პირველად რომ დაგინახე... (7)
-ლევან-მოულოდნელად ვიღაცის ხმა ხმა მოგვესმა. მამამისი იყო, ლევანი მის დანახვაზე შეკრთა. -ლიზა ადი ოთახში-ლევანი ისევ მე მომიბრუნდა. -არა, დარჩეს. მინდა გავიცნო. -მამა, ლიზა ავა ოთახში. დროზე. დიდად არც მინდოდა ამ ახვ**ის გაცნობა ამიტომ ზევით ავედი. როგორ მინდოდა დანა ამეღო და მისთვის ზურგში ჩამესო. ზევით ლუკა შემხვდა, მას გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი. ის კარს მიეყრდნო. -ლიზა, მაპატიე, მაგრამ უნდა მეთქვა რეზის რო დაურეკე. -შეგილია კარი გაიხურო გასვლისას? -კი-ეწყინა მაგრამ გადაიტანს, მისი დებილური ენის ეტანა მე თავის გატეხვად დამიჯდა. მანამდე ლევანი და მამამისი ლაპარაკობდნენ. -გავიგე რომ ლიზა გაგექცა. -ხო ხედავ რომ აქ არის? -სათანადოდ ვერ უვლი. -რა გავაკეთო მამა მივაჯაჭვო საწოლს? -მოარჯულე, რა უნდა გააკეთო! რა გინდა ხმები გავიდეს რომ საკუთარს საცოლეს ვერ არჯულებ?! -მამამისი სად არის? -არ ვიცი, რაში გაინტერესებს? -მაინტერესებს, შენ ხომ არ გაგიკეთებია რამე ისე რომ ჩემთვის არ გითქვამს. -არა. ლიზას გაცნობა მინდა. -რატომ? -შენი საცოლეა და ქორწილში რომ გავიცნო ცოტა ტეხავს ხო ლევან? -ის არ ტეხავს ძალით რომ მომყავს? -ლევან, ბოლოჯერ გეუბნები, ან შენ მოიყვან ამ გოგოს ცოლად ან ჩემი ხელით მოვკლავ, მასაც და მამამისსაც. -ხელს არ დააკარებ, მოვიყვან. -და ლევან, თაფლობის თვე აუცილებელია. -რა თაფლობის თვე? -ეგეც მე უნდა აგიხსნა? -მამა, მე ვერ დავაძალებ და არც ვაპირებ. ეს უკვე ზედმეტია. -მაგას არც გთხოვ, საეჭვო იქნება რო არ გქონდეთ. -ხო, იტალიაში წავიყვან ან სადმე არ ვიცი. -იცი, ლევან შენი ცოლია! უკვე შენი საზრუნავი, სახლი ჩემზე იყოს აქ, ელენეც მოდის. -შენი საყვარელი რა აუცილებელია? ან ვაბშე ხო გითხარი ცოტა ხალხი უნდა იყოს თქო. -ელენეზე წესიერად ილაპარაკე და პატივი ეცი. -გავიგე. -ლუკა სად არის? -აქ ვარ-ლუკაც ქვევით ჩავიდა. -ლუკა, შენ საბანკო ანგარიშს გადავხედე... რამდენ სასტუმროში დადიხარ ეს რა არი. აიღე ერთი ნომერი და იქ ატარე ეს შენი... შეყვარებულები. -ხო... ისა... ეს იქ ვსვამთ ხოლმე და... -არ მაინტერესებს რას აკეთებთ. შენი ძმის ქორწილი ერთ კვირაშია რომელიმე ამოირჩიე ოღონდ ყველაზე ნორმალური და წამოიყვანე. -ქორწილი ესე მალეა? და ლიზა თანახმაა? -როდიდან გვაინტერესებს ლიზა რას ფიქრობს. -ისიც ადამიანია. -ლუკა, ადი ოთახში-მკაცრი ხმით უთხრა ლევანმა. -2წლის ბავშვი არ ვარ, საერთოდ არ ფიქრობთ იმ გოგოზე? იმ დღეს შეილება მოგეკლა! საფეთქელი რო დაერტყა?!! მამამისზე უკეთესი რამით იქნებოდი?!!! -ლუკა მოკეტე!!! -რა გააკეთე ლევან?-მამამისსაც ეტყობოდა რომ მოთმინებიდან გამოდიოდა. -რაღაცაზე ვიჩხუბეთ, ხელი უხეშად ვკარი და საწოლის კიდეს ჩამოარტყა შუბლი.. -ლევან, ერთი რაღაცა გთხოვე, ამ გოგოს სახლში ჩაკეტვა და არა ცემა. -არ მიცემია... -ქორწილი ერთ კვირაშია, ნორმალურად მოიქეცით, ყველაფერი მზადაა, ლიზა ხვალ უნდა წაიყვანო კაბების მოსაზომებლად, 12საათზე. ერთდაერთი რაც შეგილია ჰკითხო და გავაკეთებთ ეს არის ყვავილები. კითხე როგორი ყვავილები უნდა. და შემდეგ აღარაფერი მომისმენია. ხვალ ჩემი დაბადების დღე იყო. ერთი რამ მაინც მიხაროდა, რომ ყვავილებს ამარჩევინებდნენ. მე შავი ვარდები მინდოდა. ერთხელ მე და სალი კლუბში ვიყავით რაღაც ფართიზე. მაშინ შეხვდა სალი ტატოს. სალის და მე ძალიან ბევრი გვქონდა დალელული. ტატოს ძაან მაგარი ტატუ ჰქონდა მხარზე, სალიც ატყდა მეც მინდაო. იმდენად გამოშტერებულები ვიყავით რომ ვერც ვხვდებოდით რას ვაკეთებდით. წავედით ტატუ სალონში. სალიმ მითხრა ჯერ შენ დაჯექიო... არ მახსოვს როგორ არ მოგვთხოვეს პირადობა. მე ზურგზე გავიკეთე შავი ვარდის ტატუ. მაშინ ძალიან ჭკვიანობად მიმაჩნდა და დღეს მეცინება კიდეც რომ ეს გავიკეტე. დამალვაც არ მჭირდებოდა რადგან მამაჩემი არასდროს არ იყო სახლში. ცოტახანში ლევანიც ამოვიდა. -ხვალ... კაბის ასარჩევად მივდივართ. -კაი. -ხო, კიდე ყვავილები ქორწილისთვის... -შავი ვარდი. -შავი ვარდი? ქორწილში? -ხო, ჩემი ნება იყოს შავ კაბას ჩავიცმევ. -კარგი, შენი ნებაა. თუ გინდა რომ შენი ქორწილი ეგეთი იყოს... -ეს ჩემი ნამდვილი ქორწილი არ არის. როცა მექნება ეჭვი არ შეგეპაროს რომ მაშინაც შავი ვარდები მექნება. -ლიზა,არ დაიღალე? ნახე სუ სველი ხარ, წადი იბანავე და დაწექი. -მადლობა რო მითხარი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. -არაფერს-თვითონ საწოლზე წამოწვა და ტელეფონი აიღო. აბაზანაში შევედი, ვიბანავე და ხალათით გამოვედი. თვალი ისე გამომაყოლა რომ სიცილი ძლივს შევიკავე. -ამაღამ, შეგილია აღარ გახვიდე სხვა ოთახში,მე გავალ ტელევიზორის ოთახში. -სულ ესე ვერ ვიქნებით იწექი აქ, დიდი საწოლია და როგორმე დავეტევით. შემდეგ ტანაცმელი ჩავიცვი და გამოვედი. ტელეფონი ამოვიღე და ფეისბუქში შევედი. მაშინვე გამომართვა. -ეს საიდან? -მქონდა. -ლიზა, ეს საიდან გაქვს-შემდეგ გაახსენდა რომ რეზიმ მომცა-ა... სოფელში მოგცა ხო?! -ხო. ლევან დღეს რო მნდომებოდა გაქცევა მემგონი გავიქცეოდი, ტელეფონს დავტოვებდი რომელიმე ავტობუსში და მთელი დღე იმ ავტობუსის დევნაში გაატარებდი, მაგრამ როგორც ხედავ აქ ვარ. ეხლა დამიბრუნე ტელეფონი. -სამწუხაროდ ტელეფონს ვეღარ მიიღებ. ლიზა, აღარ გენდობი. ხელი გავწიე რო ამეღო მაგრამ ისევ გაიწია, მე უფრო ახლოს მივიწიე და უცებ წელზე შემომხვია ხელი და მისკენ მიმიზიდა. დავიბენი და გავშეშდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ის კი ტკბებოდა და უხაროდა რომ მაინც მოახერხა და გამაწითლა უხერხულობისგან. თვალებში მაშტერდებოდა და არ მიშვებდა. უცებ გონზე მოვედი და ხელიდან გამოვტაცე ტელეფონი. -ლევანიკო, ამ ტელეფონს მხოლოდ ჩემი გადათელვით თუ მიიღებ. -ჯანდაბას, გქონდეს. -ისედაც მექნებოდა. აუ მშია. უცებ გაეცინა. -ლიანა წავიდა, თავის დროზე გეჭამა. -ხოდა ჩავალ და მეთითონ გავიკეთებ რამეს. -რას გაიკეთებ? იცი რო საერთოდ საჭმლის კეთება? -მემგონი დიდიხანი მარტო ვცხოვრობდი-ქვემოთ ჩავედი და ისიც გამომყვა-კარტოფილი მინდა. -მერე მე რა ვქნა? კარტოფილს ვგავარ? -სად დევს არ იცი? -არა. -უიმეე, რანაირი კაცი ხარ შენ. შენ სახლში რა სად დევს არ უნდა იცოდე?-კარადებში კარტოფილის ძებნა დავიწყე-საჭმელი არ გაქვს. -ხოდა წამოდი და ვიყიდოთ-სახეზე რაღაცნაირი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ისევ მცდიდა თუ მაკვირდებოდა ვერ ვხვდებოდი... -კაი. -კაი? -ხო, კაი. დიდხანს უნდა გელოდო? მისი შემოსაცმელი და მანქანის გასაღები აიღო. -გარეთ ცხელა რათ გინდა? -მე არა, შენ გინდა-მაიკაზე მიმითითა, რომელიც ოდნავ მოღეღილი იყო, მეზარებოდა ამაზეც ჩხუბი და გამოვართვი. შემდეგ გარეთ ჩავედით და მანქანაში ჩავჯექით. უახლოეს მაღაზიაში შევედით. -კარტოფილის შეწვა იცი ვაბშე? -რა უნდა, ალბათ იყიდი კარტოფილს, დაასხამ ტაფაზე ზეთს და დადებ კარტოფილს. -და კანი? -ალბათ სიცხეში მოცილდება... -ლიზა, იცი როგორ მიკვირს როგორ გადარჩი ამდენი წელი მარტო რო ცხოვრობდი? -მანჩო მყავდა. ჩემი პირადი მზარეული, დიახ. -ისევ გამზადებული ვიყიდოთ ჯობია. -მწვანილები აქვს და არ მიყვარს. გამყიდველთან მივედით. -კარტოფილი გვინდა შემწვარი, პატარა ყუთში ჩაგვიდეთ. და ხო... ჩემი საცოლე ვერ იტანს მწვანილებს, თუ შეილება რომ მოაშოროთ. ქალი გაოგნებული გვიყურებდა, თავიდან გაეღიმა მაგრამ როდესაც მიხვდა რომ ლევანი არ ხუმრობდა ისევ გაჩერდა. შემდეგ სამზარეულოში თუ სადღაც გაბრუნდა. ცოტახანში კი მწვანილების გარეშე მოიტანეს შემწვარი კარტოფილი. -აუ კიდე მშია. -ჯერ არც გიჭამია-გაეცინა და გამყიდველს კარტოფილი გამოართვა. -კიდე მინდა რამე. -რადგან შენ მოგშივდა ყველაფერს ვიყიდი. -ნამცხვრები მინდა. ყველა შოკოლადის ან ვანილის კრემით და ხილის გარეშე. რაც იქნება. -ვაფშე ყველაფერს ავიღებ, შენ მანქანაში დამელოდე თუ გინდა. -არა, რატო იქნება და რამეს მიყრი იმ ნამცხვრებში. -კაი, როგორც გინდა. ნამცხვრებიც ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით. სამზარეულოში შევედი და ყავის კეთება დავიწყე. -ლიზა, რას აკეთებ? -ყავას? -მივხვდი, მაგრამ ღამის 2ზე? -აუ მეძინება და მეზარება ძილი. გაგიკეთო შენც? -ლიზა, რა დაგეტაკა? თუ ეხლა დამაძინებლის ჩაყრას აპირებ? -ნუ გეშინია, როგორც კი რეზი დაამტკიცებს მამაჩემის უდანაშაულობას მაშინვე წავალ აქედან. უბრალოდ დავიღალე ისტერიკების მოწყობით, საბოლოოდ მაინც მე ვზარალდები, ხან ფიზიკურად ხანაც... -მაპატიე. -ტკბილი გიყვარს ყავა? -არა, არ მინდა ყავა. -კაი. ყავა გავიკეთე და შემდეგ ნამცხვარი გამოვიღე. ბარის მაგიდასთან დავჯექით ორივე. მე შოკოლადის ნამცხვარს ვჭამდი და ის არაფერს. -შენ არ ჭამ? -არა, არ მშია. ესეთ რამეს ალბათ ხშირად ვერ ვნახავ. -რას? -შენ ესეთ კარგ ხასიათზე. -აა. თუ ცხოველივით არ მომექცევი ნახავ. -თუ არ მაიძულებ რომ ცხოველივით მოვიქცე. -პრინციპში რაღა ცხოველივით ცხოველი ხარ. -მართლა მაინტერესებს იმ დღეს ავტობუსის გაჩერებაზე რატო იჯექი იმდენი ხანი? -ხო გითხარი, გაქცევა რომ მნდომოდა აქამდე გავიქცეოდი. -აბა რაღატო წახვედი თბილისში? -შენი გაღიზიანება მინდოდა. -არა, სიმართლე მითხარი. -მოდი ნუ გამიფუჭებ ხასიათს. სხვა დროს იყოს. -კაი. ლუკა ჩამოვიდა. ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. -გილოცავ, ხვალ ყველაზე მაგარ კლუბში წაგიყვან ვაბშე. -რას ულოცავ? -არაფერს-მაშინვე ვუპასუხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.