შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (9)


24-06-2017, 22:20
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 434

კაცის სუნამოს სურნელი მაღვიძებს სუნამოს სუნს ოდეკოლონის სუნი ერევა და თვალებს სასწრაფოდ ვახელ.
ბექასთან მძინავს? არაფერი ცუდი არ იფიქროთ ჩაცმული ვარ ნუ ისიც თუ წელს ზემოთ განყოფილებას არ ჩავთვლით. ზუსტად ისე ვაშტერდები როგორც მაშინ პირველად რომ შემოვიდა ჩემს ოთახში. მშვიდად სუნთქავს. მისი თბილი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა. როგორც ჩანს გამოუვიდა და კოშმარებისგან დამიცვა. მინდება მისი სახის ნაკვთები ხელით მოვხაზო მაგრამ ეს უცნაური იქნება ჩემი მხრიდან.
-ბექაა ბექუნაა ბექუნია არ მინდა შეგაწუხო მაგრამ იქნებ განმათავისუფლო შენი სრულიად დაკუნთული მასისგან?
-დაისვენე ნუ ფართხალებ.
-რა?
-ჩუ, მეძინება.
-გამხსენი და მერე დაიძინე
-არა მე შენთან ერთად ძილი მინდა!
-რატომ?
-ასე ძილი მომწონს.
გულის ცემა მიჩქარდება. ეშმაკურად ეღიმება.
-ზუსტად ეს მინდოდა
-რა?
-ვითომ ვერ ხვდები
-მცხელა და მაგიტომ
-ანუ ძალიან ცხელი ვარ
-ხო.. მოიცა...არა ანუ კი მაგრამ ისე არა როგორც იფიქრე.
-მიყვარს დაბნეული როცა ხარ
-შენ არ მითხარი არაფერის იმედი არ გქონდესო?
-იდიოტი ვიყავი.
-გაფიცებ სიზმარში რამე ნახე თუ...
-არაფერიც არ მინახავს. ვაღიარებ რომ იდიოტივით ვიქცეოდი
-"ვით" რათ უნდა?
საყვარლად ეღიმება. ისეთი კარგია და თან სიმპათიური. არ ვიცი რა გავაკეთო შევეწინააღმდეგო ამ გრძნობას თუ დავნებდე.
-გითხარი რომ გემრიელი ტუჩები გაქვს?
-არა
არ გაბედო! ვის ვატყუებ მინდა რომ მაკოცოს.
-ხოდა ახლა გეუბნები. მინდა კიდევ ერთხელ გაკოცო
-ვერ იზამ!
-ვიზამ!
ისედაც საკმაოდ ახლო ვართ და ჩვენს შორის მანძილი სულ უფრო და უფრო მცირდება.
-ჰაერი მჭირდება!
და აი ის რასაც თითქმის მთელი თვენახევარი ელოდა ჩემი მეორე მე. ის მეორე მე, თბილი ბექა და ის კოცნა რომ მოსწონდა.
მთელი გრძნობით მკოცნის. მეც არ ვიწვალებ თავს და კოცნაში ფიქრის და ყოყმანის გარეშე ვყვები. იმ კოცნასთან შედარებით ეს კოცნა კიდევ უფრო უხერხულია რადგან ჯერ ერთი საწოლზე ვწევართ და მეორეც სრულიად მარტონი ვართ. ბექა ჩემგან წინააღმდეგობას არ გრძნობს და კიდევ უფრო ხელდება. სულ მალე ზემოდან მექცევა აი ეს კი დიდი შეცდომაა. ხელს ვკრავ და ჰაერს ხარბად ვსუნთქავ. მიჭირს თავის შეკავება და ვატყობ არც ბექაა კარგ დღეში.
ბექა მუცელზე წვება და ჩემსკენ იხრება. სახიდან თმას მიწევს. ახლა ვხვდები რომ გუშინ თმა არ დამივარცხნია და საშინლად გაწეწილი ვარ.
სუნთქვას ვირეგულირებ და ბექას ვეხუტები არც ისაა წინააღმდეგი
-შენზე მომიყევი
-ყველაფერი იცი
-ლონდონის ამბები არ ვიცი.
სახეზე ენით აუწერელი გამომეტყველება აქვს. თვალებიდან კი ტკივილს და სიცივეს ერთად ასხივებს.
-ისეთი გამომეტყველება გაქვს როგორიც მაშინ ლონდონიდან რომ ჩამოხვედი.
-მტკივნეული თემაა
-ვხვდები მაგრამ როგორც ამბობდი უნდა გავიხსნათ თან მეც მოგიყვები ჩემი ცხოვრების შესახებ.
-ლონდონში ცოტა გამიჭირდა ფეხის მოკიდება. ვერც ჩემი ოთახის მეზობელ ალექსს ვეკონტაქტებოდი მაგრამ როდესაც ლონდონს შევეჩვიე წვეულებებზეც დავიწყე სიარული იქ კი დიდი სამეგობრო წრე გაივიჩინე. ნელ-ნელა ალექსიც ამ სამეგობროს ნაწილი გახდა იმ დღეს დიდი შეცდომა დავუშვი. ერთი გოგო შემიყვარდა ვივიენი ერქვა და იმდენი მოახერხა მასზე დამოკიდებული გავხდი. მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გამოვიჭირე ტყუილში მაინც მის ანგელოზის სახეს ვუჯერებდი ბოლოს კი მოვბეზრდი მოვბეზრდი კი არა მიღალატა ალექსთან დაიწყო შეხვედრა. სამწუხაროა რომ ერთი წელი ტყუილში ვცხოვრობდი მერე კი სიყვარულის არსებობა უკუვაგდე და მთელი წელი ერთი მეორეს მიყოლებით ვიცვლიდი ქალებს რომელთა მიმართაც არაფერს ვგრძნობდი მხოლოდ სიძულვილს.
ვივიენზე საუბრისას ხმა უკანკანკალებს და ნერვიულობისგან ხელის გულები ეცვარება. ალექსის ხსენებისას კი თვალები ცრემლებით ევსება ეტყობა რომ საყვარელი ქალის ღალატი არ სტკენია ისე როგორც მეგობრის.
-შენი ჯერია
-ისედაც იცი რაც გადავიტანე. აქამდე ვერ მოვახერხე მადლობის გადახდა. შენ ჩემი ცხოვრება გადაარჩინე
-მადლობა არაა საჭირო.ნეტავ მანამდე შემძლებოდა რამის შეცვლა. ახლა შენი ცხოვრების ოთხ წელზე მომიყევი.
-ერთი ბიჭი გამოჩნდა რომელზეც ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ახლა უკვე მწარედ მეცინება იმაზე თუ როგორ ბრმად ვენდობოდი ალექსანდრეს. აღმოჩნდა რომ მეგობრებთან სანაძლეო დაუდია აინტერესებდათ რამდენ ხანში შეძლებდა ჩემთან დაწოლას.
ბექა ცოფდება.
-არაკაცი!
-ეს უკვე წარსულია, მტკივნეული მაგრამ უკვე წასული.
-მშია
-მეც
-მაგრამ ჯერ ჩემს თმას უნდა მივხედო.
-კარგი მაგრამ იცოდე გიხდება
-ნუ დამცინი
სააბაზანოში შევრბივარ და დუშის ქვეშ ვდგები. ნუთუ მაკოცა? ამჯერად ყველაფერი მომიყვა ამჯერად როგორც იდიოტი ისე არ მოქცეულა. გული კი არ მატკინა პირიქით ის ღრმული ამომივსო ყოველთვის რომ მქონდა.
თმას ვიწესრიგებ კბილებს ვიხეხავ და სწრაფი ნაბიჯით მივუყვები კიბეს. ახლა მახსენდება რომ ანის არ დაურეკავს. ტელეფონს ვიღებ და ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ანის აღელვებული ხმა ჩამესმის ყურში.
-აბა როგორ ხართ ხომ არ მოიწყინეთ? მოიცა ბექა ხომ არ მოკალი და გვამის დამალვა გინდა?,
-მორჩი მაიმუნობას როგორც ვიცი დღეს სახლში უნდა დაბრუნებულიყავი.
-დიახაც მაგრამ ხელს ხომ არ შეგიშლით?
-რაში?
მოიცა ამან რამე იცის?
-რაში და ერთმანეთის შეყვარებაში. კი ვიცი რომ გიყვარს მაგრამ ისიც ვიცი რომ ჭიუტი ხარ და არ აღიარებ.
-სისულელეა არც კი ვიცნობ ნორმალურად
-ნია ძვირფასო ისეთივე ცუდი ხარ ტყუილში როგორც მე ფიზიკაში ასე რომ ისიამოვნეთ მარტო ყოფნით.
ტელეფონს ვთიშავ და გამოშტერებული ვდგევარ ჰოლში. მიყვარს? სიყვარული ხომ დიდი ხანია დავივიწყე. ეს გრძნობა ხომ დაავადებას ჰგავს შეგეყრება და სულს გიჭამს. მანამდე გჭამს სანამ არ მოგინელებს და მერე სიცოცხლის ძალა გამოცლილს ნახმარი ტილოსავით დაგადებს ოთახის კუთხეში, იმ ხალიჩად გაქცევს რომელზეც ფეხს აღარ იწმენდავენ. მერე კი გამოჩნდება სხვა ვინც ამ დაავადებას კვლავ გადმოგდებს. თავიდან ბედნიერებასა და ეიფორიაში ხარ მერე კი ისევ ის გელოდება რაც წინად მოხდა.
გაკვეთილი უკვე ვისწავლე აღარ დავუშვებ ისევ იმ ნეხვში აღმოვჩნდე რომელშიც ალექსანდრემ ჩამაგდო.
სამზარეულოში შევედივარ და ბექას გაღიმებულ სახეს ვხვდები რომელიც მათბობს თუმცა მალევე ძველი ნია ვხდები და სიცივეს ვიშველიებ სითბოს შესანიღბად. მიჭირს მაგრამ ეს უნდა გავაკეთო განა ყოველთვის ამას არ ვაკეთებ? როცა ვინმე ჩემს რეალურ სახეს ხედავს მეშინია და ლაჩარივით ნიღბის უკან ვიმალები.






პ.ს.
ვიცი ვიცი რომ ნია ნერვებს გითხრით მაგრამ მეც მაგ დღეში მაგდებს. უბრალოდ მინდა ნიამ გაითავისოს სიყვარული. დიდი გულისტკენა გადაიტანა ამას პლიუს პატარაა პლიუს გოგოა და როგორც ყველაჩვენგანს დრამატიზება უყვარს ამიტომ გაიგეთ. მართლა უზომოდ მიხარია თქვენი არსებობა, იმ ხალხის რომელიც კითხულობთ. თავიდან მეშინოდა ჩემი ნაწერის ატვირთვა თუმცა ადრეც ამიტვირთავს სიახლეები ამ საიტზე უნდა ვაღიარო ისტორიათა უმრავლესობა ვერ დავამთავრე და მკითხველს იმედები გავიცრუე. ამჯერად სტიმული და სურვილი მაქვს მივხვდი წერა რამდენს ნიშნავს ჩემთვის და მალე თავს მოგაბეზრებთ :)



№1  offline წევრი ნეპტუნიელი

დილა პოზიტიურად დაიწყო, იმიტომ რომ ახალი თავი დამხვდა. მაგრამ მეცოტავა sweat ბექა ძალიან საყვარელია. იმედია, ნიას გულს არ ატკენს blush შენ რაც შეგეხება, ჩემო გოგო, ძალიან მომწონხან. კარგად წერ. უბრალოდ სასვენი ნიშნებიც, რომ გამოიყენო უკეთესი იქნება. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე. მალე დადე შემდეგი. წარმტებები <3

 


№2  offline წევრი Hot Chocolate

Argent
დილა პოზიტიურად დაიწყო, იმიტომ რომ ახალი თავი დამხვდა. მაგრამ მეცოტავა sweat ბექა ძალიან საყვარელია. იმედია, ნიას გულს არ ატკენს blush შენ რაც შეგეხება, ჩემო გოგო, ძალიან მომწონხან. კარგად წერ. უბრალოდ სასვენი ნიშნებიც, რომ გამოიყენო უკეთესი იქნება. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე. მალე დადე შემდეგი. წარმტებები <3

ყოველთვის მიხარია შენი კომენტარები <3 არ დავუშვებ რომ ნიას გული ატკინოს ნიაც ძალიან მიყვარს და ჩემთან ძალიან ახლოს არის. პატარა თავზე კი რა გითხრა. ვწერ ვწერ ვწერ და რომ ვამთავრებ გამოდის ის რასაც ვდებ. :D სასვენი ნიშნები ყოველთვის რთული იყო ჩემთვის და არაფერი შეცვლილა :( მალე დავდებ

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

ამდენი ხანი სად ხარ? მალე დადე რა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent