შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე... (5)


17-06-2017, 16:42
ავტორი სატი
ნანახია 2 697

საღამოს ლევანი მოვიდა. ჯერ ქვევით ვიღაცას ელაპარაკებოდა მერე ზევით ამოვიდა.
-რატო არ ჭამ არაფერს. უთხარი ლიანას, ყველაფერი გვაქ და გაგიკეთებს.
მე არაფერი არ მიპასუხია.
-ლიზა! ძალით გაჭამო 2წლის ბავშვივით?!! კაროჩე რაა, რის მიღწევას ცდილობ? რა გგონია, შეგიცოდებ და დაგაბრუნებ? არ მოხდება ეგ არა!!
-გადი და დამასვენე.
ფარდები გადამიწია და შუქი ამინთო. მერე მოვიდა და ჩემ წინ ჩაიკუზა.
-ლიზა, ფერი არ გადევს. არ შეილება ესე. კაი მე რაც გინდა მეჩხუბე და მირტყი მარა შენ თავს რას ერჩი?
-მომშორდი!!-ბოლო ხმაზე ვუყვირე. ისიც ადგა და წავიდა. მეგონა თავი დამანება მაგრამ შევცდი. საჭმლით ხელში დაბრუნდა.
-ან ეხლა ამას გასხამ თავზე ან შეჭამ.
-რაც გინდა ის ქენი მაგრა .
მოვიდა და ნახევარი თეფში სუპი გადამასხა თავზე, მე გიჟივით წამოვხტი.
-შენ შ** ხო არ გაქ!!-და მაშინვე აბაზანაში გავვარდი.
-მე გაგაფრთხილე.
ეხლაც ძლივს ვიკავებდი თავს რომ ტირილი არ დამეწყო. ამას ზუსტად ეგ უნდოდა, რომ ნელ-ნელა დავსუსტებულიყავი და დავნებებოდი, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, ამის სიამოვნებას მე ამათ ოჯახს არ მივანიჭებდი. თავი დავიბანე და გამოვედი. ის ისევ მელოდებოდა საჭმლით ხელში.
-მთელი ღამე გვაქვს წინ, საჭმელი არ მენანება, ჰა შეჭამ თუ მეორეჯერაც გინდა?
თეფში გამოვართვი და ორი კოვზი დავხვრიპე, მერე დავუდე ისევ მაგიდაზე.
-ლიზა.
-რა?
-მთლიანად.
უკვე სიცილი ამიტყდა. უცებ მომაშტერდა.
-რა?
-უბრალოდ... მემგონი არასდროს არ მინახავს შენი ღიმილი.
მაშინვე შევიცვალე სახე.
-ეს მოვალეობა რო ყველაფერი ბოლომდე უნდა შევჭამო თუ არადა კუთხეში დამაყენებ?
-ლიზა, შენ გევასება მემგონი რო ვყვირივარ და გეუხეშები ხო?
-რატო უნდა მევასებოდეს.
-იმიტო რო მარტო ეგრე აკეთებ იმას რასაც გეუბნები.
დავამთავრე მთლიანი თეფში და ისევ დავწექი. მან ამოიოხრა, თეფში აიღო, შუქი ჩააქრო და ქვემოთ ჩავიდა. მე ძილს არ ვაპირებდი, გადავწყვიტე რომ ამის ცხოვრება გამემწარებინა, მაგრამ როგორ... მეორე დილას ლევანის ფათურმა გამაღვიძა. შაბათი იყო სად ეჩქარებოდა, საათს რომ დავხედე 12 იყო.
-აუცილებელია ჩემ გვერდით რო იწვე?
-ვერ გავიგე?
-ცოლ-ქმარი არ ვართ და რატო მიწვები გვერდით?
-იმიტო რო სხვა ყველა ოთახი დაკავებულია, მემგონი არ გეხები და რა პრობლემაა ვერ გავიგე.
-ტანსაცმელი არ მაქვს, სამი დღე ერთი და იგივეთი ვერ ვივლი. სახლიდან უნდა წამოვიღო.
-გავაგზავნი ვინმეს და წამოგიღებენ. მანამდე ლიანა ამოგიტანს რამეს.
შემდეგ ქვევით ჩავიდა. ლიანამაც 5წუთში ამომიტანა ტანსაცმელი. უცებ ჩავიცვი და ჰოლში ჩავედი.
-დილა მშვიდობის=ლუკა მომესალმა
-შენ სულ სახლში ხარ?
-დილაობით კი. ამ ვცხოვრობ.
-აა.
-წამო ვისაუზმოთ, შენ კიდე არ გაგისინჯავს რა მაგარ ბლინებს აკეთებს ლიანა.
-არა, იყოს.
-კაი, როგორც გინდა-და ქვევით ჩავიდა. ქვემოდან ლევანის როხროხი გავიგე.
-დროზე ჩამოდი ქვევით ლიზა!! არ ამომიყვანო მანდ!
აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ჩავედი.
-არ მშია.
-არ მიკითხავს.
ელზამ ბლინები და ყავა დამიდო წინ. ერთი ბლინი შევჭამე და ყავისთვის ხელი არ მიხლია.
-არ არის მოწამლული-ლევანიმ მითხრა.
-არ მინდა. ეხა ყავასაც დამაძალებ და გადამასხავ?
-ლევან, მართლა დაანებე თავი რა-ლუკამ იდეაში დამიცვა.
-შენ ვაფშე უნივერსიტეტში რატო არ ხარ?
-შაბათია დღეს.
-და არ გაქ ლექციები?
-არა.
მაგიდიდან ავდექი და ისევ ოთახში დავაპირე წასვლა.
-მოიცადე, სულ ოთახში აპირებ ყოფნას?-ლუკა გამომეკიდა.
-აბა, გარეთ უცებ არ მიშვებდეს ეს ცხოველი.
-დამელოდე და ზემოთ ტელევიზორის ოთახში ავიდეთ-უცებ ყავა დალია და ზემოთ ამიყვანა.
-ლევან, ცოდოა ეს გოგო აქ.
-მეც ცოდო ვარ ლიანა, რა გავაკეთო? მამაჩემს არ მოვუსმინო და გავუშვა? შენ გგონია მე მევასება ამ გოგოს ტანჯვის ყურება ყოველდღე?
-ჩაგაკვდება.
-არ ჩამაკვდება, ძლიერი გოგოა.
-ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი. სოფელში რო წაიყვანო? სუფთა ჰაერზე იქნება და ფერი მოუვიდეს.
-აი ზეგ მივალ სამსახურში და მერე ავიყვან. თან ჯერ ცოტა დაწყნარდეს.
-ეგ დიდი ხანი არ დაგიწყნარდება.
-ესეთებიც მომირჯულებია. ჯერ პირველი დღეები მაგრა ტვინს მოტ***ს და მერე დაწყნარდება. იქნება და რეზისაც რაღაცნაირად შევაპარო და მერე რეზი ვაფშე მაგრა დამეხმარება.
მე და ლუკა ზევით ვიყავით. მე დიდ სავარძელში ჩავჯექი.
-აბა, მომიყევი შენზე რამე.
-რატო?
-რო გაგიცნო... დაწყნარდი არავინ არ აგროვებს შენზე კომპრომატს.
-რა მოგიყვე.
-რამდენის ხარ?
-17.
-არაა, ესე პატარა? პედოფილია ჩემი ძმა....
-18ის ვხდები 2კვირაში.
-ეე, მაგარია.
-აჰა, ის ფაქტი უფრო მაგარია რო შენ ძმასთან ავღნიშნავ ჩემ დაბადების დღეს. ძალიან გთხოვ არ უთხრა რა.
-არ ვეტყვი. კაი... შეყვარებული გყავდა?
-არა. არავინ.
-კაი... სხვა... აუ შენთითონ მომიყევი რა.
-რა მოგიყვე, ჩვეულებრივად სკოლაში დავდიოდი, ოღონდ როცა მინდოდა. მამაჩემი სულ მივლინებებში იყო და ფაქტიურად 14წლიდან მარტო ვიყავი ხოლმე. მე და ჩემი სახლის მოსამსახურე, რომელიც ძირითადად სახლს ალაგებდა, საჭმელს აკეთებდა და მიდიოდა.
-და დედაშენი?
-დედა არ მყავს, 5ის ვიყავი რო გარდამეცვალა.
-აა, უი. მაპატიე.
-არაუშავს.არც მახსოვს წესიერად. დედაშენს სიმსიმნე ჰქონდა ხო?
-არა.
-აბა, როგორ მოკვდა.
-მოწყობილ ავარიაში მოყვა.
ნეტა იცის?
-მე ლევანის ერთ-ერთმა ძმაკაცმა მითხრა რო...
-ნამდვილ ამბავს არავის ვეუბნებით, არ არის საჭირო. ზედმეტი გამოძიებები დაიწყება.
-და არ გინდათ დაისაჯოს ის ვინც...
-უკვე ისჯება.
-....
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დამიჯერე, თუ ისტერიკებს არ მოაწყობ და წესიერად მოიქცევი ნელ-ნელა თავისუფლება გექნება რა.
-რა და შენ ძმას უნდა მოვუსმინო და ძაღლივით თავი დავუქნიო ყველაფერზე?
-არა, მოიტყუე მაინც ცოტახანი. თუ გინდა თავისუფლება.
-ჩემთვის თავისუფლება აქედან გაღწევა იქნება.
-ლიზა, რაც უფრო მალე შეეგუები იმ ფაქტს რო აქედან ვერსად ვერ წახვალ მით უფრო კარგი. შენ თავს იტანჯავ მაგით.
-არ შევეგუები და შენ თუ გგონია რო შენ ძმას ეს ყველაფერი შერჩება მაგრა ცდები-ადგომა დავაპირე მაგრამ შემაჩერა.
-კაი, მაპატიე დაჯე რა. ცუდად გამომივიდა.
-ლუკა, მამაჩემი...
-არ გვინდა ამ თემაზე, ძალიან გთხოვ. აი შენ დაბადების დღემდე თუ მაგრა მოიქცევი, იქნება და ისე მოახერხო რო ერთი ვინმე მეგობარი მაინც ნახო.
-მართალი ხარ...
იმის ემერე მისთვის აღარაფერი მითქვამს. ცოტახანში ქვევით ჩავედი. იქ ლევანი იყო.
გადაწყვეტილი მქონდა რო ნერვები ამეშალა მისთვის.
-იცი, ძალიან მაინტერესებს რაში გჭირდება გოგო რომლის ოჯახმაც დედა მოგიკლა?
-ლიზა, ნუ დამაწყებინებ ამ ყველაფრის ახსნას.
-თუ მართლა მამაჩემმა მოკლა დედაშენი მაშინ პოლიციაში რატომ არ მიდიხართ? რატო არ დააჭერინეთ?
-რა მართლა გინდა მამაშენი დავაჭერინოთ?
-არ მპასუხობ.
-რა ლიზა მართლა გინდოდა რო ობლად დაგვეტოვე? დედა არ გყავდა, მამის გარდა არავინ არ იყო შენი მომვლელი და კიდე რაღაც ფაქტორები რაც არ უნდა იცოდე.
-იცი არაკაცი ხარ და მეტი არაფერი. ცოლად არასდროს არ გამოგყვები, ყველას თვანლწინ შეგარცხვენ.
-მაგასაც ვნახავ.
-მაშინ ჯერ რატო არ ვქორწინდებით? შენ გგონია მე ოდესმე მომარჯულებ?!!
-ლიზა, ადი ოთახში და ნუ ეძებ მიზეზს იმისთვის რომ მეჩხუბო.
-არ ვეძებ, ძალიან ბევრი მაქვს ისედაც. ლევან, მამაჩემს გეფიცები როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდება გავიქცევი და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.
ამ დროს ჩემთან ახლოს მოვიდა.
-ჩემი ცოლი არ გახდები იქამდე სანამ არ ისწავლი წესიერად მოქცევა და ვინ ვის უქცევს ცხოვრებას ჯოჯოხეთად მაგასაც ვნახავთ. შენ ვერ ხვდები მე ვინ ვარ, მამაჩემზე უარესი დამიჯერე მე ვარ.
-ძალიან კარგი, ესე იგი არასდროს მოვიქცევი წესიერად და არც ცოლად არ გამოგყვები.
-მორჯულდები.
-და რა სამუდამოდ აქ გეყოლები გამოკეტილი?!!
-ნუ ყვირიხარ ლიზა.
-მოდი გარეთ გავალ და ვნახოთ რას მიზამენ-კარისკენ გავიწიე, მან სწრაფად რეაგირება ვერ მოახერხა დაცვამ მაშინვე იარაღი მოამზადა მაგრამ ლევანის ყვირილმა შეაჩერა, ის იყო გარეთ უნდა გავქცეულიყავი რო ლევანიმ დამიჭირა და ზემოთ აკმიმათრია.
-ლიზა! ერთხელ უკვე გაგაფრთხილე, ბოლოჯერ გეუბნები ნუ ცდი ჩემ მოთმინებას!! თორე დამიჯერე დაგერხევა!! მხოლოდ იმიტომ რომ ნორმალურად გექცევი იმას არ ნიშნავს რო არ შემილია ჩემი ქცევების შეცვლა!!! გინდა მართლა ცხოველივით ჩაგკეტო ოთახში და მთელი დღე მანდ მყავდე?!!! ჰა?!! ხმა გაკმინდე, გეყო 2წლის ბავშვივით მოქცევა და თუ გინდა რომ ამ სახლში პატივი გცენ სხვასაც ეცი პატივი!!! სანამ არ მოხვალ გონზე იქამდე ფეხს არ გაადგამ აქედან!-დამიღრიალა და გარეთ გავიდა. როგორ მინდოდა გავკიდებოდი და თავში რაღაცა ჩამერტყა... მაგრამ ყველაფრის დალეწვა საუკეთესო გამოსავალი არ იქნეობდა... მეც მომხვდებოდა. სხვა რამე უნდა მომეფიქრა... ღამე გადავწყვიტე ტელევიზორის ოთახში დამეძინა. მე ამ ახვ**თან აღარ ვაპირებდი წოლას. სავარძელზე წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა. დილით მეგონა ლევანის უკვე გაყვანილი ვეყოლებოდი ოთახში, მაგრამ რომ გავიღვიძე ისევ ტელევიზორის ოთახში ვიწექი. ჩვენ ოთახში გავედი, ლევანის იქ არ ეძინა. ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე რომ გარეთ იდგა, მემგონი დაცვას ელაპარაკებოდა. უკან რომ გავბრუნდი მის ტელეფონს მოვკარი თვალი, ტენიდა. მაშინვე ხელი დავტაცე და რეზის დავურეკე.
***
დღეს მთელი დღის განმალობაში შუქი ხან მიდის და ხან მოდის. თუ საღამოს მექნება შესაძლებლობა, მეორე თავსაც დავდებ. <3



№1 სტუმარი Guest bubu

au dade am sagamosac dzalian sainteresoa

 


№2 სტუმარი Guest ლამაზთვალება

ძალიან საინტერესოა დადე დღეს

 


№3 სტუმარი 쇼쇼쇼쇼

magari istoriaa, male dade shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent