შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეოთხე თავი)


19-06-2017, 03:50
ავტორი meilin
ნანახია 1 947

უნივერსიტეტიდან როგორც კი მოვედი დივანზე გადავეშვი. მთელი ღამის უძინარი ძლივს ვახელდი თვალებს. ვგრძნობდი როგორ ვეშვებოდი ღმა ძილში, როდესაც მობილურის ბჟუილმა გამომაფხიზლა.
- ჰო ნუცა.
- გოგო რამდენს გირეკავ, სადიყავი
- მეძინა, რა ხდება.
- რესტორნების სია ჩამოვწერე, გამოგიგზავნი და გეხვეწები დაათვალიერე და დეტალები გაარკვიე რა.
- კარგი, გამომიგზავნე.
- ხო და დღეს რაც იყიდე ეგენი ალექსანდრეს გამოატანე.
- კარგი.

მოსაცმელი ავიღე და სახლიდან გამოვედი. მანქანაში ჩვჯექი თუარა მისი დაქოქვისა და ტკაცანის ხმა ერთი იყო. ამის შემდეგ კი მანქანა უბრალოდ ჩაქვრა. გულგახეთქილი გადმოვხტი იმის შიშით, რომ ბოლი აუვიდოდა და აფეთქდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ჯანდაბა, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მანქანას შემოვუარე, „კაპოტი“ ავხადე და შიგნით ყოვლისმცოდნესავით ჩავიხედე, გეგონება რამის გარკვევას შევძლებდი. ერთი შეხედვით ყველაფერი თავის ადგილას, წესრიგში იმყოფებოდა. ვცდილობდი გამერკვია რომელი ნაწილის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გაფუჭების მიზეზი.
- ჯერ არაფერი დამიწყია და შენ უკვე მზადყოფნაში ხარ ? ვერც გავიგე როგორ მომიახლოვდა ალექსანდრე, ჩემს უცნაურ პოზას შეავლო თვალი და ჩაიცინა. მე კი მოულოდნელობისგან ისეთი სისწრფითა და ძალით მივცხე „კაპოტს“ თავი, რომ მისი ხმა უფრო ძლიერი იყო ვიდრე წამის წინ რაღაცის გატკაცუნების. დღეს აშკარად არაა ჩემი დღე.წუხანდელი ღამის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში საშინელებები ხდება (ალექსანდრეს თამადობით). ალექსანდრის ჩვეული ირონიული სახე შეენარჩუნებინა. ხელი თავზე დავიდე და მსუბუქი მასაჟი გავიკეთე, თან მას გავხედე.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ ?
- ნუცამ მითხრა მია რაღაცას გამოგატანსო
- ჰოო, წერილს, იმქვეყნად.
- მაგას თითონაც წაიღებ. გატრიალდა და თავისი მანქანისკენ წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა და გამომხედა.
- არ გეხუმრები, გამოიწიე, მალე აფეთქდება. თავპირისმტვრევით გამოვქანდი და სინათლის სისწრაფით ჩავუქროლე ალექსანდრეს.
- ვაიმე რა უნდა ვქნა, რამე მოიფიქრე რა. შრეკის კნუტის თვალებით გავხედე.
- მე მგონია, რომ ისედაც კარგად გამოგდის ყველაფერი, ჩემი დახმარების გარეშეც.
- სხვათა შორის თქვენს საქმეზე მივდივარ, თუ არ მეხმარები გამიყვანე მაინც.
- ეგ შენი საქმეა, მეჯვარე შენ ხარ. ტაქსისტად რო დავიწყებ მუშაობას მერე გაგიყვან.
- ამის გაკეთებას ვერ დაველოდები, უამრავ ადგილას ვარ გასასვლელი.
- მაგ პრობლემის რომელი ნაწილია ჩემი ? სახე ამელეწა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით გავემართე. დილით ნაყიდი საქორწინო დეკორაციები პარკიანად გადმოვიღე და ალექსანდრეს უხეშად ვესროლე.
- გმადლობ დახმარებისთვის!
- მუდამ შენს სამსახურში მიგულე, ირონიულად ჩაიცინა და თავისი მანქანისკენ გასწია. აუტანელი იდიოტი. თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე გაბრაზება ოდნავ მაინც ჩამეცხრო. შემდეგ ევაკუატორი გამოვიძახე და მანქანების გაქირავების სააგენტოსკენ ავიღე გეზი. მთელი დღე რესტორნების თვალიერებასა და დეტალების გარკვევას მოვანდომე, საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტი ავირჩიე, ნუცას გადავურეკე და ბარში შეხვედრაზე შევუთანხმდი, რადგან ალექსანდრეს ნახვის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. კარი შევაღე თუარა ეგრევე ბარისკენ გავემართე.
- გამარჯობა გიო, რამე ძლიერი დამისხი ორმაგი დოზით. შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთა მაგიდაზე შემოვდე. გიომ წარბაწევით შემათვალიერა. ალექსანდრეს ჩამოსვლის შემდეგ ბიჭები ნანახი არ მყავდა. ვინაიდან ბარი გიოს ეკუთვნოდა, მთელი მისი საძმაკაცო აქ იყრიდახოლმე თავს და გაჰქონდათ ერთი ღრიანცელი. გიომ სასმელი ჩამომისხა და ხელები მაგიდაზე შემოაწყო.
- ისედაც ვიცოდი, რომ ალკოჰოლიკი იყავი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა. ალექსი ნახე ხო ? თან ეშმაკურად ჩაეღიმა. ჭიქა ავიღე და სასმელი ბოლომდე გამოვცალე.
- ანუ კი.
- სად არიან ბიჭები ? თემის გადატანას შევეცადე.
- მათე ცოტა ხანში მოვა და დემე ალექსს გაყვა სადღაც, და ეგ არ გიშველის.
- რა არ მიშველის
- თემის გადატანა.
- კიდე დამისხი. გიომ ჭიქა შემივსო და ნიკაპი ხელს ჩამოადო.
- აუ მომიყევი რა რა მოხდა, მაინტერესებს.
- გამოცდა ცუდად დავწერე. გავუღიმე და სკამიდან გადმოვედი სასმლით ხელში.
- ვილაპარაკებთ მაგაზე
- არა არ ვილაპარაკებთ !
- მია, უბრალოდ გაითვალისწინე რო ყველაზე კარგად მაინც შენ იცი მაგის ხასიათი, დანარჩენს ყურადღებას ნუ მიაქცევ, დამიჯერე ბევრად გაგიმარტივდება. თვალი ჩამიკრა და საქმეს მიუბრუნდა. მაგიდასთან მივედი და ნუცას მოსვლის მოოლოდინს შევუდექი. ამ დროს ბარში ალექსანდრე და დემეტრე შემოვიდნენ. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, თვალები გადავაბრიალე და გვერდი ვიცვალე იქნებ ვერ დამინახოსთქო. დემე პირდაპირ გიოსკენ წავიდა, ალექსანდრემ კი მიმოიხედა და ჩემი „სირაქლემას“ პოზა შეამჩნია.
- ვიცოდი, რომ შენი და მაგ ფრინველის ტვინის ზომები იდენტურია, მაგრამ ცხოვრების სტილიც თუ ერთნაირი გქონდათ არ მეგონა. თან ჩემკენ წამოვიდა. მიკერებული ღიმილით გავხედე.
- მოდი თავი მოვიკატუნოთ, რომ ერთმანეთი ვერ დავინახეთ და უბრალოდ იქითკენ წადი საითაც მიდიოდი, თვალები გადავბრიალე და მეორე ჭიქაც გამოვცალე.
- სწორედ აქეთ მოვდიოდი, თუ გგონია რომ შენ გამო მოვუახლოვდი ბარს ? ზოოფილიისკენ არ ვარ მიდრეკილი და რომც ვიყო ფრინველებისკენ არ გავიხედავდი.
- საინტერესოა ამას ნახევრად ცხენი რომ ამბობს, ჩამეცინა, თან სასმელი შევუკვეთე.
- ნახევარქათამა თევზს ყველაფერი ჯობს. მისი ჩამოსვლის შემდეგ ალექსანდრეს ნორმალურად არც დავკვირვებივარ. ახლა შევუდექი მისი დეტალების თვალიერებას. სახის ნაკვთები დავეწოდა და ბევრად გასიმპათიურებულიყო. თმა კეფის მიმართულებით გადაევარცხნა, რაც მის დიდ, ლამაზ შუბლს უსვამდა ხაზს და უფრო მეტად კვეთდა იდეალური ჭრილის ალისფერ თვალებს. ნავაჯიშებ ტანზე ვიწროდ მოსდგომოდა შავი მაისური, ტყავის ქურთუკი კი მეტ მიმზიდველობას სძენდა მის ისედაც უზომოდ მიმზიდველი სხეულის ფორმებს. ერთი სიტყვით „ბაიკერის“ ვიდზე იყო.
- ისევ მოტოციკლეტით დადიხარ ? თვალწინ გამიელვა მაგ კადრებმა და მერწმუნეთ, მის ბაიკზე ხილვას არაფერი ჯობდა. გამახსენდა როგორ გადმოდიოა მოტოციკლიდან, როგორ იხსნიდა ჩაფხუტს, თავის გააქნევ-გამოაქნევდა (აი როგორც ფილმებშიახოლმე) ზემოდან, დიადურად გადმოხედავდა არემარეს და დაჯინებული მზერით აკვირდებოდა იქაურობას (თუმცა ამ შემთხვევაში ალექსანდრე ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკლავს უჯოკრავდა აბსოლუტურად ყველაფრით).
- ისევ ფეხებით დადიხარ ? ნოსტალგიები ჩამიშხმარა იდიოტმა, რო არ ჩააშხამოს ისე ხო არ შეუძლია.
- არა კუდიც მაქვს, მაგრამ უბრალო მოკვდავებს მისი ხილვის ბედნიერება წილად ვერ გხვდებათ, მომიტევე.
- და ვინ გთხოვა კუდის ჩვენება? საიდან მოიტანე, რომ რომელიმე მოკვდავს უნდა ?
- კუდის შეიძლება არა, მაგრამ სხვა რაღაცეების ნახვა ბევრ უბრალოდ მოკვდავს უნდა, თან დაჟინებით გავხედე.
- სხვა რაღაცეებზე არ ვლაპარაკობთ მგონი.
- საჭირო არცაა, ისედაც თვალსაჩინოა უბრალო მოკვდავების ფარული სურვილები, ნუუ.. არცთუ ისე ფარული როგორც ჩანს.
- ვერ მიყვები საუბრის ლოგიკურ აზრს თუ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას იჭერ და იმაზე აწყობ წინადადებებს ?
- ისევ მოტოციკლით დადიხარ ? რატომღაც მისი ბაიკზე ხილვის ძალიან დიდი სურვილი მქონდა.
- ვერ მიხვდი ჩემი რიტორიკული კითხვის შინაარს ? ნუ კარგი, რაკი ქათმისტვინა ხარ მაშნ გაგიმარტავ. „ისევ ფეხებით დადიხარ?“ ანუ ჩემთვის მოტოციკლი ისეთივე განუყოფელი ნაწილია როგორც შენთვის ფეხები, კიდევ მეტად დაგიჩეჩო თუ გადაყლაპავ ?
- კარგია, ყველაზე მეტად შენში შენი მოტოციკლი მომწონდა.
- მადლობა ღმერეთს ეგ მოტოციკლი ჩემში არაა, ასე რომ შენი წინადადება აზრს მოკლებულია, თან ეგ იმას უსვცამს ხაზს, რომ ჩემში სხვა რაღაცეებიც მოგწონდა. ზედმეტად სუსტი ოპონენტი ხარ, უკვე მთქნარება ამიტყდა.ამ დროს ბარში ნუცა შემოვიდა და სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
- მია ბოდიში, რომ დავაგვიანე. ალექსანდრეს გახედა, კარგია რომ აქ ხარ, რესტორნის ამბები გვაქვს დასაზუსტებელი. დემე და გიოც შემოუსხდნენ ჩვენს მაგიდას. ალექსანდრემ ნუცას თბილად გაუღიმა, ხელი ხელზე მოკიდა და კალთაში ჩაისვა.
- მოკლედ ეს ავარჩიე, ჩანთიდან სურათები ამოვიღე და მაგიდაზე განვალაგე. კარგი გარემოა, სასურველი ბენდის მიყვანა შესაძლებელია, მენიუ იდეალურია თანაც იქ ყოფნის დრო შეზღუდული არაა. დეკორაციების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა, ეგ მერე აარჩიეთ და გამაგებინეთ. ივლისის ბოლოს დავჯავშნე, იქამდე 3 თვეა და ყველაფერს თავისუფლად მოვასწრებთ.
მთელი ჩემი მონოლოგის განმავლობაში დემეტრე თან ფარულად, თან დაჟინებით შემომცქეროდა, დემეს გავხედე და მზერა სწრაფადვე ავაცილე. მან ჯერ ალექსანდრეს და ნუცას გახედა, შემდეგ გიოს და იმ წამის შემოსულ მათეს, შემდეგ კი იქაურობა სწრაფად დატოვა.
- ძალიან კარგი, ყველაფერი მომწონს, შენ რას ფიქრობ ალექს? თბილად გახედა ალექსანდრეს
- მთავარია შენ მოგწონდეს, შენი დღეა და მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ წარმოგიდგენია. თვალებში ეშმაკური ალის პარპალით შეხედა ნუცას და ირონიული სითბოსნარევი ღიმილით გაუღიმა.
ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ფარისეველი იდიოტი.
- კარგით მოკლედ სულ ესაა, დეკორაციებს რო აარჩევ შემეხმიანე. თან წამოვდექი. მე გასაქცევი ვარ, აბა თქვენ იცით. ჩანთა ავიღე და ბარიდან სწრაფად გამოვედი. მიმოვიხედე და ნელა მიმავალ დემეტრეს სირბილით დავეწიე.
- დემე რა გჭირს. დემეტრემ უკმაყოფილოდ გამომხედა.
- ის რაც შენ.
- მე არაფერი მჭირს. ვუპასუხე გაკვირვებულმა ისედაც კარგად გააანალიზებულ მის ნათვამს.
- არა მია, შენ არაფერს იმჩნევ.
- სიტუაციას ნუ გაართულებ, ძალიან გთხოვ.
- ეგ ჩემზე უკეთ შენ გეხერხება და მაგას მე არ უნდა მეუბვნებოდე.
- ხო ხვდები რო აზრი არ აქვს.
- ნუ გამაგიჟებ მია, ალექსს შენც არანაკლებ კარგად იცნობ და კარგად იცი მაგის სპექტაკლების ამბავი.
- ხო მარა, ამჯერად ეს სახუმარო თემა არაა.
- ვიცოდი რო რამეს გააკეთებდა მარა ამჯერად მოლოდინს გადააჭარბა, ვერ ვხვდები ნუცას გარევა რა საჭირო იყო. წარბის-აწევით გავხედე.
- ოჰ ღმერთო, ეს ხომ ადამიანის გრძნობებზე თამაშია, მაჯა შუბლზე მივიდე და თავი გვერდით გადავხარე. ეს ხომ შენთვის ისეთი მიუღებელია. დემემ მუჯლუგუნი სიცილით გამკრა.
- კარგი რა დემე, არგიცნობდე მაინც, 3ჯერ უარესი ხარ, ეგ პირდაპირ და ღიად მაინც მოქმედებს.
- შენც კაი ჩუმჩუმელა ხარ და ზუსტად მაგიტომაც მოგწონს ის, რომ პირდაპირ და ღიად მოქმედებს. თან ბოროტულად ჩაიღიმა.
- საიდან მოიტანე რომ მომწონს, გაგიჟდი ?
- ოჰ ყველას გვაქვს ინფორმაცია შენი მაზოხისტური ნატურის შესახებ, სიცილით გააგრძელა გზა. რამდენიმე წამი ვიდექი, ხელები გაკვირვებით გავშალე.
- რა სისულელეს ამბობ.
- ოჰ კაი, არგინდა. მიპასუხა ისე, რომ არც შემოუხედავს. სწრაფად დავეწეიე და ხელი გადავხვიე.
- წამო რამე დავლიოთ.
- მაგაზე უარს როგორ გეტყვი. კმაყოფილმა გადმომხედა და მანქანისკენ წამიყვანა.
მადლობა ღმერთს, რომ მყავს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ ხვდება, გრძნობს ადამიანის ყველაზე მიმამულ, მიჩქმალულ ემოციებსა და გრძნობებს. მასთან უბრალო დიალოგმაც კი მკვეთრად შემიმსუბუქა მდგომარეობა. სახლში მისულმა ენერგიისა და ძალის დიდი რაოდენობის მოძღვავება ვიგრძენი. ახლა კი დროა შურისძიების გეგმა შევიმუშავო.



ბოდიშს გიხდით წინა და მომდევნო თავების გრამატიკული შეცდომებისთვის,ვცდილობ მალ-მალე დავდო ახალი თავები და სამწუხაროდ,რედაქტირების დრო არ მაქვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent