გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი19)
-მელანო რა ლაშა? -რადა შეხედე ტელევიზორს. ნეტა ვინ მოკლა? -დავიჯერო მტრები არ ეყოლებოდა მისი ცხოვრების ტიპიდან გამომდინარე? -მართალი ხარ, მაგრამ რატომ? -მელანო შენ რა ტირი? არ გადამრიო ეხლა. ვიცი შეიძლება შეგეცოდა, მაგრამ შენ სხვა გყავს. ხომ შეპირდი შოთიკოს რომ ყოველთვის გეყვარებოდა? -კი შევპირდი და ასეც იქნება, მაგრამ ტირილს მაინც ნუ მიკრძალავ. რადგანაც ჩემი ძმის შეყვარებული ხარ დედის როლს ნუ თამაშობ. -ანუ არ მოგწონს ის რომ შენზე ვზრუნავს არა? -არაა საჭირო ყველა ნაბიჯის გაკონტროლება. -გოგოებო მეც მოვედი.... მელანო რატომ ტირი? -გეხვეწები არ კითხო. -უკვე მაშინებთ. რა მოხდა აქ? -ყველაფერი შენს დას კითხე. მე სახლში მივდივარ ირაკლი. -თამუნა მოიც.. მელანო რა მოხდა? -რა მოხდა? იკა რადგანაც შენი შეყვარებულია ეს იმას არ ნიშნავს რომ დედაჩემია და ყველაფერში ცხვირი არ უნდა ჩაყოს. -(მელანოს სახეში გაარტყვა) -ამის ღირსი ვიყავი? (ირაკლისგან ამას არ მოველოდი. ცხოვრებაში ხელი არ დაურტყამს ჩემთვის. ახლა კი რა მოხდა ვერ მივხვდი. ძალიან გავბრაზდი და ოთახში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ირაკლიმ არ გამიშვა.) -ჯერ მოყვები რა მოხდა და შემდეგ წადი თუ გინდა. -მე მოსაყოლი არაფერი მაქვს. -მელანო ნუ მაიძულებ იგივე გავიმეორო. -გავიგე რომ ლაშა მოკვდა. -(ღმერთო ჩემო ნეტა მიხვდა ეს რომ შოთიკომ გააკეთა?) საიდან გაიგე? -ტელევიზორს ვუყურებდი და იქ გამოაცხადეს. მკვლელის ვინაობა არ უთქვამთ. ძალიან შემეცოდა და ტირილი დავიწყე. თამუნამ კი ტირილიც დამიშალა. რადგანაც ჩემი ძმის ლოვე ხარ ეგ არ ნიშნავს იმას რომ დედაჩემი ხარ და ჩემს საქმეში ნუ ერევითქო. -მელანო შენ კარგად ხარ საერთოდ? -შენც მე მადანაშაულებ არა? -ვინ გითხრა რომ გადანაშაულებ? უბრალოდ ამიხსენი რა გინდა? -მე? მართლა გაინტერესებს რა მინდა? -კი შენ წარმოიდგინე მაინტერესებს. -მინდა რომ დედა ცოცხალი იყოს. აღარ შემიძლია უკვე ამდენის ატანა. რამდენი აზრი ტრიალებს ჩემში იცი? აღარ ვიცი რა ვქნა. სწორედ ამიტომ მინდოდა . დედა აქ რომ იყოს დამარიგებდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. -ჩვენ ხომ გარიგებთ მელანო. -რით ყვირილით? ეგეთი ჭკუის დარიგება თქვენთვის შეინახეთ. ერთადერთი შოთიკო იყო ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. ასეთ სიტუაციაში არც მიყვირებდა და არც არაფერს მეტყოდა ზედმეტს და ისიც წავიდა. ნეტა როდის ჩამოვა? შენ და თამუნა შეიძლება ჭკუას კი მარიგებთ, მაგრამ ორივე ერთნაირები ხართ ასეთ სიტუაციებში. არცაა გასაკვირი რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ.... ახლა კი წავალ ჩემს ოთახში. -მელანო დაიცად... გააღე კარები გთხოვ. -არა თავი დამანებე. მარტო მინდა ყოფნა..... შოთიკო როგორ ხარ? მე ძალიან ცუდად ვარ. ჩემი არავის ესმის. გთხოვ მალე ჩამოდი თორე უშენოდ უკვე მოვიწყინე. ირაკლი და თამუნა არაფრის საშუალებას არ მაძლევენ..... ალბათ არ ცალია შოთას. სათამაშოდ კი არ არის წასული.... ისევ მე და შენ დავრჩით ჩემო დღიური. მხოლოდ შენ შემრჩი ერთადერთი ვისაც შემიძლია რომ დაველაპარაკო. ის ვინც ჩემს ყველა საიდუმლოს შეინახავს...... -ღმერთო ჩემო ამ ბავშვს რა მოვუხერხო აღარ ვიცი. ყველაფერს უკუღმა რატომ იღებს? მგონი ამრთალია იმაში რომ მე და თამუნას ზოგჯერ ზედმეტი მოგვდის, მაგრამ ამას ხომ მისთვის ვაკეთებთ. ეჰ ნეტა მართლა არ მომკვდარიყო დედა და ჩვენთან ყოფილიყო, ალბათ არ გაუჭირდებოდა მელანოს ასე ძალიან. მე მასზე კი ვზრუნავ, მაგრამ დედა სულ სხვაა. მისი სითბო და მზრუნველობა აკლია. სწორედ ამიტომაა რომ არავის არაფერს უზიარებს და ყველაფერს დღიურში წერს.... -შოთიკო რომ მოიცლი გთხოვ შემოდი რა ცოტა ხნით მაინც. მომენატრე. -აქ ვარ მელანო. რა მოხდა საყვარელო? -იცი დღეს რა ცუდად ვარ? ყველა მე მიყვირის და მეჩხუბება. არ მინდა აქ გაჩერება. სულ მარტოსულად ვგრძნობ უშენოდ თავს. მალე ჩამოდი რა. -მესმის შენი საყვარელო, მაგრამ ხომ იცი რომ სათამაშოდ არ წავსულვარ არა? არვიცი როდის ჩამოვალ, მაგრამ შევეცდები შეგეხმიანო ჩემო ლამაზო. მელანო ძალიან მიყვარხარ. -მეც ძალიან მიყვარხარ შოთიკო და მენატრები უკვე. -მეც მენატრები ჩემო ლამაზო. კარგი ეხლა უნდა წავიდე მაპატიე საქმეები მაქვს. შევეცდები მალე შემოვიდე და მოგწერო. გაკოცე ბევრი. -ესე მალე? კარგი შოთ. მალე შემოდი. ძალიან მიყვარხარ. -რა შვრები შოთიკო? -რავიცი იკა ციხეში რას უნდა ვაკეთებდე? მელანო როგორაა? -ეჰ რავიცი არც მე და არც თამუნას არ გველაპარაკება. -რა მოხდა ასეთი? -არაფერი უბრალოდ ტელევიზორში ხომ გამოაცხადეს ლაშას მკვლელობა და იმის შემდეგ ცოტა გაუგებრობა მოხდა და მხოლოდ გამარჯობას ამბობს დილით. -მომიტანე მისი ფოტოები რომ გთხოვე? -კი 10 ფოტო მოგიტანე.... იცი უკვე ძალიან მოენატრე. -უკვე? ჯერ ხომ მხოლოდ 3 თვეა გასული? -ხოო მაგრამ ძალიან უჭირს.. შოთიკო რაღაც მინდა გითხრა. -ირაკლი მაშინებ. რა ხდება ხომ მშვიდობაა? -კი მშვიდობაა, მაგრამ მელანოს მოტყუება აღარ შემძლია. -რას გულისხმობ. -შენი ფეისბუქით ვეღარ მივწერ. სულ რაღაც სამჯერ მივწერე, მაგრამ ჰგონია რომ შენ ხარ და ყველაფერს გიყვება. ეგ რომ გაიგოს ვიცი არასოდეს მაპატიებს. მე კი მისი მოტყუება არ შემიძლია. -ირაკლი გთხოვ. ეგ ერთადერთი გზაა იმსი რომ არ დამივიწყოს და გინდა რომ ეგ გზაც წამართვა? -კარგი შევეცდები რაიმე მოვიფიქრო. ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონათ. ველი კომენტარებს. პ.ს პარასკევს შაბათს და კვირას ახალ თავებს ვერ დავდებ :( ამიტომ შევეცდები ხვალ მაინც დავდო ახალი თავი. მადლობა ყველას ვინც კითხულობს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.