შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (8)


22-06-2017, 20:55
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 490

სამზარეულოში შევდივარ ის კი ლიმონს ჭრის. დანით ხელს იჭრის. ნამდვილი ბავშვია!
-ერთი წუთით არ უნდა მოგაშორო თვალი.
სააბაზანოდან ერთჯერადი დახმარების ყუთი გამომაქვს და ხელს ვუხვევ. ის კი ინტერესით მაკვირდება.
-რატომ ხარ გაბრაზებული?
-არ ვარ
-ხარ
-საიდან შემატყვე?
-რატომ ხარ აგრესიული?
-შემ მაიძულებ.
მაცივრიდან კატლეტის ვიღებ და ვათბობ. ბექა სუფრის გაშლას იწყებს თუმცა თეფში ხელიდან უვარდება და იმსხვრევა
-რამე გაიჭერი?
-რატომ მიფრთხილდები?
ნამსხვრევების კრეფას ვიწყებ
-შენმა დამ შენი თავი ჩამაბარა
-მეგონა პირიქით იყო (ბექა)
-შენ წარმოიდგინე და არა
უხმოდ ვსხდებით სუფრასთან.
-იცოდე არ გადაგცდეს
ვაფრთხილებ დედასავით
-არა
-ჩემი ხელით ხომ არ გაჭამო?
-ჩემითაც მოვახერხებ
ცოტა გაღიზიანებული ჩანს
-რატომ ხარ ცვალებადი?
-არ ვარ
-როგორ არა. ცოტა ხნის წინ მოწმენდილი ცასავით იყავი ახლა კი მოწმენდილ ცაზე ღრუბლები შეიყარა ანუ ისევ გაღიზიანებული ხარ
-მიზეზები მაქვს
-არ მეტყვი?
-არა
-როგორმე ერთმანეთი უნდა ავიტანოთ
-მეც იგივეს ვფიქრობდი
-რატომ გძულვარ?
-შენ არ მძულხარ ის მძულს რომ არაფერს მეუბნები
-კი მაგრამ რა უნდა გითხრა?
-მომიყევი შენს შესახებ
-რა გაინტერესებს?
ვთანხმდები უხალისოდ
-არა ასე ძალდატანებით არ მინდა. მინდა რომ ჩემთან გაიხსნა
-და რატომ უნდა გავიხსნა?
-ერთ სახლში ვცხოვრობთ.
-მაინც ვერ ვხედავ მიზეზს
-ერთმნეთს უფრო ადვილად ავიტანთ
სახლში აუტანელი სიჩუმე წვება. არცერთი ვიღებთ ხმასმიუხედავად იმისა რომ ერთ ოთახში ვზივართ. როგორ მინდა ვიცოდე როგორ ცხოვრობდა მინდა ვიცოდე რატომ მექცევა ხან უხეშად და ხან თბილად რატომ აინტერესებს როგორ ვცხოვრობდი. იმდენი კითხვა მაქვს ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები.
-ასე აღარ შემიძლია
სკამიდან გიჟივით ვხტები და ბოლთის ცემას ვიწყებ
-რამე უნდა გავაკეთო თორემ გავაფრენ.
ჩემს ოთახში ავდივარ და უჯრიდან დასაძინებელ აბებს ვიღებ. ძილით მაინც დავაღწევ თავს.
-ბევრი არ მოგივიდეს
შეშფოთებულია. აბა რა მის წინ სულ ახლახანს კინაღამ პანიკის შეტევა მქონდა.
-გთხოვ დარჩი
მიუხედავად ყველაფრისა არ მინდა მარტო ვიყო. არ მინდა ჩემს ოთახში მტანჯველ ფიქრებთან მარტო დავრჩე. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებს.
-რატომ?
ლოგინის ერთ მხარეზე ვიკუნტები მეორეს კი ბექას ვუთავისუფლებ. ისიც ფეხზე იხდის და გვერდით მიწვება. ქუთუთოები მიმძიმდება და სირცხვილს საერთოდ ვერ ვგრძნობ.
-მინდა კოშმარებისგან დამიცვა
ვგრძნობ მეღიმება მერე კი ვიძინებ.




_____ბექა_______
გადამრევს ეს გოგო. ჯერ მიყვირის და ხელს მკრავს მერე კი მასთან ერთად ძილს მთხოვს.
ცოტა მეშინია აბები ბევრი არ მოუვიდეს თუმცა ვხვდები რომ დოზირებაში უკვე დასპეცებულია. ნუთუ ასე ხშირად ემართება? მისი სიტყვები კიდევ უფრო მაოცებს ანუ უნდა კოშმარებისგან დავიცვა?
ის ჩემს გვერდით წევს ისეთი დაუცველი და ლამაზი. თმა აწეწილი აქვს თვალების ქვეშ კი შავი უპეები ემჩნევა ალბათ კოშმარების ბრალია.
ვეხუტები მინდა რომ ჩემი მკლავებით მთელი სამყაროსგან დავიცვა. ის ისეთი სუფთაა და ისეთი ბავშვური. მოულოდნელად ჩემსკენ ტრიალდება და მეხუტება. ჯერ კიდევ სძინავს. რა მჭირს? რატომ მიჩქარდება გული როცა მის გულისცემას ვგრძნობ? რატომ მინდა ასე ძალიან მისი დაცვა? რატომ ვერ ვაკონტროლებ თავს? რატომ მიპყრობს სურვილი მისი ვარდისფერი ტუჩები კვლავ დავაგემოვნო? ასეთი შემთხვევა ერთხელ უკვე მქონდა მაგრამ არა ასე მძაფრად. ლონდონში დავტოვე ის გრძნობა რომელმაც გამანადგურა. ის ადამიანიც იქ დავტოვე ჩემი გული ნაფლეთებად რომ აქცია. თუმცა ეს სულ სხვაა მისი დანახვა მაბედნიერებს ისევე როგორც გულისცემა და თითოეული ამოსუნთქვა. ეს მიჯაჭვულობა ახლა არ დაწყებულა სამი წლის წინ დაიწყო იატაკზე რომ ვნახე უგონოდ მწოლიარე. იმ სცენის გახსენება მზარავს კვლავ ერთიანად მიპყრობს სურვილი ყველა გამოვასალმო სიცოცხლეს ვინც კი ნიას რამე აწყენინა. უცბად ვხვდები რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. იმ წვეულებაზე ძალიან ცუდად მოვიქეცი მაგრამ უნდა გამიგოთ უნდა იცოდეთ რომ მეშინოდა. არ მინდოდა ახალი გრძნობა და ახალი იმედგაცრუება მაგრამ ვხვდები რომ ნია იმედგაცრუება არ იქნება. ის იმაზე ძლიერი და ზრდასრულია ვიდრე "ის" იყო. ნია დავაბნიე კითხვები დავუტოვე და საუბარზე უარი ვთქვი. ასე უბრალოდ ავდექი და ვაკოცე კითხვები რომ გაუჩნდა გავბრაზდი. აღარ მინდა მის თვალებში ტკივილს ვხდავდე რამდენად დიდი ტკივილიც არ უნდა გადამეტანა და ნიას ბრალი არ არის. მისი დატანჯვა არ შემიძლია ისედაც იმდენჯერ ეტკინა გული.
რა გრძნობაა ეს? მიყვარს. დიახ ჩემს თავს ვუტყდები რომ ნია იმ დღიდან მიყვარს ჩვენს სახლში ფეხი რომ შემოადგა. მახსოვს როგორი დაბნეული იყო და ის სევდა...ის სევდიანი ღიმილი თვალები რომ ტიროდა და ტუჩები იღიმოდა. მიყვარს! მთელი არსებით მიყვარს!
მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში "სიყვარული". ნიას სურნელი დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე და მეძინება.

_______ანი_______
რატი არ მელოდება და არც სადმე გასვლა დაგვიგეგმავს. მინდა მარტო დავტოვო მინდა ბევრი იჩხუბონ და მერე ისაუბრონ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდა ან უბრალოდ ერთმანეთს გაუგონ.
ძირს რაღაც დავარდა. მეშინია ნუთუ ერთმანეთისთვის ჭურჭლის სროლა დაიწყეს? ცოტა ხანს ვაყურადებ და რადგან ჩამი ჩუმი აღარ ისმის ვმშვიდდები. იქნებ უკვე დახოცეს ერთმანეთი? რა სისულელეა. რატის ვურეკავ და ისიც მალევე მოდის. უბრალოდ მეზარება გარეთ ამდენი ხანი მარტო ყოფნა.
-რა ხდება? გარეთ რა გინდა?
-ისინი მარტო დავტოვე ერთად
-რატო?
ვერ ხვდება რა ბატი მყავს
-ვერ მივხვდი მარმელადო
-მოკლედ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ მაგრამ არცერთი არ აღიარებს. კატა თაგვივით არიან მარტო დავტოვე მინდა გრძნობებში გაერკვნენ.
-რა ბექა და ნია? რა მაგარია!
-ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი რძალი გახდება
აღფრთოვანებული ვარ. ცოტა ხანს გარეთ ბოლთას ვცემთ მერე კი შიგნით შევდივართ. ლამის ფეხის წვერებზე ვიაროთ. სასტუმრო ოთახში და სამზარეულოში გვამები არ არის ესეიგი ორივე ცოცხალია. მეორე სართულზე ფრთხილად მოვუყვებით კიბეებს. ჯერ ბექას ოთახში ვიხედებით ნიას ოთახში კი შემდეგი სურათი გვხვდება ერთმანეთზე ჩახუტებულები სძინავთ.
ხმადაბლა სიხარულისგან ვკრუტუნებ
-რა საყვარლები არიან (რატი)
-მართლაც (მე)
-მიყვარხარ
-მეც
ჩემი ოთახისკენ მივიძურწებით და რამდენიმე ხელ ტანსაცმელს ვიღებ.
-ჩემი ცოლი როდის გახდები?
დენდარტყმულივით ვშეშდები და სიხარულის ტალღები მთელს ტანში იბნევა. უნდა მისი ცოლი ვიყო? სადაცაა გონებას დავკარგავ.
-როცა ხელს მთხოვ
ალბათ ყველაზე სულელური პასუხია მაგრამ მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
-ანუ სულ მალე
მეხუტება. მკოცნის ახლა მის კოცნაში უფრო მეტი ვნებაა. ძლივს ვახერხებთ რომ ერთმანეთს მოვცილდეთ. თვალები ამღვრეული აქვს და ვიცი თავს ძლივს იკავებს აქვე არ გამაშიშვლოს. ისევე ვუნდივარ როგორც მე მინდა ის.
მალე აზროვნების უნარი ორივეს გვიბრუნდება.
-დედას უნდა დავურეკო.
-კარგი აზრია
დედას სკაიპით ვურეკავ.
-გამარჯობა დე
-როგორ ხართ შვილო?
-რავი კარგად
-რამე ხდება?
-ხო დე მგონი მალე შენი ვაჟი სახლში რძალს მოგიყვანს ნუ მოგიყვანს რა უკვე აქ არის.
ყურებამდე მეღიმება
-რა? ვინ?
-ნია
დედას უკვირს და სერიოზული გამომეტყველებით მეკითხება
-საიდან იცი? დარწმუნებული ხარ?
-ხელი არ უთხოვია მაგრამ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ურთიერთობა ელოდე რომ ნია ახალი სტატუსით იქნება ჩვენს სახლში.
-ნია ძალიან კარგი გოგოა, წესიერი და მოწესრიგებული თუ მართლა ისეა როგორც ამბობ საქმე უკვე მოსალოცად გვაქვს.
-ხო დე ძალიან მიხარია
-კი მაგრამ ასე უცებ როგორ? სულ ერთმანეთს ეკინკლავებიან
-ზუსტად! ერთმანეთს ძალიან გვანან აი რატომ ვერ რიგდებიან. თუმცა ხომ იცი ჩემთვის შეუძლებელი არაფერია დღეს მათ შორის ურთიერთობა დათბა თუ გვინდა რომ ერთმანეთის შეყვარებაში ხელი არ შევუშალოთ რატისთან უნდა დავრჩე და მარტო დავტოვო.
-ხო კარგი მშვენიერია. მე მამას დავაყოვნებ აქ. აბა სიძე მომიკითხე
-კარგად
სკაიპს თიშავს და ტელეფონზე მესიჯი მომდის.
"იცოდე პრეზერვატივი ახლო გქონდეთ ვიცი რომ ვნება ძნელი შესაკავებელია, მაგიტომაც გაჩნდა ბექა არ ვნანობ მაგრამ არ მინდა 18წლის ასაკში მშობლები გერქვათ ასე რომ პრეზერვატივი არ დაგრჩეთ."
ვწითლდები. როგორია დედისგან ასეთი ესემესის მიღება. მეორე მხრივ ვხვდები როგორ უჭირს ამის მოწერა და ვაფასებ დედის ღვაწლს.
ჩანთას ვიღებ და უხმაუროდ ვეშვებით კიბეებზე. აბა ვნახოთ ეს სამი დღე რა მოხდება. სამ დღეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ცოტათი გიჟი თავი იყო ხო იცი :დდდ

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

ოჰო... ეს რა იყო? ემოციებში ვარ. მაგარი ხარ რა!!! ძალიან გამახარე ამ დილით ახალი "გემრიელი თავი, რომ დამხვდა. გააგრძელე ძალიან კარგია. ბექა და ნია ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ რატი და ანა ჩემი ფავორიტია (ჯერჯერობით). წარმატეები დ არ მალოდინო. <3

 


№3  offline წევრი Hot Chocolate

nawkas12345
ცოტათი გიჟი თავი იყო ხო იცი :დდდ

ძირითადად გიჟური თავები გამომდის :D არ მიყვარს მომენტებს ან რაღაც ქმედებებს რომ სწელავენ და როცა ყველაფერი დინამიკაში მომყავს ეს გამომდის :)

Argent
ოჰო... ეს რა იყო? ემოციებში ვარ. მაგარი ხარ რა!!! ძალიან გამახარე ამ დილით ახალი "გემრიელი თავი, რომ დამხვდა. გააგრძელე ძალიან კარგია. ბექა და ნია ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ რატი და ანა ჩემი ფავორიტია (ჯერჯერობით). წარმატეები დ არ მალოდინო. <3

ძალიან ძალიან მიხარია რომ ბოლომდე მომყვებით <3 რა ბედნიერებაა ასეთი მკითხველები რომ მყავს <3

 


№4 სტუმარი mariami

aumaleeedade gtxov ramdenixaniavelodeni 9 s

 


№5  offline წევრი Hot Chocolate

mariami
aumaleeedade gtxov ramdenixaniavelodeni 9 s

დავდე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent