შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 57


16-06-2017, 18:31
ავტორი Lex
ნანახია 962

75.
ფიფომ სანოვაგით ხელში ძლივს შემოეტია მხატვრის სახელოსნოში. ერთი პატარა პაკეტი ჩამოუვარდა საიდანაც სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები გადმოიყარა.
წამიც არ შეუყოვნებია ისე გამოაცხო ახალი ტყუილი:
-ჩემს მედ.ექსპერტს შევპირდი რამდენი ხანია და ვეღარ მივუტანე...
ტყუილი ბუნებრივი გამოვიდა. მიმი ფიფოს მიეშველა. მხატვარი არ განძრეულა, მხოლოდ ფიფოს შეჰყურებდა მეტყველი თვალებით. ფიფომ თითქოს რაღაც ანიშნა, თუმცა ვერ გამოუვიდა. მიმი მიხვდა, ბიჭები რაღაცას უმალავდნენ. საშინლად გაბრაზდა და საკმაოდ მკაცრი და ნაწყენი ხმით უთხრა:
-ასე მგონია სულ რაღაც შეთქმულებას მიწყობთ! როგორც კი მოვალ და თქვენ სულ ერთმანეთს ცდილობთ რაღაც ანიშნოთ! ნუთუ ასეთი ჭკუასუსტი გგონივართ ორივეს? იქნებ ჩემი მოსვლა გწყინთ? პირდაპირ მითხარით! არ მეწყინება!
მიმი გაჩუმდა ბიჭები ხმას არ იღებდნენ. არც დამნაშავედ გრძნობდნენ თავს და არც მიმის დამშვიდებას შეეცადნენ. ახლა მართლაც არ იყო მიმის სტუმრობის დრო. რაიმე უნდა მოეფიქრებინათ. მხატვარმა ისევ ფიფოს შეხედა. თითქოს ანიშნებდა. შენი დაწყებული საქმეა და შენვე უნდა მოაგვაროო.
-კარგი მიმი! ყველაფერს გეტყვი! დაჯექი და ნუ ბრაზობ, გთხოვ.
-აუ, ძაან მშია. ჯერ ვჭამოთ რა რამე, მოყოლას ყოველთვის მოასწრებ.
ამოიღმუვლა მხატვარმა.
-კარგი, კარგი გავამზადებ ახლავე.
ფიფომ მხატვრის დროული წინადადება აიტაცა და სამზარეულოში გაიძურწა.
მიმი დაუფიქრებლად მიჰყვა.
საჭირო გახდა ფიფოს მიშველება და მხატვარიც ზლაზვნით შევიდა სამზარეულოში და მაცივრიდან ქვაბი გამოიღო.
-სულ ცოტა სოკოს შილაფლავი მაქვს შემორჩენილი.
-როგორ მიყვარს.
ფიფომ აღტაცება ვერ დამალა. მერე მიმის მიუბრუნდა:
-სანამ მე სალათს მოვამზადებ, შენ მანამდე ხაჭაპურები დაჭერი. აქეთ ლორიანია, ყველით ამ მეორეში კი ლობიანია.
-უჰ. უჰ. ისიც ლორით ხომ არარის?
იკითხა ნერწყვმორეულმა მხატვარმა.
-აბა რა, დღეს ლორის დღე გვაქვს.
სიცილით გამოაცხადა ფიფომ.
მიმი სამზარეულოდან გავიდა. ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს.
-რა აპირებ? რა უნდა უთხრა?
დაბალი ხმით ჰკითხა ფიფოს მხატვარმა.
-შენ დამშვიდდი. მოვიფიქრე უკვე.
ღიმილით უთხრა ფიფომ და ლანგარი შეაჩეჩა ხელში.
ბიჭები ოთახში შევიდნენ. გემრიელად ივახშმეს. სასაუბრო თემასაც ბევრჯერ ცვლიდნენ. მიმის ერთი სული ჰქონდა, როდი დაიწყებდა ფიფო მოყოლას, მაგრამ როგორც ჩანდა არ ჩქარობდა. ბიჭები ხუმრობებსა და ათასგვარი კურიოზების გახსნებით ირთობდნენ თავს. მიმი ძალდატანებით იღიმებოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოდგა და ბიჭებს საკმაოდ მკაცრი ტონით გამოუცხადა:
-სანამ ყავას მოვამზადებ, მანამდე თქვენ მოათავეთ თქვენი კურიოზები და რომ შემოვალ - აქ ფიფოს გახედა. - მომიყვები რასაც შემპირდი!
როგორც კი მიმი გავიდა მხატვარი ფიფოს ეცა:
-ბოლო-ბოლო რა მოიფიქრე? რა უნდა უთხრა?
-დამშვიდდი. ხომ გითხარი...
-ვახ, ვახ, ეს რა გემრიელი ყავის მომზადება იცის ჩვენმა გოგომ.
შემოსვლისთანავე მიაგება მხატვარმა.
-აბა დავიწყოთ! აღარ არის დრო?
მიმიმ არც აცალა ყავის დაგემოვნება ისე მიმართა ბიჭებს.
-კარგი დავიწყოთ.
წამოდგა ფიფო. პატარა პაკეტიდან სამედიცინო ხელთათმანები და ნიღბები ჩამოარიგა.
მიმი გაკვირვებული თვალს არ აცილებდა. ეგონა რამეს მოუყვებოდა ეს კი...
ფიფომ ყუთებთან მივიდა.
-საიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ჩემი უდიდესი თხოვნაა ახლა რასაც გეტყვი, ყველასთვის და ყველაფრისგან დაფარული უნდა იყოს.
მიმი გაკვირვებული შეჰყურებდა, ვერაფერი გაეგო.
ფიფომ განაგრძო:
-საიდუმლო დავალება მომცეს. ერთ ძალიან ცნობილ მომაკვდავ ადამიანს უნდა დავეხმარო. ოფიციალურად საიდუმლოა, სახლშიც კი ვერ ვამბობ. გამაფრთხილეს არც მამაჩემმა არ უნდა გაიგოს, თორემ მერე შეიძლება კოლეგებთან რაიმე წამოცდეს. სხვა გზა არ მქონდა, იქ არქივის ნესტიან და ბნელ სარდაფში ვერაფერი გავარკვიე. ამიტომ ყველაფერი აქ წამოვიღე იმ იმედით, რომ არავინ გაიტანს აქედან ამბავს. შენი იმედი მაქვს მიმი, ვიცი არავის ეტყვი. არც სახლში, არც სამსახურში, არც შენს რჩეულს არაფერს ეტყვი.
-ვინ რჩეულს! კარგი რა!
-კარგი, ნუ ბრაზობ. მოკლედ ეს ადამიანი ეძებს დაკარგულ შვილს, თუმცა დაკარგულს კი არა, არც თუ ისედაც დიდი ხნის წინ გაიგო, რომ შვილი ჰყავს, ან იქნებ აღარც არის ცოცხალი. მოკლედ უნდა მოვუძებნო სასწრაფოდ და ეს საბუთებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნო იმ სარდაფში. ისე თუ დაგვეხმარები, უფრო მალე მოვრჩებით.
მიმიმ თავი დაუქნია:
-აბა რას ვიზამ. აბა რისთვის ვართ მეგობრები... ჰმ, ისევ ეს ნიღბები...
-ჰოოო.... ვერ ავცდით არა?
-ეს ხომ სულ სხვა საქმეა
როგორც იქნა ჩაერთო მხატვარიც და ფიფოს გახედა, არაფერი წამოცდენოდა. ფიფოც მიუხვდა და მალევე შეეშველა:
-კი ეს სულ სხვა რამაა, და აქ დანაშაულებრივი არაფერია. უბრალოდ ამ ადამიანს არ უნდა რომ ჯერ ვინმემ გაიგოს, სანამ მართლა არ იპოვის და სანამ ქონებას არ დაუმტკიცებს. საკმაოდ დიდ მემკვიდრეობაზეა საქმე.
-ალბათ ამიტომაც თავისიანები არ ჩარია და შენ დაგავალეს
ჩაერია მიმი.
-კი მასეა და მივხედოთ ახლა საქმეს. თქვენი დახმარება მჭირდება. როცა დაიღლებით შეგიძლიათ დაისვენოთ.
მიმი ყუთებს დააკვირდა, მერე გაოცებულმა ფიფოს შეხედა.
-ზოგიერთს დღენაკლულები აწერია, ზოგიერთს დროული. ჩვენ რომელს ვეძებთ? ეგ მაინც თუ ვიცით, მაშინ უფრო ადვილად ვნახავთ.
-დროულია, ნამდვილად ვიცი.
უპასუხა ფიფომ და ყუთების გადმოტანა დაიწყო.
-თუ დროულს ვეძებთ, დღენაკლულთა ყუთებს რაღაზე ათრევ იქეთ აქეთ?
-უჰ, იმ სარდაფში აღარც დავაკვირდი, ყველაფერს მოვხვიე ხელი. შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. თან საშინელი განათება, წესიერად არც არაფერი ჩანდა...
ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. მთელი ყუთები გადმოქექეს, სადაც დროულად დაბადებული ბავშვები იყო აღნიშნული და ვერაფერი ნახეს. არც გვარი ემთხვეოდა და ყოველი ბავშვი იმავე გვარით იყო გაწერილი, რომლითაც დაფიქსირდა. მიტოვებული ბავშვის კვალი არსად იყო.
ფიფო სასოწარკვეთილი იყო, მეგობრებიც დაღლილი და გათანგულები იყვნენ. შუაღამემდე იმუშავეს და უშედეგოდ.
ბიჭებს მიმი შეეცოდათ სახლში წასვლა სთხოვეს. ჯერ უარზე დადგა, მაგრამ მერე მაინც დათანხმდა, გაცილებაზე კი უარი სთქვა, შეეცოდა ფიფო.
მხატვარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა ხელუხლებელ ყუთებს. დანარჩენი რაც გადაქექეს ცალკე იყო ერთმანეთზე შემოდებული.
-ხომ შეიძლება, ამ დღენაკლულებში იყოს მისი საბუთები შერეული? რა არ შეიძლება?
-კი შეიძლება. ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ჯერ ესენი უნდა გადამექექა. თან მიმიც შემეცოდა. ძლივს ახელდა უკვე თვალებს. ცოტას დავისვენებ და მერე მაგასაც გადავქექავ, მაგრამ უკვე აღარც მაქვს იმედი. საშინლად დავიღალე. რისთვის ვეძებ ამას უკვე აღარც ვიცი. არანაირი გარანტია არ მაქვს უკვე, რომ ეს ინფორმაცია ისეთ კვალზე გამიყვანს, რომ საქმეს გავხსნი... არ უკვე რომელ საქმეს?.. ჩემი რომ აღარ არის იმას?.. ფუ, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველაფერს! დავიღალე! აღარ შემიძლია!
მხატვარი ჩვეული სიმშვიდით ელოდა, როდის დაამთავრებდა ფიფო თავის მონოლოგს.
როგორც იქნა ფიფო გაჩუმდა. სათქმელი აღარაფერი ჰქონდა. ღონე მიხდილი უკვე სასოწარკვეთილებს პიკს აღწევდა.
-ცოტა არ დავლიოთ? მოგვიხდება მეც და შენც... ა? რას იტყვი?
ფიფომ ხელი ჩაიქნია და არაფერი უპასუხა.
მხატვარმა სავარძლის უკან გადამალული მარტინის ბოთლი ამოაძვრინა.
-აუ მარტინია?
დაიჯღანა ფიფო.
-სხვა არ მაქვს. თითო მოგვიხდებოდა.
ფიფო სავარძელში გადაწვა, თვალები მილულა და მარტინის წრუპვას მოჰყვა.
მხატვარი სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ცარიელი აღმოჩნდა. უკმაყოფილო სახით დადგა ჭიქა და ერთი ყუთებს მიადგა...

***
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო, ფიფოს რომ გამოეღვიძა. თავიდან თითქოს ეუცხოვა ოთახი. თვალი მოავლო და სავარძელში გემრიელად ჩაძინებულ მხატვარს მოჰკრა თვალი. ფეხები პატარა მაგიდაზე შემოეწყო იქვე კი ერთი ორ ფურცლიანი ძველი გაყვითლებული დამდნარი ბლანკი იდო...

LEX·2017 წლის 24 მაისი, ოთხშაბათი..



№1  offline წევრი Lex

შეცდომით 57 თავი დავაწერე 75 ის მაგივრად :)
--------------------
Lex

 


№2 სტუმარი ნანა777

რა დაძაბული ველოდები ყოველ თავს.. ისე მაინტერესეებს))

 


№3  offline წევრი Lex

გმადლობთ, რომ კითხულობთ და მოგწონთ <3
--------------------
Lex

 


№4 სტუმარი ნანა777

[quote=Lex]გმადლობთ, რომ კითხულობთ და მოგწონთ <3[/quot
შემდეგ თავს როდის დადრბთ?

 


№5  offline წევრი Lex

ახლავე დავდებ :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent