ენძელა და ია ფაიტონზე ზიან... (თავი 3)
სახლთან მივედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე , ვიცოდი წყნარად ვერ გავატარებდი ამ ღამეს მამა თუ სახლში იქნებოდა...კარები შევაღე, ხმა კუხნიდან გამოდიოდა ეტყობა ტელევიზორს უყურებდნენ... -მოვედი ( გავძახე დედას და ოთახში შესვლას ვაპირებდი მამამ რომ დამიძახა) -მოდი აქ! -რაგინდა ? -ამდენ ხანს სადხარ? ან რა ლაპარაკია რამე ხომ არ გეშლება ? საჭმელი არ გაგიკეთებია და გარეთ დახეტიალობ? გირჩევნია მუშაობა დაიწყო და ფული მომიტანო -ეგღა მაკლია მუშაობა იმიტომ დავიწყო, რომ სასმლის ფული მოგცე! ან საერთოდაც გაქრი აქედან! -ენძელა არ გინდა ( დედამ თბილად გამაფრთხილა, თუმცა უშედეგოდ რადგან ნერვები ყელში მქონდა უკვე) -ხოარ გავიწყდება ვის ელაპარაკები! გირჩევნია ნერვები არ მომიშალო თორემ სახლიდან ფეხსაც ვერ გაადგამ!! -შენ 8 წლიდან ჩემთვის აღარავინ ხარ! მოშორდი აქედან არ გვჭირდები!! -თქვენთან ნორმალური ლაპარაკი არ შეიძლება ( მაგიდიდან ჭურჭელი ძირს დაყარა და გაცეცხლებული გავარდა ) -ნეტა სამუდამოდ წავიდეს ..ჩავილაპარაკე ჩემთვის -მასე ნუ ამბობ დედი ის მამაშენია, გთხოვ ნერვებზე რომაა უფრო ნუ უმატებ არ მინდა რამე დაგიშავოს... -იცი რა უკვე ყელში ხართ! ის მამაჩემი არარის და ნუ აკეთებ ისე რომ შენც დაგივიწყო..მუშაობა დავიწყე და მალე ამ სახლიდანაც გადავალ და მერე თუგინდა სულ დაიცავი შენი ქმარი მე კიდე თავი დამანებეთ! -კიმაგრამ, შვილო ნუ გადახვალ აქედან გთხოვ... გვჭირდები -რისთვის დავრჩე ?ხელფასი რომ სასმელში ყაროს თუ ცემაში ვყავდეთ? ჩემთან გადმოდი და გაეყარე , დამიჯერე დედა ერთხელ მაინც(იმედიანად შევხედე იმის მოლოდინში რომ დამთანხმდებოდა) -არ შემიძლია მას ვჭირდები, მაპატიე -კაი იყოს მასე, წავედი მე სოფისთან არ მინდა აუარესად გავიფუჭო ეს დღე, იმედია გონს მოხვალ და ჩემთან წამოხვალ! წავედი კარგად...თავზე ვაკოცე და არც დავლოდებივარ პასუხს წამოვედი, ახლაც არ მესმოსდა დედაჩემის ,როგორ შეეძლო იმ ადამინათან გაჩერება , რომელიც სულ ლანძღავდა, სცემდა, ამცირებდა ... როგორ შეეძლო აეტანა ყოველდღე მთვრალი ადამიანი და დაებრალებინა რომ უყვარს? ნუთუ ეს სიყვარულია? როგორ შეიძლება ასეთი კაცი შეგიყვარდეს, კაცების მოდგმა ჰომ ესეთები არიან, თავიდან უყვართ ვითომ და პირველივე პრობლემაზე სმას იწყებენ და ცოლების ცემას! ღალატობენ და ოჯახზეც არ ფიქრობენ...არასდროს მჯეროდა სიყვარულის და არც დავიჯერებ, რადგან ნამდვილი სიყვარლი არ არსებობს... მივუყვებოდი ქუჩებს და ვფიქრობდი ჩემთვის, თუ რა გამოვიარე და რისთვის ვიბრძოდი, რომ ხმოლოდ ამ ყველაფრისთვის გამეძლო, იქნებ ასეთი ბედი მაქვს და იქნებ რამე განსაკუთრებულს მიმზადებს ღმერთი, მაგრამ ჩემნაირებს ხომ ბედი არააქვთ და არც სჭირდებათ არავინ! მოსაღამოვდა და მივხვდი რომ ქუჩაში სიარული კარგს არაფერს მომიტანდა გვიანობამდე ამიტომ სოფის დავურეკე -სოფ რაშვრები? სახლში ხარ? -ხო საყვარელო სახლში ვარ, არაფერს ფილმის ყურებას ვაპირებდი შენ რასშვრები ? რა ხმა გაქვს სახლში იჩხუბე? -ჰო რაღაც მაგდაგვარი, ახლა გარეთვარ და შენთან მოვდივარ ჰომ შეიძლება? -რა კითხვაა სასწრაფოდ წამოდი, გელოდები! -კაი მოვდივარ...ვუთხარი და გავუთიშე , გზას გავუყევი და დროზე მიმისწრია რადგან ის ავტობუსი მოვიდა რაც სოფისთან მიმიყვანდა... -აბა რახდება მომიყევი ? შემომეგება სოფი და გულში ჩამიკრა, ყოველთვის მაბედნიერებდა და მაწყნარებდა ეს გოგო , რაღაც ძალაუნებური ქიმია ჰქონდა, ადამიანის დამშვიდება შეეძლო და მხოლოდ მას ესმოდა ჩემი... -უფფ, რავიცი რა ,მომბეზრდა ყველაფერი, დედაჩემს ვუთხარი რომ ჩემთან გადმოსულიყო სახლს რომ ვიქირავებდით, მაგრამ ისევ თავის ქმართან ამჯობინა ყოფნა , მას ვჭირდებიო, არ მესმის მისი და რავქნა -კაი გოგო რა არ გესმის ადამიანს უყვარს და როგორია დატოვო, მართალია არაა გასამართლებელი, მაგრამ სიყვარული ისე გაბრმავებს ყველაფრის უნარი გეკარგება -უყვარს ?კაი რა! მე არ მჯერა ეგეთი სიყვარულის, ეს ფობიაა უკვე! -შენ რომ გკითხოს კაცმა სიყვარულის საერთოდ არ გჯერა! სანამ არ გამოცდი იქამდე ვერ გაიგებ ჩემო ელა ასე, რომ ნუიტყვი წინასწარ ნურაფერს.. -გამოცდას ნამდვილად არ ვაპირებ და არც მჭირდება ... ჩავიცინე.. და იცი რა? ცივი ყავა მინდა და რადგანაც ცუდად ვარ ინებე და გამიკეთე ხვალ სამსახური მაქვს 8ზე იქუნდა ვიყო და დასვენება მჭირდება (გავიცინე და თავი მოვისაწ*ლე) -ოხ გამოიყენა ეგრევე მიზეზად ... ჩაისისინა და გამიღიმა, ასე ჭორაობაში და სიცილ-კისკისში გავატარეთ საღამო, 4 იყო მგონი რომ დავიძინე და დარწმუნებული ვიყავი დილით ადგომა გამიჭირდებოდა მაგრამ თავს ვანუგეშებდი რომ პირველი სამსახურის გამო ძილს არ მივეცემოდი... 7 იყო ბუძელნიკმა რომ დარეკა, თავს დავაძალე და მაინც ავდექი, კივიწყევლიდი რამ დამაწვინა 4-ზე თქო ,მაგრამ რასვიზამთ, აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და კარადაში შევძვერი ტანსაცმლის ასარჩევად, სოფისთან ვტოვებდი ჩემებს, შავი მაღალწელიანი მუხლებზე დახეული შარვალი და ნაცრისფერ წელზე მომდგარი ზედა ჩავიცვი, ფეხზე ნიუ ბალანსები და უკვე მზად ვიყავი, თმები კოსად შევიკარი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე ,თუმცა დიდად არ მიყვარდა ზედმეტად გამოპრანჭვა..კუხნაში გავედი, სოფის ეძინა და აღარ გავაღვიძე, ყავა დავლიე და წერილი დავუტოვე ,რომ წავედი და არ გავაღვიძე ტყუილად...როგორც იქნა მივედი, მთავარია არ დამიგვიანებია, ადრეც კი მომივიდა 5 წუთით ეს ჩემთვის ტალანტია... სახლში ზარი უნდა დამერეკა ქალბატონი ელენა რომ გამოვიდა -უკვე მოხვედი საყვარელო? -დიახ, დაგვიანება არ მჩევია..კიაბა , დავცინე საკუთარ თავს! -ძალიან კარგი, მიდი შედი და ეკა გასწავლის რაღაცეებს მე მეჩქარება, დღეს ჩემი გოგო მოვა 3-ისკენ და ალექსანდრე მოიყვანს და აბა შენიცი წავედი ეხლა -კარგად ბრძანდებოდეთ ...მიკვირდა ამ ქალის, როგორ შეეძლო ასე თბილად მოქცეოდა ახალ გაცნობილ გოგოს და სახლში ასე შეეშვა თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, შევედი და ეკა შემომეგება , ამიხსნა სად რა იყო, ალექსანდრეს და ლიზას ოთახებიც მაჩვენა და კუხნაც სადაც ეკას მივეხმარებოდი.. თავიდან ლიზას ოთახში შევედი და მოწესრიგება დავიწყე, დიდი არაფერი უბრალოდ ლოგინი დამხვდა ასალაგებელი და ტანსაცმელი რომელიც სკამზე დაედო კარადაში ჩასადები, მტვერიც გავწმინდე, ოთახიც გავანიავე და ახლა ჯერი ალექსანდრეს ოთახისკენ ავიღე , როგორც კი შევედი GUCCI GUALITY-ს სუნამოს სურნელი მეცა რამაც თავბრუ დამახვია, მაგრამ რაც ოთახის მოწესრიგებას შეეხება, ეტყობოდა ამ ბიჭს წესრიგზე არაფერი გაუგია, ტანსაცმელი იატაკზე მიეყარა, ლოგინიც არეული იყო, გადასაფარებელიც დაბლა ეგდო... მოკლედ ამ ოთახსაც მივხედე და წმენდის დროს სუნამო დამივარდა ,ავიღე და ვაღიარებ სასწაული იყო თუმცა ეგრევე გონს მოვეგე და უკან დავაბრუნე.. ახლა დაბლა გადავინაცვლე და ოთახები მოვაწესრიგე დროც გავიდა მალე ლიზაც მოვიდოდა და ალბათ ის უწესრიგო ვაჟბატონიც... ეკასთან გავედი რომ მივხმარებოდი -ქალბატონო ეკა ყველაფერს მოვრჩი, რითი შემიძლია დაგეხმაროთ? -გთხოვ ქალბატონოთი აღარ მომმართო, უბრალოდ ეკა შვილო ..თბილად გამიღიმა.. ახლა ბავშვებისთვის საჭმელს ვაკეთებ, ლიზა ცოტა წუწუნაა ყველაფერი არ უყვარს სალათებს ჭამს მეტ წილად , ალექსანდრეც ასეა , მაგრამ ტკბილი ორივეს უყვარს ... გაეღიმა დასალათის დაჭრას შეუდგა.. -ამმ, ისე ნამცხვრის გაკეთება მეხერხება და თუგინდათ გავაკეთებ, -მართლა? თუარ შეწუხდები გააკეთე დამითმია შენთვის ის კუთხე (კუთხისკენ მანიშნა) -კარგი .. გავუღიმე და შოკოლადის ნამცხვრის კეთებას შევუდექი ერთ საათში ყველაფერს მოვრჩით და სუფრაც გავაწყვეთ, ამ დროს მანქანის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, -ეტყობა მოვიდნენ ეკამ მითხრა და ამას ვიღაცის ყვირილიც მოყვა და კუხნაში შემოვარდნაც და ეკაზე ჩახუტებაც -ეკუნააა მოვეედიიით და ნეტაა იცოდე როგორ მშიაა , მმმ რა გემრიელი სუნებია, უიი გამარჯობა (როგრც იქნა შემამჩნია დამორიდებულად გამიღიმა) ეს ვინაა? ახალი ხარ? რაგქვია?(მომაყარა ეგრევე) -გამარჯობა, ელა მქვა -ანუ ელენე! აუუ რამაგარია დედაჩემის სეხნია გამოდიხარ -არა ელენე არა უბრალოდ ელა მქვია და მორჩა! ( მკაცრად ვუთხარ, უკვე ნერები მომეშალა ამ გოგოს აწიოკებაზე!) -ამ კაი იყოს ელა, ...ჩაილაპარაკა და კარებისკენ გაიხედა -მოდი მოდი ბიჭო ახალი მოსამსახურე გვყავს ეტყობა დედამ აიყვანა ელა ჰქვია... ზურგს უკან მომესმა ლიზას ხმა და მეც ძალაუნებურად შევტრიალდი და ვაიჰ იმ შეტრიალებას, მეგონა მიწა გამისკდებოდა და შიგ ჩამიტანდა, ეს ხომ ის იდიოტი იყო ვინც კინაღამ გამიტანა, ესღა მაკლდა ჩავილაპარაკე და არ გამომრჩენია ჯერ მისი გაკვირვებული და შემდეგ ირონიული სახე მე რომ მიმზერდა... -ჰმმ, ანუ ელა ჰქვია? ელა ელენე ჰმ საინტერესოა -არა ელენე არა-ო უბრალოდ ელა-ო! ..ლიზამ შეუსწორა და ჩემს გაცეცხლებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია ისე გაბრუნდა და არც ის გამომპარვია როგორ ჩაიცინა.. იდიოტი , კრეტინი, ესღა მაკლდა! წინსაფარი მოვიხსენი და ზალაში გავედი და საჭმელიც გავიტანე, -მიირთვით! ჩავილაპრაკე და გამოვბრუნდი ვაჟბატონის ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას, -ეს რაარის?! (უკმაყოფილომ ჯერ სალათას დახედა და შემდეგ მე გამომხედა) -სალათა! -მაგას მეც ვხედავ ! სალათა ვინ გააკეთა? -მე ! რამე არ მოგწონთ? ( უკვე ნერვებზე მოქმედებდა ამის ასეთი ტონი) -დიახ არ მომწონს! ხახვს ვერ ვიტან და სამწუხაროდ ხახვია ამ სალათაში! ( უკმაყოფილომ გამომხედა და გამომცდელად დამაკვირდა) -ბოდიში არ ვიცოდი ეკას ვეტყვი და ახალს... ( დავიწყდე ახსნა თუმცა ვინ გაცდის) -რატომ უნდა შეაწუხო ეკა? შენი შეცდომა შენ გამოასწორე და ახლიდან გამიკეთე! ( კმაყოფილმა ირონიულად მომიგო და ოთახის გზას მიყვა) -კიმაგრამ მე უნდა წავიდე...(დავიწყე ახნა მაგრამ ამჯერადაც...) -მგონი კარგად ვერ გაიგე! ხომ არ გავიწყდება აქ რომ მუშაობ? ( კიბეზე შეჩერდა და მკაცრად გამომხედა) -კარგით! ...დავგესლე და უკან გამოვბრუნდი, ფუ იდიოტი, ამას რა ჰგონია, დამაცადოს, ვაწამებ , პასუხს ვაგებინებ, ვქოთქოთებდი ეკა რომ მომიახლოვდა -რამოხდა შვილო? -ბატონ ალექსანდრეს სალათა არ მოეწონა, თურმე ხახვი აქვს და მომთხოვა თავიდან გამეკეთებინა -ხახვი არ უყვარს? პირველად მესმის, კაი შვილო მას ასეთი ხასიათი აქვს მე გავაკეთებ და შენ გაიტანე..თბილად მითხრა და მზადება დაიწყო მეც აღარაფერი მითქვამს დაველოდე..გაკეთების შემდეგ მაგიდაზე დავუდე და ოთახში ავედი დასაძახებლად.. კარებზე ვაკაკუნებდი უკვე შეღებას ვაპირებდი კარები რომ გაიღო და წელზემოთ შიშველი ვაჟბატონი რომ დამიდგა, წამით თვალი გამიშტერდა მაგრამ შემდეგ მის ირონიულ მზერაზე მომეშალა ნერვები -საჭმელი მზადაა ხახვის გარეშე და ჩაბრძანდით ! (მივახალე და გამობრნებას ვაპირებდი მკლავში რომ მწვდა) -რაო ჟღალო ნერვებს ვერ ვაკონტროლებთო თუ ისევ მანქანამ გაგვიტანაო? (სარკასტულად ჩაიცინა და თვალი გამისწორა) -ელა მქვია ბატონო ალექსანდრე და დამავალებთ თუ ხელს გამიშვებთ, არ მსიამოვნებს თქვენნაირ ცინიკურ ადამინათან ყოფნა.. გველურად გავუღიმე ხელი გამოვგლიჯე და წამოვედი... -ცინიკური ჰო? მე შენ გასწავლი ჭკუას ! ალექსანდრემ თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, დამღლელი დღის მერე რაღაცამ რომ გაამხიარულა ანდაც ვიღაცამ, თუმცა ახლაც ვერ ხვდება რატომ... კუხნაშიც მივალაგე რაღაცეები და წამოსვლას ვაპირებდი ჩემს ყურთასმენას ალექსანდრეს ხმა რომ მისწვდა , რომელიც ღიღინებდა -ენძელა და ია ფაიტონზე ზიან, გადმოვარდა ია კაბა დაიხია, ნუტირხარ ია ახალს გიყიდიან, მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია... ნელა შევბრუნდი და მტრულად გავხედე მომღიმარ ალექსანდრეს ჩემი პირადობა რომ ეჭირა ხელში -როგორ ბედავ? თავი ვინ გგონია სხვის ნივთებში რომ იქექები? ... გამწარებულმა გამოვგლიჯე ხელიდან ჩემი პირადობა და ჩანთაში ჩავიდე -არ ვიქექები, კიბეებზე ვიპოვე, ძირს ეგდო და მგონი ვალებულივარ სახლის მოსამსახურეზე ყველაფერი ვიცოდე ენძელა ( ირონიულად გამიღიმა) -იცოდე, იცოდე ! ...გამაფრთხილებლად დავიწყე...ენძელა მეორეჯერ არ დამიძახო! თორე არ ვიცი რას გიზამ (კბილებში გამოვცერი და გამოვბრუნდი რომ...) -ენძელა ! (ირონიულად წარმოთქვა) საინტერესოა რას მიზამ ..ჩაიცინა -მე გაგაფრთხილე! -მაინც დაგიძახებ და შენი გაფრთხილება მე არაფერს დამაკლებს ხოლო შენ რაც შეგეხება არამგონია ოჯახის უფროს ასე ელაპარაკებოდე და უფლება გქონდეს! ( მკაცრად ჩაილაპარაკა და გაბრუნდა) -ფუ იდიოტი ( ჩავილაპარაკე და აპილპილებული გამობრუნდი -გავიგონე! ენძელა (დააყოლე და ისევ ჩაიცინა) -იმიტომ ვთქვი რომ გაგეგონა! (არც მე დავაკელი და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა სახლიდან გამოვედი და სოფისთან წავედი, ნერვები მეშლებოდა ამ იდიოტზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.