შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი კოცნა


22-06-2017, 20:36
ავტორი Hickie
ნანახია 3 136

დღეს დასვენებას ვაპირებდი, უახლოეს ავტობუსის გაჩერებამდე ფეხით გავლა გადავწყვიტე, ყურსასმენები, როგორც ერთგული მეგზური ისევ თან მახლდა. კაპიშონი წამოვიფარე, არვიცი ჩვევად მქონდა, თავს დაცულად ვგრძნობდი ხოლმე. ჩემი საყვარელი მუსიკაც მალევე ჩაირთო, თვალები მივნაბე, სიარულს არ ვწვეტდი. რამის იყო ავღიღინებოდი, რომ მხარზე ხელი შემახეს, ყურსასმენები მოვიხსენი და ისევე გაბადრული შევხედე. ვერვიჯერებდი რომ ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებზე, ვერვიერებდი რომ ხელი დამადო და შემომაბრუნა.
- შეიძლება? - ხმაც მეუცხოვა, არადა მის ხმას რა დამავიწყებდა, უფრო რბილი და თბილი ჰქონდა. ვერმივხვდი რას გულისხმობდა, მინდოდა მეკითხა მაგრამ ენა გადამყლაპვოდა. როგორც ჩანს მიმიხვდა. წარბები აწია და გზისკენ ხელი გაიშვირა.
- ხო.. რავი.. - ჩუმად ვუთხარი, ასევე მინდოდა გამღიმებოდა მაგრამ ესეც არ შემეძლო. გვერდით ამომიდგა და აუჩქარებლივ დავიწყეთ სიარული. ის ჩემგან მარცხნივ იდგა. ვგღზნობდი ორივე წინ ვიყავით გაშტერებულნი და ორივეს გვკლავდა ერთმანეთისთვის შეხედვის სურვილი. ცალი ხელით ყურსასმენები ჯაკეტის ჯიბეში ჩავიკუჭე.
- ალბათ გაგიკვირდა - მოულოდნელად ამოილაპარაკა, გავბედე და შვხედე. ის ისევ გზას უყურებდა. წამის მეასადებში მეც მივბაძე
- ალბათ - ამოვილაპარაკე და ამოვიხვნეშე.
სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო და მოუკიდა. მოწევაც კი უხდებოდა.
- გავიგე აღარ ეწევაო - გავბედე და ამოვილუღლუღე.
- ხალხში არა, აქ მოჟნა. - მხრები აიჩეჩა. ეხლა 'ძველს' გავდა. - უფლებას მაძლევ მადმუაზელ? - ხმაში სიცილი შეეპარა, თბილი სიცილი. თავი დავუქნიე, აბა რამეთქვა არა მოწევა ცუდია არმოწიოთქო? არაფერიც! ზედმეტად უხდებოდა.ცივ პატარა თითებზე გავარვალებული თითები შემეხო და ხელი ძლიერ ჩამჭიდა. შევკრთი და ისევ მისკენ მივბრუნდი. ახლა მე მიყურებდა, ტუჩები შუაზე გაეპო და რაღაცის თქმას ცდილობდა, ან აპირებდა.
- ჩვენ ერთად ვიქნებით - გეფიცებით ყბა სრული მნიშვნელობით ძირს ჩამომივარდა.
- ბანალურია.. - სხვა რა მეთქვა? ასე მოულოდნელად, ასე უბრალოდ მთხოვდა მასთან ვყოფილიყავი? ყველაფრის შემდეგ?
- მე ასე წარმომიდგენია.. ვიცი დავაგვიანე
- არაუშავს.. - შეძლებისდაგვარად გავიღიმე და თავი ჩავხარე. ვერც კის ვებნებოდი, ვერც არას. ვიცოდი მასთან თუ ვიქნებოდი ბედნიერებასთან ერთად დავიტანჯებოდი. მის გარეშე კი.. - მე ბედნიერივარ, უშენოდაც კი. - გავაანალიზე რომ ეს არ უნდა მეთქვა. მისი სახე ღრუბლებმა მოიცვა. ხელი გამიშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ვაუ, ასე მალე ნებდებოდდა? ჯანდაბა! გააკეთე რამე!
- ყველაფერს შევძლებთ, იცი არვარ ის ბიჭი ხვეწნა რომ დაგიწყო
- ვიცი არხარ ის ბიჭი ხვეწნა რომ დამიწყო..
- კარგი, მაშინ წავალ. სამუდამოდ წავალ. - გატრიალებას აპირებდა. იცით იყო ჩემში გადამწყვეტი წამი როცა ვიფიქრე წავიდეს, უიმისოდაც კარგად ვიქნებითქო მაგრამ...
მაგრამ ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და მისკენ მივიწიე
- მაკოცე.
შემოტრიალდა, აშკარად ის ვთქვი რასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა. თვალები გაუნათდა და ჩემკენ მოიწია. მთელს სხეულში პეპლები დაფრინავდნენ. მის ტუჩებს თვალს ვერ ვაშორებდი და ამას ისიც ამჩნევდა. თავი გადახარა და გვერდულად გამიღიმა, ზუსტად ისე მე რომ მიყვარდა.
- როგორც ვიცი ამის გეშინოდა პატარა ქალბატონო. - გაიცინა.
ხმა არ ამომიღია, ვერ ვლაპარაკობდი. როგორც ჩანს შევძელი და შევაჩერე.
ხელი ჩემსკენ წამოიღო გაბედულად შევეხე მის უხეშ და ამავდროულად ნაზ კანს. წინ დაიწყო სვლა, მე კი პატარა ბავშვივით 'მიმათრევდა' ძალას ვერ საზღვრავდა მაგრამ არაუშავს, ამაზე ორი წუთით ადრე უნდა მეფიქრა როცა გულმა გონებას აჯობა და დაჩაგრული კუთხეში მიაგდო. პირველივე ტაქსი გააჩერა და შიგნით დაჯდომისკენ მიბიძგა. მძღოლს ჩემთვის უცნობი ადგილის სახელწოდება უთხრა და გვერძე მომიჯდა. სიმშვიდეს ინარჩუნებდა თუმცა სახე ერეოდა. პირდაპირ გზას ცუყურებდი თუმცა ვგრძნობდი როგორ გამომხედავდა ხოლმე. იგნორს ვეღარ გავუძელი და თავი შევაბრუნე. ტუჩებზე მიყურებდა და საკუთარს კბილებით იგლეჯდა. ამაზე ჩამეცინა, როგორც ჩანს მასზე ვმოქმედებდი.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხმა ამოვიღე
- სად მიდივართ?
- გახსოვს რაც მითხარი? - ახლა სრული სერიოზულობით მელაპარაკებოდა.
თავი დავუქნიე. ხელი ლოყაზე ჩამომისვა და ჩემსკენ მოიწია. მისი სუნთქვა ყურთან მელამურებოდა. მინდოდა გამეცინა მაგრამ სრუკიად პარალიზებულს მხდიდა.
- როგორ მენატრებოდი.. - ამოიჩურჩულა- მინდა გულახდილი იყო..
- ახლა მეშინია..-
მეც ჩურჩულით გაუნძრევლად ვუპასუხე. ვერ ვბედავდი თვალებში შემეხედა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დავკარგავდი.
- ჩემი არ უნდა გეშინოდეს..- მითხრა და მანქანც გაჩერდა. მძოლს 10ლარიანი მიაჩეჩა და ხურდა დაიტოვეო უთხრა. ეს საქციელი მისგან ისეგამიკვირდა სიტყვებით ვერ ავღწერდი. თითქოს ჩემს წინაშე სრულიად სხვა ადამიანი იყო სრულიად სხვა ქცევებით. კარები გავაღე და გადავედი. აბა სიჯელტმენეს და ამბებს არ ველოდი. ისედც ვიცოდი რომ რომელიმე რომანტიული ფილმის გმიი არ ვიყავი. ჯერ კიდევ მაგისტრალზე ვიყავით აქეთ იქეთ მანქანები დაქროდნენ.
სიმართლე გითხრათ დიდად აღფრთოვანებული არდავჩი ამადგილით.
- ასეთი უაზროც არვარ. - აშკარად ფიქრებს მიმიხვდა და გაიცინა ხელი მხარზე მომხვია და ჩრდილოეთისკენ მიბიძგა. დაახლოებით 10წუთში აღარც მანქანების ხმა ისმოდა და სრულიად გადაშლილ მინდორზე ვიდექით.
გარშემო სხვადასხვა მინდვრის ყვავილები იყო. წინ კი მზე სტაფილოსფერ მოწითალო ფერებში დაისსში ჩადიოდა.. ულამზესი სანახაობა იყო. დიდი სილუეტი გვერძე მომიდგა.
- არ მიყვარს რომანტიული რაღაცეები ჩემი სტილი არაა..- წყენით ამოილაპარაკა დ პეიზაჟს მოჭუტულმა გახედა.
- არა.. კარგია..- ვუთხარი და გავუღიმე. გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა როცა გავაანალიზე რომ არ იყო ის ბიჭი რომელთან ერთადაც საათობით დავწვებოდი ჩახუტებული და მის სუნთქვას მოვუსმენდი.. უბრალიდ არ იყო ასეთი სტილის ბიჭი..პეიზაჟის ცქერით ზედმეტად გავერთე. იმდენადაც კი რომ ვერ გავაანალიზე როგორ მეხვეოდა დიდი ტორები სხეულზე. პირდაპირ მედგა და თავი დახრილი ჰქონდა. მხარზე ხელი ჩამოვადე. ვხვდებოდი რასაც აპირებდა, თან არც ჩქარობდა. თვალებზე და ტუჩებზე თანაბრად მიყურებდა. ბაგეები გაპობილი ჰქონდა. ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და ღრმად თითქოს შეუმჩნევლად ამოისუნთქა. თითის წვერებზე ავიწიე რომ შეძლებისდაგვარად გავთანაბრებოდი. წელით ვეჭირე და ნელნელა მისკენ მიზიდავდა.
თითქოს გავითიშე, შიშის გრძნობა მომაწვა უკან გაწევა და აქედან შორს,, შორს გაქცევა მინდოდა. შიშისგან თვალები დამეხუჭა და ღრმად ვსუნქავდი. იმდენად ძლიერ ვეჭირე განძრევის საშვალებაც არ მქონდა.
დაახლოებით 3 წამში სხეული დამითბა, მას მთლიანად ვგრძნობდი, ის კი მე. ისეთი თბილი იყო, ისეთი კარგი.. ისეთო ნამდვილი.. უბრალოდ არ მინდოდა ეს წამები დამთავრებულიყო.
1..2..3...4...5... თითქოს გონებაში ამ ბედნიერ წამებს ვითვლიდი. მის ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობდი და "არა -2056"-ის ტექსტი მიტრიალევდა გონებაში...
"და თუ ვეღარაფერს გრძნობ, მე შენთან დავრჩები.. და თუ ვეღარ გათბობს სხვა, მე შენთან გავჩნდები"
ვერც გავაანალიზე ისე ჩამომივარდა ცრემლი თვალიდან. ზუდტად ვერ გამეგო ეს სიხარუკის ცრემლები იყო თუ მწუხარების. ახლა ხომ
სრულიად ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი.
ხელი ლოყაზე მომკიდა და თვალებში შემომხედა.
- რა გატირებს?..
- შენ მატირებ..- ხმადაბლა ვუთხარი. ისევ გაუმკაცრდა სახე და თვალები. მეტს ვეღარ გავძლებდი
- შენ ხომ ეს გინდოდა?.. - ისევ იგივე ტონით მითხრა. ოჰ ღმერთო... მე შენ მინდოდი შენ! შენი ყველაფერი მინდოდა მაშინ როცა აქ არ იყავი.. მინდოდა ყველა წუთი ჩვენი შეხვედრის დღიდან ასე ყოფილიყო.. ზედმეტი მინდოდა.. სანამ უფრო ავტირდებოდი თავისთვის უნდა მეშველა. ახლა სახლისკენ გავიქცეოდი, შევვარდებოდი და საწოლზე დავემხობოდი.
ფეხები ავამოძრავე და მისკენ გავიწიე. დაბნეული მიყურებდა რაც მე მაბნევდა, მაგრამ ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. ხელები მოვხვიე და თავი მის მკერდზე მივაბჯინე. თვალები დავხუჭე და გულის ცემა გავიგონე. რომელიც რითმულად ბაგაბუგობდა.
გარშემო თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. ახლა მეხვეოდა და ჩემს თბილ ბამბის საბანს მომაგონებდა. ბოლომდე მოვეშვი და მოვითენთე. დავწყნარდი და დავმშვიდდი.
სხვაგან წასვლა აღარ მჭირდებოდა. მივხვდი რომ უკვე სახლში ვიყავი...



№1  offline წევრი baikeri

გააგრძელე რააა :) <3

 


№2  offline წევრი Hickie

baikeri
გააგრძელე რააა :) <3

ეს ჩანახატი იყო. ისტორიას მალე შემოგთავაზებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent