შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის მნიშვნელობა (2 თავი)


15-06-2017, 21:03
ავტორი LYDYA
ნანახია 1 426

1 კვირა გავიდა.ქორწილის იდეა ჯერ კიდევ ცოცხლობდა და ემზადებოდნენ. მირა ცდილობდა თავიდან აეცილებინა,თუმცა არ გამოსდიოდა,მამასთან საუბარი,დედასთან ყველაფერი სცადა..
-დემეტრე?(მირა)-ფიქრებიდან დემეს ზარმა გამოიყვანა.
-მირა,როგორ ხარ?(დემე)
-საშინლად,სახლში სული მეხუთება(მირა)-სევდიანი ხმით უთხრა.
-მაშინ,ნახევარ-საათში გამოგივლი და გავისეირნოთ(დემე)-მირამ წინააღმდეგობა არ გაუწია.ჩაცმა დაიწყო დიდი მონდომებით ემზადებოდა,თითქოს მალე საყვარელ ადამიანს შეხვდებოდა.
-მირა,შვილო,მოდი ნიშნობის კაბა მოგიტანე!(ლარისა)
-მივდივარ დედა!კაბა საერთოდ არ მაღელვებს(მირა)
-სად მიდიხარ!?(ლარისა)
-მეგობართან!(მირა)-უკან მოუხედავად წავიდა.დემეს დანახვაზე კი შვება იგრძნო,თითქოს ამ დღეების განმავლობაში პირველად ამოისუნთქა თავისუფლად.
-კარგად ხარ?-როდესაც მირას ცრემლები დაინახა გაბრაზდა.-მირა,რა გჭირს? (დემე)
-გთხოვაქედან წავიდეთ,ჯოჯოხეთში ვარ!(მირა)-დემეს ჩახუტებული ეხვეწებოდა.
-მაგრამ,მირა...(დემე)
-გთხოვ წავიდეთ,შემდეგ კი მოგიყვები.-ბიჭი აღარ შეკამათებია,მანქანა დაქოქა და წავიდნენ,ბაღში ჩამოსხდნენ.-მითხარი,ისეთ გოგოზე დაქორწინდები,რომელიც ნანახი არ გყავს?(მირა)
-რატომ მეკითხები(დემე)
-იმიტომ,რომ ძალით მათხოვებენ ვიღაც ბებერზე(მირა)
-რას ამბობ!მამაშენი ასეთი არ არის(დემე)-ყურებს ვერ უჯერებდა.ბრაზობდა.
-მეც ეგრე მეგონა,სანამ არ გამომიცხადა,რომ მათხოვებს. არ მესმის,როგორ შეიძლება !(მირა)-ზიზღით საუბრობდა. დემეტრე საშინლად გაბრაზდ,რაღაც მხრივ...
-უთხარი,რომ არ გინდა,ძალით ვერ გაგათხოვებენ!(დემე)
-დაგავიწყდა ლაშა როგოია!? გავლენიანი ვიღაც ყოფილა!ნეტა შემეძლოს გაქცევა...(მირა)
-მე დაველაპარაკები,გადავაფიქრებინებ(დემე)
-მადლობა(მირა)-დემე მირას ჩაეხუტა,მაგრამ ეს მეგობრობაზე მეტი იყო..
მეორე დღით დემე,ლაშასთან მივიდა.
-შვილო,მოდი დაჯექი,რამ მოგიყვანა?(ლაშა)
-გუშინ მირას ველაპარაკე.მითხრა,რომ ვიღაცაზე ათხოვებთ...ბიძია ეს..(დემე)-ბრაზობდა თუმცა ცდილობდა ეს დაემალა.
-მისი გათხოვება საჭიროა,ამაზეა დამოკიდებული ბიზნესი,ოჯახის მომავალი(ლაშა)
-მირას მომავალზე რას იტყვით?!მირას რა ელის!(დემე)-სიტყვები ყელში ეჩხირებოდა.
-მაპატიე შვილო,მაგრამ ეს შენ არ გეხება!(ლაშა)-ცივად უთხრა და სამუშაოს დაუბრუნდა.
-ეს შეცდომაა! მირას ცხოვრება დაენგრევა,მე კი ამას არ დავუშვებ!(დემე)-გაბრაზებული იყო საშინლად.
რამდენიმე დღე გავიდა დემე მხოლოდ მირასა და იმ ქორწინებაზე ფიქრობდა.საშინლად დაბნეული იყო და საშინლად ნერვიულობდა.
-დემე,შვილო,ადვოკატმა დარეკა,სასწრაფოდ უნდა ჩვენთან საუბარი!("რუსუდანი")
-მოვიდეს დედა(დემე)-1 საათში ადვოკატი მათთან მივიდა.
-მოგესალმებით,ანდერძის წაკითხვის დრო დადგა,ეს მნიშვნელოვანია(ადოკატი)
-გისმენთ ბატონო(რუსუდანი)
-გარდაცვლილ ზურასგან დატოვებულ ანდერძში წერია,რომ ბატონმა დემეტრემ მემკვიდრეობის წილის მისაღებად,24 წლამდე ცოლი უნდა შეირთოს და მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული ქორწილიდან(ადვოკატი)
-რას ამბობთ,ასე უცბად ცოლი როგორ უნდა მოვიყვანო(დემეტრე)-გაოცებულმა და დაბნეულმა კითხა.
-თან დაბადების დღე სულ რაღაც 2 კვირაში გაქვს (რუსუდანი)-ადვოკატი წავიდა.
-ცოლი ?(დემე)
-შვილო,ის გოგო,რომ მოიყვანო ?(რუსუდანი)
-დედა,ქორწინება სახუმარო საქმე არ არის!ვერ დავუნგრევ ადამიანს ცხოვრებას და ყალბ ქორწილში ვერ ჩავითრევ!(დემე)
-იმ გოგოს უყვარხარ(რუსუდანი)
-მე არ მიყვარს(დემე)
-დრო 2 კვირაზე ნაკლები გვაქვს(რუსუდანი)
-ვიცი დედა!(დემე)-მთელი ღამე ფიქრობდა,თუ რა იყო გამოსავალი ამ დროს. ვინ უნდა მოეყვანა ცოლად ?!
-მეგობარო!გამოფხიზლდი!(ეკო)-ჩაფიქრებულ მირას ცხელი ჭიქა დაადო.
-ვერ ვიჯერებ,რა ჯანდაბა ხდება!..(მირა)
-ხვალ დაინიშნები.იქნებ შენი მომავალი საქმრო,ბებერი სულაც არ არის,პპირიქით ძალიან სიმპათიურია(ეკო)
-ის,ბებერი მილიონერია,მაგრამ ასეც რომ არ იყოს მისი გაცნობა და მითუმეტეს ცოლობა არ მინდა!მისი დანახვაც არ მსურს!(მირა)-დიდი ზიზღით ლაპარაკობდა.
-მეგობარო,ისევ შარში არ გაეხვე(ეკო)-მუდარით უთხრა. დილაადრიან მირა დემეს სანახავად წავიდა ისე,რომ ეკოსთვის არაფერი უთქვამს.
-რა ხდება დემეტრე,რატომ დამიბარე?(მირა)
-ვიცი ახლა ნიშნობისთვის უნდა ემზადებოდე(დემე)
-ნეტა შემეძლოს ამის ჩაშლა(მირა)-სევდიანი თვალებით უყურებდა.
-ვფიქრობ,შეძლებ..მაგრრამ მხოლოდ ნიშნობის ჩაშლას.(დემე)-ცოტა არეულად მოუვიდა თქმა და მირა უფრო დაიბნა.
-ვერ ვხვდები,რას გულისხმობ(მირა)-წარბებ-შეჭმუხნულმა უთხრა.
-დღეს არ დაინიშნები! გათხოვდები..(დემეტრე)
-რაო? დემეტრე მეღადავები!?გითხარი,რომ არ მინდა ნიშნობა და ეგრევე ქორწილზე მეუბნები!?( მირა)-ნელ-ნელა ფეთქდებოდა.
-მოიცადე,მათქმევინე!იმ ბებერთან ნიშნობას ჩაშლი,თუმცა მე...ჩემზე დაქორწინდები.-მირას თავში გაურბინა ამ სიტყვვებმა, და ჩხუბის დაწყებას აპირებდა,თუმცა დემემ გააჩერა.-შენ ვერ მიხვდი. ეს ქორწინება სულ რაღაც 5 თვე გაგრძელდება,შემდეგ კი გავეყრებით ანუ ქორწინება ფორმალური იქნება!(დემეტრე)
-და რატომ,რაში გჭირდება ასეთი ქორწილი.-დაბნეულად კითხა. დემემ ყველაერი მოუყვა.-მამაჩემის ბიზნესი?ეს ქორწინება...(მირა)
-ამაზე არ იდარდო,ყველაფრი მოვაგვარე.საღამოს როდესაც აქედან წასვლის დრო დადგება,გაიგებს რომ აქციები მე ვიყიდე და დავუბრუნებ(დემე)
-მადლობ,არც კი ვიცი,როგორ...(მირა)
-უბრალოდ ცოლად გამომყევი,თორემ იმ ბებერზე გაგათხოვებენ(დემე)-სიცილით უთხრა.
-კარგი,თანახმა ვარ(მირა)
-მაშინ ხელის მოსაწერად წავიდეთ,მოწმედ ეკო მოიყვანე.მე კი თოკოს დავურეკავ(დემე)-1 სთ-ში ორივე მათთან მივიდა.
-ვერ ვიჯერებ მირა,ერთ ნიშნობას შლი და იმავე დღეს ქორწინდები?სულ გაგიჟდი?(ეკო)
-ეკო,გთხოვ ისედაც ჯერ ვერ გავრკვეულვარ,მერე დაწვრილებით მოგიყვები,მაგრამ ახლა დემესთან ქორწილი,ჩემთვის შვებაა(მირა)
-დეიდა და ბიძია,გაგიჟდებიან(ეკო)-მირამ არაფერი უთხრა.
-ყოჩაღ ძმაო,გამოსავალი მალე გიპოვია,თან ულამაზესი(თოკო)
-ნუ სულელობ,ეს ქორწილი გარიგებაა,თან ის ჩემი მეგობარია(დემე)
დარბაზში შევიდნენ და ხელი მოაწერეს,ისე რომ ხმაც არ ამოუღიათ,თითზე მირას ბეჭედი ეუცხოა,მაგრამ თან მოეწონა.
-ორივეს გილოცავთ,რაც არ უნდა იყვეს ცოლ-ქმარნი ხართ(თოკო)
-გილოცავთ(ეკო)
-ახლა,დროა მამაშენთან მივიდეთ და ვუთხრათ(დემე)-მირამ თავი დაუქნია. სახლში უკვე ნიშნობისთვის ყველაფერი მზად იყო,მაგრამ მირა არ ჩანდა.
-ჩემი სარძლო სად არის!?("არჩილი")
-დედა,მამა,ჩემი და მოვიდა(გიო)-მირა დაღონებული შემოვიდა.
-შვილო,მოდი აქ,ბატონმა უნდა დაგნიშნოს(ლაშა)
-ვერ დავინიშნები,არ შემიძლია(მირა)
-რას ნიშნავს არ შეგიძლია!(ლაშა)-უკვე გაბრაზებული კაცი თავს ვეღარ იკავებდა.
-გავთხოვდი!(მირა)-ამის გაგონებაზე ყველამ თვალები ჭყიტა,ლაშა კი უფრო გაბრაზდა.
-რას ნიშნავს გათხოვდი,ვიზე(ლაშა)
-ჩემზე,ახლა ჩემი კანონიერი ცოლია(დემე)
-ეს რას ნიშნავს ლაშა! ხომ თქვი,რომ ქორწილი შედებოდა!? თუ არ შედგება,ქონებას...(არჩიილი)
-ვერაფერს შეძლებთ! წილი თქვენ ხელში არ არის! ბატონი ლაშას აქციები მე შევისყიდე(დემე)-ყველაფერი აუხსნა.
-ჩემი ოჯახი ტრადიციულია,ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გამხდარიყო!(არჩილი)-მირასკენ გაიწია,თუმცა დემეტრე წინ დაუდგა.
-მგონი გასაგებად ვთქვი! ის,ჩემი ხოლია,ახლა მისის ყიფიანია!(დემე)-ეს სრულიად გასაგებად თქვა,თითქოს საყვარელი ქალი დაიცვა ამის თქმით.. არჩილი წავიდა. ლაშაც არ დალაპარაკებია მათ.
-დედა,მისმინე...(მირა)
-ეს არ უნდა გაგეკეთებინა!(ლარისა)-ამ სიტყვებით დატოვა ისინი,ისე რომ შვილისთვის არც შეუხედავს.
-მაგრამ დედა..(მირა)-დემემ გააჩერა.
-არ გინდა,ახლა მაინც არ მოგისმენს.აჯობებს წავიდეთ(დემე)
-მართალი ხარ(მირა)-ქმარს ხელი მოკიდა და წავიდნენ.
მირა მთელი საღამო ტიროდა,მამამისის მზერაში სიცივე პირველად დაინახა,რამაც გული საშინლად ატკინა.ოჯახისთვის აქამდე გული არასდროს უტკენია.
-მირა...(დემე)-გვერდით დაუჯდა.
-ასე პირველად შემომხედა,მამამ შემიძულა...(მირა)
-არა.უბრალოდ გაბრაზდა,აი ნახავ,ხვალ აეროპორტში აუცილებლად მოვა(დემე)
-ასე გგონია?(მირა)-ცრრემლიანი თვალებით უთხრა.
-დარწმუნებული ვარ(დემე)-ცოლი ჩაიხუტა. მეორე დღეს აეროპორტში წავიდნენ.ლარისაც იქ დახვდა.
-დედა,მოხვედი...(მირა)
-ჩემო პატარა,როგორ შემეძლო არ მოვსულიყავი..-შვილს ჩაეხუტა.-ნივთები მოგიტანე(ლარისა)
-მამა?(მირა)
-არ მოვიდა... ის უბრალოდ...(ლარისა)
-გაბრაზებულია.დედა ეს,რომ არ გამეკეთებინა(მირა)
-ახსნა არ მინდა,გენდობი. მამაშენსაც მალე გადაუვლის,ხომ იცი დიდხანს ვერ გიბრაზდება(ლარისა)-მირა ცრემლიანი თვალებით იყურებოდა.
-მიყვარხართ(მირა)
-შვილო დემეტრე,მირას მიხედე.ახლა ის შენი ცოლია(ლარისა)
-ნუ ღელავთ,საკუთარ თავზე მეტად დავიცავ (დემე)
-დაიკო,ჩემს წასაყვანად დაბუნდები?(გიო)-დაღონებულმა უთხრა.
-ჩემო საყვარელო,აუცილებლად და თან ბევრ სათამაშოს ჩამოგიტან(მირა)-ძმას ძლიერად ჩაეხუტა.
-მომენატრები(გიო)
-მეც,თან ძალიან(მირა)-ძმას ძლიერად აკოცა.
-მეგობარო,თავს მიხედე და არ დამივიწყო(ეკო)
-ასე ნუ ამბობ,სულ ხომ არ მივდივარ. მალე შენც ჩამოხვალ და იცოდე გარიგებაზე სიტყვა არ დაგცდეს(მირა)
-სამარე ვარ.-მეგობრები ერთმანეთს ჩაეხუტნენ.-მიყვარხარ(ეკო)
-მირა,წასვლის დროა(დემე)
-წავედით(მირა)-დემემ ხელი ჩაკიდა და რეგისტრაცია გაიარეს. 15 წთ-ში კი თვითმფრინავი გაფრინდა... ლარისა გრძნობდა,რომ შვილი საიმედო ხელში იყო,თუმცა მაინც ნერვიულობდა.
-ნუ ღელავთ ლარისსა დეიდა,ის კარგად იქნება,მასთან დემეტრეა,ყოველთვის დაიცავს(ეკო)
-ვიცი შვილო...(ლარისა)-ყველა წავიდა,თუმცა ლაშა იყო,შვილთან ახლოს არ მისულა,მაგრამ შორიდან დაემშვიდობა,თვითონაც ცუდად იყო შვილს ასე,რომ მოექცა,მაგრამ ნაწყენი იყო...
ყველაფრის მიუხედავად შვილს ბედნიერებას უსურვებდა,იცოდა რომ დემეტრე დაიცავდა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent