შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი20)


17-06-2017, 20:41
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 559

სახლში რომ მივედი ეგრევე ნიას ოთახში შევედი იქ მართლა არავინ იყო მერე მთელი სახლის კუთხე კუნჭული შემოვიარე, თითქოს თამუნასი არ მჯეროდა. ეზოში ჩამოვედი, ირგვლივ მიმოვიხედე, არც თამუნა და არც ნიაკო არ ჩანდა.
-თამუუუ - დავიყვირე ხმამაღლა.
-..........
-თამუნაა - ისევ დავიყვირე.
-ჰო - მომესმა შორიდან.
-თამუუუ, სად ხარ?
- რა გაყვირებს აქ ვარ. - ეზოს მეორე მხრიდან შემოვიდა.
-ნია სადაა?
-ვერ ხარ ხო?! აბა რატო დაგირეკე შენი აზრით? ვერ ვიპოვე არსად არაა, გესმის? არსად. - აღელვება თამუნამაც ვერ დამალა.
-კი, მაგრამ.
-პირი დახურე და ნია მოძებნე. დაფიქრდი სად შეიძლება წასულიყო?
-აუ არ ვიცი, არსად არ არისო და სხვაგან სად ვეძებოთ?
წამით მე და თამუნამ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და თითქოს ერთ რამეს ვფიქრობდით.
-ვიცი - წამოვიყვირეთ ერთდროულად.
-სად? - ვკითხე მე
-პატარა სახლში?
-ხის სახლში.
ერთდროულად გავიქეცით და ბოლოს ბაღის ბოლოში აღმოვჩნდით, ხის სახლს ავხედე, კარი ბოქლომით არ იყო ჩაკეტილი, ამოვისუნთქე. კიბეებზე ჩქარა ავირბინეთ, კარი ღია იყო, ხელი მივკარი და გავაღე. ღმერთო ჩემო ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა, სულ ცოტა სულ რამოდენიმე წუთი და ახლა დამწვარი ნიას საავადმყოფოში გადაყვანა დამჭირდებოდა. ძირში სანდროს მაისურები, შარვლები და მოსასხამები ეყარა და ცეცხლი ეკიდებოდა, ნიას კი ხელში ბეჭედი ეჭირა და ცეცხლში გადაგდებას აპირებდა თამუნამ რომ შეჰკივლა.
-ნია!!!! შენ სულ გადაირიე? აქ მოდიი. - შიგნით შევიდა ხელში წვდა და გამოიყვანა. მე სწრაფად შევედი და ცეცხლის ჩაქრობა ვცადე, დიდი წვალების შემდეგ გამომივიდა. კიბეებზე ჩავედი და ნია და თამუნა ქვევით დამხვდა.
-ნია სულელი ხარ? პატარა ბავშვივით იქცევი და უკვე მომბეზრდა რა, რას აპირებდი? გეკითხები რას? ის დედა აფეთქებული დაიწვებოდა - ხელი სახლისკებ გავიქნიე - და შენც უნდა მიყოლოდი?შენ განადგურდი არა? ირგვლივ მიმოიხედე რა, იქნებ შენზე მეტად იტანჯება ვინმე, თუნდაც ნებისმიერი, ყველას აქვს თავისი ღრმული რომელიც ამოვსებულია ტკივილით, და შეიძლება უფრო და უფრო გაღრმავდეს. მინდა რომ ეს ღრმული ამოგივსო, გაგიქრო, მაგრამ შემ პირიქით საკუთარი ხელით თხრი და აღრმავებ მას. დაფიქრდი, ცოტა სულ ცოტა მაინც იფიქრე, მაგრამ არა შენს თავზე და შენს ტკივილზე?! არამედ შენი იდიოტური ქცევით როგორ ავნებ სხვას და როგორ ტკენ. მორჩა, მე დავასრულე როგორც გინდა ისე გაიგე,ან წადი და ჩემზე გაბრაზდი, ეს ჩემი ბრალი და პრობლემა არაა, მარტო შენზე არ უნდა იფიქრო და თავს უფლება მისცე საკუთარი თავი წარმოიდგინო სხვის ადგილას. გთხოვ გაგება ისწავლე, ყველაფერი არასწორად გესმის და ყველაფერს არასწორად ხედავ. თუმცა მომდევნო სისულელეს ჯობია ისევ მე მოვიხადო ბოდიში არა? მაგრამ არა, დიახ არა, დასრულდა ნია, ახლა შენ უნდა ისწავლო დათმობაზე წასვლა და სიამაყეზე გადაბიჯება. - ვთქვი და უბრალოდ მოვტრიალდი და წავედი. ფეხით გავედი მთავარ გზამდე და მერე ტაქსს გავყევი, არაფრის თავი არ მქონდა ისეთი გაცეცხლებული ვიყავი. ნიტას დავურეკე
-ნიტა სულ დამავიწყდა დიდი ხნის წინ უნდა დამერეკა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
-ჰო, სიხარულო გისმენ, მაგრამ რა გჭირს?
-დაიკიდე არაფერი, ჰო ნია დავიყოლიე რა პარიზში წასვლაზე და შეგილია ბილეთების საქმე შენ მოაგვარო? მე მაინც პატარა ვარ და...
-ჰოო რათქმაუნდა, მე მივხედავ. - გამაწყვეტინა ნიტამ.
-კაი მაშინ შენ გელოდები რა, რაც შეიძლება მალე მინდა რომ გავუშვათ.
-კარგი, კარგი.
ნიტას გავუთიშე და ტაქსს ის მისამართი მივეცი სადაც ბიჭები იქნებოდნენ. მივედი, იმედები არ გამცრუებია.
-ვაა ლუუკ - წამოდგა ანდრია.
ბიჭებს მივესალმე და დავჯექი.
-რა ხდება? მშვიდობაა? - აღელვებულმა ნიკამ მკითხა.
-კაროჩე ნია რაა. მაგარ შარში ვარ ტოოო.
-სასმელს აღარ ვსვავთ, მერე ხო შენთან უნდა ამოვსულიყავით რა.
-ჰოჰო, ამოსვლაზე ბაზარი არაა. ცოტა ხანი ვიქნები, იმედია დავმშვიდდები და მერე ერთად წავიდეთ.
-რომ იცოდე ახლა როგორ აინტერესებს ამ ორ ბრიყვს პროსტა ვერ გეკითხებიან - გადაიხარხარა, მეც გადამიარა ბრაზმა, დროებით - რა მოხდა თქვი ახლა, მოკვდნენ ინტერესით.
-უკაცრავად?! - თავი წამოყო ნიკამ და ანდრიამ.
-მოკლედ, ჩვენს ბაღში ხეზე ხის სახლია, ნიას გაუკეთა მამამ როცა 8 წლის ხდებოდა, მერე რაღაც მიზეზების გამო მამამ ბოქლომით დაკეტა და იმის მერე არავინ არ მიახლოებია მას. დღეს ქალბატონი ასულა სახლში, რომ მივედი სანდროს ტანსაცმელებზე ცეცხლი მოეკიდა და ბეჭედის გადაგდებასაც აპირებდა. ხის სახლში წვავდა ტანსაცმელს - გავიცინე - აზრზე ხარ?
-იმედია ყველაფერი რიგზეა ხო?
-აბა აქ ვიქნებოდი?
-ნიკა დებილი ხარ ბიჭო?
-აუ ზურა ნუ იცი შენ ეგეთების გაძრობა რა.
-კაი და ახლა როგორაა ნია?
-მოხვალ და ნახავ ანდრეა, თვითონაც არაფერი არ ვიცი.
-რა პონტში?
-რა პონტში და რომ ჩავაქრე ცეცხლი მერე კარგად გამოვლანძღე და წამოვედი, მაგრად გადამეკეტა ნიას თავს ვფიცავარ.
-რამ გაგაჭედინა ბიჭო, თვითონაც შეშინებული იქნებოდა.
-კაი რა ზურა, თვალებიც არ დაუხრია. და კიდე მე არ უნდა გამეჭედა? ნუ თქვი რა ამდენი ხანი ყოველ დღე ველოდები ახალს რას გააკეთებს და როგორ გამიხეთქავს გულს, დავიღალე ტოოო, დავიღალე - ჩემდა უნებურად ხმას ავუწიე.
-კაი, ჰოო - ვითო დამამშვიდა ნიკამ.


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ხის სახლში შევედი ისევ ისეთი სუნი იყო როგორც ადრე, ყველაფერი ისე იყო როგორც მე და მამამ გავაკეთეთ, თუმცა ვის უნდა შეეცვალა რამე. ცოტა ხანი დავწექი საწოლზე დადავმვიდდი, მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ წამოვდექი და კიბეები ჩქარა ჩავირბინე, სახლში შევვარდი, სანდროს ოთახის კარი შევაღე, გამაბრუებელი სურნელი, ის სურნელი რომელმაც პირველად გამაბრუა და ალბათ ეს გაბრუება ბოლოა. კარადასთან მივედი რაც ხელში მომყვა ყველაფერი ავიღე და ისევ ხის სახლის კიბეებზე ავირბინე, ყველაფერი იქვე დავყარე, ისებვ დავბრუნდი, ამჯერად ასანთისათვის, მაგრამ ეს რად მინდა? ასანთი გავანთე და სანდროს ტანსაცმელს გავუკიდე ცეცხლი, ხელებში სანდროს ნაჩუქარი ბეჭედი დავინახე და მისი გადაგდებაც დავაპირე, მაგრამ თამუნას კივილმა გამომაფხიზლა, მერე კიბეზე ჩამომიყვანა და იქვე დავდექით, თამუნა სახეზე მეფერებოდა და გულში მიკრავდა, მერე ლუკა ჩამოვიდა და მთელი ხმით მიყვიროდა, ისეთი რაღაცეები მითხრა... ლუკას ჯერ ასე არასდროს არ გაუჭედია, ძალიან გაბრაზდა, მეკი გაოგნებული ვუყურებდი, მის თვალებში უფრო მეტს ვკითხულობდი ვიდრე ნათქვამს ვიგებდი, ამიტომ თვალები არ მომიშორებია... მერე უკანმოუხედავად წავიდა. თამუნამ კი დაუძახა, მაგრამ იმდენად გაბრაზებული იყო, არავისი არ ესმოდა და ვერაფერს ვერ ხედავდა.
-შენ არ ინერვიულო ხომ იცი როგორია, წუთით გაბრაზდება და მალე გადაუვლის.
-მე გავაბრაზე ხო?
-დამშვიდდი, ეს არავის ბრალი არაა.
-არა ჩემი ბრალია.
-არავის ბრალი არაა, უბრალოდ ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა, წამოდი ახლა სახლში შევიდეთ.
თამუნამ ტანსაცმელი შემირჩია, მერე გამოვიცვალე. ქვევით რომ ჩავედი თამუნა ფილმებს არჩევდა, მეც მივეხმარე და ბოლოს გადავწყვიტეთ რაიმე მხიარული ჩაგვერთო. ფილმს მშვიდად ვუყურებდით რომ ლუკამ დარეკა.
-ჰო ლუკა. - უპასუხა თამუნამ
-მოკლედ, მე ანდრია, ზურა და ნიკა მოვალთ მალე, ლუდი და სასუსნავები უნდა მოვიტანო და სხვა რამე გვინდა?
-ა, არ ვიცი დამელოდე
-ჰო მალე რა....
- ნიაკო რამე გინდა? - მკითხა ხმადაბლა.
-რავიცი რამე ტკბილიც გამოაყოლოს და ხილიც რა.
-რამე ტკბილი და ხილი წამოიღე, კარგი?
-კარგი,
-მალე მოდით. - გაუთიშა თამუნამ
-რა ხდება?
-ლუკა და ბიჭები მოვლენ მალე.
-ბიჭები?
-ჰო, რა იყო?
-არაფერი.
გავაგრძელეთ ყურება, სულ ბოლო ეპიზოდის ყურების დროს შემოაღო კარი ნიკამ - მისი ხმა გავიგე - თმუნას შევხედე, - რა?
-მოვიდნენ.
-ჰო.
მისაღებში შემოვიდნენ, დავიბენი ვერ გავიგე წამოვმდგარიყავი თუ არა, მაგრამ სიტუაცია ნიკამ გამოასწორა. მოვიდა წამომაყენა და მაგრად ჩამეხუტა.
-მომენატრე პატარა ქალბატონო.
-გავიგუდეე - გავიცინე მე
-კარგი მეც მიმიშვი. - წაიბუყბუყა ანდრეამ
-მოდი, - გავუღიმე, ცოტა დაბნეულიც ვიყავი. ანდრეასაც ჩავეხუტე, ზურა გადავკოცნე და დავსხედით, სამზარეულოსკენ გავიხედეთ რადგან, ლუკას და თამუნას კამათის ხმა შემოგვესმა.
-სად გაიქეცი?
-ნერვები არ მომიშალო.
-ვერ გავიგე?
-დამანებე თავი.
-ლუკა, გეყოფა რა.
-თამუნაა - ხმამაღლა მოუვიდა ლუკას, თამუნა შეხტა, მაგრამ მაინც თვალებში უყურებდა ლუკას, - არ დამიწყო ახლა, ნია ნია კაი?
-ისე რა კარგია სამზარეულო და სასტუმრო ოთახის გაერთიანება არა? ყველაფერი ჩანს და ისმის.. - გაიღიმა ზურა და ლუკას გახედა.
-რას მიყურებთ? - ჩვენ ყველამ ერთდროულად გამოვიხედეთ და თითქოს საუბარი დავიწყეთ რაღაცეებზე.
-წამოდი შენ - შედარებით ხმადაბლა უთხრა ლუკამ თამუნას, ჯერ თვითონ გავიდა და მერე თამუნა გაყვა.
-ერთი წუთით, მე ლუდს მოვიტან,
-დაგეხმარები წამოდგა ანდრეა, -გამიღიმა.
-კაი - გავუღიმე მეც. გავედით სამზარეულოშილუდი პარკიდან ამოვაწყე ერთი გავხსენი და ჭიქაში ჩასხმა დავაპირე, მაგრამ ხელებმა დამიწყო კანკალი და ვერ მოვახერხე, ანდრეამ შემომხედა, თავი უხერხულად ვიგრძენი და ბოთლი ხმაურიანად დავდგი.
-მოდი ისე გავიტანოთ არ უნდა ჭიქებში ჩასხმა. - გამიღიმა და ლუდის ბოთლები გაიტანა, ირგვლივ რომ მიმოვიხედე არცერთი ბოთლი არ იყო, მხოლოდ ტკბილეული, ჩიფსები და სასუსნავები.
-ნიაკო, შენ ეგენი მოიტანე და აქ გავხსნათ, კაი?
-კარგიი, ახლავე.
ყველაფერი დავაწყეთ მაგიდაზე ხილეულთან მისვლამდე, და როგორც იქნა ლუკა და თამუნა გამოჩნდა, ისინიც მოვიდნენ და დასხდნენ, მაგრამ თამუნას აბზუებულ ცხვირს ვინ ვერ შეამჩნევდა?
მაგრამ რაც იყო, ძაან მაგარი იყო, საუკეთესო დრო გავატარეთ, ცოტაარიყოს გამოვთვერით.
-ზურააა - და როგორც შემეფერება სიმთვრალეში საჭიროზე ხმამაღლა ლაპარაკი, დავიწყე.
-ჰოო - ისიც არანაკლები იყო, თან ჩემზე ბევრად მეტი დალია.
-სანდრო სად არის?
-ჯანდაბაში - გადაიხარხარა.
-აჰაა, გასაგებიაა, მადლოობაა, უღრმესიიიი.
-ანდრეააააა
-ჰოოოოოო
-და შენ იცი სანდრო სადაა?
-ნნნნნნწწ
-კაი, შენც მადლობაააა, ოღონდ ძვირფასიიიი
-ნიკუუშშშშშ - თვალებზე ცრემლები მომადგა, როგორც შემეძლო ვიკავებდი.
-ჰოო სიხარულოოოო
-იცი რა გამიკეთა მაგ ნაგავმააააა?
-ვიიიინ?
-სანდრო თუ ვიღაც რააა
-ჰოოოო, ჰოოო, სანდრო ვიციიიი, მერე
-დამტოვაააა - გადავიხარხარე მაგრამ თაველიდან ცრემლებმა გაიკვლიეს გზა ლოყებზე, ერთმანეთის მიყოლებით იკვლევდნენ გზას.
-არაააააააა?
-კიიკიიი, მიმაგდოოოო, გესმისსსს? მაშინ როცა მჭირედებოდაააააააა, ეგ არაააკაციიი, დამპალიიიი, ნაძირალააა, კრეტინიიიი - მთელი ხმით ვბღაოდი.
-არაა, ნია, არა
-ნიკუუშ, როგორც კი სხვასთან წასვლის საშუალება მიეცა მაშინვე მოკურცხლა, მარტო დამტოვა ამხელა განსაცდელთან და არამხოლოდ, დამიმატა კიდეც, გამო.....ბული ნაძირალა.
-რაა?
-ჰოოო, შშენნ რაა არ იციი? ვიღაც ახალ თუუუ ძძვველ ნაშშასთან დაახვია.
-არააააა, კაი რააა, რეებს ბოდიალებ?
-გაააააჯჯჯჯვააას მაგის კარგი .....ან, დამპალი ღორი, გამანადგურა ნიკა გამანადგურააააა.
-დამშვიდდდდდიიი, სანდრრროოო შენ არასდროს გაგიკეთებდა მაგას, შენ გაიგეეეეე?
-შენსავით გულუბბბრრყვილო ვიყყავვი მეეც.
-მოდი ჩემთან.
-შენ კარგი ბიჭი ხარ და მას არასდროს დაემსგავსო კაი?
იმ დღეს ბიჭებიც ჩვენთან დარჩნენ, თმუნამ ლუკა თავის ოთხში აიყვანა და იქ დაიძინენ, ანდრეა ჩემ ოთხში, ზურა მისაღებში დარჩა, ნიკა მეორე სტუმრების ოთახში, მე კი "სანდროს ოთხში". ყველაზე სასაცილო და ამავდროულად მტკივნეული ღმე გავატარეთ გუშინ, მაგრამ ლუკა მაინც არ შემირიგდა. ვალდებული ვიყავი არა სიტყვებით არამედ საქციელით დამემტკიცებინა ჩემი ბოდიში. დილით რომ გავიღვიძე, სანდროს სუნით გაბრუებულმა ნახევარი საათის მერე ავდექი, კარი რომ გავაღე ლუკა კიბეზე ჩამოდიოდა,
-გაიღვიძე?
-ჰო
-თავი გტკივა არა?
-მმჰჰ
-მოიცა ახლავე წვნიანს მოგიმზადებ, მაგრამ სკოლაში არ დაგაგვიანდეს.
-საათს შეხედე ჯერ ადრეა.
-უი ჯერ 7 - ია საათი.
-ჰოო.
მადისაღმძვრელი წვნიანი გავაკეთე, თეფშები მაგიდაზე დავალაგე. ლუკა სავარძელში იჯდა. უცებ ზურამ წამოყო თავი.
-მმმმმ, რა სუნებიაა, აუუუ ბიჭოო თავიიი.
-აბა რა გეგონა იმდენს რომ სვავდი - გადავიხარხარე
-აუ ნია ჩშშ, ჩუმად რა ფლიიზ
-კაი კაი, ადექი მოწესრიგდი და მოდით, მე ნიკას დავუძახებ, ლუკა მიდი შენ თამუნა და ანდრეა ჩამოიყვანე.
ყველა ერთად მივუსხედით მაგიდას.
-აუუ თავი მისკდებაა.
-ანდრეა სიხარულო, რომ არ შეგიძლიათ - გადავხედე ყველას - არ უნდა დალიოთ. - მერე გადავიხარხარე
-ჩჩჩჩჩშშშშშშშშშშშ - ყველა ერთად აშრიალდა და უცებ გავჩუმდი.
-ერთი ამას დამიხედეთ, საზიზღარო როგორ სარგებლობ რომ ნაბახუსევზე არ ხან ხოლმე.
-თამუნა დამშვიდდი და მიირთვი რომ მერე სკოლაში არ დააგვიანოთ,
-აუ მოდი დღეს არ წავიდეთ? - ლუკამ გახედა თამუნას.
-აუუ ჰოო.
-არაფერიც, დღეს წახვალთ, ტყუილად გაცდენები აღარ იქნება, მერე როცა დაგჭირდებათ ვეღარ გააცდენთ.
-კაი. - ამოიოხრა თამუნამ.
მოკლედ მთემი ეს კვირა ჩვეულებრივზე მშვიდად გავატარეთ და ჩემი გაფრენის დროც დადგა. ლუკა ჯერ კიდევ ცივად იყო ჩემთან, მაგრამ არაუშავს დავუმტკიცებ რომ შევიცვალე. ჩემს გასაცილებლად იმდენი ხალხი იყო თითქოს მაღალი თანამდებობის ადამიანს აცილებდნენ, ბიჭები ლუკა, თამუნა, ნიტა, ბებო, მამიდა, ბიცოლა. ლუკა არ ჩამეხუტა, და ვხედავდი ჩემს გამო მას და თამუნასაც დაეძაბათ ურთიერთობა, არაუშავს მალე გამოვასწორებ ყველაფერს. თვითმფრინავში, მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდი. რომ ჩავედი იმდები უცხო ადამიანი ირეოდა, ერთხელ ისიც კი გავიფიქრე რომ დავიკარგე, მაგრამ ნინიკო რომ დავინახე ისე გამიხარდა, გავიქეცი და ჩავეხუტე, მისთვის ზედმეტი სითბო უხეშობა იყო, არასდროს გამოხატავდა საჭიროდ სიყვარულს, მუდამ სერიოზულის იერს ინარჩუნებდა.
-კარგი ნია დამშვიდდი.
-როგორ ხარ?
-კარგად, გაიცანი ეს მაქსია ჩემი მეგობარი. - ნინი ყველაზე პატარა და ახალგაზრდა იყო, ამიტომ ჯერ დაოჯახებული არ იყო, არა იმ დროს არ იყო თორე ისე ყავდა ოჯახი, მაგრამ ნაადრევმა გათხოვებამ და უიღბლო სიყვარულმა დიდხანს ვერ გასტანა, სწორედ ამის მერე გახდა ის ასეთი.
მის სახლში მივედით, ბნაში 5 სართული, მაქსმა ჩემი ჩამოსვლის აღსანიშნავად სასმელი იყიდა და ცოტა დავლიეთ, რათქმაუნდა ნინის ნებართვით. აი ჩემი ახალი თავგადასავალი.




იმედია მოგეწონათ, ყველაფერს ვაკეთებ რომ კარგი გამოვიდეს, მაგრამ ეს ის მაქსიმუმი არაა რაც შემიძლია. ახლა იწყება არ დავიწყება... joy მოემზადეეთ. ეს ფრაზა სადნე რომ არ დამეწერა ისე არ შემეძლო joy joy joy , არ მინდა დავასრულო ეს ისტორია თითქოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად მექცა. heart_eyes



№1 სტუმარი lv

სანდრო რომ გააქრო მისი ცხოვრებიდან მოგკლავვ

და სხვა რომ გამოჩნდესსსს!!!!!!

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

lv
სანდრო რომ გააქრო მისი ცხოვრებიდან მოგკლავვ

და სხვა რომ გამოჩნდესსსს!!!!!!

ვერაფერს ვერ გეტყვი, მერე მუღამი აღარ ექნება... დრო გვიჩვენებს ყველაფერს.❤

 


№3  offline მოდერი bla.ell

Opa opaaaaaaaaaaaa...vaih..veli shemdeg taaavs magari tavi iyo:DD magari gogoxar shen❤❤

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
Opa opaaaaaaaaaaaa...vaih..veli shemdeg taaavs magari tavi iyo:DD magari gogoxar shen❤❤

რომ იცოდე როგორ მახარებს შენი თითოეული სიტყვა❤ მთელი დღე მახსოვს შენი სიტყვები❤ მიყვარხარ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent