შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 7 თავი


21-06-2017, 13:57
ავტორი zia-maria
ნანახია 1 843

ნტინე პაპანდოპულო დაბადების ადგილი საბერძნეთი,ლამია.სწავლა სკოლის შემდეგ გააგრძელა ათენში და სულ ცოტა ხანში მიდის ამერიკაში,რამოდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და ხსნის თავის სააგენტოს,სადაც იწყებს მაკლერობას.აქვს სქესი უკვე წლებია,მაგრამ დაქორწინებული არ არის.ნიკოლოზმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ელისოს თვალში როგორც ადამიანი და არა როგორც მამაკაცი.ხშირად ეპატიჟებოდა ელისოს სხვადასხვა ლამაზ ადგილებში,მაგრამ ელისოს სასტუმროს გარდა არც უცდია გაყოლოდა,მხოლოდ ერთხელ წავიდა ათენში მყარად მდგარი საუკუნეების ისტორია აკროპოლი რომ ენახა და საოცრად მოეწონა ეს ძირძველი ისტორიის მქონე ნანგრევები.შემდეგ სასტუმროსთან ახლო-მახლო ადგილები შემოიარა ფეხით და ძალიან მოეწონა ათენის სილამაზე.არ ელოდა ასეთ სიმწვანეს და რაც მთავარია არ ელოდა ბერძნებთან ასეთ მეგობრულ ურთიერთობას თუ დაამყარებდა.ელისო ხალისიანია,მაგრამ მაინც ცივი და მიუკარებელი და ამის გამო,მან ყველას თვალში ისეთი სახე დატოვა,რომ ყველა ფიქრობდა მხოლოდ თავის-თავზე შეყვარებული მდიდარი ქალია.არადა განა ვინ იცოდა,სულ ცოტა ხნის წინ სიყვარულის გამო რა ტკივილი გამოიარა, მაინც ძლიერად ეჭირა თავი და მიიწევდა წინ დასახული მიზნისაკენ,რომელიც თავის სურვილით აირჩია და მალე სისრულეშიც მოიყვანდა,ოცნებებს კი რეალობად აქცევდა. შუაღამემდე იჯდა კონსტანტინე კომპიუტერთან ელისოს შესახებ ინფორმაციას ეძებდა,იპოვა კიდეც და გაიგო,რომ ელისო კოვზაძე ცნობილი ქართველი ბიძმესმენის ერთადერთი ქალიშვილია.
---ელისო,ელისო,ელისო დავიჯერო,ნუთუ ასეთი სუფთა ხარ?ჩაიბურტყუნა კონსტანტინემ.ყველაფერი მონაცემები თავიდან გადაიკითხა და უეცრად,თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდაო,ტელეფონს დაწვდა და ერთ-ერთ ნომერზე დარეკა.სამი ზარის შემდეგ ხმამაღლა ჩასძახა.
---ლაკი მეგობარო როგორ ხარ?
---მე კარგად ვარ.მაგრამ შენ ვერ უნდა იყო კარგად.რა გჭირს ამ შუაღამეს რომ მირეკავ.მოესმა კონსტანტინეს მეგობრის ძილისაგან შეცვლილი ხმა.

---ისეთი არაფერი,მაგრამ ხვალ უნდა გნახო და ეს სასწრაფოა.
---მივხვდი,რომ ტყუილად არ დარეკავდუი ამ დროს,მარტო ჩემს მოსაკითხად.კონსტანტინემ გვერდი აუარა ლაკის ნათქვამს და მოკლედ შეეკითხა
---რა დროს მნახავ.
---შუადღემდე არ შემიძლია,რაა ასეთი საჩქარო.
---გეუბნები, სერიოზულიათქო და ტელეფონში ვერ გეტყვი.გაბრაზებაც შეეტყო ხმაში კოსტას.
---კარგი ხო კარგი.არ გახვიდე არსად და დილით მოვალ.
---გელოდები,შენს მოსვლამდე არსად გავდივარ.მთელი ღამე ფიქრებში გაატარა კოსტამ და ვინ რა იცოდა რა მზაკრულ და საშინელ გეგმებს ადგენდა.მდივანზე ჩაეძინა ფიქრებში დაღლილს გაუხდელად და დილით კარებზე ზარის ხმამ გამოაღვიძა.ადგა კარი გააღო და კარში მაღალი,ზედმეტად დაკუნთული ახალგაზრდა მამაკაცი იდგა,რომელის სახლში შევიდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა და შეეკითხა. ---რა ხდება და რა არის ასეთი სასწრაფო,გეძებენ და დამალვა გინდა?ვფიქრობ მე არ გამოგადგები.გაკვირვებულმა შეხედა მის წინ მდგარ ჯერ კიდევ მძინარე კონსტანტინეს.კოსტამ მიაჩერდა ახალმოსულს და უთხრა.
---ყავა რატომ არ წამომიღე?
---კიდევ რა გინდოდა?მეჩქარება თქვი რა საქმე გაქვს.
---შენ მჭირდები,უნდა მომეხმარო ლაკი.
---მე?მე რაში უნდა მოგეხმარო კოსტა.მოიცა არა,არა,არა.მე შემეშვი ძმაო,მე ყველა ბინძურ საქმეს ჩამოვშორდი,როგორც იქნა ბედნიერი ვარ და ძალიან გთხოვ ნუ გამირთულებ ცხოვრებას,ნუ წამართმევ და ნუ დამაკარგინებ ბედნიერ წუთებს,ძალიან გთხოვ.
---შენ მე მხოლოდ იმაში მომეხმარე,იქნებ მომიყვანო ისეთი,ვისთანაც შევძლებ გამოვნახო საერთო ენა და შევძლო სერიოზულ საქმეზე საუბარი.ლაკიმ შეხედა კოსტას და არც შეეკითხა,რა საქმისთვის ჭირდებოდა ის ვიღაც,რომ პირდაპირ შეეკითხა.
---რამდენს გადაუხდი, რომ ვიცოდე?
---ხელზე ფულს 1500 ევროს,დამიჯერე სიხარულით დაგთანხმდება.
---რამდენზეა საუბარი.მეორე კითხვა დაინტერესებულმა შეეკითხა.
---ბევრზე,ძალიან ბევრზე ლაკი.უპასუხა კითხვას დაფიქრებულმა
---დარწმუნებული ხარ,რასაც აკეთებ?
---მარტო დარწმუნებული?
---კარგი დაველაპარაკები და შეგახვედრებ,მაგრამ გაფრთხილებ მე შემეშვი.
---წილს შენც მიიღებ.უთხრა ღიმილით კოსტამ მაგრამ ლაკიმ მკაცრი ხმით უთხრა.
---მე არ მჭირდება კოსტანტინე ცრემლით გაჟღენთილი ფული,ერთადერთი რაც მინდა შენგან, შემეშვი,გესმის?შე მე შვი.ბოლო სიტყვა დაუმარცვლა ლაკიმ და კარებისკენ წავიდა.
---შენს ზარს ველოდები.გეფიცები,შენ არაფერში არ გამოჩნდები.
ელისოოო ჩემი სმენა დასრულდა და რამე ხომ არ გჭირდება?ელისოს ნომრის კარები, ხვეულთმიანმა ძალიან ლამაზი სახის მულატი გოგონამ შემოაღო.
---მადლობა არეტი არაფერი არ მჭირდება.ასევე ღიმილით მიუგო ელისომ.გოგონა ახლოს ჩამოუჯდა ელისოს და უთხრა.
---ელი ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ,მაგრამ ის უფრო საინტერესოა რატომ ხარ მარტო?ელისოს სახეზე მწარე ღიმილმა დაიდო ბინა და არეტის უთხთხრა.
---არ ვიცი,არავინი არ გამოჩნდა ჩემო არეტი ვინც ჩემი გულის დაპატრონებას შეძლებს და შეაღწევს მის სიღრმეში.
---ელი როგორ გეტყობა,რომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია და ამასთან ერთად შენი თვალები თავად ამბობს,რომ გიყვარდა.მხოლოდ ეს ახლა შენი წარსულია.
---არც შეყვარება ყოფილა ადვილი ჩემო არეტი.მაგრამ დამიჯერე,გადაყვარება შეყვარებაზე უფრო ძნელია,იმაზე ძნელიც კი ვიდრე წარმოგიდგენია.მე უკვე დიდი საკეტი დავადე ჩემს გულს,გასაღები კი სადღაც უსასრულობაში მოვისროლე და პირობა დავდე,რომ გადავიყვარებ,აუცილებლად დავივიწყებ.დავივიწყე კიდეც,აღარც კი მახსოვს.მიხვდა არეტი რომ ელისო გაურბოდა იმ გრძნობებს,რომელმაც გულში დიდი ტკივილი დაუტოვა უზარმაზარ შავ ლაქად.
უკაცრავად ქალბატონო ელი მაგრამ თითქმის ორი თვეა ჩვენს სასტუმროში ცხოვრობთ,თითოეული მომსახურე პერსონაჟი კარგად გიცნობთ და ყველას ყუვარხართ,მაგრამ ეს არ არის საკმარისი.თქვენი აქ ცხოვრების თანხა ძალიან გაიზარდა.ბოდიშს გიხდით ჩემი მხრიდან აქ რომ მოგიყვანეთ,ჩემს კაბინეტში,მაგრამ ეს სასტუმრო რამოდენიმე თვეა გატანილია გასაყიდ ბაზარზე და გამოჩნდება თუ არა მყიდველი,ანგარიში უნდა გავასწოროთ.მიმიხვდებით რისი თქმაც მინდა.
---არ გამოჩენილა მყიდველი?სხვათა-შორის იკითხა ელისომ.
---სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არა.
---იქნებ ცდებით და ამ სასტუმროს მყიდველი ახლა თქვენს წინ ზის?
---ეს როგორ გავიგო?გაკვირვება და გაოცება ერთიანად გამოესახა მამაკაცს სახეზე.
---მეც კარგად ვიცი ამ სასტუმროს გაყიდვის შესახებ ბატონო დირექტორო.უთხრა მის წინ მჯდარ გაოცებულ მამაკაცს და პირდაპირ თვალებში ჩახედა საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს.
---თქვენ საიდან იცით ეს ინფორმაცია?ჩვენ ასეთ საკითხებზე თვით მომსახურე პერსონაჟთანაც არ ვსაუბრობთ,არა თუ სასტუმროში მცხოვრებ ტურისტთან ვისაუბროთ.
---არც არავის უთქვამს.რამოდენიმე თვეა თქვენს სასტუმროს მე საქართველოდან ვადევნებ თვალს და სწორედ იმ გადაწყვეტილებით ჩამოვედი,რომ შევისყიდო ეს სასტუმრო.
---ეს,ეს,ეს რატომ თავში არ მითხარით აქ რომ მობრძანდით.ძალიან სასიამოვნოა პირადად თქვენგან ამ ინფორმაციის მოსმენა.გაოცებული თან გახარებული იდგა ელისოს წინ თავად სასტუმროს დირექტორი.

---თავად მაკლერმა მითხრა,ჯერ არ გამემხილა ჩემი აქ მოსვლის სწორი მიზეზი და მგონი ძალიან შევცდი,რომ მას დავუჯერე და თქვენთან არ მოვედი.

---ვინ არის თქვენი მაკლერი და რამდენზე მორიგდით,შესყიდვის ფასი რამდენი უნდა გადაიხადოთ?

---კონსტანტინე პაპანდოპულო.პირველ ჯერზე რომ ვისაუბრეთ 18 000 000 იყო საწყისი ფასი.მაგრამ მოვგვარდით 15 000 000-ზე.სამი დღეა რაც თანხა გადავურიცხე ,დღეს მთელი დღეა ველოდები უნდა მოსულიყო და არ მოვიდა,უკვე ვიწყებ ნერვიულობას.

---უკვე გადაიხადეთ ფული?როგორ შეცდით,ეს როგორ დაუშვით და ფული წინასწარ გადაუხადეთ.არ ინერვიულოთ,ყველაფერს გავარკვევთ,მოვიძევთ ამ პიროვნებას ვინც არის.მამაკაცმა ტელეფონში ნაცნობი მეგობრის,იურისტის ნომერი მოძებნა და დაურეკა.ნაწილობრივ აუხსნა საქმის ვითარება როგორც შეეძლო ტელეფონში და ბოლოს მასთან მისვლაც კი თხოვა.თვალი გააპარა ელისოსკენ რომელმაც ნერვიულობისაგან ფერიც კი დაკარგა.შეეცოდა მარტოდ-მარტო ქალი უცხო ქვეყანაში,უცხო მიწაზე,რომელიც რა მიხვედრა ამას უნდოდა,რომ ვიღაცის მსხვერპლი გამხდარიყო.ახლოს მივიდა და წყნარად უთხრა.

---ნუ ნერვიულობ,ჩვენ ქუჩაში არავის არ ვაგდებთ,მაგრამ დანაშაული ისაა თქვენი მხრიდან,როცა ასეთ დიდ ბიზნესს ეჭიდებით მარტო არ უნდა ყოფილიყავი,ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით.ამოდენა ფულით მარტო ქალი დაგინახა,კარგად გაიგო თქვენი ყველაფერი და გეგმაც შეადგინა,რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სისრულეშიც მოიყვანა.ელისომ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამაკაცს და უთხრა.

---ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის,რომ ასე ბრმად ვენდე ადამიანს,რომელიც მეგონა კარგად გავიცანი.თქვენ რა გგონიათ,რაცარუნდა ბევრი ფული გქონდეს და ძლიერი იყო ეკონომიურად,განა ასე ადვილი გადასაყრელია 15 000 000 ევრო?
---მე იანი მქვია,იანის პანაგიოტის.არ გადანაშაულებ,მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგო ჩემო კარგო.ამ დროს იანის ტელეფონი ამღერდა და აიღო,ადიდანაც არასიამოვნო ინფორმაცია მოისმინა.

---იანი მოვიძიე ეს ადამიანი როგორც მითხარო სახელი და გვარი და კონსტანტინე პაპანდოპულო მაკლერი არ არსებობს,რას ვაკეთებთ?

---შეგიძლია მოხვიდე აქ ჩემთან?სასტუმროში ვარ,ძალიან ჩახლართულია ეს საკითხი სპირო და ეს გოგონაც ცოდოა,ამოდენა თანხა დაკარგა.გულით შეეცოდა იანის ელისო.ელისო ხელებში თავჩარგული იჯდა და მწარედ ნანობდა იმას,რომ თავიდანვე არ გაამხილა რისთვის ჩამოვიდა საქართველოდან.იურისტიც მალე მოვიდა და ელისოს წინ დაჯდა.ელისომ თავი ასწია და მისი განადგურებული სახით და ნერვიულობისაგან ჩახლეჩილი ხმით უთხრა იურისტს.

---რამე იღონეთ გთხოვთ.ალბად გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ,მე ახლავეს შემიძლია დავრეკო და ეს თანხა სახლიდან გადმომიგზავნოს მამამ,ეს ჩვენი ბიზნესისათვის არ წარმოადგენს დიდ საგანგაშო თანხას,მაგრამ არც ისე მინდა ტყუილად ამართვას ვინმემ.

---მე იურისტი სპირო რანო ვარ.გთხოვ გაიხსენე ყველა წუთი მასთან შეხვედრისას და იქნებ შეძლო,აღწერო,როგორ გამოიყურებოდა ეს პირიოვნება.ელისო დაფიქრდა ცოტა და შემდეგ ნელა-ნელა დაიწყო საუბარი.

---მაღალი,სუსტი აღნაგობის.ოდნავ, საფეთქლებში შეპარული ჭაღარა თმით და მოხდენილი სიარულით.ვერ ვიტყვი,რომ ულამაზო მამაკაცი არის,შავგვრემანი და სასიამოვნოდ ეშხიანი მამაკაცია,ლამაზი სახის ნაკვთებით.ამასთან ერთად უნდა ვაღიარო,რომ ძალიან ზედმეტად მექალთანეა.

---მექალთანე?რატომ,რამე გაკადრათ?

---ვერ შეძლო,მცდელობა იყო მისი მხრიდან რამოდენიმეჯერ,მაგრამ ვერ მიიღო ის რაც მას სურდა,ამიტომ ვფიქრობ სამაგიერო იმით გადამიხადა,როგორდაც მომერია.

---გეთანხმებით,კარგად მსჯელობთ.მისი პირადობა თავად ნახეთ?

---არა,ვერ მოგატყუილებთ.თავად ჩემს თავს არ ვკადრე ასეთი რამ.

---გასაგებია,ჩვენ ვეცდებით ყოველნაირად დაგეხმაროთ.თქვენგან რაც არის ამ წუთში საჭირო,განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ და განცხადება დაწეროთ,რომ საქმის მსვლელობის ნებართვა გვქონდეს.

---რა თქმა უნდა წამოვალ და დავწერ განცხადებას. ელისო ფეხზე წამოდგა და კარებისაკენ წავიდა,ორივე მამაკაცმა თვალი გააყოლა და ელისოს ჩამოსხმულ სხეულს ხარბი მზერით უმზერდნენ,უეცრად ელისო შემობრუნდა და იურისტს უთხრა.

--- ჩვენი ყველა შეხვედრა ამ სასტუმროს ფარგლებს არ გაცილებია.შესაძლებელია სასტუმროს ვიდეო-კამერებით შეამოწმოთ.მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს და სამივე ერთად გავიდნენ იანის კაბინეტიდან.იმ დღიდან დაიწყეს ვიდეოს ძებნა,ელისო რომ მოვიდა პირველ დღეს და აი მიაგნეს კიდეც.ასევე იპოვნეს მათი პირველი შეხვედრა და იურისტმა ამ ვიდეოს ფოტო-მონტაჟი მოითხოვა,შემდეგ კი ერთად წავიდნენ განყოფილებაში განცხადების დასაწერად.განცხადების დაწერის შემდეგ იურისტმა შეეკითხა ისევ ელისოს.

---ელი იქნებ რამე გაიხსენო,იქნებ რაიმე დაგამახსოვრდა ისეთი რამაც შენი ყურადღება მიიპყრო და ეჭვი აღგიძრა მის გულწრფელობაში.

---სწორედ ამას ვფიქრობდი ახლა და იცით თვალწინ მიდგას ჩვენი ბოლო შეხვედრა.წინა დღით მოვიდა ჩემთან და კარგად შევატყვე რომ აღელვებული იყო.მთხოვა გაგვევლო,თან ალკოგოლის სუნი ვიგრძენი და უკან დავიხიე.უარი ვუთხარი გაყოლაზე,ამაზე თითქოს გაბრაზდა,არა თითქოს კიარა,გაბრაზდა და მითხრა,რომ ხვალ ფული უნდა გადამერიცხა რადგან ყველაფერი მზად არის და ფულს ელოდება მფლობელი,ხვალიდან კი ჩვენი ნაცნობობა დასრულდებოდა.კარგი მეთქი დავეთანხმე და მართლაც ორ დღეში ჩემი ანგარიშიდან პირდაპირ გადავრიცხე ფული მის ანგარიშზე.მე ეს ქვითრები ყველაფერი,აი აქ მაქვს.ელისოს ყველა წვრილმანის ქვითარიც კი შენახული ჰქონდა და იურისტს აჩვენა,წინ გაუშალა თვითეული ქაღალდი.შემდეგ ფულის გადარიცხვას მოვრჩი თუ არა,მისი სახე რაღაცნაირად ცივი და დამცინავი გაუხდა.გაყინული ღიმილით მიღიმოდა და თავად კი სახე გაცრეცილი ქონდა.აშკარად შევატყვე იმ წუთში,რომ ჩემს წინ ერთიანად ყალბი ადამიანი იდგა.მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი,მისი ბოლო ნახვიდან.მაგრამ ჩემს თავს კითხვას ვუსვამ და ვერ ვპასუხობ,რატომ?რატომ მოიქცა ასე,ნუთუ ფულმა დააბრმავა?თუ მან უფრო მისცა დიდი ძალა,რომ მე მარტო ქალი ვიდექი მის წინაშე?და სად არის სამართალი?ან ვის ვთხოვო შველა,თავად ვარ დამნაშავე.ნუთუ როდისმე ამ ჩახლართულ საქმეს ნათელი მოეფინება?

---ადრე თუ გვიან,ყველაფერი გაირკვევა ელი და ყველაფერი,მის ადგილზე დადგება.
---ის რომ ვიცოდე,ჩემი სიჩუმით მისი სული განიწმინდება,მე ჩუმად ვარ და მხოლოდ იმას ვინატრებ,რომ ერთ დღეს წარვსდგე მის წინაშე და შევხედო პირდაპირ თვალებში,მაგრამ დარწმუნებული ვარ უკვე მას არც ეს ჩემი სიჩუმე არ გააჩერებს,არ განიკურნება ადვილად იმ ავადმყოფობისაგან რაც მასშია ჩაბუდებული ბინძური ზრახვებით.ის უფრო და უფრო მეტს მოინდომებს და ალბად ახლა სხვას გაამწარებს.იქნებ სწორედ ახლა უკვე დროა ჩემი ეს სიჩუმე ხმაურით შევცვალო,რომ ჩემს ირგვლივ ადამიანებმა კარგად შესწავლილი ჩემი სიჩუმის ენა,სულ სხვა კუთხით მოისმინონ.
---შენ ხმამაღლა თქვი,იყვირე თუნდაც,ჩვენ შენს გვერდით დავდგებით.ახლა რას ფიქრობ,სასტუმრო დანახარჯის გადახდას ითხოვს და არც ეს არის პატარა თანხა 9000ევროა.

---სახლში დავრეკავ და ჩემებს დაველაპარაკები,ფულს გამომიგზავნიან.მე რას ვერჩი ამ ადამიანს.ღიმილით გახედა მასთან ახლოს მდგარ იანის.

---ელი გეტყობათ,რომ შეგნებული ადამიანი ხართ,ეს იმას განაპირობებს,რომ კარგ ოჯახში ხართ აღზრდილი.შეცდომა ყველას მოსდის,უშეცდომო არავინი არ არის.ეს გამოსწორდება და დამნაშავეც დაისჯება.

---მადლობის მეტი რა მეთქმის ბატონო იანი.იმედია სამართლი იზეიმებს და როგორც თქვენ ამბობთ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

---ელი როგორ გაიცანი ეს პიროვნება,ის მომოწერა რაც ერთმანეთს წერდით წაშალე თუ ისევ არსებობს?

---სოციალური ქსელით და არაფერი წამიშლია,ყველაფერი ჩემს გვერდზეა.ელისომ ტელეფონი ამოიღო და მისი პროფილი გახსნა,მოძებნა წერილებში კონსტანტინე და იურისტს მიაწოდა ტელეფონი.იურისტმა წაიკითხა და ბოლო,იმ წუთში მოსული წერილიც გახსნა.

---ელი,ელი,ელი,ხა,ხა,ხა,ხა,ხა.დამიწუნე არ მომეცი შენამდე მოსვლის,მოახლოების საშუალება.ასე რომ არ მოქცეულიყავი,ეს ფული ახლა სასტუმროს დირექტორს ექნებოდა და არა მე.ახლა კარგად მომისმინე,მილიცია არ ჩართო ამ საქმეში თორემ იცოდე სამშობლოში შენი ფეხით ვეღარ წახვალ,იქ წაგიღებენ გემრიელო.მე არ მიყვარს ტყუილი მუქარა,ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.სპირომ წაიკითხა წერილი ხმამაღლა და შემდეგ იანის გახედა და უთხრა.

---უკვე მუქარაზე გადავიდა,არ ეყო ამოდენ თანხა წაიღო და წავიდა.-ელი დროა ქუჩაში მარტო არ გამოხვიდე,ჩვენი ვალია,სანამ ეს ადამიანი არ მოიძებნება,ჩვენ დაგიცვათ.მოვძებნით,კანონს დიდი ხნით ვერავინი ვერ დაემალება.ან თუ აქვს იმხელა თავი,რომ კანონის წინააღმდეგ ითამაშოს,ჩვენც ვიცით ჩვენი წესები,როგორ მივუდგეთ ასეთ ადამიანებს.ამ ყველა ჩანაწერს მე ჩემს ფლეშკაზე გადმოვიტან და ჩემთან იყოს,საქმეს უნდა დაურთო,ეს აუცილებელი სამხილია.სპირომ რამდენიმე წუთში ყველაფერი მის ფლეშკაზე გადაიტანა და ტელეფონი ელისოს დაუბრუნა

---ჩემებს რომ დავურეკო,ხომ შეიძლება?

---როგორ არა,ჩვენ ყველა თქვენს ტელეფონში შემოსულ და გასულ ზარებს თვალყურს ვადევნებთ.ახლა კი შეგიძლიათ დაბრუნდეთ სასტუმროში.ელი ქალაქიდან არ გახვალთ,ჩვენი გაფრთხილების გარეშე.

---გასაგებვია ბატონო რანო,როგორც თქვენ იტყვით ისე იქნება ყველაფერი.

---საოცარია,ადამიანი ამოდენა სასტუმროს საყიდლად ჩამოვიდა საქართველოდან და დღეს რიდით,ხათრით უნდა იცხოვროს იქ,სადაც წესით უკვე მისი უნდა იყოს ყველაფერი.უკვე შებინდებული იყო იანი და ელისო იურისტ რანოს რომ დაემშვიდობა,სასტუმრომდე ისე მივიდნენ,არცერთს არ დაურღვევია სიჩუმე,იქ მისულმა კი იანის თხოვა.

---ცოტას გავივლი,აქვე ფეხით და მალე დავბრუნდები.

---კარგი ელი.დაეთანხმა იანი და თავად შევიდა სასტუმროში.ელისომ კი ფეხზე გაიხადა და შიშველი ტერფებით გაუყვა სანაპიროს.წყალი ასხამდა ფეხებზე და მის ნაფეხურებს წყალი რეცხავდა,შლიდა.იქვე მოშორებით დიდი ქვა დაინახა და იმ ქვასთან მივიდა,ჩამოჯდა და მის ფიქრებში ჩაიძირა.მიხვდა ამ ორი თვის მანძილზე რა ძალიან მონატრებია ყველა და ყველაფერი.ცოტა ხანში მის გვერდით ვიღაც დაჯდა და ისიც შეეზიარა ამ სიმყუდროვეში.გვერდულად გახედა და გაეღიმა შემდეგ კი ღიმილით,მაგრამ სევდიანი ხმით უთხრა.
---ჩვენში ძველი ასაკის ადამიანები იტყვიან ხოლმე,ცხოვრება ხან აღმართია და ხან დაღმართიო.სწორედ ახლა მე მივექანები ცხოვრების დაღმართში,უფრსკულისაკენ და მეშინია,რამეს არ შევეტაკო ისე,მწარედ,რომ ერთიანად დავიმსხვრე.ამასთან ერთად დღეს მწარედ შემომიტია მონატრებამ და არ შემიძლია რამე გავაკეთო,ამ მონატრების ჩასახშობად,რადგან მათგან ათასობით კილომეტრი მაშორებს.მგონია,რომ ნელა-ნელა ჩემი ცხოვრების გემი,სწორედ აქ იძირება,მაგრამ ძალა მემატება,როცა ჩვენი განთქმული მწერლის გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება. ,,არავის ისე არ უყვარს სამშობლო,როგორც სამშობლოს და მის ფესვებს მოწყვეტილ ემიგრანტსო''.ხშირად მიმოგზაურია ჩემი ბიზნესის გამო სხვადასხვა ქვეყნებში.სად არ ვყოფილვარ,იტალია,ინგლისი,ამერიკა,ესპანეთი,გერმანია, მგრამ არცერთ ქვეყანაში არ მიგრძვნია სამშობლოს მონატრება,ალბად იმიტომ რომ 3-4 დღეზე მეტს არსად გავჩერებულვარ.აქ კი ვიგრძენი, ეს ძლიერი გრძნობა რა ,მტკივნეულად ჩაჯდა გულში.არ მეგონა ჩემი ცის შემდეგ,სხვა ქვეყნის ცა თუ მომეწონებოდა.ნოსტალგია ეს ისეთი სენია,რომელსაც წამალი ვერასდროს ვერ წაადგება.ნოსტალგია შლის და ანადგურებს ადამიანს,მის მონატრებით სავსე გულს კი ანამცეცებს.არასოდეს არ ჰყოლია საქართველოს ამდენი ემიგტრანტი გადახვეწილი სხვადასხვა ქვეყნებში როგორც დღესაა და ესეც,თავიანთი შვილების და ოჯახების გადასარჩენად.ქართველი ქალი,არასოდეს არ ყოფილა სხვათა მსახური და ამასთან ერთად ძალიან ბევრი სასახელო ადამიანების აკვანია ჩვენს მიწაზე დარწეული.მძიმე წარსული გვაქვს ქართველებს,მძიმე გოლგოთის გზებით იარა ჩვენმა წინაპრებმა დასაბამიდან დღემდე,მაგრამ იცით,რომ მაინც ამაყები ვართ?იცი რატომ?იმიტომ რომ ჩვენი ფესვი ძლიერია და ამიტომ უძლებს ჩვენი ქართველი ქალები ამდენ დარდს,სევდას და მწუხარებას.ტკივილი?ტკივილს ვინ როგორ უძლებს,ეს მხოლოდ უფალმა იცის.მე მომეწონა იანი თქვენი ქვეყანა,თბილი ხალხი ხართ,სტუმარი გიყვართ და ამიტომ გაქვთ ფართოდ გაღებული კარები.თითქოს ამით ერთმანეთს გავს ეს ორი ქვეყანა,საქართველო და საბერძნეთი.მომწონს აქ ყოფნა,მართლა ძალიან მომწონს,მაგრამ მე დედა ერთი მყავს და დედინაცვალმა როგორი დედობაც არ უნდა გამიწიოს,მე ჩემი დედა მირჩევნია.დედინაცვალი დედა მაინც ვერ იქნება ვერასდროს.ათეული წლები რომ ვიცხოვრო ამ მიწაზე,მე ეს ქვეყანა ვერ გამიწევს სამშობლოს მაგივრობას.მე ერთი სამშობლო მაქვს და ეს ჩემი პატარა საქართველოა.მომენატრა ჩემი თბილისი,ჩემი უბერებელი მთაწმინდა,ამაყად მდგარი სამება,ჩემი სახლი და საერთოდ ყველა ჩემიანი მომენატრა.
---მესმის შენი,მეც ვიცხოვრე 7 წელი სამშობლოდან შორს და კარგად ვიცი რასაც განიცდი,ყველაფერი მალე მოგვარდება.ელი შეცდომა ყველა ადამიანის თვისებაშია,ის ყველაშია მაგრამ ვინც ცდება,ამას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი,თუკი ის მისი დაშვებული შეცდომის შემდეგ ცდილობს მის გამოსწორებას,ასე რომ ყველაფერი გამოსწორდება.შეცდომა რომ არ დაუშვა ადამიანმა,ვერასდროს ვერ ისწავლის ის სწორი ნაბიჯების გადადგმას.ასე რომ ყველა ადამიანს აქვს შეცდომა დაშვებული,ამათ შორის არც შენ და არც მე ვართ გამონაკლისები.იანი წამოდგა და წყნარად უთხრა.-ზღვის ჰაერია და მაინც ცივი და ნოტიო არის, არ გაცივდე.ისეთი მზრუნველი იყო იანის ხმა,რომ სასიამოვნოდ გაეღიმა ელისოს.
---ცოტა ხანს კიდევ გავჩერდები და მოგვიანებით მოვალ.
---კარგი,თუ რამე დამირეკე არ მოგერიდოს.იანი მისი ნომერი დაუტოვა და წავიდა.ელისომ მადლიერი თვალებით შეხედა იანის და მკრთალად გაუღიმა უკვე მისგან
მიმავალ ახალგაზრდა სიმპატიურ მამაკაცს.მართლა გვიანობამდე ჩაითრია ზღვის შრიალმა და ადგა,გადაწყვიტა სასტუმროში წასულიყო,ნაბიჯს აუჩქარა და ქუჩის გადაკვეთაზე სასტუმროსთან ახლოს ვიღაც მამაკაცი დაეტაკა უხეშად,თითქოს ეცნო მისი ანთებული თვალები და დიდი სქელი წითელი ტუჩები,მამაკაცმა ჩანთა გამოგლიჯა ხელიდან და გაიქცა.ეს ისე მოულოდნელად მოხდა ჯერ დაიბნა და შემდეგ გაეკიდა უცნობს,მაგრამ უეცრად სიგნალის ხმაზე უკან მოიხედა და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ავარდა მისი სხეულით ჰაერში და მისი თმები ჰაერში ფრიალებდა.მძღოლმა ერთი მოიხედა და კარგად,გარკვევით გაიგონა ელისოს ნათქვამი ,,ვაი დედა''.გადმოვიდა მანქანიდან, დახედა ელისოს და მს თვალზე ცრემლი შეამჩნია, ,,მაპატიე'' ჩაილაპარაკა და იმ ადგილიდან დიდი სისწრაფით გავარდა.ელისო კი უგრძნობლად ეგდო შუა გზაზე და თავიდან სისხლი თქრიალით სდიოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ბოლოს გამაოგნე და გული გამიჩერდა ლამის.არ ვნერვიულობ რადგან მითხარი რომ ნამდვილი ისტორია არის და ელო გადარჩა დარწმუნებული ვარ,მაგრამ როგორ არ უნდა გავბრაზდე იმ კაცზე ასე რომ დატოვა გზაზე,მისი მაპატიე უშველის?უგულო და უგრძნობი.იმედია ელოს სერიოზული დაზიანება არ დარჩება რამე

ისიც საინტერესოა ჩანთა კოსტამ წაართვა?ხომ ეცნო.მალე დადე რა ახალი თავი,აღარ დაგვეკარგო
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
აი ბოლოს გამაოგნე და გული გამიჩერდა ლამის.არ ვნერვიულობ რადგან მითხარი რომ ნამდვილი ისტორია არის და ელო გადარჩა დარწმუნებული ვარ,მაგრამ როგორ არ უნდა გავბრაზდე იმ კაცზე ასე რომ დატოვა გზაზე,მისი მაპატიე უშველის?უგულო და უგრძნობი.იმედია ელოს სერიოზული დაზიანება არ დარჩება რამე

ისიც საინტერესოა ჩანთა კოსტამ წაართვა?ხომ ეცნო.მალე დადე რა ახალი თავი,აღარ დაგვეკარგო

ჯერ ადრეა ვინ წაართვა ჩანთა,მაგრამ მერვე თავიც თავის სათქმელს იტყვის.

 


№3 სტუმარი ნარგიზი ჯაფარიძე

ახ გული დამეწვა, იმედია გადაარჩენთ ქალბატონო მზია. ეხლა ჩანთა წაართვეს საბუთების გარეშე ვინ იცის ვინაა? ოოხ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent