შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(10)


23-06-2017, 02:30
ავტორი sati
ნანახია 4 945

-მე ამ ცხოველისგან შვილი არ მეყოლება.
-რაღაც ეჭვი მეპარება.
კაი დაუშვად და გყავს, რას აპირებ?
-რას ვაპირებ და ალბათ არ გავაჩენ.
-მუცელს მოიშლი?!-ლევანი გაგიჟდა.
-ალბათ, შენგან მე შვილი არ მინდა.
-ესეთი უგულო როგორ ხარ არ მესმის.
-ვაიმე ლევან ისე ლაპარაკობ გეგონება უკვე ფეხმძიმედ ვარ და შვილს ველოდებით. დაწყნარდი. 18წლის ასაკში მე შვილი ნაღდად არ მომინდება და არა მგონია ქრისტინეს რეაქციიდან გამომდინარე მასაც უნდოდეს ბავშვი.
-აუ კაი, გეყოთ. მართლა. ვერცერთი ვერ მეხმარებით ამ თქვენი ჩხუბით.
ამასობაში კაფეშიც მივედით. ლევანიმ პირდაპირ 3ყავა შეუკვეთა.
-შენებს უთხარი?-ლევანიმ ჰკითხა.
-არა, რა ვუთხარი, დედაჩემი ერთ ამბავს ატეხავს და მამაჩემი ალბათ მიმბეგვავს. თან დედაჩემს ადრე ქრისტინე რო გავაცანი არ მოეწონა.
-კაი, მაკა არ გეჩხუბება ეგრე ძაან.
-არ გახსოვს რა ტვინი წაიღო? შენ გაქებდა, მე და შენი პატარაობის ამბებს ყვებოდა და ქრისტინეს ზედაც არ უყურებდა.
სანამ ესენი ლაპარაკობდნენ, მე ისევ ყავა მოვსვი, მხოლოდ შემდეგ გამახსენდა რომ ბევრი მქონდა დალეული, ხელები ისე მიკანკალებდა რომ ჭიქა გამივარდა და გამიტყდა. ლევანის არაფერი არ უთქვამს, ოფიციანტს დაუძახა და ისევ ლაპარაკი გააგრძელა რეზისთან. ამ დროს სალიმ მომწერა.
-მოვალ ეხლავე.
-სად მიდიხარ?-ოჰ, ძლივს მომაქცია ყურადღება.
-ტვალეტში, შეილება?
-შეილება. მარა იცოდე დაცვა დგას გარეთ, იგივე შეცდომას მეორეჯერ არ დავუშვებ.
-ვიცი ხო-ტვალეტში გავედი და დავურეკე.
-ალო?
-რას შვები, სად ხარ?
-რავი, შენ?
-მისმინე, რეზის და ქრისტინეს ამბავი იცი?
-რა?
-ფეხმძიმედ არი ქრისტინე.
-არააა, საიდან გაიგე?
-დილით მოვიდა ჩემთან.
-ვინ?
-ქრისტინე.
-ჰაა? რაო?
-აუ რაო და გაგიჟებული იყო არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრა მეშინიაო, აბორტის გაკეთება არ მინდა და დედაჩემი მაძალებსო.
-მერე?!
-მერე მითხრა რო გაქცევა უნდოდა, უბრალოდ რეზის ვერ დავიყოლიებო...
-გაქცევა?
-ხო და შვილს გავაჩენ და ერთად მოვუვლითო.
-აუ როგორ აკლია.
-და მერე ვაბშე ყველაზე მაგარი, ცოლად მომიყვანს, ორივე მუშაობას დავიწყებთ და ესე ვიქნებით, აბა სხვა გზა არ არისო.
-აუ გაგიჟდება რეზი.
-გაგიჟდება ერთია...
-კაი, სალი, უნდა წავიდე, ბოლო გაკვეთილზე მაგვიანდება.
-კაი. მიდი.
უცებ გავუთიშე და გავედი, რეზისთვის მინდოდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ ჩარევა არ მინდოდა, თან რო მეთქვა ლევანი მკითხავდა შენ საიდან იციო. ამიტომ ისევ ჩემთვისვე ჯობდა ხმა არ ამომეღო. სკამი გამოვწიე რომ დავმჯდარიყავი და ისე ძლიერად მოვკიდე ხელი რო გადავაყირავე.
-რა გჭირს ლიზა დღეს? ყველაფრის დამტვრევის ხასიათზე ხარ?-უკვე გაღიზიანდა, რაზეც გამეცინა. არაფერი არ მიპასუხია და ჩუმად დავჯექი. შემდეგ სიგარეტი ამოვიღე და მოწევა დავიწყე.
-ლევან, აი ყველაფერს უკრძალავ და მოწევაც რო აუკრძალო არა?-დაიწყო ეხლა ამან.
-რას ვუკრძალავ გეხვეწები მითხარი აბა. ამას ვინ რა უნდა აუკრძალოს. დღეს უნდა გენახა რო შემოვედი რეებს აკეთებდა, ბარზე იყო შემდგარი, მუსიკები ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული და ცოცხით ხელში ცეკვავდა.
-ცოცხი არ მქონია ხელში.
რეზი გადაბჟირდა.
-ჩემი გიჟი. არა მართლა ნუ ეწევი, ვაფშე არ გიხდება.
-რეზი, შენთითონ მოწიე, გეუბნები მაგრა გაგისწორდება, დაგამშვიდებს.
-არ მინდა იყოს. კაი წავედი, მართლა ვნახავ და დაველაპარაკები და დაგირეკავთ მერე.
-რეზი, მანქანის გასაღები მომე-ლევანიმ შეაჩერა.
-რა პონტში?
-იცი რა პონტშიც. არ დაჯდები ეხლა ესე საჭესთან.
-და რითი წავიდე?
-ან ტაქსით ან დაგველოდე და ჩვენ გაგიყვანთ.
-კაი, ტაქსით წავალ.
-რეზი, გასაღები.
რეზიმ დიდი წუწუნის შემდეგ ამოიღო გასაღები და ლევანის მისცა. შემდეგ კი წავიდა.
-ეხა შენ რა გჭირს?
-რა მჭირს.
-რაღაცნაირი ხარ დღეს.
-ბევრი ყავა დავლიე.
-რამდენი?
-4 ჭიქა.
-რა 4ჭიქა-ჯერ არ მიჯერებდა და ეცინებოდა.
-რეზი რო წავიდა წინა ღამეს, გამეღვიძა ჩამოვედი, 2 მაშინ დავლიე თუ 3 ოღონდ მიყოლებით არა, მერე კიდე 1 დილით და ეხა ცოტა მოვსვი და მერე გამივარდა.
-გაგიჟდი გოგო? რამ დაგალევინა 5ჭიქა?!
-აუ არ ვიცი, მარა იმენა... თავი მისკდება და ხელები მიკანკალებს.
-ხო აბა რა იქნებოდა ამდენს რო დალევდი?
-აუ რა ვქნა?
-ვერაფერს ვერ იზამ, ვერც დაიძინებ და საერთოდ... ყავას დაგიმალავ.
-დამიმალავ არა კვახი, ვერ ვიყიდი თუ რა? თუ 2 წლის ბავშვი ვარ?
-კაი, ეგღა მაკლია ყავის დალევაზე გეჩხუბო, საკმარისად დაიტანჯები დღეს, წავედით უნდა მოწესრიგდე სანამ ჩემებს შევხვდებით-მაგიდაზე დადო ფული, ხელი ჩამავლოდ და ისე გამიყვანა გარეთ. სახლში რო მივედით, ოთახში ავედი, ჯერ ვიბანავე და მერე ხალათით გამოვედი. ამ დროს ლევანი შემოვიდა.
-აი ეს კაბა უნდა ჩაიცვა დღეს.
-რა კაბა?
ყუთი დადო საწოლზე.
-აუ ეხა რამე ფუშფუშა თუ არი, შენ ჩაგაცმევ იცოდე.
-არა, ჩვეულებრივი კლასიკური კაბაა.
-კაი, ვნახოთ აბა.
გავხსენი და მართლაც ჩვეულებრივი კაბა დამხვდა. არა... ძაან მაგარი კაბა. შავი, მოკლე და ბრეტელებიანი იყო. ოღონდ მარტო ერთი მხრისთვის იყო განკუთვნილი. ამას უნდოდა ეს ჩამეცვა? ესეთი კაბა არასდროს არ მცმია...
-დროზე ჩაიცვი და მე ქვევით გელოდები.
ოთახიდან გავიდა და მეც კაბის ჩაცმა დავიწყე, ზომა ძაან კარგად ჰქონდა არჩეული... ნეტა ვინმეს კითხა თუ თვითონ მიხვდა? კიდე კაი მსუქანი არ ვეგონე და დიდი არ იყიდა. კოსა გავიკეთე, ტუში და თვალის ფანქარი წავისვი და ქვევით ჩავედი. ლევანი უნდა გენახათ... კოსტუმში იყო გამოწყობილი, ჰალსტუხი ეკეთა, შავი ფეხსაცმელები ეცვა და წვერიც გაპარსული ჰქონდა.
-მზად ვარ.
-ოჰ... ლიზა, სულ კაბები უნდა გეცვას. იმენა მაგრა გიხდება. თან კაი ტანი გაქვს და რატო მალავ ვერ გავიგე. კაი წამო დროზე.
ისე მომაყარა ეს ყველაფერი გეგონება ნორმალური ამბავი იყოსო... ეტყობა არ არის მიჩვეული კომპლიმენტების თქმას... თუ რა იყო ეხლა ეს. ლიზა სულ კაბები უნდა გეცვას ბლა ბლა ბლააა.
-ლიზა კიდე დიდხანს გელოდო?
-უი, ხო...
ღრმად ამოისუნთქა, ჩემკენ წამოვიდა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა, ისე სწრაფად დადიოდა რომ რამოდენიმეჯერ ლამის წავიქეცი.
-ლევან, მაღლებზე ვერ დავრბივარ.
-არ ჩაგეცვა მაშინ.
-შენ მითხარი.
-არაფერი არ მითქვამს, ჩაჯექი დროზე.
ოღონდ ეს დღე გადამატანინა... გული მიგრძნობდა რომ ეს ვახშამი კარგად არ დამთავრდებოდა. ჩავჯექი მანქანაში და რესტორანში წავედით. ყველა იქ იყო.
-საღამო მშვიდობის. ზაზა ეს ლიზაა, ლიზა ეს ბიძაჩემია და მისი ცოლი ეკატერინე.
-სასიამოვნოა-ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, მაგარმ მე არ ჩამომირთმევია. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ მივედი შეხვედრაზე იმ ადამიანებთან რომლების მოკვლაც ვითომ სცადა მამაჩემმა... ბიძამისიც თუ მამაჩემს ადანაშაულებდა, მაშინ ის აქვე ჩამცხრილავდა და არ მომესალმებოდა ესე. და ფაქტი რომ მათ პოლიციაში არ დარეკეს იმ ავარიის შემდეგ და მამაჩემი არ დააჭერინეს მიანიშნებს იმაზე რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება, რაც მე და რეზის უფრო გვიადვილებდა საქმეს.,მე მეგონა რომ ლევანისაც არ სჯეროდა რომ, მამაჩემი დამნაშვე იყო. ეს სააღამო ზედმეტად საინტერესო უნდა ყოფილიყო.
-ლიზა, ეს ჩემი და, მარიამია, მარიამ ეს ლიზაა.
-და მერე?-ოჰოჰოოოო, დაიწყო ამან. ურჩევნია ხმა აღარ ამოუღოს თორე დაერხევა. ეგ სალათი პირდაპირ მაგის თმებში აიზილება თუ არ მოისვენებს.
-მარიამ-ლევანმა ისე გახედა როგორც მე მიყურებდა ხოლმე როდესაც რაღაცას ვაშავებდი ან ისე არ ვაკეთებდი როგორც მას უნდოდა. გიორგი და ელენე მაგიდის თავში იჯდნენ. მე და ლევანი მეორე ბოლოში. ამ დროს ლუკა შემოვარდა.
-მაპატიეთ, დავაგვიანე. ლექცია მქონდა-უცებ გადამკოცნა მე, შემდეგ მისი ბიძა და ბიცოლა და მომიჯდა გვერდით.
-რას ინებებთ?-ოფიციანტი მოვიდა.
-ყავას-ლევანიმ გადმომხედა და კინაღამ თავში მირტყა მაგიდა.
-არა, ყავა არ გვინდა-ეე, ჩემ მაგივრად რატო წყვეტს ყველაფერს-მარტინი მოუტანეთ.
და დანარჩენებმაც შეუკვეთეს. მარტინი? მარტინი არაფერს არ შვებოდა... ფსიხია ეს. ძლივს 18ის გავხდი და მარტინით არ შემოვიფარგლები, მოვითხოვ წესიერ სასმელს. ვოდკა მინდა!
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, დარწმუნებული ვარ აქ არავინ არ არის ცეკვის და სიმღერის ხასიათზე. ქორწილი იქნება მხოლოდ ახლობლებისთვის და რამოდენიმე მეგობრისთვის. ზეგისთვის უკვე უნდა გვქონდეს სია ვინ მოდის და ვინ არა. დაახლოებით 150კაცი იქნება.
და 150 კაცი ამის აზრით ცოტაა?
-შემდეგ, რაც შეეხება ყვავილებს და ესეთ რაღაცეებს რა გადაწყვიტეთ?
-შავი ვარდები გვინდა-ჩემ მაგივრად უპასუხა და გაღიმებულმა მე გამომხედა.
-შავი ვარდები?-მამამისს გაუკვირდა.
-კი, შავი ვარდები.
-დარწმუნებული ხარ ლიზა?
-კი.
-იყოს შავი ვარდები-საწყალ კაცს კინაღამ ინფაქტმა ხია-შემდეგ... ადგილი.
-ადგილს მე მივხედავ-ლევანიმ დაასწრო.
-როგორც გინდა, ოღონდ დროზე მოაგვარე, ერთი კვირაც აღარ გვრჩება. კაბაზე და კოსტუმზე იყავით ხო?
-კი. მამა მე მეგონა ლიზა აქ მოვიდა ჩემი ოჯახის გასაცნობად და არა ქორწილზე სალაპარაკოდ.
-არა, იყოს. გააგრძელოს-შევაწყვეტინე ლევანს.
-მადლობა-მამამისს გაეცინა და გააგრძელა-ჯერ ჯვრის წერაზე წახვალთ...
-არა, ჯვრის წერა არ მინდა-ამჯერად გიორგის შევაწყვეტინე. ყველამ მე გამომხედა.
-რატო? როგორც ვიცი მართმადიდებელი ხარ...
-კი, მაგრამ ჯვრის წერა არ მინდა. ამას ნუ შევეხებით, ქორწილზე თანახმა ვარ, მაგრამ ჯვრის წერა არ იქნება. უბრალოდ ხელს მოვაწერთ.
-არ არსებობს ჯვრის წერა...
-მამა, ჯვრის წერა არც მე მინდა.
-ლევან...
-მამა, არ იქნება მეთქი. არც ერთს არ გვინდა. თუ ეხლა ჩემ სურვილებსაც გადაახტები?
-იყოს.. როგორც გინდათ... მოაწერეთ ხელი მაშინ და მორჩა... დანარჩენი... მემგონი მოგვარებულია.
-კი.
მემგონი ამდენი ადამიანიდან მე, ლევანი და მამამისი ვლაპარაკობდით.
-მე უნდა წავიდე-მარიამი ადგა მაგრამ ლევანიმ მაგიდაზე მუშტი დაკრა და მარიამი ძალით დასვა ადგილზე. მე დრო ვიხელთე და სანამ ის მარიამს ეჩხუბებოდა არაყი შევუკვეთე. შოუ იწყებოდა.
-მარიამ, ნუ ცდი მოთმინებას. ბოლოჯერ ვიმეორებ ადგილზე.
-მარი, დღეს მაინც არ გინდა-საუბარში ლუკაც ჩაერთო, ეტყობოდა ისიც გაღიზიანდა მარიამის ესეთ საქციელზე.
ჩემი არაყიც მოიტანეს, სწრაფად გადავკარი რომ არავის არ შეემჩნია და მარტინი მივაყოლე (დიდი შეცდომა დავუშვი მანდ).
-ლევან აზრზე მოდი! რას აკეთებ?!! დედის მკვლელის შვილი მოგყავს ცოლად!!!ამას შურის ძიებას ეძახით როდესაც მამამისს ფეხზე კიდია მისი შვილი! და ეს გოგო შენზე შეყვარებულია!!
-საკმარისია!-გიორგის არ უყვირია, მაგრამ მისი ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა მისი შვილების დასაშოშმინებლად.
-საყვარელო მარიამ, მოდი ერთი ფაქტი თავიდანვე გავაიასნოთ-ეხლა ჩემი ჯერი დადგა.
-ლიზა, ჩვენი წასვლის დროა.
-არა, მაცადე. პირველ რიგში ვინ ვისი დედის მკვლელია ეგ კიდე გასარკვევია, შემდეგ მამაჩემი ჩემ მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ვიდრე მამაშენი და მამაშენის საყვარელი ერთად. რაც შეეხება შენ ძმას, სულ შენთვის დამიტოვებია და მისი ნაშებისთვის რადგან მე მაგრა . ამიერიდან მეტი არ მინდა მამაჩემზე საერთოდ ხმა ამოიღო. როგორც ხედავ თავიდანვე არაფერი გითხარი და გაგიტარე. მეორეჯერ ამას არ შეგარჩენ და ამის მერე ხო საერთოდ. სანამ დროა გირჩევნია მოკეტო და ჩუმად იჯდე თუ არაფერი კარგის თქმა არ შეგილია. ეხლა მზად ვარ-მაგიდიდან ავდექი და ძლივს გავიარე კარამდე სწორ ხაზზე ისე რომ არ დავცემულიყავი. ისე ნელა დავდიოდი რო ლევანის წამებიც არ დაჭირდა რომ დამწეოდა, როგორც ყოველთვის ხელი ჩამავლო და მთელი სისწრაფით მანქანამდე მიმიყვანა და ფაქტიურად ჩამაგდო. მეორე მხრიდან მოუარა და თვითონაც ჩაჯდა. მეგონა ეხლა ჩხუბს დაიწყებდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. სახლში რომ მივედით, მანქანიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და მეც გადავედი. მე სახლში შევედი მაგრამ ის არ გამომყოლია. ზევით ავედი გამოსაცვლელად. რატომღაც ავნერვიულდი, პირველად ეწყინა ესე ძაან ჩემგან რაღაც. ადრეც ბევრჯერ მითქვამს ბევრი საწყენი რამ მაგრამ არც ერთხელ არ ჰქონია ესეთი რეაქცია. ალბათ ამჯერად რადგან საქმე მის ოჯახს ეხებოდა მაგიტომ გაბრაზდა. მაგრამ მამაჩემს საერთოდ მკვლელს ეძახდა... ვერ ვხვდებოდი რატომ მადარრდებდა ის ფაქტი რომ ის ჩემზე ნაწყენი იყო. საძინებელში შევედი და კაბა გავიხადე. მოკლე შორტები და ზედა ჩავიცვი. შემდეგ ტელეფონი ავიღე და რეზის დავურეკე. მაგრამ არ აიღო. მემგონი მართლა მერხეოდა... რეზის ნაღდად არ ეცადა მამაჩემის საქმის გამოსაძიებლად... ისევ მეთითონ უნდა მომეფიქრებინა რამე. ჯერ უნდა გამეგო ავარია როდის,სად და როგორ მოხდა. ვინ იჯდა მანქანაში და სად მიდიოდა. ან საერთოდ რაში უნდა დასჭირვებოდა მამაჩემს... აშკარად ეს ყველაფერი კომპანიებს შორის დავა იყო. კომპანიაში უნდა წავსულიყავი, იქ აუცილებლად იქნებოდა რამე ფაილი. ვითომ გიორგისთან მინდოდა შესვლა და რამეს მოვიფიქრებდი. უბრალოდ ეხლა ლევანი მჭირდებოდა... ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი მაგრამ გავარკვევდი მაინც რა ჭირდა. ქვევით ჩავედი მაგრამ აღარ დამხვდა. ალბათ სადმე წავიდა. სხვა გზა არ მქონდა წავედი და საწოლში დავწექი, მაგრამ არ ჩამძინებია დილის 6საათამდე. ლევანი მაშინაც არ მოსულა. დილით... რაღა დილით შუა დღის 2ზე გავიღვიძე. ქვევით ჩავედი იქ ლიანა იყო.
-დილა მშვიდობის ლიანა.
-შუა დღეა შვილო, ისაუზმებ თუ ისადილებ?
-ვისაუზმებ. აუ ლიანა რამე მომე რა, თავი მისკდება.
-ჯერ ჭამე და მოგცემ მერე.
-ლევანი არ მოსულა?
-არა.
-საერთოდ?
-დილის 8 საათიდან აქ ვარ და არავინ მოსულა. ლუკა წავიდა უბრალოდ ლექციებზე.
-კაი... რამე გამიკეთე და მოვალ-უკანა ეზოში გავედი, სიგარეტი ავიღე, მოვუკიდე და მოწევა დავიწყე. მალე ლიანამ დამიძახა და შიგნით შევედი. ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი, არ ვიცოდი სად იყო და როგორ. იქნებ სადმე მთვრალი ეგდო... ან... ვინმე... ან უბრალოდ ვიღაც გოგოსთნ ერთად ერთობოდა. რატო მეგონა რომ მას ჩემი ნათქვამი ეწყინა... შეილება საერთოდ ფეხზე ვეკიდე. ესე ვაპირებდი ჩემი მთელი ცხოვრების გატარებას. ლევანი ნაშებთან იქნებოდა ყოველ ღამე მე კიდე დებილივით ვიჯდებოდი ალბათ სახლში. გაშორებიც უფლებასაც არავინ მომცემდა... წამალი დავლიე და ზევით ავედი საბანაოდ. სანამ მე ვბანაობდი თურმე ლევანი მოსულა.
-როგორ ხარ ლევან?
-კარგად, ლიანა ის ზევით არი?
-კი. ისაუზმა, მერე წამალი მომთხოვა და ავიდა.
-რა წამალი?
-თავის ტკივილის.
-ა, პახმელიაზეა. ბორჯომი ან რამე მიეცი, ბევრი მოუვიდა გუშინ.
-შენ სად იყავი ლევან? ეხა არ მითხრა დილით ადრე წავედიო სამსახურში, ხო გიცნობ შვილო.
-მიცნობ, ისიც იცი რო არ ვიტყვი სად ვიყავი. რამე მაჭამე რა.
-ეხლავე.
ამ დროს პირსახოც შემოხვეული ჩამოვედი... არ ვიცოდი რო ლევანი ქვევით იყო. არც შევიმჩნიე და სამზარეულოში გავედი და ყავის კეთება დავიწყე.
-რას აკეთებ ლიზა? გინდა გაგიკეთო ყავა?
-არა, მეთითონ.
-ლიანა, გამოართვი მაგას ყავა.
-უკაცრავად?
-რა უკაცრავად ლიზა, დამოკიდებული ხარ უკვე. დადე მეთქი.
ყავა დავდე და ამ დროს ირაკლიმ დამირეკა.
-ალო?
-ლიზ...
-ჩემი ნომერი საიდან გაქ?
-ლევანიმ მოგვიყვა ყველაფერი.
-დღეს?
-არა, 2დღის უკან მოგვიყვა.
-აა.
-მოკლედ, რეზი არი ძაან ცუდად რა.
-რა ჭირს?
-აუ რავი, გუშინ და დღეს ვაფშე არ გამოჩენილა გარეთ. მანქანაც დგას სახლთან, ქრისტინემაც დარეკა რამოდენიმეჯერ და გვკითხა თქვენთან ხო არ არიო, ტელეფონს არ იღებს. იქნებ შენი დარეკილი აიღოს?
-რატოა ეგრე?
-ქრისტინე ხო ფეხმძიმედაა...
-კაი. დავურეკავ. მადლობა იკა. თქვენ რას შვებით?
-რავი აბა, მოგვენატრე ყველას მაგრა.
-მეც ძაან.
-თუ რამეში დაგჭირდით, ხო იცი ნომერი.
-მთავარში ვერ დამეხმარებით. ეგ მარტო რეზის შეულია, მაგრამ ესეთ მდგომარეობაში... კაი დავურეკავ-დავემშვიდობე და გავთიშე.
-ვინ იყო.
-რა მნიშვნელობა აქვს.
-დიდი ლიზა.
-ირაკლი. რეზის ვერ უკავშირდება ვერავინ.
-რატო?
-2დღეა არ გამოჩენილა არსად. ქრისტინე ხო ფეხმძიმედაა და ეტყობა ნერვიულობს. არავის დარეკილს არ იღებსო.
-და შენსას აიღებს?
-რამდენი ხანია რეზის იცნობ?
-დაახლოებით 7წელი.
-მე ბავშვობიდან, ამიტომ მაცადე-გარეთ ვაპირებდი გასვლას მაგრამ შემაჩერა.
-პირსახოცით სად გადიხარ?
-უკან გავდივარ იქ ვინ მიყურებს?
-დაცვა ლიზა! მოდი გონზე.
-ვაიმეე- ზევით ავედი და შემდეგ დავურეკე რეზის. არ აიღო. მეორეჯერაც დავურეკე. მერეც არაფერი. მესამეჯერ დავურეკე და ძლივს აიღო.
-რეზი, ყველა შენ გეძებს, სად ჯანდაბაში ხარ?
-ლიზა, არ მცალია.
-ვიცი როგორ არ გცალია, ჩემ ძველ სახლში ვიყო გადმოვიდოდი და გირტყამდი მაგ არყის ბოთლს თავში.
-ლიზა, მართლა... ცოტახანი მინდა მარტო ყოფნა.
-რო გამოთვრე კარგად. სახლში დედაშენი მაინც არ არი?
-არა. არ ვარ სახლში.
-აბა?
-ლიზა. შენი ტელეფონი ისმინება, მერე კიდე ლევანი გყავს ქვევით გეტყვი და ორ წუთში აქ იქნებით. ამიტომ მაცადე ცოტახანი.
და გამითიშა. შემდეგ ჩავიცვი ტანსაცმელი და ისევ ქვევით ჩავედი. ლევანი იქ აღარ დამხვდა.
-ლიანა, ის ისევ წავიდა?
-კი.
სამაგიეროდ ლუკა მოვიდა.
-ლუკა, შენი დახმარება მჭირდება. გარკვევა მინდა რაღაცის, ტელეფონებში ერკვევი?
-გააჩნია რა დონეზე გინდა რო ვერკვეოდე?
-ისე რო გავიგო ვიღაცის ადგილმდებარეობა.
-წამო ჩემ ოთახში-მე და ლუკა ზევით ავედით.
-ტელეფონი მომე-გამომართვა და რაღაცეების კეთება დაიწყო. 10წუთში გამომიწოდა-აჰა, დიღომშია. აი რუკაზე მოგინიშნე.
-დიღომში?
-მე როგორც ვიცი, მანდ ბინა დაუტოვა ბებიამისმა რეზის, ცოლს რო მოიყვანს მიეცითო.
-კაი, მადლობა. ეხა უნდა წამიყვანო ისე რო შენმა ძმამ ვერ გაიგოს.
-არ არსებობს, ლიზა დამბრიდავს.
-ძაან გთხოვ, რეზის გამო.
-ლიზ...
-კაი რა უნდა გავაკეთო, მინდა რო დაველაპარაკო, ეხა მთვრალი იქნება გახეული და კაცმა იცის რას იზამს.
-კაი, სულ 20წუთით შეხვალ, დაელაპარაკები და წამოხვალ.
-კაი. დროზე, სანამ ლევანი დაბრუნდა.
-ლევანი დღეს აღარ მოვა.
-ჰა?
-ნა... არ გითხრა სად არი?
-არა. ეხა უეჭველი უნდა მითხრა.
-
-არ არსებობს.
-უნდა მითხრა.
-არა, ამას ნაღდად არ გეტყყვი. წავედით-თვითონ წამოდგა და მიმანიშნა კარზე ადექიო.
-არ ავდგები აქედან სანამ არ მეტყვი.
-ლიზა, ნუ მაიძულებ ჩემი ძმისავით მოვიქცე.
-მოიქეცი, გელოდები.
-არ გეტყვი, მოკლედ სანამ გადავიფიქრე წავედით.
-ლუკა, არ წავალ.
უცებ ხელში ამიყვანა, მხარზე რასაც ქვია გადამიდო და ქვევით ჩამიყვანა. მე ფეხებს ვურტყამდი და გათავისუფლებას ვცდილობდი... რა ძლიერი იყო ეს ლაწირაკი. სახლიდან გამიყვანა და მანქანაში ჩამაგდო, თვითონაც მალე ჩაჯდა და კარი ჩაკეტა.
-მე შენთან ერთად არსად არ მოვდივარ, გააღე კარი.
-ლიზა, დაწყნარდი რა.
-კარი გააღე მეთქი ლუკა!
კარს დავუწყე ჯაჯგური და ხელები დამიჭირა.
-ლიზა, სისულელეებზე ვარდები.
-მოდი შევთანხმდეთ შემდეგზე როცა ხელში ამიყვან მილიონჯერ დაფიქრდი რას აკეთებ. იმედი მაქვს ღამე ღრმად გძინავს.
-ლიზა, ძაან ცუდი ხასიათი გაქვს. თითქმის ლევანის ნაირი, მაგრამ მას საკუთარი თავის ხელში აყვანა მაინც შეულია.
-აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა, შენ ძმას შეულია საკუთარი თავის ხელში აყვანა, იმიტო გამოდის ესე ადვილად წყობიდან.
-წავიდეთ თუ აღარ გინდა რეზის ნახვა?
-მაინც არ მეტყვი სად არის ლევანი?
-და რატო გაინტერესებს?
-მამაჩემს ეხება ალბათ და იმიტო.
-არ ეხება.
-ხოდა თუ არა მაშინ სად არი?
-ეგ შენ აღარ გეხება.
-მეხება, მისი საცოლე ვარ.
-მოდი ერთ კითხვას დაგისვამ, შეგიყვარდა?
-არა... ფფტ... საიდან მოიტანე.
-ნაღდად?
-ხო?
-არ მჯერა.
-არაუშავს.
მანქანა დაქოქა და რეზისთან წამიყვანა. თვითონ არ გადმომყოლია, მხოლოდ გადასვლის წინ შემაჩერა.
-ლიზა, რაღაცნაირად რო მოახერხო და გაიქცე, გეფიცები ლევანიზე მალე მე გიპოვი და დაგაბრუნებ. მეც იგივე პრინციპები მამოძრავებს. ჩემთვის მიუხედავად ამათი სიცხოველისა ოჯახი მაინც პირველ ადგილზეა.
-ვიცი-შემდეგ ზევით ავედი და კარზე დავუკაკუნე.
-არა... არა... მაინც მომაგნო.
-კიიი-კარი გააღო და შიგნით შევედი.
-შენი მინიონი?
-ჩემი მინიონი?
-ლუკა, ქვევით როა,
-ააა, ეგ არ ამოვა. ეეე ახალი სახელი აქ მინიონი.
-ხო აბა ყველაფერს გისრულებს...ალბათ დაევასე.
-ჩემი ეჭვიანი. რა გჭირს?
კარი დაკეტა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-აუ არ ვიცი... დამერხა?
-ქრისტინეს იცი რა უნდა?
-არა.
-მე კი. უბრალოდ არ ვიცი უნდა ჩავერიო თუ არა.
-უნდა ჩაერიო. მე ყველაფერს გიყვები ლიზა. დროზე მითხარი.
-შენთითონ რო დაელაპარაკო?
-ლიზა, მითხარი. დროზე.
-რეზი, ჯერ დაურეკე...
უცებ ბოროტულად გაეღიმა, კარი შიგნიდან გასაღებზე ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-მოკლედ, ლიზა, სანამ არ მეტყვი რა გითხრა აქედან ვერ წახვალ.
იცოდა რო ყველაზე მეტად ლევანის და ლუკას გაბრაზება არ მინდოდა, სპეციალურად მიკეთებდა. მაგრამ ამაზე არ ვბრაზდებოდი, ჩვენ სუ ესე ვექცეოდით ერთმანეთს. რეალურად ისიც იცოდა რო ეს საჭირო არ იყო ჩემ ასალაპარაკებლად, უბრალოდ იმასაც ხვდებოდა რო დიდი ხნით არ ვიყავი აქ. ჩემი ცხოვრება.. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ მაინც გამიშვებდა.
-იმ დღეს, მე და ლევანიმ კაფეში რო გაგიყვანეთ... ანუ გუშინ თუ გუშინ წინ... დამირეკა სალიმ, მითხრა რო ქრისტინე იყო მასთან მისული და უთხრა რო ბავშვის დატოვება უნდოდა, შენთან ერთად სადმე გაქცევა და მისი ერთად აღზრდა.
ცოტახანი გაშეშებული იყო, სახეზე არაფერი ეტყობოდა, მერე გაეცინა.
-მეღადავები ხო?
-არა.
-კაი ლიზ... სერიოზულად?
-კი, თუ გინდა სალის დაურეკე.
-არ მეღადავები?
-არა.
-ბავშვის დატოვება უნდა.
-კი.
-აუ ჩემი...
-რას აპირებ?
-რა გავაკეთო.
-მე ვერ გირჩევ ვერაფერს.
-ჩემ ადგილზე რას იზამდი?
-მე ლევანისგან შვილს არ გავაჩენდი.
-არა, ბიჭი რო იყო, აი შენ ხარ მე და ქრისტინე ელოდება... ცუდი მაგალითია მარა მაინც.
-რას ვიზამდი... ალბათ რადგან ქრისტინემ უკვე გადაწყვიტა, მე მუცელს ვერ მოვაშლევინებდი ძალით, მამობაზე უარის თქმა კიდე... რავი.
-ანუ სხვა გზა არ მაქ.
-მოდი რეალურად განვიხილოთ ყველაფერი. დრო ცოტა მაქვს. უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო რო კარს გამიღებ-გამეცინა.
მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე.
-არ ინერვიულო. აი არ იშლის მუცელს, ეგ გამოვრიცხეთ. რო დაიტოვოთ... ერთი წელი გაქ რო ისწავლო... მერე ბავშვი რო გაჩნდება, კიდე ერთი წელი გრჩება სასწავლად... ის პირველი წელი ყველა დაგეხმარებათ, მშობლები დაჟე მეც. ამას გადაიტან, სწავლას რომ დაამთავრებ სამსახურის პოვნა არ გაგიჭირდება, ლევანი გყავს გვერდით, მაგის გარანტიას გაძლევ. მერე მორჩა, ყველაფერი წავა ჩვეულებრივად რა.
-ქრისტინე როგორ ისწავლის?
-შეუთავსებენ ლექციებს ისე.
-არ ვიცი... ძაან არარეალურია, ხო უნდა მივეხმარო ცოტა ქრისტინეს...
-მიეხმარები როგორც შეძლებ,ფულით საკმარისი იქნება და როცა შეგეძლება რაღაცას იზამ... უნდა ისწავლო და იმუშაო.
-მე მეუბნები მაგას... შენ ლიზა? შენ სწავლაზე ვინ იფიქრებს?
-მე ორივემ ვიცოდით თავიდანვე რო სკოლას ვერ დავამთავრებდი. მამაჩემი ეხლაც იყიდის დიპლომს.
-და უნივერსიტეტი?
-მოვიფიქრებ რამეს. მე არ მოვკვდები. შენზე უნდა იფიქრო. დღესვე დაელაპარაკე ქრისტინეს და იბანავე, არყის სუნი აგდის.
ამის გამო უფრო ახლოს მიმიკრა.
-ფუუუ, კაიი. გადი.
-ფუუ უნდა თქვა ბავშვობის მეგობარზე?
-არა, კაი ვსო მაპატიე!!! ქშაა!
-ლიზ, მადლობა... შენ რო არა.
-მერე გადამიხდი მადლობას როცა ბავშვის ნათლია ვიქნები.
-აუ ნუ მელაპარაკები ჯერ მაგაზე...
-კაი. ვსო. გავჩუმდი.
-გატერორებს ის?
-არა... რეზი... ვიცი რო კიდე გაქვთ ურთიერთობა... ისიც ვიცი რო უეჭველი ელაპარაკე ან გუშინ ან დღეს. სად არი?
-არ ვიცი სად უნდა იყოს?
-იცი. ვიცი როცა იტყუები.
-ლიზ, ალბათ სადმე ქალებშია.
-ქალებში?
-ვაიმე, ჩემი პატარა ბანალური. არ იცი ეგ რა ტიპია?
უცებ თვალებში ცრემლები ჩამიდგა. რეზიმ გაკვირვებულმა გამომხედა და უცებ ყველაფერს მიხვდა.
-არა, ლიზა, გევედრები არ გინდა. რაღაცას გირტყამ, არ მითხრა რო შეგიყვარდა.
-ნაღდად იცი რო...
-ვიცი, მარა... ლიზა, კაი რა.
-არ მიყვარს მარა... იმ დღეს ისე... ფუ გული ამერევა ეხლა ამ ორპირ ჩათლახზე-რატომ მეტირებოდა იმასაც ვერ ვხვდებოდი. ან რატო მწყინდა ის ფაქტი რომ სხვებთან დადიოდა...
-რეზი, მეჩქარება... ეხლა რო არ ჩავიდე-მეორე მხარეს შევტრიალდი, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა. მანაც მიხვდა რომ ეხლა მარტო ყოფნა მინდოდა, კარი გამიღო და ელვის სისწრაფით ჩავედი კიბეებზე და მანქანაში ჩავჯექი.
-რა გჭირს?-გაოგნებულმა შემომხედა ლუკამ.
-არაფერი, დროზე წავიდეთ რა.
-რა იყო ლიზა?! რამე გითხრა?!! მოვკლავ მაგ...
-არაფერი, არ უთქვამს. ლუკა დროზე წავიდეთ თქო!!-ბოლო ხმაზე ვუყვირე, შემდეგ ფანჯრისკენ გავტრიალდი და ჩუმად განვაგრძე ტირილი. ლუკა დაიბნა, მანქანა დაქოქა და სახლში მიმიყვანა. მისაღებში ლევანი, მამამისი, ბიძამისი და ელენე იდგნენ. გიჟივით შევვარდი სახე რომ არავის დაენახა და ზემოთ ავედი. ლევანი ლუკასთან მივიდა.
-რა ჭირს ამას?!
-არ ვიცი, რეზისთან მყავდა და იქიდან ღრიალით ჩამოვარდა.
-რამე უთხრა იმ სი*მა?!!
-არა, არ მეუბნება.
ზევით ამოვარდა, მაგრამ მე კარი ჩაკეტილი მქონდა.
-ლიზა, კარი გააღე!! ლიზა თქო!!! ნუ მიშლი ნერვებს შემოვამტვრევ იცოდე!!!
როგორც შემეძლო წყნარი ხმით ვუთხარი რომ ვერაფერს ვერ მიმხვდარიყო.
-კარგად ვარ ლევან უბრალოდ გთხოვ მაცადე ცოტახანი.
-რო შემოვალ და ვნახავ რო კარგად ხარ მერე დაგანებებ თავს! დროზე! ლიზა ეს თხოვნა არ არი!!
არ ვაპირებდი კარის გაღებას, ვიცოდი რომ შემოამტვრევდა. აბაზანაში შევედი და ეხლა იქ ჩავიკეტე. სასწრაფოდ ჩამოვიბანე სახე რომ არაფერი შეემჩნია. ოთახის კარი გააღო და შემდეგ აბაზანიდან გამოვედი.
-რა მოხდა?
-არაფერი-საწოლთან მივედი და წამოვწექი ისე რომ ვერ დავენახე.
-ლიზა-მოუარა საწოლს და მეორე მხრიდან დადგა. მე სახეზე ავიფარე ხელები.ოდნავ გული მოულბა-რა გჭირს? რამე გითხრა რეზიმ?
-არაფერი, არ მ...ჭირს-ყველანაირად ვცდილობდი რომ მის წინ არ ავტირებულიყავი. არ მინდოდა არც მისი დანახვა და არც მისი ხმის გაგონება. მაინც მოვიდა და ჩახუტება სცადა მაგრამ მე გავიწიე.
-თუ არ მეტყვი არ წავალ.
-არაფერი.
-იმეორე ეხლა არაფერი, არაფერი. რატო ტირიხარ?
-არ ვტირი.
-მაშინ მოიშორე სახიდან ხელები.
-მეძინება... და არ.. მა...ცლი.
-ლიზა...
-ლევან გადი!! კარგად ვარ გესმის?!!! კარგად. ხო დაინახე უკვე?!! გაეთრიე! წადი!!!-უცებ მამამისი ამოვარდა.
-რა გაყვირებს?!!! თავი სად გგონია?!! ლევან ვერ უნდა ასწავლო შენ ცოლს მოქცევა?!!!
-მამა გადი ოთახიდან, მაცადე.
-ზოოპარკში მგონია!!! თქვენც და თქვენი შვილიც ორივე ცხოველები ხართ!!! არც დანარჩენები ჩამოგრჩები..-არ დამამთავრებინა წინადადება და უცებ სახეში გამარტყა... უცებ სიჩუმე ჩამოვარდა... ვერ ვიჯერებდი რომ მან ჩემზე ხელი აწია... ცხოველი... ნაბიჭვ*რი! საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ლევანიმ მამამისი ოთახიდან გააგდო, კარი ჩაკეტა და ჩემთან მოვიდა, ცდილობდა ჩემი სახის ხელებში მოქცევას, მაგრამ მე არ ვაძლევდი საშუალებას.
***
ეს ჩემი მეორე ექაუნთია. წინა ექაუნთზე სახელი ქართულად მეწერა. სამწუხაროდ წინა ექაუნთთან წვდომა აღარ მაქვს. ერთი წლის განმალობაში კომპიუიტერს ჰქონდა დამახსოვრებული პაროლი და ავტომატურად შედიოდა, ნიკს რომ ვწერდი. 3დღის უკან კი რომ შევედი წაშლილი დამხვდა. იმეილთან აღარ მაქვს წვდომა, ვერ ვიხსენებ რომელი მქონდა ჩაწერილი და შესაბამისად აღდგენას ვერ ვაკეთებ. ამ ექაუნთზე დავდებ ახალ თავებს ამ ისტორიის. იმედი მაქვს რაღაცნაირად მოვახერხებ ძველი ექაუნთის აღდგენას რადგან აქ გამიჭირდება ისტორიების დადება თან ძალიან გული მწყდება რომ ის ექაუნთი აღარ მაქვს. . იმიტომ გამიჭირდება აქ გაგრძელება რომჯერ ისტორია უნდა შეამოწმოს ჯერ ადმინისტრაციამ და თან დღეში 2ჯერ ვეღარ დავდებ რადგან მოდერი აღარ ვარ. :( ეს 3დღე რაც არ დამიდია თავები, ეხლა ყველა გაერთიანებული დევს. <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

იმენნა, გავაიასნოთ, ვოდკა - რა უბედურებაა. ქართული ენა მდიდარია სიტყვებით, რომ ეს საშინელი ბარბარიზმები არ გამოიყენოთ. პატივი ეცით მშობლიურ ენას.

 


№2 სტუმარი Guest waka

Au gtxov gaagrdzele da dade axali tavi ra dzalian magariia

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzalian magaria, imedia male dadeb shemdeg tavs, levani ar momwons

 


№4  offline წევრი ნათიიი^_^

dzaan kaia maledade raa <3

 


№5 სტუმარი girl

male dade shemdegi tavi

 


№6  offline წევრი sati

Guest bubu
dzalian magaria, imedia male dadeb shemdeg tavs, levani ar momwons

Guest bubu
dzalian magaria, imedia male dadeb shemdeg tavs, levani ar momwons

Rato? Leanna Ra daashava:/

 


№7 სტუმარი Guest bubu

ravici, am gogos ro guls tkens ar momwons, codoa esec. dzalian sainteresod wer.

 


№8  offline წევრი sati

Guest bubu
ravici, am gogos ro guls tkens ar momwons, codoa esec. dzalian sainteresod wer.

<3

 


№9 სტუმარი Ana

Umagresia

 


№10  offline წევრი an12na

აუ ზუსტად რომ მითხრათ შემდეგი თავი როდის დაიდება????

 


№11  offline წევრი sati

an12na
აუ ზუსტად რომ მითხრათ შემდეგი თავი როდის დაიდება????

12ის მერე. მაგრამ სანამ არ შეამოწმებენ იქამდე არ დაიდება რადგან მოდერი არ ვარ. ისე ყოველ დღე იქნება.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ლევანიმ, ლევანი საშინლად ხვდება ყურს. არასწორად წერ ბრუნვებში. მიმართვის დროს ითქმის-ლევან და არავითარ შემთხვევაში ლევანი. მხოლოდ ლევან. ასევეა მარიამ, ვახტანგ...
და კიდევ ლევანიმ არა, ლევანმა.

 


№13 სტუმარი Knopka

Vaimevgijdebiira ^^ uixomartla rogadmovdivar siaxleebshi damatebulze michvenebs 2s magram 1devs daratom xovermetkvit?

 


№14  offline წევრი sati

ლორელაი
ლევანიმ, ლევანი საშინლად ხვდება ყურს. არასწორად წერ ბრუნვებში. მიმართვის დროს ითქმის-ლევან და არავითარ შემთხვევაში ლევანი. მხოლოდ ლევან. ასევეა მარიამ, ვახტანგ...
და კიდევ ლევანიმ არა, ლევანმა.

Mec sul echvi mepareboda Levanim iko tu levanma. Madloba gavitvaliswineb

 


№15 სტუმარი ..

Auuu amis dasawyisii dadettt raa

 


№16  offline წევრი sati

..
Auuu amis dasawyisii dadettt raa

დევს საიტზე. ძიების პანელში ჩაწერე. ეს ჩემი მეორე ექაუნთი მაქვს, რადგან პირველის პაროლი დამავიწყდა და აღდგენა ვერ მოვახერხე.

 


№17 სტუმარი მერაია

პირველი თავები არ დევს მეათე თავამდე სად ვნახო .ან დადეე რაა

 


№18  offline წევრი sati

მერაია
პირველი თავები არ დევს მეათე თავამდე სად ვნახო .ან დადეე რაა

დევს, დასახელება დაწერე. ეს ჩემ ექაუნთზე არ დევს რადგან ახალია, და ძველის პაროლი დამავიწყდა ამიტომ იქ დევს დაახლოებით 9თავი და აქ დანარჩენი.

 


№19 სტუმარი nuha

ვერ ვნახულობ ამ სათაურით იმ 9ს და შეგიძლიათ დამეხმაროთ?? ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent