შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (მესამე ნაწილი, პირველი თავი)


7-06-2017, 17:27
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 392

ანასტასიასა და ნიას კაფეში უნდა შევხვედროდი. სახლიდან სწრაფად გამოვედი და ავტობუსის გაჩერებაზე ტრანსპორტის მოსვლას დაველოდე. 12 წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩანთაში აცეკვევული მობილურის ხმა გავიგე. სენსორს თითი გავუსვი და ანას ვუპასუხე:
-ხო ან...
-ეკა სად ხარ ამდენ ხანს? ბრმა ციალას ჟიგულით ხომ არ მოდიხარ?!-ნიას კისკისი გავიგე ყურმილს იქითა „სამყაროდან“.
-ავტობუსს ველოდები. გენაცვალე ნუ დალეწავდი მანქანას და ახლა მშვენივრად გამომივლიდი და წამიყვანდი-ვამბობ და გზის ერთი მხრიდან მომავალ ავტობუსს შევყურებ.
-ვაიმე, ეკა, ნუ მახსენებ რა!!! ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი.
-მოვიდა ავტობუსი ჩამოვალ და ვილაპარაკოთ-ვეუბნები და მობილურს ისევ ჩანთაში ვდებ. ბილეთს ვიღებ და სკამზე ვკალათდები. რამდენიმე გაჩერებაში კაფის წინ ჩამოვდივარ და დიდი ფანჯრიდან ვხედავ უკვე მაგიდასთან მოკალათებულ გოგონებს.
-ჰალელუია, დიდება შენს გამოჩენას!- უფრო მეტი დრამატულობისთვის ხელებსაც იშველიებს ნია და სიცილით ანას ჰყვება.
-ნახევარი საათით ვის არ დაუგვიანია?-ვითომ თავს ვიმართლებ.-ჰე, მოყევი ახლა რა დაემართა შენს მანქანას?-სკამზე მოწყვეტით ვჯდები და კითხვისნიშნიანი თვალებით შევყურებ ანას.
-ვაიმე... არც კი გამახსენო, ნერვებზე ვარ მოთხრილი.
-კაი რა მოყევი


-ანასტასია-
ჩემი მანქანით სახლისკენ მივდიოდი. უკვე შებინდებული იყო. ამ დროს მობილურზე უცხო ნომერი შემოვიდა. მანქანა უიქვე შევაჩერე და აცეკვებულ მობილურს ხელი ვსტაცე და სენსორს თითი გავუსვი.
-გისმენთ...
-ზოია, გოგო გამოვატანე უშანგის ხორცი და დახვდით რა იქნება კი მარა...-ჩამესმის ყურმილის მეორე მხრიდან მოხუცის ქოთქოთი.
-ამმ... უკაცრავად, სხვაგან მოხვდით.-ვეუბნები რაც შემიძლია ფრთხილი ხმით.
-როგორ მოვხვდი?-მეუბნება იგივე ხმა.
-სხვაგან მოხვდით, ზოია არ ვარ და საერთოდაც ეს ჩემი ნომერია.
-უი...ქააა, ელგუჯა სხვაგან მოხვდი...-და კავშირი გაწყდა. უნებურად სიცილი დავიწყე. უცბად მსუბუქი დარტყმის ხმა გავიგე და ჩემი ავტომობილიც „შეირყა“.
-რა ჯანდაბაა?!-ვამბობ და მანქანის სარკიდან უკან ვიხედები. სიბნელის დამიუხედავად კარგად ვარჩევ ლურჯ BMW-ს. გაცეცხლებული სასწრაფოდ გადავდივარ მანქანიდან, ისე რომ კარებს არც კი ვხურავ.
-რას აკეთებ? ნორმალური ხარ?-ვეკითხები უკვე მანქანიდან გადმოსულს.
-მანქანის ტარება ვინ გასწავლა?-მეკითხება ურცხვად ბოხი ხმა.
-რაა? შენ დამეჯახე და კიდევ მე ვინ მასწავლა მანქანის ტარება?
-მე დაგეჯახე?-საჩვენებელ თითს მკერდზე ისეთი გაკვირვებით იდებს თითქოს დამნაშავე მე ვიყო.
-დიახ, ჩემი მაქანა გაჩერებული იყო და მე რანაირად დაგეჯახებოდი?-უკვე სიბრაძის პიკზე ვარ.
-რით დაამტკიცებ იმას რომ შენს მანქანას მე დავეჯახე? მოწმე გყაავს?-ამ შუაღამეს მოწმე საიდან მოვუთრიო? იდიოტი დამნაშავეა და აქეთ მე მდებს ბრალს. ყბა მივარდება გაკვირვებისგამო. რამდენს ბედავს?
-პირი დახურე... არ არის აუცილებელი ასეთი მიმიკით მიმახვედრო რამდენად მიმზიდველი ვარ-მეუბნება და ტუჩის კუთხეს ტეხავს.-ისედაც ვიცი-ამასღა ამბობს და ისევ საკუთარ მანქანაში თავსდება. ადგილს სცილდება.


-კატერინა-
ანა თხრობას ასრულებს და მეც და ნიაც თვალებგაბრწყინებულები შევყურებთ.
-ბედია... ბედია...-ვამბობ და ვიცინი.
-ზუსტად ისეა, როგორც ფილმებში-ამატებს ნია.
-კარგით რა... მორიგი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ანაღვლებს რამდენად ძვირიანი სუნამო ასხია და რამდენად მეტ გოგოს აუკანკალდება მუხლები მის დანახვაზე. საჩემო საერთოდ არაა!-ვდებ განაჩენს და უკვე მოტანილ წვენს ვწრუპავ.
-უნივერსიტეტებში საბუთები, როდის უნდა შევიტანოთ?-ამბობს ნია.
-კვირის ბოლოს უკვე შეტანილი უნდა გვქონდეს-ვამბობ და მობილურში თარიღს ვამოწმებ.
-აუ ნახე რა მაგარი ბიჭი შემოვიდა კაფეში...-ამბობს ნია და თან კარებისკენ მიგვანიშნებს.
-ჯანდაბა!!! ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის-ჩურჩულებს ანა და მენიუს სახეზე იფარებს.
-ვაიმე... მგონი ისაა ხო?!-ახლა მეც ვჩურჩულებ.
- კუდაბზიკა!- ამბობს ანა და ცისფერ თვალებს ანათებს „მსხვერპლს“.



---------------------------------------------------------
ესეც თქვენი ახალი პერსონაჟი. მაპატიეთ ვიცი რომ დავაგვიანე და ცუდი ბავშვი ვარ, მაგრამ გამოცდებისთვის ვემზადები და კიდევ ათასს პროექტში ვარ ჩართული... შემიფასეთ ნაწერი. შემდეგი ტავი უფრო ვრცელი იქნება.



№1 სტუმარი eto

ეხლა წავიკითხე ყველა თავი რატო აგარ გააგრძელე???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent