შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(13)


26-06-2017, 23:38
ავტორი sati
ნანახია 2 595

დეტალებს აღარ მოგიყვებით... მაგრამ დილით რომ გავიღვიძე... ესე ცხოვრებაში არაფერი მინანია. თავიდან ვერც მივხვდი რა მოხდა. თავი სტუდენტი მეგონა რომელმაც გამოცდების წინა ღამეს ბევრი დალია და უცხო ადამიანს გაყვა სახლში... დილით კ რომ გაიღვიძა, გადაწყვიტა გაქცევა... მე და იმ სტუდენტს შორის ერთი განსხვავებაა... მე ვერსად ვერ გავიქცეოდი. ჩუმად ავდექი და აბაზანაში შევედი. მოვწესრიგდი და ქვევით ჩავედი.
-დილა მშვიდობის შვილო.
-დილა...-ბართან მივედი და დავჯექი.
-ცუდად ხომ არ ხარ?
-თავი მტკივა... ყავა მინდა.
-ეხლავე.
-და არ ვიცი ანალგინი თუ რაღაც წვეთები, რასაც სვამენ.
-პახმელიაზე ხო?-გამომხედა და გამიღიმა.
-კი.
-ეხლავე, ჯერ ჭამე ოღონდ.
-კაი.
როგორ მინდოდა სადმე წავსულიყავი.. და მთელი დღე ლევანი არ მენახა... წინა ღამეს მთვრალი ვიყავი... არ ვიცოდი რას ვაკეთებდი... და ნაღდად არ მინდოდა ის რაც მოხდა რომ მომხდარიყო.. იმ ადამიანთან რომელსაც სულ რაღაც 1 თუ 2თვე ვიცნობდი. პირველი... ეს უნდა ყოფილიყო რომანტიული, საყვარელ ადამიანთან და მაშინ როდესაც მზად იყავი.
-ლიანა, შეგილია დაცვას უთხრა რომ მანქანა მოამზადონ?
-კი შვილო. სადმე მიდიხარ?
-ხო, დაქალთან. მინდა ქორწილში დავპატიჟო.
-ეხლავე, აი ჯერ ჭამე. მანამდე გავალ და ვეტყვი.
ამ დროს ოთახიდან გავიდა. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
-ვინმემ გამაგებინოს რას ვაკეთებ. თავის დროზე რომ დავფიქრებულიყავი, სწავლისთვის მიმეხედა და ყოველ დღე სადღაც არ მევლო, ესეთ მდგომარეობაში ხო არ აღმოვჩნდებოდი. რა მინდოდა ვინმე მეტყვის? მემგონი გავგიჟდი, ეხლა ჩემ თავს ველაპარაკები. აშკარად ისევ მთვრალი ვარ. არა, ნაღდად მთვრალი ვარ.
ლიანაც დაბრუნდა.
-რა ხდება შვილო?
-რა ხდება ლიანა და გავაფრინე.
გაეღიმა, მერე სიცილი დაიწყო.
-ეჰ, თავდავიწყებით გიყვარს შენ ის.
-კი ჩემი თავი.
-იცი ვიზეც ვლაპარაკობ.
-არავინაც არ მიყვარს.
-ჯერ კიდევ საყვარელი ბავშვი ხარ.
-ბავშვი აბა... 18ის ვარ.
-ზუსტადაც. მიდი დალიე წამალი და გელოდება დაცვა.
ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
-ხო, ლიანა რო რამე გთხოვ ვითომ არ იცი სად ვარ-შემდეგ გავედი და მანქანაში ჩავჯექი. სალისთან მივედი. კარი მისმა ძმამ გამიღო.
-ვააა, აბა უცხოეთშიაო?
-არა, არ ვარ-გადავკოცნა და ჩავეხუტე.
-მომენატრე მაგრა. რას შვები როგორ ხარ?
-მოგიყვები მერე ყველაფერს, შენი და სახშია?
-კი. ყველაფერი კარგადაა?
-კი.
-რამეში ხო არ გჭირდება დახმარება?
-არა, მართლა. მადლობა
-კაი შემო-შევედი. სალიმ რომ დამინახა შეჰკივლა და ჩემკენ გამოიქცა.
-არ არსებობს, ჩამოხვედი!!!
-სალი, გავიჭყლიტე.
-დროზე მოყევი ყველაფერი,წამო ზევით.
-არ მოწიოთ! იცოდე ამოვალ და შეგამოწმებთ-ორივემ ენა გამოვუყავით და ზევით გავიქეცით. ამდენი ხნის განმალობაში პირველად ვიგრძენი თავი ისევ ბავშვად. იმას არ ვგულისხმობ რომ აქამდე დიდი ვიყავი.. უბრალოდ პირველად ვგრძნობდი თავს ისევ ისე როგორც ადრე. ზევით ავედით და სალის საწოლზე დავჯექით.
-აბა? მოყევი! როდის ჩამოხვედი?! სად გაჩერდი შენი სახლი ხო... ნუ აღარ არის. მამაშენმა რატომ არაფერი გვითხრა? საერთოდ სად დაიკარგე?!
-სალი... არ ვყოფილვარ უცხოეთში.
-ჰა? ვერ გავიგე?-ჯერ კიდევ იცინოდა და აზრზე ვერ მოდიოდა. ვერ ხვდებოდა რას ვეუბნებოდი.
-სალი, დამშვიდდი და მომისმინე.
-გისმენ, რას ქვია არ იყავი უცხოეთში? რამე დალიე?
-არა. არ ვყოფილვარ. მამაჩემმა რა გითხრა არ ვიცი. მოკლედ გახსოვს ის ტიპი ლევანი?
-მერე?
-ვიცი რო არ დამიჯერებ ეხლა არაფერს იქიდან რასაც გეტყვი.
-ლიზა, ნუ მაწვალებ დროზე მითხარი რა ხდება.
-მოკლედ...-უბრალოდ ვერ აგიღწერთ... ისე არეულად მოვუყევი ყველაფერი რომ დარწმუნებული არ ვიყავი რომ ყველაფერი გაიგო. ისეთი დაბნეული და შეშინებული მიყურებდა რომ ალბათ ცოტაც და კივილს დაიწყებდა.
-ლიზა... მე... შენ... უბრალოდ...-მეც ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა. თან ეცინებოდა-მე რომ ესეთი რამ მომეყოლა დამიჯერებდი?
-გამიჭირდებოდა, მაგრამ მიზეზი არ მექნებოდა რომ არ დამეჯერებინა.
-მამაშენი...
-არა, მამაჩემს არ მოუკლავს დედამისი... თავიდან...
-ლიზა, უბრალოდ... ეხლა ნაღდად ვერაფერს გეტყვი და... არც კი ვიცი... აქამდე როგორ არ ცადე გაქცევა, ვინმესთან დაკავშირება...
-რეზიმ იცის.
-რეზიმ?
-და ჩემ დახმარებას ცდილობდა, მაგრამ... შემდეგ აღარ შემხმიანებია.
-ლიზა, რეზი დიდიხანია აქედან წავიდა.
-ჰა?
-ხო, იმის შემდეგ რაც ქრისტინეზე გაიგო აღარ უნახავს არავის, მისი მშობლების ჩათვლით. ლიზა... ახლა როცა რეზი აღარ გეხმარება, ამას უნდა გაყვე? შეგვილია ეხლავე პოლიციაში წავიდეთ... ან... ნიკუშა დაგვეხმარება დაელაპარაკება იმას...
-არა, პოლიციაში უეჭველი ყავთ ვიღაც თავისი. ნიკუა კი ვერაფერში ვერ დამმეხმარება, მხოლოდ დიდ შარში გაყოფს თავს. სალი, გეფიცები ყველაფერი ვცადე... მაგრამ არის კიდევ ერთი შანსი... აი როგორ მოვიქცევით.
მე მქონდა გეგმა რომელიც შევადგინე იმის შემდეგ რაც მივხვდი რომ რეზი ვერაფერში ვეღარ დამეხმარებოდა. ამ გეგმას მარტო ვერ გავართმევდი თავს... მჭირდებოდა ტატო, ლექსო და სალი. სალი კი დაელაპარაკებოდა ტატოსაც და ლექსოსაც. ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე რომ ჩემი მეჯვარე ყოფილიყო და ხვალ რომ მოსულიყო ქორწილში. შემდეგ კი დაცვასთან ჩავედი და სახლში დავბრუნდი. ლევანი იქ აღარ დამხვდა. არც მიკითხავსსად იყო რადგან არც მინდოდა რომ მცოდნოდა. მირჩევნოდა რომ ამაღამაც არ მენახა. სამზარეულოში არავინ იყო ამიტომ იქ დავჯექი. ლიანა ამ დროს სახლში მიდიოდა ხოლმე. ცოტახანში ლუკა ჩამოვიდა.
-როგორ ხარ? მთელი დღეა არ მინახიხარ.
-რავი. შენ?
-რამე მოხდა?-სამზარეულოში შემოვიდა და ბართან დაჯდა.
-არა.
-ხვალინდელზე ნერვიულობ?
-არა.
-აბა?
-რავი, დავიღალე დღეს.
-გინდა გავიდეთ სადმე?
-არა. შენი ძმა სადაა?
-არ ვიცი, ალბათ კომპანიაში, ან გიორგისთან წავიდა ხვალინდელ დღეზე სალაპარაკოდ. ამზადებენ რაღაცეებს.
-გასაგებია. ანი მოდის ხო ხვალ?
-კი, დიდი მადლობა.
-არაფერს, იმედია გამაცნობ სანამ ლევანი იპოვის რო რამე რო არ ჩავიჭრა.
-ხო, აუცილებლად.
-კაი, დავიღალე. ზევით ავალ დავისვენებ.
-კაი მიდი.
ტელევიზორის ოთახში შევედი და იქ დავწექი. დილით ადრე გამეღვიძა, ლევანი მეჯდა თავთან.
-გუშინ მთელი დღე არ მინახიხარ.
-ხო-თავი ბალიშიდან არ ამიწევია, არ მინდოდა მისთვის თვალის გასწორება.
-ლიზა, იმ ღამეს რაც მოხდა...
-მთვრალი ვიყავი... მეც და შენც.. და სისულელე გავაკეთეთ... ყოველ შემთხვევაში მე გავაკეთე სისულელე. ჯერ ბავშვი ხარ და არ უნდა გამომეყენებინა სიტუაცია... მე შენზე დიდი ვარ და უნდა მქონოდა იმდენი ტვინი თავში რომ უბრალოდ ოთახში გამეყვანე და საწოლში ჩამეწვინე. ლიზა, მაპატიე.
-არაუშავს. რომელი საათია?
-10.
-კაი.
-უნდა ადგე. ჯერ კაბაზე უნდა გავიდეთ, მერე სალონში, ხელის მოწერაზე და მერე დარბაზში.
-ესე ადრე?
-დიდი ხანი უნდა ყველაფერს.
-ლევან, სალი უნდა ჩაწერო სტუმრების სიაში.
-ჰა?
-მივწერე და ვუთხარი რო ყველაფერი ჩემი ნებით ხდება.
-კაი...
-ჩემი მეჯვარეა.
-აბა ანი სარიშვილი?
-ანი ჩემი მეგობარია მაგრამ არა მეჯვარე.
-კაი.
-შენი მეჯვარე ვინაა?
-რეზი.
-რეზი? რეზი არავის უნახავს რამდენი ხანია.
-დღეს მოვა.
-მე რატო არ შემეხმიანა?
-არ ვიცი. მოკლედ დაცვას ვეტყვი და სალისთან გაგიყვანს, სალი მერე კაბაზე გამოგყვება და მისთვისაც რამეს აარჩევთ, ჩემი კარტა აიღეთ-გამომიწოდა-წავედი და არ დააგვიანო არსად, დაცვამ ზუსტად იცის სად როდის უნდა წახვიდე. ჭკვიანად და შენი ფოკუსების გარეშე.
ისე მკაცრად მელაპარაკა, მეგონა რომ მასწავლებელი მაძლევდა საშინაო დავალებას და თან მეჩხუბებოდა არ დაგავიწყდესო. შემდეგ გავიდა. წინ გრძელი და რთული დღე მელოდებოდა. ერთადერთი რაც მიხაროდა იყო ის რომ სამუდამოდ გავთავისუფლდებოდი ლევანისგან და მისი ოჯახისგან. წავიდოდი, გავიქცეოდი და უკანაც არ მოვიხედებოდი... ალბათ.



№1 სტუმარი Guest waka

Magaria dzalian dade kide ra

 


№2 სტუმარი Teo

Momwons dzalian da male dade shemdegi...nuu cota upro diditavi

 


№3  offline წევრი sati

Teo
Momwons dzalian da male dade shemdegi...nuu cota upro diditavi

ხო ვიცი პატარა იყო. ვეცდები

 


№4 სტუმარი Guest bubu

dzalian sainteresoa

 


№5 სტუმარი Guest waka

Au rodis dadeb axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent