ბიზნეს ვუმენი (თავი 9)
დილით ვიღაცა საბანს მხდის და დაბლა აგდებს. ვაიმე მოვკლავა ამას, მაგრამ ჯერ გავიგებ როგორ შემოვიდა ჩემ სახლში. -გაღვიძე და ჩქარა მითხარი რა მოხდა?! ესე მალე რატომ ჩამოხვედით?! -ვაიმე გიგა რა გინდა? რა ესე მალე რატო ჩამავედით? დამაძინე რა ისედაც მალე მიწევს ადგომა სამსახურში მივდივარ. და საერთოდ ჩემ სახლში გასაღების გარეშე როგორ შემოხდიხარ? -გასაღების ასლი გავაკეთე. -როდის?-წამოვჯექი ლოგინზე და ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულმა ვკითხე. -მაგას რა მნიშვნელობა აქ. მითხარი რა მოხდა? უკვე მობეზრდა შენი წუწუნი თუ ვეღარ გაგიძლო შეუხებლად? -გიგააა. -კარგი მითხარი. -არაფერი უბრალოდ ვუთხარი რომ მომწონს მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით რადგან მე ჯერ ჩემ საქმიანობაში უნდა დავლაგდე და მერე პირადში. შენ ხომ მაინც იცი რომ თუ შემიყვარდება მერე ვეღარც საქმეს მივხედავ და ვერც ვერაფერს, მე კიდე ჯერ სხვა ადამიანის გარეშე უნდა ვისწავლო ფეხზე დადგომა მერე კიდე შენც იცი რომ თავს აღარ შევიკავებ. -ხოო...ვიცი რომ მერე ისე გააგიჟებ იმ კაცს გადაიყვან ჭკუიდან ამიტომ არაფერს ვამბობ, შენი საქმის შენ იცი მაგრამ ობსაც ნუ მოაკიდებ ცოტა შეაპარე ხოლმე- თვალიჩამირა და ოთახიდან გავიდა, მეც უკან გავყევი. -აუ კრეცხი შემიყვი რაა. მე მანამდე სააბაზანოში შევალ.-პირსახოცს ხელი დავავლე და შახაპის მისაღებად შევედი. მალე გამოვედი და სამზარეულოსკენ წავედი, მიყვარს გიგას გაკეთებული საჭმელი, არა მეც ვიცი თან კარგად, რადგან ბებიაჩემი ვერ აკეთებდა ხოლმე და მეც ვისწავლე,და სხვათაშორის გემრიელიც გამომდის და ეს დედაგან გამომყვა. -მადლობა. -პროდიქტები გაქ საყიდელი, მე ვიყიდი თუ გინდა. -არა გაგიჟდი რა შენ იყიდე, მე შევივლი სამსახურის მერე მარკეტში და ვიყიდი. -კარგი და... ისა...-ესეთი დაბნეული არა ხომლე, სიტყვებსაც კი ვერ აწყობს თან თმებზე ისმევს ხელს ეს კი იმას ნიშნავს რომ რაღაც სერიოზული უნდა მითხრას- მე მივდივარ სხვაგან.-ამის გამონებაზე წყალი გადამცდა და კინაღამ გავიხრჩვე. -რააა? სად? -ბიძაჩემთან- მეუბნება დატუქსული ბავშვის სახით და თავს დაბლა ხრის.- იქ რაღაც ბიზნესის წამომწყება უნდა და დახმარება ჭირდება საბუთებთან და ამხელა ადვოკატი კაცი მყავს და ჩამოვიდეს მომეხმაროსო. -ვაიმე გიგა-წამოვხტი და მაგრამ ჩავეხუტე.-როგორ მიხარია, ვაიმე რა მაგარია. აგიხდა ბიჭო ოცნება ამერიკელ გოგოებს დაკერავ. -მოიცა არ მიბრაზდები? -რაზე ცხოვრებაში ძლივს წესიერ გადაწყვეტილებას რომ იღებ შენი თავისთვის? -ხო..რავი -ხო რავი არ უნდა მაგას ყოველთვის სხვაზე ვერ იფიქრებ. მოდი გამოვიცნობ უთხარი არ ვიცი ვიფიქრებო ხო? -...ხოო -ისეც გინდა გითხრა რატომ უთხარი ეგრე? იმიტომ რომ იფიქრე სალის ესე ვერ დავტოვებო თან ეხლა დაჭრეს და იმ ა*ვრებს კიდე ეძებენ და რამე არ მოუვიდესო ხო? -არა რა დედაჩემი არ მიცნობს ისე კარგად როგორც შენ, იმანა მკითხა რატო ფიქრობო წადიო და რაღაცეები შენ კიდე არ ჩამომიყალიბე.-მითხრა და ჰაერში დამაბზრიალა- აი რატო მიყვარხარ საკუთარ დედაზე მეტად. -ვაიმე ვუთხრა ეგ- ვეუბნები სერიოზული სახით მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებდი. -ისედაც იცის და სულ ეჭვიანობს შენზე და არა მარტო ის ყველა გოგო ვინც მყოლია. -აი მაშინ დამერხა ეჭვიანობას რომ შეწყვეტენ-დაბლა მსვავს და ჭამას ვაგძელებ. -გინდა რო რამე ჩამოგიტანო? -არაფერი შენ ჩამოდი მალე. -შენ რო არ მყავდე- წამოდგა და თავზე მკოცნის. -კარგი წავალ ჩავიცმევ მე- ოთახში შევდივარ და ნაცრიხფერ კლასიკურ შარვალს, თეთრ საროჩკას და ზემოდან ნაცრისფერ სვიტრს ვიცმევ. თმებს ვისწორებ და მაღლა ამაქ, მაკიაჟს არ ვისმევ მხოლოდ კანისფერ ფანქარს ვიტარებ ტუჩებზე და მზად ვარ. -ღმერთო ამას რა მოვესწარი შენით არჩიე ესენი თუ ინტერნეტით ნახე რამე?-მოებნება გაოცებული ჩემ დანახვაზე. -ანუ კარგია? -პერფექტოო- თავისი ჭკუით მხატრულად ამბობს და გასაღებს მიწვდის.- დღეს შენ ატარებ. -შესანიშნავია.-ვართმევ და სახლიდან გავდივართ.ლიფტში თმებს ვისწორებ დავერ ვხდები რა მემსრთება ადრე ასე არ ვიქცეოდი. მის რაშს ვახტები და მივდივართ. -ისე მართლა რამდენი ხნით მიდიხართ ბატონო ადვოკატო უამრავი ტატუთი. -არ ვიცი ერთი თვე ალბათ ან უფრო მეტი შეიძლება ნაკლებიც. -აუუუ- პატარა ბავშვივით ვწევ ტუჩებს წინ. -ეგრე არ უქნა იმ ბატონს თორე მოგაჭამს მაგ ტუჩებს.-ხო მიდი გადაბჟირდი არ მაცადო კაცით დაინტერესება. -გიგა, მაცადე რა ჩემი გამჭირვებია მთელი დღეები რო უნდა ვუყურო... -და ისიც თვალებით რომ გაგხდის-კუნთში ვურტყავ და მგონი ვუთიშავ ისე წკმუტუნებს. -შენ წესიერზე არაფერზე იფიქრო. -მე კაცის გადმოსახედით ვიფრობ და ისიც ვიცი შენც ნაკლებს რო არ ფიქრობ მის დანახვაზე. რას მიყურებ არასწორს ვამბობ რამეს? -არა.-ვამბობ ამაყად.- შენ ეს მითხარი როდის მიდიხარ? -სამ დღეში. -აუუ მაგარია... -ესე გინდა რომ წავიდე-არ მაცლის დამთავრებას ისე იწყებს გაბუტვას. -მაცადე შენ ლაპარაკი!! ხვალ ხელფასს გვაძლევენ რესტორანში და ვიგულავებთ, თან ტატუ მინდა კიდე. -ხოო მიდე ეხლა დახარჯე შენი საცოდავი ხელფას ჩემ გართობაში და ტატუზე რომელზაც ჩემი სახელი უნდა დაიწერო.- მეუბნება ვითომ შეჭუხებული არა და საშინლად ამაყი და გამხიარულებული. -ჯერ ეგ ერთი რომ შენც სულ მახარჯავ შენს ფულს და ამის გამე ერთხელ მოგკვალ, მეორეც ის რომ მიდიხარ და ერთი არ უნდა დავთვრეთ, მესამეც შენ სახელს არასდროს დავიწერ. -კი როგო არა.-მეუნება სოფლული კილოთი და მეცინება. მერე ორივეს გვიტყდება სიცილი და ჩემ სამსახურთანაც მივდივართ, მანქანიდან გადმოვდივარ ის კიდე რაღაცას აშტერდება.-ესეთი მაგარი ფეხები აქვთ აქ ყველას?- რა შევიცხადე მეც ქალების ფეხებით ტკბება ბიჭი, არა მე მარტო ფეხებზე მეუბნება თორე ეს სხვაზეც ფიქრობს -კიი. -აბა შენში რამ დაავასე იმ კაცს. -ვკითხავ მერე-ვაუბნები სიცილით- და სხვათაშორის არც ისე დიდია და კაცს რატო ეძახი? -ალ ექს ან დრე ს- წელავას მის სახელს- დაძახება მეზარება. -აბა მე რა ვთქვა ბა ტო ნი ალ ექს ან დრე რომ უნდა დავუძახო- მეც ვწელავ მის სახელს. -კაი კაი წავედი ნაშობას უნდა დავემშვიდობო. -კარგი- ლოყაზე ვკოცნი და ისიც მიდის. კიბეებზე ავდივარ, ისიც იქ მხვდება გეგონება მიცდიდაო. დგას და მიყურებს, ესღა მაკლდა არა ისედაც ვიცოდი რომ აქ შეხვდებოდი, მაგრამ სერიოზულად ამას ძალით მიკეთებს? რა უნდა რატო მიკეთებს ამას რატო მიყურებს ესეთი თვალებით? ვფირობ რომ გვერდი ავუარო და წავიდე მაგრამ ვერა, ისე დგას რომ გვერდს ვერ ავუვლი ამიტომ მისკენ მივდივარს. -გამარჯობა, ბატონო ალექსანრე.-ვეუბნები ღიმილით. -გამარჯონა სალომე-ისიც მპასუხობს და ჩემ გვერსით მოდის.-შენთან ერთ თემაზე მინდოდა საუბარი. -გისმენთ. -კაბინეტში წამომყევი-ოჰო ჩემი პირველი საქმე ნეტა რა იქნება რამე ადგილი უნდა შევისწავლო? თუ ბიზნეს შეთანხმებებზე უნდა ვიარო სხვა კომპანისს აგენტთან? განწყინებული შევდივარ მის კაბინეტში. ის თავის სკამზე ჯდება მეც რომ იგივეს არ ვიმეორებ იცინება. -დაჯექი- მეც ვემირჩილები- ვიცი რომ რამოდენიმე საქმის მასალა მოგაწოდეს და ასე თუ ისე უკვე გაეცანი-თახმობის ნიშნად თავს ვუქნევ- ამიტომ გადავწყვიტე რომ უფრო მეტი გამოცდილება შეგძინო და ერთ-ერთ საქმეში ჩაგრთო, ვიცი ცოტა ნაადრევი მაგრამ მინდა ვიცოდე რისი გაკეთება შეგიძლია და რა კუთხით უფრო გამოადგები კომპანიას. ერთ-ერთი პატარა რესტორების ქსელია რომელიც დაფინანსებას გვთხოვს მაგრამ კრიტერიუმებს დიდად ვერ აკმაყოფილებს ამის გამო უარის თქმა ვაპირებდით მაგრამ ვგრძნობ რომ ამით მოგებას ვნახავთ, ამიტომ მინდა რომ მათი საქმე შეისწავლო და ისიც თუ რა ხერხებით შეიძლება აიწიოს მათ რესტორნებში ხალხის რაოდენობამ. შეგიძლია პირადი გამოცდილებაც გაუზიარო მათ.-მაუბნება და საქაღალდეს მაწვდის.-აქ დამატებითი მასამაა ამ ქსელზე და პატრონზეც დღეს კარგად გაეცანი ხვალ კი მათ ერთ-ერთ რესტორანში წახვალ და იქაურობას დაათვალიერებ. სალომე ამ საქმეს დიდი ყურადღებით მოეპყარი ეს საქმე თუ კარგად წავა, დიდი წარმატება იქნება ბიუჯეტისთვის და შენთვისაც. შენზე დიდ იმედება მარტო მე არ ვამყარებ. -მადლობათ, ბატონო ალექსანდრე შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.-ფეხზე ვგები და გასასვლელად მივდივარ რომ მისი ხმა მესმის. -იმედია ეს არც ერთ მხრივ არ მოხდება.-ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ ეს ადგილი ძალიან მომწონს. მთელი დღე ვკიტხულობ ამ საქაღალდეს და მივხვდი ალექსანდრეს რატომ მოწონს ეს საქმე ამ რესტორნების ქსელს მართლაც რომ შეუძლია წინ წასვლა, რადგან ძალიან კარგ ადგილებზე აქვთ ფილიალები მაგრამ მათ მოგებას რომ გადავხედე მცირე იყო, რაღაც დამაკლდა საბუთებში. ხო რა თქმა უნდა სურათბი, რესტორნის სურათბს თუ ეხლა ვნახავდი მაშინ ხვალ უკვე მზად მექნებოდა ყველაფერი, ამიტომ ნიკას მოძებდა გადავწყვიტე. ოთახიდან რომ გამოვედი მხოლოდ მაშინ შევნიშნე რომ უკვე ღამე იყო, თითქმის ყველა წასულიყო. მთელი სართული დავიარე ნიკას ძებმაში მაგრამ ვერ ვნახე, ამიტომ მისაღებისკენ წავედი. იქ როგორც ყოველთვის გოგონა იჯდა ამიტომ მისკენ წავედი. -ნიკა უკვე წავიდა თუ ჯერ კიდევ აქაა? -წავიდა- ისე მითხრა ტელეფონიდა თავი არ ამოუწევია. -საქმესთან დაკავშირებით დამატებითი იმფორმაცია ნიკას გარდა ვის ექნება?- თავი ამოწია და თვალები გადააბრიალა. -როგორ გეტყობა რომ ახალი ხარ. ბატონ ალექსანდრეს აქვს მიბძანდი და გამოართვი- მითხრა და ვითომ დაღლილმა ამოისუნთქა. ამ გოგოს ეხლა ამ მაგიდაზე ვარტყმევინებდი თავს. ალესანდრეს ოთახისკენ ისე წავედი, რომ არც გამიაზრების რას ვაკეთებდი ეხლა მხოლოდ ამ საქმის მასალებზე ვფიქრობდი. მის მოადგილესთან მივედი და ვკითხე. -ბატონი ალექსანდრე აქაა? -კი შეგიძლია შეხვიდე- მითხრა და საყვარლად გამიღიმა. კარები რომ შევაღე თავი არ ამოუწევია ისე დაიწყო ლაპარაკი. -რა გნებავთ? -რესტორნების ქსლთან დაკავშირებით მოვედი- ჩემი ხმა გაგო თუ არა ეგრევე აწია თავი და გამიღიმა. -რა იყო სალომე? -ნიკას ვკითხარდი მაგრამ წავიდა ამიტომ თვენთან მოვედი. რესტორანის გეგმა და სურათები მინდა. -ხვალ დასათვარიელებლად უნდა წახვიდე ამიტომ აღარ მომიცია მაგრამ თუ გინდა...-უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და მომაწოდა. -მადლობათ ბატონო ალექსანდრე.- შევტრიალდი და წასვლა დავაპირე როდესაც მისმა ხმას შემაჩერა. -მეც მოვრჩები მალე ამიტომ სადმე წავიდეთ გეტყობა რომ არაფერი გიჭამია.-ჭამა? აა ხო ჭამა ეგ სულ დამავიწყდა, და შესვენებაც არ გამხსენებია. იქნებ აქ ვინმე მეგობარი რომ შევიძინო შემახსეოს ხომლე შესვენებები. უცებ ვიაზრებ რასაც მეუბნება და სახე მეცვლებე, მაგრამ არ ვიბნევი. ესეთ მომენტებში რატო არასდროს არ ვიბნევი? -არა ბატონო ალექსანდრე იყოს ჯერ წასვლას არ ვაპირებ. -მკვდარი კომპანიას არ გამოადგები-მეუბნება სერიოზული ხმით და ვხვდები რომ მართალაი რამე უნდა შევჭამო. -დიახ ვიცი ბატონო ალექსანდრე.-ვეუბნები და ოთახიდან გავდივარ, მალე ისევ ვჯდები საქმეს ძალიან მალე ვხვდები რომ ამ რესტორნების ქსელის დირექტორი დებილია, ეს რომ ჩემი რესტორნების ქსელი ყოფილიყო მას ნომერ პირველ ადგილად ვაქცევდი, მაგრამ ეს ქალი დებილია. ძილი რომ მერევა საათს ვუყურებ და თერთმეტია. საქაღამდეებს ვიღებ და გავდივარ ოთახიდან, ამ დროს უკვე აღარ იქნებოდნენ ჩემი ყვითელი რაშები ამიტომ ტაქსის გაჩერება გადავჭვიტე, წინ რომ უცნობი მანქანა მიჩერდება და ფანჯარა იწევა. კიდევ ერთი დებილი, ვიღაც ახალგაზდა ბიჭი თავის ძმაკაცთან ერთად, თვრამეტი წლისები იქნებიან. კარგი გიგა ბაბნიკია მაგრამ ჯერ არ მინახავს რომ გოგოს აეკიდოთ თუ გოგოს უნდა მხოლოდ მაშინაა მასთან და არ შეიძლება ყველა დანარჩენი რომ ესე იყო? -დაიკო არ გინდა გაგიყვანო?-კევს ღეჭავს და თან მათვაიელებს. ღმერთო. -დავიჯერო შენ დაიკოს რო უყურებ ისეთივე აზრები გიტრიალებს ტვინში როგორც ეხლა?- ისეთ სახეს იღებს ხვდება რომ არაფერი გამოუა ამიტომ ჩუმდება და წასვლას აპირებს როდესაც მეორე აჩერებს. -მე არ მყავს დაიკო, ამიტომ მის დანახვაზე ვერაფერს გავიფიქრებ და ხომ არ გაგვესეირნა? -შენ რა შენი მეგობრის დაიკოს ესე ელაპარაკები?- ვითომ შევეცხადე და პირზე ხელი ავიფარე- შეგირცხვეს ძმაკაცობა. -აუ როგორ მევასებიან შენნაირი გოგოები. -როგორი დამა ქალები?-ჩემმა ნათქვამმა უფრო გაახალისა და რაღაცის თქმა დაპირა რომ უცებ სახე შეეცვალა და გაჩუმდა. -წადი-უთხრა თავის ძმაკაცს და თვალი ჩემს უკან გააპარა. მისმა მეგობარმაც წამებში გააქრო მანქანა, უკან მივიხედე და ალექსანდრე იდგა საროჩკის მკლავები აეკეცა და გაღიზიანებული იყურებოდა. -ყველა იდიოტი შენ უნდა აგეკიდოს?-მკითხა თუარა სახიდან ეგრევე გაუქრა გაბრაზება და აცანცარებულად გამომეტყვეტილებით შემომხედა. -ხო რაღატომღაც ამ ქართველებს გონიათ რომ ამ დროს გარეთ მარტო მხოლოდ ბო*ზები დადიან.-ჩეემ ნათქვემზე გაეცინა. -ხოო იფიქრებენ აბა რა მისაღებში მჯდომი გოგო მხოლოდ იმიტო რჩება გვინობამდე რომ ვინმე აიკიდოს მაგრამ მგონი მის მაგივრად შენ გიმართლებს. -იღბლიანი ადამიანი ვარ-ტაქსი დავინახე და ხელის დაქნევა გადავქყვიტე მაგრამ მან შემაჩერა. -მე წაგიყვან. -არ მინდა ჩემით წავალ თან დაღლილი ვარ. -არაფერს ვიზავ-ამაზე გამეცინა. -რა უნდა ქნა რომ? -სალომე! წამოდი მშია გშია რამე ვჭამოთ. -კარგი, მართლა ძალიან მშია და იმიტო.- მანქანაც მალე მოუყვანეს და მეც გავყევი, არ ვიცოდი სად მივყავდი მაგრამ კითხვის თავიც არ მქონდა ისე ვიყავი დაღლილი. მალე სადღაც მომიყვანა სახლი იყო. ო არა. არა. ოღონდ ეს არა. მან რა მის სახლში მიმიყვანა? ღმერთო რა მინდოდა რას მოვყვებოდი. -ალექსანდრე... -დაწყნარდი. -ეს შენი სახლია? -კი- მეუბნება და აუღელვებლად გადადის მანქანიდან და მეც მიღბს კარებს, გადავდივარ და მივყვები ეს არ იყო კარგი იდეა მაგრამ ვენდობოდი რადგან თქვა რო უნდა არაფერს იზავდა ესეიგი ასეც იქნებოდა. სახლი შეუდარებელი იყო თანამედროვე და თითქმის ყველაფერი შუშის, მომწონდა ესეთი სახლები მაგრამ ხის სახლები უფრო მიზიდავდა, იქაურობის დათვარიელები რომ დავიწყე და დამინახა და კუთხე ჩატეხა. -მოგეწონა ჩემი სახლი?-მკითხა ეშმაკური ღიმილით. -კი-დაუფიქრებლად ვთქვი და მხოლოდ მერე მივხვდი ორ ახროვან კითხვას. ამაზე მეც გამეცინა. -ესეთი რამის გააზრების მერე ვინ იცნის? -ვისაც ძალიან შია. -მართლა ხარ-მაცივრისკენ წავიდა და რაღაცეები გამოიღო და ჭრა დაუწყო. -შენ უნდა მოამზადო? -ხო რა იყო არ მოგწამლავს. -იმედია. -ეგ ჯერ არ მაწყობს დაყნარდი, საქმეში მჭირდები-კიდე ორ აზროვანი ნათქვამი. ამაზეც გამეცინა და ისეც ამყვა. -საქმეზე გამახსენდა რესტორნეის ქსელი შენ რატო მოგეწონა? -მომგებიანი ჩანს თან მფლობელი ქალია-რაო? ეს რა იყო? -ქალ ბიზნესმენებს რას უწუნებ?-ვკითხე გაკვირვებულმა. -რა და ის რომ ყველა შენნაირი არაა და ყველაფერს შენ ენაზე ნუ ხარშავ. -კერ ეგ ერთი ეგ ჩემი სიტყვებია და ნუ მპარავ მეორეც რაც თქვი ის გავიგე. -მაშინ შენც მიხვდებოდი რომ ის ქალი ბიზნესისთვის არა შექმნილი. არ შეუძლია და არც არავის კარებს რომ მოუსმინოს ამიტომ აქ ესეთ კარგ ადგილებში აშენებულ რესტორნებს ესეთი დაბალი შეფასება. -ხო ეგ მართალია. ადრე რამე მცდელობა გქონიათ ამ ადგლებთან დაკავშირებით? -კი ეგ ადგილები ძალიან მომგებიანი იყო და ამიტომ მე მინდოდა მეყიდა მაგრამ დამასწრო და იყიდა ეხლა კიდე მიწასთან ასწორებს იქაურობას. -გამოსწიდვა არ გიცდია ? -არა ვიცოდი როგორიც იყო და აზრი რომ არ ქონდა მივხვდი. -სულ რვა ფლიალი აქ ხო? -ხო რა იყო? -არა არაფერი. -რამე კარგი აზრი გაქ?-მითხრა და თან ამაყად, თან ეშმაკური თვალებით ამომხედა. -კი და იმედია გამართლდება მაგრამ ჯერ არაფერის თქმას არ ვაპირებ.-მალე გაკეთა რაღაც სალათა მაგრამ გასინჯვის საშვალება არ მომცა მანამდე სანამ წვნიანიც არ დაამთავრა. მერე კიდე ცორცის შეწვა დაიწყო. ნეტა რა ეგონა ამდენის ჭამას შევძლენდი? ღმერთო ესეთი ღორი ვეგონე? -შეგიძლია ეხლა შეჭამო-ფიქრებიდან გამომიყვანა სუნმა და მისმა ხმამ. არ ვიცი რეები იყო მაგრამ კარგი სუნი ქონდა და ეს იყო მთავარი საჭმლის სუნი თუ არ მომეწონებოდა არ შევჭმდი რო მოგეკალი. -მხოლოდ ამის გაკეთება იცი და ამიტომ გააკეთე ამდენი რომ დაგემტკიცებინა მაგარი ვარო და კიდე შემიძლიაო, მაგრამ სინამდვილეში ლიმიტია ხო?-ვუთხარი სიცილით. -ლიმიტი არაფერში გამაჩნია-მითხრა და კუთხე ჩატეხა. -ვგიჟდები ორ აზროვან ნათქვამებზე-თვალები რომ გადავატრიალე გაეცინა. -გასინჯე და მითხარი მოგეწონება თუ არა -არც ისე დაგიმალავდი- რო გავსინჯე მართლა გემრიელი იყო, მაგრამ მაგას ხო არ ვეტყოდი. -კარგია. -მარტო კარგია?-მითხა გაკვირვებულმა -ხო კარგია. -სხვებს ვისაც გავასინჯე ყველას ძალიან მოწონდათ და კიდე გაკეთეებას მთხოვდნენ... -მერე უკეთბი-დასრულება არ დავამთავრე ისე ვკითხე. -არა- მიპასუხა სწვაფად და ჭამა გავგძელეთ მიყურებდა ისევ ისე მიყურებდა და ისევ მზერით მწვავდა მაგრამ არ ვიმჩნევდი რადგან ისედაც იცოდა რას მიშვებოდა მისი მზერა, ამიტომ აღარ გამოვეკიდე. მერე ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გავიდა. მე კი საშინლად მეძინებოდა ამიტომ რომ არ დამძინებოდა სახლის დატხარიელება გადავწყვიტე, ერთ-ერთი ოთახის კარი რომ შევაღე აქ ნანახით გავოგნდი. ნახატებით იყო იქაურობა სავსე, ულამაზესი ნახატებით, იყო პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაღები მაგრამ ჩემიყურედგება ერთმა ნახატმა მიიქცია სადაც ქერა მწვანე თვალება ლამაზი ქალის შიშიველი სხეული ეხატა, შეუდარებელი იყო, ესეთი სილამაზე ძალიან იშვიათია, ძალიან ლამაზად იყო დახატული, თავისი ლამაზი და მომაჯადოვებელი ღიმილით. მართლაია ნახატი შეუდარებელი იყო, მაგრამ ეს ქალი სინამდვილეში რომ წარმოვიდგინე, უფრო ეშხიანი და ლამაზი იყო. ქალის სხეული ყოველთვის ხელოვნების ნიმუშად მიმაჩნდა ქალის ლამაზზი და დახვეწილი სხეული მარტო კაცს კი არა ქალებსაც აკარგვინებდა საღ აზროვნებას, ამიტომაც ყოვლთვის ვამაყობდი რომ ამ სქესის წარმომადგენელი ვიყავი. ოთახში დაუკითხავად რომ შევედი შემცხვა და მალევე გამოვედი, იქვე დივანზე დავჯექი და ველოდებოდი როდის შემოვიდოდა და სახლში წაყვანას შემომთავაზებდა, მაგრამ არა და არ შემოდიოდა ნახევარი საათი ვჯექი, ბოლო დავიღალე წელში გამართული ჯდომით ამიტომ საზურგეს მივეყუდე და კისრის ტკივილიც გაქრა, მოვდუნდი ესეთი სასიამოვნო იყო ესე ყოფნა რომ ვერც გავიზრე ისე დამეხუჭა თვალები და როგორ ჩამეძინა. მალევე ვიგძენი ვიღაცის ხელები რომ ვიგძენი თვალები ოდნავ გავახილე და ალექსანდრე დავინახე ნაზად მიღიმოდა და მიყავდი ოთახისაკენ. -არა...არ მინდა სახლში წამიყვანე-ვუთხარი მაგრამ იმის თავიც კი არ მქონდა რომ შევწინააღმდეგებოდი, დამაწვინა თუ არა გავითიშე მხოლოდ რაღაც ხმა მესმოდა, ჯერ ვერ ვიგედი რას ამბობდა მერე კი მკაფიოდ გავიგე მისი ჩუმი და ბოხი ხმა. -დაიძინე სალომე.- შემდეგ ისე მის მკლავებში მოქცეულს ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.