შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (7 თავი)
სანდრო ბურთის კალათში ჩასაგდებად ჰაერში ხტება და მე მთელი სხეულით მეჯახება ისე რომ ძირს ვარდები და თავს ვარტყამ. ბურთი კალათში ვარდება და ჩემს ყვირილს საზღვარი არ აქვს. თავი იმდენად ძლიერად დავარტყი წამით სინათლეც დავკარგე. შემდეგ ფეხზე ავდექი და ბოლო ხმაზე ვუყვირე სანდროს -ნამდვილი არაკაცი ხარ! სუფთა ნადირი! -შენ კი ისტერიჩკა!-არ მითმობს და ისიც მპასუხოობს - ამხელაზე რომ არ გეყბირა არ შეიძლებოდა?! -შენ რომ ძირს არ დაგეგდე ისე არ შეგეძლო სროლა?! -აღარც მე ვუთმობ! -თამაშობ თუ არა?! -სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. -რა თქმა უნდა!ოღონდ 1 წუთი მომეცი. -ვეუბნები და ბოთლიდან წყალს ვსვავ. ემილი ჩემსკენ მოდის და მეკითხება. -კარგად ხარ? -აბსოლიტურად. -ვპასუხომ მოკლედ და კონკრეტულად. -იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო? -არავითარ შემთხვევაში! -ვპასუხობ ფეხზე ვდგები. სანდროსკენ სწრაფად მაგრამ ფრთხილად მივრბივარ ბურთს ვართმევ და მისი ფარისკენ მივრბივარ. სანამ ისინი დამეწევიან მე ორ ქულიანს ვისვრი კალათში ვაგდებ. -ორით ერთი! - ამბობს გაგა -ბრძლოა ახლა დაიწყო. ბურთს ემილი ეუფლება მაგრამ გაგა ართმევს და ჩემი ფარისკენ მირბის ემილი ბურთის წართმევას ცდილობს და გაგას ფეხს უდებს რაზეც მე მეცინება, ის თავს ვერ იკავებს ფეხი უსრიალებს მარამ ბურთის ფარისკენ სროლას მაინც ახერხებს ბურთი ფარს ხვდება თუმცა გვიმართლებს და არ ვარდება. ამჯერად სანდრო მირბის ბურთისკენ მაგრამ მე მას ვასწრებბურთს ვიჭერ და საპირისპირო მხარეს მივრბივარ. სანდრო მომსდევს. ბურთს ემილის ვესვრი. ის ამჯერად ემილისკენ მირბის ემილი ბურთს ისვლის ბურთი კალათზე ტრიალდება და ვარდება. ემილი ბედნიერებით ივსება და აშკარად ეტყობა რომ შემთხვევით ჩაუვარდა. წვიმა ძლიერდება. მეტიც ჭექაქუხილი და ელვაც თავის ამპულაში არიან. ყველანი ტალახიანები და სველები ვართ. ლიკა მოედანზე შემორბის -არ გეყოთ?! -ყვირის გოგონა. მაგრამ ყურადღებას მხოლოდ გაგა აქცევს. მე და სამდრო ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. ბურთი მე მაქვს. ანგარიში თვრამეტით ოცია. ის მიგებს. ბურთს ტალახიან მიწაზე ვახეთქებ და შხეფები ორივეს გვესხმევა სანდროს ყურადღება სახეზე მოხვედრილ ტალახიან შხეფებზე გადააქვს მე დროს ვიხელთებ და კალათისკენ მივრბივარ ბურთს კალათში ვისვრი და ორ ქულიანსორ ვაგდებ -სანდრო!-ყვირის ლიკა და მისკენ მიდის. - ერთი წუთით! -მეუბნება ის მე შემდეგ კი ლიკას უბრუნდება -რა გინდა? -მე მივდივარ. მამაჩემი მოვიდა და უნდა წამიყვანოს. და თქვემც წადით რაა. ოცით ოცია და ხვალ გააგრძელეთ. -წადი ჩვენ დავასრულებთ და ჩვენც წავალთ. -ემილი და გაგაც დაიღალნენ. და ისინიც მიდიან მარტო თქვენ ხო არ ითამაშებთ. -არაუშავს. არ ინერვიულო. -ამბობს სანდრო. და კოცნის. -წადი ჩვენც მალე წავალთ. -ეუბნება და გოგონას უშვებს. სანდრო ჩემსკენ მოდის. მაგრამ გაგა აჩერებს -ბიჭო მეც მივდივარ. ძაან წვიმს თან დედაჩემი ცუდადაა და უნდა მივხედო. -ამბობს გაგა. -კარგი წადი. -ეუბნება სანდრო და ნაბიჟს დგამს მაგრამ გაგა აჩერებს. -წადი არა წავედით. შენც მოდიხარ! -რაა? მე თამაში უნდა დავასრულო. -თამაში დასრულდა! ერთი საათი უკვე გავიდა. -ამბობს გაგა. - მე უნდა მოვიგო! -ყვირის სანდრო -სალი არ მოვრჩეთ? - მეკითხება ემილი. -რა? რატომ? თამაში ხომ ახლა დავიწყეთ. -ახლა არა სალი. ერთი საათის წინ. დრო გავიდა. მითუმეტეს ძაან წვიმს. ხვალ გავაგრძელოთ. - მეუბნება ემილი -არა ემილი! ამ თამაშს ფრედ ვერ დავტოვებ! მინიმუმ ერთი ბურთიც უნდა ჩავაგდო და შემდეგ წამოვალ -მთელი შემართებით ვამბობ. -სანდროს გამო ხარ ასე? - მეკითხება ემილი. - რა თქმა უნდა სანდროს გამო ვარ ასე. ის და მისი ქედმაღლობა რომ არა მე ახლა აქ არ ვიქნებოდი და ჩვენ ჩვეულებრივი და-ძმა ვიქნებოდით.-ვამბობ მე. -არა თქვენ და-ძმა ვერასდორს იქნებოდით. -ამბობს ემილი. -რატო ვითომ? -იმიტომ რომ შენ ის გიყვარს! მას ლიკა უყვარს და შენ ეს გაბრაზებს. იმ კოცნამ კი საერთოდ გადგიყვანა ჭკუიდან. ის ხვდება რომ მოგწონს და ამიტომ გინდა დაუმტკიცო რომ ცდებადა ამას იმით აპირებ რომ მასზე მაგარი გამოჩნდე თუნდაც ამ თამაშით. ხო ასეა?- ხომ ვამბონ რომ ამ გოგომ ყველაფერი იციის? ის ნამდვილი წინასწარმეტყველია. -კი ასეა. და ამას დავამტკიცებ კიდეც. -რა თქმა უნდა მაგრამ არა აქ და არა ახლა! -ამბონს ემილი და ხელით მექაჩება რომ წამიყვანოს მაგრამ ადგილიდანაც ვერ მძრავს. -ანუ არ მოდიხარ? -საბოლოოდ ეკითხება გაგა სანდროს -არათქო მე ეს თამაში უნდა დავასრულო! -ამბობს სანდრო და ჩემსკენ ყურებას არ წყვეტს. -არ მოდიხარ? -იგივე კითხვას მისვამს ემილი -არა! მე ეს თამაში უნდა დავასრულო! -იგივეს ვპასუხობ. -კარგი მაშინ მე წავედი! -გაგა და ემილი ერთდროულად ამბობენ ამ სიტყვებს და ორივე გაგასვლელისკენ მიდიან. წვიმა კიდევ უფრო ძლიერდება. მე და სანდრო ერთმანეთს ვუყურებთ. ის ჩემსკენ მოდის მე მისკენ. -აგრძელებ? მეგონა შენც შენი მშიშარა მეგობრის აზრზე იყავი. -ცინიზმით მეკითხება ის. ერთხელაც იქნება ამ ორ ძმაკაციდან ერთერთსეა ცინიზმი დაახრჩობს. -ჰოო? და შენს მშიშარა ძმაკაცებზე რაღას იტყვი? - ველითხები მე - ერთი როდის გაძვრა არავინ იცის და მეორემ გადამწყვეტ მომენტში მიგატოვა. -მოკეტე და ითამაშე! -ამბობს ის -არ გეშინია რომ მარტო წააგებ? -ვეკითხები მე და აბურთის აკენწვლას ვიწყებ. -და შენ შენი მეგობრის გარეშე რას იზავ? -მეკითხება ის. -ამ თამაშს მოვიგებ!-ვამბობ მე და სწრაფად მივდივარ მისი კალათისკენ ჰაერში ვხტები რომ ბურთი ჩავაგდო მაგრამ ამ დროს საშინელი სასტვენის ხმა გონებას მიფანტავს და ბურთს გაურკვეველი მიმართულებით ვისვრი. -მოდით აქ ! -ამბობს ვიღაც კაცი რომელიც გასახდელის გამოსასვლელ კარში დგას. -გამარჯობა მწვრთვნელო -ამბობს სანდრო. -შემოდით აქ დროზე! -ამბობს მწვრთვნელი და ორივე შიგნით შევდივართ. ის ახალ "ლექციას" გვიკითხავს თუ როგორები უნდა იყვნენ ნამდვილი და-ძმა რაზეც სანდრო უფრო ბრაზდება. მე ვზივარ და ბურთს ჩემს წინ ვკენწლავ.რამდენიმე წუთში სანდროს ნერვები ეშლება და ბურთს მართმევს. -ისე ერთი ადგილი რომ გაგვინთავისუფლდა გუნდში და შენ ხომ არ დაგვემატებოდი? -მთავაზობს მწვრთვნელი. -არა!ის არ ითამაშებს!-ყვირის სანდრო. -ის თუ არ ითამაშებს შენ კაპიტანი აღარ იქნები!- ამბობს მწვრთვნელი. -მწვრთვნელო ეს არასწორია! მითუმეტეს თქვენ ხომ ამბობთ რომ თქვენს გუნდში გოფოები არ ითამაშებენ? -დრო იცვლება! ითამაშებ თუ არა? -მელითხება ის მე. მე კი სანდროს ჯინაზე ვეთანხმები. -ერთი პირობით. -ამბობს სანდრო. -თუ არადა მე წავალ გუნდიდან. -კარგი რა პირობით? -ჩვენი თამაში უნდა დამთავრდეს. თუ მე მოვიგებ ის შემოვა გუნდში და კაპიტნის შემცვლელი იქნება. თუ წააგებს სათადარიგოზეც ვერ მოხვდება! -ამბობს ბიჭი. -არა. თუ მოიგებს კაპიტანი იქნება! -ამბობს მწვრთვნელი. -კარგი!თანახმა ვარ. -ამბობს ის და ხელს მართმევს. დაახლოებით 7 საათზე ჩვენი მშობლები უნივერსიტეტთან მოდიან. გასახდელში შემოდიან და ჩვენს დანახვაზე ორივეს ერთად აღმოხდა -რას გავხართ? მათ სახეებზე მეცინება. -რამე დაავაშეს? -კითხულობს ლუკა -არა არაფერი. უბრალოდ თამაშობდნენ. -ამბობს მწვრთვნელი. გარეთ გავდივართ. წვიმა იმაზე მეტად მოდის ვიდრე მანამდე. სანამ მანქანამდე მივდივართ მე და სანდრო ისევ ისე ვსველდებით როგორც მანამდე. სანამ სახლამდე მივდივართ სულ ვიყინებით სახლში შესულებს ორივეს დივანზე გვსვავენ. სიცივისგან ვკანკალებთ. ჩვენს წინ დედაჩემი და მამამისი სხდებიან. სანამ ლუკა რაღაცას იტყვის სანდრო ძალიან სასაცილოდ აცემინებს რაზეც მე სიცილი მიტყდება. და ჩემს სიცილზე მასაც ეცინება. ბოლოს დგება და ოთახისკენმიდის. -სად მიდიხარ? -ეკითხება ლუკა. -ჩემს ოთახში. -არა აქ იყავი. -მცივა! -ამბობს ხმამაღლა სანდრო. -ეს შემოიხვიე. -ეუბნება.ლუკა და პლედს აწვიდს. მეორე პლედს მე მაწვდის. -მადლობა. -ვეუბნები თბილად. შემდეგ ისევ სანდრო.აცემინებს და ისევ სიცილი.მიტყდება. დედაჩემი დგება და რაღაცას ეძებს. მე თვალები მეწვის. და მტელ ტანში ჟრუანტელი მივლის. -ნახე სიცხე ხომ არ გაქვს. - ეუბნება დედაჩემი სანდროს. ის ჯერ რაღაცნაირად უყურებს დედაჩემს შმედეგ თერმომეტრს ართმევს და იღლიაში იდებს. -ამდენი ხანი რას აკეთებდით უნივერსიტეტში? -გვეკითხება ლუკა. -ვთამაშობდით. -პასუხობს სანდრო. -ამ წვიმაშიი? სულ გაგიჟდი ხო შენ? შენ აიყოლიებდი სალომეს. დარწმუნებული ვარ-ამბობს ისევ ლუკა. -ხო მერე? რო არ სდომებოდა ხო არ წამოვიდოდა? -დაისჯები!-ამბობს ლუკა -მარტო ის რატო? მაშინ მეც უნდა.დამსაჯოთ! -ვეუბნები ლუკას. -ჩემი იდეაც იყო რომ დღეს გვეთამაშა. მან დედაჩემს შეხედა. შემდეგ მე და.თქვა. -ორივე დაისჯებით. 2 კვირა დაემშვიდობებით თქვენს ტელეფონებს! -თქვა მან და ორივე ხელი გამოიშვირაჩვენსკენ. -სერიოზულად? -ეკითხება სანდრო. -კი დროზე. მე უზმოდ ვთანხმდები. და ჩემს ტელეფონს ვაძლევ. -და რამე რომ დამჭორდეს და ვერ დაგირეკო? -სახლის ტელეფონი არსებობს!-ამბობს ის და დედაჩემთან ერთად სამზარეულოში გადის. რამდენიმე წამში ის თერმომეტრს იღებს და ბოლო ხმაზე ყვირის -სიცხე მაქვს!! -რაზეც მე მიცინება -რამდენი? -კითხულობს ლუკა -37 და რაღაცა. -ამბობს ის დედაჩემი თერმომეტრს იღებს ნახულობს და შემდეგ ბერტყავს და მე მაწვდის. ამჯერად მე მაცენიმებს რაზეც ისანდრო მპასუხობს. -თხის კუდი. -და ეცინება -ხო კაი გავიცინებ არ გეწყინოს - ვპასუხობ მე და ჩემს ხუმრობაზე და მის სახეზე მართლაც მეცინება რამდენიმე წუთში თერმომეტრს ვიღებ და ვნახულობ. დედაჩემისთვის დაძახება დავაპირე მაგრამ სანდრომ გქმაჩერა. -ეგრე არა. ბოლო ხმაზე დაიყვირე. -მითხრა მან ღიმილით. მგონი ასეთი თბილი ჯერ არ ყოფილა. -კარგი -ვეუბნები მეცინება და ხმამაღლა ვაამბობ - სიცხე მააქვს! -რამდენი? -მეკითხება დედაჩემი. -არ ვიცი არ მინახია. -ვპასუხობ სიცილით და სანდროსაც ეცინება. -თქვენ კაიფში ხო არ ხართ? -ამბობს ლუკა და ჩვენსკენ მოდის ორი ჩაის ჭიქით ხელში. სანდრო სერიოზულად ღებულობს და მაშინვე პასუხობს არაო. მე კი კარგ ხასიათზე ვარ სიცხის მიუხედავად -როგორ არა. სანდრო ნუ ატყუებ -ვამბობ მე და მეცინება -წეღან არ მოვწიეთ პლანიი -ვამბობ სიცილით სანდროსაც ეცინება. რამდენიმე წუთში პლედებში გახვეულები ვისხედით მე და სანდრო და ფილმს ვუყურებდით. და ჩაის ვსვავდით. მან ისევ დააცემინა რაზეც გამეცინა და სიცილით -ცხირის გაზრდა კოჭემანებამდე. -შემდეგ კი უფრო ამიტყდა სიცილი -რა გაცინებს? -მკითხა.მან რაზეც პასუხი არ გავეცი სიცილი გავაგრძელე შემდეგ ისევ მკითხა -რა გაცინებს? -ამჯერად თვითონქც ეცინებოდა. -აუ წარმოვიდგინე რა ტიპი იქნებოდი ცხვირი რო მართლა კოჭებამდე გქონოდა - ვპასუხობ და უაზროდ ვიცინი. მასაც ეცონება. ჩაის სმას და კინოს.ყურებას ვაგრძელებთ. ასე ახლოს ერთმანეთთან არასდროს.ვყოფილვართ. ახლა ნამდვილად ვგრძნობ რომ მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად. არა ყოველთვის ვჩხუბობთ --------------------------------------------------------------------------------------------- როგორია? <3 იმედია მოგეწონებათ <3 თუ შენიშვნები ან იდეები მაქვთ რა დავწერო შემდეგ თავში გისმენთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.