შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (4)


15-06-2017, 15:37
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 441

ფსიქოლოგთან სიარულმა შედეგი გამოიღო. ყოველ შემთხვევაში კოშმარებმა მაინც იკლო. მართალია ყოველ ღამე არა მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც მსტუმრობდა კოშმარებში ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარი ფრაგმენტები. სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ბექა წავიდა. სიმართლე გითხრათ მეც, როგორც სხვა ყველას გული დამწყდა. ბექას სამი წლით დავემშვიდობე და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ლამაზი და ნაყოფიერი წელი დაიწყო.
სკოლაში ახალი შემართებით და გეგმებით დავბრუნდი. სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეც გავხდი და რამდენიმე მასწავლებლის საყვარელი მოსწავლეც. პირად ცხოვრებაშიც იყო წარმატებები იმ ბიჭის სახელიც გვლავიგე თვალებში გალაქტიკა რომ ჰქონდა. ალექსანდრე ერქვა ალექსანდრე სამხარაძე. პირველად მაშინ გავიცანით ერთმანეთი როცა მასწავლებელმა ჩემთან გამოგზავნა საშინაო დავალებების მომზადებაში დასახმარებლად. დიახ მე მისი მასწავლებელი ვიყავი. მხიარული იყო სიმპათიური და ჭკვიანი თუმცა ჩემი გული რატომღაც ისე აღარ მიიწევდა მისკენ როგორც ოდესღაც. რატომ? მე თვითონაც არ ვიცოდი.
სასწავლო წელი მთავრდებოდა და ალექსანდრემ სიყვარული ამიხსნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და სახლში გახარებული შევვარდი. ანიმ როგორც ყოველთვის მკითხა დღე როგორ გაატარეო. ნამდვილ დებად ვიქეცით, ყოველთვის ვუზიარებდით საიდუმლოებებს და რჩევებსაც ვაძლევდით ერთმანეთს.
-ჰა მოყევი დავიტანჯე (ანი)
-სიყვარული ამისხნა
ვამბობ გაცისკროვნებული სახით და საწოლზე ვგორდები.
-მართლა?
ყბა სძვრება ანის
-დიახაც
-მაგარია ძალიან. მაგრამ გავიგე სალომეს შეყვარებული ყოფილა და მტრად არ გადაიკიდო
თქვა დამრიგებლური ტონით
-მაგაზეც ვილაპარაკეთ და მითხრა დავშორდითო
-მაშინ სხვა რა დამრჩენია გილოცავ და შენი მეჯვარე მე ვიქნები და ბავშვის ნათლია
-უიმე ჯერ არც კი გვიკოცნია
ვიცინი გულიანად და ანიც მყვება.
-ქალბატონო გავიგეთ ვიღაც მოგწონს.
ეჭვის თვალით ვუყურებ ანის ის კი როგორც ყოველთვის წითლდება.
-მე? რა სისულელეა
-ნუ უარყოფ
-ხო კარგი არის ერთი ბიჭი რატი ქვია
-რატი ქართლელიშვილი?
-ხო
-გოგო სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭია მაგი
-ვიცი
-მერე? იცი რამდენს მოსწონს სკოლაში? ნახევარი სკოლა გიჟდება მაგ ბიჭზე
-ვიცი ვიცი
ხასიათი უფუჭდება ანის. ფუ რა დებილი ვარ თვითონ ჩემი ბედნიერება გაიზიარა მე კიდე ყველაფერი გავაფუჭე
-მერე ეგ ამბავი სკოლის ჭორბიუროსგან უნდა გამეგო?როგორ გაიცანი?
-დოდო ხო იცი, ქიმიის მასწავლებელი მაგან გამოგზავნა ჩემთან ცოტა მიეხმარე სულ დალენჩდაო
-რაო?
-ხო ზუსტად მაგ სიტყვებით მითხრა
-ყოჩაღ დოდოს. რას გრძნობ?
-მგონი მომწონს
-ძალიან კარგი ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს. ქორწილი და ჯვრისწერა არ გამომაპარო
-ხო როგორც შენ იტყვი. თუ რატის თაყვანილმცელთა ამალას გადავურჩი დაგპატიჟებ
-ნუ ჩამოუშვი გოგო ცხვირი. რატი რას გეუბნება?
-დღეს სახლამდე მიმიყვანა და კაფეში დამპატიჟა. მითხრა თუ გინდა შენი დაქალი წამოიყვანე და მე ჩემს ძმაკაცს წამოვიყვანო.
-მაგარია!
ვყვირი აღფრთოვანებული.
-რა ჩავიცვა?
-გადამრევ! ამდენი ტანსაცმელი გაქვს და არ იცი რა უნდა ჩაიცვა?
-ხო რავი
-ჩემი აზრით კაბა უნდა ჩაიცვა
-გამომწვევი არ იქნება?
-შენ თუ რაღაც შოკი ჩაიცვი კი. მგონი ჯობია სადა მთლიანი კაბა ჩაიცვა ტაპკებთან ერთად. აი ის კაბა ქამარი რომ აქვს წელზე
-რომ არ მყავდე რა მეშველებოდა
-არც არაფერი
ვიღიმი და კიბეებზე ჩავდივარ
-როგორ ხარ?
ვეკითხები ნინოს.
-კარგად შვილო. შენ?
-აღფრთოვანებული ვარ როგორც იქნა ზაფხული დაიწყო
-ხო
-რამე გაწუხებთ?
-ეჰ შვილო ბექა მომენატრა
-სულ რაღაც ორი წელი დარჩა
ვეუბნები გაღიმებული და ვეხუტები
წინა წლის ზაფხულს ვიხსენებ და შიშისგან მაკანკალებს. ისიც მახსენდება რომ იმ მხეცს საკადრისი მიეზღო და სამუდამო მიუსაჯეს. ალბათ გიკვირთ რატომ თუმცა გეტყვით რომ დედაჩემის მკვლელობაც მისი დანაშაული იყო ამას პლიუს გაუპატიურების მცდელობა, ნარკოტიკების ალალეგალური შეძენა, შენახვა,მოხმარება, გაყიდვა და პლიუს ქურდობა. დანაშაულთა სიის ნახვის შემდეგ მიხვდებით რომ ამ არაადამიანმა თავისი ხელით იყიდა სამუდამო პატიმრობის ბილეთი.
ერთი კვირის შემდეგ ყველაფრის გარკვევა მომინდა. მინდოდა მცოდნოდა როგორ გადავრჩი.
-ანი მითხრი რა მოხდა იმ დღეს რა
-რა საჭიროა?
-მინდა ვიცოდე
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით!
-გახსოვს ტელეზე რომ მელაპარაკებოდი?
-კი
-მივხვდი რომ ცუდი რაღაც ხდებოდა ამიტომაც როგორც კი ყვირილი გავიგე მე და ჩემი ძმა შენი სახლისკენ წამოვედით გზაში პოლიციას დავურეკეთ. ვინაიდან სახლში ჩემი და ჩემი ძმის გარდა არავინ იყო ჩვენ მოგვიწია წამოსვლა. რომ მოვედით შენი ყვირილი გავიგე და კარი ბექამ შემოანგრია. შენ უკვე გონება გქოდა დაკარგული ის მხეცი კი ბექასკენ გაექანა. ბექა მასზე ძლიერი აღმოჩნდა და კედელს მიანარცხა. მან გონება დაკარგა და პოლიციაც მოვიდა. სასწრაფო აგვიანებდა და ბექამ თავისი მანქანით წაგიყვანა საავადმყოფოში.
ცოტა ხანს ვდუმდი. ანუ ბექამ გადამარჩინა? ამას არ მოველოდი. მასთან ვალში ვარ
ანის ვეხუტები და ცოტა ხანს ასე ვზივართ მერე კი სავახშმოდ ჩავდივართ. სუფრასთან ჩვეული ხალისი სუფევს.
ანის პაემანზე რა თქმა უნდა მე წავყევი. რატიმ თავისი საძმაკაცოს ერთ-ერთი უცვლელი წევრი მოიყვანა რომელიც არ მომეწონა. არ მომწონდა ის მზერა რომლითაც მიყურებდა. მერე აღმოჩნდა რომ ჩემი ზიზღი მის მიმართ უსაფუძვლო არ ყოფილა.
ანი ძალიან ბედნიერი იყო მისი ბედნიერება მეც მახარებდა ამას ისიც ემატებოდა რომ ალექსანდრესთან ურთიერთობა კარგად მიდიოდა ვხვდებით და ვსაუბრობდით. სულ მალე ჩვენი პირველი კოცნაც შედგა. მთელი ზაფხული სიხარულისგან ვბრწყინავდი. ანიმ მითხრა რატი არც ისე კარგადაა განწყობილი ალექსანდრეს მიმართო.
-მეუბნება ჩემს "სასტავშია" მაგრამ ლუკასთან ძალიან ახლო მეგობრობა აქვსო.
ლუკა ის ტიპია რომ გითხრით რატიმ პირველ პაემანზე წამოიყვანა თქო.
-კი მაგრამ არ მგონია ალექსანდრე ცუდ რამეს აკეთებდეს
ვიმეორებდი თუთიყუშივით იმის დაჯერება არ მინდოდა რომ იმ უარგის ადამიანთან ჩემი ალექსანდრე მეგობრობდა. ერთი კვირა უშედეგოდ ვცდილობდი ალექსანდრეს დარწმუნებას რომ ლუკა ცუდი პიროვნება იყო.
რატიმ გადაწყვიტა ანი ფშავში წაეყვანა. ნებართვა მშობლებისგან აიღო მათ კი ნებართვა იმ პირობით მისცეს მეც თუ წამიყვანდნენ. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი ვიცოდი მათ ხელს შევუშლიდი მაგრამ ბატონმა ირაკლიმ მითხრა
-შენც თუ იქ იქნები მშვიდად გავუშვებთ
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ თუ გინდა ალექსანდრეც წაიყვანე
ეშმაკურად ჩამიკრა თვალი​ მე კი შემრცხვა საიდან იცოდა? არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს ოჯახი ყოველდღიურად უფრო და უფრო მაკვირვებს. ასე და ამგვარად მე ალექსანდრე, რატი და ანი, ლუკა და სალო გავუყევით გზას ფშავისკენ. ეს უკანასკნელნი არ მეხატებოდნენ გულზე პირველი ლუკა ცუდი ადამიანი და მეორე სალომე ალექსანდრეს ყოფილი იყო. რამდენად კარგი დასვენება მელოდა? ჰმ... მოკლედ რომ გითხრათ საშინელი.



გავაგრძელო? მგონია რომ სამი ადამიანისთვის ვწერ :(



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჩემი აზრით უნდა გააგრრძელო თუ შენ წერა სიამოვნებას განიჭებს. ვალდებულებით რომ დაწერო არანაირად არ იქნება კარგი. მე ვკითხულობ.

სამზე მეტი კიტხულობს უბრალოდ კომენტარს არ ან ვერ წერენ ზოგჯერ ფიზიკურად არ მაქვს დრო კომენტარისთვის და მხოლოდ მომწონს ან კარგიაც კი დემიწერია ხოლმე მაგრამა ასეთი კომერტარი არასამართლიანად მიმაჩნია და ხშIრად ვმაჯობინენ საერთიოდ არ დავწერო.
ასე რომ გელი!!!

 


№2  offline წევრი Hot Chocolate

nawkas12345
ჩემი აზრით უნდა გააგრრძელო თუ შენ წერა სიამოვნებას განიჭებს. ვალდებულებით რომ დაწერო არანაირად არ იქნება კარგი. მე ვკითხულობ.

სამზე მეტი კიტხულობს უბრალოდ კომენტარს არ ან ვერ წერენ ზოგჯერ ფიზიკურად არ მაქვს დრო კომენტარისთვის და მხოლოდ მომწონს ან კარგიაც კი დემიწერია ხოლმე მაგრამა ასეთი კომერტარი არასამართლიანად მიმაჩნია და ხშIრად ვმაჯობინენ საერთიოდ არ დავწერო.
ასე რომ გელი!!!

მოკლედ შენ მამხნევებ ხოლმე მარტო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent