შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცინიკოსი (სრულად)


18-06-2017, 12:05
ავტორი ადელაინი
ნანახია 8 703

არ ვიცი როდის შეიცვალა ყველაფერი უარესობისკენ,ერთბაშად მოხდა ყველაფერი თუ ეტაპობრივად,მაგრამ ფაქტი ერთია,ყველაფერი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.მაშინ არც ისე პატარა ვიყავი,მერვე კლასის მოსწავლეს უკვე კარგად მქონდა გააზრებული რომ მშობლების დაკარგვა მოუშუშებელ ტკივილთან ერთად უამრავ პრობლემას შემიქმნიდა.იმ საზარელი ავტოავარიის შემდეგ დავრჩი ბებოს მხოლოდ მე,მე კი ის.ჩვენ თითქოს დანაკლის ვუვსებდით ერთმანეთს,მართალია ეს შეუძლებელი იყო,მაგრამ ჩვენ გულმოდგინეთ ვცდილობდით.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,სწორედ ამ ცვლილებების გამო მომიხდა უზარმაზარი სასახლის წინ,სიცივეში დგომა იმ იმედით რომ ამჯერად მაინც გამიმართლებდა და ვიშოვნიდი ნანატრ სამსახურს.როგორი რთული და დამამცირებელია როდესაც სხვის იმედად ხარ,სხვისი მოსამსახურე...არა იმას კი არ ვამბობ რომ სხვისი სახლის დაგვა,დასუფთავება სათაკილოა?!არა მაგრამ ეს არ არის ნამდვილად სასიამოვნო,მე სულ სხვანაირ ცხოვრებას ვინატრებდი,ისეთს რომელიც ზღაპრებშია და არა რეალურ ცხოვრებაში. რეალობაში არ არსებობს პრინცები,სასწაულები და ა.შ,აქ არიან მხოლოდ ეგოისტი ხალხი და აუტანელი ტკივილი,რეალობა ისაა რომ არავინ დაგაფასებს თუ ლამაზი არ ხარ ან მდიდარი. სილამაზეს ნამდვილად არ ვუჩივი აი სიმდიდრის რა მოგახსენოთ,ჩემი სიმდიდრეც ქონებაც და სიხარულიც ჩემი ერთ ოთახიანი ბინა და ბებოა.
-შემოდი შვილო,მომიკვდეს თავი სულ კანკალებ-ფიქრებიდან ქალის აღელვებულმა ხმამ გამომაფხიზლა,სწრაფად მოვეგე გონს და ქალს ყალბად მაგრამ ფართედ გავუღიმე,ქალმა ხელით მანიშნა შემოდიო მეც დავყევი მის ნებას და ეზოში შევედი,ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ულამაზეს ბაღს მოვავლე თვალი,ვიღაცას ძალიან მოენდომებინა მისი გალამაზება.უამრავი ფერადი ყვავილი და სრულიად უცხო ხეები დაერგათ,რომლებიც აქამდე არასდროს მენახა.ქალმა მისაღებში შემიძღვა აქ კი ვერ დავმალე აღდრთოვანება და ეთი კარგად წავუშტვინე.ჩემს საქციელზე ფანჯარასთან ზორგით მდგომი ქალი გაღიზიანებული სახით მობრუნდა და ამრეზით შემომხედა.უსიამოვნოთ გამკრა გულმა.
-შენ ხარ ის გოგო მარინამ რომ მირჩია ზუსტად ის არის ვინ თქვენ გჭირდებათო?-ქალი ეჭვნარევათ მიყურებდა,მისი მზერა მაბნევდა და მაფორიაქებდა
-დიახ-ნირწამხდარმა უფრო წამოვიხავლე ვიდრე ვთქვი."მორჩა წასულია შენი საქმე ნიკოლ,ეს ქალი შენი ამყვანი არაა სამსახურში,შიმშილით ამოგხდება სული"
-მარინას დიდი ხანია ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მის გადაწყვეტილებაში,თუ იგი თვლის რომ ჩვენ შენ გვჭირდები,ეს ასეც იქნება,თუ არადა შენი გაშვება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.-მართალია ქალი გამაღიზიანებლად ლაპარაკობდა,მაღიზიანებდა მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მისი არისტოკრატული წარმომავლობა,ყველაფერში ეტყობოდა მიხვრა-მოხვრა,საუბრის მანერა,თლილი თითები და უზადო სახის ნაკვთები,მოკლედ ძალიან დახვეწილი.მისმა სიტყვებმა იმედი მომცა,ის კი არა უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ამიყვანდა,ისიც მარინას ხათრით.ნამდვილად საოცარი ქალია ისე დამეხმარა თანაც ისეთ დროს როცა ყველაზე მეტად მიჭირდა.
-ანუ?-მოუთმენლობამ შემიპყრო
-ანუ აყვანილი ხარ!შენს მოვალეობაში შედის სახლის დაგვა დალაგება,ბაღში ყვავილების მიხედვა. ხომ არა სწავლობ? -ეჭვნარევად შემომხედა
-სამწუხაროდ არა-მეწყინა შეკითხვა,რაზე შემატყო რომ არ ვსწავლობდი?
-ძალიან კარგი!-შესძახა გახარებულმა-დილით ათზეზე მოხვალ და რვამდე აქ იქნები.თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება,მაგალითად სტუმრები,წვეულება და ასე შემდეგ გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა ანაზღაურებაზე არ იდარდო დამატებით საათებზე დამატებით ვასამრჯელოს მიიღებ,ახლა შეგიძლია წახვიდე და ხვალ ათზე აქ იყავი,არ მიყვარს დაგვიანება!
ისეთი კატეგორიული იყო!მაგრამ ისე გარკვევით და გასაგებად ამიხსნა ყველაფერი კითხვაც არ გამჩენია.გახარებული გამოვარდი ქუჩაში,სულაც არ მანაღვლებდა მონური ჯაფა რომ მომიწევდა ავიტანდი!მთავარი იყო სტაბილური სამსახური მქონოდა,მხოლოდ ასე შევძლებდი თავის გატანას და ბებოსთვის აუცილებელი წამლების შეძენას.

ვგრძნობდი ლამრო გულნატკენი იყო ასე რომ მოხდა,რომ მომიწევდა ვიღაცის ბრძანებებზე სიარული,მაგრამ ხვდებოდა სხვა გზა არ იყო.მართალია ბებოს ჩემი სამუშაოს შესახებ ნათელ ფერებში მოვუყევი,მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა მან ზუსტად მიხვდა რაც მელოდა. "ბედისგან დაჩაგრულოო" ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი.გული მეკუმშებოდა ვიცოდი როგორ სტკიოდა გული მას ჩემთვის უკეთესი მომავალი უნდოდა,ბევრჯერ უაცნებია ჩემს ნათელ მომავალზე მაგრამ უკვე ვთქვი რომ ოცნებები არ ხდება! ცხოვრება სასტიკი და ულმობელია.
დილაადრიან წამოვხტი არ მინდოდა პირველივე დღეს სამსახურში დამეგვიანა.არც დამიგვიანებია ზუსტად სამუშაო დროს იქ ვიყავი,ის კი არა ორი წუთით ადრეც კი.არ მეგონა საქმე ასეთი რთული აღმოჩნდებოდა ისე მოვიდა შვიდი საათი ვერც შევამჩნიე,იმდენად დამღლელი იყო უზარმაზარი სახლის დაგვა,იატაკის მოწმენდა,მტვრის მოშორება ავეჯიდან. ქანც გამოცლილი მივეგდე დივანზე ოთახში დალი შემოვიდა,ისიც მოსამსახურე იყო მაგრამ აშკარად ჩემზე მეტად გაუმართლა,თითქმის ოჯახის წევრივით იყო.
-ნიკოლ ქვევით ჩამოდი გეგამ სტუმარი მოიყვანა და შენ უნდა მიემსახურო-თანხას დაგიმატებთო დაამატა ჩემი შეშფოთებული სახე რომ დაინახა სხვა გზა მაინც არ მქონდა პირველი სართულისკენ ზლაზვნით დავეშვი.მაინტერესებდა ვინ იყო გეგა და მისი სტუმრები
მისაღებ ოთახში შესული ადგილზე გავშეშდი,მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი,ფიქრებმა შორს წამიყვანა და გული საშინლად ამეწვა,ძალა გამომეცალა და ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი გეგას ცინიკურ ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე
-ეს არის ახალი მოსამსახურე დედა?!

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა.ხუთი მტანჯველი წელი.რა უცნაურია ცხოვრება.ყველაზე ნაკლებად ველოდი აქ მის ნახვას,მაგრამ ელბათ ესეც ბედისწერის ბრალია.
მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი,ნაცნობის კეთულგანწყობის და დახმარევის შედეგად სამსახური გამომიჩნდა,ძალიან გამახარა ახალმა ამბავმა.ბარში უნდა მემუშავა მიმტანად,მართალია დამღლელი იყო მაგრამ ემდენადაც არა რომ ძლივს ნაშოვნ შემოსავლის წყაროზე უარი მეთქვა.გარემოსაც შევეჩვიე და მომსახურე პერსონალსაც,ჩემდა გასაკვირად საოცრად მეგობრული გარემო შეიქმნა.ბევრი მსმენოდა გეგაზე,ვიცოდი ამ ბარის მფლობელი იყო,და არამარტო ამ ბარის,ვიცოდი ცნობილი ბიზმესმენი იყო,მაგრამ თავად არასდროს მენახა.ერთ დღესაც ჩვეულებრივ ბარში ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი კარი რომ გაიღო და ის შემოვიდა.არ ვიცი რა დამემართა მაგრამ საოცრად დავიბენი,საოცრად მომნუსხველი მაღალი მამაკაცი იდგა ჩემს წინ.მსგავსი არავინ არასდროს მენახა.მისი შავი აელვებული თვალები,პატარა ლამაზი ცხვირი და ვარდისფერი სქელი ტუჩები.მიუხედავად ლამაზი ნაკვთებისა იგი საოცრად მამაკაცური იყო.მან თავიდან დაკვირვებით შემათვალიერა და მერე ნიკას რაღაცაზე ხმადაბლა დაუწყო საუბარი და გაუჩინარდა.
* * *
ხუთი წლის მერე მე ისევ ვიდექი გეგას წინ,ამდენი ტკბილ-მწარე მოგონების შემდეგ და ათრთოლებულ ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი.მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩებოდა,მისი ცინიზმი
-რა უცნაურია არაფერი შეცვლილა ნიკოლ,შენ ისევ ჩემთან მუშაობ,მთავარი ის კი არაა რომ ჩემთან მუშაობ,მთავარი ისაა რომ ამ ხნის მანძილზე ვერაფერი შეცვალე,ვერ განვითარდი და ისევ სხვისი მსახურობით შოულობ ფულს-ირონია არ დაიშურა,არა ნამდვილად არ შეცვლილა,ზუსტად ისეთივე აუტანელი იყო როგორც წარსულში.
-საყვარელო შენ მას იცნობ?-ქერა ქალი წამოდგა გეგას კითხვით სავსე მზერა მოავლო და თავი მხარზე ჩამოადო
-მნიშვნელოვანი არავინაა ვერ ხედავ? -ვერ გეტყვით რა დამემართა ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა,თითქოს მიწა გამისკდა და შიგ ჩამიტანა,სხვა არაფერი მახსოვს გონს რომ მოვედი გეგას გაავებულ თვალებს წავაწყდი.ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და ჯიქურ მომჩერებოდა.მაშინებდა მისი მზერა ამდენი ხნის მერეც,მეშინოდა მისი.საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და კითხვით სავსე მზერა ვესროლე
-სულ არ შეცვლილხარ ნიკოლ,ისევ ისეთი ამბიციური ხარ როგორც ადრე,ყველაფერი შენი გეგმის ნაწილია არა? აქაც მხოლოდ იმიტომ დაიწყე მუშაობა რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო,ის გეგმა შეასრულო რომელიც ხუთი წლის წინ ვერ მოიყვანე სისრულეში!
-რა?-ნირწამხტარმა წამოვიკნავლე,მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა,თითქოს გავითიშე მაგრამ სულ წამით,მალევე მოვეგე გონს სილა გავაწანი,არ ელოდა,დაიბნა ის იყო გამოსვლას ვაპირებდი მკლავზე ძლიერად მონიჭირა მისკენ მიმიზიდა და ტუჩემბზე ვნებიანად დამაცხრა.სამყარო ატრიალდა...გული ლამის საგულედან ამოვარდნას ლამობსო,სისუსტე ვიგრძენი მუხლებში,ფეხები ამიკანკალდა.გეგას ტუჩები მომთხოვნი იყო,მომთხოვნი და ძალიან ვნებიანი.ნეტარება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა.მან უხეშად მომიშორა თვალებში ჩამხედა,იქ მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა,უსაზღვრო ირონია...
-ჩემო ამბიციურო და ვერაგო გოგოვ!ეს თამაში შენ დაიწყე მაგრამ მე დავასრულებ,მაგრამ ჯერ არა,ამჯერად ჩემი წესებით ვითამაშებთ!
შოკირებული და ნირწამხდარი ვუყურებდი გეგას რომელმაც სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი,ცრემლებმა კი თავისით იპოვეს გზა წამწამებს შორის.

ლამროს ჩემი დასიებული თვალები არ გამოპარვია.დიდი ხანი ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ეს სანსახური საჩემო არ იყო და უნდა წამოვსულიყავი.მესმოდა მისი,არ ვემეტებოდი ტანჯვისთვის,მაგრამ ფიზიკური დაღლილობა და ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით რასაც შიგნით,გულში ვგრძნოვდი.ჭრილობა რომელიც თითქოს შეხორცდა გეგას ნახვის შემდეგ კვლავ ისე მწვავედ მახსენებდა თავს.მან მასწავლა სიყვარული,იმედგაცრუება,ბედნიერება ტკივილი.
დილით ძლივს ავითრიე სხეული,მძულდა საკუთარი ბედი რომ ისევ იქ უნდა მივსულიყავი სადაც ჩემი უბედურების მთავარი მიზეზი ცხოვრობდა.გამუდმებით გეგას სიტყვები მიტრიალებდა გონებაში "ვერ განვითარდი,ვერ განვითარდი".ყველაზე მეტად კი ის მაწუხებდა რომ იგი მართალი იყო,ხუთი წლის მერეც კი ვერ შევძელი რეალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება.
თითქოს შვებით ამოვისუნთქე სამსახურში მისულს გეგა შინ რომ არ დამხვდა,ვჩქარობდი,მინდოდა მის მოსვლამდე აქაურობას გავცლოდი,ისე მოსაღამოვდა ვერც კი გავაცნობიერე,როდის გავიდა დრო.კმაყოფილმა მოვიხურე სახლის კარები,ბედნიერი ვიყავი "მის უდიდებულესობის" ხილვის ბედნიერება რომ არ მხვდა წილად,ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე ეზო ბედნიერმა დავტოვე,მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა...
იგი ჩემ წინ იდგა,ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა,მანქანას მიყრდნობოდა და ჯიქურ მომშტერებოდა.მის თვალებში უსაზღვრო ზიზღი დავინახე და შემეშინდა,ისე როგორც არასდროს,მას ჩემი აკანკალებული ხელები არ გამოპარვია.
-ჩემი გეშინია არა? ძალიან კარგი-ცალყბად ჩაიცინა,დავაპირე გამეპროტესტებინა მისი სიტყვები მაგრამ ამაოდ.გონს მოსვლა ვერ მოვასწარი ისე დამავლო ხელი და მანქანაში ძალით ჩამსვა.რომ გავაცნობიერე რა ხდებოდა უკვე ქალაქიდან კარგა ხნის გასულები ვიყავით,არ ვიცი რა დამემართა უსაზღვრო შიშის ბრალი იყო თუ გამბედაობა მომემატა ამ წლების მანძილზე,მაგრამ მე გეგას დავუყვირე
-შენ რა სულ გაგიჟდი? სად მივდივართ? რა უფლებით აკეთებ ამას?-სწრაფად დაამუხრუჭა და მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა ჩემკენ
-ხმას ნუ უწევ გოგო!-გეგამ კონტროლი დაკარგა და უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა
-ბოლოჯერ გეკითხები სად მივდივართ გეგა? -არც მე ჩამოვრჩი,უცებ დამშვიდდა ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ეს ესაა ჩემი მოკვლის სურვილი არ გასჩენოდა
-იქ სადაც არავინ შეგვაწუხებს.
-რისთვის?-ვცდილობდი აღელცება ჩამეხშო,დამემალა,მომეკლა,არ ვიცი როგორ გამომდიოდა მაგრამ მე ძალიან ვცდილობდი
-პასუხი უნდა გაგებინო,ყველაფრისთვის რაც ჩაიდინე,ახლა კი შენი ხმა არ გავიგო!-მისი ხმა ისეთი ხავერდოვანი იყო და ამავდროულად ისეთი კატეგორიული ვერ გავბედე რამე მეთქვა.ვიცნობდი და ვიცოდი შეეძლო თვალის დაუხამხამებლად მოვეკალი.მთელი გზა ხმა არ ამომიღია მაგრამ გონებაში უკვე მეასედ ვხატავდი როგორ ამკუწავდა გეგა,ჩემს გვამს კი ძაღლებს მიართმევდა საკვებად,კიდევ მქონდა ათასი ვერსია,ავღელდი...ცრემლები კი მხოლოდ მაშინ ვერ შევიკავე როცა წარმოვიდგინე რა დაემართებოდა ლამროს,როცა მისი ერთადერთი იმედის სიკვდილის ამბავს გაიგებდა.ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომიყვანა
-შეწყვიტე სლუკუნი და გადმოდი მანქანიდან!-მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა გარშემომიმოვიხედე იმ იმედით რომ ვინმეს შეეძლო ჩემი შველა,მაგრამ ამაოდ ირგვივ ცხოველის ჭაჭანებაც კი არ იყო."მორჩა შენი წამება ნიკოლ"გავიფიქრე ნირწამხდარმა და მორჩილად მივყევი გეგას.სახლი დიდი და გემოვნებით მოწყობილი იყო,მაგრამ არც ისე ნათელი,აქ იდუმალება სუფევდა...თითქოს ეს კედლები ოთახები ინახავდნენ უზარმაზარ საიდუმლოს.გეგა მისაღებში გაჩერდა,დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო,ასეთ გეგას პირველად ვხედავდი.
-უნდა მონკლა?-ნირწამხდარმა ვერ მოვითმინე და მაინც გავანდე ჩემი ფიქრები
-იმსახურებ?-კითხვის მსგავსად შემობრუნებას არ ველოდი.ვიმსახურებდი თუ არა? რამდენადაც მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის გეგას სრული უფლება ქონდა ჩემზე გაბრაზებულიყო.
-არამგონია!-იხტიბარი არ გავიტეხე
-მართალი ხარ,სიკვსილი ისე ცოტაა შენთვის,შენ ბევრად მეტს იმსახურებ,გიყურებ და სურვილი მიჩნდება წამებაში ამოგხადო სული!-არ ველოდი მსგავს პირდაპირობას,ახლა ჩემ წინ იდგა კაცი რომელიც ხშირად ჩნდებოდნენ ჩემს ფიქრებში და ოცნებებში,იგი ისე ახლოს იდგა ჩემთან რომ შემეძლო ხელი გამეწვდინა და შევხებოდი,მაგრამ მე ამის უფლება აღარ მქონდა...
-გეგა რაც მოხდა მოხდა!მე ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ,ახლა კი წამიყვანე აქედან შინ მელოდებიან-გეგა ერთი მოძრაობით გაჩნდა ჩემთან ხელით მკლავზე მწვდა და ძლიერად მომიჭირა
-შენი ახალი მსხვერპლი?!რომელ ახალ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ?იმაზე ხომ არა რომ ვერ მოინელე გეგმა რომ ჩაგეშალა და ხუთი წლის მერე განახლებული დეტალებით ჩემს ნაკვალევს რომ მიჰყვები?შენ მე გამანადგურე!ახლა ჩემი ჯერია,ყველაზე წმინდას გეფიცები მიწასთან გაგასწორებ!ისე დაიტანჯები როგორც მე.მე შენ გულამდე მოგიშვი ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებში,ახლა შენი ტკივილების ჯერია ნიკოლ!-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით წარმოსთქვა ,კარებთან მისული ,წამით შეყოვნდა მობრუნდა " წასვლას ნუ ეცდები თავს ვერ დააღწევ შენ ჩემი ტყვე ხარო!"მომაძახა და სიბნელეში გაუჩინარდა.
უზარმაზარი ოთახის შუა გულში იატაკზე ჩავიკეცე და ხმით ავტირდი,ვტიროდი ჩემს უიღბლობას,წარსულ შეცდომებს,დაკარგულ სიყვარულს და გაურკვეველ მიმავალს.ვიცოდი გეგას ტყუილი მუქარა არ სჩვეოდა,ვიცოდი ვიცოდი მატკენდა თანაც ძალიან, ვერ წარმომედგინა რა იქნებოდა იმაზე მტკივნეული ვიდრე ის ხუთი წელი ან სულაც ჩველი განშორება,მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ,რომ გეგას სისასტიკე,ცინიზმი,შურისძიების წყურვილი და დაუნდობლობა უსაზღვრო იყო....

მთელი ღამე იატაკზე ზურგზე დაწოლილმა გავატარე,მთელი ღამე ფიქრში გავატარე,ვიხსენებდი გეგასთან გატარებულ ყოველ წუთს და გული უფრო მეტად მტკიოდა რომ ვერ შევძელი მისი დაფასება.მე,უბრალო მიმტანმა შევძელი და გეგა ახვლედიანის ყურადღება დავიმსახურე,უფრო მეტიც მისი სიყვარული.თითქმის ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს,თავიდან მეგონა იგი ჩემში კარგ,პასუხისმგებლობით სავსე პერსონალს ხედავდა ამას ვაწერდი მის ყურადღებას და სითბოს.შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ერთხელაც ყველასთვის სასურველი და სანატრელი გეგა ახვლედიანი სიყვარულში გამონიტყდა!
* * *
ფიქრებმა შორს წამიყვანა,როგორი სასიამოვნო და მტკივნეული იყო ერთდროულად წარსული.ვიცოდი გეგა დღემდე ვერ მპატიობდა უარყოფას,დიახ მე იგი ვუარყავი,ყველა ჩახუტების,კოცნის,ურთიერთობის მიუხედავად,ყველაფრის მიუხედავად,ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად.გეგა დღემდე ებრძოდა საკუთარ თავში არსებულ მონსტრს რომლის მოკვლაც მე შევძელი ხუთი წლის წინ და ერთი წლის მერე კვლავ მე გავაღვიძე.ვიცოდი რომ მისთვის ყველაფერი უნდა ამეხსნა სწორედ იმ დილით და სწორედ იმ სახლში,გეგას უნდა გაეგო რომ მე არანაირი გეგმა არ შემიმუშავებია და ყველაფერი თავისით მოხდა.მე შევცვლიდი რეალობას ვიცოდი გეგას გულს ვეღარ მოვუბრუნებდი მაგრამ თუ კი იგი ჯავრს იყრიდა განთავისუფლდებოდა,ალბათ არანორმალურივით ვმსჯელობდი მაგრამ მე მასზე ვზრუნავდი,მე იგი ყველაფრის მიუხედავად მიყვარდა!
სწრაფად წამოვდექი გეგმა სისრულეში უნდა მომეყვანა,შარვალი გავიხადე,თეთრი გრძელი მაისურის ამარა შევუდექი სახლის დათვალიერებას იმ იმედით რომ გეგას რომელიმე ოთახში გადავეყრებოდი,არც შევმცდარვარ იგი ერთ-ერთი საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა,შეკრთა არ მელოდა ნახევრად შიშველს თანაც თმაგაშლილს,იცოდა როგორ არ მიყვარდა თმის გაშლა...
-ტყუილად გარჯილხარ პატარა ქალბატონო!რა განიზრახე ჩემი შეცდენა?-მის ირონიულ ტონს ყურადღება არ მივაქციე ნელა მივუახლოვდი,იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მასთან,მისი გახშირებული სუნთქვა კი არ მესმოდა არამედ ვგრძნობდი. შარვალზე არსებული ქამარი ნელა შევუხსენი და რამდენიმე წამში სრულიად მოვაშორე სხეულიდან.
-რას აკეთებ? ძლივს ამოილუღლუღა -მივხვდი იგი ვერ ჩაწვდა ჩემი გეგმის არსს
-გეგმა სისრულეში მომყავს-უდარდელად ავიჩეჩე მხრები
-შენს გეგმაში ჩემთან დაწოლაც შედის?
-არა გეგა! ხომ გინდა მატკინო,გამანადგურო ჯავრი იყარო ჩემზე?ჰოდა მეც აქ ვარ,არსად მივდივარ გაძლევ უფლებას აიხდინო სურვილი-ისე მშვიდად ვლაპარაკობდი ჩემი გამბედაობის თავად მიკვირდა,ჯერ კიდევ ჩემს ხელში არსებული ქამარი მას მივაჩეჩე ხელში,ვერ გეტყვით რა დავინახე მის თვალებში,გაცეცხლება,ირონია,სიბრალული თუ დაუძლეველი სურვილი მართლა რამე ევნო ჩემთვის
-მაისური გაიხადე!-მის ნებას დავყევი,მაისური გადავიძვრე ჩავიმუხლე პირით საწოლისკენ,რომ შემძლებოდა ხელები ძლიერად ჩამეჭიდა.გული საშინლად მეტკინა,გული სიღრმეში იმედი მქონდა გეგა ვერ გამიმეტებდა ტკივილისთვის მაგრამ შევცდი.ზურგის არეში საშინელი წვა ვიგრძენი,ტკივილი,თავი ვერ შევიკავე და მსუბუქად შევკივლე.კიდევ შვიდ დარტყმაზე თავს ძალა დავატანე რომ ჩემი ტკივილი როგორც შემეძლო დამემალა
-მორჩა!-განაჩენივით გაისმა გეგას ხმა.ზლაზვნით წამოვდექი გეგასკენ გავიხედე და ადგილზე გავქვავდი,ძარღვები დაბერვოდა,ხელები უკანკალებდა,სულ სხვანაირი ახვლედიანი იდგა ჩემს წინ,მე მას არ ვიცნობდი...ვერ გეტყვით რა უფრო მტკიოდა ზურგი რონელზეც ნათლად ვრძნობდი ბლანტი სითხე წვეთებად როგორ მოედინებოდა თუ გული რომელიც ათასობით ნაწილად დაიშალა."გამიმეტა" ვიმეორებდი გონებაში და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას
-ნიკოლ არ იტირო გთხოვ-მუდარა გაურია გეგამ ხმაში,მივხვდი ერჩივნა ისტერიკა მომეწყო,მეკივლა მეჩხუბა მაგრამ მე ჯიუტად არაფერს ვაბობდი,ჩემდა გასაოცრად გავუღიმე
-გეგა ვიცი ცოტათი მაინც გაგინელდა წყრომა,ამას ჩემი სხეული გრძნობს,მინდა იცოდე შენ ჩემი გეგმის ნაწილი არასდროს ყოფილხარ,ის რომ ბედისგან დავიჩაგრე არც შენთვისაა უცხო,ის რომ მიჭირს არ ნიშნავს რომ ყველაფერზე ვარ თანახმა,მე მხოლოდ იმიტომ წავედი შენგან რომ ვიცოდი არ შევეფერებოდით ერთმანეთს,ჩვენ ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა,შენ ყველასთვის ცნობილი,საპატუო გეგა ახვლედიანი ხარ.მე კი ვინ ?არავინ არაფერი შეცვლილა ვერ განვვითარდი-მისი სიტყვები შევახსენე,გეგას სახე მოექუფრა,უზომო ტკივილი ჩაუდგა თვალებში,მუშტი კედელს მთელი ძალით დასცხო-გეგა მე მიყვარდი,ყველაზე მეტად,მაგრამ ორივემ ვიცით რომ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით,როგორ დაიჯერე რომ შენზე მდიდარის გამო მიგატოვე,როგორ დაიჯერე!არც ჩემთვის იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,იმ დღეს ჩემთან ვიღაც გოგო როგორც მახსოვს ნატა ერქვა, რომ არ მოსულიყო,ალბათ ვერასდროს შევძლებდი შენზე უარის თქმას,მან დამანახა რეალობ,რომ თქვენ ერთმანეთისთვის იყავით შექმნილი და რომ ჩემი ადგილი შენს სამყაროში არ იყო ისე ემოციით ვლაპარაკობდი სულ გადამავიწყდა ჭრილობა,მაგრამ ტკივილმა უმალ შემახსენა თავი და სახე საცოდავათ დამემანჭა,გეგა გაოცებული მიწასთან გასწორებული მიყურებდა,მისი ცინიზმი,ირონია წამში სადღაც გაქრა.სწრაფად გაიხადა პერანგი და გამომიწოდა
-გმადლობ არ მინდა-ვერ მოვიცვამ ისედაც ძალიან მტკივა
-ნიკოლ გთხოვ მითხარი რომ ის რაც თავი ტყუილია!-დაიღრიალა ნირწამხდარმა-ანუ გამოდის მე გაგანადგურე შენ!არც კი ვიცი.......-პირველად ვხედავდი განადგურებულ,ნირწამხდარ,თვალებაწყლიანებულ ახვლედიანს და არ ვიცი რა გრძნობა იყო ეს,ერთი რამ ზუსტად ვიცი ეს არ იყო სიხარული,მე მისი ტკივილიც მტკიოდა საკუთართან ერთად-მე არც კი ვიცი რა ვიფიქრო!უფლებაც კი არ მაქვს პატიება გთხოვო,შენ რომც მაპატიო ამას საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ-ო მომახალა


იდუმალებით" მოცული სახლი იმ დღესვე დავტოვეთ,ზედმეტი აურზაურის,ჩხუბის და ისტერიკის გარეშე.გეგა გიჟივით ატარებდა მანქანას,ხმას კი არცერთი ვიღებდით,დროდადრო მზერას ვაპარებდი გვერდით მყოფი მამაკაცისკენ და მის,ტკივილისგან შეცვლილ გამომეტყველებას ხარბად ვაკვირდებოდი.დუმილი აუტანელი იყო,მაგრამ სიტყვები ნამდვილად ზედმეტი იყო...
გული მომიკვდა სახლში მისულმა თავწაკონილი და ფერწასული ლამრო რომ დავინახე,უამრავ კითხვას მისვამდა სად ვიყავი, რატომ არ ვჩანდი და ა.შ მეც მისი მოტყუება მიწევდა,ის რომ ბევრი საქმე მქონდა სამსახურში გამართული წვეულების გამო არც ისე ურიგო ტყუილი აღმოჩნდა,მაგრამ ეჭვს მაინც ვხედავდი მოხუცის თვალებში.
მთელი ღამე კოშმარულად გავატარე,აუტანელი ტკივილი არც მოსვენების და არც ნორმალურად წოლის საშუალებას არ მაძლევდა,ვფიქრობდი მომხდარზე და ჩემი საქციელის მიკვირდა,ეს რა მაზოხისტური გამოხტომა იყო,როგორ შემეძლო მსგავსად მოვქცეოდი საკითარ თავს,ან ყოველივეს შემდეგ გეგასთვის ისტერიკა არ მომეწყო?
* * *
დილით ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან,სარკისკენ ზურგით დავდექი და ნანახმა შოკში ჩამაგდო,ჩემი თავი შემზიზღდა,გულს მირევდა ჩემი მდგომარეობა,მე არ ვაფასებდი საკუთარ თავს და სხვისგან რატომ მოვითხოვდი ამას ვერ გამეგო.მტკიცეთ მქონდა გადაწყვეტილი სამსახური არ დამეკარგა,სხვა რომ არაფერი ლამროს ასე ვერ მოვექცეოდი,მძულდა ჩემი ცხოვრება სადაც სიამაყისთვის არც დრო მქონდა და არც ადგილი,განა ცხოვრება ერქვა? ჩემი სიცოცხლისთვის მხოლოდ ერთი რამ შემეძლო მეწოდებინა,ეს იყო "ბრძოლა არსებობისთვის".
სახლში არავინ ჭაჭანებდა,უხმოდ შევუდექი საქმეს,ვცდილობდი ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია,ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ.მეორე სართულიდან კიბეებს მოვუყვებოდი გეგა რომ სახლში შემოვიდა,შავებში გამოწყობილს თვალები უფრო მეტად ჩაუმუქდა ჩემი დანახვისას,აშკარა გაოცებას ვერ მალავდა
-აქ რას აკეთებ ნიკოლ?-მის ხმაში ყველაფერი ერთად იკითხებოდა,იმედგაცრუება,მოულოდნელობა,ტკივილი სინანული,ხმაში კი ჩვეული ირონია
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და მშვიდად განვაგრძე სვლა,რამდენიმე წამში მის წინ ვიდექი,ეს ერთადერთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში როცა გეგა ახვლედიანის არ მეშინოდა.-რაიყო სამსახურიდანაც ხომ არ გამაგდე?-გამიკვირდა,მაგრამ კმაყოფილი დავრჩი ჩემს ხმაში ირონიული ნოტები რომ გაისმა,დაიბნა არ ელოდა ჩემგან მსგავს სითამამეს.
-არა,უბრალოდ...შენ ძალიან გტკივა,როგორ შეგიძლია...
-მე ბევრად მეტი შევძელი და შევძლებ ვიდრე შენ გგონია გეგა.
-შეგიძლია აღარ მოხვიდე,ყველანაირად დაგეხმარები,არ არის საჭირო იმუშაო-მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა,რა იყო ეხლა ეს? სიბრალული,დანაშაულის გრძნობა? ვებრალებოდი და უნდოდა დანაშაული გამოესყიდა,ყველაფერს ავიტანდი გეგადან,ცინიზმს,ირონიას სისასტიკესაც კი მაგრამ არა სიბრალულს,მომდგარი ცრებლი ძლივს დავაბრუნე უკან და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
-რატომ?
-თუნდაც ძველი სიყვარულის ხათრით...
-მომისმინე გეგა!ვიცი დავაშავე,ცუდად მოგექეცი და გული გატკინე,მაგრამ მე მგონი გამოვისყიდე,შენი გულის სანაცვლოდ ჩემი გული და ბონუსად სხეულიც,შენ რა გგონია მსიამოვნებს ეს ტკივილი რასაც იმ წამიდან ვგრძნობ რაც სადისტურად მომექეცი? ნამდვილად არა!მაგრამ ეს ასე იყო საჭირო და იცი რატომ? შენ ნელნელა და ეტაპობრივად შეეცდებოდი ჩემს მოკვლას მე კი დავაჩქარე მოვლენები,შენ ჯავრი იყარე,აისრულე წლების ნანატრი ოცნება,ახლა კი ბარი ბარში ვართ,ნულიდან ვიწყებთ!იცოდე ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს მოგონებების გარდა.ახლა კი ძალიან გთხოვ აღარასდროს შეეცადო ან ჩემს დახმარებას,ტკივილის მოყენებას მითუმეტეს!-ვერც კი გავაცნობიერე ყვირილზე როგორ გადავედი,გეგას ძარღვები დაბერვოდა,მუშტები შეეკრა და ნერვიულად უთამაშებდა ძარღვი კისერთან.ვიცოდი ჩემი ყოველი სიტყვა გულზე ეკალივით ესობოდა,ჩემი ყოველი სიტყვა ანადგურებდა მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი,აღარ ვაპირებდი ამდენი დამცირების ატანას მიუხედავად იმისა რომ მე ეს აუტანელი კაცი უსაზღვროდ მიყვარდა.
* * *
რა უცნაურია ცხოვრება,არასდროს იცი რა მოგელის წინ,ვერასდროს დაგეგმავ მომავალს რადგად არავის ძალუძს განჭვრიტოს მომავალი.ლამრო ხშირად მიყვებოდა მამაკაცზე რომელსას ძალიან კარგად იცნობდა,ლევანი მისი მეგობრის შვილი იყო,როგორც კი სკოლა დაუმთავრა მაშინვე ჩაუბარებია უმაღლესში,აუსრულებია ბავშვობის ოცნება და სამედიცინოზე მოეწყო,ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა თურმე,ბევრ რამეზე ამბობდა უარს,მხოლოდ იმიტომ რომ გეგმები სისრულეში მოეყვანა,დაამთავრა თუ არა სწავლა საკუთარი კლინიკაც გაუხსნია,ის ის იყო ცხოვრებით ტკბობა უნდა დაეწყო საშინელი ავტოავაარიის შემდეგ კომაში ჩავარდა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.
მოსმენილი ყოველთვის მაფიქრებდა,მინდოდა დღევანდელი დღით დავმტკბარიყავი,რადგან ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც კი იყოს,მაგრამ მე მხოლოდ ვფიქრობდი სისრულეში კი არასდროს მომყავდა,რაღაც უნდა შემეცვალა,ამჯერად ეს გარდაუვალი იყო.
* * *
ჩვენი უსიამოვნო კამათის შემდეგ გეგას იშვიათად ვხედავდი,დილით მისულს უკვე წასული მხვდებოდა სახლში კი გვიან ბრუნდებოდა,ეს იყო დიდი გაურკვევლობა თან მენატრებოდა თან არა,მინდოდა მისი ნახვა,თან ყველაზე მეტად მძულდა მისი ტკივილნარევი თვალების ყურება,ჩემი ხორციელი ჭრილობები შუშდებოდა,სულიერი არა.
ერთხელ გეგამ სახლში მეგობრები მოიყვანა,მე კი როგორც მოსამსახურეს მათი მომსახურება მომიწევდა.მიუხედავად იმისა რომ სულ ოთხნი იყვნენ გეგას ჩათვლით მაინც ისე მეზარებოდა საქმე თითქოს ორას კაციანი ქორწილისთვის მიწევდა მომსახურება.გოგონები თავიდანვე არ მომეწონა,ეტყობოდათ იმათ კატეგორიას რომ მიეკუთვნებიან,რომლებსაც ჰგონია გრძ

გრძელი ფეხებით და დიდი მკერდით რომ მიაღწევენ წარმატებას,აი ბიჭმა კი ჩემი სიმპატია ნამდვილად დაიმსახურა,უზადო სახის ნაკვთები,ჭკვიანი დინჯი თვალები და ისეთი მშვიდი გამოხედვა ქონდა შით რომ დაიკარგები...
ვუყურებდი მათ და ვრწმუნდებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,რომელიც წლების წინ მივიღე,გეგას სამყარო სრულიად განსხვავებული იყო,აქ ნამდვილად არ იყო ჩემი ადგილი,თუმცა ნამდვილად წარმოვადგენდი საჭიროებას,მათი მომსახურება ადვილი საქმე ხომ არაა...
-ჰეი შენ გოგონა!მოდი აქ!-ისე აგდებით მეძახდა ერთ ერთი "ქერათაგანი" გული მომიკვდა,თითქოს თავად კი სინდის გაისუფთავებდა,მას ვებრალებოდი,ეს ვიცოდი მაგრამ ამჯერად ეს არ მადარდებდა,მთავარი იყო მიმეღწია მიზნისთვის.და ჩემი ოსუხიც იყო "ჰო" ორი ასო რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება.

გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ,მეცვა ულამაზესი თეთრი კა.განა მინდოდა პომპეზურობა? არა უბრალოდ ასე ჩავთვალე საჭიროდ,მინდოდა ეს ქორწილი წლის მთავარი მოვლენა ყოფილიყო და ყველას გაეგო ვინ იყო ყველასთვის სასურველი გეგა ახვლედიანის რჩეული!მინდოდა ყველა გაზეთში დაეწერათ ჩვენზე!ასეც მოხდა,პრესას არ გამორჩენია წლის მოვლენა და მალე გაჩნდა სტატიები წარწერით "ვინ არის გეგა ახვლედიანის რჩეული?!" "გოგო რომელმაც შეძლო ახვლედიანისთვის თავი შეეყვარებინა" და მსგავსი სისულელეები მაგრამ მთავარი ის იყო რომ ყველამ იცოდა ჩემი სახელი.
გეგასთვის ნამდვილი შოკი იყო ბებიას შესახებ ქორწილოს დღეს რომ გაიგო,ლამრო გეგასთან არასდროს მიხსენებია.იყო ბევრი სტუმარი,ცეკვა,სითბო,სიყვარული,და სევდა...რომელსაც მხოლოდ მე და გეგა ვგრძნობდით.
* * * თაფლობის თვე არ გვქონია,არა იყო რამოდენიმე დღე მაგრამ მას თაფლობის ნამდვილად არ ერქვა.ჩემმა ძვირფასმა ქმარმა,სიუპრიზი გამიკეთა და თაფლობის თვეზე იმ სახლში წამიყვანა,სადაც...მოუხედავად იმისა რომ კანკალმა,შიშმა და სასოწარკვეთამ ერთად შემომიტია ვცდილობდი მხნეობა არ დამეკარგა
-ვაუ ძვირფასო ქმარო,ამას ნამდვილად არ ველოდი,არაჩვეულებრივია -სარკაზმს არ ვიშურებდი,ვუყურებდი გეგას,ჩემს გეგას და ვხვდებოდი რამხელა განსხვავება იყო,იმ კაცს შორის ვინც მიყვარდა და კაცს რომელიც ჩემს წინ იდგა...
-არ ელოდი არა?-ცალყბად ჩაიცინა და ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-თუ ამჯერადაც ჩემთვის ტკივილის მოყენებას აპირებ იცოდა ამას აღარ ავიტან!-ვერც კი შევამჩნიე ხმას როგორ ავუწიე,ჯერ კიდევ საქორწინო კაბით ვიდექი ოთახის შუაგულში და ჩემ წინ მდგომ,მოქუფრულ,თვალებ ჩამუქებულ,ტკივილით სავსე გეგას ხელებით თითის ქნევით ვესაუბრელოდი.
-ნიკოლ გაჩუმდი გთხოვ-საჩვენებელი თითი ტუჩებზე ნაზად მომადო და თვალებში ჩამხედა,ისეთი შავი და ისეთი ღრმა იყო ახვლედიანის თვალები აუცილებლად დავიკარგებოდი,ისევ მის ხმას რომ არ მოვეყვანე გონს.-ვიცი გატკინე და ალბათ შვიდი სიცოცხლე არ მეყოფა ამის გამოსასწორებლად მაგრამ,მე მინდა ვცადო,შვიდივე სიცოცხლეში,რატომ არ მითხარი ბებო თუ გყავდა?
-რა საჭირო იყო?-ხელები უღონოდ ჩამოვყარე,ძალა გამომეცალა არ შემეძლო,თითქოს ბრძოლის სურვილი გამიჩნდა,გეგაზე ქორწინებაც ამას მივაწერე,მაგრამ აღარ შემეძლო..
-საჭირო იყო,იცი რა დამემართა როცა მითხარი მელოდებიანო? იცი რამდენი რამ გავიფიქრე?იცი როგორ ვიეჭვიანე? მე ბევრჯერ მოვკვდი,შენს გამო,მაგრამ არა შენი გულისთვის...რომ მცოდნოდა,რომ მცოდნოდა...-ბიტბუტებდა თვალებდანისნული.ერთ ხანს ჩუმად ვიდექით,ვაპირებდი პასუხის გაცემას,გაპროტესტებას,გეგა კი უბრალოდ ოთახიდან გავიდა,ოთახი დატოვა,მწარედ ჩამეცინა.
* * *
გეგამ ჩემი ოთახი მაჩვენა,ოთახში ისევე როგორც სახლში სიძველის სურნელი ტრიალებდა,საოცარი იყო აქაურობა,დიდი საწოლით და იდუმალებით სავსე.
გარეთ საშინლად წვიმდა,გადაღლილი საწოლში ჩავესვენე და მშვიდად დავიძინე,ალბათ ასევე მშვიდად გავაგრძელებდი ძილს ჭექა-ქუხილის საშინელ ხმას რომ არ გამოვეღვიძებინე,თვალებგახელილს სრული სიბნელე დამხვდა,აი მაშინ კი ლამის გული გამისკდა,ბავშვობიდან მეშინოდა ამ ხმების,მეგონა ზეცა თავზე დამემხობოდა,გაუაზრებლად კივილი დავიწყე,ვკიოდი ბოლო ხმაზე და ბუჭშეკრული თითებს ძლიერად ვუჭერდი.
-რამოხდა?შეგეშინდა არა?-კარებში წელს ზემოთ შიშველი,შეშფოთებული გეგა იდგა,სწრაფად დაიძრა ჩემსკენ,საწოლზე ჩამოჯდა ხელები ძლიერად მომხვია და ჩემს დამშვიდებას შეეცადა"დამშვიდდი პატარავ""ჩემი სულელი ნიკოლი""ისევ ბავშვი ხარ" ბუტბუტებდა თავისთვის და ძლიერად მიკრავდა გულში....

გეგას ძლიერ მკლავებში მოქცეულს შიში სულ გადამავიწყდა,თავს უფლება მივეცი დავმშვიდებულიყავი,აღელვება ჩამეხშო,მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა,სულაც არ მაშინებდა,მხოლოდ გეგას სიახლოვე მაფორიაქებდა,სულს მიწიოკებდა...მამაკაცი ძლიერად მიკრავდა სხეულზე და ნაზად მეფერებოდა თმაზე,ვერც კი შევამჩნიე როდის დაცურდა გეგას ხელები ჩემს სხეულზე,ჯერ მხრებზე,მკერდზე,წელზე,დეხებზე...ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი,ვნებამ მოიცვა ჩემი ყოველი უჯრედი,იმდენად სასიამოვნო და მონატრებული იყო ახვლედიანის სხეულიდან წამოსული სითბო არც კი მიცდია წინააღმდეგობის გაწევა,არც მაშინ შემიჩერებია ერთი ხელის მოძრაობით რომ შემომძარცვა აბრეშუმის საღამური,არც მაშინ როცა ჩემში ძლიერად შემოიჭრა,არ შემეძლო გამეჩერებინა იმ ტკივილის მიუხედავად რაც პირველ წამებში განვიცადე....ის ჩემი გეგა იყო,მე კი ახლა მთლიანად ვეკუთვნოდი მას.
გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა,ისევ იყო ჭექა-ქუხილი,მაგრამ არ მეშინოდა და მწამდა სანამ გეგას თავის მკლავებში ვყავდი მოქცეული არაფრის უნდა შემშინებოდა ამქვეყნად საოცარი იყო,დილით აივანზე გასულს საოცარი,მზიანი ამინდი დამხვდა,მიწას,ბალახებს არც კი ეტყობოდათ წინა დღის წვიმის წვეთები.
მზე დაჰყურებდა ეზოს.თვალები დავხუჭე და გავინაბე,ვერ ვიჯერებდი რომ ბედნიერება მეწვია,რომ ამ წამს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი,სრულფასოვანი ქალი,გათხოვილი ქალი,რომელსაც ჰყავდა მამაკაცი რომელსაც ენდობოდა და შეეძლო მთლიანად მინდობოდა მას კიდევ მომავალში.
-მაპატიე!-ფიქრებიდან გეგას სიტყვებმა გამომარკვია,ნუთუ ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება?უამრავი კითხვა გამიჩნდა,ამას ნამდვილად არ ველოდი გეგა ნანობდა თავის საქციელს,ნანობდა რომ მთელი ღამე ჩემს გვერდით გაატარა.
-რა?გეგა რასამბობ?-მკვეთრი მოძრაობით მივბრუნდი მივსკენ,ნახევრად შიშველი ეშმაკური და ოდნავ ნაღვლიანი მზერით მომჩერებოდა,ნელა დაიძრა ჩემსკენ თავის მკლავებში მომიქცია,ამოიხვნეშა და ძალიან,ძალიან ხმადაბლა დაიწყო
-მაპატიე რომ არ გენდობოდი ნიკოლ,მაპატიე რომ ტკივილი მოგაყენე იმ დღიდან მოყოლებული ამ წამამდე,მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა,გუშინ ღამემდე მეგონა რომ ...ვერც კი წამოვიდგენდი რომ მეშენთვის პირველი მამაკაცი ვიქნებოდი,მაპამაპატიე მაშინ,არც კი ვიცი როგორ შევძელი შენზე ხელი ამეწია,უკანასკნელი არაკაცივით მოგექეცი.
-არ მეგონა გეგა ასეთი მარტივი თუ იქნებოდა შენთან ყოფნა,ვერ შევძელი საკუთარი კომპლექსებისთვის თავი დამეღწია,დავივიწყოთ რაც მოხდა...მთავარია რა იქნება მომავალში
-გეფიცები ნიკოლ ყველაფერი უკეთ იქნება ,ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება ჩემო ანგელოზო...შეგიძლია მენდო?
-გენდობი...
ვგრძნობდი მისი სხეულიდან წამოსულ სიმხურვალეს,ისე ვეკვროდი სხეულზე თითქოს მეშინოდა არსად გამქცეოდა,მაგრამ ვიცოდი გეგა არსად წავიდოდა,არც მე შევეცდებოდა მსგავს,გეგას ზურგს უკან ცისარტყელას მოვკარი თვალი,ბედნიერს გამეღიმა...ეს ახალი ბედნიერი დასაწყისი იყო.არ შეიძლებოდა ჩვენი ისტორია ცუდად დამთავრებულიყო,ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით,ამას ორივე ვგრძნობდით ალბათ ამიტომაც უამრავი მცდელობის მიუხედავად ერთმანეთისგან შორს დაგვეჭირა თავი,ჩვენი გზები მოულოდნელად ისევ იკვეთებოდა...





ამ ისტორიის დაწერა გადამაწყვეტინა,ჩემი მეგობრის ცხოვრებაში მომხდარმა რეალურმა ფაქტებმა.ჩემთვის მიუღებელია კაცი რომელსაც შეუძლია ქალს მოექცეს ისე სასტიკად როგორც შეძლო გეგამ,მაგრამ...ეს იყოს ნიკოლის სურვილი,მან სულიერ და მორალურ განადგურებას ფიზიკური ტკივილი არჩია,გეგას ქონდა არჩევანის საშუალება,მაგრამ დათანხმდა გოგონას შემოთავაზებას,სიბრაზისგან დაბრმავებულმა,ასე რომ იმის თქმა მინდოდა,არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ცხელ გულზე,სიბრაზისგან დაბრმავებულმა,რომ მერე მთელი ცხოვრება არ ინანო ქმედება,ასე რომ არ ყოფილიყო....
ძალიან დიდი მადლობა წაკითხვისთვის,მადლობა <3
მიყვარხართ!



№1  offline წევრი In ga

შინაარსი კარგი იყი... მაგრამ ჩამოუყალიბებელი და დასახვეწი

ეარმატებები

 


№2  offline წევრი ადელაინი

In ga
შინაარსი კარგი იყი... მაგრამ ჩამოუყალიბებელი და დასახვეწი

ეარმატებები

მადლობააა,ვიცი <3 გამოსწორებადია

 


№3 სტუმარი Ani

Dzaliam momewona cota shecdomebi ki iyo magram istoriam gadafara

 


№4  offline წევრი ადელაინი

Ani
Dzaliam momewona cota shecdomebi ki iyo magram istoriam gadafara

ეხლა ვნახე ხელის ტხოვნის სცენა გამომრჩენია,წამეშალა ალბად,ამიტომ აუცილებლად დავამატებ

Ani
Dzaliam momewona cota shecdomebi ki iyo magram istoriam gadafara

-ჰეი შენ გოგონა!მოდი აქ!-ისე აგდებით მეძახდა ერთ ერთი "ქერათაგანი" გული მომიკვდა.ის იყო მორჩილად ვაპირებდი მისი ბრძანების შესრულებას გეგა რომ წინ გადამიდგა,თველებში ცეცხლი აუკიაფდა,მკვეთრი მოძრაობით მიუბრუნდა ქალს
-ახლავე წადი აქედან თაკო!-კბილებში გამოსცრა
-კი მაგრამ გეგა რატომ?რა მოხდა?ის ხომ უბრალო მოახლეა-გაოგნებას ვერ მალავდა ქალი,დაბნეულად აცეცებდა თვალებს,ხან მე შემომხედავდა,ხან გეგას,მერე იქ მყოფ,გაოგნებულ ორ ადამიანს მოავლებდა თვალს და მზერა ისევ ჩემზე გადმოჰქონდა.გეგამ არაფერი უპასუხა მშვიდად გაუღო კარები მეგობრებს და უხმოდ გაისტუმრა.გაოგნებული ვუყურებდი გეგას და ვერ გამეგო რა ჯანდაბა ხდებოდა.ნელა დაიძრა ჩემკენ,ღრმად ამოიოხრა და უცერემონიოდ წარმოთქვა სიტყვები რომლებმაც მე გამახევა.
-ცოლად გამომყევი ნიკო!ვიცი არ დამთანხმდები მაგრამ დამიჯერე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა,დამიჯერე ეს არ იქნება ჩვეულებრივი ქორწინება,მე მინდა დაგეხმარო,არა იმიტომ რომ მებრალები!დამიჯერე ასე არ ატის!მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარდი...ეს შენი შანსია დაიმკვიდრო შენი ადგილი,მე კი მშვიდად შ3ვძლებ ცხოვრებას,საშუალებას მოგცემ მიიღო ის რასაც იმსახურებ.
ისე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა მის აბობოქრებულ სულს,გატეხილ გულს,და შებილწულ სინდის,მაგრამ მე ვამჩნევდი,რადგან ის გეგა იყო ჩემი გეგა. ვიცოდი ოგი ფიქტიურ ქორწინებას მთხოვდა,ჩემი ერთი ნაწილი ყვიროდა,ტკიოდა უარყოფდა,არ დაუშვებდა მსგავს,გეგას სიბრალულს ვერ აიტანდა.აი მეორე კი ცივი გონებით იღებდა გადაწყვეტილებას,მან იცოდა თუ ამას გააკეთებდა ყველაფერი შეიცვლებოდა,ექნებოდა ყველაფერი რაც სურდა,ყველაზე მთავარი კი ის იყო რომ ჩემმა ორივე მემ იცოდა ლამროსთვის ასე აჯობებდა.მერქმეოდა გეგას ცოლი,პრივილეგიები,ავტორიტეტი და ყველანაირი საშუალება შემეცვალა ცხოვრება,ვიცოდი ესეც ბევრ სირთულესგამოიწვევდა მაგრამ მზად ვიყავი,ყველაფრისთვის მზად ვიყავი,ამდენ დამცირებას ვეღარ ავიტანდი. თავად გეგა კი სინდის გაისუფთავებდა,მას ვებრალებოდი,ეს ვიცოდი მაგრამ ამჯერად ეს არ მადარდებდა,მთავარი იყო მიმეღწია მიზნისთვის.და ჩემი პასუხიც იყო "ჰო" ორი ასო რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება.
ეს გამომრჩაა

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სრული კოშმარიიი

 


№6  offline წევრი ადელაინი

uchveulo
სრული კოშმარიიი

სანამ ორი აზრი არსებობს ბედნიერი ვარ <3

 


№7  offline მოდერი ენემი

მაგარიაა ძაან მომეწონა

 


№8  offline წევრი ადელაინი

ენემი
მაგარიაა ძაან მომეწონა

მადლობააა საკვარელო <3

 


№9 სტუმარი ლინდა

იცით რააა კარგია მართლაც დიდი აზრი დევს მე ამას ვერ შევაფასებ რადგან სხვა რომ შეაფასო ჯერ საკუთარის შეფასება უნდა იცოდე ასევე უნდა ერკვეოფე მწერლპბაშიც უკომენტაროდ სიტყვებიც კი ზედმერია იქ სადაც სიყვარულია

 


№10  offline წევრი ადელაინი

ლინდა
იცით რააა კარგია მართლაც დიდი აზრი დევს მე ამას ვერ შევაფასებ რადგან სხვა რომ შეაფასო ჯერ საკუთარის შეფასება უნდა იცოდე ასევე უნდა ერკვეოფე მწერლპბაშიც უკომენტაროდ სიტყვებიც კი ზედმერია იქ სადაც სიყვარულია

აკამდე რატომ არ ინახავს ეს კომენტარი...უფრო ადრე გამითბებოდა გული,მაგრა არც ახლაა გვიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent