შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო იმედი (თავი 1)


21-06-2017, 09:42
ავტორი Elli Na
ნანახია 1 647

სიძველისაგან გახუნებული, დაბზარული კედლები ადგილადგილ შერჩენილი მუქი მწვანე საღებავი, ოთახის კუთხეში მდგარი ერთი საწოლი, მის პორდაპირ კი პატარა ფანჯარა, რომელსაც მინაც კი არ აქვს, მხოლოდ რკინის გისოსები აქვს შერჩენილი, საიდანაც მზის სხივიც კი ვერ აღწევს, საშინელი ნესტის სუნია, პაციენტებს კი მძაფრი მონატრება გვაქვს მზის სხივის და თავისუფლების მიმართ!
აქ გათენებიდან უკვე ისმის კივილი, წივილი, ღრიალი,როგორც ყოველთვის სანიტრებმა ჩაახშეს ეს ხმაური ელექტრო შოკის, აბების და ნემსების დახმარებით.მე ასეთ დროს მშვიდად ვარ! ვცდილობ თავი ავარიდო ზედმეტ სასჯელს....

    ***
 ეს "ფსიქიატრიული" კლინიკაა! რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც აქ მომიყვანეს, მიუხედავად იმისა რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ.
აქ ყოფნა საშინელებაა! რაღაც უაზრო გასათიში წამლებით "გვჭყიპავენ" პაციენტებს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ მათ მოტყუებას და აბებს ვმალავ.
აქ სულ მარტო ვარ, არავინ არ არის ისეთი ვისთანაც ვისაუბრებ, კვირაში ერთხელ ჩემი ბავშვობის დაქალი ანიტა მოდის ხოლმე და მაშინ ვახერხებ ცოტა განტვირთვას, სხვა დღეებში სულ მარტო ვარ, ჩემთვის ვზივარ ოთხ კედელში გამოკეტილი, ფანჯარას გავცქერი და ჩანაწერებს ვაკეთებ. მჯერა, რომ დადგება დღე,როდესაც აქაურობას თავს დავაღწევ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება თავს დამენგრა, მხოლოდ იმაზე ფიქრი მაძლიერებს, რომ შენს მკვლელს პასუხი მოვთხოვო და ვაზღვევინო ის რაც გამიკეთა ჩემო პატარა! მერე კი მეც შენთან მოვალ!

     ***
 წვიმიანი დღე იყო, ძალიან ციოდა,ფიქრებში გართული ფანჯრიდან გავცქეროდი მიდამოს, ამ ფიქრებს მომენტებში წვიმის ხმა მიფანტავდა, მოულოდნელად ექთანი შემოვიდა და მითხრა, რომ ჩემთან ვიღაც იყო მოსული.....
იმ ოთახში გამიყვანა, სადაც მნახველებს უშვებენ, შევედი თუ არა დავინახე რომ ის აქ იყო...
ზიზღი, მონატრება, სიძულვილი, ყველა გრძნობა ერთად დამეუფლება მის დანახვაზე!
უცებ წამოდგა და მაგრად მომეხვია, შევეწინააღმდეგე მაგრად ამაოდ.

    ***
16 იანვარი
ანიტამ დამირეკა და მითხრა რომ  ფილმის საყურებლად აპირებდნენ მეგობრები შეკრებას და მეც წავსულიყავი.
გარეთ გავედი ტაქსი გავაჩერე და ანიტასთან მივედი, იქ ვიღაც უცხო ბიჭი დამხვდა რომელიც აქამდე არმინახავს.
ანიტა: ბექა რაიყო როგორი მორცხვი ხარ, ეს ნიაა წარუდგინდა ჩემი თავი,
ბექა: სასიამოვნოა მე ბექა ვარ!
დავსხედით პოპკორნი მოვიმარჯვეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ.
მოკლეთ ასე დაიწყო ყველაფერი, ამ დღეს გავიცანი ბექა, ძალიან მეგობრული ბიჭი აღმოჩნდა და ერთმანეთსაც კარგად შევეწყვეთ, აქამდე იმიტომ არვიცნობდი, რომ თურმე საზღვარგარეთ სწავლობდა და აქეთ რამოდენიმე კვირის წინ ჩამოსულა.
16 იანვარი ანუ იმ დღის შემდეგ,როდესაც ერთმანეთი გავიცანით მე და ბექა ბევრ დროს ვატარებდით ერთად, თითქმის ერთნაირები ვიყავით, ერთი დღეც კი ვეღარ ვძლებდით ისე რომ ერთმანეთი არ გვენახა.
25 აგვისტო დღე, როდესაც ბექა სიყვარულში გამომიტყდა, თავი ზღაპარში მეგონა....
ზაფხულის მზიანი დილა გათენდა, უცებ მობილურზე ზარის ხმა გაისმა ვუპასუხე..
ბექა:ნიი რას შვები ?
მე:რავი შენმა ზარმა გამაღვიძა, რახდება ასე ადრე რატომ მირეკავ ხო მშვიდობაა?
ბექა:კი ნია მშვიდობაა,ახლავე გაემზადე და გამოგივლი
მე: და...სად მივდივართ?
ბექა:ზედმეტი კითხვების გარეშე თუ შეიძლება ქალბატონო (იცინის) გელოდები მალე გაემზადე!
იმდენად ზანტი ვარ რომ თითქმის 1 საათი დამჭირდა მომზადებისთვის.
ბექა სადარბაზოსთან მელოდებოდა, მანქანაში ჩამსვა და წავედით, ნეტავ მცოდნოდა სად მივდიოდით, მაგრამ ხმას არიღებდა, ბოლოს აეროდრომზე მიმიყვანა, მანქანიდან გადმოვედით თვალები ამიხვია და თვითმფრინავშვი ჩავსხედით, როდესაც მაღლა ავფრინდით თვალები ამიხილა ქვემოთ გადამახედა და მაგრად მომეხვია! ქვემოთ ძალიან დიდი ასოებით ეწერა "მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ" ჰაერში ბევრი ბუშტი დაფრინავდა და ირგვლივ ყველგან ვარდის ფურცლები იყო მიმოფანტული, მთელი ქალაქი შემომატარა იცით როგორი საოცრება იყო? ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა!
ათასი სიგიჯე ჩავიდინეთ ერთად ყოფნის დროს,საჰაერო ბუშტიდან გადმოხტომის ისტორია ეს სრული სიგიჯე იყო, სიმართლე გითხრათ სიმაღლის შიში მქონდა,მაგრამ ბექას დაჯინებული თხოვნით გავრისკე, ძლიერად ჩამჭიდა ხელი და ნელ-ნელა მაღლა ავფრინდით, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო...მასთან ყოფნის დროს ყველანაირი შიში დავძლიე.
ქალაქში ერთი საყვარელი ადგილი აღმოვაჩინეთ სადაც ყოველ საღამოს დავდიოდით,  ბექა ყურადღებას არასოდეს მაკლებდა.
უბრალოდ ერთი დაბრკოლება ჩვენი ასაკი იყო, იქედან გამომდინარე, რომ ორივე 17 წლის ვიყავით ერთად ცხოვრებას ვერვახერხებდით.




მეგობრებო ესეც ახალი ისტორია, ღირს თუ არა გაგრძელება...?



№1  offline მოდერი bla.ell

მე მომწონს...განაგრძე მეორე თავსაც რომ დადებ უფრო უკეთ გავიგებთ როგორია და გეტყვი აუცილებლად ჩემს აზრსheart_eyes

 


№2  offline წევრი londoni

გააგრძელეეე

 


№3  offline წევრი Elli Na

bla.ell
მე მომწონს...განაგრძე მეორე თავსაც რომ დადებ უფრო უკეთ გავიგებთ როგორია და გეტყვი აუცილებლად ჩემს აზრსheart_eyes

მადლობა❤❤აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Unda gaagrDzelo. Vnaxot Ra gamova!!

 


№5  offline წევრი Elli Na

nawkas12345
Unda gaagrDzelo. Vnaxot Ra gamova!!

გავაგრძელებ...

londoni
გააგრძელეეე

აუცილებლად

 


№6 სტუმარი Guest თამარა

ძალიან მაგარია

 


№7  offline წევრი Elli Na

Guest თამარა
ძალიან მაგარია

მადლობა ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent