მაფიის ბოსი! თავი 12 (1D Fanfic) დასასრული
სიტუაცია ნაილის სახლში. მაგიდასთან შეკრებილი იყვნენ ის ხალხი ვისაც ძალიან უნდოდა ზეინზე შურის ძიება და ვინც ერთ დროს მის წინააღმდეგ ჯესიკამ აამხედრა. ნაილი-არ მჯერა რომ ეს გავაკეთეთ! ჯესიკა იმ გიჟს ჩავუგდეთ ხელში. თან ბავშვებთან ერთად. ლუი-ეს ზეინის მოშორების ერთადერთი გზაა ლიამი- ჯესიკაც მისნაირი გახდა. კაციც კი მოკლა. ნენსი-შეიძლება უაზრობა ვთქვა, მაგრამ ის შეყვარებულია. მისთვის ზეინი საუკეთესო ადამიანია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. ის სიყვარულმა დააბრმავა და არ იცის რას აკეთებს. ნაილი-ჯესიკა უნდა გადავარჩინო! ლუი-რა ამბობ?! ასე ზეინსაც გადაარჩენ! ჯესიკას თუ გაუშვებ ზეინი აღარ მივა დევლინთან. ნაილი-მე ის... ლიამი-აღიარე შენ ის ჯერ კიდევ გიყვარს. ნენსის არ ესიამოვნა ეს და უცებ შეიცვალა აზრი ჯესიკასთან დაკავშირებით. ნენსი-მგონი ნიები მართლები არიან ნაილ. ნაილი-მე მას გადავარჩენ. მან კარი გაიხურა. ჯესიკა აგრძელებს ლილის და ჯორჯს ჩაეძინათ და მეც ჩამთვლიმა. რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა უეცრად . სიბნელეში ვიღაც მოდიოდა ჩვენსკენ. ბავშვები ჩავიხუტე და შეშინებულმა ძლივს წარმოვთქვი -ვინ ხარ? -ჩუმად ჯეს. მე ვარ ნაილი. -ნაილ? აქ რა გინდა? -შენს გადასარჩენად მოვედი. -ვიცოდი რომ შენ არ გამწირავდი. -მაპატიე სხვებს ავყევი. ხომ იცი შენთვის ცუდი არასდროს მდომებია. -ვიცი. მისმინე აქედან გასასვლელი თუ იცი ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ. ბავშვები გაიყვანე. -მერე შენ? -მალე ზეინი მოვა. როგორც შევძლებ მას უნდა დავეხმარო. თუ მე და ზეინი აქედან ცოცხალი ვერ დავბრუნდით. ბავშვები ჩვენს სახლში მიიყვანე, ლილიმ იცის მისამართი და დედაჩემს უთხარი მათთან გადავიდეს. -რას ამბობ ჯეს?! სიკვდილის უფლებას არ მოგცემ! -ნაილ ეს ჩემი არჩევანია. ან ორივე დავბრუნდებით ჩვენს შვილებთან ან ორივე აქ დავრჩებით სამუდამოდ. საუბარზე ლილის გამოეღვიძა. -დედიკო რა ხდება? -ლილი ამ ბიძიას უნდა გაყვე. სახლში წაგიყვანთ. მე და მამაც მალე მოვალთ კარგი? მას შუბლზე ვაკოცე. -კარგი დე. -ძამიკოს მიხედე ნაილმა ჯორჯი გამომართვა. სამივეს დავემშვიდობე ისე თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მათ. ნაილს უკან გავყევი და როცა საკნიდან გამოვაღწიე ჩვენი გზები გაიყო. ისინი სიბნელეში გაუჩინარდნენ. მე კი ბნელ დერეფანს გავყევი. ფეხაკრეფით მივდიოდი. -არ გაინძრე! კეფაზე იარაღის შეხება ვიგრძენი, მაგრამ არ შემშინებია, იმიტომ რომ ხმა ვიცანი. -ჰარი?! -ჯესიკა?! სიბნელეში ერთმანეთს გადავეხვიეთ. -მოიცადე დევლინმა თქვა რომ მოგკლა. -დავასწარი მას. რომ გავიგე ჩემს მოკვლას აპირებდა საკუთარი ავარია გავითამაშე და მას ჯერა რომ მანქანაში დავიწვი. მორგშიც კი იყო ვითომ ჩემი გვამის ამოცნობაზე თუმცა იქ სხვა გვამი აჩვენეს რომელიც ისე იყო დამწვარი რომ ვერაფერს გაარჩევდა. მაგრამ ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ მკვდრად გამოვეცხადებინე. -ზეინი საფრთხეშია -ვიცი. თქვენი ოჯახი ჩემთან დიიიიიდ ვალშია. გაიღიმა -ჰაროლდ ამის დრო არაა -ვიცი მაგრამ ამდენი დაძაბულობითაც მოიტ*ვნა ტვინი რა. და ჰაროლდს ნუ მეძახი -კარგი. კარგი. რას ვაპირებთ? -იარაღი გაქვს? -არა. საიდან? მან პისტოლეტი გამომიწოდა. -მთელი არსენალი წამოიღე? -დაახლოებით. დარჩენილი გზა ჩუმად გავიარეთ და ბნელი გვირაბის ბოლოს რკინის კარს მივადექით. იარაღი ორივეს გამზადებული გვქონდა. ჰარიმ ფრთხილად შეიხედა კარის ქვეშიდან -3 თვლაზე შევდივართ. ფილმებში ხომ გინახავს როგორც ხდება ეს. -ნუ გეშინია თავს გავართმევ. -1... მან ხელი კარის სახელურს მოკიდა და ფრთხილად ჩამოწია -2...3 მან კარი სწრაფად შეაღო და ოთახში შევარდა მეც უკან მივყევი. ოთახის ცენტრში ზეინი იდგა და დევლინს იარაღი ქონდა დამიზნებული მის შუბლზე. -დევლინ იარაღი დააგდე! დევ-ღმერთო ჩემო ჰარი! მკვდრეთით აღსდექი? თუ კატასავით 9 სიცოცხლე გაქვს? ჰარი-ორივე მართალია საყვარელო. ყველაზე კარგად შენ უნდა იცოდე ეგ. დევ-არცერთი არ გაინძრეთ თორემ ტვინს გავასხმევინებ. ზეინი-ჯეს ბავშვები სად არიან? -დაცულ ადგილას. დევ-არა საყვარელო არა. ძალიან ცდები. დაცული ადგილი აქედან ძალიან შორია და შენი საყვარელი ნაილი ვერ მიაღწევს იქამდე და ვერც ბავშვებს მიიყვანს. ისინი გზაში აორთქლდებიან. სიტუაცია ნაილთან. ისინი შენობიდან გამოვიდნენ და წინ მას ნენსი, ლუი და ლიამი შეხვდნენ. ნენსი-ნაილ რას აკეთებ? ნაილი-თქვენ რას აკეთებთ აქ?მე უდანაშაულო ბავშვები უნდა გადავარჩინო. გამატარეთ! ლუი-ჩვენ ზეინიზე შურის საძიებლად მოვედით. მისი სიკვდილი უნდა ვნახოთ.არ გირჩევ ამ ბავშვების აქედან გაპარებას. ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან ზეინის ნაირი გველები გახდებიან! ნაილი-რას ამბობთ! გესმით საკუთარი თავის?! ზეინზე ლაპარაკობთ და თქვენ უარესი ურჩხულები გახდით. ჯესიკა რომ გაიმეტეთ არ გეყოთ?! ახლა უცოდველ პატარებსაც არ ინდობთ. ლიამი-ეს ზეინის დამსახურებაა ჩვენ რომ ასეთები გავხდით! ნენსი-ნაილ დატოვე ეგ ბავშვები აქ. მე და შენ წავიდეთ აქედან შორს და საერთოდ დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ნაილი- არა ნენსი შენ გეშინია რომ ბავშვებზე ზზრუნვას დავიწყებ და შენ მიგატოვებ ხომ. ასეც არის. არ მჭირდება შენნაირი. მიუხედავად იმისა რომ ჯესიკა ჩემი აღარასოდეს იქნება, მე ის მიყვარს და თუ ის ვერ გადარჩება დღეს მის ბოლო სურვილს მაინც შევასრულებ. ლუი-კარგი სხვა გზას არ მიტოვებ. ლუიმ იარაღი ამოიღო და მას დაუმიზნა. -ბავშვები ნენსის მიეცი! დროზე თორემ გესვრი! სიტუაცია ოთახში. დევ-ჯესიკა ისე შენ შეგეძლო ამ ყველაფერში არ გახვეულიყავი, რადგან ეს ჩემი ზეინის და ჰარის საქმეა, თუმცა ახლა უკვე გვიანია. იარაღები დაყარეთ თორემ ვესვრი ზეინს. იცით რომ გამკეთებელი ვარ. უეცრად ოთახის კარი გაიღო და ნაილი გამმოჩნდა, რომელსაც უკან ლუი შემოყვა იარაღით და კეფაზე მიადო. ნაილმა დაიჩურჩულა -მაპატიე ჯეს. ჰარი-ლუი რა აკეთებ?! ლუი-ამ ტიპმა ჩემი ნინა ცოცხლად დამარხა. შენ გგონია შევარჩენ? ჰარი-ეგ შენი ნინა მოგზავნილი ვირთხა იყო! ამ სიტყვებს გასროლის ხმა მოყვა. დაბნეულმა და შეშინებულმა ოთახს მოვავლე თვალი. ზეინი კარგად იყო და ისევ ისე იდგა. ნაილი დაეცა უსულოდ იატაკზე და მეც მას მივვარდი. ხალიჩა სისხლით შეიღება. ჩემს სისხლიან ხელებს დავხედე. ეს ყველაფერი ჩემს თავს რატომ ხდება? რატომ? ამდენი ტკივილი და განსაცდელი? ტირილის მაგივრად ბრაზი მომერია იარაღს ხელი დავავლე და ლუის მივვარდი. ჰარიმაც დრო იხელთა და მას იარაღი დააგდებინა. ასევე მოიქცა ზეინი და დევლინი უიარაღოდ დარჩა. -ძალიან ღრმად შეტოპეთ ამ სამართლიანობის თამაშში. ორივე მუხლებზე იდგა ჩვენ სამი კი იარაღს ვუმიზნებდით. ზეინი-ამათ მოსაკლავად ხელის გასვრა არ ღირს. მან იარაღი ჩამოუშვა. -ზეინ ახლა არა. მთელი ცხოვრება თვალწინ რომ მედგეს ამათი სახეები დღეს ისე არ წავალ აქედან მათი სისხლის ფერი რომ არ ვნახო. ჰარი-ჯესიკა დამშვიდდი. ჰარიმაც ჩამოუშვა იარაღი. -ნუ მამშვიდებთ. ზეინი-ჯეს საყვარელო გთხოვ. -არა ზეინ. მე ვერ ვაპატიებ. მე მოვუწოდე მათ სამართლიანობისთვის ებრძოლათ და მე თვითონ შევაჩერებ მათ. მხოლოდ ნაილის მკვლელობის გამო უკვე მოსაკლავები ხართ სხვა რომ აღარაფერი ვთქვა. ჩემდა გასაკვირად ჰარიმ და ზეინმა რაღაც ანიშნეს ერთმანეთს და ერთდროულად გაისმა ორი გასროლა. დევლინი და ლუი ძირს დაეცნენ. ზეინი ჩამეხუტა და მეც თავისუფლად ავქვითინდი. ზეინი-შენ მკვლელი არ ხარ ჯესიკა. ამის უფლებას აღარასდროს მოგცემ. შენობიდან გამოვედით და გარეთ მდგომი ლიამი და ნენსი დავინახე. ნენსის ჯორჯი ეჭირა. ლილი კი მოშორებით იჯდა თავისთვის. ლილი ჩვენთან გამოიქცა და ჩაგვეხუტა. ნენსი ჩქარი ნაბიჯით წაოვიდა ჩემსკენ. ჯორჯი მომაჩეჩა და შეშინებულმა მკითხა -ნაილი სადაა? -ნენსი ძალიან ვწუხვარ. ლუიმ ის... ის იქვე ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო. ლიამს გავხედე. ბავშვი ზეინს მივაწოდე და მასთან მივედი. -ვიცი რომ ნათესავი ნათესავია და გვიყვარს როგორიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ დევლინი შენნაირ ბიძაშვილს არ იმსახურებდა და არც იმ თავგანწირვას რაც შენ მისი გულისთვის ჩაიდინე. შენ კარგი ადამიანი ხარ. ისეთივე კარგი როგორიც იყო ნაილი და ზუსტად ეგ მომწონდა შენში. არ მისცე ბრაზს უფლება გაგხადოს ის ვინც არ ხარ. ლიამი-ჯეს. უბრალოდ მინდა ძალიან ბედნიერი იყო შენს ოჯახთან. მაპატიე ყველაფერი. ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ. ჰარიმ ნენსი წაიყვანა სახლში. მე ზეინი და ჩვენი პატარები კი ჩვენ სახლში დავბრუნდით სადაც სტელა დაგვხვდა. რამდენიმე დღე დაგვჭირდა რომ მომხდარი ცოტა გადაგვევიწყებინა. ზეინმა ფული ბიზნესში ჩადო და მაფიასთან ყველა კავშირი გაწყვიტა. ჰარი ჩვენი პატარას ნათლია გახდა, ხოლო დედაჩემმა როგორც იქნა გაიცნო ზეინი და მისი შვილიშილები. ის ხშირად მოდიოდა სტუმრად. ლილის ბებია ძალიან მოეწონა და მასთან დროს კარგად ატარებდა. მე საკუთარი ატელიე გავხსენი და ჩემი ოცნება ავიხდინე გავხდი ცნობილი დიზაინერი. იმ დღის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში უსიამოვნო შემთხვევები აღარ ყოფილა. როგორც იქნა დავასრულე და ესეც თქვენნი ჰეფი ენდი. ბოლომდე არ ვიცოდი როგორ დავასრულებდი მოტხობას, თუმცა ბევრ თქვენგანს მოსწონდა ბოლოს ჯესიკას და ზეინის წყვილი და გადავწყვიტე ზეინი არ მომეკლა. თუმცა ჩანაფიქრი მქონდა. მგონი ცუდი არ გამოვიდა. მადლობა ვინც კითხულობდით აქტიურად. აფასებდით და ელოდით <3. ახალი მოთხრობა ქამინგ სუნ :D <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.