შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე... (6)


18-06-2017, 00:42
ავტორი სატი
ნანახია 2 536

უკან რომ გავბრუნდი მის ტელეფონს მოვკარი თვალი, ტენიდა. მაშინვე ხელი დავტაცე და რეზის დავურეკე.
-ალო?
-რეზი დამეხმარე.
-ლიზა?!
-ხო, არ წავსუ...
ამ დროს ლუკამ გამომართვა ტელეფონი.
-რამდენის თქმა მოასწარი.
-არაფერი არ მითქვამს.
-ჯანდაბა, ლიზა ხო გითხარი ნორმალურად მოიქეცი თქო!!-ქვევით ჩავიდა ეხლა ვიცოდი რო დარხეული მქონდა. ზუსტად 2წუთში ლევანი ამოვარდა. მკლავში მეცა და მაგრად შემანჯღრია.
-რამდენი უნდა გითმინო!!! მაინც და მაინც ხელი უნდა ავწიო შენზე? ოთახში ჩაგკეტო და ცხოველივით დაგაბა?!! თუ რა გინდა ამიხსენი?!!! რა ლიზა?!! ყველანაირად გეხმარებოდი რაც შემეძლო. სხვა ნებისმიერი ჩემ ადგილზე უკვე ესე მოიქცეოდა!!! რამდენის თქმა მოასწარი?!!!
-გამიშივ... მტკივ...
-მოკეტე! ჯანდაბა რეზი რეკავს, ხმა არ ამოიღო!-უცებ ხელი გამიშვა და საწოლზე მიმაგდო. შუბლი საწოლის კიდეს ჩამოვარტყი და სისხლი თქრიალით წამომივიდა. სახეზე საშინელება მჭირდა. მან ეს ვერ შეამჩნია, იქამდე სანამ არ ავდექი...როგორც კი ავდექი, ის ჩემკენ წამოვიდა და ხელში ამიყვანა. ამ დროს გული წამივიდა. რომ გამეღვიძა უკვე საავადმყოფოში ვიყავი. ექიმი და ლევანი იდგნენ ოთახში. ექიმი ჩემთან მოვიდა და რაღაცა ფანარი ჩამანათა თვალებში.
-გამარჯობა ლიზა, მე გიორგი მქვია. როგორ გრძნობ თავს?
-ესე მგონია ვიღაცამ შუბლი გამიხეთქა.
-თავი გაიტეხე, რამოდენიმე ნაკერი დაგადეთ, მსუბუქი ტვინის შერყევა გაქვს მაგრამ დღეს ყოველი შემთხვევისთვის დაგტოვებთ აქ.
-გასაგებია.
-მე კიდე შემოვალ საღამოს შემოვლაზე.
ექიმი გავიდა.
-ლიზა, მაპატიე... ზედმეტი მომივიდა... მართლა
მე არაფერი არ მითქვამს. მასთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. მეორე დღეს სახლში მიმიყვანა და იმის შემდეგ არც მინახავს. ორი დღე საწოლიდან არ ავმდგარვარ, ლიანა ძლივს მაჭმევდა. არავის ნახვა არ მინდოდა. ამ დღეებში სიკვდილს ვოცნებოდი. ლევანიზე ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ იმ დღემდე ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთ რაღაცას გააკეთებდა. ვიმედოვნებდი რომ მართლა ძალით არ უნდოდა... ყოველ დღეს ტირილით ვატარებდი. მამაჩემი მენატრებოდა... მინდოდა სიმართლე გამეგო. მის მიმართ შიშის და ზიზღის გარდა ვერაფერს ვერ განვიცდიდი. როგორც იქნა ერთ დღესაც გამოჩნდა. კარზე დააკაკუნა და შიგნით შემოვიდა. მერე ჩემთან მოვიდა და ჩემს წინ ჩაიკუზა.
-ლიზ, როგორ ხარ?
არაფერი მიპასუხია.
-ლიზა, კიდე გაბრაზებული ხარ?
-არა.
-ლიანამ მითხრა რო არაფერს ჭამ და რო საერთოდ არ დგები ლოგინიდან, რამე მოხდა?
-გარდა იმისა...რომ გამომწყვდეული... ვარ აქ...
-ლიზა, გინდა სოფელში წაგიყვან?
არც ამაზე მიპასუხია არაფერი.
-არ შეილება ესე სულ დასუსტდები. ლიზა!
ქვემოთ ჩავიდა და საჭმელი ამოიტანა. რაღაც სალათი იყო.
-ლიზ, მაიონეზის სალათა მოგიტანე, ძაან გემრიელია.
-არ მინდა.
-არ გიყვარს?
-ლევან, არ მინდა!
-ლიზა, იმ დღის გამო მართლა... მაპატიე ცუდად გამომივიდა.
მიხვდა რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა და ქვევით ჩავიდა.
-არ ჭამს. ლიანა, აღარ ვიცი რა გავაკეთო. რამდენი ხანია ესე.
-რაც წახვედით იმის შემდეგ.
-რა ვუყო?
-რამით რო წაახალისოთ? სოფელში წაიყვანეთ.
-მართალი ხარ. შენ ტანსაცმელები ჩაულაგე, მე ჩამოვიყვან და მანქანაში ჩავსვამ-ზემოთ ამოვიდა და ისე რო არაფერი არ მითხრა ხელში ამიყვანა,ვიცოდი რომ მივყავდი, ამიტომ ჩემი პატარა ჩანთა ავიღე, სადაც ბარათი მედო (ბანკის) და სიგარეტი. საბანი შემომახურა და მანქანასთან მიმიყვანა და ჩამსვა. არც არაფერი მიკითხავს, მაგრა მეკიდა რას მიზამდა. საჭესთნ თვითონ დაჯდა. მე წინ ვიჯექი. თვალები დასიებული მქონდა და შუქი ნერვებს მიშლიდა ამიტომ ისევ ძილი გადავწყვიტე. სახეზე რაღაც შევატყვე. თითქოს ნერვიულობდა, მაგრამ ღირსიც იყო. გამანადგურა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ესეთი ვყოფილიყავი. საკმარისად დაშტერებული იმისთვის რომ გამეკეთებინა ის რასაც თვითონ მთხოვდა. 2საათის შემდეგ მემგონი კახეთში ჩავედით. რაღაც დიდ სახლთან გააჩერა მანქანა. არც დაცვა და არავინ არ წამოგვყოლია, რაც ძალიან გამიკვირდა. ეზოში ნაგაზი ყავდა. ლეკვი... ყოველ შემთხვევაში პატარა იყო. მანქანის კარი გამიღო და გადმოვედი. საბარგულიდან ჩემოდანი გადმოიტანა, ჭიშკარი გააღო და შიგნით შევედით. ლეკვი მაშინვე ჩვენ მოგვვარდა, ლევანიმ ხელში აიყვანა და მოეფერა.
-ხო საყვარელია? ჯერ სახელი არ მომიფიქრებია. გინდა აურჩიე?
არაფერი მიპასუხია და სახლისკენ წავედი. მან ღრმად ამოისუნთქა და მე გამომყვა. სახლის კარი გააღო და შიგნით შევედით. სახლი შიგნიდან დიდი არ იყო, მაგრამ ლამაზი და ძველებური. ოთახში ორი დიდი სავარძელი, ტელევიზორი და ბუხარი ეტეოდა. იქ ზედმეტად ციოდა და ნესტი იყო. ლევანმა მაშინვე ბუხარი აანთო. შემდეგ ძაღლს საჭმელი დაუყარა და შიგნით შემოიყვანა ცოტახნით.
-ლიზა, არ შეჭამ? ნამცხვრები ამოვიტანე და რავი ფაქტიურად ყველაფერი რაც არსებობს თუ მაინც და მაინც ტკბილი გიყვარს რამე.
-არ მინდა.
-ლიზა, ძაან გთხოვ.
ზემოთ ავედი და პირველივე ოთახში შევედი. ღამე ამავე ოთახში არ დაუძინია. სხვაგან გავიდა. დილით ქვემოთ რო ჩავედი არ დამხვდა. გარეთ გავედი, ძაღლს ეთამაშებოდა. ერთხელ შემომხედა და არაფერი არ უთქვამს. უცებ მანქანა დავინახე, ის სწრაფად გაჩერდა ჭიშკართან, იქიდან რეზი გადმოვიდა და ჩემკენ გამოიქცა. მაშინვე მივვარდი და სიხარულისგან შევახტი. მემგონი ორი საათი მაბზრიალა, რადგან შემდეგ ორივეს თავბრუ დაგვესხა და ძირს დავვარდით. სახეზე ნაკერები რო შეამჩნია გული გადაუტრიალდა.
-რა გჭირს? ვინ ქნა?! სხვაგან რამე გჭირს?-ყველაფერს მითვალიერებდა, მერე ლევანს მივარდა და სახეში მუშტი ხია.
-რეზი! არ გინდა გთხოვ!
არ ჩერდებოდა.
-როგორ გაბედე შე ახ&***ო! როგორ შეეხე!!!
ლევანი არც ეწინააღმდეგებოდა.
-რეზი!!-მივვარდი და ძლივს დავაკავე-მასზე უკეთესი არაფრით არ ხარ ეხლა-მიმიხუტა და თავზე მაკოცა.
-გპირდები, მალე გამოგიყვან აქედან, მანამდე გთხოვ ნორმალურად ჭამე, ძალა მოიკრიბე, კიდე უფრო სუსტს გავხარ ვიდრე იყავი, ლიზი ძაან მანერვიულებ, ცარიელი ძვლები ხარ, თვალები ალბათ ტირილისგან გაქვს დასიებული... ჩემო ცხოვრება.
-არ ინერვიულო... ვაიმე რეზი მემგონი პირველად მიხარია შენი დანახვა ესე ძაან. ძაან მიყვარხარ.
-მეც.
ლევანი წამოდგა და შიგნით შევიდა.
-დროზე წამოდი და მანქანაში ჩავჯდეთ და გავიქცეთ-მანქანისკენ წავედი მაგრამ რეზიმ გამაჩერა.
-მოიცადე, ჯერ არა. ყველაფერს გავარკვევ, 100%-ით ვერ დარწმუნებული რო მამაშენს არაფერი გაუკეთებია, ჯერ ადრეა რამის თქმა, იმედს ტყუილად მოგცემ.
-რეზი, ეხლა თუ არ წავალთ მეტჯერ შანსი არ მოგვეცემა.
-ლიზა, ვერ წახვალ აქედან ჯერ. ეხლა მითხარი ეს როგორ მოხდა.
-შენ რო დაგირეკე გაბრაზდა, საწოლზე უნდა დავეწვინე მაგრამ შემთხვევით რო ვიფართხალე მივარტყი თავი საწოლის კიდეს, არაფერი ამას არ გაუკეთებია. დამიჯერე.
-ნაღდად?
-ხო, ასე თუ ისე ნორმალურად მექცევა, მაგრამ ტელეფონს არ მაძლევს, დებილივით ვზივარ სახლში.
-აი ტელეფონი. ჩუმად გქონდეს. ძაან გთხოვ სალის არ მიწერო. ამბებს ატეხავს, სისულელეებს იზამს და ზედმეტ პრობლემად ამეხვევა.
-კაი.
-წამო შიგნით-ხელი გადამხვია და შიგნით შემიყვანა.
-რას აპირებ?-რეზიმ ჰკითხა.
-ცოლად მომყავს.
-და მერე?!
-რა მერე?
-დავიჯერო მამაშენს მარტო შენი ცოლი უნდა და არა შვილიშვილი ხო?!!
-აუ რეზი როგორ გაკლია, თუ ძმა ხარ. არაფერს მე ამისგან არ მოვითხოვ. არ მინდა შვილი. ისე... წეღან რო არ გაიქეცით გამიხარდა.
-ჰა?
-დაცვა მოსახვევში დგას. და ღამეც გამიკვირდა რო არ გაიქეცი ლიზა.
-ნუ გეშინია, კიდე მექნება დრო.
-ნუ გგონია რო ვერ გიპოვი.
-რეზი, მოდი რა ვილაპარაკოთ წესიერად. ლიზა ორი წუთი დაგვტოვე რა.
მისაღებში გავედი და... უცებ იდეა მომივიდა. ჩუმად გავიპარე ფანჯრიდან. რეზის მანქანაში ჩავჯექი, ვიცოდი რომ ეს დებილი სულ ტოვებდა გასაღებს შიგნით. მაშინვე დავქოქე და გიჟივით გავვარდი. მოსახვევში მართლაც რომ დაცვა იდგა. გიჟებივით გამომეკიდნენ. მემგონი 200ით მივდიოდი. მე პატრულს გავასწარი და ისინი გააჩერეს. სულ ეგრე ვიარე, როდესაც უკვე მივხვდი რომ აღარავინ მომსდევდა ცოტა შევანელე. გადავწყვიტე წავსულიყავი.ბანკის ბარათი რო გამომეყენებინა, მაშინვე მოწვავდა სად ვიყავი... ერთადერთი ვისთანაც შემეძლო წავსულიყავი ეს იყო ჩემი დაქალი ნია. რომელიც მცხეთაში იყო. ნომერი არ მახსოვდა ზეპირად ისევ პირდაპირ უნდა მივსულიყავი. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სალის გარდა ნიას არავინ იცნობდა ჩემი მეგობრებიდან. მანქანა ტრასაზე დავტოვე. გასაღებით ჩავკეტე, შემდეგ კი ტაქსით ჩავედი თბილისში. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მაგრამ მამაჩემი უეჭველი უნდა მენახა. იქ მივედი, მაგრამ სახლი ცარიელი დამხვდა. შიგნით არაფერი არ იყო, ავეჯი წაღებული იყო, კედლებიდან ყველაფერი ჩამოგლეჯილი. ზემოთ ავედი და იქაც იგივე მდგომარეობა დამხვდა. გეგონებოდა ვიღაცა გაიქცა და სიჩქარეში ყველაფერი დააზიანაო. მამაჩემი კიდე არ გაიქცეოდა, ის მშიშარა არასდროს არ ყოფილა... ალბათ სადმე წავიდა და გეგმას აწყბოდა რომ მალე გამოვეყვანე იქიდან და დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა... ამ ყველაფერს მეთითონ არ ვუჯერებდი. ძირს დავჯექი და ტირილი დავიწყე. მოახერხეს... საბოლოოდ გამტეხეს... გამანადგურეს და ყველაფრის მიმართ უძლური გამხადეს. ერთადერთი ვინც გამაჩნდა ისიც წამართვეს, ჩემი ბავშვობის სახლი კი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს... ახლა შანსიც კი არ მქონდა იმისი რომ დედაჩემის რომელიმე ფოტო მენახა.. უკვე სულ ფეხზე მეკიდა ლევანი მიპოვიდა თუ არა, სახლიც არ მქონდა. ამ დროს ტელეფონზე დამირეკეს. რეზი იყო. არ ვიცოდი ამეღო თუ არა, მაგრამ მაინც ავიღე.
-ლიზა, სად ჯანდაბაში ხარ?!
-შენ სად ხარ?
-ისევ სოფელში, ლევანი თავისი მანქანით წამოვიდა გაგიჟებული და გაცოფებული.
-რეზი... რო ნახო ჩემ სახლს რა გაუკეთეს... მამაჩემი სად არი?
-არ ვიცი, ლიზ, რო წაგიყვანეს მეორევე დღეს გაქრა.
თუ მას რამე დაუშავა არ ვაცოცხლებდი. ტელეფონი გავთიშე და გარეთ გავედი. დროზე უნდა მომეფიქრა სად წავსულიყავი. წასასვლელი კი არსად არ მქონდა. ეზოდანაც გამოვედი და გზა გავაგრძელე. სალისთან რომ წავსულიყავი უეჭველი მიპოვიდა... ნათესავები არავინ არ მყავდა, დეიდის გარდა რომელიც ესპანეთში იყო, მოულოდნელად თავსხმა წვიმა წამოვიდა. მე ავტობუსის გაჩერებას შევეფარე რომ არ დავსველებულიყავი. მე ვიცოდი რომ ლევანი მართლა მიპოვიდა. რადგან რეზის ტყუილად არ დაურეკავს ამ ტელეფონზე, ისინი ჩემი ტელეფონით მიპოვიდნენ რაღაც პროგრამით ალბათ. ეს დროის საკითხი იყო, ტელეფონი დამეტოვა და მერე რა მექნა. სად წავიდოდი. ისევ ჯობდა ჩემივე ნებით გავყოლოდი ლევანს, რადგან უკვე აღარაფერი არ გამაჩნდა... მამაჩემი თუ უდანაშაულო იქნებოდა მაშინ ის არავითარ შემთხვეაში არ წავიდოდა და არ გაიქცეოდა. ამაში ბოლომდე მაინც ვერ ვერკვეოდი.... ამ დროს 2მანქანა მომადგა, იქიდან ლევანი გადმოვიდა და მე მომვვარდა. როგორც ყოველთვის მკლავში ჩამავლო ხელი, ოღონდ ამჯერად არც ისე ძლიერად და მანქანაში შემაგდო. მე არც შევწინააღმდეგებივარ, მოუარა მანქანას და ისიც დაჯდა.
-ლიზა, ერთადერთხელ გენდე!!! ვიფიქრე მორჩა, ცოტა დაჭკვიანდა თქო!! მაგრა შევცდი!! მემგონი ისევ საწოლზე უნდა მიგაბა, რადგან ვერასდროს ვერ მოხვალ გონზე!!! მილიონჯერ გაგაფრთხილე, გთხოვე, წესიერად გელაპარაკე და შენ მაინც შენსას აკეთებ!! ხოდა ეხლა მომისმინე, ქორწილი 1კვირაშია, მეტი არ მინდა იმ ქორწილში ესე მოიქცე, ჩემი ხელით დაგბრიდავ მამაშენის თვალწინ!!!! გასაგებია?!!!
დამბრიდავს? მამაჩემის თვალწინ? ქორწილი 1 კვირაში... ესე მალე...
უბარლოდ არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა... აღარაფრის თავი არ მქონდა და უბრალოდ თავი დავუქნიე. ის მაინც არ წყნარდებოდა და მთელი გზა ღრიალებდა, ისევ სახლში დამაბრუნა. მანქანიდან მეთითონ გადმოვედი და მთელი სისწრაფით გამოვიქეცი და სახლში შევედი, ის მაინც დამეწია და გამაჩერა.
-ა, ეხლა ისევ შენ ხარ გაბრაზებული ხო?!!! ლიზა არ ვარ მართალი?!!! სოფელში წაგიყვანე, ვიფიქრე დაიღალე 4კედელში გამომწვყდეული როა თქო და შენ!!
-ლევან-უცებ ბოხი ხმა მოგვესმა. ორივე გავტრიალდით. ლევანი უცებ შეკრთა...



№1 სტუმარი no ata

magariaadzaan ....

 


№2  offline წევრი londoni

Male dade kargiaa

 


№3 სტუმარი Katiaaa

Perfect! Dzaan momwons. Gaagrdzele male ra

 


№4 სტუმარი elene

male dade, dzalian sainteresoa

 


№5  offline წევრი ლილიტიი

რა მშრალად და უემოციოდ წერ.
არანაირი ემოცია არ იგრნობა.

 


№6  offline წევრი an12na

Rodis daideba shemdegi?

 


№7 სტუმარი WHAT

dges dadeb shemdeg tavs ?

 


№8  offline მოდერი სატი

ლილიტიი
რა მშრალად და უემოციოდ წერ.
არანაირი ემოცია არ იგრნობა.

ხო, ვიცი ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ვეცდები გამოვასწორო <3
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent