სინათლის სხივი წყვდიადში (9)
თავი 9 სახლში შესულს დამხმარე შემომეგება დორისი -გამარჯობა ქალბატონო დიანა, მოდით ჩანთას გამოგართმევთ -საჭირო არ არის დორის, საძინებელში მივდივარ და თავად წავიღებ -აჯობებს ჩანთა დორის მისცე -დანიელის ხმა მომესმა, შემოვბრუნდი და ის კიბესთან მდგომი დავინახე -რატომ საკუთარ ნივთებს თავად მივხედავ -მიდი დი ჩანთა დორის მიეცი, შენ კი მე გამომყევი -კარგი და სად მივდივართ? -სიურპრიზია -ხომ იცი სიურპრიზებს ვერ ვიტან -დამიჯერე ეს მოგეწონება -დანიელი სხვენის ოთახის კართან გაჩერდა -აბა რა არის ამ კარის მიღმა? -დიანა ვიცი რომ ამ სახლში თავს უცხოდ გრძნობ და აქ ყოფნა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გიწევს, ამიტომ მინდა ამ სახლში საკუთარი კუთხე გქონდეს -დანიელმა კარი გააღო -ღმერთო დანიელ თვალებს არ ვუჯერებ ნუთუ ჩემთვის ამდენი იწვალე -შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ, ამიერიდან აქ განმარტოება და ხატვა შეგეძლება. ვიცი შენ უარი თქვი შენს ოცნებაზე მაგრამ მე ამას არ ვაპირებ -მადლობა დანიელ, ასეთი რამ ჩემთვის ჯერ არავის გაუკეთებია -კარგი მე ბევრი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ საჭირო პერსონალი დავიქირავე, ჰო მართლა ყუთიდან შენი ნივთები ამოვალაგე და კიდევ სხვებიც ვიყიდე იმედია გამოგადგება -ყველაფერი შესანიშნავია, სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორი ბედნიერი ვარ -დანიელს მოვეხვიე სიხარულისგან, ამ დროს კი ოთახში მაიკლი შემოვიდა -ხელს ხომ არ გიშლით გვრიტებო? -შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ?! -მისმა ვიზიტმა ძალიან გამაღიზიანა -ნუ ბრაზობ პრინცესა, უბრალოდ მინდოდა მენახა ჩემი ძმის ნაშრომი -ხომ ნახე ახლა წადი აქედან ძმაო -დანიელმა კარისკენ ანიშნა მაიკლს -კარგი დამშვიდდით უკვე მივდივარ -მაიკლმა კარი გაიჯახუნა და წავიდა -რადგან ჩემი ძვირფასი ძმა წავიდა იქნებ ავღნიშნოთ -სიამოვნებით, წავალ სარდაფიდან ღვინოს მოვიტან შენ კი სამზარეულოდან რაიმე საჭმელი მოიტანე -კარგით მემ როგორც იტყვით -მე ბნელ სარდაფში ღვინის მოსატანად წავედი, კარი გავაღე თუმცა სიბნელის გამო ვერაფერს ვხედავდი და მოულოდნელად მთელი სარდაფი განათდა -როგორი პროგნოზირებადი ხარ ძვირფასო -სიბნელიდან მაიკლი გამოვიდა -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -შენს გასაფრთხილებლად მოვედი -რას ბოდავ? -გგონია ჩემი ძმისთვის რაიმეს ნიშნავ, ის წყეული ოთახი თავის მოჩვენებაა და მეტი არაფერი -ეს შენ არ გეხება მაიკლ, ნუ ერევი ჩემი და დანიელის ურთიერთობაში -მე დაგიმტკიცებ პრინცესა რომ დანიელს ფეხებზე კიდიხარ -მაიკლი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა დანიელის ხმა გაიგონა და წავიდა -დიანა აქ ხარ? -კი დანიელ, ბოთლს ავიღებ და ახლავე ამოვალ -მე ღვინის ბოთლი ავიღე და ჩემს სახელოსნოში წავედით. მე და დანიელმა მთელი ბოთლი ღვინო დავლიეთ, ვისაუბრეთ და შემდეგ დასაძინებლად წავედით. სანამ ჩვენ სახლობანას ვთამაშობდით მაიკლი ახალ ინტრიგას ხლართავდა, ახალ ბოროტებას ჩენს წინააღმდეგ. მაიკლმა გოგონას დაურეკა სახელად ჰანა კლარკს, ის მისი ბოროტული გეგმის მთავარი კოზირი იყო. -ჰანა ძვირფასო როგორ ხარ? -რით დავიმსახურე ეს პატივი -უკმეხად უპასუხა გოგონამ -დროა შური იძიო დამცირებისთვის ძვირფასო -რას ბოდავ მაიკლ, დანიელმა მიმატოვა ამით ყველაფერი დამთავრდა -თუ გეტყვი რომ დანიელის ქორწინება უბრალო გარიგებაა, მაშინ რას იზამ? -მაიკლი მოუთმენლად ელოდა გოგონას პასუხს -ეს შეუძლებელია, მე ქორწილის და ნიშნობის ფოტოები ვნახე, ისინ ამ წლის საუკეთესო წყვილია -ეს ყველაფერი ფარსია ძვირფასო, მე კი გეგმა მაქვს რომელიც ორივეს მოგებას მოგვიტანს -გისმენ მაიკლ რა გეგმა გაქ? -ჰანა სასწრაფოდ ახალ ორლეანში უნდა ჩამოხვიდე, შენთვის სამუშაო მაქ -შენი დიდი გეგმა ჩემი დასაქმებაა? -არა ჩემი დიდი გეგმა შენი და დანიელის ერთ სახლში ცხოვრებაა -გასაგებია, იქნებ ის მითხრა ამით შენ რას მიიღებ? -მე დავამტკიცებ რომ დანიელი იდეალური არ არის -ერთი პირობით დაგთანხმდები -გისმენ ძვირფასო -დანიელს არაფერი უნდა დაუშავდეს -თანახმა ვარ, დილით შევხვდებით -მაიკლმა კმაყოფილი სახით დაკიდა ყურმილი და დილას მოუთმენლად ელოდა. მე და დანიელმა დილით ადრე გავიღვიძეთ და საუზმისთვის მოვემზადეთ -დღეს სამსახურში მიდიხარ? -დილამშვიდობისა დანიელ, არა არ მივდივარ ჩემი ასისტენტი სახლში მომიტანს საბუთებს -როგორც გინდა, ქვევით ჩავიდეთ? -წადი და დაგეწევი -დანიელი ოთახიდან გავიდა მე მობილური ავიღე და უკან გავყევი, როდესაც კიბეები ჩავიარე მისაღებში სიურპრიზი დამხვდა, ჩემს ქმარს ვიღც ჩემთვის უცნობი გოგო კოცნიდა -აქ რა ჯანდაბა ხდება? -შენ საერთოდ ვინ ხარ? -უკმეხად მომმართა უცნობმა -მე ის ქალი ვარ რომლის ქმარსაც კისერზე ეკიდები -დიანა ყველაფერს აგიხსნი -ნერვიულად მითხრა დანიელმა -იმედია კარგი ახსნა აქვს ამ ყველაფერს -მოდი მე მოვფენ ყველაფერს ნათელს -მრავლის მომცველი ღმილით თქვა მაიკლმა -ეს ჩვენი ახალი ასისტენტი ჰანა კლარკია, ჰო და კიდევ ის დანიელის ყოფილია -მაგარია, ასისტენტად ჩემი ქმრის ყოფილი აიყვანე -დიანა ჩვენს შორის არაფერი ხდება -მომხდარის ახსნა სცადა დანიელმა -ვხედავ დანიელ, ის უბრალოდ გკოცნიდა მეტი რა უნდა მომხდარიყო -დიანა არ გინდა, მაცადე რომ აგიხსნა -დანიელ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ახლა კი ჰანა კარგად მომისმინე შენ დაქირავებული თანამშრომელი ხარ ამიტომ შენი ადგილი არ დაგავიწყდეს, თორემ გახსოვდეს შეუცვლელი თანამშრომელი არ არსებობს -აი სკანდალი მესმის -მაიკლ ძვირფასო არავითარი სკანდალი, ეს თემის დახურვაა. ახლა კი შენს თანამშრომელს მოახლეების ფლიგელში თავისი ოთახი უჩვენე -დიანა ეს არ არის საჭირო -შეწუხებულმა თქვა დანიელმა -მე ამ სახლის დიასახლისი ვარ, ასე რომ მე გადავწყვეტ სად დაიძინებენ ჩვენი სტუმრები ძვირფასო, ახლა კი წავიდეთ საუზმე გაცივდება -მე სასადილო ოთახში გავედი. -რა ჯანდაბაზე ფიქრობდი მაიკლ, ჰანა აქ რატომ მოიყვანე? -მე უბრალოდ ასისტენტი მჭირდებოდა მას კი სამუშაო, ასე რომ ყველაფერი თავისთავად მოხდა -ეს თუ შენი კიდევ ერთი თამაშია ჩემი და დიანას წინააღმდეგ გაფრთხილებ კარგად არ დასრულდება -ამაში მართალი ხარ შენი ლამაზმანი ცოლისთვის ნამდვილად არ დასრულდება კარგად, შეიძლება მისი პატარა გული გატყდეს. -ეს ჯერ კიდევ საკითხავია მაიკლ, შეძლებ კი დიანას დამარცხებას -მოულოდნელმა სტუმარმა შეაწყვეტინა ძმებს საუბარი -ნიკოლას როდის ჩამოხვედი? -ამ დილით დანიელ და გადვწყვიტე ცოტახნით ჩემს მეგობართან დავრჩე -ძალინ გამიხარდა, დანარჩენები სასადილო ოთახში არიან, საუზმემზე შემოგვიერთდი -სიამოვნებით -მაიკლი, დანიელი და ნიკოლასი სასადილო ოთხში შემოვიდნენ -ნიკოლას როდის ჩამოხვედი -მე ნიკოლასთნ მივედი და მოვეხვიე -ამ დილით ჩამოვედი ძვირფასო და პირველ რიგში თქვენი ნახვა გადავწყვიტე -ძალიან გამახარე, ხომ დარჩები? მოახლეს ოთახს მოვამზადებინებ -რადგან ასე მთხოვთ ქალბატონო დიანა უარს ვერ გეტყვით -ძლიან კარგი -ყველანი მაგიდას მივუსხედით. რთული იყო მეთვალთმაქცა რომ დანილის და მისი ყოფილის გამო არ ვბრაზობდი, მე ხომ გაცოფებული ვიყავი მომხდარის გამო. ჩემი სიბრაზე მერის შეუმჩნეველი არ დარჩა -დიანა ძვირფასო რაიმე მოხდა? -წყნარად მკითხა მერიმ -არა მერი ყველაფერი რიგზეა -კარგი რა დიანა უთხარი დედას სიმართლე -მაიკლმა საუბარი შემაწყვეტინა- დიანა გაბრაზებულია რადგან მე დანიელის ყოფილი შეყვარებული ჰანა ასისტენტად ავიყვანე, ჰო და კიდევ ის ამ სახლში იცხოვრებს -ამის გაგონებაზე მერის ჩანგალი დაუვარდა -მაიკლ შვილო რის მიღწევას ცდილობ? -მერი შეეცადა აღელვება დაემალა -მე ჩემი ძმის შეცდომის გამოსწორებას ვცდილობ დედა, მან გოგოს გული გაუტეხა მე კი მინდა ცოტათი მაინც დავეხმარო -ჰო მაგრამ იმაზე რატომ არ დაფიქრდი როგორ გავლენას იქონიებდა ეს შენი ძმის ოჯახზე -მერი დამშვიდდით როგორც უკვე ვთქვი ყველაფერი რიგზეა, მაიკლს მხოლოდ კარგი საქმის გაკეთება უნდოდა და თანაც მე და დანიელმა დიდი ხნის წინ ვისაუბრეთ ჰანაზე და ეს უკან მოვიტოვეთ -ძალიან კარგია, მაშინ მოდით მშვიდად ვისაუზმოთ- მაიკლი უკმაყოფილო იყო იმის გამო რომ მისმა გეგმამ არ იმუშვა, თუმცა ეს დასასრული არ იყო -ნიკოლას დიდიხნით დაბრუნდი ახალ ორლეანში? -შეკითხვით თემა შეცვალა ენტონიმ -არ ვიცი ბიძია, სახლი და მეგობრები მომენატრა ასე რომ ბარგი ჩავალაგე და აქეთ გამოვეშურე -უკვე იცი სად დარჩები? -ენტონი მე უკვე ვთხოვე რომ ნიკოლასისთვის სტუმრების საძინებელი მოამზადონ, იმედია წინააღმდეგი არ ხარ -არა ძვირფასო ის შენი ქმრის საუკეთესო მეგობარია, რამდენი ხანიც მოუნდება იმდენ ხანს დარჩეს -ჩვენ დიდხასნ ვისაუბრეთ, შემდეგ ენტონი სამსახურში წავიდა, მერი მეგობრების სანახავად, დანიელი და ნიკოლასი ბაღში გავიდნენ, მე კი საძინებელში წავედი სადაც მაიკლი მელოდებოდა -დაგაგვიანდა პრინცესა -აქ რას აკეთებ მაიკლ? -მისმა ჩემს ოთახში დანახვამ გამაოცა -უბრალოდ მინდა გავიგო ამას როგორ აკეთებ -მაიკლმა კუთხეში მიმიმწყვდია, სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი. ჩემი თავდაჯერებულობის მიუხედავად მაიკლი ძალიან მაშინებდა -რას როგორ ვაკეთებ? -როგორ შეგიძლია ჩემი ამდენი მცდელობის მიუხედავად სიმშვიდის შენარჩუნება და სიტუაციის შენს სასარგებლოდ შემობრუნება -მაიკლ ახლავე გადი ჩემი ოთახიდან -მე მას ხელი ვკარი და ოთახიდან გასვლა ვცადე, თუმცა ის მკლავში მწვდა და წასვლის საშუალება არ მომცა -მაიკლ გაიმიშვი მტკივა -ჯერ მიპასუხე და შემდეგ დავფიქრდები -არ ვიცი რა გიპასუხო, მე უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ მამაშენთან დადებული გარიგების ჩემი ნაწილი შევასრულო ამაში კი შენი მცდელობები უფრო მეხმარება -ეს ის პასუხი არ არის რომლის მოსმენაც მინდოდა -მაიკლი თნდათნ გამოდიოდა წყობილებიდან და ჩემს გაშვებას არ აპირებდა -თუ არ გინდა ოთახიდა წავიდე კარგი, მაგრამ გთხოვ ხელი გამიშვი ძალიან მტკივა -მაიკლმა შემომხედა, ჩემს სახეზე იმ მომენტში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა შიში, ცოტა ხანს დაჟინებით მიყურა შემდეგ კი გამიშვა -მაპატიე შენთვის რაიმეს დაშვება არ მინდოდა -ის შეტრიალდა და იქვე მაგიდაზე მდგარი წყლის ჭიქა მომაწოდა -მადლობა, მაიკლ ამას რატომ აკეთებ? -რას ? -გაოცებულმა შემომხედა -რატომ ცდილობ გამუდმებით ჩემთვის ზიანის მოყენებას, ამას შენთვის რა მოაქვს -ეს შენს გამო არ ხდება, ეს დაინელის გამოა -დანიელმა ასეთი რა დაგიშავა რომ გამუდმებით მას ებრძვი -ჩვენ რთული ბავშვობა გვქონდა... -ის იყო მაიკლს სიმართლე უნდა მოეყოლა რომ ოთხში დანიელი შემოვიდა -აქ რა ჯანდაბა ხდება?! დიანა დაგიშავა რამე? -დანიელმა მაიკლს პერანგში ჩაავლო ხელი -შეწყვიტე დანიელ -მე მათ შორის ჩავდექი -მას არაფერი დაუშავებია, ახლავე გაუშვი -ვერ ვიჯერებ რომ მას იცავ, დიანა მან შენ ორჯერ გაგიტაცა -იქნებ ხმას დაუწიო დანიელ, მე და მაიკლი უბრალოდ ვსაუბრობდით სხვა არფერი მომხდარა -დიანა ის უბრალოდ არაფერს აკეთებს მის ყოველ სიტყვას დაფარული მიზანი აქვს -იქნებ იმიტომ რომ მისი მოსმენა არასდროს გიცდია -მე მაიკლი კარამდე მივაცილე -აჯობებს წახვიდე -ის ოთახიდან გავიდა, მე კარი უნდა მიმეხურა თუმცა ასე არ მოვიქეცი მაიკლს უკან გავყევი, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე -მაიკლ ერთი წუთით მოიცადე -რა მოხდა პრინცესა? -მომისმინე ვიცი ჩვენ არსწორად დავიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ თუ ოდესმე ვინმესთნ საუბარი მოგინდება მე ყოველთვის მოგისმენ -არ გინდა პრინცესა, არ დაგავიწყდეს მე ბოროტი ვარ -სიბოროტე ადამიანის შეხედულებაზეა დამოკიდებული -მაიკლს გაეცინა, შეტრიალდა და წავიდა, მე კი ოთახში დავბრუნდი სადაც გაბრაზებული დანიელი მელოდა -ეს რა ჯანდაბა იყო დიანა?! ასე ცდილობ ჰანას გამო ჩემს დასჯას -ჯანდაბა დანიელ მე შენს დასჯას არ ვცდილობ და ძალიან გთოვ შეწყვიტე ყვირილი -ვერ ვიჯერებ რომ მაიკლს იცავ -იცი რა დანიელ ახალავე გადი ოთხიდან, ამაღამ შეგიძლია სხვა ოთახში დაიძინო, დღეისთვის დრამები და ჩხუბი მეყოფა -დანიელს ბალიში მივაჩეჩე და ცხვირწინ კარი მივუჯახუნე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.