიდნენ. პატარა, ოთახში აიყვანეს და მალევე სუფრას დაუბრუნდა ემა მოსასმენით ხელში, საიდანაც პატარას ჯერ ისევ მშვიდი ძილი მოისმოდა. სადღეგრძელოები შესვეს ბავშვის და ემასი, სადღეგრძელოებს ჭამა ცვლიდა და ისევ სადღეგრძელოები. ემა იჯდა და თავის საჭმელებს ჭამდა. მადლობას იძახდა და იღიმოდა. ცოტახანში სუფრას ფრანკო შემოუერთდა ქეტრინი და კრისტალიც, მიულოცეს თუ არა პატარას დაბადება მალევე წავიდნენ და ისევ დარჩნენ მშობლები სახლში. მალევე ბებია -ბაბუებიც ადგნენ და მიალაგეს თუ არა სამზარეულო ემას უთხრეს: დაგვირეკეთ და მოვალთო, აკოცეს შვილებს და სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ.
ერიკი ცოლს მოეხვია: -ჩემი ლამაზი ძლიერი ცოლიიი... მიყვარხარ ემააა და ძალიან ბედნიერი ვარრრ! გინდა რამე?! რამე ხომ არ გტკივაა?!
-არაფერი, მაგრამ ოთახში წამოვწვებიი... აკოცა და მასზე დაყრდნობილი ადგა. ადგა და კაცმა ხელი წაავლო და ნელი ნაბიჯით ჩუმად გაუყვა ოთახისკენ გზას. კარები შეაღო და ქალი ჩუმად დააწვინა ლოგინზე, პატარას დახედა და ცოლთან მივიდა ჩაეხუტა და უჩურჩულა: ძინავსს ჩვენ საოცარ არსებასს... უთხრა და აკოცა. ხელები მოხვია და მიიხუტა. ისევ იგრძნეს ერთმანეთის სუნთქვა სწრაფი და ბედნიერებით აღსავსე აკოცეს ერთმანეთს და ერთმანეთს მიეხუტნენ...
პატარა ბავშვს ხელს ნაზად თბილად მოხვევდა და მკერდზე მიიხუტებდა საჭმელად ყოველ დღე, ყოველ ჭამაზე ბედნიერებითა და სითბოთი ივსებოდა ემა, თავისი პატარა არსების სხეულს დასცქეროდა და უღიმოდა, დაელაპარაკებოდა და დაიძინებდა თუ არა მაშინაც ჩააწვენდა საწოლში და ისევ განაგრძნობდა რამოდენიმე წუთს მასთან საუბარს. ერიკიც ამ წამეებს უცქერდა და ბედნიერებით ივსებოდა. ემა საჭმელს თუ ჭამდა ან რამეს აკეთებდა, ერიკი დახედავდა ბავშვს და რამეს უყვებოდა, ცდილობდა საუბრით ან ზღაპრებით დაემშვიდებინა და ემასთვის არ დაეძახა. ნელ- ნელა შეეჩვია და ხელშიც იჭერდა და აღარც ეშინოდა მისი აყვანის. ისეთი თბილი იყო მისთვის პატარის პირველად დაჭერა, კანკალებდა და გული უხტოდა ასეთი ციცქნა არსების ხელში დაკავებისას. ემაც ხელს მოხვევდა და კაცს აკოცებდა თან ეტყოდა ერიკკ მამიკოო ნუ გეშინიაა ჩემიი მთავარია კარგად გეჭირო, არ შეგეშინდეს და ხელი არ გამიშვაა ეტყოდა ხოლმე და ბავშვს აკოცებდა და ერიკს ახედავდა, რომელიც ისევ ნერვიულობდა პატარის ხელში დაჭერაზე.
დედის რძის მერე ბოთლს ძლივს მიეჩვია, ხან ერიკს ეჭირა ხელში თბილი ბოთლი ხან ემას და ბავშვს მორიგეობით აჭმევდენ, ქალი კი ხან რეცხავდა ხან საჭმელს აკეთებდა. კალაპოტში ჩადგა ბავშვიც, ღამე მშვიდად ეძინა და მშობლებმაც დაიწყეს მშვიდ ძილთან დაბრუნება.
პატარას ლოგინში შუაში ჩაიწვენდნენ ერთად ეთამაშებოდნენ, ეფერებოდნენ და ერთმანეთს გაცილებით მეტი სითბოთი და სიყვარულით უცქერდნენ.
სახლში მძინარე არსების ხილვა ისეთი სასიამოვნო დამათრობელი იყო, ორივე მშობლისთვის რამოდენიმე წუთი მძინარეს უცქერდნენ და ასე ტკბებოდნენ მისი მძინარე სხეულით. საოცარ სიმშვიდეს სიხარულს და არაამქვეყნიურ სხივს, რომ იწვევდა მშობლებში და ოთახში ყველაზე ბედნიერ სხივს აფრქვევდა მისი პატარა თითები, რომელსაც შეეძლო ხელით ჯაჭიდება და თვალებით ისე ყურება, რომ ყველა დაუძლეველ გრძნობას დაადნობდა და ბედნიერს გაგხდიდა.


ემა სახლში იყო სამზარეულოში საქმიანობდა,ერიკი ბავშვთან იჯდა იატაკზე და სათამაშოებით ერთობოდნენ ორივენი. ემა გამოვიდა და ერიკს შეხედა თუ არა გაეცინა,კაცმა დაუბღვირა და ფეხზე ადგა: რაიყო მეც მასავით პატარა ხომ არ გგონივარ რომ ფეხზე ვერ ავდგები და შენთან ვერ მოვალ?! თქვა და ქალს ხელი მოხვია და ემა უცბად უკან წავიდა,გადაიხარხარა და ბავშვს შეხედეს ორივემ რომელიც უკვე ფეხზე ადგომას ცდილობდა: ის უკვე მალე სიარულს დაიწყებს და ყველა გასატეხი ნივთი დასამალი გაგვიხდება მალეე თქვა ქალმა და ბავშვისკენ წავიდა: მოდიი ჩემოო პატარაა მოდიი კიდე ცოტა და დაგიჭერრ თქვა და ნელ-ნელა ბავშვისკენ წავიდა ისიც ნელა მოდიოდა და დაეცა თუ არა ემამაც დაიჭირა. ჩემი ბიჭიი მალე სიარულს ისწავლის და ახლა მამიკომ და დედიკომ უკან უნდა სდიონ უთხრა კაცს და გაუღიმა.
-რა იყო, ხომ არ დაიღალე მამობისგან?!
-არააა,დედიკო სტიმულს მაძლევს თავისი ბედნიერი ღიმილით თქვა და ბავშვს მოკიდა ხელი.
-ჩვენ გავისეირნებთ ცოტახნით და დედამ სახლი უნდა დაალაგოს თქვა და ბავშვს სამოსი ჩააცვა და ცოლს აკოცა:-მალე მოვალთ.
-მალე სახლს ვერ დავალაგებ!
-არაუშავს,მეც მოვალ და მოგეხმარები.
-ისე ამ სათამაშოებით შენ თამაშობდი და მიალაგე! -თქვა და გაიცინა ქალმა. ერიკმა ხელი ჩასჭიდა და ყელზე აკოცა თან უჩურჩულა: მოვალთ და ერთად მივალაგებთ ბიჭები! ხოო ჩემიი ბიჭიიი...ახლა ბავშვს შეხედა და გულზე მიიხუტა. ჩემი თბილი არსებააა,ახლა დედას დავემშვიდობოთ და ქალმა ორივეს აკოცა და სამზარეულოში დაუბრუნდა ისევ საქმეებს.
ბავშვი უკვე დააბიჯებდა,ერიკი უკან მისდევდა,ისე საყვარლად მიდიოდნენ და მიაბიჯებდნენ პატარა და დიდი ერთად, ემა მათ დანახვაზე იღიმოდა ბედნიერი და თან საჭმელს ამზადებდა.

***
ქალი ერიკთან მივიდა სამსახურში,როცა ახალ ნახაზებს აკეთებდა და შორიდან დაუწყო ყურება. მასზე ფიქრებში იძირებოდა და მისი სხეულის დანახვით შორიდანვე ტკბებოდა. რამოდენიმეჯერ შემოუარა კაცმა თავის ნახაზს შორიდანაც და აკვირდებოდა სად რა განელაგებინა. ემას ეღიმებოდა და მისი ქცევების ყოველ დეტალს თვალს აყოლებდა.
-მოიცა შენ გინდა მაგ ვიღაცას, აბაზანა თავის კაბინეტთან გაუკეთო! -მოესმა ქალის სიტყვები კაცს და უცბად მისკენ შეტრიალდა და სახაზავიც და ფანქარიც ხელიდან გაუვარდა.
-ემაა!
-არ მელოდი?!
-არ გელოდი მართალია.
-აბა აბაზანას სად აკეთებ?! -იკითხა ქალმა და მისკენ წავიდა და ფანქარი აიღო თუ არა ხელში დაიჭირა და ნახაზისკენ წაიღო: -არ გაბედო ვიღაცას ის ინტერიერი გაუკეთო რაც მე მაქვს!
-რატომ?! კანონით ისჯება?!
-ეს იდეის მოპარვაა და მე ვსჯი! არავის აქვს უფლება ჩემი შექმნილი ან მოგონილი იდეა მოიპაროს! იცი ახლა მე შემიძლია მოგპარო იდეა და უცბად გავაკეთო! მერე გიჩივლებ იდეა მომპარათქო!
-აბაზანა იქნება მაგრამ არა გარდერობიანი! შენს გარდერობს ვერავინ მისწვდება მითუმეტეს კაცია! რად უნდა გარდერობი ქალის!
-კარგი,კარგი! წამოვალ დათმობაზე!
-რის სანაცვლოდ?! -თქვა უცბად კაცმა და ქალს ხელი შეახო და ფანქრისკენ წავიდა და ქალის ფანქრიან ხელს მისწვდა.
-მე არაფერს არ ვცვლი რაიმეს სანაცვლოდ!
-ეს ძალიან კარგია! მაგრამ მე ვცვლი თქვა და უცბად აკოცა ქალს და ფანჯარასთან წავიდა და ქალიც უკან წავიდა. მალე ფანჯარასთან იყო მიმწყვდეულივით და კაცის კოცნაში ეფლობოდა. მორჩა თუ არა ხელი გაუშვა ქალს და სახეში შეხედა:
-აბა რისთვის მოხვედი ემაა?!
-მოსაწვევი უნდა გადმოგცე და გაგაფრთხილო თბილად ჩაიცვა,ზეგ 7 საათზე.
ქალს ხელიდან გამოსტაცა ქაღალდი და დახედა თუ არა ქალს ხელები მოხვია და აკოცა:-მადლობა,იმედი მაქვს შენთან ერთად წავალ!
-იმედი მაქვს რაიმე ახალ სკანდალს არ მოაწყობ ქალებთან ერთად!-გაიხუმრა ქალი და კაცს ლოყაზე ხელი თბილად ჩამოუსვა.
-იმედს ვიტოვებ არავინ მომიწყობს სცენებს! -გაიღიმა და ქალის სხეული ჩაიხუტა უფრო.
-ახლა გამიშვი საქმეები მაქვს,შენ კი აბაზანა გააკეთე!
ქალის წელს ხელი შეახო და იქვე დივანზე წაიყვანა,თუ არა მისკენ დაიხარა.
-ერიკ არაა!
-რატომ?! გეფერები შენ და ამ მეორე გოგოს, აკოცა მუცელზე და თავი დაადო.ჩემი ესმის უკვეე?!
-კიი...
-მაშინ ჩემო პატარა იცოდე ძალიან ძალიან მიყვარხარ მეც და დედიკოსაც და შენი ორი წლის ძამიკო გელოდება როდის მოვა მეორე თოჯინა და როდის მეთამაშებაოოო!
-ჯერ კიდევ თვეებიც დამელოდეთ და მალე გამოვალ და ჩემი თბილი სხეულით გაგათბობთო...უთხრა და კაცს შეხედა ქალმა.
-ჩემი ლამაზი გოგოებიიი...სამსახურში მიდიხარ?!
-კიი...სულ სულ ცოტახნით,არ გაბრაზდეე...
-სამსახურში გამოგივლი ერთ საათში! -აკოცა და ხელი გაუშვა ქალის წელს და ხელი გაუწოდა,წამოაყენა დივნიდან და თავის ნახაზებს მიუტრიალდა: -მაშ ერთ საათში შევხვდებით! შენს კაბინეტში!
-და ჩემს კაბინეტში რატომ?!
-ვიცი იქ ახალი კოლექციის კაბები გაქვს შენთვის! ასევე გაბერილებიიი,როგორიც ესაა!
-დამშვიდდი და ხაზეე! ჯერ ეს პატარა სანამ აქააა ყველანაირი ცუღლუტობა დაივიწყე! ჩემი კაბის გახდაც და ჩაცმაც! -აკოცა უცბად კაცს და კარებისკენ დაიძრა.
კაცმა ქალს გადახედა კარებში და უცბად მიაძახა:-ჩახუტებასაც კი მიკრძალავ! -თქვა გაბრაზებულმა და ქალის სიცილი მოესმა და კარების სახელურის ხმაური.
-დროებით ერიკ...-თქვა ქალმა და კარები გახურა,რომ კაცი ასე გაბრაზებული დატოვა.
კაცმა ნახაზი მოათვალიერა თუ არა ტელეფონს დაწვდა,მიტრიალდა და ნახაზისკენ წავიდა ისევ დასასრულებლად.
ქალმა ხელი მიაჭირა ლიფტის ღილაკს და უცბად დაიხედა ხელზე,გაუკვირდა ახალი საათი და უცბად ჩაეღიმა,ტელეფონი აიღო და დარეკა:-ერიკკკ...ძალიან ლამაზია,მადლობა...
-საათია უბრალოდ ჩემი სახელით.
ქალმა უცბად მოიხსნა სამაჯური და საათს დახედა თუ არა და წაიკითხა ერიკ ფრანკი სიყვარულით მარიას,უცბად მიეყუდა კედელს და გაღებულ ლიფტს უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას. ერიკის მშვიდმა ხმამ გამოაფხიზლა,მაგრამ ტელეფონი გათიშა. კამილას ხმაც მოესმა და უცბად გამოფხიზლდა.ახლა მისმა წარმოთქმულმა სახელმა ემამ გამოაფხიზლა და მაშინათვე კაბინეტისკენ დაიძრა.
ერიკს,როგორც კი მოესმა ტელეფონის გათიშვის ხმა,მაშინათვე ჩამოუყვა ჩქარი ნაბიჯებით კიბეებს და გასაღები მოიმარჯვა...
ქალი სავარძელში იჯდა და იებს უცქერდა ჩაფიქრებული. მარ...ია...წარმოთქვა ჩუმად ცალ-ცალკე თავისი სახელი და უცბად დასწვდა იების ქოთანს,ხელში მოიქცია და ახლოს მისწია თავისკენ.
-იებიი...მკვლელობაა...შავი იებით...-თქვა ნელა დამარცვლით და იების ახლად გამოსულ ყვავილებს გადაავლო მზერა.-იებიი...პატარა...სუსტი ნაზი...იები...-თქვა ნელ-ნელა და ხელი გადაუსვა მწვანე სქელ ფოთლებს.მხოლოდ ამ ფოთლებს,ამ სქელ ფოთლებს აფარებს,ალბათ თავის პატარა სუსტ სიფრიფანა ყვავილებს...-თქვა და ყვავილები ორივე ხელში მოიმწყვდია...მარ...ია...-წარმოთქვა ისევ ჩუმად და ისევ წაიჩურჩულა,ფიქრებში მყოფმა:-არასდროს ვიქნები შავი ლანდი იებით ხელში...არასდროს თქვა და თავის თავს ხმამაღლა წამოუძახა,მე არ მეშინია და არც ამ ძლიერი სიტყვის მეშინია,რომელსაც არასდროს ჰქვია...
-არასდროს...-მოესმა უცბად ხმა თითქოს ექოსავით გაჟღერებულიყოს კარებიდან წამოსული მკაცრი ძლიერი ბოხი ხმა. კარებისკენ არც გაუხედია,ყვავილებს დააცქერდა და უცბად იგრძნო სილუეტის მოახლოება. თავი სწრაფად ასწია და კაცის სახეს ახედა. ერიკი მის გვერდით იდგა და ქალს აკვირდებოდა. უცბად გასწია ყვავილი და ქალს ხელში სწვდა:-არასდროსს! არასდროს! მეტისმეტად რთული სიტყვაც კი ვერ შეგაშინებს! -თქვა და ქალს თავზე მოხვია ხელი და აკოცა:-რა რბილი და თბილი სურნელს აფრქვევ ასე გაბრაზებულიც კი ემა...შენ ხომ არ იცი არ იცი... ვერ შეგაშინებს სახელი,რომელსაც ასე ემალები...ვერ შეგაშინებს მარ-ია...-თქვა კაცმა და ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა:-მარია-ემა... მიყვარს...მიყვარს, შენი ცივი და თბილი გამოხედვა... მიყვარს,როცა ხელებს ძლიერად მიჭერ,რომ დაივიწყოო...დაივიწყო ამდენი ხნის მერეც კი ის საშინელი შავი ლანდიც იებით ხელში და მკვლელობა შავი იებით...და ისიც...-თქვა და ქალისკენ დაიხარა. ვაღიარებ...-თქვა ჩუმად კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა,-მიკვირს და მაგიჟებს კიდევაც,ერთ პატარა ამბავმა,რომ ასე შეგძრა,ასე შეგაშინა და სრულიად გამოცვალა მარია და ემად გადააქცია...ემა...-უთხრა რბილად და თვალებზე კოცნის მერე,ბაგეებზე დაეწაფა,-ვიცი...რთულია...რთულია,ამის მივიწყება ამდენი წლების შემდეგაც კი,მაგრამ...მაგრამ თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ,როცა არ შემიძლია იმ დღის ამოშლა შენი გონებიდან და წაშლა... ეს,რომ შეიძლებოდეს...ეს რომ შემეძლოს...-შენ ხარ ერთადერთი ძლიერი ქალი ჩემთვის,რომელიც ჩემთვის მუდამ დაუმორჩილებელი მსხვერპლი იქნება,რომელიც მიყვარს...თქვა კაცმა და ქალს უცბად სიცილი აუტყდა. კაცი გაკვირვებული უცქერდა ქალს და ვერაფერს ხვდებოდა ახლა რა ეგრძნო. ქალმა მისი დაბნეული მზერა ამოიკითხა, კაცს ხელები მხრებზე ჩაავლო და კაცისკენ ახლოს მიიწია და მის კისერში ჩარგო თავი. კაცის ლოყას ხელი შეახო და თბილად წამოიძახა გახარებულმა:-ერიკკ! ემაა! -მე ეს სახელები ძალიან მომწონს და ერთმანეთს ძალიან უხდება...თუნდაც მარია დამიძახო ეს არ გამაბრაზებს და ჩემი სახელი არც მაშინებს...შენს გვერდით არ მეშინია ერიკ...მე შენ მიყვარხარ.
-მე კი მეგონა,რომ წეღან დამცინე...-მოესმა კაცის ცოტა დამშვიდებული ხმა და ქალს გაეცინა ისევ:-არა,მხოლოდ იმაზე გამეცინა,რომ დაუმორჩილებელი მსხვერპლი მიწოდე. მე მსხვერპლი ვარ,მხოლოდ შენი მსხვერპლი აქ ჩამოსვლის დღიდან,-თქვა ბედნიერმა ღიმილით სავსემ და კაცს ხელები მოხვია:-მსხვერპლი...მხოლოდ შენი...შენი...-თქვა ქალმა და კაცს ბედნიერმა შეახო ყელზე კოცნა. კაცმა ქალს თავი ააწევინა აკოცა და თვალებში ჩახედა:-მიყვარს ჩემი ლამაზი საიდუმლო მსხვერპლი...-თქვა და უცბად დაიწია,ქალს აკოცა მუცელზე და უცბად მოაფარა თბილი მოსასხამი. ქალმაც ბედნიერმა გადახედა კაცს და მის მხარს მიყრდნობილი წავიდა კარებისკენ...
ლიფტში შევიდნენ თუ არა ქალს ჩაეხუტა და მუცელზე ხელი გადაუსვა და ბავშვს დაუწყო საუბარი: -აბაა ჩემი გოგოო შენც მუშაობბბ?!დედა გაძლევს სამუშაოსს ხოოო?! ჩემი ჭკვიანი გოგო იქნებაა ესს!
-ბიჭიც ჭკვიანიაა! არაა?!-იკითხა ქალმა და კაცს ახედა,რომელიც მასზე რამოდენიმე სანტიმეტრით მაღლიდან დასცქეროდა ქალს.
-კიი ჩემი გადარეულიი ვაჟკაცი,ალბათ ახლა სახლს რევს...
-არაუშავს ხან ბებია-ბაბუები დაალაგებენ,ხან მამა დაალაგებს ხან დედა,როგორც ვალაგებდით.-თქვა და ლიფტიდან გავიდა.
-ახლა სახლში წავიდეთ და დავისვენოთ ჩემო ფერიავვ...და ჩუმად დაუმატა ჩემოო პრინცოოო...მუცელზე მოიკიდა ხელი და ქმარს გაუღიმა და მაშინათვე მანქანაში ჩაჯდა.
სახლში შევიდნენ თუ არა მაშინათვე ბავშვისკენ წავიდნენ ორივენი. ერიკმა ბავშვს ხელი მოკიდა ბევრი აკოცა და ემასთან მიიყვანა:აბაა დედაა ვერ აგვწევს ხელში და ბავშვი აიწევაა და დედაც აკოცებსს თავის ბიჭუნასსს...-თქვა და ბავშვი ემასთან მიიყვანა,მანაც მაგიდაზე დასვა ბავშვი და ბევრი აკოცა.
-გეკო დეე...ახლა მეტამასეეე...-მოესმა ორივე მშობელს და გაეცინათ.
-ასე მუცლით ვერ გეთამაშები ჩემო ბიჭუნაა. მამა გეთამაშება.
-ლოდის უნდა მკავდეს ტოჯინაა?!
-რა თოჯინაა ბიჭოო! შენ მანქანებით უნდა ითამაშოო.გოგოები თამაშობენ თოჯინებით.
-აბა იკ ვინაა?!
-იქ შენი დაა,რომელიც პატარა იქნება შენზე და გეთამაშება ხოლმე.
-მეტამაშეეტტტ ახააა...თქვა და სატირლად მოემზადა.
-ეს ბავშვიი სულ თამაში და მოფერება უნდააა ჩემი ბიჭიიი...მოესმა ბებიის ხმაც და ბავშვს აკოცა ისევ და რძალ-შვილს საჭმელზე დაუძახა...

ჩვენებაზე ყველა თბილად იყო გამოწყობილი. ყველა სტუმარი მიემართებოდა თეთრ ყინულის სვეტებისკენ და თავიანთ ადგილს იკავებდნენ. მალევე ჩვენებაც დაიწყო.ყინულის გამოქვაბულში ბზინავდნენ ლამაზად ახალი სამკაულის კრისტალები და ყინულსაც აფრქვევდნენ თავიანთ ბრწყინვალებას...
სტუმრებს ახალი ჟურნალიც დაურიგეს,სადაც ყველა სამკაულის და ტანსაცმლის ნიმუშები იყო. ამჯერად ჟურნალზე თეთრ ყინულის გამოქვაბულში მდგარ კრისტალებით სავსე როიალი იდგა,მათ გარშემო კი ყველა ახალი სამკაული ეწყო,რომელიც ჩვენებაზე იქნებოდა წარმოდგენილი...
ემას ერიკი მიხუტებოდა და ყინულის სცენას უყურებდა.
რამოდენიმე მოდელი დაიძრა და ერთდროულად ციგურებით გააპეს ყინულის მოედანი და ცეკვა დაიწყეს. ყინულზე საოცრად ირეკლებოდა როიალი და მასზე მიმოპნეული სამკაულები. როიალს თავად ემას კალიგრაფიით ეწერა ,,AMEthyst".
ემამ ერიკის მოხვეული ხელებს ხელები შეახო,მისი გული ისევ ამოძრავდა და ჩქარი ტემპით დაიწყო სუნთქვა,ჩვენების გამოც და ერიკის გრძნობების გამოც,რომელიც ასე ძლიერ ასულდგმულებდა და სიცოცხლის სურვილს ანიჭებდა.
-ჩვენი პატარა დეიდასთან და ემილიასთან მშვიდად ერთობა...უჩურჩულა კაცმა და ქალს ყელთან აკოცა.
-დანარჩენი ორი პატარა კი მამას ხელების ქვეშ თბება თქვა ჩუმად ქალმა და კაცის ხელებს ხელები უფრო შეახო და ბედნიერმა წარმოთქვა:-აქ კი მამის თბილი ხელების ქვეშ თბება... -თქვა და კაცმა ბედნიერმა აკოცა ქალს ლოყაზე.
-იცოდე წინანდელივით არ გამაბრაზო!!! თორემ შენს სამსახურზე ვიყრი ჯავრს! -დაემუქრა და ქალს ხელები მოხვია ისევ მუცელზე.
-მაინც როგორ იყრი ჯავრს?!
-ავაფეთქებ მთელ 9 სართულს!
-ეგრე არ ვშინდები ერიკ!
-მე მოვკვდები და მერე სამი გადარეულს ვერავინ დაარიგებს ჭკუას!
-ააა მაშინ აღარ გაგაბრაზებ! -თქვა და კაცისკენ მიტრიალდა,მიეხუტა მუცლით და ხელები შემოხვია კისერზე,ნელ-ნელა თმებისკენ წავიდა მისი თითები და კაცის კოცნას მორჩა თუ არა კაცმა არ გაუშვა თვითონ აკოცა ახლა და ცოტახანში როცა ემამ ამოისუნთქა ერიკს გაბრაზებული მიუბრუნდა:
- სუნთქვა გვჭირდება შენ კი რას მიკეთებ!
-გკოცნით ჩემო ლამაზებო და კარგებოო! ჩემი თბილიიი გოგოოო.
კაცმა ქალი ისევ მოატრიალა და კოცნით იჯერა თუ არა გული ქალს გაუღიმა,მუცელზე აკოცა და ისევ მოაფარა თბილი პალტო,ხელები მოხვია და აკოცა: მთელი ჩემი გულითა და სიყვარულით გაგათბობთ,ამ ქვეყნად ძალიან ძალიან მიყვარხართ მშვენიერი პატარები და ჩემი, მხოლოდ ჩემი ემააა...უთხრა ქალს და ყინულისკენ გაიხედეს ერთად სადაც უკვე სრულდებოდა ჩვენება. თეთრ ფონზე მხოლოდ ლამაზად ანათებდნენ სამკაულები,ულამაზესი პატარა თუ დიდი კრისტალები.
ჩვენებაზე ასმა მოდელმა რიგრიგობით შეასრულა ცეკვა და დამთავრების მერე სწორ ხაზზე გამოსრიალდნენ. ჰაეროვანი კაბები ფრიალებდა და საოცარ სილამაზეს აფრქვევდნენ თეთრ ყინულზე. ჩვენების დასასრულს ყინულის შუაში ზევიდან რამოდენიმე კრისტალის ფარდაც დაეშვა და კიდევ ერთხელ აჩვენეს მოდელებმა სამოსი და სამკაულები. ბოლოს ზემოდან ჰამაკით კრისტალ დელევინი დაეშვა თეთრი ფრიალა კაბით და კრისტალებით განათებულ ყინულზე იცეკვა, მისი ფრიალა კაბა ირხეოდა და იშლებოდა საოცარ სილამაზეს აფრქვევდა... ცეკვა მორჩა თუ არა წრე დაარტყა და ისევ თავისი ჰამაკით გაუჩინარდა. მთელი მოედანი ისეთმა ეფექტმა შექმნა გეგონებოდათ კრისტალები ვარდებაო და იმსხვრევაო, ყველას შეეშინდა, მაგრამ მიხვდნენ ეს რომ ეფექტი იყო და მთელი მოედანი ახლა უკვე მთელი კრისტალებით სავსე ფარდამ დაფარა. შუაში ყველასგან შუაში იყო კრისტალებით მორთული თოკები, საოცარი კრისტალები ირხეოდნენ და თავიანთ ფერებს ჰაერში ასხივებდნენ და ფანტავდნენ.
ჩვენების დასრულების მერე თბილ გარემოში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს საუბარი მოსულმა სტუმრებმა. გამოფენის დარბაზში უკვე ხალხი დასეირნობდა და ახალ ნიმუშების ფოტოებს ათვალიერებდა. მანამდე კი სამოსი და სამკაულებიც განათავეს მაღაზიის პირველ და მეორე სართულზე და გაყიდვაც მალევე დაიწყეს...

რამოდენიმე თვე ემა სულ სახლში იყო,ბავშვს უვლიდა როგორც შეეძლო ორსულს. მასთან ერთად იჯდა თამაშობდა დივანზე,ხან ზღაპრებს უყვებოდა ბავშვს.მთელი დღე ერთად იყვნენ და ერთმანეთით უფრო ძღებოდნენ ისე ეხვევოდა და კოცნიდა შვილს,ბავშვი ეძახდა გეყო დედა ჩემი შეჭმააო,ემასაც ეღიმებოდა და ბავშვს ვერ სწყდებოდა,მის ლამაზ ღიმილსა და გაბუტულ ტუჩებზე,რომ არ მოეწონებოდა ან გაუბრაზდებოდნენ და სატირლად გაემზადებოდა.
-ჩემიი ბიჭიიი...ჩემიი დიდიიი ბიჭიიი ხარ შენნ დეეე და აღარ უნდა იტიროო.თუ გაგიბრაზდებით,იმიტომ რომ მინდა კარგი ბიჭი გაიზარდოოო. დედიკო და მამიკო ტყვილა არ გაგიბრაზდებით ჩემო პატარა ბიჭოოო.ახლა კი ჭამის დროა და ვჭამოთთ...ეტყოდა და ძირს ჩამოსვლაში ხელს შეაშველებდა,და ორივენი ერთად მიდიოდნენ საჭმელად სამზარეულოში. ერიკი მოვიდოდა ორივეს კარგად ჩაკოცნიდა და სახლის ამბებს იკითხავდა,სანამ ჭამდა ემა უყვებოდა ბავშვის და თავის ამბებს. მერე კაცს ხელს მოხვევდა და მიეხუტებოდა ბედნიერი.
-დაიღალე?!
-ცოტათი ჩემი გაბერილი გოგო... ხომ არ გიჭირს სიარული?!
-ცოტათი კი.
-გეძინა დღეს?!
-მხოლოდ ცოტახანს სანამ შენს პრინცს ეძინა მეც ცოტახანი ჩამეძინა. მშობლები, რომ მოდიან მასვენებენ, ერთი საჭმელს აკეთებს,მეორე ალაგებს ამ პატარას არეულ სათამაშოებს. ჯერ კიდევ არ ალაგებს!
-ჩემი ბიჭი! ხელი მოკიდა და კალთაში ჩაიცვა ბავშვი.
-მაააა...
-გისმენ ჩემო პატარა.ძალიან მიყვარხარრ.
-ისიც გეყვარებაა?! და დედის მუცელზე ანიშნა.
-კი ჩემო ბიჭო,შენც გეყვარება მალე ისეთი კარგი და თბილი იქნება. მოეფერა შვილს და ცოლს გადახედა:
-პირველს ხომ მამაჩემის სახელი დავარქვით,ახლა მამაშენის სახელის დარქმევის ჯერია... თქვა და ქალმაც წამოიყვირააა: -უკვე დროაა ერიკკკ...-თქვა და მაშინათვე ორივენი გავარდნენ ბედნიერებით სავსენი სამშობიაროში. ბავშვი კი მშობლებმა დაიტოვეს სახლში. ემა ახლა ბედნიერი უღიმოდა ერიკს,რომელიც უკვე მეორეჯერ ნერვიულობდა ახალი არსების დაბადებაზე...
-ერიკკ... -მოესმა ქალის ხმა და ტუჩებში აკოცა ცოლს.-ემააა! არც გაბედო იმ საშინელი დღის ისევ ახლა ამ დღეს გახსენებააა!
-ერიკ! გპირდები კარგად ვიქნები! არ ინერვიულო! -უბრძანა ქმარს და ისიც მალევე გამზადებულ ფორმაში მიჰყვა უკან ცოლს.
ემა უკვე სამშობიაროში იყო, ერიკმა ექიმი დაინახა და კინაღამ გული შეუწუხდა, მაშინათვე დატრიალდა მის გონებაში წინა ორსულობის ამბავი და ემას ხელი მოუჭირა: -არ გაბედოო წინანდელივით გული მატკინო ემააა და ჭკვიანად იყავიი! -მკაცრად უთხრა, დაიხარა და ქალს აკოცა: -ჩემი ჯიუტი ლამაზი ცოლიიი... ახლა გაბერილი აღარ იქნები მალე და მომენატრება აქ თავის დადება და საუბარი.
-ახლა პირადად დაელაპარაკები თანაც მალევე უთხრა ექიმმა და გაუცინა. ერიკიც შევიდა და შორს კარებს მიყრდნობოდა, ისევ იხსენებდა წინაზე აქ შემოვარდნის მომენტებს ბავშვიანა, როგორ ემუქრებოდა ქალს, რომელსაც იქ სტკიოდა ისევ შეხვედრა ლანდთან. ცოლმა გადახედა თუ არა მაშინათვე მისკენ დაიძრა, ხელი მოკიდა და აკოცა: -ყველაფერი კარგად იქნება შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ, მიყვარხარ ემაა.
-მეცცც... თქვა და გაითიშა. ერიკს შეეშინდა, დაიბნა, ექიმს ეცა. მანაც დაამშვიდა და უთხრა ან უყურე დაბადებას ან გადიო, ერიკმა ისევ ხელი მოკიდა ცოლს და თან გადახედავდა ბავშვის გამოჩენას. გამოჩნდა ერთის თავი და გული უფრო აუჩქარდა. მთელ სხეულში მოემატა სიმხურვალე, თავისი პირველი ბავშვი გაახსენდა და ახლა დაინახა თუ არა ექიმი, მაკრატლით შეეშინდა და წამოიყვირა, მანაც მიაწოდა მაკრატელი და თვალდახუჭულმა ექიმთან ერთად გადაჭრა ჭიპლარი. ბავშვს მაშინათვე აკოცა და უცბად გააქცუნეს გასასუფთავებლად. მეორე ბავშვიც გამოჩნდა და ახლა მისკენ დაიძრა კაცი. თვალები ფარტედ გაახილა და ექიმს დაუყვირა:-კიდევვვ!!! ექიმმა უცბად უპასუხა:-ეს სიურპრიზი იყო შენი ცოლისო და ბედნიერს თვითონაც ჩაეღიმა. ერიკს დაუძახა,გამოაფხიზლა გადაჭრა თუ არა ჭიპლარი და იგრძნო ცოტა თავისუფლება, კედელს მიეყრდნო. როგორც კი გაახსენდა ემას გამოფხიზლების დრო გული შეუწუხდა. ექიმმა ხელი მოკიდა გამოაფხიზლა და გაუცინა: -გილოცავ ახლა გოგო და ბიჭის მამაც გახდიი! ემა კი კარგადააა მალე გამოიღვიძებს...
ერიკმა სახე მოიბანა, კულონს დახედა და ბედნიერმა უფალს მადლობა გადაუხადა და ისევ დაუბრუნდა ექიმის კაბინეტს. ბავშვების დაბადების მონაცემები გადასცა და კაცი ბედნიერი დაიძრა ბავშვების მინის მიღმა დასანახად. ისევ ისეთი პატარები მოჩანდნენ როგორც პირველი იყო.
ემამ მშვიდად გამოიფხიზლა და ბავშვები ნახა თუ არა დამშვიდდა. ბედნიერს ორივე ბავშვი ეწვინა და ორივეს უცინოდა.
ერიკი ქალისკენ დაიძრა. მაშინათვე კოცნა დაუწყო და ბედნიერმა უჩურჩულა:-ძალიან დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის...საოცრად გამაკვირვე,გამაოცე. როგორ არ წამოგცდა არცერთხელ ეს ამბავი...-თქვა მშვიდად და ქალს თავზე ხელი გადაუსვა. ქალმა გაიღიმა და ბედნიერმა წარმოთქვა:-ერიკ...საოცრებები არიან...გოგონააა...როგორი საყვარელიაა...მადლობააა...მადლობა ამ საოცარი სიყვარულისთვის,ბედნიერებისთვის და სიცოცხლისთვის...-თქვა და კაცისკენ წავიდა საკოცნელად. კარების ხმაც მოესმა და უცბად დაიხია უკან შეშინებულმა... რამოდენიმე საათიანი ხვეწნის მერე საღამოს გამოეწერა და სახლში წავიდნენ.
ბედნიერი იწვა სახლში, ბავშვებს უცქერდა რომლებსაც ეს ესაა სიხარულით მორიგეობით აჭამა და ერიკს მშვიდად მიჰყავდა თავის გაკეთებულ ახალ საწოლში, ამჯერად ორ ადგილიანში აგრძელებდნენ ძილს პატარები. კარები შეიღო და პირველი პატარაც გამოჩნდა, რომელმაც შემოიხედა და დედასთან მიირბინა: -დეეე აბაა კიდე მანახე რააა...
-მე კიდევ ცოტახანს ვერ აგწევ სიხარულო მამა გაჩვენებს. -უთხრა თუ არა, ბავშვი გატრიალდა, მამამ ხელი წაავლო და დაანახა თუ არა გაჩუმდა, დაფიქრდა და დედას მიუბრუნდა:
-ესენი იყვნენ მანდდ?! ხელი მიადო და მთლიანად ავიდა ლოგინზე. ემამ ხელი წაავლო ახლოს მიიხუტა და კოცნა დაუწყო, ზოგჯერ ძალით კოცნიდა ბევრს უღუტუნებდა და ეხუტებოდა. ახლაც აკოცა ჩაეხუტა და თვალებში ჩახედა და ისე უთხრა: -შენც აქ იყავი, ისინიც აქ იყვნენ მუცელში.- თქვა და ბავშვის გაკვირვებულ სახეს და ტუჩებს შეხედა, გაეღიმა და ისევ აკოცა შვილს.
დღეები ბავშვების ტირილში, ჭამაში და დალაგებაში გადიოდა. ემა ცოტას ჭამდა და ისევ ძველ ფორმას უბრუნდებოდა, მშვიდად ვერ იძინებდა ჯერ, პატარების გამოფხიზლების გამო, მაგრამ ახლა უმუცლოდ ეძინა ცოტახნით მაინც მოსვენებულად და თავის სამ პატარებზე ფიქრობდა... ისევ უკითხავდა უფროსს ზღაპრებს და პატარებიც უსმენდნენ თითქოს თუ ეღვიძათ. ზღაპრების დასრულებისას ატირდებოდნენ და ქალიც ხან აჭმევდა ხან უცვლიდა მათ ტირილზე. მერე ლოგინზე მიიწვენდა და ორივეს დაუწყებდა ლაპარაკს, ისინიც უსმენდნენ უსმენდნენ და ბოლოს ასატირებლად მოემზადებოდნენ, მერე ერთს ერიკი აიყვანდა მეორეს ემა და მშვიდად უცქერდნენ მათ საუბარს პატარები...
ხან ერთს დაიწვენდა მუცელზე და ეფერებოდა ხან მეორეს ისეთი საყვარელი პატარა თვალებით უცქერდნენ დედას მის მუცელზე მწოლიარეს, ემას ყველა ფიქრი ავიწყდებოდა და მხოლოდ ამ ბედნიერებით და სითბოთი ტკბებოდა.
-დეეე მეეეც მინდაა... წამოიძახებდა უფროსი და ლოგინზე ავიდოდა, ემა ჩუმად დაუძახებდა: -ჩუმად იყავი, ცოტახანი და შენც დაწვები ესე ესენი კი თავიანთ ლოგინში ჩავაწვინოთ იტყოდა და წამოდგებოდა. უფროსს ხელს მოკიდებდა და ჯერ ისევ ლოგინზე მყოფ პატარებთან მიიყვანდა მოაფერებინებდა და ეტყოდა: ისინი შენი და- ძმაა უნდა მოეფერო აკოცო და მათზე იზრუნო, ახლა შენ ხარ დიდი ბიჭი ისინი კი პატარები არიანნ... როცა აკოცებდა და ხელს შეახებდა და-ძმას, ემას საწოლში გადაყავდა. ახლა თავის უფროსს მოკიდებდა ხელს და წამოწვებოდა, ისიც მუცელზე დაუწვებოდა და ემას საუბარს და ზღაპრებს ზოგჯერ ასე უსმენდა. მერე ემა წამოსწევდა ახლოს მიიხუტებდა აკოცებდა და დასვენებას ითხოვდა და ერთად მიდიოდნენ საჭმელად...

ყოველ მოსულ იმ დღეს ემა თავის თავთან მარტოდ დარჩენილი,ისევ ფიქრებს უბრუნდება... რა მოხდებოდა იმ დღესსს... სხვა რამე რომ მომხდარიყოო... არ მინდოდა ეს დღე ყოფილიყო...არ მინდოდა ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო, როგორ ვნანობ რომ იქ მოვხვდი და არა სხვაგან...მაგრამ ვინ იცის ეს სხვაგან უფრო უარესი რომ ყოფილიყო... გაპატიეე...მაგრამ მაინც ვიხსენებ იმ დღეს...დღეს,როდესაც მინდოდა მომკვდარიყავი და მეც მოვმკვდარიყავი...მხოლოდ იმიტომ რომ ეს დღე გამექრო ცხოვრებიდან და ჩემი გონებიდან... გამოფხიზლდა ემა სიზმრიდან და ერიკს მიეხუტა.
-წელიწადში ერთ დღეს ყოველთვის ძუ ვეფხვივით ხარ, გაღვიძებული ფრჩხილებს მასობ სხეულში და მეხუტები, ისე როგორც არასდროს მეკვრი... არრ მითხრა რომმ?! ისევ იგივე სიზმრებს ხედავ...
-მკვლელობა შავი იებით...-თქვა ჩუმად ქალმა და კაცს აკოცა:-დამშვიდდი ერიკ, კარგად ვარ!
-ისევ გესიზმრება ის ურჩხულიი?!
-კი...
-რა უნდა ვქნა რომ შენმა გონებამ განდევნოს და დაისვენოო! რაა ვქნაა?!
-წელიწადში ერთ დღეს ჩემი ვეფხვობა აიტანო უნდა.- თქვა და ქალს გაეცინა. კაცმა უფრო ახლოს მიიხუტა და მთელი სხეულით გადაეფარა: -მე შენ დაგიცავ ემაა! დაგიცავ ამ წარსულისგან! მიყვარხარ და ვერავინ წამართმევს შენს თავს... ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი.
-ერიკკ ცოტა მასუნთქეე... -იყვირა ქალმა და კაცს გაუღიმა: -ცოტაც და დამახჩობდი.
-ბოდიში ჩემო ვეფხვო. არ გინდა მომიყვე სიზმარი?!
-არაა! სულ ერთი და იგივეა, მას ვხედავ და მისგან შორს მივდივარ და თუ მომყვება ყველაფერს ვაკეთებ რომ ჩამოვიშორო გზიდან...მისი საუბარიც კი მაღიზიანებს და შორს მივდივარ! მერე კი მკვლელობის დღე მესიზმრება,თითქოს იქ ვიყო...
-ემაა შენ ძლიერი ხარ! ეს სიზმარია სიზმარი მხოლოდ გონებაში შემოჭრილი სიზმარი! უნდა დაიჯერო რომ ის არაფერს დაგიშავებს! შენ მასზე ძლიერი ხარ! ჩემი ძლიერი გოგო ხარ! ყველა კი ვერ შეძლებდა შენსავით უარი ეთქვა და დაეტოვებინა ყველაფერი.
-ერიკ... ყველას არ უმართლებს, ზოგი იძულებულია აიტანოს ტკივილი იმიტომ, რომ ფული ჰქონდეთ და საჭმელი, ოჯახი არჩინონ და დააპურონ! მე იმ დროს გამიმართლა იმაში რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემს თავთან მქონდა და არა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით! მე იმით გამიმართლა რომ ფული ჩემთვის იმ დროს მთავარი არ იყო და ამან განაპირობა ჩემი ნაბიჯი წამოსვლისკენ! მადლობა მშობლებს რომ ჩემზე ზრუნავდნენ და ვიცოდი რომ იქიდან წამოსვლით ვიცოცხლებდი და არ მოვკვდებოდი ამ სამუშაოს გარეშე... მაგრამ არიან ადამიანები ვინც იტანენ სამსახურში დამცირებას და სახლში მარტო დარჩენილები ტირიან, ისე როგორც მე ვტიროდი ორი დღე მარტო გადაბმულად. იმ დროს ყველა და ყველაფერი ერთად გატყდა ჩემში! იმ დროს თავს ნამდვილ ტყვედ ვგრძნობდი დაკარგულ ტყვედ,დამწყვდეული ვიყავი ტკივილში,სადაც გასასვლელი გზა არსად მოჩანდა.
-ემააა... მაპატიე მაპატიეე რომ აქ ჩამოსვლისას ასე მოგექეცი იმ ურჩხულის გამო!
ქალი მის სახეს შეეხო და უჩურჩულა: -ის ურჩხული რომ არა არ დაგაინტერესებდა ნამდვილი ემა გალიანი.
-დამშვიდდი მე შენთან ვარ და ყოველთვის დაგიცავ! შენი ფრჩხილები რომც ჩამასო კიდევ, მაინც დაგიცავ და ჩაგეხუტები. მიყვარხარ ძლიერ და უსასრულოდ...ქალისკენ დაიხარა საკოცნელად გაჩერდა და ქალს შეხედა:
-მაჯა... კისერიი...ორივეზე elle-ს არომატია, მაგრამ დანარჩენი არომატი უფრო მომწონს და უფრო ძვირფასია ჩემთვის!
-გინდა თქვა 200$ ნაყიდ არომატზე ძვირფასი ვარრ?! -გაეცინა ქალს და კაცს შეხედა გაკვირვებით.
-ჩემთვის შენ ყველაზე მშვენიერი ქმნილება და ყველაზე ძვირფასი ხარ! -ემას გაეცინა ძალიან და კაცს ხელი მოხვია: -ყველა ქვა,კრისტალები შეიძლება გატყდეს დაიმსხვრეს და ის არ შეწებდება და განახლდება მიუხედავად იმისა რა მილიონიც არ უნდა ღირდეს, მაგრამ თუ ადამიანი გატყდა მას აქვს ორი გზა: ან გამტყდარი დარჩეს ან გამთლიანდეს! ამას ყოველთვის ადამიანი წყვიტავს!
-შენნ ემაა...
-მე ახლა გამამთლიანა ერთმა გამომძიებელმა. -თქვა და მაშინათვე მისი ტუჩები დააგემოვნა და თვალებში ჩახედა ბედნიერების სხივის დასანახად, ერიკმა ქალს ხელი მოხვია და მიიხუტა. თავის მძინარე ბავშვებს გადახედეს ბედნიერებით სავსემ და ერთად მიიძინეს კიდევაც.
***
წლები გავიდა...
-დედააა... უთხარი მამას მეგობრებთან მივდივარ.
-მერე უარს გეუბნება?! ღამე სანამ დადგება სახლში მოხვალო და თვალს არ მოგაცილებო!
-დეედაა...
-მარიაა... მამას ვემხრობი. შენ გოგონა ხარ და ყოველი შენი ნაბიჯი უნდა იცოდეს მამამ და თვალს არ მოგაცილებს! იქამდე სანამ წესიერ ბიჭს არ ნახავ, მანამდე 23 წლამდე აიტანე და შეეგუე, რომ მამა და მეც თვალს არ მოგაშორებთ, სხვამ რომ არაფერი ტკივილი მოგაყენოს! -თქვენნნ რას იცინიხართთთ?! თქვენც დანარჩენებოოო თვალს არ გაშორებთ! -თქვა ემამ და თავის ყველა შვილს თვალი მოავლო.
-ნეტა ვიცოდეეე საიდან გვაკონტროლებენ?! -თქვა უფროსმა და დისკენ წავიდა. -დაოო სხვა გზა არ გვაქვს კონტროლში ვართ! -თქვა და გაეცინა, დედ-მამა რომ მათ ნაბიჯებს აკონტროლებდა...


ემა და ერიკი შვილებს ზრდიდნენ და მუშაობდნენ. ემა ყოველთვის იყო თავისი გოგონას გვერდით... ემა ყოველთვის ფიქრობდა რომ გოგონა,ერთადერთი არსება იყო,რომელიც ძლიერი ჩანდა და ტკივილის ადვილად გადატანადი...მაგრამ როცა დგება დღე საბედისწერო დღე...მხოლოდ რაიმე პატარა საბედისწერო დღეს შეუძლია ერთი ჩვეულებრივი გოგონას ფიქრები გაანადგუროს და მკვლელად აქციოს ფიქრებში... ყოველთვის დაჰყვებოდა თავის გოგონას და მის გვერდით იყო...მან უკვე კარგად იცოდა თავის ცხოვრებაზე გამოცდილი უკვე იცოდა რომ თავის გოგონას იქამდე მიჰყვებოდა გვერდით სადამდეც იცოცხლებდა და თავის სიყვარულს სანამ არ იპოვიდა თავის ახალ ბედნიერ ბედისწერაში...
გოგონა უკვე დიდი იყო,ემას წინ იჯდა კაბინეტში და თავის გრძნობებს უყვებოდა,ემაც თავის წარსულის დღეს უყვებოდა და თავის გეგმებს ანდობდა ცხოვრების ახალ გეგმებს...
-მარიაა... მე შენ მოგიყევი ჩემი ერთი საბედისწერო დღე... არ იცი როგორია ამ ტკივილით და შიშით იცხოვრო,იცოდე ყოველთვის არასდროს მისცე უფლება სხვამ გული გატკინოს ისე რომ ვერ მოიშუშო... შეიძლება ვინმე შეგიყვარდეს გულით და სულით,მაგრამ ის შენი ნახევარი არ იყოს და წლების მერე დაგავიწყდეს...გეტკინება გული და სული,მაგრამ ამ ტკივილს მოიშუშებ,რადგან ეს ტკვილი არ იქნება ძლიერი და მოუშუშებელი. მერე სხვა შეგიყვარდება და მოგეწონება,იქამდე ვიდრე იმ ერთადერთს არ იპოვი... ისევე როგორც ერიკია... შენ ვერ გათვლი სხვის გეგმებს და ჩანაფიქრს! მაგრამ ყოველთვის უნდა იყო გაწონასწორებული და მტკიცე! და იცოდე, სადღაც აუცილებელია რაღაც დაასრულო და კარები გამოიხურო,მხოლოდ იმიტომ რომ უფრო არ გეტკინოს გული. ყოველთვის იფიქრე შენს ცხოვრებაზე და არაფერი გააკეთო ისეთი,რაც შენს გულს ტკივილს მიაყენებს სამუდამო ტკივილს და არა რამოდენიმე წლების ტკივილს... ყოველთვის იცოდე რომ შენვე უნდა შეგეძლოს თავის დაცვა...შენვე უნდა აკონტროლო გარშემომყოფები როგორ მოვლენ შენთან და როგორ წავლენ! წავლენ ისე რომ შენ არ გეტკინოს და არ დაიტანჯო... ერთ წლიანი ტკივილი არაფერიაა...სამუდამო ტკივილია სასიკვდილოო...
უცბად ხელის შეხება იგრძნო უკნიდან და უცბად მოტრიალდა შიშით...
-ერიკკკ! -იყვირა უცბად და კაცისკენ კარგად მიტრიალდა.
-რაიყო როგორც აქედან ჩასვლა შემიძლია გარედან ისე შემიძლია გარედან ამ სართულზე ამოვიდე და ჩაგეხუტო... -და იციიი...დედაშენი რატომაა ცოცხალი იმ ტკივილის მერე მე შევუყვარდი მხოლოდ მეეე...მხოლოდ მე ვუყვარვარ! და ვეყვარებიი... მეცცც მმმიყვარსსს...უცბად თქვეს ერთად და ახლა კარებისკენ გაიხედა მარიამ,როცა მასთან ერთად ძმამაც თქვა ეს სიტყვები და მასზე პატარა დის ტოლმა ბიჭმაც როცა შემოყვა ოთახში და ორივენი ერთად წავიდნენ მშობლებისკენ,გოგონაც წამოდგა და ისიც დაიძრა ძმებთან ერთად მშობლებთან ჩასახუტებლად.
ერიკმა ცოლს ხელი მოხვია და ბედნიერი დაიძრა დივნისკენ. ქალის სხეული ჩაიჯინა კალთაში და ბედნიერმა გადახედა მათკენ მომზირალ ბედნიერ თვალებს. ერიკმა ხელები ისევ გაშალა და უცბად წამოვიდა სამივე შვილი მათკენ ნაბიჯებით. ქალმა გაკვირვებულმა გადახედა კაცს და წაიჩურჩულა:-მთლად სამივე ნუ ჩამიჯდებით მთელი წონით,მამიკოც შეიცოდეთ...-თქვა და ბედნიერმა ცოლ-ქმარმა სამივე შვილს გადახედა,რომელთაც ერთმანეთში გადაეხლართათ ხელები. მალევე წამოდგნენ და დივანზე განცალკევდნენ.
-ჩემი მხოლოდ ჩემიი ლამაზიიი მარიაააა... იცოდეეე შენნ მხოლოდ ჩემი ხარ და თუ ვინმე პატარაზე ხელს ხელზე შეგახებს მოვამტვრევ ხელებსსს! -დაიმუქრა ერიკმა და გოგონას აკოცა ლოყაზე. მერე ბიჭებსაც აკოცა და სამივე შვილები ერთად ჩამოჯდნენ დივანზე. ჯერ ერიკი იჯდა მერე უფროსი ბიჭი,მერე გოგონა და მისი ტოლი ტყუპისცალი ბიჭი. ბავშვები ერთმანეთს არ გავდნენ გოგონა და უფროსი თითქოს მამას გავდა მეორე ბიჭი კი დედას. ოთხივე დედასკენ იყურებოდა,რომელიც თავის სავარძელში იჯდა და დივანზე ბედნიერი თვალებით მომზირალებს უცქერდა თვითონაც ბედნიერი.
- ესაა ის რაზედაც ვოცნებობდი მთელი ამ ხნის ცხოვრების მანძილზეეე...
-რაზეე?!იკითხა კაცმა.
-ამ ლამაზ თბილ მეგობრულ-მოსიყვარულე ოჯახზე...
-მეც ჩემო სიყვარულოო,სადაც შენ შენ გოგოს დაარიგებდი ჭკუას მე კი ბიჭებს...ახლა დროა გავცვალოთ ბავშვები და შენ ბიჭებს დაარიგე ჭკუა მე კი გოგოს მივხედავ...
-კარგი... და რა უნდა უთხრაა?! -ჩაეკითხა და გაეცინა.
-ხელი როგორ უნდა მოტეხოს კაცს! თუ საჭირო გახდება! ან დედასავით როგორ მოიქნიოს თავისი თხელი ნაზი თითები! -ქალს აკოცა ტუჩებში და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა: -ახლა კი დროააა ჩვენი დედიკოც მოვიტაცოთ და მოვემზადოთ ერთ კვირიანი შვებულებისთვისს თვით ამ ქალბატონის დროებითი სახლისკენ ბოსტონისკენ! -თქვა კაცმა და ხუთივენი წამოიშალნენ თავიანთი დაკავებული ადგილიდან.
-ერიკ...-თქვა ჩუმად და მამაკაცის ყურთან მიიტანა თავისი ტუჩები და ქმარს ჩუმად უჩურჩულა:- ის ფული, რომელიც ხელფასის მთლიანი ოდენობა იყო უკან დავუბრუნე... -და კაცი უკვე მიხვდა, რომ ქალი მართლა აბრუნებდა უკან ვალებს... და გაბრაზების მაგივრად, ქალმა, რომ მოატყუილა ფულის შესახებ, არაფერი ვიციო, ქალს უცბად აკოცა და თვალებში შეხედა:- მიყვარხარ...
ალეხო ტორე თავის სახლში,რომელიც ემას ცოტახნით დაუთმო წლების წინ,სულ მთლიანად მის საკუთრებაში იყო და თავის ცოლთან ერთად ბედნიერი ცხოვრობდა,თავის შვილებთან ერთად. ემა და ერიკიც ოჯახიანა დაპატიჟეს სახლში. ემასა და ერიკის შვილებმა დაინახეს თუ არა ზემოდან თეთრი ღრუბლები ლურჯ ცაზე თან უკვირდათ და ეშინოდათ ასე ღრუბლების ნახვა ზემოდან.
მინდორში ყველა ბავშვები მხიარულობდნენ და თამაშობდნენ. გემზეც ყველამ ერთად გაისეირნეს და ზღვის ხედებით ტკბებოდნენ, აკვარიუმშიც ნახეს ახლოს უამრავი თევზები,კუები,პინგვინები და ბედნიერებით სავსენი ატარებდნენ დროს ბოსტონის თბილ გარემოში. წყალშიც ჭყუმპალაობდნენ ბავშვები და ვინაც ცურვა იცოდა ბედნიერი დასრიალებდა წყალში. მინდორში დარბოდნენ და ერთობოდნენ ყველანი ერთად.იებით სავსე გაზონი ისევ ლამაზ იებით აყვავებულიყო. ამჯერად ემა თავის ქმართან და შვილებთან, მეგობრებთან ერთად ბედნიერი მხიარულობდა და ცხოვრებას ახლა გაცილებით ბედნიერებით აღსავსე უყურებდა და იღიმოდა ასეთი ლამაზი ცხოვრებისათვის,რომელიც იმ საბედისწერო წარსულის მერე, მის ცხოვრების გზაზე ასე დაიწერა...
***
ქალს ისევ ის პირველი გახეული ამჯერად კი დაკერილი ოქროსფერი კაბა ეცვა...კაცის ხელს ხელი შეაგება და ბედნიერს გაეპო ვარდისფერი ბაგეები,როცა კაცის ხელში საროჩკები დაინახა. ქალს სუნთქვა არეულმა გაუხსნა ელვა და მაშინათვე ძირს დავარდნილ ოქროსფერ კაბას დახედა:-მაგიჟებს ეს კაბაა...საოცარი კაბაა...-თქვა ხმა გაპობილმა და ქალს საროჩკა მოუმზადა ჩასაცმელად. ქალი ძირს დაფენილ კაბის რგოლიდან გადმოვიდა და ბედნიერმა წაიღო ხელი საროჩკისკენ. მოიცვა თუ არა ჯერ კიდევ შეუკვრელად ახედა თავის თავს და კაცისკენ გააპარა მზერა,რომელიც ქალს ათვალიერებდა. ქალმა ისევ დაიხედა თავის ტანზე და კაცს საროჩკა გამოართვა და ჩაიცვა თუ არა კაცმა,ქალმა მაშინათვე იკითხა:-ახლა ამ მაღლებზე ასე უნდა მეცვას?!
-სახლში ვახშმობთ მხოლოდ ჩვენ ორნი,ბავშვები კი დღეს თავისუფლები ერთად არიან მეგობრებთან...ცოტახანი გავუძლებ ასე ყურებას,მერე კი...-თქვა ძლივს კაცმა, ქალს სკამი გამოუწია და კოცნა დაუტოვა ქალს ყელში. ქალი დაეშვა თუ არა სკამზე, კაცის საროჩკა აათვალიერა და ბედნიერმა მოავლო წითელ ფუნჯის და ხელის მონასმებს. ფეხზე წამოდგა და კაცისკენ დაიძრა. კაცმა უცბად ჩაიჯინა კალთაში და ქალს აკოცა:-მიყვარხარ...დანახვის ყოველი წამიდან...ყოველი დილიდან ღამემდე და მთვარის ამოსვლიდან ჩასვლამდე...მიყვარხარ ასეთი მკაცრი,ცივი და საიდუმლო,რომ ხარ...და ქალის საროჩკას გადაუსვა ხელი,რომელზედაც მისი წარმოთქმული სიტყვები ეწერა. ქალმა ბედნიერმა მოხვია კაცს ხელი და კაცს აკოცა თუ არა თავი დაადო მკერდზე და კაცის საროჩკაზე დატოვებული თავისი სიტყვები ბედნიერმა წარმოთქვა:-შენ მე ყველა ტკივილი დამავიწყე იმ დროს როცა შენი ხმა მისწვდა ჩემს სმენას...იმ წამს და ყოველი შეხებისა და კოცნისას მავიწყებ ყველა ჩემ ტკივილს... და კაცს თვალებში ჩახედა და კოცნის დროს ჩუმად წარმოთქვა ბედნიერმა,ისევ საროჩკაზე დატოვებული თავისი სიტყვა კაცისადმი:-შენ ჩემი ანტიდოტი გახდი...

ქალს შუშის ბოთლი ეჭირა ხელში. მის სითხეს თვალი გაუსწორა და მიწაზეც დავარდა. სითხემ მიწაში ჩაღწევა დაიწყო. კაცმა მაინც მოასწრო მისი დანახვა და ქალს შეხედა.
-ეს... ეს...ემა!
-შავი საღებავი! თუ გინდა შხამი დაარქვი! -დაიყვირა და თვალებზე ცრემლი მოადგა:- ეს პატარა ბოთლი ბოსტონში აღებული სითხეა ყვავილებთან ახლოს, რომელიც ჩემი წამოსვლისთანავე შეიცვალა. ეს სითხე... შეიძლება იგივეა, რაც იმ ყვავილებზე!-თქვა ქალმა და მამაკაცს შეხედა. -ოღონდ ახლა არ მითხრა, შენ დაგეგმე ეს მკვლელობებიო!-დაიყვირა და მიწას დახედა. ხელში მოქცეული ქაღალდი მიწას დაადო და უცბად ახედა მამაკაცს, რომელიც ქალს გაბრაზებული დასცქეროდა. ქალმა ქაღალდი აიღო, წელში გასწორდა და მამაკაცისა და მისი სხეულის შუაში გააფრიალა ქაღალდი.
-გამოდის იქ! იქ მოუპარავს ეს შხამი! -თქვა ძლივს და მამაკაცს გადახედა:- ბოლოსდაბოლოს კომისარ-გამომძიებლის ცოლი ვარ!-თქვა იმის ნიშნად, რომ თვითონაც გაეგებოდა უკვე რაღაცეები ამ საქმეში და მამაკაცს ახედა:- შენ ფიქრობ, რომ მეე?!
-რომ ეს შენ ან მე არ გვკლავს და საფლავში ჩაყვა ის შხამის ნაწილი, რაც ამას დაუმატეს!-თქვა და ქალს ხელი წაავლო. უკან დახია, თვითონ აიღო ანალიზი და მაშინათვე გააგზავნა ლაბორატორიაში.
ქალი ოთახში შეიყვანა და ხელი გაუშვა. მის სახეს გადახედა და თვალებს შეხედა.
-ისედაც ვიცი, რომ არაფერი არ აჩვენა მიწაზე დაქცეულმა სითხემ... ჩვეულებრივი მიწის გარდა, -თქვა ქალმა და მამაკაცს გაბრაზებულმა გადახედა:- ეს უბრალოდ შავი სითხე იყო, იებისგან მიღებული შავი სითხე!
-მაგრამ მე უფრო მეტი მგონია,რომ იყო!-დაუყვირა კაცმა და ქალს გადახედა.
-მართალი ხარ ეს მეტი იყო მეტი ვიდრე სიკვდილი ან შხამი! ეს მკვლელობა იყო! სამი წელი სამი საშინელი წელი, რომელიც მარტომ გავატარე,ჩემს თავთან! ჩემი ტკივილი მიწამაც კი გაიგო და ჩემი წარსულისავით გამუქდა და გაშავდა! ამდენი ტკივილისგან თავადაც გაშავდა და მოიშხამა! მაგრამ მე ეს შევაჩერე აქ გულში სიყვარულის გამო! მაგრამ ბუნებამ განგებამ ეს შურისძიება არ შეაჩერა და ის არასდროს არ შეაჩერებს ამას!-თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა:- დამაპატიმრებ თუუ...-იკითხა და მამაკაცს გაუღიმა.
-ახლა ვერ დამაპატიმრებ, გიყვარვარ! და თანაც დამნაშავე არ ვარ...-თქვა რბილად და მამაკაცისკენ წავიდა. კაცმა ხელები შემოხვია და ქალს აკოცა,-დამნაშავე არა ხარ არაფერში არა ხარ დამნაშავე...-თქვა სევდიანად და ქალს თავზე აკოცა:- დაივიწყე ეს ყველაფერი უბრალოდ დაივიწყე!
-ვერასდროს დავივიწყებ! მკვლელობა ჩვენი სიყვარულის დასაწყისი გახდა! რომ არა ეს მკვლელობა შენ ჩემს შურისძიებას ვერ შეაჩერებდი, მაგრამ სხვანაირად იქნებოდა მკვლელობის საქმე!
-მაინც როგორ?! -იკითხა კაცმა და ქალი გულში ჩაიხუტა, იმის გაფიქრებაზე, რომ ქალი ისევ განიცდიდა წარსულს.
-ნელა მოვკლავდი... სამი წელი... ნელა...
-და შენც სამი წლის მერე მოკალი...-თქვა კაცმა და ჩაეცინა:- მშვენიერია...
-განგება უფრო მშვენიერია...-თქვა ქალმა და მამაკაცს გაუღიმა, იმის ნიშნად, რომ მამაკაცმა უკვე ყველაფერი იცოდა... იცოდა, რომ ქალმა მიწასთან, იების ფესვებთან და მის საღებავებთან შეზავებული სითხე აიღო, მაგრამ შხამი... შხამი ბოლოს დამატებული ქალის ხელიდან არ ყოფილა და მშვიდად აკოცა ცოლს...
-მარია... -თქვა ბოლოს კაცმა და ქალმა ამოხედა. მამაკაცს ჩაეცინა და ქალს თავზე გადაუსვა ხელი:- ამ სახელზე კვლავაც რეაგირებ... და ეს გული გაცილებით სწრაფად ფეთქავს...
-ერთხელ კიდევ გავიგონებ ამ სახელს და ბავშვების მარტო გაზრდა მომიწევს!-თქვა ქალმა და გვერდი იცვალა ლოგინზე.
-მომკლავ?!
-შენ უკვე მოკვდი სიყვარულით!-თქვა და მამაკაცისკენ გადაბრუნდა:
-ემა...
-ერიკი.-თქვა კაცმა და ქალის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. ხელი, რომელიც პირველ ჯერზე ხელთათმანების მიღმა იმალებოდა და თავის ბედისწერას იქ სრულიად შავ გიპიურების მიღმა ჩუმად მალავდა... -მე უკვე ვიცოდი გაცილებით ადრე ვიცოდი, რომ ის თანხა შენ გადმორიცხე საიდუმლოდ...-ქალის სახეს გადახედა და მის გაკვირვებულ სახეზე ჩაიცინა:-შენი იქ მუშაობის თვეებიც გავიგე და ხელფასის რაოდენობაც, რაც ზუსტად ემთხვევა იმ გადმორიცხულ თანხას... ასე, რომ შენ ჩემგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ დამალავ...-ქალს აკოცა და მისი ხმაც მოესმა:-მგონი სჯობს შიგადაშიგ პირველ საქმეს დაუბრუნდეო.- ბედნიერმა მოხვია ხელები და ქალის მის ზურგზე მოხვეული ხელების შიშვლად შეგრძნებაზე გააჟრჟოლა. უკან დაიხია და ორივე ხელები ხელში მოიქცია. ორივე მტევანს გადახედა და ქალის ხელებისკენ დაიძრა:-მიყვარხარ და მკვლელიც რომ ყოფილიყავი, მე მაინც მეყვარებოდი ასეთი... მაინც სამუდამოდ შეგიყვარებდი და სამუდამოდ გამოგკეტავდი საკანში... ჩემი გულის ერთადერთ საკანში... და მადლობას გიხდი, რომ იცოცხლე და ეს ბედნიერება მაჩუქე...
ქალს გაეღიმა და მამაკაცს გადახედა, თვალები უცბად დახუჭა და ჩუმად ამოიჩურჩულა:- მაშ უკვე შემიძლია გითხრა, მე ჩავიდინე ,,მკვლელობა შავი იებით“...
კაცის კოცნა იგრძნო და უცბად გაახილა თვალები. თავისი თვალებით შეიგრძნო კაცის ხელები საკუთარ თითებზე. კაცი ხელებს დააცქერდა და მისკენ დაიხარა:-შენ ხარ ქალი, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ მოკლავს, მაგრამ მამაკაცს მოკლავს... სიყვარულით მხოლოდ,-გაიცინა და ქალის სახეს გადახედა. ქალმა კი უკვე მშვიდად დახუჭა ცრემლიანი თვალები, რაც პირველად ბედნიერების წვეთებად გადაქცეულიყო, როცა კაცი უკვე ასე კარგად იცნობდა მის სამყაროს სულს...

---

შენს ცხოვრებაში შემოპარულ სისასტიკეს არასოდეს დანებდე...
მინდა ყველამ პატარამ თუ დიდმა იმათ ვინც ახლა სადღაც დგანან განცალკევებით და ფიქრობენ სიცოცხლესა და სიკვდილის შორის არჩევანი გააკეთონ-სიკვდილის ეს არჩევანი მხოლოდ უფალს უნდა მიანდონ, ცხოვრება კი სხვა ახალი გზიდან დაიწყონ და დახურონ ის კარები, რომელიც მე მოვხურე იმ დღეს იმ წარსულის საბედისწერო დღეს,რომელიც მეგონა სასტიკი და საშინელი,მაგრამ სინამდვილეში ეს წარსულის დღე ახალი ცხოვრების დაწყების შანსი ყოფილა.
როცა იკარგები ცხოვრება გაძლევს გზას სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვა მეს აღმოაჩენ შენში,რომელსაც სულ სხვა სამყაროში მიჰყავხარ ახალი გეგმებით იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ რომ არაფერი გინდა და არაფერი გახარებს ეძებე ის რაც გაგახარებს და მოგცემს ბედნიერებას საქმე, ხელობა, ჰობი თუ პიროვნება.
თუ ერთხელ არ გამოგივა რაღაც, იბრძოლე სამართლიანად ბევრჯერ და საბოლოოდ მაინც მიაღწევ იმას რაც კეთილი გულით გსურს...
ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! იქამდე სანამ ბედისწერაში წერია. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შანსს! მთავარია ამის გჯეროდეს და ამის დანახვა შეძლო...

---- ყველას უღრმესი მადლობა ვინც წაიკითხა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent