Take a deep breath, tomorrow will be worst! (5)
გზა გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა თუმცა ფშავური სილამაზის ყურება ნამდვილად არ მწყინდებოდა. ფშავი მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული თბილისისგან განსხვავებით. თითქოს მთელი საქართველოს სიმწვანე ამ ერთ ტერიტორიაზე მოგროვილიყო. წამებში შემიყვარდა აქაურობა მალევე მივხვდი რატომ წერდა ვაჟა სულ ბუნებაზე და რატომ ასულიერებდა უსულოს. აქაური სილამაზე მთლიანად განსხვავდებოდა ყველა სხვასგან. ჩარგალში მოვხვდით და ჩემს სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა როცა გავიგე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ვნახავდით. -უკვე შემიყვარდა სასიძო ვუჩურჩულებ ანის ის კი მუჯლუგუნს მკრავს და თავს დაბლა ხრის. ღმერთო რა მორცხვი მყავს ეს. სალომეს გადავხედე და დავინახე როგორ ეპრანჭებოდა ალექსანდრეს არც ალექსანდრე ჩანდა შეწუხებული. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრი როგორც ჩანს ლუკა ხედავს როგორ ვუყურებ მათ და მის გვერდით მჯდომ ალექსანდრეს მუჯლუგუნს კრავს ისიც მე მიყურებს და იღიმის. როცა ჩემს გაბრაზებულ სახეს ხედავს სერიოზულდება. მოიცა სახლში ჩავიდეთ გავგლეჯ შუაზე. როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება. ზუსტად ისეთია როგორიც ფშავს უხდება პატრა და საყვარელი ხის სახლი. როგორც კი ვხედავ თვალები მიბრწყინდება აი სალომე კი კრუსუნებს და აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს. სახლის შიგნიდაანც ისეთი საყვარელია როგორიც გარედან უბრალოდ მტვერი დევს -მე და ანი აქაურობას უცბად მოვუვლით ანიც თავის ქნევით მეთანხმება ტილოებს, ცოცხს და აქანდაზს ვპოულობთ ჩვენს ნაყიდ ნივთებში და ერთ საათში სახლი ბრწყინავს. მერე პროდუქტებს პარკებიდან ვალაგებთ და მაცივარში ვაწყობთ. ყველაფერიკარგადაა მანამ სანამ ვამჩნევ რომ სალომე და ალექსანდრე გაქრნენ ნუთუ ეს დამთხვევაა? არა აშკარად რაღაც ხდება. გარეთ გავრბივარ და ალექსანდრეს ძებნას ვიწყებ იქ კი ისეთი სურათი მხვდება ცოტა მაკლია ტირილი რომ არ დავიწყო. სალომე და ალექსანდრე ერთ ამბავში არიან, მოკლედ ზასაობენ. ვცდილობ არ ვიკივლო ამიტომ ყვირილს ყელში ვიკავებ და მერე ცრემლებთან ერთად ვყლაპავ. დიახ მე ძალიან სულელი ვარ როგორ ვენდე? ამდენად სულელი რატომ ვიყავი? მგონია გადავიწვები. -ჩემსა და შენს შორის ყველაფერი დამთავრებულია "არადა დღეს მე მკოცნიდა" თავში მოგონებები მიტივტივებს და თუ ცოტა ხანს კიდევ ვუყურე მათ ამაზრზენ,გაკვირვებულ და "უი გამოგვიჭირეს" სახეებს ვიტირებ. -ნია მოიცადე მწარედ მეღიმება ზურგს ვაქცევ და სახლში გავრბივარ. თვალცრემლიანი მივრბივარ ოთახისკენ და გვერდს ვუვლი გაკვირვებულ სახეებს. ოთახში ვიკეტები მეორე მხრიდან კი მისი ამაზრზენი ხმა მესმის. -ეს ის არა რაც შენ გგონია მერე ხმები მესმის გარედან -გაეთრიე ყვირის ანი -კი მაგრამ (ალექსანდრე) -არავითარი მაგრამ მოშორდი კარს -გადი ეს უკვე რატის ხმაა ანი კარზე აკაკუნებს და მეძახის -შემომიშვი ნია კარს ვაღებ და ანის დამწუხრებულ სახეს ვხედავ -რა მოხდა? -დავინახე სალომეს კოცნიდა -გავწეწავ კარებისკენ მიდის ანი -არ ღირს -როგორ ხარ? სევდიანად მეღიმება ის ხომ ჩემი პირველი სიყვარული იყო რომელიც ასე მალე გამომეცალა ხელიდან. ანიმ ჩემთან ერთად დაიძინა. მეორე დღეს ალექსანდრესთან დალაგება გადავწყვიტე. მე სულელს მეგონა სალომემ დააძალა. ძალიან ძალიან გულუბრყვილო ვიყავი სიყვარულში. კარს მივუახლოვდი და ლუკას ხმა გავიგონე -ეხლა როგორ შემოირიგებ? -რათ მინდა? -სანაძლეო? -გავარტყი სანაძლეოს. მომბეზრდა. -რაო სალომე მოგენატრა? -ვითომ არ იცი ამ საუბარმა მთლიანად გამანადგურა. მოვბეზრდი? რომელი სანაძლეო? ჩემს ოთახში გავდივარ და საწოლზე მოწყვეტით ვეშვები ცრემლები თავისით იწყებენ დენას. საბანში ვეხვევი და მოგონებების გუდას თავს ვუხსნი. მახსენდება როგორ შევხვდით,გავიცანით და ვაკოცეთ ერთმანეთს. მისი სიყვარულით სავსე თვალებიც ტყუილი იყო? დიახ ფარსი იყო ერთი დიდი სპექტაკლი. საღამოს ანი დაბრუნდა რატისთან ერთად გახარებული ჩანდა თუმცა ჩემი დანახვისას სახე შეეცვალა. -რა გჭირს? კარგად ხარ? ხმას ვერ ვიღებდი. თავს ვერ ვაიძულებდი ხმის იოგებიდან თუნდაც ერთი სიტყვა ამომსვლოდა. თუ რამეს ვიტყოდი ხმამაღალ ტირილს დავიწყებდი ეს კი ანის კიდევ უფრო შეაშინებდა. ბოლოს რატის დაუძახა. ვერც მან ვერ გაიგო ვერფაერი. -გთხოვ ხმა გამეცი. ანის ნამტირალევმა ხმამ გული უფრო მატკინა თუმცა როცა დავინახე რატის როგორ ჩაეხუტა მივხვდი რომ მას სხვა ვიღაც ჰყავდა ის ვინც ჩემს მაგივრად დაიცავდა და ის ვინც ცრემლებს შეუშრობდა. ანიმ ოთახი დატოვა. რატი კი ოთახში დარჩა. -გავიგე რაც მოხდა. ისიც გავიგე რომ ბიჭებს სანაძლეო დაუდიათ შეძლებდა თუ არა ალექსანდრე შენთვის თავის შეყვარებას. არაფერი ვიცოდი თორემ გეტყოდი. ვერ ვიტან ასეთ სისულელეებს და არასდროს დავუშვებდი ეს ანის დას შემთხვეოდა. ვიცი გტკივა მაგრამ ანისაც ტკენ. ხმა გაეცი დაელაპარაკე თორემ ეშინია. ეს თქვა და ოთახში მარტო დამტოვა ჩემს ფიქრებთან ერთად. რატი იმსახურებს ანის. ძალიან კარგი ადამიანი ჩანს და ვიცი ანის გულს არ ატკენს. ფიქრებში ჩამეძინა. ანი არ შემოსულა ალბათ რატის ოთახში დარჩა. დილით გადავწყვიტე ფეხზე ანის გამო ავმდგარიყავი და კვლავ ადამიანს დავმსგავსებოდი ისევე როგორც ეს წინა ზაფხულს მოვახერხეთ. რატის ოთახის კარზე დავაკაკუნე. კარი შევაღე და პირველი რაც თვალში მომხვდა რატი იატაკზე იყო გაშხლართული. ანი საწოლზე იწვა და ტკბილად ეძინა. ოთახის კარი ფრთხილად გავიხურე და სამზარეულოში გავედი ძალიან მშიოდა ამიტომაც კვერცხი შევიწვი. ანისთვის და რატისთვის სალათი გავაკეთე და კარტოფილიც შევწვი. თქვენ წარმოიდგინეთ ფორთოხლის წვენიც კი გამოვწურე და ოთახში შევარბენინე. -აღარ აპირებთ ადგომას?! სწრაფად ადექით! სახლი იწვის! ბოლო რეპლიკა მართლაც ცუდი ხუმრობა აღმოჩნდა. წამებში ფეხზე იდგნენ და შეშინებულები იყურებოდნენ. -ბოდიში ვიხუმრე. ვუბოდიშებ დარცხვენით და რატის მკვლელ მზერას ვგრძნობ. თუმცა გული საჭმლის დანახვისთანავე ულბება. -მუცლის მონა! -ვაღიარებ გემრიელი საუზმეა (რატი) -აბა რა მე გავაკეთე და თავს ვიქებ უცებ. -ზუსტად ისეა შემწვარი მე რომ მიყვარს -კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის (ანი) -დიახაც (რატი) -გამოდის სიძის გული უკვე მოვიგე ანი მიბღვერს რატის ეღიმება. ანის ცალკე გავყავარ. -გუშინ რა მოხდა? -ძალიან ცუდი რამე -მომიყევი -არ შემიძლია -როგორ თუ არ შეგიძლია? გუშინ კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით -თუ გავიხსენებ გული ისევ მეტკინება. მერე მოგიყვები. -არ შერიგდით? -არც არასდროს შევრიგდებით ვსისინებ გაბრაზებული. სამზარეულოში გასულ სალომეს,ლუკას და ალექსანდრეს სუფრა გაშლილი არ ხვდებათ -მშია წუწუნებს სალომე -ყველამ თავისთვის მოიმზადოს მკაცრად ამბობს ანი დიახ სწორედ გაიგეთ კინაღამ შიმშილისგან დაიხოცნენ. მე კი ჩემს დარდს გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში ვმალავდი. სახლში დაბრუნების დროც მოახლოვდა ყველაფრის მიუხედავად კმაყოფილი ვიყავი ანი და რატი შესანიშნავი წყვილი იყო. მერე კი გავიგე რომ რატის თავის სასტავთან უჩხუბია და წამოსულა. -მე მხოლოდ შენ მჭირდებიო ასე მითხრა. -ძალიან კარგია -მომიყევი რა მოხდა! ყველაფერიდაწვრილებით მოვუყევი ის კი ჩამეხუტა -არ იყო შენი ღირსი -კი მაგრამ მიყვარდა -იტირე მოგეშვება. მე ესეც გადავიტანე და მცნება სიყვარული ორი წლის განმავლობაში აღარ გამხსენებია სანამ ის არ ჩამოვიდა. მეათე კლასშიც მასწავლებლების ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ყოველდღე მესმოდა როგორ დამცინოდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი. არ მტკიოდა? მერწმუნეთ გული შუაზე მეყოფოდა მაშინაც როცა დამცინოდნენ და მაშინაც როცა მას სალომესთან ერთად ვხედავდი. მეათე კლასშიც კი მიყვარდა. ოღონდ არა ის ბიჭი ჩემზე სანაძლეო რომ დადო, აი ის დერეფანში რომ შევეჯახე. არდადეგები ძალიან მხიარული გამოდგა. მთელი ოჯახი ერთად დავდიოდით სხვადასხვა კურორტებზე. არც ანისთან და რატისთან ერთად წასვლაზე ვამბობდი უარს. ჩემი ბნელი წარსული დავიწყებას მიეცა. ანი უშედეგოდ ცდილობდა ჩემთვის ვინმეს გარიგებას. - კარგი რა ცხოვრება გრძელდება - ვიცი. მასზე აღარც ვფიქრობ - ვინმე უნდა გიპოვნოთ - მაჭანკლობა დაიწყე? - დიახაც - ხომ იცი მთელი ყურადღება სწავლაზე მაქვს გადატანილი - ვიცი - მერე ნუღარ მებუტები ვეუბნები ენის მოჩლექვით და ლოყაზე ვკოცნი. -მშია წუწუნებს რატი -შენ სულ გშია (ანი) -ნუ იბუსხები მარმელადო მათი ერთად ნახვა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. -ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი ვამბობ ტკბილი ხმით და ყველას გვეცინება. მეთერთმეტე კლასში მართლაც რომ თავის მოფხანვის დრო არ მაქვს. ოთხი საგანი უნდა ჩავაბარო მე კი სიმართლე რომ გითხრათ ფიზიკა და გეოგრაფია დიდად არ მიყვარს ამიტომაც ვცდილობ ყველაფერი დავიზუთხო. ჩემი შრომა შედეგს იღებს და საკმაოდ მაღალი შედეგით წარმატებით ვაბარებ ოთხივე საგანს. ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს ამას მეც ვხვდები ამიტომაც ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ გადმოვცე წარსული ცხოვრების დეტალები. მეთორმეტე კლასი პიკია. ლამის ტვინი გადამეწვას. მასწავლებლიდან მასწავლებელთან დავრბივარ და როგორც იქნა საატესტატო გამოცდებიც მოახლოვდა. ნერვიულობისგან გავწყდი თუმცა ჩავაბარე. ბოლო გამოცდა ისტორიაში მქონდა. ისტორია ძალიან მიყვარს ამიტომაც კარგად ვსწავლობდი შედეგიც სახეზეა 10 ავიღე. სახლში ჩემი ატესტატით გავფრინდი. კარი შევგლიჩე და ატესტატაწეულმა. ვიყვირე -ჩავაბარე! ჩავაბარე! ჩავაბარე! ყველანი სასტუმრო ოთახიდან გამოდიან და ვხედავ ის ჩამოვიდა. ბექა ჩამოვიდა. პ.ს ძალიან მიხარია რომ მოგწონთ გულს უხარია ლაიქები და თუნდაც დისლაიქიც :) ეგ ხომ იმას ნიშნავს რომ წაიკითხე და არ მოგეწონა? წარმოიდგინეთ და ეგ შეფასებაც კი მახარებს. იმედია კომენტარებში თქვენს ემოციებს და აზრებს გამოხატავს და იმედია ეს ადამიანი მხოლოდ ის ერთი მკითხველი არ იქნება. მინდა იცოდე ჩემო მკითხველო რომ მიხარია შენი კომენტარები <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.