თავში არა და, ყველაფერი არის შუაში
დილა იყო , საოცრად ნაზი და ამავდროულად საოცრად გიჟური, სწორედ ამიტომ მიყვარს შემოდგომა, როდის რას უნდა მოელოდე მისგან უბრალოდ არ იცი... თითქოს ადგომის სურვილიც არ მაქვს მინდა ფანჯრიდან დანახული სილამაზით დავტკბე არადა სამსახურში ვარ წასავლელი... მე მასწავლებელი ვარ ერთ-ერთი ყველასათვის მოსაწყენი საგნის მასწავლებელი. ქიმია არ მიყვარდა და არც მიზიდავდა ბავშვობაში, მაგრამ არ იცი ცხოვრება საით წაგიყვანს ჩემმა ცხოვრებამ კი, ღუზა სწორედ ამ პროფესიასთან ჩაუშვა, ისე ღრმად, რომ მისგან თავის დაღწევა ვეღარ შევძელი. სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ მცოდნია არაფერი ქიმიის შესახებ, სანამ მას არ შევხვდი და არ გავათვითცნობიერე ქიმიისა და ქიმიურობის ნამდვილი არსი და მიშვნელობა... ჩვენს შორის არსებული ქიმია მძაბავდა, მათრობდა და იმავდროულად ისეთ დიდ სიამოვნებასა და კომფორტს მანიჭებდა , რომ მისგან თავის დაღწევა არ შემეძლო, ნუ არც მიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვერ შევძლებდი... ჩემი და მისი შეხვედრა სრულიად შემთხვევითი და ცოტა კურიოზულიც კი იყო... ის ჩემი მეგობრის კარგი მეგობარი აღმოჩნდა, რომელთანაც პაემანი უნდა მქონოდა მე კი სკოლის საქმეებს იმდენი დრო მოვანდომე რომ სრულიად ამომივარდა თავიდან შეხვედრას თუ ვაპირებდი... ალბათ მიხვდით რამდენად დაბნეული და გულმავიწყი პიროვნებაცა ვარ, მაგრამ ამ დღისთვის არ მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა, კიდევ ერთი უაზრო და საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტის გაცნობა? გმადლობთ, არ მინდა. ეს იყო ლიფტში... მაინც და მაინც მაშინ გაფუჭდა როცა უცხო, საოცრად მომხიბვლელ და მომაჯადოებელ მწვანეთვალებასთან ერთად ავდიოდი მეცხრე სართულზე. დაახლოებით 2 საათი ვიყავით ასეთ განსხვავებულ და უცხო სიტუაციაში ასე რომ, მშვენივრად მოვასწართ ამ დროის გამოყენება და ერთმანეთის ასე, თუ ისე კარგად გაცნობა. ის 29 წლის მომხიბვლელი მამაკაცი იყო, რომელსაც მემკვიდრეობით წიგნების მაღაზიათა ქსელი ხვდა წილად და, რომლისთვისაც ეს უბრალოდ წიგნების მაღაზია, კი არა ცხოვრების სტილი იყო... მომიყვა არა, მარტო მის კარიერაზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც და დიახ, ის თავისუფალია თქვენ რომ მის თვალებში ჩაგეხედად... ოოოო მისი თვალები გნუსხავადა, გაჯადოებდა. მისი წარბებისა და წამწამების სიხშირე კი თაბრუს გახვევდა ყოველ ჯერზე, როცა კი მოგანათებდა თავის ზურმუხტისფერ, საოცრად მიმზიდველსა და გაბრწინებულ თვალებს.... როცა შეძლეს ლიფტის ამუშავება მივხვდი, რომ ორივე ერთსა და იმავე ადამიანთან მივდიოდით და უცებ გამახსენდა გუშინდელი ვახშამი , უფრო სწორად პაემანი, რომელზე მისვლაც ვერ მოვახერხე და სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო „იდიოტი“, ვის გაცნობაშიც მთელი 2 საათი გავატარე ლიფტში და, არა მთელი გუშინდელი საღამო ანასთან სახლში. ვნანობ, ღმერთს გეფიცებით ასე არასოდეს არაფერი მინანია, ის იმდენად თავისებური, საყვარელი, გულისხმიერი, მზრუნველი და მიმზიდველია რომ თავს ვერ ვპატიობ ვახშამი როგორ დამავიწყდა, უფრო სწორედ პაემანი. ანამაც დიდხანს იცინა ჩვენს ამბავზე და ჩვენც.... ღმერთს ყოველ დილით მადლობას ვუხდი, რომ მეორე შანსი მომცა გამეცნო ადამიანი, ვინც მიმახვედრა რისთვს ღირს სიცოცხლე. -გავისეიეროთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ. -დიდი სიამოვნებით. მთელი საღამო ერთმანეთზე ვყვებოდით ისტორიებს ის თავისი ძაღლის თეოდოსის მაიმუნობებზე მიყვებოდა მე კი, ჩემი მოსწავლეების შესახებ ვყვებოდი ისტორიებს, როგორც ჩანს, თეოდოსი ყოფაქცევით ნამდვილად გამოირჩეოდა, თუ არ სჯობდა კიდეც ჩემს ბავშვებს თავისი ბავშვობის შესახებ მომიყვა, უდარდელი ბავშვობა ჰქონია, არც მე მქონია ცუდი, მაგრამ მსოფლიო არ მაქვს შემოვლილი მასსავით. ეს უბრალო გასეირნება არ ყოფილა, სეირნობის დროს მივხვდი, რომ ჩვენ ერთად სრულიად ლოგიკური და საღი იქნებოდა... მე მისი გარეგნობით, ქცევის მანერითა, თუ ლექსიკის სიუხვით მოჯადოებული და გაკვირვებული დავრჩი, მინდოდა მეტი, უფრო მეტი და მეტი მცოდნოდა მის შესახებ, როცა კითხვას შემომიბრუნებდა მალევე, უაზრო, ყოვლად გაუგებარ და გაუგონარ სისულელეებს მოვაბავდი ხოლმე თავს, მერჩივნა მას ელაპარაკა, თან როგორ გამოსდიოდა რომ იცოდეეთ, ოოოო მაჯადოებდა გეფიცებით თითეული მისი სიტყვა ყურში საოცარი მელოდიის საოცარ ჰანგს ჰგავდა, მე კი მათგან სიმფონიის შექმნა მინდოდა, გამომდიოდა კიდეც, თან არც თუ ისე ცუდად. საღამო ისე თბილად გავატარე, რომ ღამეც საოცრად თბილი და ტკბილი იყო... დილით არ ვიყავი ადრე ასადგომი დღეს ხომ შაბათია, ასე რომ მივეცი თავს უფლება გამოძინებისა და იმ ველაფერზე კარგად ფიქრისა, რაც წინა დღეს მოხდა. კიდევ მქონდა მისი ნახვის, მისი ეშხით ტკბობის, მისი ჰანგებისგან სიმფონიის შექმისა და უბრალოდ დროის კარგად გატარების სურვილი, ასეე რომ დავურეკე და მე, ჰო, მე დავპატიჟე.... ცუდი ამინდი იყო, მაგრამ ამინდს ნამვილად არ შეუშლია ხელი ჩვენთვის, გავისეირნეთ და შემდეგ , რომელიღაც ერთ-ერთ თავის საყვარელ რესტორანში წამიყვანა. გარემო? გარემო მეტად მშვიდი და რომანტიული იყო ჩვენ ხომ სულ 2 დღეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ყველაპერმა მშვიდად და ნორმალურად ჩაიარა... ცოტა მოწყენილი მომეჩვენა მითხრა სამსახურში პატარა პრობლემა მაქვსო დიდად არ უყვარდა თავის სამუშაოზე ლაპარაკი წიგნებზე ლაპარაკისგან განსხვავებით. შეეძლო ერთ წიგნზე საათობით ელაპარაკა ის იმდენად კარგი მოსაუბრე იყო, რომ მისი მონათხრობი შეგაყავარებდა წიგნს, ავტოტრს... -მინდა კიდევ შევხვდეთ ო ღმერთო ეს სიტყვები შვებასავით ჟღერდა ჩემთვის მე ხომ სულაც არ გამოვირჩეოდი დიდი ენაწყლიანობით... -რატომაც არა -ძალიან კარგი, ხვალ რაღაც საქმეები მაქვს და ზეგ შევხვდეთ. მინდა ჩემი მეგობარი სოფი გაგაცნო ეს ცოტა არ მესიამოვნა, რა საჭიროა მესამე პიროვნება -აქამდე არ გიხსენებია შენი მეგობარი -ის ძალიან კარგი ადამიანი და მოსაუბრეა, მოგეწონება. მოსაუბრე... ამით რის თქმას ცდილობს, რომ მრ ცუდი მოსაუბრე ვარ? -კარგი, როგორც გინდა. -როგორც ჩანს არ აღრფრთოვანდი ამ იდეით -არა რატომ? მინდა შენი მეგობრების გაცნობა -მე ძალიან ცოტა მეგბრები მყავს და სოფი მათგან გამორჩეული, რაღაცნაირად ჩემია ხვდები? -კი, რათქმაუნდა მესმის შენი. მთელი ღამე, მთელი დღე მის მეგობარ სოფიზე ვფიქრობდი. ‘’რაღაცნაირად ჩემი“ რას უნდა ნიშნავდეს უბრალოდ ვერ ვხვდები. არ მომწონს ის, რომ ვიღაც რაღაცნაირად მისია, ვიღაც და არა მე... დადგა ნანატრი დღე , როგორც იქნა დამირეკა... შეხვედრა პარკში უნდა შემდგარიყო მეც გამოვეწყვე არა კლასიკურ, არამედ უფრო ყოველდღიურ, შეიძლება ითქვას სპორტულ ფორმაშიც კი.. რო დამინახა თითქოს გაუკვირდა მახსოვს გაოცებისგან წარბიც კი აწია, მაგრამ ვერსად ვერ ვხედავდი მის მეგობარ სოფის. -სოფი არ იქნება? -ნახევარ საათში შემოგვიერთდება მინდოდა ცოტა ხნით მარტოს მენახე საყვარელიიი... მისმა ღიმილმა საერთოდ დამავიწყა ვინ ვარ, საერთოდ რას წარმოვადგენ... მის გვერდით მე ხომ სრული არარაობა ვხდებოდი. მსიამოვნებდა ის, რომ ასეთი კარგი იყო მაგრამ თითქოს მაშინებდა კიდეც მისი ასეთი ზეგავლენა ჩემზე. -დღე როგორ გაატარე? -ცოტა მოსაწყენი იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ვფიქრობდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა 5 საათი როგორ მსიამოვნებს ის, რომ მარტო მას კი არ აქვს ჩემზე ზეგავლენა თურმე მეც მქონია მასზე... ჩემზე ფიქრობდა ოო ღმერთო ეს ისე მახარებს... კარგია რომ მარტო მე არ ვარ ამ მდგომარეობაში -შენ წარმოიდგინე მეც ძალიან მინდოდა შენი ნახვა -რატომ? -რავიცი... მინდოდა -ხომ არ მოგენატრეთ შემთხვევით? -შესაძლოა -ძალიან მახარებს ეს, რადგან მომენატრა შენი ღიმილი და ის გრძნობა, რასაც განვიცდი, როცა ბედნიერსა და მხიარულს გხედავ. ვაიმე ამ ადამიანმა ნამდვილად იცის როდის რა და რა მომენტში უნდა თქვას... ვგრძნობ როგორ ვიბნევი და უნებურად ვიღიმი... -სწორედ ამას ვგულისხმობდი სიცილს იწყებს და მეც გრზნობა არეული დაბნეულობისგან მას ვუერთდები... მის მზერას ვაყოლებ თვალს და მშვენიერი, გამორჩეული სილამაზის ქალს ვაწყდები... ოღონდ ეს არა... ის არის სოფი? რატომ არის ასეთი მიმზიდველი, ეშხიანი და გამორჩეული? წამით ბრაზი მიპყრობს ხომ შეეძლო ეთქვა ის, რომ რაღაცნაირად მისი მეგობარი ასეთი, ასეთი რაღაცნაირი იყო.... ჩემს თავზეც ვბრაზდები მაკიაჟი მაინც გამეკეთებინა, მაგრამ მის გვერდით მაკიაჟით თუ უმაკიაჟოდ მე მაინც ერთი, რიგითი ქალი ვიქნებოდი მსგავსად სხვებისა, ვისაც მისი სილამაზის შეფასება შეუძლია. -გაიცნი ეს სოფია ეს კი, ის ადამიანია ვის შესახებაც გიყვები ბოლო რამოდენიმე დღეა. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა აბა მე მკითხე... როგორ მსიამოვნებს მეგობარი მამაკაცის გვერდით შენნაირი ადამიანი რომ მეგულება.... ის იმდენად მომაჯადოვებელი იყო... მისი თმის სიქერავე და თვალების სილურჯე გიზიდავდა....იშვიათი ნაკვთების პატრონი იყო, პატარა ცხვირი, დიდი ნათელი თვალები და სასწაული ფერის ტუჩები... ღიმილი კი, ნამდვილ ანგელოზს ამსგავსებდა... კაცი რომ ვყოფილიყავი მისი სილამაზითა და ეშხით მოხიბლული ნამდვილად დავტოვებდი ყველას, მის გვერდით ყოფნისთვის კი ყველაფერს დავთმობდი... -ჩემთვისაც -აბა სად წავიდეთ სოფ? მას რატომ ეკითხება? დღეს ხომ ჩემი დღეა? ნუ მის გამოჩენამდე ასე იყო... -როგორც ყოველთვის ჩვენს ბარში წავიდეთ -კარგი აზრია წავიდეთ სოფი კარგ მოსაუბრესთან ერთად მხიარულიც აღმოჩნდა, კარგი იყო მის კამპანიაში ყოფნა, თანდათან მესმოდა რატომ უნდა ყოპილიყო სოფი რაღაცნაირად მისი სოფი, და არა მე.... საღამომ იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე მოველოდი კარგია... -კარგია დროის კარგად გატარება მაგრამ ჩემი წასვლის დროა ბავშვი არ იძინებს თუ სახლში არ ვარ. ბავშვი???? როგორ თუ ბავშვი? მას ბავშვი ყავს? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი... თავზარი დამეცა ნუთუ მას ბავშვი, ქმარი, ოჯახი ყავს... შვება ვიგძენი ამ ყველაფრის გაფიქრებაზე, უჰ , მართლაც კარგია კარგი დღის კარგად დამთავრება ჯერ სოფი მიიყვანა სახლში, როგრც იქნა მარტონი დავრჩით... -შენ არ გიხსენებია სოფის ოჯახი თუ ყავდა -არც ყავს -ეგ როგორ? -მისი და ავარიაში დაირუპა ლილი მისი შვილი კი არა, დისშვილია... ამდენი სურპრიზი ერთ დღეში ზედმეტია ჩემთვის... -რამდენი წლის არის ლილი? -ხუთის ხდება კვირას, სხვათაშორის ჩვენ დაპატიჟებულები ვართ მის წვეულებაზე... -ჩვენ? -დიახ, ჩვენ. მე ვკითხე შეიძლებოდა თუ არა ჩემი მეგობარი გამეცნო მისთვის და ვერ წარმოიდგენ რა მიპასუხა პატარა ეშმაკუნამ -რა გიპასუხა? -თუ ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანია, რომ მე ის გავიცნო დიდი სიამოვნებითო... შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ჩკვიანი და მეტიჩარაა -დიახ, თუ ეს შენთვის ასე მნიშვნელობანია, რომ მე პატარა ქალბატონი გავიცნო წამოვალ წვეულებაზე... გაეცნა... მისი სიხარული მეც გადმომედო და სრულიად უაზროდ ორივემ გულიანად ვიცინეთ... -მოვედით -სასიამოვნო სარამო იყო. მადლობა კიდევ ერთხელ. -მადლობა არ არის საჭირო, თუკი ასე გსიამოვნებს ჩემთან ერთად ყოფნა ხშირად შევხვდეთ... მინდა გითხრა, რომ ძალიან მოეწონე სოფის, მითხრა არჩევანს გიწონებო. -მეც მომეწონა შენი მეგბარი... კარგი მომავალ შეხვედამდე. -ხვალ დაგირეკავ. კარგად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.