შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (მეოთხე თავი)


18-06-2017, 23:39
ავტორი ბიბი
ნანახია 2 742

დროთა განმავლობაში ლევანი და თამთა დაახლოვდნენ, თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებდნენ მაგრამ ერთმანეთის შესახებ არ საუბრობდნენ, მათი სასაუბრო თემა, პაციენტები, მოგზაურობა, მუსიკა, წიგნები, სიყვარული, ბედნიერება და სასმელი იყო რომელსაც არჩევდნენ. თითქოს ერთად შეკრული კარგი გუნდი იყო ყოველთვის იცოდნენ ერთმანეთის აზრები ამათუ იმ თემაზე, თითქოს ერთი შერწყმული არსება იყო, ვუნდერკინდი. ერთი ტკვილიც კი აერთიანებდათ თითქოს თუმცა თავადაც არ იცოდნენ რა იყო ეს, არ იცოდნენ ერთმანეთის დარდებზე არაფერი და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდნენ რომ არა ზარი ლევანის ტელეფნოზე, თამთამ კი არა ლევანმაც ვერ გაიგო წესიერად რა უთხრეს, გაშეშებული იჯდა სივრცეში იყურებოდა, რაღაც წერტილს მიაჩერდა დიდრონი შავი თვალები აუწყლიანდა, ტელეფონი ნელა მოაშორა სახიდან.
-მაპატიე, იცი... მე... მე... მე უნდა წავიდე, მაპატიე.
-რამე მოხდა ?- თამთამ ხელზე ხელი მოკიდა და შეშინებულმა შეხედა
-არ ვიცი, რა ხდება ჩემთავს, მაგრამ უნდა წავიდე.
ლევანი ქუჩაში გამოვიდა, დაბნეული იყურებოდა გარშემო, ეგონა სამყარო შეიშალა, ეგონა ეს მანქანები არარსებული რეალობა იყო, უცებ ტაქსი გააჩერა და წავიდა, სად წავიდა თითონაც არ იცოდა, მთავარია გაიქცა, რღაცას მოშორდა რამაც ატკინა, სახლში მივიდა, სამზარეულოდან ანასტასიას ტიკტიკი ესმოდა, ბავშმა ვერც გაიგო მამის სახლში მოსვლა, ლევანმა იფიქრა შევაშინებო და ოთახში ავიდა, სასრაფოდ თავისი ტანსაცმელი გადმოალაგა ზურგჩანთაში ჩაყარა, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გაიქცა. დედა წამოეწია...
-ლევან, რამე მოხდა ? სად მიდიხარ ?
-დედი, ყველაფერი კარგად არის რამოდენიმე დღე ქალაქიდან გავდივარ, ყველააფერს გავარკვევ და დავბრუნდები.
ლევანი მანაქანაში ჩაჯდა და გზას დაადგა, გზას წარსულისკენ, მარტო დარჩენილი და პირველემოცია გამოვლილი ვეღარ შეიკავა თავი და ცრემლები წასკდა, „ნუთუ ეს სიმართლეა“ „ნუთუ მართლა ის არის“ საჭეს ხელებს ურტყამდა და თან ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. მუსიკა მაღარ ხმაზე ჩართო, თან შუბლს ისრესსდა და თან ღრმად სუნთქავდა იქნებ როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა. თურმე კახელითის მიკარგულ სოფლეში წავიდა ლევანი, საიდანაც დაურეკეს და უთხრეს რომ სავარაუდოდ მისი მეუღლე, საშინლად ნაწამები იპოვეს, თუმცა სახეზე ნაკაწრიც არ ქონდა და ამოცნობაც არ გაჭირდებოდა, „ნაწამები, გარდაცვილილი ლიზა“ მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში ლევანს, ქალი რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა ყოფილიყო, რომელიც ანასტასიას დედაა. მხოლოდ ერთი უნდოდა გაეგო, რომ ეს ტყული იყო, რომ ლიზა ახლაც ცოცხალი და საღსალამათი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სხვა კაცთან, თანახმა იყო მის საყვარელ ქალს სხვა ოჯახი ქონოდა, მაგრამ არ უნდოდა მისი ხელებიდან სიცივე ეგრძნო არ უნდოდა მისი იმედები ასე სასტიკად ჩამკვდარიყო. როგორც იქნა დანიშნულების ადგილას მივიდა, კარგახანს იჯდა მანქანაში და უკან გაბრუნებასა და შენობაში შესვლაზე ორჭოფობდა, ბოლოს სიმართლი გაგება ამჯობინა და მანქანიდან გადავიდა, შესასვლელისკენ მიიწევდა და თან ფეხები უკან რჩებოდა. საშინელი ქარი ამოვარდა, მტვერი ეყრებოდა სახეში მაგრამ არცერთი სახის კუნთი არ უკრთოდა, ემოციები გათიშა, აქ მხოლოდ ერთი რამისთვის იყო მისულიყო, ქალის ცხედარი ენახა, დარწმუნებულიყო რომ ეს ლიზა არ იყო, მიუხედავად იმისა რომ უღალატა, მიუხედავად რომ არ უყვარდა, ბევვრი გათენებული ღამისთვის და ტკივლის მიუხედავად, გული ეწურებოდა როცა წარმოიდგენდა რომ უმშვენიერესი ქალი სასტიკად მოკლეს. შენობაში შევიდა.
-გამარჯობათ, შეშინებული თქვა და ირგვლივ მიმოიხედა.
-გამარჯობათ, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ქალი შეეგება.
-მე ლევანი ვარ, ლევან აბულაძე.
-დიახ გიცნობთ, მობრძანდით. ოფიცერს გაგასაუბრებთ.-კაბინეტში შეიყვანა.
-გამარჯობათ ბატონო ლევან, მეოფიცერი გიორგი მენაბდე გახლავართ, დაბრძანდით
-მადლობთ- ლევანი ყველაფერს უცნაურად აღიქვამდა, ჯერ კიდევ არ ჯეროდა რომ ეს მის თავს ხდებოდა, თავი კინოში ეგონა.
-ერთ-ერთ სოფელში ვიპოვნეთ სახლი, საიდანაც ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშვალება, ასევე ავიყვანეთ რამოდენიმე მეძავი და ერთი დამნაშავე. სარდაფში ვიპოვნეთ ორი ქალის გვამი, სანამ ექსპერტიზაზე წაიყვანენ იქნებ ნახოთ, ერთერთი ძალიან გავს თქვენს მეუღლეს, რომელსაც რამდენი ხანია ვეძებთ.
-იცით, არ ვარ დარწმუნებული რომ მიზანშეწონილია სხვა ქალების თვალიერება.-ლევანნმა თითონაც ვერ გაიგო ისე წამოროშა სულელური ხუმრობა.
-მესმის რომ თქვენთვის ძალიან ძნელია თუმცა როგორც იცით ქალბატონ ელისაბედს ოფიციალურად თქვენს გარდა არავინ ყავს.
-დიახ რათქმაუნდა, სად შეიძლება ვნახო?
-წამობრძანდით-გიორგი გრძელ თეთრ დერეფანში მიუძღვებოდა ლევანს, ალბათმთელს შენობაში ზარის ხმასავით ისმოდა ლევანის გულისცემა, ნაბიჯებს გაუცნობიერებლად დგამდა, როგორც იქნა გიორგი ერთერთ კართან გაჩერდა, გასაღები მოარგო კარი გაიღო ორ საკაცეზე ორი გვამი იდო, თეთრი სუდარა ქონდა გადაფარებული ორივეს გიორგი ერთ-ერთს მიუახლოვდა-მზად ხართ?-ჩუმად იკითხა გიორგიმ. ლევანმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ძეგლივით იდგა და ელოდა განაჩენს, გიორგიმ ნელი მოძრაობით სახეზე გადააძრო სუდარა გვამს, ლევანის ძარღვებში მოთუხთუხე სისხლი თითქოს გაიყინა, უცქერდა თითქმის გალურჯებულ სახეს, ეცნობოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ვინ იყო, ვერც ის გაეგო სად ან რატომ იყო წამით სამყაროს მოწყდა, გალაქტიკაში დაფრინავდა თითქოს, მხოლოდ თითქმის გალურჯებულ სახეს უცქერდა, მიუახლოვდა, ეცადა ხელით სეხებოდა სახეს ახლოს მიუახლოვა მაგრამ ვერ გაბედა, მის სახეს შეხებოდა ვერ გაბედა თმებზე შეხებოდა, თვალები აეცრემლა-ის არის-ჩუმად ჩაილაპარაკა-ის არის-რამდენჯერმე გაუაზრებლად თქვა, სახესაც გაუაზრებლად შეეხო შუბლზე ხელი გადაუსვა, ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი, ვიცოდი რომ სამუდამო იყო ჩვენი სიყვარული, ჩუმად ესაუბრებოდა გაქვავებულ სხეულს. ცატახანს კიდევ ეფერა მის სახეს შემდეგ კი დათმო, დათმო სამუდამოდ. ოთახიდან გამოვიდა, რაღაც საბუთებზე მოაწერინეს ხელი.
საკუთარ ლოგინში გაიღვიძა მეორე დილას, ვერ გაეგო ეს სიზმარი იყო თუ რეალობა. ვერ გაეგო მართლა ნახა ეს სანატრელი სახე თუ მოეჩვენა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ღმერთო
საშინლად მძიმე თავი იყო!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ სულ მთლად დაგვაბნიე ეხლა და რა ვქნათ? გვაინტრიგებ და გვაინტრიგებ.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent