შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (5 თავი)
-რა გინდათ? -ძლივს ვამბობ -დამშვიდდი პატარავ. -ცინიზმით ამბობს გაგა და ხელს მკიდებს. -ხელი გამიშვი! -ხმამაღლა ვამბობ და ჩემს ხმაში მკვეთრად ვგრძნობ აღელვებას და შიშს. -როგორც იტყვი! - ცინიზმითვე აგრძელებს გაგა და ხელებს წევით წევს. ეცინება. მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვამჩნევ ის კი როგორც ჩანს სხვაგვარად უყურებს ამ ყველაფერს. ძალას ვიკრებ. თავს ვიმშვიდებ. სანდროსკენ ვბრუნდები რომელსაც ეღიმება. ან მე არ მაქვს იუმორის გრძნობა ან ამ ორს აქვს ძალიან ძალიან ბევრი. ღრმად ვისუნთქავ და სანდროს ხმამაღლა ვეუბნები -შენ მე მეუბნებოდი მარტო მოდიო და თვითონ გოგოსთან მარტო მოსვლა ვერ გაბედე? -ჩემი თავის მეთვითონაც მიკვირს იმდენად მკაცრად ვეუბნები. -ვაუ. -ამბობს გაგა და ასევე ცინიზმით აგრძელებს. -ჩვენი აღარ გეშინია?! მათი ნამდვილად მეშინია. თუმცა მათ ამას ნამდვილად არ ვაფიქრებინებ! ვიწყებ საკუთარი თავის დამშვიდებას და უკანასკნელი ძალებით ვამბობ. -შენ გაჩუმდი! შენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ! სანდრო რა გინდა? -წამოდი! -ამბობს ის და ბიჭების გასახდელისკენ მიბიძგებს. -მანდ რამინდა? -უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ვამშვიდებ მაგრამ ისე ძალიანაც არ ვნერვიულობ რომ მათ ეს შეამჩნიონ. -წამოდი! -იმეორებს ის და ამჯერად ხელს მკიდებს და შიგნით შევყავარ. გაგა კარებს კეტავს და სავარაუდოდ იქვე დგება. კედელს ვერ ვშორდები. სანდრო ჩემს წინ დგებაა ჯიბეში ხელს იყოფს და იქიდან ჩემი სამაჯური ამოაქვს. როგორც კი ჩემს სამაჯურს ვხედავ თვალები მიბრწყინდება. -ეს შენია? -მეკითხება ის და სამაჯურს მაწვდის. -კიი. -ვამბობ ხმადაბლა. -ჩემს ოთახში საიდან მოხვდა? -გუშინ.. ფოტოს დასაბრუნებლად რომ შემოვედი. -და რო მაკოცე მაშინ დაგივარდა? -ის არ მამთავრებინებს და ყვირილით აგრძელებს. -მე არა სანდრო! შენ მაკოცე. -ვქმბობ ხმამაღლა და თვალები ცრემლებით მევსება. -მე გაკოცე? არა მე მთვრალი ვიყავი და შენ ამით ისარგებლე! -ამბობს ხმამაღლა და მე შიშისგან ერთიანად ვკანკალებ. -რეებს მეუბნები სამდრო? -გაგიჟებული ვეკითხები -მე ჩემს ძმას როგორ ვაკოცებდი? -რა თქვი?! - ამბობს ხმამაღლა -შენ ჩემი ძმა ხარ. მე შენი და. -ვამბობ შედარებით დამშვიდებული და ნელა. -შენ არ ხარ ჩემი და ! -ყვირის ისდა მე მიახლოვდება. ჩემი თავის გვერდით კედელს მუშტს ურტყავს და კბილებში ცრის - მე.მხოლოდ ერთი და მყავდა და ის შენ არ ხარ! მე ერთიანად ვშეშდები ადგილზე. თვალებიდან ცრემლები თავისით მომდის. ის თვალებში მიყურებს. რამდენიმე წამში მშორდება. სკამზე.ჯდება და თავს ხელებშირგავს. მე მას ვუყურებ და მის სიტყვებზე ვფიქრობ "შენ არ ხარ ჩემი და მე.მხოლოდ ერთი და მყავდა და.ის შენ არ ხარ." ჩემთვის არავის არასდროს უთქვამს რომ მას და ყავდა და ახლა აღარ ჰყავს. -წაიღე და წადი აქედან -ამბობს რამდენიმე წამის შემდეგ. ის სამაჯურს სკამზე დებს და თვითონ სხვა მხარეს მიდის. მე ძალას ვიკრებ ცრემლებს ვიწმენდ და სამაჯურს ვიღებ. გასახდელიდან რომ გავდივარ გაგა ხელს მკიდებს და ცინიკურად მეკითხება -რა მოხდა.ლამაზო?! ვინ გააბრაზა მის სილამაზე?! -და ეცინება. მე მას ხელს ვკრავ იმდენად ძლიერად რომ კარადას ეჯახება და იმ ადგილს სწრაფად ვშორდები. ჩემს კარადასთან მივდივარ და წიგნებს ვიღებ. საპირფარეშოში შევდივარ სადაც ლიკა მხვდება. ეს გოგო მგონი ან საპირფარეშოშია სარკის წინ და მაკიაჟს იკეთებს ან სანდროს კოცნის. ნერვები მეშლება. სარკესთან მივდივარ. და მაკიაჟის შესწორებას ვცდილობ. ის მოდის და მეუბნება -აბა დღეს რას ვაკეთებთ?! - და მიღიმის. როგორ მინდა მივიდე და პირში ვუთხრა რომ მე და სამდრომ ერთმანეთს ვაკოცეთ. მაგრამ შემდეგ რომ ვფიქრდები ამ გოგომ რა დამიშაავა. -არამგონია წამოვიდე. -ვპასუხობ ბოლოს ნელა და.ხმადაბლა დამშვიდებული ხმით -რაა?! - ის ხმამაღლა ამბობს. -შენუნდა წამოხვიდე! თუ არ წამოხვალ იცოდე მთელი შენინცხოვრება არ შეგეშვები! -ხო კარგი კარგი მაგრამ ამ კაბით ვერ ვითამაშებ. -ვამბობ და ჩემს კაბაზე მივანიშნებ. ისე პირველად მიხარია კაბა რომ მაცვია. -გაგას ვთხოვ სახლამხე მიგიყვანს გამოიცვლი და მოხვალ. -მეუბნება ის და თვალს მიკრავს. -მაგას მირჩევნია ფეხით წავიდე. -ვამბობ და მსუბუაქად ვისვამ ტუჩსაცხს ტუჩებზე. -მაშინ ჩემს რომელიმე შარვალს გათხოვებ. -ლიკაა. -ღრმად ვისუნთქავ და ვიღიმი და.შემდეგ ვაგრძელებ- არ მინდა თამაში. -რატომ? -მაინც არ მეშვება ლიკა -ან პრინციპში რატომაც არა. მინდა. -ბოლოს რატომღაც აზრს ვიცვლი. რატომ არ უნდა გავაკეთო საყვარელი.საქმე სანდროს გამო. თუმცა უნდა ითქვას რომ.სანდროს სიტყვები ახლაც არ მაძლევს მოსვენებას. -ძალიან კატგიი-სიხარულით ამბობს გოგონა.და.მეხუტება -და მაინც რატომ არ გინდოდა. თამაში არ იცი? -არა უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე მაგრამმ მაინც გადამაფიქრებინე ხომ ხედავ. -ვამბობ და ვიცინი. -მაგარია სალი. მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიქნებით. იმის გაფიქრებამ რომ მხოლოდ მე ლიკა სანდრო და გაგა ვიქნებოდით ცოტა შემაშინა. მაგრამ მე არ ვარ მშიშარა გოგო! ვეუბნები ჩემს თავს რომ ცოტა დავმშვიდე და ძალები მოვიკრიბო. -ლიკა შეგიძლია ისე ქნა რომ მე ახლა აქედან წავიდე? გამოვიცვლი და მოვალ. -კიი. თუ გინდა.ლექტორს ვეტყვი რომ.ცუდად გახდი. -კარგი. -ვეთანხმები წიგნებს კარადაში ვაბრუნებ და სწრაფად გავდივარ გარეთ. ტაქსით მივდივარ სახლში. ჩემს ფორმას ვიღებ. რომელიც მას შემდეგ არ ჩამიცვია რაც ამ სახლში გადმოვედი. ჩანთაში ვდებ და ოთახიდან გამოვდივარ. დერეფანში ფოტოებს ვაკვირდები. თუმცა უკვე ტაქსი მისიგნალებს და გარეთ გავდივარ. ტაქსითვე ვბრუნდები უკან. რა თქმა უნდა იმ ერთ ლექციას ვაცდენ და დერეფანში ჩემი კარადის წინ ვჯდები. უაზროდ ვიწყებ ფიქრს იმაზე თუ რატომ არ მითხრეს მე არაფერი იმაზე რომ თურმე სანდროს და ჰყავდა. ეს სიტყვები "შენ არ ხარ ჩემი და. მე მხოლოდ ერთი და მყავდა და ის შენ არ ხარ" მოსვენებას არ მაძლევს. იქნებ მისი და რაიმე დაავადებამ მოკლა. ან უბრალოდ სხვა ქვეყანაში წავიდა და ამიტომ გაბრაზდა სანდრო. თუმცა უკვე აღარ მაინტერესებს. მინდა რომ სანდრო ისევე დიდი ტკივილი განიცადოს ჩემს გამო როგორც მე მის გამო. პირველად ჩემს ცხოვრებაში მინდა ადამიანზე შური ვიძიო. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როდის დამთავრდა ლექცია და როდის მოგროვდა ამდენი სტუდენტი დერეფანში. ემილი ჩემთან მოდის. -შენ რაა უჩინმაჩინი ხარ? -მეკითხება ის. -რატოო? -ვეკითხები სიცილით. შეუძლებელია ამ გოგოსთან ერთად იყო და თუნდაც მის ერთ სიტყვაზე მაინც არ გაგეცინოს. -რატომ და პირველ ლექციაზე აქ ხარ. მეორე ლექციაზე როგორც ვიგებ სახლში ხარ. ლექციის ბოლოს კი ისევ აქ ხარ. -მეუბნება სიცილით და ბოლოს უკვე სერიოზულდება -დღეს თამაშზე მეც მოვდივარ. -უნდა ითამაშო? -ვეკითხები და იმედის პატარა ნაპერწკალი მიჩნდება რომ მარტო არ ვიქნები. -არა ხუმრობ ხოო? დასანახად ვერ მიტანენ ისინი და როგორ ფიქრობ მათთან ერთად ვითამაშებ? -მპასუხობს ის და ჩემი იმედიც სადღაც ქრება. -აბა უნდა გვიყურო? -არა ვიდეოს გადაგიღებთ და ინტერნეტში ავტვირთავ და დავაწერ როგორ წააგეს უნივერსიტეტის ორმა ყველაზე მაგარმა ბიჭმა თამაში სკოლის ლუზერთან. -იცინის ის და მეც მეცინება. -იმედია მართლა ასე იქნება. -ვპასუხობ და სასადილო ოთახში შევდივართ. ლიკა, სანდრო, გაგა, და კიდევ 1 სტუდენტი დიდ მაგიდასთან სხედან და რაღაცაზე საუბრობენ ლიკა რომ მხედავს მიღიმის. ის რომ სანდროს შეყვარებული არ იყოს ალბათ დავმეგობრდებოდით კიდეც. მათ მაგიდას ვუყურებ. კიდევ ორი ადგილია სადაც არავინ ზის. -ემილი კალათბურთს ხომ კარგად თამაშობ? -ველითხები ისე რომ მათ მაგიდას თვალს არ ვაშორებ. -ჩემს ძმწბთან ერთად ვთამაშობ ხოლმე იშვიათად. და რატომ მეკითხები? - მეკითხება ემილი -წამოდი! -ვეუბნები მას. ჩემს ლანგარს ვიღებ და მათი მაგიდისკენ მივდივარ. ემილიც უკან მომყვება. ლიკას გვერდით ვდგები ემილი ჩემს პირდაპირ გაჰას გვერდით ჯდება. თითქმის ყველა სტუდენტი ჩვენ გვიყურებს. მხოლოდ ზოგიერთების ჩურჩულის ხმა ისმის. -უბრალპდ თამაშს აზრი არ ექნება. -ვიწყებ მე - ამიტომ რამეზე უნდა ვითამაშოთ. და ხო კიდევ ემილიც თამასობს. ასე რომ შენც მოგიწევს ერთი მოთამაშის დამატება. -რაა? - ხმამაღლა ამბობს სანდრო. -თუ თანახმა ხარ თქვი. თუ არადა მე თამაშს არ ვაპირებ! და ჩავთვი რომ ჩემი და ემილის შეგეშინდა. -ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა -ამბობს სანდრო და ძალით იცინის -სასაცილო არაფერია.-ვამბობ მე -სალი მართალია. ემილიც ითამაშებს და თან რამეზე. -ამბობს ლიკა -თქვენ რა სულ გაგიჟდით? -ამბობს სანდრო ხმამაღლა და მის ხმაში სიბრაზის ნაპერწკლები ჩნდება -სანდრო. რას ერჩი მათ? -ამბობს გაგა. -ისინი მართალნი არიან ითამაშონ მათ. მეტი მოთამაშე ხომ მეტ დამარცხებულს ნიშნავს. -ამთავრებს სათქმელსდა ბოლოს დმპლურად ეცინება. -სანდრო თამაშობ თუ არა? -ვეკოთხები მე. -რა იყო ახლა აღა გეშინია? თუ გგონია დედიკო დაგიცავს? -მეკითხება სანდრო. -ვინ თქვა რომ არ მეშინია?! მეშინია. ოღონდ იცი რისი? იმის რომ ერთხელაც გაგას ეს თავისი ცინიზმი მოკლავს. დაახრჩობს! -ვამბობ და გაგასკენ ირონიული ღიმილით ვიხედები. -კარგი თანახმა ვარ! -ამბობს სანდრო და წვენს სვავს ბოლოს კი ამატებს - მოემზადეთ წაგებისთვის. -გუნდი უკვე შეკრიბე? -ვეკითხები მას -მე? -გაეცინა-მე უკვე შეკრებილი მყავს. აი შენ კი კიდევ ერთი მოთამაშის დამატება დაგჭირდება. -კიდევ ერთის? -ხო კიდევ ერთის. მე ლიკა და გაგა სამნი ვართ. შენ და ემა ორნი თვლა ისწავლე. -მპასუხობს ის. -სანდროო. მემათკენ ვარ -ამბობს ლიკა. -სერიოზულად? ამ ლუზერებისკენ ხარ? -ჰეიი. ერთ დროს მეც ლუზერი ვიყავი გახსოვს? -კარგი როგორც გინდა. -ამბობსის და მხოლოდ ახლაღა ვამჩევთ ბიჭს რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. -ჩვენთან ითამაშებ? -კი -ამბობს ის ბიჭი. მე ლიკა და ემილი სხვა მაგიდასთან გადავდივართ. -მე თამაში არ ვიცი. -ამბობს ემილი ეცინება. -არც მე ვიცი ძალიან კარჰად სალი -ამატებს ემილი და ახლაღავხვდები რა შარშიც გავყავი თავი -------------------------------------------------------------------------------------------- როგორია? :d იმედია ლოდინად ღირდა. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.