შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის წერა ...#1


26-06-2017, 16:16
ავტორი N.yviralashvili
ნანახია 2 036

ისე, რანაიად არიან არააა ადამიანები მოწყობილნი , ყველაფერს გაურბიან , რამნიშვნელობა აქვს უბედურებაა ეს თუ ბედნიერბა. მე იმ დღეს უბედურებას გამოვექეცი....
- [ ] აღარ ვიხსენებ იმ წამს როცა ჩავალაგე ნივთები და უკან მოუხედავად წამოვედი . ვცდილობ ფრაგმენტებად დავალაგო ჩემი ცხოვრება, სურათებად დავყო და თანმიმდევრულად დანომრილი დავაწყო, რათა გავიგო სად შევცდი , სად გადავდგი არასწორი ნაბიჯი და საერთოდ თუკი გამიკეთებია სწორი გადაწყვეტილება და მჭირდება იმის ცოდნა ეს ჩემი წამოსვლა თუა სწორი მიზანი , იმისა რომ მიშველის მანძილი , გამიქარწ....ბს ტკივილს თუ პირიქით .

ზამთარი ახალი დაწყებულია, უკვე მესამე კვირა იწყება რაც მოვწყი ყველანაირ კომუნიკაციას ხალხს და საერთოდ ყველაფერს. ერთი ორმა თუ იცის სად ვარ . დანარჩენებისთვის მინდა რომ უბრალოდ არ ვარსებობდე და პირიქით მე არმინდა მათი არსებობა.
ბევრი რომარ გავაგრძელო , სამიკვირის წინ ჩემი სამწლიანი ვაის ვაგლახით შეკოწიწებული ოჯახის არსებობას წერტილი დავუსვი .. ალბად კითხვა გაგიჩნდებათ რატომ შეკოწიწებული .... კი ზუსტად ეს სიტყვა ზედ გამოჭრილია ამ ოჯახის მიმართებაში. სამი წელი ქორწილის პირველი დღიან მიუხედავად დიდი სიყვარულისა , ყოვლდღე აგურს აგურზე ვადებდი რომ გრძნობები რომლებიც გვაკავშირებდა გამემყარებინა და ეს რატომღაც ისე იშლებოდა როგორც დიდი ცუნამის დროს ფარატინა კედელი ინგრევა, ზუსტად ასე დაიშალა სამიწლის ნაზიდი აგური. ყველაზე მტკივნეული რა იყო იცით?! თვითოეულა აგურმა ჩემს გულზე , მხრებზე და შუბლთან შემორჩენილ ერთადერთ ძარღვზე გაიარა , და როცა ეს ძარღვი გაწყდა მეც ავფეთქდი, და მოხდა ის რასაც წამი წამზე ველოდი....
ვიცი კიდევ ერთი კითხვა გაგიჩნდებათ, ან შიძლება ბევრიც.... ვეცდები ამოვიცნო თქვენი აზრები და მიუხედავად ჩემი არეული ცხოვრებისა რაღაცის დალაგება მაინც შევძლო და თანმიმდევრულად გადმოვცე ჩემი ცხოვრების სიღრმეები.

ოცდა ორი წლის ასაკში გადაწყდა ჩემი გათხოვება, კიდეკაი სულ მთლად უცხოზეც არ მიმათხოვეს. ნუ მოკლედ..... მოკლედ მოვყვები:
დედა ჩემზე მშობიარობისას ძალიან ცუდად გამხდარა, იმ დღისით სამშობიარო გადავსებული ყოფილა, თითქოსდა სხვა სავადმყოფოები არ ყოფილიყო. ჩემთან ერთად იმ დღისით ოცდათოთხმეტი ბავშვი დაიბადა და რაც არ უნდა დიდი სასწაული და გასაკვირი იყოს ოცდათოთხმეტი ბავშვიდან მხოლოდ მე ვიყავი გოგო...
ექიმებს ქანცი გაწყვეტიათ და დედასთვის სათანადოყურადღება ვერ მიუქცევიათ . საშინელი ტკივილები, რომ დასყებია მსთან გერდით მწოლიარე ( იმდღეს მანაც გააჩინა) სვანეთიდან ჩამოსული ქალი ყოფილა და ის მიხმარებია მშობიარობაში. გამოდის რომ სავამყოფოში ორსულმა ქალმა ამშობიარა დედა, ექიმები კი მხოლოდ მაშინ მისულან როცა დედა გონზე აღარ იყო ძლივს გამოუყვნიათ მდგომარეობიდნ . მეორე ორსულსაც იქვე დაწყებია მშობიარობა, როცა სახელი უნდა დაერქმიათ ჩემთვის დედამ სთხოვა იმ სვან ქალს რომ მას შეერჩია ჩემთვის სახელი მანაც სიხაულით მართა დამარქვა და დედასაც მოსწონებია.... დედა ამ აბავის მოყოლას, რომ დაამთავრებდა იმასაც მეტყვოდა რომ იმ ქალს პირობა მივეცი, მის შვილს მიგათხოვებდიო მაგრამ ასე ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა, წლები გადიოდა და დედა და ის სავანი ქალი ნელნრლა დაშორდნენ ერთმანეთს ათი წლის ვიყავი ეს ამბავი ბოლოს რომ მოვისმინე და მის მერე აღარც უხსენებია ... ოცდა ერთი წლის ასაკში კი შემიყვარდა ..... რა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ასე მოხდა. ზუსტად ისეთი ბიჭი იყო გოგონები რომ ნატრობდნენ.... სიმპათიური , დიდი სამეგობრო წრით პოპულალური და გავლენიანი, ბევრს შურდა ჩემი , დათა ხომ ის ბიჭი იყო ვინც იმ მილიონ გოგოში მხოლო მე შემამჩნია და შემიყვარდა. ბევრი ლამაზი წამი გავატარეთ ერთად. სიახლეებით სავსე იყო. სიმკაცრესთან ერთად რომანტიკოსობაც გამოსდიოდა და ასე ერთ დღესაც მისმა მშობლებმა და მითუმეტეს ჩემმა მშობლებმა იაქტიურეს და დანათესავება გადაწყვიტეს ... გიკვირთ რატომ ვამბობ ასე?! ხშირქდ მეც მიკვირს ბევრი რამ , მაგრამ როცა ვუღრმავდები კონკრეტულს ვხვდები რომ ის მართლაც ასე იყო. დათას მამამ და მამაჩემმა ბიზნესი წამოიწყეს და ეს დიდიხანი რომ გაგძელებულიყო მთელი სერიოზულობით გამოგვიცხადეს ამა და ამ დღეს მოაწერთ ხელს და ჯვარსდაიწერთო... მაშინ კი გაგვიხარდა და ბედნიერებიც ვიყავით მაგრამ საკმარისი არ იყო ორწლიანი ნაცნობობა საკმარისი დათას გასაცნობად. ის სულაც არ აღმოჩნა ის ვინც მიყვარდა ვისაც ვენდობოდი და ვისი იმედიც მქონდა , ის მხოლოდ იყო წარმოსადები, მიმზიდველი ბევრი გოგოს საოცნებო და ნარკომანი ........
კი რაც არ უმდა დებილურად და სულელურად ჟღერდეს ნაკომანი, ახლა იმასაც მეტყვით შენ რას დებილობ ეხლა ხომ ყველა ეწევა და ყველა იკეთებსო?! -ჰმ რა სასაცილოები ხართ და რაგინდათ თქვათ ამით რომ მე ეს უნდა მეამაყებოდეს?!..... ვა ... მაგარია რადგან ყველა ეწევა და ყველა იკეთებს დათასაც უნდა გაეკეთბინა?! შეიძლება კი და მიტომაც ვხედავდი კვირაში შვიდი დღე ჩასისხლიანებული თვალებით , ნელნრლა ხომ ხდებოდა და თვალები უშავდებოდა და ბოლოსკი რა მოხდა ?! იცით რამოხდა?! აი ზუსტადაც ყველა რომ იკეთებს და ყველა რომ ეწევა აი ზუსტად ის ,,ყველა " როგორც ამთავრებს ისე დაამთავრა მანაც. დარჩა მარტო ცარიელი კედლების ამარა . სახლში სადაც სკამი მაგიდა , საწოლი და მთელი ძვირფასეულობა ვენებში რომ გაუშვა ....
ხო შეიძლება ეს ბევრისთვის ჩვეულებრივი მომენტია მაგრამ მე მაპატიეთ და ამას მე ვერ შევეგუე , ვერ გავხადე ეს ჩვეულებრივად..... გგონიათ არ მინდოდა დახმარება?! ძალიანაც მინდოდა , სამჯერ დავაწვინე კლინიკაში , რაღაც აბებს ვაძლევდი , ექიმმა დაუნიშნა და პირადად ვაკონტროლებდი თვითოეულ აბს ... თუმცა კი ხომ გსმენიათ კუზიანს მხოლოდ სამარე ასწორებსო .
გგონიათ მეზიზღება ?! არა ძალიან ცდებით მაგრამ აღარც მიყვარს . საკუთარი თავი მეზიზღებოდა როცა მის გაფუჭებულ ვენებს ვეხებოდი ,
მეის თვალები მენატრებოდა ადრე რომიყურებდნენ . მაგრამ ისინი გამქრალიყვნენ, სადღაც წასულიყვნენ ისინი მე აღარ მეკუთვნოდნენ,მათში ჩემი ანარეკლი აღარ ჩამდა , მხოლოდ წამალს , წამალს და უძირო სიშავეს ვხედავდი .... იცით ჩვენ შვილი არ გვყვავდა ,
დაქორწინებიდან ერთ წელში გამოკვლევები ჩავიტარეთ და დათა უშვილო აღმოჩნდა ... მე მისთვის ერთი წამით არ მიგრძნობინებია რომ მე დედობას ვერ შევიგრძნობდი და პირიქით , მე მას ყოველდღე ვეუბნებოდი რომ ჩვენ მშობლები გავხდებოდით თუნდაც ავიყვანდით და მას გაბზრდით. მაგრამ დათა ამის წინააღმდეგი იყო. ის წამალს ვერ თმობდა , მეკი დამთმო , და მეც დავთმე მისი სიყვარული , მე ის გავუშვი ჩემი გულიდან ამოვშალე , უკვე სულერთი იყო კაიფში იყო თუ არა , ბოლოსკი როცა ჩემზე ხელი ასწია იმის გამო რომ წამლისთვის ფული არ მივეცი საბოლოოდ გავუშვი ხელი .... მისი სახე არ ამომდის თავიდან ,მიყურებდა და ცხოველს ვხედავდი , სისხლს მოწყურებულ ცხოველს და მეც დავიღალე ..... ალბად ასე უნდა მომხდარიყო .....იცით აღარ მტკივა . ყველაფერი წარნავალია , მე ყველაფერი გავაკეთე , მაგრამ მას მაინც ის სხვა , ერჩია .მერჩივნა ვიღაც ქალი აერჩია და მასთან წასულიყო ვიდრე წამლის გამო დაევიწყებინა ჩემი სიყვარული... ამაზე არ მინდა მეტი ვილაპარაკო . მინდა გადავფურცლო ჩემი ცხოვრების ეს გვერდი ...

ახლა სვანეთში ვარ, სანამ გავთხოვდებოდი მამაჩმმა იყიდა, სახლი ძალიან ძველი იყი და გავარემონტეთ, ცოტა მოშორებით დგას, ყველასგან განმარტოებით , ისე დგას ახლა მე თავს როგორც ვგრძნობ, მეც თითქოს ქვის გავხდი , აღარაფერს ვეძებ, ვდგევარ უძრავად და დროს ველოდები რათა თავისი ქნას და დავიწყებას მივეცე.





მშვიდად ვარ , სანამ წამოვიდოდი ევროპაში ვაპირებდი წასვლას მაგრამ ვერ წავედი . გულში და გონებაში მხოლოდ ერთი მიტრიალებდა , ვიღაც შიგნიდამ ჩამძახოდა სვანეთში წადი , იქიპოვი სიმშვიდესო ... მეც წამოვედი , მშვიდად ნამდვილად ვარ . არავინ მირეკავს უფროსწორედ ტელეფონი გავთიშე , სახლს ბუხრით ვათბობ შესას კი მე თვითონ ვჭრი , სამიკვირის მარაგი მე თვითონ ამოვიტანე ახლა კი მეგობარს ველოდები მან უნდა ამომიტანოს პროდუქტები . . თავს ვიდმეტი წლის ბავშვივით ვგრძნობ არადა უკვე ოცდა ექვსის ვარ. თითქოს ვინმეს გამოვეპარე და ვიმალებოდე , არადა არ ვიმალები რაღაცნაირად კი მაქვს ეს შეგრძნება .

დავინახე ჭიშკართან როგორ გაჩერდა მანქანა , ცოტაა ხანს დაველოდე სანამ ვინმე გადმოვიდოდა და მერე გავედი , დარინა ამოვიდა , შორიდან დამიძახა მომეხმარე გადმობარგებაშიო და მეც სირბილით წავედი.
- ადვილად მოაგენი?!
- კი გოგო, როგორც ამიღწერე ზუსტად ისეა , მარტო ეს სახლია მოშორებით , თითქოს გაბუტულა სხვა სახლები და მიატოვესოო...- დარინამ პარკები მომაჩეჩა და თვითონაც დაიხვავა - კარგად დიდი თოვლია , თბილიში კი ჯერ ისევ შორტებით ვმოძრაობთ....
- ხომ წამოიღე თბილები? ფრთხილად აქ შეშა ყრია ფეხი არ წამოდო...

სამი ოთხი რეისი შემოვიტანეთ პარკების ხროვა , ზოგში ქიმწმენდის საშუალებები იყო, ზოგში პროდუქთები , ბოლოს კი ორი ზურგჩანთა და დიდი სამგზავრო ჩანთა შემოვიტანეთ , ტანსაცმელი და ფეხააცმელებიც წამოუღია.
- ისე უცებ წამოხვედი რომ არ ვიცოდი რაწამოიღე და რა არა, ამიტომ რაღაცეები გიყიდე. აქ მეტიწილი ცივა და ვიცი შენ ალბად საზაფულოებით ჩამოხვედი არაა?! - დარინამ გაიცინა და ჩემდკნ წამოვიდა- მოდი ერთი კარგად ჩაგეხუტო ...- ცოტა უკეთ არ ხარ?!
- ჯერ ჯერობით არა დარი ... მაგრამ მომწონს აქ და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს დავრჩები ....
დაინა მეორე დღეს წავიდა , იქამდე კი ყველაფერი დავალაგეთ , მაცივარი გამოვტენეთ , სახლის დალაგებაშიც მომეხმარა , მართალია უკვე სამიკვირაა აქ ვცხოვრობ მარა მაინც სჭირდებოდა დალაგება , დილით კი გავაცილე, გამაფრთხილა მანქანით არ იარო ძლივს ამოვედიო ...
სულ სახლში ვიყავი , ბოლოს თოვამ რომ იკლო ცოტა , გასეირნება გადავწყვიტე, მანქანა გაჭირვებით დავქოქე და ცენტრში ჩავედი , მანქანა შევამოწმებინე და საბურავებზე ჯაჭვები გადავაკვრევინე , დარინას ღვინო არ ამოეტანა ამიტომ , ტურისტებისთვის განკუთვნილ განკუთვნილაღაზიაში შევედი და რამოდენიმე ბოთლი ღვინო ვიყიდე . სანამ სახლში ავედი შემომაღამდა , ბუხარი კაჰად გავაურე ცოტა შეშა დავიმარაგე , ელასტიკა ქელი ჯემპრი ჩავიცვი, ცოტა რომ მომეხსნა სოცივე ღვინო დავოსხი და ჩავფიქრდი:
ნეტავ რაშია ბედნიერეა?! - საკუთარ თავს ვეკითხები - იქნენ მარტოობაში ანდა ..... - ფიქი ჭიშკრის ბრახუნმა შემაწყვეტინა, თორმეტი ხდებოდა არავის ველოდები , ფანჯრიდან გავიხედე აშკარად ვიღაც იდგა , ცოტაც დავაცადე და როცა იმ ვიღაცის ლანდი ძირს დაეცა შევშინდი . გარე განათბა მხოლოდ ჭიშკარს ანათებდა , თეთრი თოვლიუფო გაბრწყინდა და მარგალიტებივით ბზინავდა . ნელნელა წავედი კარისკენ და როცა გამოვაღე ვიღაცის უგონო სხეული დამხვდა . არ ვიცი იმ მომენტში რამ მომიარა , ნამდვილად მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ შმეშინდა , პირიქით არ გამკვირცებია , დათა ხშორად მინახავს გონება დაკარგული პირიდან ქაფით და მე მომისულიერებია . მკლავებში ძლიერად ჩავჭიდე ხელი და სახლისკენ გავათრიე, ნაკვალევს რომ დავხედე თოვლი წითლად შეიღება მაშინ კი ნამდვილად შევშინდი. ხელი გავუშვი და დენდარტულივით უკან გავხტი რამოდენიმე წამიანი შოკი მქონდა ,ასე ხომარდავტოვრბდი ამიტომ , უცნობს ისევ ჩაბჭიდე ხელები და ოთახამდე ძლივს ძლიობით ჩევიყვანე...., ერტყობოდა კარგი ზორბა იყო.
ჭუჭყიანი ტანსაცმელი მოვაშორე სისხლი ფეხიდან მოსდიოდა , ეტყობოდა მგელმა ან რომელიმე ცხოველმა დაგლიჯა. ფეხი დავუმუშავე შეძლებისდაგვარად და იქვე მდივანზე დავტოვე . იმ ღამეს საშინლად ითოვა , დილით რომ ავდექი იმ უცნობს კიდევ ეძინა , კარების გახსნა ვცადე ეზოში გასასვლრლად მაგრამ სუალ ტყუილად , პირველი სართულის ფანჯრებამდე იდო თოვლი....

- აქ ამ დროს ასეა ხოლმე- უცებ შევხტი არმოველოდი , უცნობს გამოღვიძებია და მიყირებდა როგორ ვეჯაჯგურებოდო კარს.
- უჰ... შემაშინე - კარს მოვშორდი და სამზარეულოსკენ წავედი.
- უფრო დიდი თოვლი იცის , შენი სახლი ხომ უფრო მაღლობზე დგას ვიდრე სხვების და ამიტომ აქ უფრო მეტად დადებს.
- მალობა გაფრთხილებისთვის...- ცინიკურად გავუღიმე და ჩაის მომზადება დავიწყე.- შენ ფეხი როგორ გქქვს?!
- გონი უკეთესად . - ფეხი შეათვალიერა და წამოდგომა სცადა , მაგრამ ტკივილისგან რომ დაიმანჭა ისევ დივანზე დაჯდა. - მგონი არც ისე უკეთესად.
- აშკარად.- ისევ გავუცინე და ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი წინ პატარა მაგიდასთან დავუდგი ..- ალბად დღეს საღამომდე გამოკეთდები და შემიძლია წაგიყვანო შენს სახლში .
- იყოს მე თვითონ წავალ . - უცნობს ჩაისთვის ხელიც არ უხლია პლედი შეოჭრილ შარვალზე გადაიფარა.
- შარვლოსთვის ბოდიში მაგრამ სხვანაირად ვერ შეგიხვევდი .- უხერხულად ვიგრძენი თავი შევატყე ისიც შეწუხდა მომხდარით.
- მე მაპატიეთ , უბრალოდ მგლების ხროვას წავაწყდი და პირველი სახლი თქვენი აღმოჩნდა რომლამდეც მოვაღწიე. - პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და დივანზე გაჭირვებით გადაწვა.
- თუკი ეს მგელი იყო მაშინ შრატის ნემსია საჭირო , ამისთვის კი სავადმყოფოში ხართ წასაყვანი...
- საღამოს თუ თოვა გადაიღევს წავალ- უცებ შევატყე რომ შუბლი დაენამა, სახეზე გაწითლდა და ოდნავ კანკალებდა.
- ხომარ გცივათ?!
- მგონი კი .....- თქვა და გონება დაკარგა. წამოვხტი ისევ დავაწვინე , მეორე სართულიდან საბანი ჩამოვიტანე ბუხარი გავახურე კიდევ კაირგი დამარაგებული მქონდა შეშა , უცნობი უფრო გავარვარდა, აკანკალა დაა გაიოფლა . თერმომეტრი მოვძებნე არვიცი როდის ამოვიტანეთ აქ ან ვინ მოიტანა მაგრამ რომ ვიპოვე გამიხარდა, სიცხე გავუზომე ორმოცს გადაცილებოდა , შემეშინდა მერე დედა გამახსენდა . როცა სიცხენმიწევდა ფანჯრებს აღებდა , ცივ ტილოებს მადებდა და ძმრიანნასკებს მაცმევდა.
აქ ძმარი სად უნდა მეშოვნა არ ვიცოდი მაგრამ, საბანი მოვაშორე მაიკა მაკრატლით გაბუჭერი გულისპირი მოვუშიშვლე და სველი პირსაოცი დავადე , რამოდენიმე წუთს მოვიცადე მაგრამ სიცხე არადა არ დაეწია , კარის გახსნა კიდევ ვცადე მაგრამ უშედეგოდ , ბუხარში წყალი შევასხი , ჩავაქრე. კიდევ მოვიცადე მაგრამ, სიცხე არა და არ დაეწია. ბოლოს ფანჯარა გამოვხსენი თოვლი მთელ ოთახში გადმოცვივდა უცნობი გადმოვათრიე დივნიდან . დაყრილ თოვლზე დავაწვინე ტანსაცმელი რაცკი შემორჩა ისინიც მოვაშორე. იმისი არ ვიცი მაგრამ მეკი შემცივდა . ბუხარში წყალი იდგა , შეშა თოვლმა დაასველა , საბანი შემოვიხვიე და დაველოდე უვნობი როდის გაგრილდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent