შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 გვირილა (სრულად)


15-06-2017, 23:40
ავტორი Mmariami)
ნანახია 8 150

*
-დათა რა გინდა?
კარების გაღების თანავე ვკითხე.
-შენც გამარჯობა
გამიცინა.
-რა გინდა?
-არ შემომიშვებ?
კარებს მიეყუდა.
-რა გინდა თქო?!
გაღიზიანება დამეტყო ხმაში.
-რო გითხრა მომენატრე თქო, მაინც არ შემომიშვებ?
-მითუმეტეს არ შემოგიშვებ
-მაშინ შენ გამოდი
გამიღიმა.
-დათა წადი რა
-ხომ იცი არ წავალ
სევდა შეერია ხმაში.
-მაშინ გაიწიე, კარები უნდა დავკეტო
ძალა გამოცლილმა ამოვილაპარაკე.
-არ ხარ ნინა მართალი
კარებს მოშორდა.
-არც შენ ყოფილხარ
კარების დაკეტვისთანავე ცრემლები წამომივიდა, ვიცოდი არ წავიდოდა, კიდევ ათი წუთი არ წავიდოდა.
ასეთი იყო, ძალიან პრინციპული და ამავდროულად ყველაზე უპრინციპო.

არ ვიცი რამდენ ხანს, ალბათ საათზე მეტი, ვიწექი და აღარც კი ვტიროდი. ძალა გამოცლილი თეთრ ცარიელ კედლებს ვუყურებდი და მათ მაგივრად მოგონებებს ვხედავდი.
ბედნიერ
ნათელ
ფერად
დათას მოგონებებს.
ვიცოდი გავგიჟდებოდი ვინმესთან რომ არ მელაპარაკა, ანასთან რომ არ დავცლილიყავი, რომ არ მეტირა, ყველანაირი ალბათობის გარეშე გავგიჟდებოდი.
მანქანის გასაღებს სწრაფად დავავლე ხელი და სადარბაზოში გასასვლელი კარი კანკალით გავაღე. დათა რომ ვერ დავინახე გულზე მომეშვა, 20 წუთში უკვე ანას დივანზე ვიჯექი, მარწყვის ჩაით ხელში.

-აპატიებ?
-არ ვიცი
-ნინა, გიყვარს?
-არ ვიცი
-გენატრება
-არ ვიცი
-არ მიკითხავს, ვიცი რომ გენატრება
ჩემი ჭიქიდან მოსვა ჩაი.
-იცი როგორ მიყურებდა დღეს?! იდგა ჩემი სახლის კართან და თვალები ქონდა ჩამქრალი. პირველად ანა, პირველად ქონდა დათას ჩამქრალი თვალები.
ცრემლებამდე მისულმა ამოვილაპარაკე.
-რატო იტანჯავთ თავს?!
-ანა არ შემიძლია.
ლოყებზე მლაშე სითხე ვიგრძენი და მერე მახსოვს, ანას კალთაში აფორიაქებულს ჩამეძინა.

ტელეფონის ხმაზე ნელ-ნელა გავახილე თვალები, არც შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-საათი არ გაქვს?
-შენი ხმა მომენატრა
დათა იყო.
-დათა მძინავს
-ჰო მაგიტომაც არ მეჩხუბები
ვიგრძენი როგორ გაიღიმა, დამეფიცება რომ ვიგრძენი.
-კარგად!
-არ გათიშო
-არ ხარ შენ ნორმალური
ამ დროის მანძილზე პირველად გამეცინა დათასთან ლაპარაკის დროს.
-მელაპარაკე რა
ხმა დაუბოხდა.
-დათა, მეძინება!
არ ვთმობდი.
-ნინა გთხოვ.
-რა გინდა?
-სულ მაგას რატომ მეკითხები?
ხმაზეც შეეტყო, ისევ იღიმოდა.
-იმიტომ რომ არასდროს არ მპასუხობ
მეც გამეღიმა.
-შენ თქო რომ გითხრა დაიჯერებ?!
-მეგონა ვინ დამესმოდა
გამეღიმა.
აღარ მიპასუხა
აღარც მე მითქვამს რამე.
-ძილინებისა დათა
პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე გავუთიშე.
ბედნიერს დამეძინა
ამ დროის მანძილზე ისევ პირველად.
ისევ დათას გამო.

დილით ადრე წამოვედი სახლში, მაღაზიაში შევიარე და სიგარეტი ვიყიდე.
ვერ იტანდა დათა რო ვეწეოდი, ვიცი მაგ დროს სულ ნერვიულობ და არ მინდა ნერვიულობდეო.
ისევ დათა.

აივანზე ვიდექი, უკვე აღარ ვიცი მერამდენე ღერს ვეწეოდი, ვუყურებდი მთაწმინდის ხედს და ისევ მონატრებას ვგრძნობდი.
მის დაუმსახურებელ მონატრებას.
ბევრი მოგონება მქონდა დათასთან ერთად, ბევრი მოგონება ამ აივანზე.
გათენებული ღამეები ჭიქა ჩაით და პლედით.
ვუყურებდი თეთრ ცარიელ სკამებს და ვიცოდი
არაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე.
აღარ დავჯდებოდით მე და დათა ერთმანეთის პირდაპირ და აღარც სიჩუმეში გაგვეცინებოდა ბედნიერებისგან სავსეებს.
კარებზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა, სიგარეტი სწრაფად ჩავაქრე და კარებისკენ წავედი.
-ეხლა მაინც შემომიშვი
კარების გაღებისთანავე გამიცინა დათამ.
-რატო?
-მარწყვის ჩაი მომენატრა
-სხვაგან დალიე
-შენი მარწყვის ჩაი?! სხვასთან?! არავითარ შემთხვევაში.
-მხოლოდ ერთი ჭიქა!
ღიმილი შემეპარა ხმაში და სახლში შემოვატარე.

ჩაის ჭიქა წინ დავუდგი და ისევ მთაწმინდის ხედს გავხედე.
აივანზე ვისხედით, ისევ ჩუმად, ამჯერად ბედნიერების გარეშე.
-ბევრს ეწევი
ღერებით სავსე საფერფლეს ჩამქრალი თვალებით დახედა.
არაფერი მიპასუხია, აზრი არ ქონდა.
-ნერვიულობ
-რაა?
გაკვირვებულმა შევხედე.
-როცა ნერვიულობ, სულ ეწევი
ჩაი მოსვა.
-დალიე უკვე?!
ჭიქას შევხედე.
-ჩემი გაგდება გინდა?
ისევ გამიღიმა.

-როგორ მიხვდი?!
ირონია არ დავაკელი.
-არ გინდა ნინა ირონიულობა
თვალები ჩაუშავდა, ფეხზე წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მინდა წასვლა
მოაჯირზე მიყუდებულმა, წართმეული ხმით დაილაპარაკა. არაფერი მიპასუხია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-მენატრები ნინა, ჩვენი დღეები მენატრება.
-დათა გაჩერდი რა
ხმა გამებზარა.
-ვიცი რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ესე შენც იტანჯები
-მე მაშინაც ვიტანჯებოდი
-ნინა მაპატიე რა
ხმა უფრო ჩაეხლიჩა.
-დათა წადი
აღარ შემიხედავს, ჩაის ჭიქას მივაშტერდი და მხოლოდ კარების ხმა გავიგე.

*
ღამის ოთხ საათზე დათას მესიჯი მომივიდა.

"ვიცი რომ არ გძინავს "
ამ ბიჭს საათი ნამდვილად არ აქვს.
"მძინავს დათა!"
"მესიჯშიც კი ვგრძნობ შენს კატეგორიულობას "
"ძილინებისა დათა!"
"მიყვარს ეგრე რო მეძახი"
"ყველა ეგრე გეძახის."
"შენ მაინც სხვანაირად მეძახი"
"ძილინებისა თქო"
გამეღიმა, სულ ასე იცოდა, შენთვის სხვა დათა ვარო.
"ნინა, დაგირეკავ რა"
10 წუთის მერე ისევ მომწერა, არ მიპასუხია, არც თვითონ დაურეკავს.

*
13 იანვარი ანისთან ხმაურიანი დღე იყო.
საბას დაბადების დღე პირდაპირ პროპორციულად ნიშნავდა სიგიჟეს.
დაბადების დღეც ისეთივე ხმაურიანი ჰქონდა როგორიც თვითონ იყო.
დათაც საბას დაბადების დღეზე გავიცანი წლების წინ.
მერე
სულ ესე გრძელდებოდა
საბა
დათა
ბიჭები
და
ჩვენ.
მე და ანი.
დანარჩენი გოგოები უბრალოდ ვერ გვეწყობოდნენ, არც გვიცდია.
შიგადაშიგ შეყვარევბულები მოყავდათ
და
მაინც
ყოველ წელს ეს შემადგენლობა ვიყავით.
მერე
დათა წავიდა.
დათას წასვლამ საბას სიგიჟეები ჩაიშალა იმ წელს. ყველაზე ახლო ძმაკაცის გარეშე, 13 იანვარი ის არ იყო რაც ყოველთვის.
შემდეგ წელს უკვე შეეგუა და მეორე დაბადების დღეც დათას გარეშე გაატარა. მერე გავიგე, იმ დღეს დათასთან ულაპარაკია, 23-ზე ჩემს გვერდით, აქ, რომ არ იდგე, შეგიძლია აღარასდროს დაბრუნდეო.
და
აი
საბას ოცდამესამეა წელს
დათა აქ არის.
დათა მაინც დაბრუნდა.
ასეთი იყო, ბოლო შანსს ყოველთვის იყენებდა.

საბას საჩუქარს საათზე მეტი ვარჩევდი, ანის მეხუთე ზარზე უკვე სახლის კარი შევაღე და სუფრასთან მსხდომ ბავშვებს გავუღიმე.
მის გვერდით კომფორტულად მოვთავსდი და კითხვის ნიშნის თვალებით გავხედე.
-არ მოსულა ჯერ
უსიტყვოდ მიხვდა ვიზეც ვეკითხებოდი.
-სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიო
დათას მოსვლიდან 10 წუთში ფეხზე წამოდგა საბა.
-აი ამ ორის ისტორია ხომ ყველამ იცით?!
ჯერ მე შემომხედა, მერე დათას მერე ისევ ლაპარაკი გააგრძელა
-შენს გარდა გეგეშ - გვერდით მჯდომ 'ახალს' გადახედა.
-მოკლედ, ამ ორმა 5 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ამ სახლში გაიცნეს ერთმანეთი. ამათი ამბავი, რავი რა, ამათ გამო არსებობს სიყვარული. ვახ ჩემი რეებს ვლაპარაკობ, ხოდა მოკლედ თქვენი ამბავი ესე არ უნდა დამთავრდეს, სად წავედი, ხოდა სიყვარულს გაუმარჯოს რა, დროს რომ უძლებს ისეთს.
ნინას ამღვრეულ თვალებზე გაეცინა და ძარღვებ დაჭიმულ დათას გახედა.

-ჩვენი გაცნობის ხუთი წლის თავს გილოცავ
აივანზე მდგომს გვერდით მიუდგა და სიგარეტი გააბოლა.
-რამე მაინც მითხარი
გვერდულად გახედა.
-მეც გილოცავ
უემოციოდ შეხედა ნინამ.
-ხუთი წლის წინ, ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ შემიყვარდებოდი
საფერფლეში ჩააგდო ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი.
-და ორი წლის წინ ამ დღეს არც კი გაგხსენებივარ
ცივად გაუღიმა ნინამ და ადგილიდან არც განძრეულა.
-მაპატიე რა
ხმა წაერთვა.
-რა გაპატიო?
-რო წავედი ის, რო გატკინე ის, მაპატიე რა, ამის დედა ვატირე, არ მინდოდა ნინა
ძარღვები დაებერა .
-კარგი, გაპატიე
ხმა გაეყინა და სახლში შევიდა, დათას გინების ხმა მოესმა, მერე გულში რაღაც ძალიან მძიმედ ჩაწყდა და ირაკლისთან მისულმა ჭიქა სწრაფად გამოცალა.

დიდ ხანს აღარ გაჩერებულა, არც ანას გაუწევია წინააღმდეგობა, პირდაპირ სახლში წავიდა და ემოციბისგან დაღლილს მალევე დაეძინა.

*
ჭიქა ჩაით ხელში აივანზე იჯდა, კარების ხმაზე სწრაფად წამოდგა და სწრაფადვე გააღო. გვირილების დანახვაზე ჟრუანტელმა დაუარა.
13 ცალი გვირილა, 14 იანვარს, ზუსტად ისე როგორც ხუთი წლის წინ.
პატარა თეთრი ბარათი და მხოლოდ გაკრული ხელით დაწერილი ,,დათა''.
ჟრუანტელმა დაუარა, ცივმა ოფლმა დაასხა, მაშინაც ესე იყო, არ ახსოვს საიდან გაიგო დათამ ნინას გვირილების სიყვარულზე, მაგრამ ახსოვს როგორ ხვდებოდა 13 გვირილა ყოველ დილით.
მერე ერთხელ, მხოლოდ ერთხელ უთხრა დათამ '13ში გაგიცანი, თან 13ი გიყვარსო' და მეტი არც არაფერი უთქვამს, ისევ ჯიუტად უგზავნიდა გვირილებს.

გაშტერებული უყურებდა გვირილებს, გადასაყრელად მაინც ვერ გაიმეტა, გულთან მიიხუტა და მერე ლამაზად აივანზე დააწყო.
ყველა მოგონებამ თვალწინ გაურბინა, 3 წელი და 1095 დღე დათასთან ერთად. 730 დღე დათას გარეშე.
იმ დღეებს ვერ პატიობდა, იმ 730-ს ვერ პატიობდა, ორ ცარიელ წელს და სიცივეს ვერ პატიობდა.

ტელეფონის ხმაზე შეხტა და დათას მესიჯს ღიმილით დახედა.
"ნაყინი არ გინდა?"
"იანვარია"
"მერე რა"
"არ მინდა."
"კაი გთხოოვ რა, მარტო არ გამიშვა"
დათას ბავშურობაზე გაეცინა, არ დაფიქრებულა ისე მიწერა პასუხი.
"მარწყვის მინდა"
"ჩამოდი, ქვემოთ ვარ"
ეკრანს დაშტერებულმა შეხედა, სწრაფად ჩაიცვა და კიბეები ჩაირბინა.
-რომ არ დაგთანხმებულიყავი?
მანქანაში ჩაჯდომისთანავე კითხა.
-გამარჯობა ვერ გასწავლე
ტუჩის კუთხეში გაეღიმა და მერე გააგრძელა
-რომ არ დამთანხმებულიყავი მე ამოვიდოდი
ამას კითხვა რათ უნდა სახით შეხედა.

*
-დათა, გვირილები
შეკვეთის მიცემის თანავე დაიწყო ნინამ.
-ჰო მერე?
-რატო გამომიგზავნე?
დაბნეულმა კითხა.
-საჭირო იყო
სწრაფად უპასუხა და მიმტანს გაუღიმა.
-ხვალ ლუკას დაბადების დღეა
შოკოლადის ნაყინი დააგემოვნა დათამ და ნინას შეხედა.
-ჰო, არ მინახავს დიდი ხანია
მარწყვის ნაყინს დახედა.
-თითქმის ორი წელია
სევდიანი გაუხდა ხმა დათას, ნინას ცინიკურ სახეს თვალი აარიდა და ლაპარაკი გააგრძელა.
-წამოდი რა შენც
-სად?
ვითომ ვერ მიხვდა სახით იკითხა.
-ლუკას დაბადების დღეზე
-არ მინდა
-გაუტყდება
-ორი წელია აღარ ვყოფილვარ, მესამესაც გადაიტნს
ცივად შეხედა დათას.
-ნინა, გთხოვ რა
-დათა არ მინდა თქო
-მე მინდა
-შენი მინდა მნიშვნელოვანი რო აღარ არის არ იცი?!
ისევ ცინიზმი შეერია ხმაში.
-უბრალოდ წამოდი, ცოტა ხნით მაინც.
-კაი, მოვიფიქრებ
ოღონდ თავი დამანებეს გამო დათანხმდა და ნაყინის ჭამა გააგრძელა.

*
დილით ისევ 13 გვირილა დახვდა კართან, ისევ მხოლოდ 'დათა', ისევ ცივმა ოფლმა დაასხა და ანერვიულებულმა შეიტანა თაიგული სახლში.
საღამომდე არც დათა გამოჩენილა, არც თვითონ გასულა სახლიდან, იჯდა მშვიდად და კინოს უყურებდა.

"ხუთ წუთში ვიქნები"
მესიჯს გაკვირვებულმა დახედა.
"რაა?"
"ლუკას დაბადების დღეზე მივდივართ!"
"არ მოვდივარ!"
ხუთი წუთის მანძილზე პასუხი აღარ მოსვლია, მშვიდად ამოისუნთქა იმის იმედით აღარ მოვაო და ზუსტად ამ დროს კარების ხმა გაიგო.
-რას ქვია არ მოდიხარ?
პირდაპირ შეაღო კარი დათამ.
-ბატონო?
გაკვირვებულმა შეხედა.
-ნინა, გელოდება ლუკა
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შეეცადა მშვიდად ეთქვა.
-დავურეკავ და ისე მივულოცავ
-ნინა, ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო
-როგორც წყნეთში?
წარბი აწია და ისე შეხედა.
-დაახლოებით
მერე ორივეს გაეცინათ.
-არ მოვდივარ თქო!
თავისას არ თმობდა ნინა.
-კარგი, მაშინ არც მე მივდივარ
ძალა გამოცლილმა ამოილაპარაკა და გვერდით მიუჯდა.
-ჩაის გამიკეთებ?
ფეხები მაგიდაზე დააწყო და პულტი ხელში მოიმარჯვა.
-ფეხები ჩამოწიე! არაფერსაც არ გაგიკეთებ! ლუკა გელოდება
გაბრაზებისგან ძლივს ლაპარაკობდა ნინა.
-დავურეკავ და ისე მივულოცავ
მისივე სიტყვები გაუმეორა და თვალი ჩაუკრა.
არ დანებდებოდა, მთელი საღამო აქ რომ დარჩენილიყო მაინც არ წავიდოდა დათასთან ერთად. სამზარეულოში ჩუსტების ფრატუნით გავიდა და ტუჩებს სასაცილოდ ატრიალებდა.
-ეგრე ნუ შვები
თავისებურად გაუცინა დათამ და სანამ რამეს ეტყოდა მანამდე აუხსნა
-ტუჩებზე გეუბნები, კოცნის სურვილი მიჩნდება
ისევ ისე გაუცინა და ნინას გაბრაზებული სახე დააიგნორა.

-ესეიგი არ მიდიხარ?
ჩაის ჭიქა წინ დაუდგა.
-არა
მშვიდად გაუცინა. ნინამ დანებების ნიშნად მხრები აიჩეჩა და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა.
-ასე უნდა იჯდე?
-კი
-ძაან კარგი
ნინას მხარეს გადაიხარა, თავი კალთაში ჩაუდო და ისე გააგრძელა ტელევიზორის ყურება.
-დათა ადექი!
წამოდგომა ცადა.
-დაჯექი
ხელის მარტივი მოძრაობით უკან დააბრუნა.
-იყოს ეგ კინო რა
ტუჩები დაბრიცა და დათას პულტი წაართვა.
*
ლუკას დაბადების დღიდან, მესამე დღეს ანიმ დამირეკა ჩემთან ამოდიო.
-მშვიდობაა?
სახლში შესვლის თანავე ვკითხე და პირდაპირ აივნისკენ წავედი.
-ნინ, შენ და დათა რას შვებით?
-არ ვიცი ანა, თითქოს თავიდან ვეწყობით, მაგრამ მაინც არ შემიძლია რა -ნერვიულად მოვუკიდე სიგარეტს.
-გეხვეწები არ ინერვიულო
იგივე გაიმეორა მანაც.
-ამერიკაში მიდის ისევ, დღეს ელაპარაკებოდა საბას, საქმის პონტშიო, ცოტა ხნითო, ნინ არ ინერვიულო რა
-არ ვინერვიულებ
მეორე ღერს მოვუკიდე მე და საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი.
-ისევ ანა? ისევ უნდა წავიდეს? ისევ იგივე უნდა გააკეთოს?! ისევ ანა?!
ისტერიული ტირილი ამივარდა.
-არ უნდა მეთქვა
გვერდით მომიჯდა და მიმიხუტა.
-სახლში წავალ რა
ცრემლები ხელის კანკალით მოვიწმინდე.
მთაწმინდაზე ფეხით ავედი.
უჰაერობა ყელში მიჭერდა.
უკვე მეორედ
ისევ მიდიოდა და ისევ მტოვებდა
ისევ აუხსნელად
და
ისევ დათა.
სახლის კარებთან ლამაზად დადებულ გვირილებს ფეხი ვკარი და ნერვებ მოშლილმა გავაღე კარი.
მძულდა ის დღე როცა დათა გავიცანი
მძულდა ის დღე როცა შემიყვარდა
მძულდა ის დღე როცა დაუმშვიდობებლად წავიდა
და
მძულდა დათა ლორთქიფანიძე.

ტელეფონის ხმას ჯიუტად ვაიგნორებდი, ბოლოს საერთოდ გამოვრთე. კარებზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც, ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და კარს უკან, წეღან კუთხეში მიყრილი გვირილებით ხელში დათა შემრჩა.
-უნდა ვილაპარაკოთ
-ჯერ არ წასულხარ?
-რატო იტირე?
სახლში შემოვიდა.
-კინოს ვუყურებდი
სწრაფად ვიცრუე მე.
-ნინა, ვერ ვიტან ტყუილებს
-როდის მიდიხარ?
სწრაფად შევცვალე თემა.
-აი თურმე რატო გაქვს თვალები გაწითლებული
არაფერი არ მითქვამს, სიგარეტს მოვუკიდე.
-ზეგ
-მიხარია
-ჩაი დამალევინე და ვილაპარაკოთ
სამზარეულოსკენ წავიდა დათა.

-ერთი თვით მივდივარ ნინ
ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რატო მიხსნი?
-არ გინდა ეგეთი ლაპარაკი ნინა
-რისი მოსმენა გინდა დათა?! იმის რო ისევ მიდიხარ და არ მინდა წახვიდე?! იმის რო ისევ ისე მტოვებ?! წადი რა, წადი და შემეშვი, თავი დამანებე, რატო გამოჩნდი საერთოდ, ხო იყავი იმ შენ ამერიკაში, ხო წახვედი არა?! ხო დაიკიდე ის სამი წელი ფეხებზე და ხო წახვედი?! რატო დაბრუნდი საერთოდ?! რატო ჩამოხვედი?! წადი რა!
სრული ისტერიკა მქონდა, ვყვიროდი და ვტიროდი.
იჯდა დათა და ხმას არ იღებდა, არც კი მიყურებდა.
-მე დამნაშავე ვარ, ვიცი
მძიმედ დაიწყო.
-ვიცი რო არ უნდა წავსულიყავი, ესე ისტერიჩკა დეპრესიული გოგოსავით არ უნდა ავმდგარიყავი და არ უნდა წავსულიყავი -მეორე ღერს მოუკიდა და ისევ გააგრძელა
-ვიცი ტო, მარა რა მექნა გიორგი ამაშუკელისთვის მესმინა?! ჩვენი ჩხუბიდან ერთ კვირაში იმ სირმა ერთად ვართო რო მითხრა?! მაგისთვის გამეძლო ნინა?! შენ ხო იცოდი რო არ დავუჯერებდი, ამის დედა ვატირე, მაშინ ისე დაემთხვა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ხმები ამერიკაშიც სწრაფად მოდის ნინა, ისიც გავიგე ერთად სიარული დაგიწყიათ, ერთხელ დაგერეკა, ერთხელ გეთქვა რო არ იყავით ერთად, ეგეთი რთული იყო?!
სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ძარღვები დაჭიმვოდა.
ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა, ხმას ვერ ვიღებდი.
-დათა, რა მე და გიორგი?! რა სისულელეა, საიდან მოიტანა, მე.. მე არ ვიცოდი, გეფიცები არ ვიცოდი
სლუკუნით ვლაპარაკობდი მე.
-ერთი თვით მივდივარ ნი, შენ თავს ვფიცავარ და მერე დავლაგდებით რა, მერე ისევ ისე ვიქნებით როგორც ადრე ხო ნი?!
თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა, თავი ტირილით დავუქნიე.
*
დათა არ გამიცილებია, ანი დამადგა გამთენიისას 2-ზე. გაფრინდა უკვე-ო.
რეეაქცია აღარ მქონდა.
საბას და გეგას დავურეკეთ, იმათაც მეტი რა უნდოდათ.
საბას და გეგას მიშო და ნიკუშა მოყვნენ ლიკუნასთან ერთად.
დილამდე ვსვავდით, გათიშვამდე და გალეწვამდე.
ბოლოს დათას წასვლაც აღარ მახსოვდა, ვისხედით და სრულიად არაფერზე ვიცინოდით.

*
დათას წასვლით ყველაფერი აირია თუ დალაგდა, არ ვიცი.
ვერ ავხსნი.
სიგიჟემდე მენატრებოდა.
სახლში ვიყავი და მორიგ დრამას ვუყურებდი, ტელეფონის ხმაზე სწრაფად წამოვხტი და დათას ზარს ვუპასუხე.
-რას შვები ნი?
ზედმეტად მხიარული ხმა ჰქონდა.
-კინოს ვუყურებ, შენ?
-რავი ტო, გადავირიე იმდენი საქმეა, ბიძაჩემი სულ აქეთ-იქით დამატარებს.
გაეცინა
და
მე ტანში გამცრა.
არაფერი მიპასუხია.
-ნი
-გისმენ
-მომენატრე რა
ხმა დაუბოხდა.
ისევ არაფერი მიპასუხია.
-ჭკუით იყავი რა, გკოცნი
-შენც
ტელეფონი სწრაფად გავუთიშე და სიგარეტს გავუკიდე.


*
დათას წასვლიდან თვეზე მეტი იყო გასული.
სულ რამდენიმეჯერ ველაპარაკე.
ჩამოსვლაზე არც ერთხელ.
არც მე მითქვამს რამე, არც - მას.
თვეზე მეტია გასული კართან გვირილები აღარ მხვდება.
13 გვირილა.
აივანზე ვიჯექი და მარწყვის ჩაის ვსვავდი, დედაჩემმა როცა დამირეკა.
-მე თუ არ გამახსენდი შენ არ წაგიცდეს ხელი დასარეკად
ვუპასუხე თუ არა მაშინვე პრეტენზიები დამაყარა, სიცილი ამიტყდა ისეთი საყვარელი იყო.
-რას შვები დე?
-რას ვშვები დედიკო და
უცებ დათბა მაკა -მე და მამაშენი საქართველოში ჩამოვდივართ!
-მოსკოვი - თბილისი იკადრეთ დედუ?! რა მაგარია!
სიხარულისგან ფეხზე წამოვხტი.
-დიახ დიახ, ხვალ შეგიძლია აეროპორტში დაგვხვდე დილით 8-ზე!
-რაა?!
იმხელაზე ჩავყვირე მეც კი თავი მეტკინა.
-გკოცნი დედიკო
სიცილით გამითიშა ტელეფონი და დამტოვე გამოშტერებული.
*
დილით რა თქმა უნდა დამეძინა და აეროპორტში ვერ დავხვდი.
ზარის ხმაზე სწრაფად წამოვხტი, გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა.
-დედაა, მამაა!
გაღებისთანავე შევკივლე და ორივეს ზედ შევახტი.
-შემოგვიშვი ეხლა
როგორც კი მამაჩემმა ჩემი ჩახუტებით გული იჯერა ჩემოდნებს დაავლო ხელი.
-როგორ მომენატრეთ
ორივეს სათითაოდ ვკოცნიდი.

*
-აბა ნინაჩკა!
ჩემოდნების ამოლაგების მორჩა თუ არა მაშინვე ოთახში შემოვიდა ორი ჭიქით ხელში მაკა.
-ყველაზე დედა ხარ შენ თავს ვფიცავარ
გავეკრიჭე და ჩაის ჭიქა გამოვართვი.
-დეედი
შეპარვით დაიწყო მაკამ და სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი
-დათაზე გაინტერესებს ხო?!
თავი დამიქნია და გამიღიმა.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი დათას ჩამოსვლიდან - წასვლამდე.
-ია ტაკ დუმაიუ
რუსულად დაიწყო მაკამ და როგორც კი თვალები დავუბრიალე მაშინვე ქართულად გააგრძელა.
-გიყვარს შენ ეგ ბიჭი დედი და უნდა აპატიო. მესმის რო ძნელია, მაგრამ ყველა უშვებს შეცდომებს, ის ორი წელი უნდა აპატიო დედიკო. მე ხო გხედავდი როგორ იყავი და როგორ იტანჯებოდი, მაგრამ ეხლა უფრო დაიტანჯები.
არაფერი მიპასუხია, გვერდით მივიწვინე და ისე დავიძინე.

*
დათას ჩამოსვლა პიკი იყო.
სახლში დამადგა გვირილებით ხელში.
-არ ჩამეხუტები ნინ?
ხელები გაშალა და გამიცინა.
-როდის ჩამოხვედი?
გაკვირვებული ვუყურებოდი და ადგილიდან არ ვიძროდი.
-ნახევარი საათის წინ, ნახე რა ლამაზი გვირილებია, 13-ზე მეტია
ყვავილებს დახედა და ისევ ისე გამიცინა.
-მადლობა
გავეკრიჭე მე და აივნისკენ წავედი.
-მიყვარს ეს აივანი
სიგარეტს გაუკიდა და ქოთანში ლამაზად ჩაწყობილ გვირილებს შეხედა.
-მომენატრე ნი
ჟრუანტელმა დამიარა.
-გავიგე შენები ჩამოსულან
ისევ აგრძელებდა დათა.
-ჰო
-წამო ჩვენთან ავიდეთ რა.
'ჩვენთან'-ის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა და გული გამიჩერდა.
-დიდი ხანია არ ვყოფილვარ
ერთი ღერი ავიღე მეც.
-ხოდა ეხლა ავიდეთ.
*
ლუკასთან ავედით ბარში, იმდენად კომფორტული გარემო იყო პირველადვე შემიყვარდა.
16 სართულიანი კორპუსის სახურავზე, პუფებით და რამდენიმე მაგიდით გაწყობილი ბარი გულგრილს არავის ტოვებდა.
პირველად დათასთან ერთად ვიყავი.
მას მერე სულ ერთად ავდიოდით
და
არც ერთხელ ცალ-ცალკე.

-დავლიოთ რა
პუფში კომფორტულად მოთავსდა დათა და მიმტანს დაუძახა.
-წითელი ღვინო და ცეზარი
შეკვეთის მისცა მან.
-როგორც ადრე
ამჯერად მე შემომიბრუნდა და გამიღიმა.
-ნი-ნა
ჩემი სახელი დამარცვლა და გაეღიმა.
ისევ არაფერი მიპასუხია.
ვიჯექი და ვუყურებდი
არც კი ვსუნთაქვდი.
ვუყურებდი დათას
ჩემ დათას
და
ვიცოდი მეორედ უ'დათაობას ვეღარ გავუძლებდი.
გამეღიმა.
მე დათა
და
წითელი ღვინო.
-იწვიმებს
მოაჯირთან მივედი და ცაში ავიხედე.
გვერდით დათა მომიდგა.
ნაცნობმა სურნელმა ამაფორიაქა, დათასკენ შევბრუნდი და გავუღიმე.
-ნი, ცოლად გამომყვები?!

*
მეორე დღეს მთაწმინდაზე ამბავი გავრცელდა
ნინა და დათა შერიგდნენო.
შერიგდნენ კი არა დათას ხელი უთხოვია და ნინაც დათანხმდაო.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი dzadzamia25

ორი მოთხრობა ისე დაწერე,შენი წუწუნის მეტი არგამიგონია რამე :)
ჰოდა ახლა.
მარიამ (მაშო)ქავთარაძე წუწუნი და რამე არ გაბედო თორემ მართლა არ ვიცი რას დაგმართებ :)
ეცი შენს თავს და შენს ნაწერებს პატივი გთხოვ ❤️
რა მეთქმის ისტორიაზე?!
რაღაც მომენტები ხო ისედაც ვიცოდით მე და ანკამ რაც იქნებოდა და გაგვიხარდა !
მე
დათა და
წითელი ღვინო.
გავგიჟდი.
არვიცი რა.
მიყვარხარ შე ყველაზე ეჭვიანო და გაბუსხულო მაშაშო ❤️
ვაუ მონი პირველი ვარ

 


№2  offline წევრი Mmariami)

dzadzamia25
ორი მოთხრობა ისე დაწერე,შენი წუწუნის მეტი არგამიგონია რამე :)
ჰოდა ახლა.
მარიამ (მაშო)ქავთარაძე წუწუნი და რამე არ გაბედო თორემ მართლა არ ვიცი რას დაგმართებ :)
ეცი შენს თავს და შენს ნაწერებს პატივი გთხოვ ❤️
რა მეთქმის ისტორიაზე?!
რაღაც მომენტები ხო ისედაც ვიცოდით მე და ანკამ რაც იქნებოდა და გაგვიხარდა !
მე
დათა და
წითელი ღვინო.
გავგიჟდი.
არვიცი რა.
მიყვარხარ შე ყველაზე ეჭვიანო და გაბუსხულო მაშაშო ❤️
ვაუ მონი პირველი ვარ


მარო, მადლობა როგორ გამახარე:)
აწ უკვე მეორედ ატვირთულზე პირველი ხარ კი.
წუწუნზე რა გითხრა, მე და არ წუწუნი წარმოუდგენელია:))
სულ არ ვარ ეჭვიანი.
მიყვარხარ მე შენ
შენც და ანკაც! ❤️

 


№3  offline წევრი An_Gel

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!
პირველად რომ დადე,მაშინ დაგიწერე რაღაცეები დამაკლდათქო,მაგრამ რომ აღმოჩნდა,რაღაცეების ჩამატება დაგვიწყებია და "სრული" ვერსია ვნახე, კმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა. joy
ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები და
ძალიან მომეწონა ესეც.
სათაური და ცამეტიგვირილობა მომეწონა:)
თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ გეტყობა "ანსის" შემოქმედებით ხარ მოხიბლული.
ჩემი მესამეაო,ასე თქვი,ხო? - მესამესთვის ძალიან კარგია.
კიდევ ბევრ ისტორიას დაწერ,იმედია. წარმატებები.

 


№4  offline წევრი dzadzamia25

An_Gel
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!
პირველად რომ დადე,მაშინ დაგიწერე რაღაცეები დამაკლდათქო,მაგრამ რომ აღმოჩნდა,რაღაცეების ჩამატება დაგვიწყებია და "სრული" ვერსია ვნახე, კმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა. joy
ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები და
ძალიან მომეწონა ესეც.
სათაური და ცამეტიგვირილობა მომეწონა:)
თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ გეტყობა "ანსის" შემოქმედებით ხარ მოხიბლული.
ჩემი მესამეაო,ასე თქვი,ხო? - მესამესთვის ძალიან კარგია.
კიდევ ბევრ ისტორიას დაწერ,იმედია. წარმატებები.

ანა რა გაბადრული სახით წაიკითხავს ამ კომენტარს მაშოც და ანაც შენ არ იცი ❤️

 


№5  offline წევრი Mmariami)

An_Gel
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!
პირველად რომ დადე,მაშინ დაგიწერე რაღაცეები დამაკლდათქო,მაგრამ რომ აღმოჩნდა,რაღაცეების ჩამატება დაგვიწყებია და "სრული" ვერსია ვნახე, კმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა. joy
ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები და
ძალიან მომეწონა ესეც.
სათაური და ცამეტიგვირილობა მომეწონა:)
თუმცა არ დაგიმალავ და გეტყვი,რომ გეტყობა "ანსის" შემოქმედებით ხარ მოხიბლული.
ჩემი მესამეაო,ასე თქვი,ხო? - მესამესთვის ძალიან კარგია.
კიდევ ბევრ ისტორიას დაწერ,იმედია. წარმატებები.


ისევ იგივეს გეტყვი, რომ ძალიან გამახარე და მართლაც გაბადრულმა ჩავიკითხე, მადლობა.
მიხარია ის სიცარიელე თუ შეავსო ამ ჩამატებულმა, იმდენად ვნერვიულობდი დადებისას თურმე რეები გამომრჩენია:)
ხო ანსი ჩემი ნათელი წერტილია და მიუხედავად იმისა რომ 'ანსამდე' ბევრი მაკლია, რამე მსგავსი თუ შეამჩნიე მიხარია:)
დიდი დიდი მადლობა❤️

 


№6  offline წევრი Mmariami)

Ans...
მაშაშო heart_eyes
რომ გეუბნები, მოსაკლავი ხარ თქო არ მიჯერებ.
არადა ხარ-ჩვეულებრივ.
დათა და ნინა heart_eyes
რომ ვიცი როგორ უფრთხილდებოდი ამ ისტორიას და ყველაზე როგორ ნერვიულობდი, სულ სხვა ემოციით წავიკითხე.
რომ ვიცი რას ფიქრობ ეგეც ემატება და
მოკლედ მიყვარხარ!
რიცხვ ცამეტს მივხვდი ახლა.
გაცნობიდან 5 წელიც ზუსტად ის გაცნობიდან 5 წელი იყო, როგორც ხდებოდა ხოლმე და
დათა ნამდვილად "right person"-ების სიაში შესაყვანი ბიჭია.
laughing
მესამე კი არა
მეასესაც ასე დაველოდები!


ჩემი ნათელი წერტილი ხარ შენ!
მადლობა დიდი!
არც კი იცი როგორ გამახარე:)
მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან:)!❤️

 


№7 სტუმარი ნია კვარაცხელია

აი სულ შენი იქნებოდა,რომ არა
ელენიკო სიხარულიძის ბარზე რო დაწერე ბოლოს
თან უსირცხვილოდ
"ჩვენთან ავიდეთო"
ნუ კაი რა :)))
ეგ ჯერ ერთი ლუკასი არა რა,დაჩიუსის,ანასი და სანდროსია,რომელიც ეკუთვნის ელენიკ სიხარულიძეს:)
მიხვდები შენც
და
ბევრრი ბაზარი არ დამიწყო:)
დაიხვეწე,კაარგი იყო მართლა
მაგრამ
ბოლოში გამიტეეხეეე ძააან:)

 


№8  offline წევრი Mmariami)

ნია კვარაცხელია
აი სულ შენი იქნებოდა,რომ არა
ელენიკო სიხარულიძის ბარზე რო დაწერე ბოლოს
თან უსირცხვილოდ
"ჩვენთან ავიდეთო"
ნუ კაი რა :)))
ეგ ჯერ ერთი ლუკასი არა რა,დაჩიუსის,ანასი და სანდროსია,რომელიც ეკუთვნის ელენიკ სიხარულიძეს:)
მიხვდები შენც
და
ბევრრი ბაზარი არ დამიწყო:)
დაიხვეწე,კაარგი იყო მართლა
მაგრამ
ბოლოში გამიტეეხეეე ძააან:)


საერთოდაც მე ვფიქრობ რო ამ ისტორიის ბევრ სხვა ისტორიასთან მიმსგავსება შეიძლება, წერის პროცესში იმდენ ძველს და ახალს გადავხედე რო რაღაც დეტალები ანსთანაც დაიჭირეს:)
თავს არ ვიმართლებ
თუმცა
წერის მომენტში მართლა არ გამხსენებია, ელენიკოს ორი ჭიქა ვისკი.
ესე გამოვიდა უბრალოდ
რას ვიზამ'თ.
გამიხარდა რო წაიკითხე, მადლობა❤️

 


№9  offline წევრი liar girl

ნია კვარაცხელია
აი სულ შენი იქნებოდა,რომ არა
ელენიკო სიხარულიძის ბარზე რო დაწერე ბოლოს
თან უსირცხვილოდ
"ჩვენთან ავიდეთო"
ნუ კაი რა :)))
ეგ ჯერ ერთი ლუკასი არა რა,დაჩიუსის,ანასი და სანდროსია,რომელიც ეკუთვნის ელენიკ სიხარულიძეს:)
მიხვდები შენც
და
ბევრრი ბაზარი არ დამიწყო:)
დაიხვეწე,კაარგი იყო მართლა
მაგრამ
ბოლოში გამიტეეხეეე ძააან:)

ნიააააააააა, აი თავს ვერ შევიკავებ, რომ არ დაგიწერო. აი ზუსტად ეგ მომენტი ჩვენთან ავიდეთ რეალური იყო და ლუკა რეალური ადამიანია. და ჩვენთან ასვლაც რეალურია. არაფერი არ იყო აქ ელენიკოსი, აი საერთოდაც არაფერი და ძალიან ძალიან ვწუხვარ თუ ყველა მოთხრობას ელენიკოს უკავშირებ. თანაც ეს მაშოს ფანტაზიაა, ერთი წინადადებით არ წყდება ყველაფერი ამიტომ, მოდი სანამ ვინმეს ნაწერს ვინმესას მიამსგავსებ კარგად იფიქრე და ისე დაწერე მერე კომენტარი.
საწყენად და გასაბრაზებლად მართლა არ გეუბნები. დიდი იმედი მაქვს არ გაგიტყდება. <3

დაო ჩემო, ვამაყობ მე შენით!
და ძალიან ძალიან მიხარია თანდათან ასე, რომ იზრდები და იხვეწები.
ანა რა კარგი გოგოა, შემთხვევით ნუცა ხო არ არის ავალიანი? ოღონდ სახელი ხომარააქვს შეცვლილი?
მოკლედ, ძალიან ძალიან მომეწონა და რაღაცნაირად ამ ისტორიამ შემავსო და გამათბო.
ახლებს ველოდები!
ძალიან, ძალიან მალე.

 


№10  offline წევრი dzadzamia25

arvici ra xdeba bedniereebisgan gaxetkils roca sami usakvarlesi adamiani wers am komentarebs da vigac dZan dausabutebel debulebas akenebs cota sasaciloa,masho chemo gogo rac gutxari arasdros dagaviwydes

 


№11 სტუმარი ნია კვარაცხელია

liar girl
ნია კვარაცხელია
აი სულ შენი იქნებოდა,რომ არა
ელენიკო სიხარულიძის ბარზე რო დაწერე ბოლოს
თან უსირცხვილოდ
"ჩვენთან ავიდეთო"
ნუ კაი რა :)))
ეგ ჯერ ერთი ლუკასი არა რა,დაჩიუსის,ანასი და სანდროსია,რომელიც ეკუთვნის ელენიკ სიხარულიძეს:)
მიხვდები შენც
და
ბევრრი ბაზარი არ დამიწყო:)
დაიხვეწე,კაარგი იყო მართლა
მაგრამ
ბოლოში გამიტეეხეეე ძააან:)

ნიააააააააა, აი თავს ვერ შევიკავებ, რომ არ დაგიწერო. აი ზუსტად ეგ მომენტი ჩვენთან ავიდეთ რეალური იყო და ლუკა რეალური ადამიანია. და ჩვენთან ასვლაც რეალურია. არაფერი არ იყო აქ ელენიკოსი, აი საერთოდაც არაფერი და ძალიან ძალიან ვწუხვარ თუ ყველა მოთხრობას ელენიკოს უკავშირებ. თანაც ეს მაშოს ფანტაზიაა, ერთი წინადადებით არ წყდება ყველაფერი ამიტომ, მოდი სანამ ვინმეს ნაწერს ვინმესას მიამსგავსებ კარგად იფიქრე და ისე დაწერე მერე კომენტარი.
საწყენად და გასაბრაზებლად მართლა არ გეუბნები. დიდი იმედი მაქვს არ გაგიტყდება. <3

დაო ჩემო, ვამაყობ მე შენით!
და ძალიან ძალიან მიხარია თანდათან ასე, რომ იზრდები და იხვეწები.
ანა რა კარგი გოგოა, შემთხვევით ნუცა ხო არ არის ავალიანი? ოღონდ სახელი ხომარააქვს შეცვლილი?
მოკლედ, ძალიან ძალიან მომეწონა და რაღაცნაირად ამ ისტორიამ შემავსო და გამათბო.
ახლებს ველოდები!
ძალიან, ძალიან მალე.

ყველაფერსს ??
კაიი.
შეიძლება მართლა არსებობდეს ლუკა,მაგრამმ ბარი ?
ბარი არამგონია 16 სართულზე იყოს:)
ძალიან გთხოვ წაიკითხე ერთი ჭიქა ვისკი და მიხვები:)
შეიძლება არც ჰქონდეს აღებული,მაგრამ ვისაც აქვს წაკითხული ის მიხვდება და მარტო მე არ ვარ ასე:))
მაშო ძაან მიყვარს და მართლა მმწონს მისი წერა და რაც იყო ის ვთქვი.
პს: შეურაცხოფაზე ზოგიერთი ნუ გადმოდის რა:))

 


№12  offline მოდერი ენემი

მაშიკოოო
საოცრება ხარ
აი ასე უბრალოდ
ციდან მოვლენილი
ანგელოზი
მიყვარხარ მე შენ

ძაან მაგარი ისტორიაა ასე გააგრძელე
პ.ს მაშიკო ლიზაზუ აღარ წერს ისტორიებს?

 


№13  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძალიაან საყვარლობა იყოოო <3

 


№14  offline წევრი Mmariami)

ენემი
მაშიკოოო
საოცრება ხარ
აი ასე უბრალოდ
ციდან მოვლენილი
ანგელოზი
მიყვარხარ მე შენ

ძაან მაგარი ისტორიაა ასე გააგრძელე
პ.ს მაშიკო ლიზაზუ აღარ წერს ისტორიებს?


ვაიმე, არ ვიცი რა გითხრა, უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️ ძალიან გამახარე ❤️
ლიზაზე არ ვიცი, ლიზას კითხე. ❤️

uchveulo
ძალიაან საყვარლობა იყოოო <3

დიდი მადლობა ❤️

 


№15  offline წევრი Mmariami)

Mariiiiami
განტვირთვისთვის ყოველთვის ასეთ ისტორიებს ვარჩევ... მარტივს,მსუბუქს,სასიამოვნოს...უბრალოდ თბილისურ ისტორიას.ვგიჟდრბი ასეთ ისტორიებზე ოღონდ მართლა.რომ გინდა არასდროს დასრულდეს.სულ იკითხო.ღიმილი რომ გაქ სახეზე.არაფერი ზედმეტი რო არაა ისყორიაშია აი ზუსტად ეგეთია მართლა.ახლა ვიცი უკვე ვის უნდა "გავუბირღო"თავი რომ ახალუ ისტორია მალე დაწეროს.ახლა გაბადრული ვარ გეფიცები.ახლა გამახსენდა შენს პირველ ისტორიაზე დავწერე ამის მერე რასაც დადებ ყველაფერს წავიკიტხავთქო და თურმე გამომრჩა.მაგრამ დათას და 13 გვირილას შემდეგ გპირდები აღარ გამომრჩება...


როგორ გამახაარე, ჯერ შენმა მესიჯმა, მერე კომენტარმა. ძალიან ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ესეთ დროს და ემოციები როგორ უნდა გამოვხატო ხოლმე, დიდი დიდი მადლობა ❤️ მიხარია თუ მოგეწონა ❤️და ეგ "ტვინის გაბურღვა" ყველაზე სასიამოვნო რამ იქნება მთელს დედამიწაზე რაც კი შეიძლება არსებობდეს

 


№16  offline წევრი Mmariami)

okay
სიცხეა,
მარშუტკით ვმგზავრობ სამი საათია
და რაღაც საზიზღარი სიმღერებია ჩართული,
თან მწყურია
და თან კბილი მტკივა.
ნუ, ძააან ცუდად ვარ
და ეს ისტორია სასწაულად მესიამოვნა.
"კაი იყო"
დროის გასაყვანად.
მართალია ვერც ვერაფერზე დამაფიქრა და ვერც ვერაფერი მასწავლა,
მაგრამ
მასიამოვნა. ესეც მშვენიერია, ხომ?


მშვენიერი კი არა, ჩემთვის ძალიან მაგარია ეგ თუნდაც ცოტათი მაინც თუ გასიამოვნა ❤️
მადლობა დიდი, გამიხარდა ძალიან ❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი mariamsoo

მაშო heart_eyes
მოკლედ საიდან დავიწყო და რა ვთქვა არ ვიცი.
მიუხედავად იმისა რომ დღეს გაგიცანი joy მაინც ძალიან შემაყვარე თავი ამ ისტორიით და მარწყვის ჩაით.
მიხარია,რომ ჩემსავით გიყვარს გვირილები და ჩაი.
მიხარია,რომ ეს ისტორია აღმოვაჩინე.
შენ რა სასწაული გოგო ყოფილხარ. არაჩვეულებრივი იყო heart_eyes

 


№18  offline წევრი Mmariami)

mariamsoo
მაშო heart_eyes
მოკლედ საიდან დავიწყო და რა ვთქვა არ ვიცი.
მიუხედავად იმისა რომ დღეს გაგიცანი joy მაინც ძალიან შემაყვარე თავი ამ ისტორიით და მარწყვის ჩაით.
მიხარია,რომ ჩემსავით გიყვარს გვირილები და ჩაი.
მიხარია,რომ ეს ისტორია აღმოვაჩინე.
შენ რა სასწაული გოგო ყოფილხარ. არაჩვეულებრივი იყო heart_eyes


როგორრ ძალიან გამახააარე, ძაან ძაან დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№19  offline ადმინი შამანი

ვფიქრობდი ვინ დავლაშქრო-მეთქი და შენ გამახსენდი. heart_eyes
ვიწყებ კითხვას... innocent


---------------------

"ოქეის" ვეთანხმები.შეიძლება ამ ისტორიამ არაფერი მასწავლა ცხოვრებისეული,თუმცა ამას უპირატესობას არც ვანიჭებ.ცხოვრებსეული გაკვეთილები ცხოვრებაში უკვე საკმარისად ბევრი ვნახე და ალბათ კიდევ ვნახავ.. და აი რაც შეეხება ამ ისტორიას,წაკითხვით ვისიამოვნე.ვრცლად არ არის აღწერილი,პერსონაჟებსს გრძნობები,მაგრამ მაინც იგრძნობოდა მასში სითბო და სევდა.
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ნაცნობი და გავრცელებული სტილია საიტზე,ყველა ისე ვერ წერს როგორც საჭიროა.ცდილობენ და სურვილი აქვთ,თუმცა არ გამოსდით.აი,შენ კი გამოგივიდა.ალბათ,ეს ნამდვილად შენი სტილია და სულ ამ სტილში უნდა წერო.პირვეი ისტორიის მერე ნამდვილად დაიხვეწე,მაშო.რაც ძალიან მაგარია! აბა შენ იცი,წარმატებები! heart_eyes
დაე ,კიდევ ბევრი სასიამოვნო ისტორია დაგეწეროს და მკითხველისთვის მიგეცეს საშუალება ,რომ შენი ისტორიებით განიტვირთონ დაა ისიამოვნონ! kissing_heart

innocent innocent innocent


--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№20  offline წევრი Mmariami)

შამანი
ვფიქრობდი ვინ დავლაშქრო-მეთქი და შენ გამახსენდი. heart_eyes
ვიწყებ კითხვას... innocent


ისეე გამიხარდი, მადლობა ძალიან ძალიან ძალიან დიდი !❤️❤️
---------------------

"ოქეის" ვეთანხმები.შეიძლება ამ ისტორიამ არაფერი მასწავლა ცხოვრებისეული,თუმცა ამას უპირატესობას არც ვანიჭებ.ცხოვრებსეული გაკვეთილები ცხოვრებაში უკვე საკმარისად ბევრი ვნახე და ალბათ კიდევ ვნახავ.. და აი რაც შეეხება ამ ისტორიას,წაკითხვით ვისიამოვნე.ვრცლად არ არის აღწერილი,პერსონაჟებსს გრძნობები,მაგრამ მაინც იგრძნობოდა მასში სითბო და სევდა.
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ნაცნობი და გავრცელებული სტილია საიტზე,ყველა ისე ვერ წერს როგორც საჭიროა.ცდილობენ და სურვილი აქვთ,თუმცა არ გამოსდით.აი,შენ კი გამოგივიდა.ალბათ,ეს ნამდვილად შენი სტილია და სულ ამ სტილში უნდა წერო.პირვეი ისტორიის მერე ნამდვილად დაიხვეწე,მაშო.რაც ძალიან მაგარია! აბა შენ იცი,წარმატებები! heart_eyes
დაე ,კიდევ ბევრი სასიამოვნო ისტორია დაგეწეროს და მკითხველისთვის მიგეცეს საშუალება ,რომ შენი ისტორიებით განიტვირთონ დაა ისიამოვნონ! kissing_heart

innocent innocent innocent


 


№21 სტუმარი სტუმარი keti

მაშოო რამდენი წლისხარრ?❤️

 


№22  offline წევრი Mmariami)

სტუმარი keti
მაშოო რამდენი წლისხარრ?❤️


16ის ^-^

 


№23 სტუმარი სტუმარი keti

აი ძაან მაგარი გოგო ხარ წარმატებრბი ❤️

 


№24  offline წევრი Mmariami)

სტუმარი keti
აი ძაან მაგარი გოგო ხარ წარმატებრბი ❤️


მადლობა ძალიან ძალიან დიდი ❤️❤️❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ამ ისტორიას ვერ ველევი. პირვლჯერზევე შემიყვარდა და პირველი რაც გავიფიქრე იყო ეგ:"შედგა". ამ ისტორიაში შენ უბრალოდ მაშიკო აღარ იყავი.ამ ისტორიით შენ თავს და შემდეგში ყველას,ჩვენ დაგვანახე რომ იმაზე მეტი ხარ ვიდრე გგონია,გვგონია და ვინმეს წარმოუდგენია.დათაზე გავგიჟდი(მაგრამ ცოტა ვიეგოისტე ეს ხო ჩემი დათა არაა???ჩემ დათას ველი!) ყველა დათა კაი ტიპია ყველა გაგებით ყველა ჩვენ ისტორიებში. ნინაში იმდენი "მაშო"დავინახე გამეღიმა,ზუსტად ასეთი მშვიდი ცოტა სევდიანი და უზომოდ საყვარელი წარმომიდგენიხარ შენს ადამიანთან ერთად.რომელიც მოდის და აბაშიძეზე შეგხვდება(მალე,სადმე პატარა თბილისში).
უყვარხარ ამაყ ლიზაზუს შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent