შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(11)


24-06-2017, 00:13
ავტორი sati
ნანახია 2 785

-ლიზა, ლიზა გამომხედე.
ვეღარც ვტიროდი, გული მიმდიოდა... წამომაწვინა და აბაზანაში გაიქცა, ოდნავ წყალი შემასხა სახეზე. თვალები დავხუჭე რადგან სინათლე მაწუხებდა, თვალები ტირილისგან დასიებული მქონდა. მას ეგონა რომ გული წამივიდა.
-ლიზა, ლიზაა! შემომხედე, ლიზა! არ დახუჭო თვალები! ლიზა?! გესმის ჩემი?
მანჯღრევდა და თავს არ მანებებდა. ჩახუტება სცადა მაგრამ გავაგდე.
-დღეს კიდევ ერთხელ... დამიმტკიცა შენმა მთლიანმა ოჯახმა... რომ ცხოველები ხართ და მეტი არაფერი-შემდეგ გადავბრუნდი და დავიძინე. მთელი ღამე ლევანი არ მომშორებია გვერდიდან. მთელი ცხოვრება ამ ყველაფრის ატანა მომიწევდა,ნეტა რამდენჯერ მომიწევდა ამათი ცემის ატანა, გინება... მამაჩემის მკვლელად მოხსენება... თავიდანვე შეცდომა დავუშვი... დავიჯერე რომ აქ ხელს არ მახლებდა არავინ, რადგან ლევანი არ მეპყრობოდა ისე როგორც მის ტყვეს.. ახლა მივხვდი რომ მამამისი ზუსტად ეგრე მიყურებდა. რეზის გარდა არავინ მინდოდა... ან სალი... ნებისმიერი ოღონდ ამათი ოჯახიდან არავინ დამხვედროდა. დილით რომ გავიღვიძე, ლევანი ჩემზე იყო მოწეპებული, ხელები კი წელზე ჰქონდა შემოხვეული. უხეშად ვცადე მოშორება, მაგრამ ძილშიც კი მეწინააღმდეგებოდა და იმას აკეთებდა რაც უნდოდა. ალბათ იგივეს ფიქრობდა ახლა ჩემზეც, რომ დილიდანვე ჩხუბის დაწყებას ვცდილობდი. რატო მაინტერესებდა ის რას ფიქრობდა ჩემზე კი ვერ გიხსნით... ეს ჩემთვისაც დიდი ამოცანა იყო. რეზისთვის მინდოდა მიწერა მაგრამ მას საკმარისად ჰქონდა პრობლემები. სხვა გზა არ მქონდა... სალისთვის უნდა მიმეწერა. მაგრამ როგორც კი მოვიდოდა ლევანი დამბრიდავდა...
ცოტახანში წამოდგა, ტელეფონი აიღო, დახედა და ისევ დაწვა.
-როგორ ხარ.
არაფერი ვუპასუხე.
-ლიზა. არც ვიცი რა უნდა გითხრა.
უცებ განვთავისუფლდი მისი ხელებისგნა და წამოვდექი.
-მთელი ცხოვრება უნდა ავიტანო ეს?! ყველას შეულია ისე მელაპარაკოს როგორც უნდა და მირტყას? ლევან ამდენს არ ავიტან გესმის?!! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენთან ერთად ვიცხოვრო და შენი ოჯახის დამცირებები ავიტანო!! მამაჩემს ვფიცავარ, მეორეჯერ ვინმე გამეკარება და ჩათვალე რო ყველაფერი გამოგივიდათ და შური იძიეთ. მოვკვდები და ალბათ მამაშენიც და შენც მოისვენებთ!
არაფერს ამბობდა, უბრალოდ უემოციო სახით მიყურებდა. შემდეგ ნელა წამოდგა, მე კართან მივედი, ხელი სახელურზე მეკიდა, მეშინოდა, ხელი აწია, შემეშინდა და კუთხესთან მივიწიე და ჩავიკუზე. გაშეშდა. კარი მიხურა და ჩემთან მოვიდა.
-მაპატიე.
ვერ ვიჯერებდი...
-მაპატიე, ვერ ვაცნობიერებდი რამხელა ტკივილს გაყენებდი.
-არ მომეკარო.
-არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ მენდე-ხელში ამიყვანა და საწოლში დამაწვინა, შემდეგ ჩემ გვერდით დაწვა და ჩამეხუტა. ჩემ თმაში ჰქონდა თავი ჩარგული.
-მაპატიე. გეფიცები ხელს ვეღარავინ დაგაკარებს, აი ნახავ, ერთ სიტყვასაც ვერ გეტყვიან ისე რომ მე არ მკითხონ. მაპატიე ლიზ... მაპატიე-ისე საწყლად მეუბნებოდა ამ ყველაფერს რომ წამით შემეცოდა, მისი სახე ხელებში მოვიქციე. მაგრამ ეს ყველაფერი წამით მოხდა... სულ რაღაც წამი... ზუსტად ამ ერთმა წამმა შემაცდინა, ახლოს მოიწია და მაკოცა... ერთი წამი... და მაშინვე გამოვიწიე. არცერთს არაფერი გვითქვამს, ისე იქცეოდა თითქოს არაფერი. ისევ მიმიზიდა მისკენ და ჩამეხუტა.
-მაპატიე. აი ნახავ-სულ ამას იმეორებდა და არ მიშვებდა-ჩემი არ უნდა გეშინოდეს... სანამ არ გამაბრაზებ-ამაზე ორივეს გაგვეცინა-მაგრამ ხელს შენზე არასდროს არ ავწევ.
-მამაშენი?
-მამაჩემი მიიღებს თავისას.
-რა?
-ეგ უკვე შენი სადარდებელი არ არი. ლიანას ვეტყვი რო რამე გაგვიკეთოს. მერე კაბაზე მივდივართ.
-რა?
-ხო, ქორწილი ზეგ გვაქ. დაგავიწყდა?
-ესე მალე?
-კი. მე მეგონა კვირას...
-არა, შაბათს გადმოვიტანე. კვირას დაჯავშნილი იყო უკვე.
-და მე არ უნდა მკითხო? დამავიწყდა მე ხომ ნივთივით ვარ ამ სახლში, ამიღებენ და წამიღებენ, არაფერს არ მეკითხებიან რადგან აზრი არ გამაჩნია და მექცევიან ისე როგორც უნდათ რადგან არაფერი არ მტკივა-კიდე უნდა გამეგრძელებინა ლაპარაკი მაგრამ პირზე ამაფარა ხელი.
-ქორწილის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, ვიცი რომ ბოლომდე იბრძოლებ და ქორწილზეც აშკარად რამეს მოიფიქრებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქორწილის შემდეგ დამშვიდდები და მიხვდები რომ ამ სულელურ გეგმებს აზრი არ აქ.
თავზე მაკოცა და ადგა.
-ლიანას ვეტყვი რო რამე გააკეთოს. მანამდე არ გაბედო და არ ადგე.
-რატო?
-მე მინდა ესე.
-და მეც ბევრი რამე მინდა.
-მაგალითად?
-ქვევით მინდა.
-მერე ჩამოდი.
-მეზარება.
საწოლთან მოვიდა და ზურგით დადგა. მაშინვე შევახტი და კისერზე მაგრად შემოვხვიე ხელები. შემდეგ კი ქვევით ჩამიყვანა, ორივე ვიხეოდით სიცილში. სამზარეულოში ლუკა და ლიანა იყვნენ.
-რა ეტაკა ამას? რამე მოაწევინე?-ლუკაც აგვყვა სიცილში.
-ლევან შვილო რომელი საათია, სამსახურში დაგაგვიანდა.
-არ დამაგვიანდა ლიანა, როცა მინდა მაშინ მივალ, ჩემი კომპანიაა. რამე გაგვიკეთე რა.
შემდეგ სკამზე დამსვა. თვითონ ზედა არ ეცვა.-
-რა გჭირთ თქვენ?
-არაფერი, ჭამე რა. შენთან ვაბშე სალაპარაკო მაქ.
-რა?
-რადა, შენ გგონია ვერ გავიგებდი?
-რას?
-რას და იგივე რო დაიწყე. ლუკა სანამ არ გაგხევ ცემაში იქამდე არ მოისვენებ ხო?
-ეხა ლიზასთან აპირებ ლაპარაკს მაგაზე?
-ლიზასთან კი არა მადლობა თქვი გიორგისთან რო არ დავიწყე ლაპარაკი. ის უარესს გიზამდა. მარა არც მე დაგაკლებ.
-რა ეხლა მცემ?
-აუცილებლად უნდა გცემო შეჩ**ისა რო შეგაგნებინო რაღაც?!!
-კაი, მერე რო ვილა...
-ლევან, გეყო რა.
-რა მეყო ლიზა რო იცოდე რას აკეთებს მაგას არ მეტყოდი. კიდე კაი დაგიჭირე ეხლა თორე ვაბშე გაგივიდოდა ეგ. საღამოს დამხვდი სახლში, ფეხი არ გაადგა არსად, იცოდე დაცვას გავაფრთხილებ. გირჩევნია შენ ოთახში არაფერი ვიპოვო რო ამოვალ.
-საღამოს ლექცია მაქ.
-მძღოლი წაგიყვანს და მოგიყვანს.
ამ დროს ლიანამ საჭმელიც მოიტანა და დადო მაგიდაზე.
-არ მშია-ლუკა ადგა მაგიდიდან.
-რა არ გშია დროზე დაჯექი ადგილზე.
-მაგვიანდება-და გიჟივით გავიდა ოთახიდან.
-რა ხდება?
-რა ხდება და ნარკომანია, აი რა ხდება.
-ნარკომანი?
-ხო, თან ყიდის ხოლმე. ეს... მოკლედ, რო შეამჩნიო რო კაიფშია ან რამე ეგეთი, მაშინვე მეუბნები. გიორგიმ რო გაიგოს რო ისევ შეჯდა ვაბშე მოკლავს ამ საცოდავს ტო... რა ძმაკაცები ყავს ესეთი...
-რო არ ეტყობა არაფერი?
-როდის უნდა დაეტყოს ლიზა? დილით მიდის, ღამე მოდის.
-აბა შენ საიდან იცი?
-მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი.
-არ იცი.
-დაგიმტკიცო? სალის რო ელაპარაკები ხოლმე ტელეფონზე ეგ ვიცი.
-იმიტო რო ისმინება.
-ლიზა, დაგიმტკიცებ. რაც არ უნდა გააკეთო ყოველთვის გავიგებ.
-კაი, აღარ მინდა რა ეს ჩხუბი.
-არავინ გეჩხუბება. გაფრთხილებ. რო სანამ რამეს გააკეთებ იცოდე რო შენზე ორი ნაბიჯით წინ ვარ. თუ გინდა თავისუფლება მოიქეცი შესაბამისად. არც მე მევასება შენი გამოკეტვა.
-ლიანა, ყავ...-ისეთმა გამომხედა გავჩუმდი.
-რო დავინახო რო ყავას სვამ, გადაგასხამ თავზე.
-კაი, ჩაი მომიტანე რა ლიანა.
-ეხლავე შვილო.
-როდის მივდივართ იმ რაღაცეების მოსაზომებლად?
-როცა შეჭამ.
მინდოდა მეკითხა... თუ შეილებოდა რომ მამაჩემი მენახა... მაგრამ ვიცოდი რომ მაშინვე გაბრაზდებოდა. ბოლოს და ბოლოს ის დარწმუნებული იყო რომ მამაჩემმა მოკლა დედამისი. არადა მე ესე ვერ გავძლებდი... მან ეს კარგად იცოდა. უბრალოდ დროის საკითხი იყო სანამ მე მართლა ჩავაკვდებოდი ხელში. ჩაკეტილი სახლში, უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან, მოწყვეტილი ოჯახს... მაქსიმუმ 1 ან 2თვე და შემდეგ...
-რაზე დაფიქრდი?
-არაფერზე. მეტი აღარ მინდა-ზევით ავედი. ზედა გავიხადე და მაიკის ძებნა დავიწყე როდესაც უკნიდან ვიღაც შემომეხვია.
-ლევან რას აკეთებ!
-რას ვაკეთებ, ჩემ საცოლეს ვეხვევი.
-არ მაცვია.
-მერე?
-მერე, მაცადე.
-ამას ეძებდი?-ჩემი შავი მაიკა მომცა.
-კი-და უცებ გადავიცვი, შემდეგ კი მისკენ გავტრიალდი.
-რა გჭირს?-მისკენ მიმიზიდა და თმები გადამიწია სახიდან.
-არაფერი.
-ხო ვხედავ რო რაღაცაზე ხარ ჩაფიქრებული.
-მართლა არაფერი-მისკენ მივიწიე და ვაკოცე... მხოლოდ შემდეგ მივხვდი რა გავაკეთე... მას ეგონა რომ მე მიყვარდა...
-წავიდეთ?
-სპორტულები მაცვია, უნდა გამოვიცვალო შარვალი.
-მე ესეც მომწონხარ-ისევ ზურგზე შემოვახტი და ქვემოთ ჩამიყვანა. რაღაც მომენტში შემეცოდა რადგან როდესაც ქორწილი ჩაიშლებოდა ესეთი მხიარული და ბედნიერი ნაღდად არ იქნებოდა. ალბათ ეგოისტს, დამპალს და დაუნახავს მიწოდებთ, მაგრამ ის იმსახურებს ყველაფერს რაც მოუვა. მე არ დამიმსახურებია არაფერი იქიდან რაც დამემართა.
***
ვიცი პატარა თავი იყო მაგრამ ხვალ უფრო დიდს დავდებ <3



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons

 


№2 სტუმარი Ana

Umagresia xval dids velodebi upro

 


№3 სტუმარი Guest waka

Au dges agar dadeb ? Dzalian magariiaaa male dade ra

 


№4  offline წევრი sati

Guest waka
Au dges agar dadeb ? Dzalian magariiaaa male dade ra

Ertze Mets dgeshi ver vdeb radgan moderi agar var :((

 


№5 სტუმარი Guest waka

Au dade axali tavi ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent