შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის 5


17-06-2017, 13:37
ავტორი marishkka
ნანახია 2 151

გუკამ მიმიყვანა სახლთან და დამემშვიდობა მე კი მშვიდად ავუყევი სადარბაზოს კიბეებს სახლში შევედი და ისევ არავინ იყო მკვდარივით დავესვენე დივანზე და ფეისბუქი ავსქროლე მერე ჩემ დას დავურეკე დიდი ხანი არ გვისაუბრია მოვიკითხე უბრალოდ და მითხრა ხვალ გამოვალო ამიტომ გადავწყვიტე რომ ვნახავდი მერე მომეყოლა ჩემი ამბები ცოტახანი დავისვენებ და მერე დავიწყებ დასკვნითის წერასთქო მაგრამ იმ ტრენერზე ფიქრები არ მასვენებდა, ნეტა რა ერქვა? რამდენი წლის იყო? შეყვარებული ყავდა? და მეორე მხარეს იდგა გუკა, ბიჭი რომელიც სულ ჩემზე ზრუნავდა და აი ძალიან საყვარელი იყო, თუმცა გუკაზე მეტად იმ ტრენერზე უფრო ვფიქრობდი, ეს „დებილური“ ფიქრები რომ მომეშრებინა დასკვნითის წერა დავიწყე, დასკვნითი სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტირებულ პროცესში რადგან მასზეა დამოკიდებული განაჩენი, თუ დასკვნითი სიტყვა კარგია ჩათვალე ნახევარი საქმე გაკეთებულია და პროცესიც მოგებულია, თუმცა ყოველთვის წინასწარ დაწერილი ვერ გექნება დასკვნითი სიტყვა, პროცესზე რა მოხდება არავინ იცის, და ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და ჩაწერო, ამიტომ ყველაზე რთული საქმე მქონდა, თუმცა ყველაზე პროდუქტიული დასკვნითში ვიყავი, დავიწყე წერა და ღამის 2 საათამდე ვწერდი 5ფურცელი დასკვნითი სიტყვა თავისი დრამატიზებითა და ციტატებით განსაკუთრებით მიყვარდა ჩეზარე ბეკარიას ციტატა : „სახელმწიფოში დანაშაულის აღსაკვეთად, როგორც სასჯელის სიმკაცრე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში სუფევდეს აზრი, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.“
ვგიჟდებოდი ამ სიტყვებზე და მთელი ჩემი ემოციებითა და მხატვრული ტექსტებით გაჯერებული დასკვნითი სიტყვა კმაყოფილმა ამოვაპრინტერე და ძილს მივეცი თავი.
დილით ადრე გამეღვიძა და ახლა უფრო მეტად მინდოდა რომ ლამაზად ვყოფილიყავი რადგან „ჩემი ტრენერი“ დღეს იქნებოდა ასე რომ, კაწიას მაინც რაღაც იმედი ჰქონდა მაგრამ რისი იმედი ჰქონდა აზრზე არ იყო, მეც საწოლიდან ბედნიერი წამოვხტი და მისაღებში გავედი მაკას ხმა მომესმა ვიღაცას ტელეფონზე გაცხარებული რაღაცას უხსნიდა და სამზარეულოში გავედი მაკამ დამინახა თუ არა დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა
-დილამშვიდობისა კაწ
-ვის ელაპარაკებოდი დე?
-არავის
-დედა!
-მამაშენი იყო, განქორწინება უნდა ამის თქმა და მაკას ცრემლები წასკდა, ყველაფერი თავზე დამემხო თითქოს, არ ვიცოდი რა მექნა, სად წავსულიყავი, ბედნიერების ღიმილი სახეზე შემეყინა
-კაწ, ჩემო ლამაზო, არ ინერვიულო, ბოლოს როდის ნახე საერთოდ? რა მნიშვნელობა აქვს უკვე? არანაირი რაც უნდა ქნას
-რატომ უნდა განქორწინება?
-არ ვიცი
-კი მაგრამ დედა, ასე ადვილად თქვა ჩვენზე უარი?
-როგორც ჩანს, აი შენი ყავა და მიდი მოემზადე არ დაგაგვიანდეს
-კარგი ხო
ყავა დავლიე და ჩემს ოთახში შევვარდი, გაოგნებისგან ცრემლიც აღარ მომდიოდა, მამჩემი იყო ისეთი მამა, რომელზეც ყველა საუბრობდა, ყველა ამბობდა თუ რა სამაგალითო ადამიანი იყო, და ახლა? სად გაქრა ის კაცი? ნუთუ შეიძლება ძმის სიკვდილმა ყველაზე უარი გათქმევინოს, არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავუგებ ალბათ, როგორ შეიძლება მაკას და კაკის სიყვარული ასე უცებ დამთავრდეს? გაოგნებული ვიჯექი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა ვერაფერზე ვფიქრობდი, საერთოდ ვერაფერზე, გუკას ზარმა გამომაფხიზლა
-პრინცეს
-ჰო
-რა ხმა გაქვს?
-არაფერი, რა მოხდა გუკა?
-რა უნდა მოხდეს, გამოგიარო?
-არ ვიცი, როგორც გინდა
-რა გჭირს კაწკა?
-არაფერითქო ადამიანო, ჩავიცმევ მე და ნახევა საათში აქ იყავი თუ მოდიხარ
-კაი
მივხვდი რომ გუკას ძალიან აგდებულად ველაპარაკე, მაგრამ სასტიკ ხასიათზე ვიყავი, თუმცა თავს არ მივეცი ამ ყველაფრის საშუალება ტაში შემოვკარი და კარადას მივადექი, შავი კლასიკური შარვალი და ფართხუნა თეთრი შინდისფერი ზოლებით თხელი საროჩკა გადავიცვი ძაალიან ლამაზად ვიყავი, ნუ თავს არ ვიქებ ;დ გადავწყვიტე ოდნავ მკვეთრი მაკიაჟი გამეკეთებინა, ტონალური, კონტურებით ყვრიმალები გამოვიკვეთე, ჰაილაითერი, წამწამები ავიპრიხე და მუქი შინდისფერი აი საროჩკას რომ ჰქონდა ზოლები მაგ ფერის ტუჩსაცხი გადავისვი, თმა გავიშალე და დავისწორე, ტყავის კურტკას ხელი ვსტაცე ბათინკები ამოვიცვი და უი ყველაზე მთავარი კინაღამ კოდექსები და დასკვნითი დავტოვე სახლში, ჩემს ჰერმესის შავ ჩანთაში ჩავყარე ყველაფერი რაცკი შემეძლო და მჭირდებოდა, და გუკამაც დამირეკა ჩამოვდივართქო და კიბეზე ჩავირბინე, მანქანაში ჩავჯექი და გუკას ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე
-უიმე ჩემი გემრიელი ბიჭი
-ოჰ კაწკა, რა ხმა გქონდა
-არაფერი გუკ წამო წავედით
-კარგი ჩემო პატარაა.
-აუ პატარაზე გამახსენდა, ემილი მომენატრა
-სუ შენ გახსენებს და გაბრაზებულია, როარ დადიხარ რეპეტიციებზე
-არაუშავს მალე მივალ
-რა ლამაზი ხარ გოგო, ვინმემ არ მომტაცოს იქ შენი თავი
-ნუ გეშინია სიყვა
გულში მეცინებოდა და ვფიქრობდი იქეთ არ მოვიტაცო ის ტრენერი თქო, ისე რა დეგენერტი გოგო ვარ რა ეს ბიჭი გიჟდება ჩემზე და მე კიდე იმ ტრენერზე ვფიქრობ რომელსაც მაგარი ვკიდივარ და რომელიც კაკ მინიმუმ 15 წლით ჩემზე დიდია ოჰ კაწკა.
-მივედით
-აუ გუკა, ჩემი პირადი მძღოლი ხარ იმენა
-გაჩელდი გოგოო
-კაი წავედი
-მოგაკითხო?
-გითხარი პირადი მძღოლი ხარ თქო?
-გაკოცე და გაიქეცი ეხლა, თუ მეცლება მოგაკითხავ
-ოქეი
კიბეზე ავდიოდი და გული ისე ფეთქავდა მეგონა სადაცაა ამოხტებათქო ჩვენი ჯგუფის აუდიტორიაში შევედი და ბავშვები რაღაცებს წერდნენ მხიარულად მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე
-კაწ, დაწერე დასკვნითი?
-კი ელე, შენ რა ქენი შესავალზე?
-დავწერე, აუ ლიზა სადაა? საკითხვები მაინტერესებს, თან მგონი რაღაცები ჩავამატოთ კაი იქნება
-გოგო მგონი ჩასამატებელია, მარიამი სადაა? (ჩვენი ტრენერი)
-მოვალო ეხა
-გიო შენ რა ქენი? ისწავლე შენი ჩვენება?
-კი აბა
-გული მიგრძნობს უნდა მოვიგოთ
-აუ ხო
-ყავა არ გინდათ?
-კი
-მე გპატიჟებთ გოგოებოო
-მადლობა გიო
მე ელე და გიო იქვე პატარა კაფეტერიაში ჩავედით, სანამ სხვები მოვიდოდნენ და მშვიდად ვლაპარაკობდით როცა „ჩემი ტრენერი“ შემოვიდა, ვაიმეე რა სიმპატიურია ეს ბიჭი რაარის რაა, ყავა იყიდა და ჩემკენ წამოვიდა, ღმერთო ნუ მომკლავ, ღმერთო დამიფარე
-გამარჯობა
-გამარჯობა
-დაწერე დასკვნითი?
-კი -და გავუღიმე
-კარგი, პროცესზე ვნახავ მაშინ
-თქვენს გუნდს ვეჯიბრებით?
-ეგ არ ვიცი
-კაი
გამიღიმა ვაიმე, ლოყები ჩაეჩვლიტა და გაგვეცალა ღმერთო ნუ მომკლავ
-გოგონიიი, ვიღაცას ტრენერი ევასებაა?
-კაი რა ელე რრა
დავიბენი რა მეთქვა არ ვიცოდი, ელენემ და გიორგიმ სიცილი დაიწყეს მე კი, უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და რა მეტქვა არ ვიცოდი
-მარიამმა მომწერა ბავშვებო მოვედიო
-კაი წამო ავიდეთ, უნდა გავიაროთ რეპეტიცია
მარიამს გავაცანით ყველაფერი და ლიზაც მოვიდა ჩვენი გუნიდს კიდევ ერთი წევრი, და დავიწყეტ თავიდან ბოლომდე ყველაფრის გავლა, ელენემ შესავალი თქვა და ძალიააან მაგარი იყო, მერე ყველა მოწმე დავკითხეთ თავიდან ბოლომდე და ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა დავიწყე დასკვნითის კითხვა და იმდენად ემოციური იყო, იმდენად, რომ მარიამი ჩემი ტრენერი გაკვირვებული მიყურებდა, ბოლო იყო ყველაზე ეფექტური და ემოციური:
-როგორც ნათქვამია „ არ დაეხმაროთ მათ სიმართლის დამარხვაში, არ დათმოთ ბრძოლის გარეშე“ და ზუსტად ჩვენ, ბრალდების მხარე არ ვაპირებთ არსად წასვლას უბრძოლველად... მანამ სანამ არ დაგანახებთ იმ სიმართლეს რომელიც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. სიმართლე, რომ ზოგჯერ ყველანი ვცდებით ადამიანების შერჩევაში, ისე როგორც აწ გასვენებული ტიტე შეცდა. სიმართლეა, რომ ზოგჯერ ის ადამიანები გვღალატობენ, რომლის ხელშიც ჩვენი სიცოცხლეა ისევე როგორც ილიამ უღალატა სიკვდილის ჟამს ტიტეს. და დღეს ყოვლად უღირსად განსასჯელის სკამზე მყოფი ცდილობს ამ დანაშაულისგან თავის დაძვრენას, ხოლო დაცვის მხარე მის ინტერესებს იცავს.
პატივცემულო მოსამართლევ მინდა შეგახსენოთ ჩეზარე ბეკატიას სიტყვები იგი ამბობდა: „სახელმწიფოში დანაშაულის აღსაკვეთად, როგორც სასჯელის სიმკაცრე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში სუფევდეს აზრი, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.“ და ზუსტად თქვენ უნდა იყოთ დღევანდელი საზოგადოების მაგალითი და დამნაშავე დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გვჯერა, რომ დღეს ამ აუდიტორიაში სიმართლე კვლავ იგებს გამარჯვების ტკბილ გემოს და თქვენ მიერ გამოტანილი იქნება ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

ამის დასრულება და უკნიდან ტაში მომესმა, უკან გავიხედე და რას ვხედავ ის ტრენერი იდგაა ვაიმეეეე

-ყოჩაღ, კარგად გიმუშავია ძალიან დასკვნითზე
-მადლობა, მაგრამ, მოწინააღმდეგე გუნდი ჩემს დასკვნითს არ უნდა ისმენდეს მგონი
-მეც ბრალდება ვარ დაწყნარდი
-წყნარად ვარ
-თორნიკეე შეეშვი ბავშვს
-მარიამ, კარგად მოგიმზადებია ხო იცი შენ
-არა ბიჭო, თავიისი დაწერილია
-მართლა? შემომხედა მე
-დიახ
-აბა რა გეგონა თოკო? კაწკა ძალზედ ჭკვიანია
-ნამდვილად კაი ბავშვია შემომხედა და თვალი ჩამიკრა
მეც გავუღიმე და ნაზად გადავიყარე თმა უკამ, ელენეს გავხედე და სიცილს ძლივს იკავებდა, რა მექნა არ ვიცოდი და დასკვნითის ნერვიულად ფურცვლა დავიწყე
-ყოჩაღ ბავშვებო, კატერინა შენც ყოცარ ნამდვილად კარგი დასკვნითია, წარმატებები აბა, დაგტოვებთ მე
-მადლობა ბატონო თორნიკე, ღიმილით გავხედე მე და თვალი ჩავუკარი
-ბატონო თორნიკე რა იყო, ეგეთი ბებერიც არ ვარ, შენზე მაქსიმუმ 3-4 წლით დიდი ვიყო
-რაღაც არამგონია ღიმილიანი სახით გავხედე მე
-აი რამდენი წლის ხარ?
-15
-რაააა? მეღადავები?
-არა რა არის საღადაო
-ვაიმე, მარიამ ხუმრობს ეს ბავშვი ხო?
-არა ბიჭო
-ვაი დედა, მართლა ბიძია უნდა დამიძახო თქვა სიცილით ანუ შენზე 8 წლით დიდი გამოვდივარ
-კარგი თორნიკე ბიძია
ვუთხარი გველურად და ელენეს მივუტრიალდი, კვდებოდა ელენე სიცილით და თან არ იმჩნევდა
-ელე, ნუ იცინიხარ თორე არ ვიცი რას გიზავ ტვალები დავუბრიალე და მეც ფხუკური ამიტყდა
-ბიძიაო გოგო ვაი მეეე
თორნიკე გავიდა ოთახიდან და ჩვენც მშვიდად გავაგრძელეთ მუშაობა, თან ისევ თორნიკეზე ვფიქრობდი არ ვიცოდი რა მექნა, თან ისიც ვიცოდი რომ ამ პროექტის მერე ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელდებოდა.



№1 სტუმარი ®

magari tavi iyo, moutmenlad veli momdevno tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent