საშინელი წესები გასართობად
თავი 8 ანას p.o.v გუშინ თითქმის ყველა გამოთვრა,მაგრამ ლიზი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო.ამას სალიოს სისულელეებიც ემატება.ამჯერად კარების გასაღებად წავიდა - ანაა! - რა? - ვიღაც უცხოა და უნდა გავუღო ხო? - ხო სალიო,პირველ რიგში უცხოებს უღებენ კარებს - თვალები ავატრიალე და მასთან წავედი,კარები უკვე გაღებული ქონდა - აი ანაც! - გამარჯობა ბატონო ალექსანდრე! - ძალით გავუღიმე კარებთან მდგარ იდიოტს - გამარჯობა ანა! - მე წავალ ლიზის მივხედავ - ხო როცა უნდა აქვს ტვინი,გამასწრო - რამე მოხდა? - კი მოხდა - ამჯერად რაა? - ისე საცოდავად ამოვიოხრე მეც შემეცოდა ჩემი თავი - მთელი ღამე ჩხუბი ისმოდა,დილით კი წუწუნის მაგვარი რაღაც,ყველაფერი კარგადაა? - ჩხუბი კი არა სიმღერა! - „მოკეტე შე დეგენერატო" რომელ სიმღერაშია? - სადაა ის არანორმალური? შენთანაა ხო?! - ყვირილით ამოვარდა ანნა - ლიზიზე ამბობ? - აბა სხვა ვინ დაიწყო გუშინ კლინიკის ჰოლში ლუკა ჯაყელის ლანძღვაა?! - ისევ ყვიროდა,თან ხელებს იქნევდა.ალექსანდრე კი გაკვირვებული უყურებდა - ლუკასაც იცნობთ? - ეს ვინღაა?! - ანნა შიგნით დამელოდე რა. - კარგი!სხვათაშორის შენზეც გაბრაზებული ვარ!შენ ხომ იყავი ფხიზელი რატო არ წაიყვანეე?! - შედიი! - ყოჩაღ შენც მაგრად ყვირი. - ლუკა ჯაყელზე რატომ მკითხე? - მეც ვიცნობ.უფორ სწორად მასთან რამდენჯერმე მომიწია შეხვედრა. - კარგი.როგორც ხედავ შენთვის არ მცალია!ნახვამდის!...ანნა რა გაღრიალებდა? - რა რა მაღრიალებდა ქალო ჰაა!? - ის როგორც ნუკრი იტყოდა „ბანძი კუკლა" ლუკა ჯაყელი გამიშვებს სამსახურიდან!და რატომ?ეს გიჟი დათვრაა! - აუ რა დავაშავეე? - ამოიყმუვლა ლიზიმ - შენ კი არა მე რა დავაშავე?მეე! - წამოვიძახე და დივანზე დავეხეთქე - ოოო ჯანდარის ტბამდე გზა გქონია ჯაყელო - დაიყვირა ანნამ და მე და ლიზის დაგვახტა - ვაიმე ძვლებიიი - მაშინვე ყვირილი დავიწყეთ - აუუუ შინაგანი სისხლდენა დამეწყოო - რატო მარტო შინაგანი?ეს ტანკი რო დაგახტება გარეგანიც დაგეწყება - დაიჯღანა ლიზი.მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ მოკისკისე სალიო ვიდეოს გვიღებდა - სალიოოო გაგპუტავ! - ჯერ რაღაც უნდა მოგიყვეთ! - რა აბა - ისევ ჩემ ფეხებზე მოკალათებულმა ანნამ დაიწყო საუბარი - აეთრიე შე სულით და სხეულით ძროხაა! - რაა?!ეგ მე მითხარიი? - ხო! - არა ამხელა გალაქტიკა ქალს ეგ როგორ მაკადრე? შე მართლა გაპუტულო ქათამო! - ოე მაცადეთ ლაპარაკი! - ოჰ სალიო? თან ყვირის! - რა ოე?! - აცალე ქალო!ვერ ხედავ აყვირდა! - უიმე ხო! - სალომ თქვა გიორგის უნდა დაველაპარაკოო! - რა?!რატომ?! - წამოიძახა ლიზიმ - არ ვიცი! - შეუყვარდა? - თვალები დაჭყიტა ანნამ - აუ რა შტერია ეგ გოგო! - ნუ დაიწყეთ ქოთქოთი!ხომ იცით რომ არ შეუძლია ასეთი თამაშები და სადისტობა.ალბათ უნდა დაამთავროს ეს სისულელე. - ანა!მეხუმრებუ ხო? - აი მართლა რატო ართულებთ?დაველაპარაკოთ და გავიგებთ! - ოჰ დააბრეხვა დიდი სიბრძნე ქალბატონმა ლიზიმ! - წამოვიძახე - წავიდეთ! - წამოდგა ანნა - სად? - გუშინ კი ამიშალა ლიზიმ ნერვები,მაგრამ მაინც დაბადების დღე ქონდა და ყველაზე მეტად რომელ ტორტსაც ვერ იტანდა ის აჭამეს,ასე რომ წამო შე საწყალო შოკოლადის ტორტი გაჭამო. **** ელენეს p.o.v სამსახურიდან გამოვედი.გოგონებს ვურეკავდი,მაგრამ მხოლოდ სესილიმ მიპასუხა და მითხრა,რომ წარმოდგენა არ აქვს სად არიან ის შეშლილები.ძალიან მინდა რომელიმეს ნახვა,ახლა ვინმეს რომ არ დაველაპარაკო ალბათ გავგიჟდები... სალოს p.o.v მგონია რომ გოგონებს არ გაუხარდრბათ ეს ამბავი.თანაც გიორგისთვის არ მითქვამს რომ მეც და გოგოებმაც ვიცით ყველაფერი - რა ხდება სალო? - გვერდით მომიჯდა გიორგი,თან ფეხებს მოუსვენრად ათამაშებდა - არაფერი ვფიქრობ. - რაზე? - გოგოებზე...არა მგონია მათ - რომ მოეწონოთ შენი გადაწყვეტილება? - ხო.მართალია ისინი ჩემ აზრს პატივს სცემენ,მაგრამ - მათ არ მოვწოვარ მე! - ხო! - გასაკუთრებით კი სესილის,ანას და სალომეს ხო? - აუ გიორგიი - თავი ბალიშში ჩავმალე,მას კი სიცილი აუტყდა - რადგან მათ გაარკვიეს,რომ მე მოგატყუე ხო?რომ სინამდვილეში არ ვართ ცოლ-ქმარი,ნუ ჯერ - შენ იციი? - თვალებ დაჭყეტილმა შევხედე - რომ იციით?კიი...ისე ჯობია არ დავხვდე მაგათ სახლში - რატომ?ხალხს არ კლავენ! - ხო მაგრამ როცა მოდიან ისეთი შეგრძნება,მაქვს თითქოს დედამთილი მოდის თანაც ბეევრი ერთად - წარბ აწეული ვუყურებდი.ველოდწბოდი როდის მიხვდებოდა,რომ შეეწყვიტა ჩემ მეგობრებზე ასე საუბარი - ისინი არიან - შენი საუკეთესო მეგობრები და ასე არ უნდა ვისაუბრო ვიციი!...გიკვირს?სიმართლე გითხრა კარგად გაგიცანი.ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგადაა,მეტისმეტად კარგადაც კი...- სახეზე თითქოს ტკივილი გამოესახა,რაღაცაზე ჩაფიქრდა - მე წავალ - კარგი,კარგად **** - მიშკა სახლში ხარ? - კი.ერთი კნუტიც აქაა - სიტყვა დაამთავრა თუ არა ამას ყვირილიც მოყვა „დაგერხა ლაწირაკოო" - თქვენთან მოვდივარ - რა იყო ცოლი გაკონტროლებს ახლა რომ გაგახსენდით? - მოვალ და მერე ვილაპარაკოთ. - რატო ესე მკაცრად ტო?..ოე გიო!რა ხმა იყო ბიჭო!?მაჭავარიანი!არ მეცინება ამოიღე ხმაა.... - მიშო,სად მიდიხარ? - იოანე რაღაც ხმები იყი ბიჭო.ტელეფონიც გაითიშა.უნდა ვიპოვო - ბიჭო რა უნდა იპოვო დაყენდი მოვა ხუთ წუთში,დაუვარდა ალბათ ტელეფონი. - ტელეფონი რო გივარდება მსხვრევის ხმა ისმის? - რამე მოუვიდა? - მე რა ვიცი.მკითხავი ვარ?! - წამო დროზე **** - გაბრაზებულები ხართ? - სალო რა გაბრაზებულები? ხუმრობ ხო? - გვერდით მიუჯდა სალიო და მოეხვია - მართალია.თუ შენ თვლი რომ ის კარგი ადამიანია და თან თუ გიყვარს,ჩვენ რა მოგვწონს იმაზე კი არა ქორწილზე უნდა იფიქრო! - ანამ გაუცინა - რაა?ქორწილი? - ხო!ნამდვილი „გრუზინული" ქორწილი!ათასი კაცით,სიმთვრალით,უზარმაზარი კაბით და აუტანელი სიტვაციით! - ანნამ როგორც ჩვევია შეამკო ქართული ქორწილები -ეგეთი ქორწილი უნდა მქონდეს? - შეშინებული თვალებით გადახედა გოგონებს - არა სალო!მოკეტე ანნა!ჩვენი ძვირფასი სიძე არამგონია ეგეთი იყოს - დაამშვიდა ლიზიმ - სწორედ რომ ეგეთია!არ იცოდეთ მაინც რა სამეგობრო ყავს! - ანნა! - საერთოდ არ მინდა ქორწილი!ასეც კარგად ვართ - ხოო უბრალოდ როცა შენი მშობლები გაიგებენ,რომ დაქორწინებულები არ ხართ გადასვლას მოგთხოვენ! - მითუმეტეს მაშინ როცა იმასაც გაიგენ,რომ ერთმანეთს სამი კვირაა იცნობთ - სალომემ გააგრძელა თამუნას დაწყებული "სამომავლო გეგმა" - გეყოთ! - ახლა სადაა?გაიქცა ხო?ჩვენი ეშინია! - ანნა!რა გჭირს? - ნერვები მაქვს მოშლილი დაივიწყეთ!არ გეწყინოს სალო - არ მწყინს... - მე წავედი - ანნა წამოდგა და გაიქცა - რა ჭირს? - აი ოდნავადაც არ შემიძლია წარმოდგენა - მეც წავალ - თამუნაც წამოდგა - შენ საით? - გაკვირვებულმა ანიმ კითხა - საქმე მაქვს - შენ? - ხო რა იყო არ შეიძლება?! - კარგი ნუ მიბრაზდები - არ გიბრაზდები,შემეშვი!სალო მეჯვარეს რო აარჩევ პირველი მე მითხარი! თამუნას p.o.v ისევ ვსეირნობ..ისევ მარტო..მგონი „მე" ს ვკარგავ.. კაფეში შევედი,ჩაი შევუკვეთე და ისევ კუთხეში დავჯექი..ნეტავ აქ რა მინდა?შემეძლო გოგონებთან ერთად ქორწილზე მესაუბრა..სალოს მეჯვარეობისთვის „მებრძოლა" ან რაიმე მსგავსი,მაგრამ არა.აქ ვზივარ და..ველოდები ვიღაც უცნობს - ისევ ჩემ ადგილას ზიხარ - შენც გამარჯობა - უხეშად ვუთხარი და ისევ ფანჯარაში გავიხედე - რა გჭირს? - არ მითხრა რომ გაგიკვირდა ჩემგან უხეშობა - არა ის უხეშობა სულ სხვა იყო.ეს კი სულ სხვაა.რა გჭირს? - ჩემი მეგობარი თხოვდება - მერე?არ გიხარია? - ძალიან.მართლა ძალიან მიხარია,მაგრამ..ყველაფერი ასე იდეალურად? - ბევრი კარგის მერე აუცილებლად ცუდი უნდა მოხდეს? - შენ არ გესმის,ასე იდეალურად ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ.ყველაფერი კარგად არასდროს არ გვაქ - დამიჯერე ძალიან მესმის. - რა გქვია? - მეგონა პირადი ინფორმაცია არ გაიცემოდა - გაეცინა ბიჭს - მხოლოდ სახელები - თამუნაც აყვა სიცილში - ბათუ - ბიჭმა ხელი გაუწოდა,მანაც ჩამოართვა - თამუნა ანნას p.o.v სამსახურში წავედი,რომ ბატონ ლუკას დავლაპარაკებოდი.მართალია სულ ვლანძღავ,მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში...შენობაში შევედი თუ არა ჯაყელი დავინახე მისაღებში - ბატონო ლუკა! - ანნა!დღეს არ იყავით სამსახურში! - მეგონა გამიშვით - თუ ასე გააგრლელებთ ნამდვად გაგიშვებთ - ისე გამიხარდა მისი სიტყვები ლამის გადავეხვიე - დაა ჩემი მეგობრის.. - რაც შეეხება მაგ ინციდენტს.ვფიქრობ მოვაგვარებ - როგორ? - თქვენი მეგობრის ნომერი მომეცით - რაა? სერიოზულად? - კი!ახლა წადით ფორმა ჩაიცვით! - დიახ - ფორმა ჩავიცვი და მაშინვე გარეთ გამომვვარდი.ნაცნობი ხმა გავიგე.ღრიალებდა,თან ტიროდა - ლუკაა!არ იღვიძებს! - დაწყნარდი მიშო! - იქ გავიქეცი საიდანაც ხმა ისმოდა...საკაცეზე გიორგი იწვა...სალო?...იცის?..მინდოდა მისთვის დამერეკა ან რამე გამეკეთებინა,მაგრამ მხოლოდ დასისხლიანებულ გიორგის ვხედავდი.ვგრძნობდი მიშო მეხვეოდა - ანნა კარგად იქნება...ხომ კარგად იქნება?შენი მეგობარი უნდა მოეყვანა ცოლად...- მისი ხმა სადღაც გაქრა...აღარ მეხვეოდა ან ვერ ვგრძნობდი...მხოლოდ გიორგი ვუყურებ და სალოს ვხედავ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.