უცხო ქალის ცრემლი 5 თავი
ჯიმი გაანადგურა და ტყვიის გარეშე მოკლა ელისოს მწარე,მაგრამ სიმართლით ნათქვამმა სიტყვებმა.ის იმ დღეს,ცოცხლად მკვდარი და ხალხის წინაშე ნიღაბ ჩამოხსნილი ნამდვილი სახით წარადგინა და გაფითრებული,ენაჩავარდნილი მიატოვა უფლის სახლი და ასევე უფალს მიანდო მისი შემდეგი ნაბიჯები,მაგრამ ნათქვამია,,,ანგელოზი საღორეშიდაც ანგელოზია და ღორი სამოთხეშიც ღორია''ჯიმი გაამწარა ელისოს საქციელმა და გულში რაც გაივლო ის იყო,რომ დავალება ბოლომდე სისრულეში მოეყვანა და ვახო კოვზაძე გაენადგურებინა.რამოდენიმე დღის შემდეგ კი თავაწეული და თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს კომპანიაში წავიდა.ის ჩვეულებრივ დაუბრუნდა სამსახურებრივ საქმიანობას ბოღმით სავსე გულით.იმ დღის შემდეგ მიშიკო არ მისულა კომპანიაში და ერთ დღეს გადაწყვიტა მისულიყო,განცხადება დაეწერა განთავისუფლებაზე და თავისი ნივთები წამოეღო.სამუშავო საათები სრულდებოდა და უკვე საღამო იყო,იცოდა ჯიმი გვიანობამდე რჩემოდა კომპანიაში და განცხადებაზე ხელის მოსაწერად დრო კი ეყოფოდა.კომპანიის შენობასთან მისულს, წინ შაკო შემოეგება,ცოტა ისაუბრეს და შემდეგ ორივემ ერთად წავიდნენ ჯიმის კაბინეტისაკენ.შენობა უკვე ცარიელი იყო იქ მომუშავე პერსონაჟებიდან და მხოლოდ დაცვა იდგა შემოსასვლელში.დაცვამ ორივე უპრობლემოდ გაატარა შენობაში და საუბრით გაუყვენ ჰოლს ჯიმის კაბინეტამდე,მაგრამ იქ მისულებს უცნობი მამაკაცის ხმა შემოესმათ და ორივე კედელს აეკრა. ---გახსოვს ჩვენი შეთანხმება? ---მახსოვს,არ დამვიწყებია. ---მაინც შეგახსენებ,შენს მოვალეობებს.უთხრა უცნობმა და ოთახში ორი მამაკაცის უცნაური დიალოგი შედგა,მაგრამ ეს ხმა იყო ჩაწერილი. ---უნდა გააკოტრო და ნოლზე დასვა. ---ეს რომ გავაკეთო,მე რას მივიღებ? ---რას გულისხმობ, რას მიიღებ.რას ითხოვ? ---გაკოტრებული კომპანიის ნახევარს. ---შენ შეძლებ კომპანიის აღორძინებას? ---ეს ჩემი საქმეა.მე თავს შევაყვარებ, მის ერთადერთ ქალიშვილს და კიდეც დავქორწინდები მასზე.შემდეგ ნელა-ნელა მისი ბარათებიდან დავიწყებ ფულის მოხსნას.ასე რომ,მე ამას შევძლებ და დავალებასაც შევასრულებ,მხოლოდ დრო მინდა. ---დრო გაქვს,რამდენიც დაგჭირდება,შეხვედრამდე. ---შეხვედრამდე.)ხმა გაწყდა,მაგრამ ახლა მამაკაცის ხმა გაისმა და ახლოდან. ---არ მეგონა,ასე ადვილად თუ გამოგიცნობდა საცოლე. ---განა იმ დროს,ისე გვიან,ღამით იქ ველოდი სადმე ჩასაფრებული იქნებოდა? ---სიფრთხილე,არა მარტო ქუჩაში,შენს სახლშიდაც საჭიროა. ---შემდეგი ნაბიჯი? ---ფიქრობ,რომ შეძლებ ამ დავალებას თავი გაართვა? ---სიმართლე გითხრა,ვაღიარებ რომ გამოსვლა მინდოდა ამ თამაშიდან,მაგრამ მინდა ისე გავამწარო,ჯერ რომ არ ტკენია.ეს არაფერია იმ ტკივილთან,რაც წინ ელოდება.მან მე ძალიან დიდი შეურაცყოფა მომაყენა და არ ვაპატიებ იმ დღევანდელი ზიზღის გადმონთხევას.ამიერიდან მიფრთხილდეს თავადაც და მისი საყვარელი მიშიკოც. ---შენ ახლა მხოლოდ ზიზღი გალაპარაკებს ჯიმი. ---მართალია,ახლა ჩემი გული ზიზღით და სიძულვილით არის სავსე.იმ დღეს ვინანე ჩემი საქციელი,მის თვალზე ცრემლი რომ დავინახე,გული მომიკლა მის სახეზე აღბეჭდილმა ტკივილმა,მაგრამ ახლა ამაყად დავდგები და შორიდან კი არა,ახლოდან შევხედავ მის ტანჯვას და ცრემლს, ისე რომ არ შემეცოდება.მან მე იქ დამაბიჯა მწარედ,მარცხნივ სადაც გულია და შემდეგ კი გადამიარა.ქალი ვაზიაო გამიგონია,მაგრამ შენ იმ დღეს უნდა გენახა,ვაზი კიარა ჩემს წინ აფთარი იდგა,რომელიც მზად იყო ჩემს დასაგლეჯად. ---ვიცი,ორივეს კარგად შეგხედეთ. ---თქვენ?თქვენ იქ იყავით? ---იქ ვიყავი,ძალიან ახლოს შენთან.მე არ გაძალებ,ეს საქმე გააგრძელო.შანსს გაძლევ,წასვლა თუ გინდა ახლა წადი და ეს შანსი გამოიყენე,მაგრამ თუ დარჩები ამ თამაშში და ისევ გააგრძელებ გაფრთხილებ თამაშიდან ვეღარ გახვალ.ამ საქმიდან გასვლა და შენი სიკვდილი ერთი იქნება,მოაგვარებ ყველაფერს და დაიბრუნებ შენს საკუთრებას.სხვაგვარად ვერც მათ დაიბრუნებ და ვერც თანხას ვერ მიიღებ.ველოდები ამბებს შენგან და აი ამ ნომერზე დამირეკე,როცა ახალი ამბები გექნება სათქმელი.უცნობმა ნომერი დაუწერა ქაღალდზე და მიაწოდა. ---შეიძლება ერთი რაღაც შეგეკითხო? ---მკითხე, რა გაინტერესებს. ---რატომ ეომები ბატონ ვახტანგს.როგორც გავარკვიე,ის ძალიან კარგი ადამიანია,კარგი მეუღლე და არაჩვეულებრივი მამა.ხომ მაქვს უფლება ვიცოდე,რისთვის ვეომები ადამიანს,რომელსაც ჩემთვის არაფერი არ დაუშავებია.უცნობმა ღრმად ამოიოხრა და ჯიმის უთხრა. .---ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით,მე მასზე ერთი წლით დიდი ვიყავი და ძალიან ყოყოჩიც კი.ვახოზე უკან კი ციცო სწავლობდა,ის იყო მთელი ჩემი ბავშვობის სიყვარული,რომელიც დღემდე მიყვარს.ვერ მოვერიე გულს დასავიწყებლად,მან კი ვახო აირჩია. ---გიყვარდა და უყვარდი?ხელი გკრა და მიგატოვა,თქვენზე ,მოცემული სიტყვა გატეხა და პირობა დაარღვია? ---არა,არასოდეს არ მითქვამს,რომ მიყვარდა.სკოლა რომ დავამთავრე სასწავლებლად წავედი,რომ დავბრუნდი შემთხვევით ვნახე ციცო და ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი და მან,ჯერ გაკირვებულმა შემომხედა და ღიმილით მითხრა. ---უცნაურია გური რასაც ამბობ,ეს შეუძლებელია. ---რატომ,რატომაა შეუძლებელი ციცო.განა სიყვარული იგვიანებს?განა შეუძლებელია გიყვარდეს და ამას ხმამაღლა ვერ ამბობდე? ---გური ეს არ შეიძლება,რადგან მე და ვახო დავქორწინდით.ჩვენ ორი წლის გოგონა გვყავს.მითხრა და ვერ გავიგე როგორ გამეცალა.მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი ეს გრძნობა,ბავშვობიდან მოყოლებული ხმამაღლა მეთქვა,განვთავისუფლებულიყავი ამ ტკივილისაგან და ბედნიერად მეცხობვრა,ბოღმის გარეშე. .---მაპატიეთ,მაგრამ ეს არ არის თქვენგან სწორი ნაბიჯი.ნუ განსჯი იმ ადამიანს,რომელსაც თქვენს წინაშე არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ---ძნელია როცა საყვარელი ადამიანი შენგან მიდის,მაგრამ ჯიმი დამიჯერე,ის უფრო ძნელია,როცა შენს წინ მოდის და ის გვერდს ჩაგივლის,ისე როგორც უცხოს.არ გაქვს უფლება ის შეაჩერო,რადგან ყველა იმედი დაიკარგა,ყველა ოცნებას ფრთები დაემსხვრა.გაოცებული უსმენდა ამ ყველაფერს მიშიკო და შაკო რომლებიც ოდნავ ღიად დარჩენილ კარებს იყვნენ ამოფარებული.უცნობი წამოდგა ფეხზე და ორივე ნელი ნაბიჯით დაიძრა კარებისკენ,საუბრით გაუყვნენ ჰოლს.შაკომ ქარიშხალივით შევარდა კაბინეტში,ტელეფონს ხმა გაუთიშა,ვიდეო ჩართო და წიგნებში დამალა ისე,რომ მაგიდას დაჰყურებდა ეკრანი.მალე ჯიმიც დაბრუნდა,სავარძელში ჩაჯდა და ფიქრებს მიეცა,ისე ჩაიძირა ფიქრებში რომ ვერც კი გაიგო როგორ ჩამობნელდა გარეთ.შემდეგ რაღაც გაახსენდა,კომპიუტერი ჩართო და დიდხანს ესაუბრა ადამიანს რომელსაც მილიციის ფორმა ეცვა. ---რა ქენი ოლეგი იმ საკითხზე,მე რომ გითხარი? ---იარაღზე მეუბნები? ---ხო,იპოვე რამე? ---კი ვიპოვე,მაგრამ კანონიერია,გაფორმებული აქვს კანონით. ---იცის ვახულიმ მისი საქმე.ჩაილაპარაკა ჩუმად და გაბრაზებულმა უთხრა.-რამე გააკეთე და იმოქმედე. ---არ მოხდება ეს ასე მალე ჯიმი.დრო უნდა ამ ყველაფერს,ან მოითმენ და დაელოდები შემდეგ ნაბიჯებს,ან მე გავდივარ ამ თამაშიდან. ---კარგი დაველოდები შენს ზარს და კიდევ,ის ნაბ...ი მიშიკო უნდა ჩასვა. ---როგორ ჯიმი ადამიანს დანაშაული არ აქვს ჩადენილი და როგორ ჩავსვა.სიბრაზემ სულ გამოგაშტერა? ---წამალი ჩაუდე,ეს ხომ თქვენთვის იოლი გასაკეთებელია,ერთხელ გაგიკეთებიათ თუ ორჯერ.შენ თუ არ იზამ,მე ვიზამ ამას. ---საერთოდ თუ იცი და აზრზე თუ ხარ,რისთვის ეომები ამ ხალხს.რისთვის ურთულებ ან მათ ცხოვრებას,ან შენ რად აიკიდე ეს ზედმეტი შარი. ---საერთოდ არ მაინტერესებს ოლეგი შენი დარიგებები,აქ ბევრი ფულია,გესმის?ძალიან ბევრი ფული და მე მხოლოდ ეს მაინტერესებს. ---შენ მარტო ფული და ნაშები გაინტერესებს.სად გაერთო და სად უფრო ბევრი ფულია იქ ააქოთო გარემო.არ გიფიქრია არასდროს,რომ როგორც შენ ტკენ ადამიანებს,შენც ასე მწარედ გეტკინება ერთ დღეს? ---სულ ფეხებზე რა იქნება ხვალ,მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ.იმოდენა ხალხში დარტყმას არ ვაპატიებ იმ ნაბ...რს. ---დარტყმა გაკმარეს და მადლობა თქვი,მე რომ ვყოფილიყავი იმათ ადგილზე ხელში შემომაკვდებოდი.სანამ დროა შენთვის უკეთესია თუ ცუდია შეეშვი ამ ხალხს.ვახო არის ადამიანი,რომელსაც ცხოვრებაში ჭიანჭველაზეც კი არ დაუდგამს განგებ ფეხი.აქ ჩემო ჯიმი შენი დამკვეთის პირადი ინტერესებია ვახოსთან და ამისათვის შენ გიპოვნა,რომ ადვილად გაკონტროლოს და გამოგიყენოს.რა გგონია,მართლა გადაგიხდის იმ თანხას,რაც შენ შეგპირდა?არც იფიქრო,თავის საქმეს გაგაკეთებინებს და ისე გაგაქრობს,შენს კვალს ვერავინი ვერ მიაგნებს.ელისო კი გზას არ დაებნევა შენგან წასული,ის ძალიან ჭკვიანი ქალია.შეგიყვარდა ხედავ?შენ უნდა გეტკინა მისთვის,მაგრამ შენ გატკინა, მან დაგასწრო.ნუ იტყვი რომ ტყუილს ვამბობ.შენ შინაგანად გიხარია ის რომ გადარჩა,მაგრამ არ იმჩნევ და გაბრაზებულ სახეს იჭერ და იცი რა გაბრაზებს?რომ გიყვარს,ის უკვე გაბრაზებს.მე ჩემი გითხარი,აწი შენ იცი.შეეშვი ამ ხალხს სანამ დროა,ჯიმი სანამ დრო-ოა.მოსაუბრემ ბოლო სიტყვები დაუმარცვლა და შემდეგ კომპიუტერი გათიშა და ჯიმი ხელებში თავჩარგული დაფიქრებული მიაჩერდა კომპიუტერის გაშავებულ მონიტორს.სახე მოისრისა და წამოდგა,შუქები ჩააქრო და კაბინეტი დატოვა.შაკომ ფრთხილად შევიდა კაბინეტში და ტელეფონი აიღო,რამდენიმეჯერ დაატრიალეს კადრი ორივემ და მოუსმინეს დაკვირვებულად საუბარს. ---წავედით,ეს ვიდეო გადმომიგზავნე და ფლეშკაზე შევინახავ.ხედავ ამ ნაბიჭ....ს რა აქვს გულში?მე უნდა ჩამსვას. ---აი აქ არის სამხილი,ნუ გეშინია.ახლა რას შვრები,რჩები თუ მიდიხარ? ---უნდა წავიდე.შაკო ამდენი უსიამოვნებების შემდეგ,აქ ვერ დავრჩები,უბრალოდ ვერ ვიქნები ისე,ვითომ არაფერრი დამინახავს და არაფერი გამიგონია.ხვალ განცხადებას შევუტან,თან ძალიან მაინტერესებს მისი სახე,მისი უცოდველი გამოხედვა. განცხადებაზე მომიწერს თუ არა ხელს ეს უკვე სულ ფეხებზე,მე მაინც წავალ აქედან. ---კარგი ხვალ მეც აქ ვიქნები,შენ თუ წახვალ,მეც არ გავჩერდები აქ.გამიჭირდება სამსახურის შოვნა,მაგრამ რაღაცას ვიშოვი.აქ მაფიაა ძმაო და ისე ჩამითრევენ,ვერც კი გავიგებ. ---ახლა ვხვდები ის ყველა ლამაზად თქმული სიტყვები,ვითომ მეგობრობაზე ყალბი ყოფილა და ვბრაზდები ჩემს თავზე,როგორ ვერ გამოვიცანი,როგორ ვერ შევიცანი.როგორ მივეცი უფლება ელისოს მასთან დაახლოვების. ---ალბად იმიტომ,რომ მისი ნიღაბი მჭიდროდ ეკეთა და ეს ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ. ---მე რომ დამღუპოს,ელისოს დაღუპვის ნებას არ მივცემ შაკო ამ არაკაცს.ელი,ელი მისი კისკისის გარეშე რა რთულია ყოფნა,ელის გარეშე თვით მზეც კი ცივია.მე ვიქნები შენს გვერდით,შენთან ვიქნები და დაგიცავ ყოველთვის.ელი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია შაკო და ძალიან მენატრება ის დრო,როცა ერთად ვგიჟობდით და ეს სერიოზული კაცი,ვახოც კი გადაგვყავდა ჭკუიდან.გაფრინდა ის ლამაზი დრო,დრო რომელიც არ იცვლება ზამთარ-ზაფხულობით,გაფრინდა.მთელი ღამე ფიქრში გაატარა და მეორე დღეს, 11 საათზე გაეღვიძა დილით ჩაძინებულს.უხალისოდ წამოდგა საშინელი დაღლილი და თავის ტკივილით.მოემზადა და კომპანიაში წავიდა.ჯიქურ შეაღო ჯიმის კაბინეტის კარი და ერთი თხელი ქაღალდის ფურცელი დაუდო წინ. ---ხელი მომიწერე,გელოდები.ჯიმიმ ახედა მიშიკოს და წყნარად უთხრა.კაბინეტში აქლოშინებული შაკო შემოიჭრა და მიშიკოს გვერდით დადგა.ჯიმიმ კი საოცრად გასაცოდავებული შეყვარებული მამაკაცის სახე მიიღო და მიშოს უთხრა. ---ვიცი,ვიცი დავაშავე და დაუფიქრებლად მოვიქეცი,იმ დღის შემდეგ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ,მის სახლთან ვაღამებ და ვათენებ,ვერ ვნახე.ტელეფონზე ამდენ ხანს ზარი გადიოდა და არ იღებდა,ახლა კი სულ დადუმებულია და გამორთულია.მიშო გთხოვ მითხარი როგორ ვნახო.წინა საღამოს თავის ყურით რომ არ მოესმინა ჯიმის საუბარი უცხო მამაკაცთან,მართლა შესაძლებელი იყო დაეჯერებინა მისთვის მიშიკოს და შეცოდებოდა,მაგრამ ახლა ზიზღნარევი ხმით უთხრა. ---ცხოვრება ჩემო ჯიმი მარტივია იქამდე,ვიდრე ათას გრძნობაზე დახურდავებული მამაკაცები მიხვდებიან, რომ ღირსეული ქალი თუ შენგან წავიდა ის ისე მიდის წინ,უკან არასოდეს არ მოიხედავს.ღირსეული ქალები შორს უვლიან იმ ადგილებს,სადაც ერთ დროს დიდი ტკივილით გაეცალნენ მიდამოს.მათი სული ძველ ჩემოდანს ჰგავს,ჩაყრიან ამ ჩემოდანში ყველა მათ მძიმე თუ მსუბუქ ტკივილს და მიდიან,მიდიან,მიდიან.იმიტომ არა,რომ შურისძიება უნდათ.იმიტომ არა,რომ არ შეუძლიათ დარჩენა იქ,მაგრამ იმიტომ მიდიან,რომ ღალატი ცხოვრების ნორმაა.ათას გრძნობებზე დახურდავებულმა კაცმა არ იცის,რომ ღირსეული ქალები რეალური დასასრულის შემდეგ არავის არაფერს არ საყვედურობენ და მხოლოდ იღიმიან.იცი რატომ იღიმიან?იმიტომ, რომ ისინი კვალს არ ტოვებენ.აი ასეთი ქალის დაბრუნება ისევე ისეთი ძნელია,როგორც ბავშვობის ყველაზე შორეული მოგონებების დაბრუნება.ისეთი ქალი როგორიც ელისო იყო და არის,იშვიათია.ეს კი დაიმახსოვრე, ,,ბერო და ხატო,თბილი უნდა იყო რომ მოგეფერო და რომ მოგეფერო,ღირსი უნდა იყოო''.ჯიმი გახსოვდეს ღირსეული ქალები უკან არასოდეს არ ბრუნდებიან,ნუ დაელოდები მას,ფუჭად დახარჯავ დროს ლოდინში,შენ ის ახლოს გყავდა და ვერ დააფასე,ვერ შენარჩუნე,მხოლოდ ტკივილი მიაყენე და ახლა ნუ გაილექსები,რომ მასთან გინდა.არა,არ გინდა მასთან,შენ შურისძიება გინდა და ეძებ ისევ იმ ადგილს,სად დაარტყა,რომ კიდევ უფრო დიდი ტკივილი მიაყენო,მაგრამ ვეღარ შეძლებ,ის შორსაა შენგანაც და ჩემგანაც..ჯიმიმ ვერაფერი ვერ უთხრა მიშიკოს ხმა ვერ ამოიღო,მაგრამ თითქოს არ უნდოდა მისი კომპანიიდან გაშვება და თხოვნით სავსე თვალებით შეხედა და ჩუმად უთხრა. ---ვიცი წარსულის დაბრუნება ძნელია,მაგრამ მჭირდები და გთხოვ დარჩენილიყავი.დაფიქრდი მიშიკო.განადგურებული ადამიანის როლი მოირგო,მაგრამ მიშიკოს ხმა მტკიცე და შეუვალი იყო. ---დასაფიქრებელი არაფერი მაქვს ჯიმი.მე მივდივარ და ელისოს ძებნა შეწყვიტე,მას ვერ ნახავ. ---სად წავიდა,ნუთუ მართლა გადაუსვა ხაზი იმ ყველაფერს რაც ჩვენს შორის იყო?ასე მალე გაქრა მასში ჩემდამი სიყვარული? ---რა სიყვარული,რომელ სიყვარულზე საუბრობ ჯიმი.შენ საერთოდ თუნდაც ოდნავ,სულ ერთი ბეწოთი გიყვარდა ელისო?არა,არ გყვარებია და არც ახლა გიყვარს,შენ სხვისი დავალებით მოქმედებ და გინდა გაანადგურო ის ოჯახი,ვინც ყველას ეხმარება და ბევრი მშიერი ხალხი პურს შოულობს მათგან.შენ ვერ შეძლებ,გააცამტვერო მათი ოჯახი და აქვე დასტოპე.შაკომ ეცა და მიშოს გარეთ გაყვანა ცადა.ჯიმი გაფითებული უცქერდა მიშოს და ბოლოს ისევ ტკივილით უთხრა. ---არ დამიჯერებ,მაგრამ მართლა მიყვარს ელისო. ---შენ თავად გააქრე ის სიყვარული,რომელიც წრფელი გულით ატარებდა ელისო და როცა იმას ვერ აფასებ რაც უკვე შენია,მაშინ დაკარგვაც არ უნდა იდარდო მისი.შეუღრინა მიშომ. ---არ მოგიწერ ხელს.წადი რამდენი დროც დაგჭირდება და დაბრუნდი.შენნაირ სანდოს მე ვერ ვნახავ მიშიკო და გთხოვ ნუ მკრავ ხელს,მჭირდები,კომპანიას ჭირდები. ---რამდენი ხნით მიშვებ,რამდენი დრო გეყოფა ახალი გეგმის შესადგენად რომელიც მე გამანადგურებს.გელოდები ჯიმი და ველოდები იმ დღეს,რამდენად ძირს დაეცემა შენი ადამიანობა.ჯიმი ამას აღარ ელოდა და გაფითრდდა.მიშომ კი შაკოსთან ერთად დატოვა კაბინეტი. ---ლამის გაყიდე შენი თავი,რომ მისი გეგმების შესახებ იცოდი.ვერ შეხედე როგორი თვალებით შემოგხედა? ---ახლა უფრო დავრწმუნდი,რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი აქედან წასასვლელად.შენც გირჩევ,ნუ გაჩერდები დიდი ხნით აქ,ჩემი წასვლის შემდეგ იცოდე შენ შემოგიჩნდება და ისე ნუ გააკეთებ,რომ უკან დასახევი გზა არ დაგიტოვოს.მიშიკომ კომპანია დატოვა და იქედან გაბრაზებულმა გამოსულმა,პირდაპირ ვახოსთან წავიდა.ელისოს წასვლის შემდეგ ძალიან უჭირდა ვახოს და ციცოს და მისი იქ ყოფნა აუცილებელი იყო. იქ მისულს თინიმ გაუღო კარები და სახლში შესულს ამ სახლისთვის უჩვეულოდ დამდგარმა სიჩუმემ შემოეფეთა.არ იყო ამ სახლში ჩვეული ასეთ სიწყნარეს და ნანას ჩუმადვე შეეკითხა. .---სად არიან ციცო და ვახო? ---ციცო ტირის რაც ელისო წავიდა მას შემდეგ,არც უძინია წესიერად და არც უჭამია,ძალიან ნერვიულობს.ვახომ კი წამლები დალია გულის და არ არის ეს ბოლო პერიოდი კარგად,მიშიკო მას რაღაც აწუხებს და არ ამბობს,არ გვიმხელს და გულში იბუდებს,ეს უთქმელობა კი უარესია მისთვის. ---რა უნდა ჭირდეს, თინი კაცი ვეფხვივით არის.რა თქმა უნდა ნერვიულობს და ჯავრი აქვს გულზე დიდი,ერთადერთი შვილი ყავთ და ისიც შორს წავიდა.აქ უჩვეულოს მე ვერაფერს ვერ ვხედავ. ---შენ ისედაც ვერაფერს ვერ ხედავ და რა გასაკვირია, ვერც ეს ვერ შეამჩნიო.ჩაიდუდღუნა თიკომ და მიშოს გახედა ვითომ არაფლის მთქმელი თვალებით,ხმამაღლა კი გააგრძელა,არ მიაქცია მიშოს ირონიულ გამოხედვას ყურადღება. ---ჩემამდე არ დადის,ქორწილამდე მისული ურთიერთობა,როგორ დაიშალა ძირს გაბნეული პურის მარცვალივით.ისედაც 27 წლის გოგოს როგორ დაუკარგა წარმოდგენა საერთოდ მამაკაცზე და სიყვარულზე საუბარი ხომ ზედმეტია უკვე ელისოსთან. ---კიდევ კარგი ქორწილამდე დაიშალა ურთიერთობა და ხელში არ შერჩა ქორწილის შემდეგ ერთ-ერთი ღორი ადამიანის ფორმაში. ---მართლა ღორები ხართ ყველა, მამაკაცები.მიშიკომ გაკვირვებულმა შეხედა თინის და შემდეგ ღიმილით უთხრა. ---ყველა მამაკას მე რატომ მიმაწებე,ანდა შენ საიდან იცი ყველა მამაკაცი როგორია? ---მასეთი ლამაზი ზღაპრის პრინცი გვეგონა შენი მეგობარი ყველას,მაგრამ როგორც ხედავ პრინცი კი არა არაკაცი გამოდგა, ფულზე დახარბებული პიროვნება. --- ოხ ეს უკვე მეტისმეტია თინა. ---რამდენჯერ გითხარი,თინას ნუ მეძახითქო. ---შენ მიწასთან გამასწორე ისე გამლანძღე და მე თინაც აღარ დაგიძახო?მიშიკო წამოდგა თინისკენ წავიდა ნელა-ნელა.თინიმ იგრძნო, მალე თავს საშინელება დამატყდებაო და თვალებით დაიწყო გასაქცევის ძებნა,მაგრამ მიშომ დაიჭირა და მის მკლავებში მოიმწყვდია შეშინებული,თან სიამოვნებისაგან განაბული გოგონა. ---რაო ჩიტო გაები მახეში?იგრძენი თავს გესხმოდა მტაცებელი მფრინველი და გაქცევით გინდოდა გეშველა თავს?მიშიკოს უკვე დიდი ხანია საოცრად მოსწონს თინი და იგრძნო მისმა გულმა,მის ხელებში აფართხალებული თინის გული როგორ ჩქარა უცემდა,თითქოს ლამის იყო გარეთ გამოაღწევდა.მიშოს თავადაც აუკლანკალდა გული,ეს პატარა და ნაზი არსება მის ხელებში რომ მოიმწყვდია.თვალებში ჩახედა და თითქოს მისგან თანხმობას ელოდა,უნდოდა ეს თუ არა და მის თვალებში ამოკითხულმა პასუხმა სასიამოვნო წუთები დაუვიწყარი კოცნით დააგვირგვინა.თითქოს ამ კოცნით,მათი სულები შეაერთა ---მომენდე,მომენდე ისე როგორც შენი გული გკარნახობს.გჯეროდეს,რომ ეს გული შენ არასოდეს არ გიმტყუნებს თინა. ---მაინც თინა?გაბრაზდა ისევ თინი. ---ხო მაინც თინა. რადგან, შენ ჩემი თინა ხარ.გახსოვდეს, მხოლოდ ჩემი.უთხრა ღიმილით და პატარა ცხვირზე თითი ჩამოკრა.ამით მიშიკომ მისი სიყვარული და დიდი ვნება გამოსახა,რასაც ის გრძნობდა თინის მიმართ.თინისთვის კი მიშოს წამიერი შეხებაც საკმარისი იყო,რომ იბნეოდა და იკარგებოდა მის ოცნებებში,თან ღრმად ოხრავდა რაც მიშოს არ დარჩენია შეუმჩნეველი და რამდენჯერმე შეასწრო თვალი თინის აწითლებულ სახეს და გაახსენდა ერთხელ მის თმაზე შეხებისას რომ უთხრა. .---გსიამოვნებს თმაზე რომ გეხებიან? ---ძალიან არა.დაბნეულად უპასუხა თინიმ. ---მე კი,და იცი რას გეტყვი? ---რას?დაინტერესდა თინი და მიშოს მიაშტერდა.მიშომ ახლოს მიიწია,თვალებში ჩახედა და ჩუმად უთხრა.. ---კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა,ვდრე თითები თმებში.დამიჯერე და ერთ დღესაც ეს სურვილი რომელიც ძალიან მკლავს,უნდა ავიხდინო თინა.მაშინ გაბრაზდა თინი მაგრამ, რომ გაახსენდებოდა მარტო დარჩენილს ჩურჩულით ნათქვამი მიშიკოს ვნებიანი ხმა და მის სახეზე ცხელი სუნთქვა,სასიამოვნოდ აკანკალებდა ტანში. ---შორიდან რომ ეტრფოდი კონკიას ამდენი ხანი,დაგადგა საშველი?წყვილი ვახოს ღიმილიანმა ხმამ დააშორა ერთმანეთს და თინის იმდენად შერცხვა მიშოს ზურგს უკან ამოეფარა,თან მკლავზე მაგრამ უჭერდა მის სუსტ ხელს მთელი ძალით.მიშომ არაფერი არ უთხრა,მაგრამ ტკივილისაგან ლამის გული შეუღონდა და ვახოს სიმწრის ღიმილით უთხრა. ---მზიანი დღეა დღეს ვახო ძია.თბილი და სასიამოვნო,მეც გამოვიყენე ეს ამინდი და მზესთან ერთად,მის სითბოს ჩემი გრძნობებიც გამოვაყოლე ვითომ სხვათაშორის,მაგრამ გამიმართლა და ამდენი თავშეკავების შემდეგ თანხმობაც მივიღე.გულმა ამოისუნთქა,ამდენი წლის ნაგროვები გრძნობებისგან რომ დაიცალა და განთავისუფლდდა. ---მიშა შვანგირაძე შენ კარგად იცი,თინათინი ჩემს ოჯახში,როგორ ოჯახის წევრი ისე არის.თინათინს ატკენ,აწყენინებ და ამ სახლის კარს ვეღარ გადმოაბიჯებ,ვერ შემოაღებ.ამიტომ ფრთხილად იყავი და ნუ დაემსგავსები სხვა ღორებს,რომლებსაც მხოლოდ ფორმა აქვთ ადამიანის.შემდებ თინის მიუბრუნდა. ---შენი ცრემლიანი თვალები და მოწყენილი სახე რომ დავინახო,იცოდე ამას მოხვდება. .---ამიტომ რომც გცემო, უნდა გაიღიმო.უთხრა მიშომ ჩუმად,მაგრამ ვახომ გაიგონა და წარბაწეულმა უთხრა. ---ამიტომ ეცადე სულ კარგ ხასიათზე იყო.ჯერ ცემე შენ თინათინი და მერე დამენახე მე.თინიმ ცრემლიანი თვალებით შეხედა ვახოს და აკანკალებული ხმით უთხრა. .---მე მამა არ მახსოვს,ამ სახლში მოსვლიდან ვგრძნობ თქვენგან იმ სითბოს,რომელიც არასდროს არ მქონია.მე მადლობას გიხდით ყველაფრისათვის ძია ვახო.თქვენ გადამირჩინეთ დედა და თქვენით არის ახლა რომ სუნთქავს. ---მე მხოლოდ ის მინდა ერთმანეთი დააფასოთ და ერთმანეთის სიყვარული შეიგრძნოთ.გულით გიყვარდეთ,ისე ძლიერად,რომ ერთმანეთის გულის ძგერა შორს მყოფმაც რომ იგრძნოთ.მინდა ბედნიერები იყოთ ორივე.კარგი ეს თემა დაიხურა,თინათინ ყავა მომიდუღე შვილო.შენ როგორ ხარ მიშიკო..მიუბრუნდა მიშოს ვახო და იქვე დაჯდა სამზარეულოში. ---სამსაურიდან წამოვედი ძია. ---ოჰ,ეს რღაც ახალია?როგორ შეგელია შენისთანა მუშაკს უფროსი,ეს საინტერესოა.უნდა ველოდოთ რამე უსიამონებებს? ---არ ვიცი ძია,მართლა არ ვიცი.ხელი არ მომიწერა,მაგრამ მე იქ არ დავბრუნდები.კიდევ კარგი კონტრაქტის ვადა ამოწურულია და ვერაფერს ვერ მიზამს. ---მიშიკო მჭირდები,ჩემთან მჭირდები ვიღაც მჭამს ჩუმად და ვერ გავიგე ვინ არის,სადაცაა გავგიჟდები.მაშ მართალი მითხრა თინიმ რომ ამ ბოლო დროს ვერ ხარ ხასიათზე.გულში გაიფიქრა მიშომ და ვახოს დაეთანხმა. ---შენთან წამოვალ,შენს გვერდით ვიქნებით მეც და შაკოც.ისიც წამოვიდა კომპანიიდან და სამსახურს ეძებს,ხომ იცი დიდი ოჯახი აქვთ.დედა ავად ყავს,პატარები სკოლაში დადიან.მარტო შაკო მუშაობს ოჯახში.ნუ გეშინია,ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ.ახლა კი ამას მოუსმინე.სანამ მოუსმენ ერთსაც გეტყვი.დანამდვილებით ვიცი,რომ შენთან ხალხია შემოგზავნილი.ვახომ გაკვირვებულმა შეხედა მიშიკოს და რამდენჯერმე ყურადღებით მოუსმინა ჩანაწერს. ---ეს როგორ მოიპოვე.მიშო ეს სერიოზული ბრალდების წაყენებაა.გაკვირცვებული იყო ვახო. ---მე და შაკომ წუხელის შემთხვევით მოვისმინეთ და შაკომ მოახერხა ვიდეოს დაყენება ჩუმად. .---ძმა ხარ მიშო.ჩემი ძმა და მეგობარი ხარ.სიხარულს ვერ ფარავდა ვახო.მიშომ შაკოს დაურეკა და ვახოსთან მისვლა თხოვა.გვიან ღამემდე შემორჩნენ საუბარს და ასე გვიან სახლის ტელეფონმა დარეკა.გაუკვირდა ვახოს ამ დროს ვინ უნდა იყოსო და მიშომ თინის ანიშნა მე ვუპასუხებო.მანაც სერიოზულად ჩვეული ბოხი,მაგრამ მკაცრი ხმით უპასუხა ტელეფონს. ---გისმენთ კოვზაძის ბინა. ---ვახ მიშკა ასე გვიან მანდ რატომ ხარ?მეც წამოვედი და ჩემს სახლს მიშკები შემოსევია.მოესმა მიშოს ელისოს კისკისი. ---ელი გადარეულო,რას შვრები როგორ ხარ,კარგად მოეწყვე უკვე? ---ყველაფერი კარგად არის მიშკა.ხვალ შევხვდები მაკლერს და ვისაუბრებთ.მე კარგად ვარ,შენ კი თინათინს მიმიხედე არ მოიწყინოს ბავშვმა ჩემს დაბრუნებამდე. ---ნუ ხარ შენ საზიზღარი გოგო,ძლოკვივით ნუ ასარსალებ ენას და კოდალასავეთ რომ მიკაკუნებ სიტყვებს.ნუ კისკისებ,თორემ არ გეტყვი ახალ-ახალ და ცხელ-ცხელ ამბებს. ---რა ამბებს,მოხდა რამე?მასზე არაფერი არ მაინტერესებს,საერთოდ არაფერი მიშკა.მე ის უკვე ჯამდაბაში მოვისროლე. ---არა,არა მასზე არც ვაპირებ საუბარს.შენთან ერთად ჩვენც,მე და შაკომაც დავადეთ და მოვისროლეთ ის ჯანდაბაში და სამსახურიდან წამოვედით. ---როგორ?ეს მართლა საინტერესოა.გაუკვირდა ელის. ---აქ ძალიან ჩახლართულია ყველაფერი,კარგი ჩამოყალიბებული მაფიაა,ახლა არა და ერთ დღეს აგიხსნი კარგად ყველაფერს. ---ხო კარგო,ახლა ის ახალი ამბავი მითხარი,რა ხდება?რა გაქვს სათქმელი,გული არ გამიხეთქო იცოდე. ---როგორც იქნა შენი დახმარების გარეშე და შენზე ქრთამების გადახდის გარეშე,თინის გამოვუტყდი სიყვარულში და ისიც არ არის გულგრილი ჩემს მიმართ. ---გამისკდა გული მიშკა.უუუფ გეშველათ?ეს ისედაც ვიცოდი,კიდევ კარგი რომ მოახერხე თქმა შე ინდაურო,შპაგალკა ჩაწერე?გადაიკისკისა ელისომ და შემდეგ შეწუხებულმა თქვა.- აუუუფ, რა ქრთამები დამეკარგა?მიშოც იცინოდა და ეს თბილი საუბარი ვახომ შეაწყვეტინა ორივეს. ---ვინ არის, მიშიკო საუბარი რომ გაგიტკბა. ---ძია ვახო შეცდომით ქალიშვილი რომ გყავს ის არის.ვახომ ღიმილით გამოართვა ტელეფონი მიშოს და ელისოს ესაუბრა,შემდეგ ბავშვებს დაემშვიდობა და ღიმილით უთხრა მიშოს და თინის. ---თქვენ არ იცელქოთ,თქვენ კი ყმაწვილებო ხვალ გელოდებით ორივე 9 საათზე ადგილზე იყავით.გაეღიმა და ტელეფონზე საუბრით წავიდა საძინებელში,საიდანაც ციცოც დაელაპარაკებოდა უკვე მონატრებულ შვილს. .......... საღამო მშვიდობისა როგორ ხართ? დამაგვიანდა მაგრამ მაიც მოვედი..... ველოდები თქვენს შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.