ამოუცნობი ზარი (13)
–ბოდიში რო შეგაწყვეტინეთ... ღიმილშეპარული სახით წარმოთქვა გიორგიმ, ნიტა გველნაკბენივით მოშორდა დემეტრეს –ჩვენ ისა... ჩვენ უბრალოდ... ანუ.. ის.. იქ იყვნენ და... სიტყვებს თავს ვერ აბამდა გოგონა და აწითლებულ სახეზე ხელი მოისვა –ვაიმე რა საყვარლები ხართ... გაბადრული სახით მოეხვია გვანცა ნიტას, რომელიც სირცხვილით იწვოდა, არადა რა დაემართა? როდის გახდა ასეთი კომპლექსიანი ვინმე მეტყვის? –საღამომშვიდობის! ოდნავ მკაცრად მაგრამ მაინც ღიმილიანი სახით მიესალმა გიორგის არღვლიანი –გილოცავ ნათლულის დაბადების დღეს! ავალინმა მხიარულად შესძახა და რაღაცნაირად გული გაუთბა დემეტრესაც მის მიმართ –ეს ის არის... რა ჰქვია.... ანუ... მოკლედ ამას წინათ ღამე ძაღლი გამომეკიდა და გიორგიმ მიშველა... მორცხვად ამოღერღა გვანცამ (ვინმე ამიხსნით რატომ მორცხვობენ ეს ალქაჯები?) –რატო წითლდები? ყურში ჩასჩურჩულა გიორგიმ, იცოდა ამით უფრო მეტად გამოიწვევდა გოგონას და ძალიან ახალისებდა ეს ფაქტი, გვანცამ უცბათ დაასერიოზულა სახე და მკვლელი მზერით შეხედა –სხვათაშორის გიორგი ჩემი პირადი ფსიქოლოგია. მხიარულად უთხრა ნიტამ გვანცას და შამპანიური მოსვა –ანუ ხალხს არა მარტო ძაღლებისგან, არამედ გაგიჟებისგანაც იცავ? ეშმაკურად ჰკითხა იორგის იუბილარმა –სხვა რამეებისგანაც! თვალი ჩაუკრა და მიმტანის მიერ ჩამოტარებული სინიდან ვისკის ჭიქა აიღო –იუბილარი სად გვყავს აბააააააააა! უსიმპატიურესი ბიჭი მივიდა მათთან და გვანცა ხელში ააფრიალა, გოგონაც უბედნიერესი ჩანდა და კისკისებდა –დამსვი ლუკა! ვაიმე დაგივარდები! დამსვი გიჟო! კისკისით ეუბნებოდა, გიორგი კი რომ დაგენახათ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ვისკის ჭიქას ისე მოუჭირა ხელი კინაღამ შემოეფშვნა, თავისი პროფესიიდან გამომდინარე არასდროს უჭირდა თავის მოთოკვა მაგრამ ამ წუთას წყობიდან ისე მარტივად გამოვიდა რომ ვერც გაიაზრა –მემგონი ჩემ შვილს ახალ ნათლიას მოვუძებნი! ჩასჩურჩულა ეშმაკურად მომღიმარმა ნიტამ და კიდევ მოსვა შამპანიური –რაა? რატო? ისე ჰკიტხა გიორგიმ რომ ლუკას და გვანცას წყვილისთვის თვალი არ მოუშორებია –ნათესავი როგორ მოგანათლინო? ისევ იგივე ტონით უმეორებდა ნიტა და სიმართლე გითხრათ გიორგის რეაქციებზე ხალისობდა –ანუ? ისევ ყვილს უყურებდა გიორგი –ახლა შენს მომავალ ცოლს უყურებ! ეს რომ უთხრა მაშინღა მოაშორა თვალი ავალიანმა გვანცას და ნიტას შეხედა–ნუ მიყურებ ეგრე, შენც კარგად იცი რომ მართალი ვარ! –სურვილი მიჩნდება იმ ლუკას ხელები შემოვალეწო! კბილებში გამოსცრა გიორგიმ –უკეთესი ვარიანტი მაქვს! მზაკვრულად გაიღიმა ამირეჯიბმა და ახალი შამპანიურის ჭიქა აიღო –ამდენს ნუ სვამ! გიორგის არ გამორჩენია მისი ქმედება და გააფრთხილა (სულ დამავიწყდა თქმა, ამასობაში დემეტრე თავის პარტნიორს ესაუბრებოდა ოდნავ მოშორებით) –მაცადე! გაიღიმა ნიტამ და გვანცასკენ დაიძრა რომელიც ლუკას ჰყავდა მკლავებში მოქცეული –გვანციიი... მეამიტური სახით მივიდა წყვილთან –გისმენ რძალო! ლუკასგან თავი დაიხსნა და გოგონასთან მივიდა –გიორგიმ საპირფარეშო ვერ იპოვა და შეგიძლია აჩვენო? –კი ეხლავე... –მიდი მიდი! ღიმილიანი სახე გააყოლა და ლუკასკენ დაიძრა რომელმაც თვალი გააყოლა გვანცას –ლამაზი წყვილია ხომ! ისე დაიწყო საუბარი ვითომ საერთოდ ვერ ხვდებოდა რომ ლუკა გვანცაზე გიჟდებოდა –ვინ? გაოცებულმა შეხედა ბიჭმა –გვანცა და გიორგი! ფართედ გაიღიმა და წყვილისკენ მიანიშნა –მეკაიფები? ვითომდა ირონიულად შეხედა ლუკამ, ნიტამ კი მისი სიტყვები დააიგნორა და განაგრძო –ამაღამ ხელს სთხოვს და ნიშნობაც მალე ექნებათ! ბიჭმა გაოცებისგან რამდენჯერმე ჩაახველა, ნიტა კი ვითომდა შეშინებული მივარდა–კარგად ხარ? ხოდა ამ ვითომდა მზრუნველობის გამოჩენის დროს „სრულიად შემთხვევით“ გადაესხა ნიტას შამპანიურით სავსე ჭიქა ლუკას მაისურზე–ვაიმე მაპატიე... არ მინდოდა.. შემთხვევით მოხდა... –დამშვიდდი არაფერია! საპირფარეშოში შევალ და გავიწმენდ! ოდნავ გაღიზიანებულმა მაგრამ მშვიდი ტონით უპასუხა –აამმ... კარგი... გულუბრყვილო მზერით შეხედა, როგორც კი ლუკა დანიშნულების ადგილისკენ წავიდა გოგონამ ერთხელ მზაკვრულად გახედა და ჩაიცინა.... არ გაინტერესებთ რა მოხდა როცა გიორგის მიუახლოვდა გვანცა? მოდი ვნახოთ! –სხვა ვერავის ჰკითხე საპირფარეშო სად არისო? გამწყრალი სახით მივიდა გვანცა –რაა? ჯერ დაიბნა გიორგი –ნიტას ხომ დააბარე.... –აა ხოო კიი... უცბათ მოეგო გონს და მიუხვდა მეგობარს ჩანაფიქრს, შემდეგ კი კმაყოფილმა ჩაიღიმა –რა გაცინებს? ისევ გაღიზიანებულმა შეხედა გვანცამ და სახლისკენ დაიძრა –გულწრფელად გითხრა? –რაიყო გიჭირს გულწრფელობა? ცინიკურად შეხედა ბიჭს –გრძელი ენა გაქვს იციი... –მერე შენ რა? –არც არაფერი, უცბათ დაგამოკლებინებ! –უკაცრავად? „აღშფოთებული“ მიუბრუნდა უკვე საპირფარეშოსთან მდგარ ბიჭს –ნუუ თუ დამოკლება არ გინდა შემიძლია სხვა რამე შემოგთავაზო და გაგაჩუმო! რაღაც სხვანაირი ღიმილით უყყურებდა გვანცას და ნელნელა მისკენ მიდიოდა –ნუ მიახლოვდები! „მოახლოებული საფრთხე“ იგრძნო გოგონამ და უკანსვლა დაიწყო –გაშინებ? იგივენაირად ჰკითხა ბიჭმა –არა მაბნევ! ავალიანს კი კმაყოფილებით სავსე მზერით გაეცინა–გითხარი ნუ მიახლოვდები მეთქი! –საჩუქრის მოცემა დამავიწყდა! თვალებში უყურებდა მამაკაცი და უკვე ერთ ნაბიჯში იდგა მასთან თან ძალიან დამთბარი და ვნებიანი ხმით ესაუბრებოდა –ხოო? დაბნეულმა გვანცამ ვეღარაფერი მოიფიქრა და უაზროდ ჰკითხა –თვალებში მიყურე! უბრძანა ბიჭმა, მაგრამ მაინც თბილი ხმა ჰქონდა, უკვე ძალიან ახლოს ედგა, ხელი გოგონას წელისკენ წაიღო და წამში შემოეხვია, გვანცა კიდევ არ უყურებდა, აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს და ნელნელა გრძნობდა როგორ ეხორკლებოდა კანი, მუცელში ცხელი ლავა ეღვრებოდა და გული უჩქარდებოდა –გიოო... მიკნავებული ხმით წარმოთქვა და ქვედა ტუჩზე ინსტინქტურად იკბინა –რატო არ მიყურებ? –ვიცი რო მაკოცებ და იმიტო! თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, საპირფარეშოს კარზე აკრულს ხელები კარზე მიებჯინა, გიორგის ხელი წელზე შემოჰხვეოდა, ფეხის წვერებზე იდგა და ღრმად სუნთქავდა, ლოყები კი სულ აწითლებული ჰქონდა –გინდა? ბოხი და ვნებიანი ხმით ჰკიტხა გიორგიმ და ცხვირი გვანცას ცხელ ლოყაზე გაუსვა, ნელა ეხებოდა და გოგონას წამებით სასიამოვნო ემოციებს იღებდა, სპეციალურად აჭიანურებდა თორემ უკვე უკიდურესად უნდოდა გოგონას თხელ და სიფრიფანა ტუჩებს შეჰხებოდა –რატო მაწვალებ? გაბუსხულმა ახედა ქვემოდან და წარბები შეკრა, ხოდა ვერარ მოითმინა ვაჟბატონმაც, უფრო ახლოს მიიკრა სხეული და მთელი ემოციებით დაეწაფა სასურველ ბაგეებს... ორივეს გული გაასმაგებულად სწრაფად სცემდა, დედამიწას მოშორდნენ და სადღაც გალაქტიკაში გაქანდნენ, დაფრინავდნენ უფრთოდ და სრულ სიამოვნებაში... რამდენი ქალი ჰყოლია გიორგის, მისი შარმის და სექსუალურობის შემხედვარე რომელი გოგო არ ჩამოეკდებოდა კისერზე, მაგრამ ესეთი სიამოვნება არასდროს განუცდია, ისე ჰკოცნიდა თითქოს იზოგავდა, ფრთხილად, ფაქიზად მაგრამ მაინც ვნებიანად.... გვანცაზე რა ვთქვა ისეთი გათიშული იყო მემგონი ერთი კვირა გამოშტერებული ივლის... ბატონი ლუკაც ამ დროს წამოადგა თავზე, აბა ნიტას რატომ ჰქონდა თქვენი აზრით ეშმაკური ღიმილი? ხოდაა ამათი შემხედვარე ლუკა უჩუმრად გაბრუნდა უკან და ბოლოს სახლიც დატოვა... მოდით აქ გავჩერდეთ და ვნახოთ თავად ამირეჯიბი რას აკეთებს... როგორც ვიცით დემეტრე პარტნიორთან ლაპარაკში იყო გართული, როცა ძალიან ლამაზი გოგონა მიუახლოვდა და გამომწვევად გადაკოცნა, წითელი პომადა ლოყაზე დაატყო და შემდეგ ხელის ნაზი მოძრაობით გააცალა (კიარ გააცალა ეფერებოდა და ისე აცლიდა ) –როგორ ხარ საყვრელო? გაუღიმა გოგონამ –ვაა ლიკაა... აქ საიდან? ცოტა ეხამუშა მისი იქ დანახვა არღვლიანს მაგრამ ზრდილობის გამო გაუღიმა –ჩემი და შენი ნათლულის კურსელია, თან ვიცოდი შენც აქ იქნებოდი და ამ შანსს არ გავუშვებდი... თვალები გამომწვევად აუელვარდა ლიკას –აჰა... გასაგებია... –მე დაგტოვებთ მეუღლე მეძახის... დემეტრეს პარტნიორმა მარტო დატოვა წყვილი –მომენატრე დემეეეე.... სიტყვა გაწელა ლიკამ და ახლოს მიიწია მამაკცთან –რაო მერე? აგდებულად და ირონიულად შეხედა ბიჭმა –შენ არ მოგენატრე? ცოტა იწყინა ლიკამ –მე ვინც მენატრება იქ დგას! სიამაყოთ ანიშნა ნიტაზე, რომელიც ერთ–ერთ სტუმარს ესაუბრებოდა –ლამაზი გოგოა! აღფრთოვანება ვერ დამალა ლიკამ –ვიცი! –გამოსამშვიდობებელ საღამოს არ მომიწყობ? ეშმაკურად გახედა ბიჭს –არ გინდა, ნუ დაეცემი აქამდე! მობეზრებულად შეხედა გოგოს –მხლოდ ერთი ღამე! ხელი კისერზე ჩამოუსვა ბიჭს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია –გეყოფა! ცოტა უხეშად გამოუვიდა არღვლიანს –საღამომშვიდობის! ცინიკურად მიესალმა ნიტა გოგონას და ჩაიცინა–არ გამაცნობ ? დემეტრეს ხელკავი გამოსდო და ლიკაზე მიანიშნა –მე ლიკუნა ვარ! თავად გამოიჩინა ინიციატივა–დემეტრეს ახლო მეგობარი! –აჰაა... ახლო თუ საწოლის? ძალიან მშვიდად საუბრობდა ამირეჯიბი და შამპანიურს წრუპავდა –ნიტა წავიდეთ კარგი? არღვლიანმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და ოდნავ უბიძგა –რატომ? ცოტაც ისაუბრეთ იქნებ დაგიყოლიოს ერთი ღამის სე*სზე... ცინიკა არ მოუშორებია ნიტას –ასე მარტივად გამოუშვებ საქმროს? როგორც ჩანს იერიშზე გადავიდა ლიკაც –ვაიმე.... (ვითომ შეწუხებულმა წარმოთქვა) ძვირფასო, ლიანა, მისმინე საყვარელო, (სრულიად მშვიად საუბრობდა ნიტა, ჭიქა იქვე მდგარ მაგიდაზე დადო და მიუბრუნდა ისევ ლიკას) უბრალოდ ვიცი ერთღამიან ბო*თან არასდროს წავა ჩემი ქმარი რადგან გვერდით ჩემნაირი ქალი ჰყავს! შენ არინერვიულო, როცა მი*ეტი მოუნდება აუცილებლად გამოვუშვებ შენთან! თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა.... კი იცოდა დემეტრემ ნიტას როგორი ენა და შესაძლებლობები ჰქონდა მაგრამ ახლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაზე ბრაზდებოდა ვერ ხვდებოდა, მხოლოდ ის უნდოდა დროზე გასცლოდა აქაურობას და მერე თავისებურად მიეხედა ნიტასთვის... აი ეს კი საშინლად კმაყოფილი ჩაჯდა მანქანაში და მაგნიტოფონს ბოლომდე აუწია, ოდნავ სასმელმაც შეათრო და იყო „ საკაიფოდ“... როგორც კი სახლში მივიდნენ მოსამსახურე შეეგებათ –საღამომშვიდობის მატონო დემეტრე ტქვენი მშობლები ორი დღით იტალიაში წავიდნენ და ქორწილამდე დაბრუნდებიან! –კაი ნანა შეგიძლია წახვიდეთ შენც და ლელაც! გაღიზიანებულმა უტხრა და ნიტას გაჰყვა საძინებელში... –რამ გათქმევინა ეგ სიტყვები? გაბრაზებულმა მიაძახა ნიტას როგორც კი ოთახში შევიდნენ –მართალი ხარ (დამნაშავეს სახით შეხედა) უარესები უნდა მეთქვა! (ხელოვნურად გაიღიმა და გარდერობის ოთახში შევიდა) –აქეთ დიდი გულზე ხარ? სირცხვილი არ იცი გოგო? რა დღეში ჩავარდა ლიკა ვერ დაინახე? –მოიცა (გაჩერდა და ტუჩებთან თითი მიიტანა, ფიქრის იმიტაცია გააკეთა) შენ რას იტყვი ბოდიში მოვუხადო თუ პირდაპირ შენი თავი გავუგზავნო? ისე სერიოზულად ჰკითხა ნებისმიერი დაიჯერებდა –გეყოფა ეს ცინიკა! კბილებში გამოსცრა დემეტრემ –ხო მართალი ხარ!–შენ მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარი იქნები! –ჩემი გაგიჟება გინდა? ახლოს მიეწრა დემეტრე და ხელი ჩაავლო მკლავზე –მადლობა თქვი რომ შენი მომავალი მეუღლე ქაჯი რომ არაა თორემ იქვე ვითრევდი იმ ორი ღერი თმით! გამასკულ თოჯინას რო ჰგავდა! გამწარებულმა შეუღრინა ნიტამ –ეჭვიანობის სცენებს ნუ მიმართავ! –მაშინ ნუ იქცევი ისე ორმ ყოველი მეორე ბო*ი შემოგახტეს! დაუყვირა ნიტამაც –ისტერიკებიანი! ხელი ცივად შეუშვა და გასასვლელისკენ წავიდა –ბოდიში ლიანასავით თუ არ გეკიდები ყელზე! მიაძახა გამწარებულმა –წავედი მე! კართან მოისმა ხმა და ნიტაც გავიდა ოთახში –სად მიდიხარ! –ბო*ებში! კარსუკან დაიღრიალა და კიბეზე ჩაირბინა დემეტრემ –მეტის ღირსი მაინც არ ხარ! სიმწრით იქვე დადებული ბალიში გაუქანა და დახურულ კარს მოხვდა... რამდენიმე წამი ამ პოზაში იდგა, ღრ,ა სუნთქვისგან მკერდი აუდიოდ–ჩაუდიოდა, უკვე ყელში აწვებოდა სიბრაზე და რაზე გადაეტანა ვეღარ ხვდებოდა, ასე გაშეშებული იდგა და უცდიდა რაღაცას, იდგა რამდენიმე წამი და როგორც კი მისი ოტახის კარი შემოგლიჯა გაბრაზებულმა დემეტრემ, მაშინვე ერთმანეთისკენ დაიძრნენ და გიჟებივით დაეწაფნენ ერთმანეთის ტუჩებს, ისე ჰკოცნიდნენ თითქოს საუკუნის მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი, იმ წუთას არაფერზე და არავისზე ფიქრობდნენ, მხოლოდ ერთმანეთით ავსება სურდათ, ის ბრაზი და ემოციები რაც წამის წინ განიცადეს უფრო ახელებდათ და ამ ენერგიას გამოთავისუფლების საშუალება მხოლოდ მაშინ მიეცა, როცა ორივე ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე.... *** ვოტ ახალი თავი :D იმედია მოგეწონებათ... მიყვარხართ ჩემო მკითხველებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.