შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალებით მოცული მკვლელობა(დასასრული)


17-06-2017, 22:45
ავტორი Deachkkaa
ნანახია 1 700

გრძნობენს რომ ანახებდა.ერჩივნა მისთვის გულქვა და უემოციო ეწოდებინათ,ვიდრე მისი ღია გრძნიბებით ეთამაშათ დაარადროს ყოფილა ემოციური.არ უყვარდა ხალხს თავის სიამოვნება მიეღოთ.ახლაც როცა ჯინას უსულო სხეულის წინ მუხლებზე დამხობილი შეშლილი სახით იდგა,ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგდია.იდგა და უყურებდა ბიძაშვილის გალურჯებულ სახეს,გაცრეცილ ლურჯ ტუჩებს.უყურებდა და ვერ იჯერებდა,რომ ის ჯინა იყო,თავისი პატარა ჯინა,რომელთანაც წლები იყო აღარ ელაპარაკა.გული შეეკუმშა და ტკივილისგან დაიღმუვლა.უნდოდა გრძნობები გაეთიშა და აღარ ეგრძნო ის მწვავე ტკივილი,რომელსაც ახლა განიცდიდა.არ შეეძლო არ ეტირა,არ შეეძლო მდგარიყო ჯინას მკვდარი სხეულის წინ და უემოციო ყოფილიყო.ტუჩზე მწარედ იკბინა თვალზე მომდგარი ცრემლის შესაჩერებლად,მაგრამ უშედეგოდ.სწრაფად დაუნამა ცრემლებმა ღაწვები.ცრემლი უხეშად მოიშორა და აივანზე გავიდა.მალევე ნიკა გაჰყვა უკან და გვერდით ამოუდგა.
-როგორ მოხდა-ჩამწყდარი ხმით წარმოსთქვა და თვალი სივრცეს გაუშტერა
-არ ვიცი-ამოიჩურჩულა
-შენ იპოვე?
-არა.მეზობელმა დამირეკა
-არიციან როგორ მოხდა?
-თავი მოიკლაო
-სისულელეა
-არვიცი ინა.იქნებ მართალია?
ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა ,რომელიც სუნთქვის საშვალებას აღარ აძლევდა.სწრაფად გაეცალა ნიკას და ჯინას ოთახში შევიდა.საწოლზე გულაღმა დაემხო და ბალიში,რომელსაც ჯინას სურნელი ჯერ კიდევ შემორჩენოდა,გულში ჩაიკრა.ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ჯინას სიკვდილს.არ სჯეროდა ან ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს.მიუხედავად იმისა,რომ ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ და არც ხვდებოდნენ ინასთვის ჯინა ყველა'ფერი იყო.თვალები დახუჭა,ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და ცხვირი მასში ჩარგო.უცებ წამოხდა,იცოდა თუ თავი მოიკლა წერილს ან რაიმე მსგავს აუცილებლად დატოვებდა.მთელი ოთახი გადაქექა,მაგრამ ვერაფერი ადმოაჩინა.იმედი გაუცრუვდა,თვალები აუცრემლიანდა და მძიმედ ამოიოხრა.ინას ყურთასმენას მაიას(ჯინას დედა) საშინელი წივილი მისწვდა,რომელიც გულამოსკვნით ტიროდა და ვერ იჯერებდა შვილის სიკვდილს.აღარ შეეძლო ინას ამ გარემოში გაჩერება,ვეღარ აიტანდა,გატყდებოდა.სწრაფად გავარდა ოთახიდან და სახლი უკან მოუხედავად დატოვა.მანქანას მიუჯდა და პირდაპირ სახლში წავიდა.
მეორე დღეს სამსახურში ისევ ადრე გამოცხადდა.ღამე გათეული,თვალებ შეშუპებული ალქაჯს მოგაგონებდათ.თავის მაგიდას მიუჯდა და საბუთებში ქექვა დაიწყო.
-ინა?კარგად ხარ?-ლუკა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.ხმა არ გაუცია ისე დაუქნია თავი.
-რაგჭირს? ცუდად ხარ?-ეჭვნარევი ხმით წარმოსთქვა და გოგონას მიაშტერდა.
-კარგად ვარ მეთქი ლუკა-წამოიყვირა და გაბრაზებულმა შეხედა-სხვა საქმე არ გაქვს? გამეცალე აქედან
ბიჭს სახე მოექუფრა,ნაწყებმა შეხედა ინას და გაეცალა.
-ისე,დავითი გიბარებს-უკანმოუხედავად მიაძახა.
ზანტად წამოიზლაზნა,დავითის კაბინეტთან ორი წამით შეჩერდა,ღრმად ჩაისუნთა და დააკაკუნა.
-შემოდით-მოესმა დავითის ხმა.
კარი ნელა გააღო და ასევე ნელი მოძრაობით შევიდა კაბინეტში.
-აბა როგორ მიგდის საქმეები?-შეეკითხა და თვალებით ანიშნა დამჯდარიყო.
-ჩვეულებრივ-მხრები აიჩეჩა და ჩამოჯდა
-მკვლელი ვერ იპოვეთ?
-ჯერ ვერა
-ბურდული ვინც დაჭრა ის იქნება მკვლელი-დაბეჯითებით წარმოთქვა დავითმა
-რა იცით?
-შენ სხვა მოსაზრება გაქვს?
-როგორ არის ალექსანდრე?-კითხვა დააიგნორა და თვალებში შეხედა.ისეთი გრძნობა დაეუფლა ინას თითქოს დავითი რაღაცას მალავდა.
-მძიმედაა.გონზე ჯერ კიდევ არ მოსულა
-გასაგებია-თავი დაუქნია-კიდევ გაინტერესებთ რამე?-მშრალად მიმართა
-შეგიძლია წახვიდე
სწრაფად წამოდგა და ოფისის დატოვებამდე დავითს მიმართა
-შუადღით ერთი საათით დამითხოვეთ.
-რისთვის-ჩააცივდა
-ბურდულს ვნახავ-მხრები აიჩეჩა
-კარგი-პასუხის გაგონებისთანავე კაბინეტი დატოვა და ისევ თავის მაგიდას დაუბრუნდა.დავითის საქციელზე ჩაფიქრდა.არასდროს ენახა დავითს ინტერესი გამოეხატა რომელიმე საქმესთან დაკავშირებით,რით იყო ეს გამორჩეული?დარწმუნებული იყო რომ კაცი რაღაცას მალავდა.ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა.ტელეფონზე დაფარული ნომრიდან მისწრეს.
"გაინტერესებს გაინტერესებს ვინაა მკვლელი? 10საათზე კემპ პარკში იყავი"
რამდენჯერმე წაიკითხა მონაწერი და გადაწყვიტა აუცილებლად წასულიყო.მაგრამ იქნებ მახე იყო?იქნებ ისიც ისევე მოეკლად როგორც ლიზა?ფიქრისგან უკვე თავი უსკდებოდა.
შუადღე მალე მოვიდა.სწრაფად წამოხდა ,ჩანთა მხარზე მოიგდო და შენობა უკან მოუხედავად დატოვა.
მანქანა სავადმყოფოს წინ გააჩერა და შიგნით სწრაფად შევიდა.
-ალექსანდრე ბურდული რომელ პალატაშია?-მშვიდად იკითხა
-ერთი წუთით-ხელი აღმართა გოგონამ და კომპიუტერში ძებნა დაიწყო-მეხუთე სართული 107 პალატა.პაციენტი მძიმედაა და დიდხანს ნუ გაჩერდებით-მორიდებით მიმართა
-მადლობა-მიაძახა და ლიფტში შევიდა.მეხუთე სართულზე ავიდა და 107 პალატა მოძებნა.კარის წინ გაჩერდა და ტუჩი მოიკვნიტა.საერთოდ რა უნდოდა აქ ?რატომ მოვიდა?რაში აინტერესებდა "ვიღაც " იდიოტი ბურდულის მდგომარეობა?
ხელი სახელურზე ედო და ფიქრობდა შესულიყო თუ არა.ბოლოს თავის თავს დაჯაბნა,სახელური ჩამოსწია და პალატაში შეაბიჯა.ცხვირში უსიამოვნოდ შეუღიტინა მედიკამენტების სუნმა.საწოლს მიუახლოვდა და ალექსანდრეს ზემოდან დააჩერდა.გულმა წაჰკრა ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.უცებ მის ადგილას ჯინა წარმოიდგინა,მაშინ იმედი მაინც ექნებოდა და არ მოუწევდა რეალობასთან ასე მწარედ შეჯახება.
ხელი სახეზე ჩამოუსვა და მისი ნაკვთების შესწავლა დაიწყო.მრავალ აპარატზე მიერთებული,მაინც არ კარგავდა თავის შარმს.გაცრეცილი ტუჩები წინ წამოეწია და მძიმედ სუნთქავდა.რამდენიმე წუთით კიდევ უყურა ბიჭს,შემდეგ სწრაფად წამოდგა და პალატა დატოვა.არ შეეძლო იქ დიდხანს გაჩერება,ვერ აიტანა ბიჭის ასეთ მდგომარეობაში დანახვა.მერე რა წესივრად რომ არ იცნობდა?მერე რა თუ ბიჭი სულ მის გამოწვევას ცდილობდა და მუდამ უსარგებლოდ აგრძნობინებდა თავს?თავი გააქნია და მანქანაში ჩაჯდა.ტელეფონზე კვლავ მიუვიდა შეტყობინება ამჯერად უცხო ნომრიდან
"კვლავ დაგეხმარები ინა.დავითის კაბინეტი კარგად გაჩხრიკე და ყველაფერზე პასუხს იპოვი
-შენი კეთილის მსურველი "
სხეულში უსამოვო ტალღამ დაუარა.თავიდან ეგონა რომ შეხვედრა მან დაუთქვა,მაგრამ თუ მისმა 'კეთილის მსურველმა' ახლა მისწერა,მაშინ შეხვედრას ვინ უნიშნავდა?
ტელეფონი კვლავ განათდა.ახალი შეტყობინება კვლავ მისგან იყო
'ვიცი შეხვედრა დაგინიშნეს.არ წახვიდე,შენი მოშორება უნდათ.
პოსკრიპტუმ:უკვე მესამედ გადაგარჩინე.ჩემთან ვალში ხარ ;)
-შკმ.'
უკვე სამჯერ გადაგარჩინეო?აქამდე სად უნდა გადაერჩინა?საერთოდ ვინ იყო ? რა უნდოდა? თუ მკვლელი იყო მაშინ რატომ 'იცავდა' ინას? ან რატომ ეხმარებოდა? იქნებ არც ეხმარებოდა და უნდოდა დავითს ფაქტზე წაესწრო და გამოძიებიდან მოეხსნა?ძალიან ბევრი კითხვა იყო,მაგრამ პასუხი ჯერ არაფერზე ჰქონდა. რა ექნა? დაეჯერებინა თავისი კეთილის მსურველისთვის? ალბათ უნდა ეცადა.საღამოს ოფისში გვიანობამდე დარჩებოდა და აუცილებლად შეამოწმებდა უფროსის კაბინეტს.
დღე მალე მიიწურა.ბიუროდან ხალხი ნელ-ნელა იკრიფებოდა.ინა საბუთებს ჩასჩერებოდა და ლიზას ფოტოებს ათვალიერებდა.ახლაღა გაახსენდა სია.აუცილებლად უნდა ენახა სიაში მყოფი ხალხი.სახელები ფურცელზე გადაწერა და ლუკა თავისთან მიიხმო.
ბიჭი ნაწყენი სახით მიუახლოვდა და მიაჩერდა
-გამირკვიე ვინაა ეს ხალხი და აქ დაიბარე-ფურცელი გაუწოდა.უთქმელად გამოართვა ფურცელი და წასვლა დააპირა,როდესაც ინას სიტყვებმა შეაჩერა-ლუკა-რამდენიმე წამით გაჩუმდა-წეღან არმინდოდა,ბოდიში.
-არაფერია-ჩაეღიმა და გზა განაგრძო.
მალევე დავითმა თავისი კაბინეტი,ქეისით ხელში,დატოვა.
-კიდევ აქ ხარ ინა?-გოგონას მაგიდასთან გაჩერდა
-დიახ,ბევრი საქმე მაქვს
-უკვე ათის ნახევარია-საათს შეხედა ორაზროვნად ჩაილაპარაკა
-ვიცი,წვრილი საქმეღა დამრჩა .მალე მოვრჩები და წავალ მეც
-კარგი-თავი დაუკრა და წავიდა.რამდენიმე წუთი შეიცადა ინამ .როდესაც დარწმუნა,რომ ახლომახლო არავინ იყო სწრაფად წამოდგა და დავითის კაბინეტში შეიძურწა.ტელეფონით ოთახი გაანათა და პირველ რიგში მაგიდაზე ლამაზად დაწყობილი საბუთები შეამოწმა.უჩვეულო არაფერი იყო.შემდეგ უჯრები მოსინჯა,იქაც არაფერი.ბოლო უჯრა ჩაკეტილი დახვდა.გუმანით იგრძრო,რომ იქ მისთვის საინტერესო რაღაც იდებოდა.თავიდან თმის სარჭი მოიხსნა.რამდენიმე წუთი ეჯაჯგურა და ბოლოს ძლივს გახსნა.უჯრაში დანა,ფოტოები და კონვერტი იდო.
ფოტოებს დასწვდა და გაოცებისგან პირი დააღო.ყველა ფოტოზე ლიკა და ვიღაც ბიჭი იყვნენ გამოსახულნი.ტელეფონი მოიმარჯვა და ფოტოები გადაუღო.ნეტავ რაში სჭირდებოდა ეს დავითს? ან რატომ არ გადასცა ინას ?ის ხომ ამ საქმეს იძიებდა?თავი გააქნია და ახლა კონვერტი ამოიღო.ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა "ინას".ყელი გაუშრა და ტანზე ცივმა ოფლმა დაასხა.სახიფათო იყო კაბინეტში გაჩერება.უჯრა სწრაფად მიკეტა,კონვერტი დამალა და როგორც შეიძურწა ისევე გამოიძურწა კაბინეტიდან.სწრაფად წამოკრიფა საბუთები.იმდენად ნერვიულობდა,ხელიდან რამდენჯერმე გაუვარდა.ჩანთაში ჩააწყო და ლიფტში შევიდა.მხოლოდ მაშინ დამშვიდდა,როცა საკუთარ ოთახში,კარებ ჩარაზული, იჯდა და კონვერტს დაშტერებოდა.ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს.რაში უნდა ყოფილიყო დავითი გარეული?იცნობდა ლიკას?სჯობდა სწრაფად გაეხსნა კონვერტი.ერთი ამოიოხრა და წერილი ამოაძვრინა.ნელა გადაშალა და კითხვა დაიწყო
"ძვირფასო ინა.ალბათ ამ წერილს,რომ მიიღებ იფიქრებ ამ უნამუსომ მოწერა როგორ გაბედაო,მაგრამ ვერ დავისვენებდი ეს რომ არ გაგეგო.თუ ახლა ამას კითხულობ ესეიგი უკვე მოვკვდი.რა ირონიულია არა? მე შენ ამდენი წლის შემდეგ გწერ და გთხოვ მომისმინო.ვიცი ამის წაკითხვის შემდეგ შეგძულდები,მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.ისიც ვიცი ,რომ ჩემი სიკვდილი გაგანადგურებს,მაგრამ მე მაინც მომკლავდნენ.არ მინდოდა წამებით სიკვდილი გესმის? ხომ გესმის ჩემი ინა?გთხოვ გამიგე და არ გამიბრაზდე.ყველაფრის მოყოლას თავიდან დავიწყებ.
გახსოვს შენს მეთვრამეტე დაბადების დღეზე რომ დამაგვიანდა?მაშინ ვცდილობდი ფული შემეგროვებინა და შენთვის საჩუქარი მეყიდა.წინა დღეებში შემთხვევით გავიცანი ლიზა მაჭავარიანი,ხო ის ლიზა ახლა რომ მკვდარია ,მან შემომთავაზა ნარკოტიკით გვევაჭრა და სხვადასხვა ადგილას გადაგვეტანა.მაშინ მაგიტომ შემაგვიანდა,დავალებას ვასრულებდი.გახსოვს რომ გიკვირდა ამდენი ფული საიდან იშოვეო? ფულმა დამაბრმავა და უფრო მეტი მომინდა.ახლა ხვდები?არ ყოფილა შენი ბიძაშვილი ანგელოზი.გგონია ნიკა იყო ცუდი?რათქმაუნდა გეგონებოდა,ეს ხომ მე გაფიქრებინე.ის ნათელი წერტილი იყო ჩემს ბინძურ ცხოვრებადი.გეგონა მსხვერპლი ვიყავი,მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო,ის იყო ჩემი მსხვერპლი.როდესაც ჩუმად გავყევი მას ყველაფერი შეიცვალა.არვიცი ასე რატომ გეწყინა,მართლა ვერვხვდები.ნუ ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ამას იმიტომ გეუბნები რომ არ მინდა ნიკა გძულდეს,გაიცანი და ნახავ როგორი კარგია.იცი?ნიკამაც არიცოდა ამის შესახებ.რომ სცოდნოდა შენი აზრით ჩენთან გაჩერდებოდა?მაგრამ შემდეგ გაიგო.დიახ ზუსტად იმდღეს როცა დაგირეკე.მაშინაც მოგატყუე იან,მაშინაც გაფიქრებინე რომ ნაბ**ვარი იყო.პირველ დღეს გაბრაზდა,შემდეგ მთხოვა ამ საქმეს ჩამოვშორებოდი,მაგრამ მეც ზუსტად ლიზას ბედი მეწეოდა.ხო მივუახლოვდი იმ ნაწილს ,რომელიც ალბათ უფრო გაინტერესებს.ლიზა მაჭავარიანი გუგა ბერაძემ მოკლა.გვარი გეცნობა?სწორად ფიქრობ ინა,სწორად.დავითის ბიჭს იცნობ?შენი უფროსის ბიჭს.ის იყო ჩვენი უფროსი.ის გვავალებდა ნარკოტიკი სად და როდის გადაგვეტანა.შენი აზრით რატომ ვერ გვიჭერდნენ?არცდები ინა,დავითმა ყველაფერი იცოდა,არამარტო იცოდა ისიც ამ საქმეში იყო გარეული.როდესაც ლიზამ საქმიდან ჩამოშორება გადაწყვიტა და ეს გუგასაც განუცხადა,იმავე დღეს მოკვდა.შენი აზრით დამთხვევითობაა?გავიგე ლიზას მკვლელობა შენთვის ჩაუბარებიათ.ალბათ დავითს სულელი ჰგონიხარ,მაგრამ დაგეხმარებიან ინა.შენი კეთილის მსურველი სულ შენთან იქნება.
ხედავ ინა?შენ ნიკა გეგონა არამზადა,ბოლოს ვინაა საშინელება ხვდები?არ აიცრუო ჩემზე გული ინა,არც ჩემი სიკვდილი გეწყინოს და არც იმაზე იფიქრო,რომ ჩემი გადარჩენა შეგეძლო.მე ვერავინ გადამარჩენდა.გთხოვ ნიკას მიმიხედე,არმინდა თავი იტანჯოს.იმედია მკვლელს დააკავებ.არვიცი ეს წერილი რამეში გამოგადგება თუ არა.მაგრამ ახლა იცი ვინააა მკვლელი.ძალიან მიყვარხარ ინა ,იქ მაღლა შევხვდებით..."
ცრემლებმა ღაპა-ღუპით დაიწყეს დენა.მაღალ ხმაზე აუტყდა ტირილი,არ იცოდა რა ატირებდა,ალბათ სიმართლის გაგებამ გული ატკინა.ჯინა ყოველთვის წმინდასთან ასოცირდებოდა,ვერ იჯერებდა ,არ შეეძლო დაეჯერებინა.როგორ ვერ შეამჩნია?ასე დაბრმავდა?როგორ შეძლო?ეს წლები ასე ,რომ არ გაეტარებინა იქნებ მისთვის ეშველა?ან ნიკა?რამდენჯერ დაუმცირებია,რამდენჯერ გაულანძღავს ,მაგრამ ბიჭს ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ უთქვამს.როგორ იყო ასეთი სულელი?ასეთი ბრმა? ან დავითზე როგორ ვერ მიხვდა?იმ გასაღებზეც მოატყუა.საერთოდ ყველაფერი მოატყუა.ანუ ამდენი წელი ტყუილში ცხოვრობდა?ამდენი წელი რას შეალია? არაფერს?ტირილი მალევე შეწყვიტა და გაბრაზებისგან კუნთები დაეჭიმა.ტელეფონი აიღო ,რამდენიმე შეტყობინება და ექვსი ზარი იყო შემოსული.პირველად მესიჯი გახსნა.დაფარული ნომრიდან ის უცნობი სწერდა,რომელმაც შეხვედრა დაუნიშნა.მაშინვე გაახსენდა დავითის რეპლიკა წასვლის წინ.როგორც ჩანს ჯინას წერილი წაიკითხა და ალბათ ინას მოშორებაც მოუნდა,ანდაც უნდოდა გაებრიყვებინა და ტყუილებით გაეჭყიპა.ტელეფონი აიღო და მისი კეთილის მსურველის ნომერზე გადარეკა.რამდენიმე წამის შემდედ გააგონეს
-შეგიძლია მოხვიდე?-რატომღაც ფიქრობდა,მასაც ეცოდინებოდა რამე
-ესეიგი წერილი ნახე-მშვიდი ბარიტონით წარმოთქვა
-ვნახე.
-კარგი,ახლა ადექი და კარი გამიღე-გაუთიშა.
გაოცებისგან პირი გააღო.ის რა აქ ილოდებოდა?ელოდებოდა მის ზარს?მაგრამ საიდან იცოდა...სწრაფად წამოხტა ,ჭუჭრუტანაში გაიხედა,მაგრამ მაიმც ვერაფერი დაინახა.ერთი ამოიოხრა და კარი გააღო.მის წინ შავებში გამოწყობილი ბიჭი იდგა.გვერდი გაუარა და მისაღებში გავიდა.გოგონამ სწრაფად ჩაკეტა კარი და უკან მიჰყვა.ბიჭი დივანზე კომფორტულად წამომჯდარიყო და არხეინად უყურებდა გოგონას.ალექსანდრესთან შედარებით ის მშვენივრად გამოიყურებოდა.
-იცოდი,რომ დაგირეკავდი?
-არა
-აბა რატომ იყავი აქ?
-აქ არ ვიყავი
-აბა?
-გიცდია მეზობლების გაცნობა?-ირონიულად ჩაიცინა.
-მე..მე..-აბლუყუნდა და ახლაღა გაახსენდა,რომ საერთოდ არ იცნობდა მის მეზობლებს.აბა როგორ გაიცნობდა?სულ სამსახურში იყო,ანდაც სახლში გამოიკეტებოდა და საქმეზე ფიქრობდა.
-კარგი,არქვს მნიშვნელობა-ხელი აიქნია ბიჭმა.-რა გინდოდა.
-შენ იცი რამე?
-არა.
-აბა რატომ მეხმარები?
-ჯინამ მთხოვა
-საიდან იცნობ..იცნობდი მას?
-რა მნიშვნელობააქვს ინა?
-შენც იმ საქმეში ერიე?
-არა-ირონიულად ჩაიცინა.
-ანუ გამოუსადეგარი ხარ -თავი გააქნია გოგონამ და პუფში ჩაეშვა.-ისე-ბიჭს შეხედა-შენ ესროლე ალექსანდრეს?
-არა
-აბა?
-არვიცი.სხვა სახლიდან ისროლეს.მეც მათ დამჭრეს,მაგრამ როგგორც ჩანს შენს მეწყვილეს უფრო მეტი მოხვდა
-მაშინ რატომ არ მითხარი ეს?
-დამიჯერებდი?
-არა-ამოიოხრე.
-ახლა რა უნდა ვქნა?
-შენი აზრით?
-არვიცი როგორ დავიჭირო.
-გინდა რომ დაგეხმარო?-ჩაეცინა
-არმჭირდება-ცხვირი აიბზუა
-დიდი გავლენები მაქვს.შემიძლია ფაქტზე დაგაჭერინო.
-მართლა?-თვალები მოჭუტა გოგონამ.
-მართლა
-რატომ მეხმარები?
-ისე-მხრები აიჩეჩა
-უბრალოდ არავის ეხმარებიან
-ბევრ კითხვებს სხვამ ინა.-შუბლი შეკრა.-ხვალ ახალი პარტია ჩამოდის,მნიშვნელოვანი პარტია,დავითიც იქ იქნება.მის დაკავებაში ეს წერილიც დაგეხმარება და ალექსანდრეც.
-ალექსანდრემ იცოდა?
-მან თავიდანვე ყველაფერი იცოდა
-და.. რატომ არ მითხრა?-გაოგნებულმა წამოიძახა.
-არ გენდობოდა-მხრები აიჩეჩა და წამოდგა.
-ვინ ხარ!-მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ.ბიჭს ირიბად ჩაეცინა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ვინ ხარ -კიდევ გაუმეორა და ხელში ჩააფრინდა.
-ხვალ 3 საათზე ,როტერის ქუჩაზე მდებარე დანგრეულ შენობაში.არ ჩაფლავდე.-ხელი გაინთავისუფლა,კარი გააღო და მის მოპირდაპირე სახლში შევიდა.
რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა ინა.შემდეგ კარი სწრაფად ჩაკეტა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.ტვინი უდუღდა.ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს .როგორ შეიძლება ასე ყოფილიყო? საერთოდ ვინ იყო ალექსანდრე? თუ ყველაფერი იცოდა რატომ აჩვენებდა ასე თავს? ან ვინ იყო ეს უცნობი? სახელი მაინც ვერ ჰკითხა ,ან რას ჰკითხავდა? მაგის დრო იყო? თუ უცნობმა ყველაფერი იცოდა თავად რატომ არ აკეთებდა არაფერს?იქნებ ისიც დეტექტივი იყო?მაგრამ ჩარევა არ უნდიდა?იქნებ ალექსანდრემ დააბარა?საშინლად არეული იყო.გეგმა უნდა დაესახა თუ როგორ ემოქმედა.არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბნეულიყო.ხვალ ლუკას დაელაპარაკებოდა და მთელ რაზმთან ერთად დაადგებოდა თავზე დავითს.ყველას დაიჭერდნენ,თუ საჭირო გახდებოდა იარაღსაც გამოიყენებდნენ.ყველაფერს იზამდა და აუცილებლად იძიებდა შურს ჯინას გამო!ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და გათენებას დაელოდა.
დილით ადრიანად წამოხტა საწოლიდან.დავითს არ უნდა შეემჩნია წერილის გაქრობა.სწრაფად წავიდა ბიუროში,უფროსის კაბინეტში შექანდა ,წერილი თავის ადგილას დააბრუნა.როგორც კი გასწორდა მაშინვე დავითმა შემოაღო ღიმილიანი სახით კარი.ინა ადგილზე გაშეშდა.ახლა რა უნდა ექნა?
-აქ რას აკეთებ?-მაშინვე შეეცვალა სახე და მისკენ წავიდა.
-თქვენ გელოდებოდით-ძალით გაუღიმა .
-მანდ რას დგახარ მერე-შეუღრინა და გვერდით გასწია
-მაპატიეთ ,უბრალოდ ხედით ვტკბებოდი-უცებ მოიფიქრა და თვალებში შეხედა.ახლა მის წინ იდგა ყველაზე ამაზრზენი არსება.რატომღაც გული ეტკინა.დავითთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ,ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ის ასეთ საქმეში იქნებოდა გარეული.
-რა გინდოდა?
-რაა?-დაიბნა
-აქ რისთვის შემოხვედი?
-აა დიახ.საქმეზე მგონი ხელჩასაჭიდი ვიპოვე-უცებ გაახსენდა ლუკასთვის მიცემული ფურცელი.ის ამას მაინც გაიგებდა
-რა გაიგე?-დაიძაბა.
-მაჭავარიანის სახლში ფურცელი ვიპოვე სადაც სახელები იყო ჩამოწერილი.ლუკას გავატანე გასარკვევად
-აა გასაგებია-ჩაეღიმა.ალბათ მან დაატოვებინა სია,ამიტომაც გაეღიმებოდა.
-ახლა დაგტოვებთ-კაბინეტი დატოვა და ამოისუნთქა.ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა.გეზი ლუკასკენ აიღო.
-ლუკა შენთან საქმე მაქვს
-რა მოხდა?
-წამოდი,ცალკე უნდა ვილაპარაკოთ.ჩემს მანქანაში იყავი 10 წუთში.
-კარგი-დაეჭვებულმა შეხედა.
პირველი ინა გავიდა და მანქანაში ჩაჯდა.ათი წუთი საშინლად ნელა გაიწელა.ბოლოს ლუკაც გამოჩნდა,კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჟდა.
-რამოხდა?
გოგონამ ყველაფერი მოუყვა,რათქმაუნდა რამდენიმე დეტალის გამოკლებით .არ უხსენებია ჯინას საქმიანობის შესახებ,ბევრი არც მის კეთილის მსურველზე მოუყოლია.ბოლოს თავისი გეგმაც გააცნო და შეხედა.
-ვააა-თავი გაიქექა-წარმოიდგენდი ასეთ რამეს?
-მოკლედ ისე უნდა ვიმოქმედოთ რომ დავითი ვერაფერს მიხვდეს.
-არაა პრობლემა.ნერვიულობ?
-სიმართლე გითხრა კი-ნერვიულად გაიღიმა
-ყველაფერი გამოგვივა-მტკიცედ წარმოთქვა ბიჭმა
-იცი?თავიდან შენში ეჭვი შემეპარა
-როდის?-გაეცინა
-დავითმა მითხრა გასაღები ლუკას მივეციო,მაგრამ შენ მითხარი არაო.
-მაგაზე სიმართლე გითხრა-უხერხულად გაიღიმა
-ანუ?
-მე ვარ ის "ცოლიანი" ბიჭი
-ანუ თქვენ....-გაოგნებულმა ჩაილაპარაკა
-ხო.მინდოდა მარტო მივსულიყავი იქ,სხვების გარეშე.
-გასაგებია-ამოიოხრა -გიყვარდა?
ბიჭს თვალებში ტკივილმა გადაურბინა-რა მნიშვნელობა აქვს?წავალ ინა.ბიჭებს შევკრიბავ-ამოიოხრა და მანქანიდან გადავიდა.
******
კეთილის მსურველი მართალი გამოდგა.3საათზე მართლაც ყველა იქ იყო,დავითიც.შენობა შტურმით აიღეს.ბევრი დაიჭრა,მათ შორის ლუკაც,მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.ყველ დაიჭირეს და დანაშაულისთვის პასუხი აგეს.ინა დააჯილდოვეს გაწეული სამსახურისთვის,არც ლუკა დარჩენილა ჯილდოს გარეშე.ალექსანდრე მდგომარეობიდან გამოვიდა და მალევე გამოჯამთელდა,რათქმაუნდა თავისი სარკაზმი არ დაუკარგავს და კვლავ აფორიაქებდა ინას.ინას კეთილის მსურველი ალექსანდრედ ძმა გამოდგა,რომელიც მომავალში არაერთხელ დაეხმარა გოგონას.რა ბედი ეწია ნიკას?ის და ინა საკმაოდ დაახლოვდნენ და ხშირად ერთად სტუმრობდნენ ჯინას საფლავს.ყველაფერი დასრულდა.იდუმალებით მოცულ მკვლელობას ფარდა აეხადა.


****
არ ვიცი რავთქვა.დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით ^^ ჩემი პირველი მოთხრობა დავასრულე.არც კი მჯერა.ძალიან ვფრთხილობდი წერის დროს.არვიცი როგორი გამოვიდა,იმედია მოგეწონებათ :) <3 დააფისქირეთ თქვენი აზრი.დასასრული მოგეწონათ?იქნებ იმედები გაგიცრუვდათ?არ მეწყინება ,მართლა :დ გავითვალისწინებ რჩევებს ახალი ისტორიისთვის <3 ველი თქვენს კომენტარებს <3
სიყვარულის დეაჩკა <3



№1  offline მოდერი sopiko

მშვენიერი იყო პირველი მცდელობისთვის, დეა, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა გაჩერდე, პირიქით, წინ და წინ უნდა წაიწიო heart_eyes
მართლა ბევრი კითხვის ნიშანი იყო და არარეალურად არც ერთი არ გაგიხსნია, ასე რომ, ყოჩაღ.
დარწმუნებული ვარ, შემდეგი ისტორია უფრო დახვეწილი იქნება!

 


№2 აქტიური მკითხველი La-Na

დეაჩკა ახლა წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა მართლა, თუმცა ერთი თავი რომ დაგემატებინა ჯობდა,ბოლოს თითქოს მიაყარე და უცებ მოხდა ყველა მოქმედება.ისე ყოჩაღ, მართლა ძალიან საინტერესო და აზრიანი ისტორია იყო.ველი ახალ ისტორიას,არ დაგვეკარგო
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი Deachkkaa

sopiko
მშვენიერი იყო პირველი მცდელობისთვის, დეა, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა გაჩერდე, პირიქით, წინ და წინ უნდა წაიწიო heart_eyes
მართლა ბევრი კითხვის ნიშანი იყო და არარეალურად არც ერთი არ გაგიხსნია, ასე რომ, ყოჩაღ.
დარწმუნებული ვარ, შემდეგი ისტორია უფრო დახვეწილი იქნება!

ძალიან დიდი მადლობა <3 რათქმაუნდა აქ არ გავჩერდები და ახალ ისტორიასაც მალე შემოგთავაზებთ <3

La-Na
დეაჩკა ახლა წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა მართლა, თუმცა ერთი თავი რომ დაგემატებინა ჯობდა,ბოლოს თითქოს მიაყარე და უცებ მოხდა ყველა მოქმედება.ისე ყოჩაღ, მართლა ძალიან საინტერესო და აზრიანი ისტორია იყო.ველი ახალ ისტორიას,არ დაგვეკარგო

ძალიან დიდი მადლობა <3 თითქოს მეც მასე ვიფიქრე ,მაგრამ სხვანაირად ვეღარც დავწერე. რათქმაუნდა ახალი ისტორიით მალე დავბრუნდები <3

 


№4 სტუმარი Guest Liza

Dzalian kargi iyo, mitumetes pirvelistvis. Araperi dagviwyebia da yvelaperi bolomde gvachvene. Ertaderti guli imaze damwyda aleqsandre da inas urtiertoba rom ar ganavitare. Tavidan titqos igrdznoboda garkveuli qimia mat shoris:ddd

 


№5  offline წევრი Deachkkaa

Guest Liza
Dzalian kargi iyo, mitumetes pirvelistvis. Araperi dagviwyebia da yvelaperi bolomde gvachvene. Ertaderti guli imaze damwyda aleqsandre da inas urtiertoba rom ar ganavitare. Tavidan titqos igrdznoboda garkveuli qimia mat shoris:ddd

მადლობა დიდი <3 თავიდან მეც ვიფიქრე ურთიერთობის განვითარებაზე ,მაგრამ მივხვდი რომ ძალიან გამეწელებოდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent