ჭირვეული 10, 11
დილით ვალერიას სუფთა ჰაერზე ადრიანად გაეღვიძა გვერდი იცვალა და ტონიოს მხარეს გადაბრუნდა. ცოტახანს აკვირდებოდა ტონიოს მშვიდ სახეს მერე აწრიალდა მისი მკლავებიდან გამოძვრა და სააბაზანოსკენ გასწია. მსახურების აბაზანის წინ დიდი რიგი იდგა (ტონიოს ბიძის ყველა მოახლე და დამხმარე მის სახლში ცხოვრობდა) სააბაზანოდან კი მხოლოდ ვალერიას სიმღერის ხმა ისმოდა და როდესაც გარედან უკაკუნებდნენ ხმას კიდევ უფრო უმატებდა. -რა ამბავია აქ?-ბიცოლა ქოთ-ქოთით ჩამოვიდა კიბეზე და სააბაზანოს წინ გაჩერდა -ქალბატონო იქ ახალგაზრდა ბატონის მოახლეა და არ გამოდის -მის ვალენსა -დიახ? -აქ ხალხია რომელთაც სამსახური უხმობს -მერე მე როდის ვაბრკოლებ? -აი ახლა გამოდით თუ შეიძლება -კარგი ნახევარ საათში გამოვალ,-ბიცოლას სახეზე სიბრაზე გამოესახა და კიდევ რამდენჯერმე დაუძახა ვალერიას -რაგავაკეთო ქაფიანი გამოვიდა? დამაცადეთ ცოტა,-გამოსძახა ვალერიამ ბიცოლას და ისევ უმატა სიმღერას. -რახდება აქ?-ტონიო თვალების სრესით ჩამოვიდა კიბეზე რომელთანაც დიდი რიგი იდგა -შენი მოახლე ბანაობს,-ბიცოლამ თალები გადაატრიალა -ვალერია,-ტონიოს ეღიმებოდა მაგრამ სცადა მკაცრი ყოფილიყო -რაიყო ბოს? -გამოდი ვი ხალხს სააბაზანოში შესვლა უნდა -არ შემიძლია ბოს შიშველი ვარ -სადაა შენი ნივთები? -არვიცი -კარგი ვი მოდი კართან ტონიომ ვალერიას გაღვიძების შემდეგ მოასწრო თავის ოთახში ასვლა შხაპი მიიღო და ხალათში გახვეული მიდიოდა დენილის და ბილის სანახავად როცა ამ ჩოჩქოლს მოკრა თვალი. -რატომ? -ჩემი ხალათი აიღე -მადლობა,-ვალერიამ სააბაზანდან ხელი და ცხვირი გამოყო ტონიოს გაეკრიჭა და ისევ შეიკეტა კარები. -აჰა დაწყნარდით გამოვედი,-გოგონამ ტრუსების ამარა მდგარი ტონიო რომ დაინახა ერთი გადაიკისკისა შიშველ მკერდზე დაუბარტყუნა და წავიდა. -ვალერია შეიძლება შემოვიდე? -შემოდი,-ვალერიას ხმა შეცვლოდა ფანჯარასთან იჯდა და ჩაწითლებული თვალებით იყურებოდა -რამოხდა?-ტონიო სანამ პასუხს მიიღებდა ლამის მოკვდა ვალერიას ისეთ სახე ჰქონდა -მამამ დამირეკა,-ვალერიამ შრეკის კატასავით შეხედა ტონიოს,-დედაჩემის ქმარი მოკვდა -მერე? -უნდა რომ წავიდე მასთან,-ტონიო უსიტყვოდ მოეხვია გოგონას და მისი თავი მკერდში დამალა -არ მინდა იქ წასვლა არ მიდა იმ ქალის დანახვა -ხო და არ წახვიდე -არ შემიძია მამამ მთხოვა მას ისევ ძალიან უყვარს დედაჩემი -მაშინ უნდა წავიდეთ ბენედიქტს არაფერი არ უთხოვია მას შემდეგ რაც ციხეში წავიდა -წამოხვალ? -რათქმაუნდა მარტო არსად აღარ გაგიშვებ,-ვალერია კიდევ უფრო მიეკრა ტონიოს და გაირინდა -ვი,-ოთახში დენიელი დაუკითხავად შემოძვრა და უცნაურად ჩაიღიმა -დენიელ რამდენჯერ გითხარი ოთახში დაუკითხავდ არ შეხვიდე,-ტონიო ვალერიას მოშორდა და ძმას დახედა -შენ კი რამდენჯერ გითხარი ჩემს ძიძას ნუ ეპრანჭები მეთქი ვალერია ჩემია ჩე მი,-დენიელი ვალერიას მუხლებზე აძვრა და გოგონას ლოყაზე გამომწვევად აკოცა -ეს პატარა დონ ჟუანი გადამიყოლებს,-ტონიოს სიცილი აუტყდა და ძმა ვალერიას მუხლებიდან გადასვა მერე საწოლზე დასვა და მოუღიტინა -რაზე ლაპარაკობდით სანამ შემოვიდოდი? -ვის ნათესავი გარდაიცვალა და იქ უნდა წავიდეს -მოდი მეც წამოვალ და ნიკთნ ერთდ რომ ოჯახობანა ვითმაშეთ ისე მოვიქცეთ ისევ კარგი,-დენიელი აენთო სიხარულისაგან -არა ამჯერად არა პატარავ,-ვალერიამ დენიელი აიყვანა და მოეხვია -კარგი მაგრამ მე აქ რომ მინდა დარჩენა -მერე დარჩი ნიკს და სესილიას დავურეკავ ჩამოვლენ და მოგივლიან ჩვენ წავალთ და ორ დღში აქ ვართ -კარგი ხო ახლა კი მე და ვი ვითამაშებთ გადი აქედან -ერთი ამას დამიხედეთ,-ტონიომ გაბრაზებული სახე მიიღო -ვი უთხარი,-დენილი გაიკრიჭა და ძიძას მუბრუნდა -მე აქ მხოლოდ ერთი კაცის გამო ვარ,-ვალერია ტონიოს წინ აისვეტა,-და ის შენ არ ხარ ტონიო საილას,-გოგონამ სარკასტულად გაიხედე გვერდზე და გაშეშდა -ასე არა? ხო და დენილმა გადაგიხადოს ხელფასი თვის ბოლოს ტონიომ გაბუტულის სახე მიიღო და ოთახიდან გავიდა. .............. სკარლეტს ჯერ კიდევ ეძინა როცა ნიკი მის ლოყასთან დაიხარა და მთელი გრძნობით აკოცა მერე საწოლთან დიდი სარკის წინ გაჩერდა -სად მიდიხარ ამ დილა ადრიან?-სკარლეტს ნეტარი სახე ჰქონდა -ტონიომ დამირეკა ვალერიას ხელფასთან დაკავშირებით პრობლემაა და სადღაც უნდა წავიდნენ ხო და მე და სესილიამ დენი უნდა დავიტოვოთ -აუ მოდი მეც წამოვალ -ხო არაა ცუდი აზრი. ................. -ტონიო ჩემ გამო თუ მიდიხართ ძალიან მწყინს -ბიცოლა უბრალოდ საქმე მაქვს და მერე ისევ ჩამოვალ -სამაგიეროდ მე და სკარლეტი ხომ აქ ვართ,-სესილია ბიცოლას მოეხვია და სახლისკენ წაიყვანა -ნიკ ეს ბიჭი ვინაა?-ტონიო პედროს დააკვირდა და მასში ვერც ერთი მისი დაცვის წევრი ვერ ამოიცნო -ეს პდროა ბოს ჩემი მეგობარი სანდო კაცია -ძალიან კარგი -მეგობარო,-დენილმა სახლის კარიდან იცნო ნიკი და მისკენ გაექანა -ჩემო ბიჭო როგორ მომენატრე,-ნიკმა ბავში ხელში აიყვანა -მეგობარო იცი აქ რამაგარია? მოგეწონება გპირდები -შენ სადაც ხარ მე ყვალგან მომეწონება მეგობარო ნიკმა დენილს ხელი მოკიდა და სახლისაკენ წაიყვანა. -ეს დამჭირდება ესეც, ესეც, ესეც, -ვალერია,-ოთახში სესილია შევიდა და თმაგაწეწილ ვალერიას დააკვირდა -ქალბატონო,-გოგონა შეხტა შიშსაგან და სესილიას მიაშტერდა -დახმარება ხომ არ გჭირდება?-ვალერია კიდევ უფრო დააშტერდა გოგონას -ა, არა -მისმინე ხომ იცი მე პედრო მომწონს და რადგან ის შენი მეგობარია იქნებ მეც გაგიგო -მე ყოველთვის მზად ვარ ახალი გაცნობებისათვის,-ვალერიამ სესილიას გაუუღიმა და ჩანთა შეკრა -თუ ასეა ერთ დღს აუცილებლად უნდა დავლიოთ ერთდ ყავა ან ჩაი -კარგი აუცილებლად,-გოგონამ ჩანთა მხარზე მოიგდო, სესილიას გაუღიმა და კიბეებზე ჩირბინა. -ვი როგორ ხარ?-ნიკმა კიბეებზე ვალერია რომ დაინახა ქვედა საფეხურთნ ისე დახვდა მას არც შეუმჩნეია ხელში აიყვანა დაატრიალა და მერე ისევ იატაკზე დააბრუნა -შენ რა უცხო პლანეტელებმა ტვინი შეგიცვალეს?-გოგონა უცნაურად დააცქერდა ნიკს -შენთან ხომ კარგად მოქცევა არ შეიძლება მომშორდი -ხო კარგი რა გჭირს,-ვალერია თითის წევრებზე აიწია და ნიკს ლოყაზე აკოცა რაც ბიცოლას არ გამოჰპარვია -წავედი ახლა მე და დენიელს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს საღებავების ბომბებით გაგიხეთქავ თავს,-გოგონამ გამაფრთხილებლად აიქნია თითი -შენც მიხედე ტონიოს ბოლოს და ბოლოს ჩემი შეყვარებულის მეგობრის ძმაა - ხო ის ხომ..............მოიცა რაა? თქვენ გაგიჟდით ხო?-შეიკივლა ვალერიამ და ნიკის მომღიმარ სახეს შეაშტერდა -ვალერია მოშორდი აქედან,-ნიკს მოთმინებამ უღალატა -არა მომიყევი, ცოტა მაინც,-გოგონამ საცოდავად ახედა ბიჭს -რა მოგიყვე მე და სკარლეტი ერთდ ვართ -ღმერთო გამიხეთქე მიწა და ჩამიტანე ჰადესთან,-ვალერიამ ხელები აიფარა ყურებზე და სასწრაფოდ დატოვა შენობა -შენ რა ჯანდაბა გინდა აქ?-პედრო ეზოში სკარლეტს ელაპარაკებოდა როცა ვალერია დააცხრა -რაიყო ნიკმა წამოსვლა შემომთვაზა,-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -იცოდეთ ეს შენც გეხება სკარლეტ,-მიუბრუნდა გოგონას,- თუ ჩემს ბიჭს რამე მოუვა არცერთს არ გაცოცხლებთ. ნუ გადაყვებით თქვენს საიყვარულო თავგადასავლებს გაიგეთ? -ზოგჯერ ვნანობ შენი მეგობარი რომ ვარ,-პედრო გოგონას ისე შეაჩერდა თითქოს უნდოდა მისი ტვინი დაენახა -წავედი ახლა მე,-ვალერიამ ჰაერში აიქნია ხელები და მანქანისკენ წავიდა. მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა ესეც არ იყოს ვალერიამ სახლში შეიარა რამდენიმე კაბა და ფეხსაცმელი წამოიღო მერე ტონიომაც და მხოლოდ შებინდებისას მოახერხეს სახლიდან წასვლა. -ნერვიულობ?-წყვილი გრძელ თითქოს დაუსრულებელ გზას მიუყვებოდა ხეებს შორის და მანქანაშ მხოლოდ ვალერიას გულისცემა ისმოდა -ჰო არ მინდა მამას იმედი გავუცრუოო და იმ ქალს ვაწყენინო -ვალერია მისმინე როცა მოგინდება მაშინ წამოვიდეთ თუ გინდა ახლავე მივბრუნდები უკან -არა მინდა თვალებში ჩვხედო და ვკითხო რატომ მიმაგდო რისთვის გამიმეტა იქ დასატოვებლად და როგორ მიატოვა კაცი რომელსაც 27 წელია ისევ ისე უყვარს როგორც პირველად . ტონიომ მანქანა დიდი თეთრი სახლის წინ გააჩერა და ნერვებისაგან აჭარხლებულ ვალერიას გახედა -ყველაფერი კარგად იქნება,-ვალერიამ ისე დარწმუნებით თქვა რომ ტონიოს და თავის თავს ორივეს დაეჯერებინა და მანქანიდან გადახტა. თეთრ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილ ვალერრიას თმა ისე ჰქონდა აქაჩული რომ სულ ცოტაც და სკალპი ასძვრებოდა, ყურებზე შავი გრძელი საყურეები ეკეთა და გვერდს შავ შრვალსა და თეთრ პერსანგში გამოწყობილი ტონიო უმშვენებდა. -დიახ,-გამოეხმაურა წყვილს მოახლე გოგონა -მე ვალერია ვალენსა ვარ ესმერალდა ალმა სახლშია?,-ტონიოს ხელშ ვალერიას ოფლიანი ხელი სრიალებდა ტონიო კი მას უფრო და უფრო ძიერად უჭერდა რომ არ გასხლტომოდა -მობრძნდით მის ვალენსა,-მოახლემ ტონიო შეათვალერა და სახლში შეიპატიჟა სტუმრები. -ვინ არის მატილდა რას უდგახარ მანდ აქამდე -ღამე მშვიდობის დედა,-ვალერიამ საშუალო ასაკის ქალს რომელსაც თეთრი ფართო შარვალი ეცვა და სიგარეტს ეწეოდა თვალი გაუსწორა -ვალერია,-ქალს სხეულში ელექტრულმა ტალღამ დაუარა და გაშეშდა -ვიზიარებ შენს მწუხარებას,-ვალერია მთელი სხეულით ცახცახებდა და მისი დამორჩლება ძალინა უჭრდა ცრემლებსა წამოსვლის საშუალებას არ აძლევდა და ცდილობდა ძლიერი გამოჩენილიყო მაგრამ სხეულს ვერაფრით იმორჩლებდა ტონიოს ეს არ გამოჰპარვია გოგონა სხეულზე აიკრა და წელზე ხელი შემოავლო. -შემოდი შვილო კარში რატომ დგახარ? -არა მე იმის გასაგებად მოვედი როდის და სად მოვიდე დაკრძალვის ცერომონიალზე სასტუმროში დავრჩბი -დედა ვინ მოვიდა?-ესმერალდას გვერდით ბიჭი და გოგონა გაჩნდა რომლებიც ვალერიას ინტერესით ათვალიერებდნენ -თვენი და ჩამოვიდა შვილო -მე არ ვარ მათი და მე მხოლოდ მამას თხოვნით ჩამოვედი ასე რომ ნუ იფიქრებ რომ აქ თუნდაც ერთი წამით მეტს გავატარებ -წავედით ტონიო,-გოგონამ ტონიოს ხელი აიღო და კარისკენ წავიდა -ვი მოიცა იქნებ დავრჩეთ,-ვალერიამ ისე შეხედა ტონიოს როგორც მოღალატეს,-ერთი დღით მაინც ბოლოს და ბოლოს ისინი შენი და-ძმა არიან და უნდა იცნობდე გაქვს ამის უფლება -ტონიო წამოდი მეთქი -გთხოვ ვი ჩემი ხათრით,-გოგონა ცოტახანს იდგა და ტონიოს თვალებში აშტერდებოდა მერე კი დედას გახედა -კარგი დავრჩბით ერთი დღე. -შვეილო როგორ მიხარია რომ დარჩი სულ ტონიოს დამსახურებაა,-ქალი ვალერიას საწოლს საკუთარი ხელით უშლიდა და თან თვალს არ აშორებდა -მითხარი ესმერალდა რატომ მიამატოვე ასე თუ გიყვარდი -სხვა გზა არ მქონდა შვილო იმ სიღარიბეში ვერ ვძლებდი ვერ ვუყურებდი როგორ იგუდებოდა ჩემი შილი სიბნელეში -ასე არა? და ამის გამო უნდა მიგეტოვებინე? სხვა კაცს უნდა გაკიდებოდი და მე მიგეგდე არა მე ერთადერთი მშბელი მყავს და ეს მამაჩემია ასე იყო არის და იქნება შენ ჩემთვის იმ დღს მოკვდი სახლის კარი რომ გაიხურე და უკანაც არ მომიხედე,-ვალერიას ცრემლები წამოუვიდა და თავი მიაბრუნა,-იმ ღამეს მამაჩემი ყველაფერი გახდა ჩემთვის ძმა მეგობარი, დედა, ოჯახი და მამოძრავებელი ძალა. მე ყველაზე ბედნიერი ბავში ვიყავი მისნაირი მამა რომ მყავდა -მაპატიე ვალერია შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას -არა გაჩუმდი არ გაბედო ამის თქმა მე მაშინ ვიყავი ყველაზე მდიდაირ არაფერი რომ არ მქონდა შენ კი წახვედი მიმატოვე და ძველი ნივთივით მიმაგდე. მითხარი არ გიფიქრია თუნდაც ერთხელ რომ შეიძლებოდა გამხმარი პურის ნატეხი არ გვქონოდა მე და მამას? -მე ვიცოდი რომ ბენედიქტმა მოიგო... -ჰო რათქმაუნდა და შენ იმაზე არცკი გიფიქრია რომ მე შეიძლება ტირილში ჩმძინებოდა იმის გამო რომ შენ ვიღაც კაცს გაეკიდე -ვალერია ნუ ყვირი აქ შენი და-ძმაა -მე არ მყავს და-ძმა მე არც დედა მყავს წერომ მამაჩემს მიუყვანა ჩემი თავი და მას შემდეგ მასთნ ვარ -რატომ ჩამოხვედი თუ ასე გძულვარ?-დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა ქალმა -მამას გამო მას კიდევ უყვარხარ და ჰგონია რომ თუ შენთნ ვიქნევი საყვარელი კაცის გარდაცვალებას აიტან მაგრამ მე აქ ვიგუდები,-ვალერია ოთხიდან გამოიქცა და გარეთ გავარდა. წვიმის პატარა წვეთბი მიწას ასველებდა და ვალერიას ხასიათთან ქმნიდა კონტრასტს გოგონა იჯდა და ფიქრობდა მამას ხომ არ აწყენინებდა ასეთი სიტყვებით მაგრამ თან თავისი თავის ეამაყებოდა და თვლიდა რომ სწორად მოიქცა. გოგონამ დაბნეულად წამოსწია თავი როცა მინაზე კაკუნი გაიგონა -არ გძნავს?-ტონიომ მანქანის კარი გააღო და ვალერიას გვერდით ჩამოჯდა,-შოკოლადი მოგიტანე,-კაცმა ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და გოგონას გაუწოდა -მადლობა,-ვალერიამ ტკბილეული გამოართვა და ტონიოს მუხლებზე მოკალათდა -არ გინდა ოთხში წავიდეთ? -არა აქ მირჩვნია -კარგი მაშინ ვიყოთ აქ -მე ცუდი ადამინი ვარ არა? -საიდან მოიტანე -იქნებ სხვანაირად უნდა მეცხოვრა? -მაინც როგორ? აბა დაფიქრდი დედაშენს რომ აქამდე შერიგებოდი ბენედიქტის დაპატიმრების შემდეგ მასთნ წახვიდოდი და მე ვერასოდეს გაგიცნობდი სამუდამოდ უშენოდ უნდა მეცხოვრა,-ტონიომ გოგონას სახე ხელებშ მოიქცია და აცრემლებულ თალებში ჩააშტერდა -მიყვარხარ ბოს -მეც მიუყვარხარ პატარავ. ...................... -ნიკ რა გჭრს რა ჭიაყელასავით მოძრაობ -რავქნა მეგობარო ყველა ჩვენსავით მაგარი არაა და ვერ ცოცავს კლდეზე,-ნიკი სესილიას ეხმარებოდა რომ მთის წვერზე ამძვრალიყო -სული გამძვრა,-პედრო ძლივს აცოცდა დენილთან და იქვე მიწაზე წამოწვა -აბა ხომ კარგია აქ? -გადასარევია ძმაო,-სესილიამ ბავშვი ხელებში მოიქცია და კოცნით აავსო -მეც მომწონს,-ნიკმა კლდის კიდეზე დამდგარ სკარლეტს გახედა რომელსაც წითელი თმა უფრიალებდა -ნეტა ვიც იყოს ჩვენთნ,-ინატრა დენილმა და მოიწყინა -მე ხომ აქ ვარ ნახე რამდენი ადამინი მოვედით შენთნ ვის მაგივრად საყვარელო,-სკარლეტი ბავშვთან დაიხარა და სცადა გაეღიმებინა -ვისავით მაინც ვერ გავერთობი თქვენთნ ერთდ მუდოები ხართ -ერთი ამას შეხედეთ,-სესილიამ ძმას გადახედა და თვალებში უცნაური სხივი გაურთა -ხო სესი ძალიან მიყვარხართ მაგრეამ ვი მაინც ყველას მირჩევნია ვი და ჩემი ძმა საუკეთესოდ მართობენ,-დენლმა თვალები გადაატრიალა და იქვე ჩამოჯდა. ჭირვეული თავი 11 დაკრძალვის ამბების შემდეგ ვალერია და ტონიო ისევ დაბრუნდნენ ბიძიას რანჩოზე და ნიკს და დანარჩენებს შესთავაზეს თუ გინდათ წადითო მაგრამ ნიკიმ უარი განაცხადა და პედროც ჯიუტად იდგა თვაის აზრზე დენილი ისე შემიყვარდა ვერ დავტოვებო. -თქვენ სულ შიშალეთ ხო?-ვალერიამ ბიჭები საკუჭნაოში შეათრია და ძლივს მბჟუტავი ნათურის სინათლეზე ისე დააკვირდა ორივეს ლამის გული გაუხეთქა -რაგინდა ვალერია? -რა მინდა? მეკითხებით კიდევაც?-გოგონამ სახეზე ხელი შემოიტკლაცუნა,-ტონიომ რომ გაიგოს რახდება თქვენს თავს მე მომკლავს რომ არაფერი ვუთხარი -ჩვენ აქ დენილის გამო ვართ,-პედრომ მომნუსხველად გაიღიმა -დენილეის გამოს მოგცემ მე შენ,-ვალერიამ ერთი ისეთი შემოკრა მეგორის მხარს პედრო დაიმანჭა -ვი მისმინე ჩვენ ვრჩებით ტონიოს რაც უნდა ის უქნია არ მაინტერესებს -ნიკოლას ინანებ ხომ იცი მაგ სიტყვებს -შენ არავის ეტყვი ხომ ასეა ვი? -ნუ მეაფერისტები იცოდეთ,-გოგონამ ხელი აუქნია ცხვირზინ ნიკს მაგრამ ამ დროს ბიცოლამ საკუჭნაოს კარი გააღო და ნიკის წინ ასვეტილი ვალერია რომ დაინახა თავი გადააქნია და იმწამსვე დახურა კარები შემდეგ ისევ გააღო ახლა პედროს დააკვირდა გამომწვევად გვერდზე რაღაც ჩაიბუტბუტა და კარი მიაბრახუნა. -ესღა მაკლდა,-ვალერიამ ბავშვურად წამოიტირა და საკუჭნაო დატოვა. დენილს ჯერ კიდევ ეძინა ასე რომ ვალერიამ დრო იხელთა თავისი ხელჩანთა გახსნა და რაღაც პაკეტები ამოიღო მერე სააბაზანოში ჩაიკეტა. -ვი აქხარ? -დენიელ მოდი აქ,-გოგონამ სააბაზანოდან გამოყო თავი და დენელი მიიხმო -რამოვიფიქრეთ ვი? -აი ეს -რა არის?,-ვალერია დენიელის ყურთნ დაიხარა და რაღც გადაულაპარაკა. ................................ ტონიო თავის ოთხში იჯდა თანაშემწეს ელაპარაკებოდა და საბუთებს შაჰკირკიტებდა როცა ეზოდან რაღაც ხმები მოესმა. -პედრო გეყოფა,-დაიწიწიკინა გოგონას სასიამოვნოდ ბავშვურმა ხმამა -ერიკ მერე დაგირეკავ,-შეაწყვეტინა ტონიომ საუბარი თანაშემწეს და ფანჯარასთნ მივიდა -რა მეყოფა სესილია ესეიგი სკარლეტს შეუძლია რომ ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობაში და ჩემს მეგობარს არა?-პედროს თალების დანახვა არ იყო საჭირო რომ მიმხვდარიტო ტონიო ბიჭს თვალები უელავდა. -ვალერიას საქმე არაა შენ დარჩები თუ წახვალ აქ ჩემგამო ხარ და აარა მისგამო,-სესილიამ უღონოდ დაუშვა ხელები -ვალერიას არ უნდა ბოსთნ საქმე გაიფუჭოს მე მესმის მისი ჩემი მეგობარი კარგი გოგოა და არ იზიდავს სამსახურეობრივი რომანები -არა?-სესილიამ წარბი ასწია -რას ამბობ სესილია ჭკუას მოუხმე -რატომ განა ვერ ვამჩნევ როგორ უყურებს ჩემს ძმას მაგ გოგოს უნდა ისევ აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და ამისათის ჩემი ძმის ფულები გამოიყენოსა -ეს სიცრუეა,-შეუყვირა ბიჭმა -არა პედრო სიცრუე არაა აბა თავად დაფიქრდი ჩემი ძმის გულს აქამდე არცერთი გოგო არ გაკარებია მაგ გოგომ კი რამდენიმე თვეში მოახერხა ჩემი ძის ჭკუიდან გადაყვანა ყველაფერი გააკეთა რომ ტონიოს გული მოეგო ახლა კი მის ცოლობასაც მალე მოინდომებს და ყველაფერს წაართმევს -ვიცოდი რომ ვალერია გეზიზღებოდა მაგრამ რას ვიფიქრებდი ასე თუ გძულდა,-პედროს სესილია ძალიან უყვარდა მარამ ვერ აიტანდა მის საყვარელ მეგობარზე ვინმეს ასეთი რაღცეები ეთქვა -შენც მის მხარეს ხარ ასეა არა? -რათქმაუნდა მის მხარეს ვარ ის ჩემი მეგობარია და არაა ისეთი ქალი როგორადაც შენ აღწერე -წადი აქედან პედრო შენი დანახვა არ მინდა -მივდივარ ვინიცის იქნებ ჩემზეც ასე ფიქრობ, ფიქრობ რომ შენი ფული მინდა მე მიყვარხარ სესილია მაგრამ იდიოტი ვარ რომ ახლა ვდგავარ და შენ წინაშე ვიმართლებ თავს. ტონიომ დაინახა როგორ წავიდა პედრო ჩქარი ნაბიჯით და მალე მიიმალა ეზოში. -ეს რახდება ჩემს თავს?-ეკითხებოდა კაცი თავის თავს და ცდილობდა გაეაზრებინა რახდებოდა,-ჩემმა დამ იცის რომ ვალერია მიყვარს რატომ თქვა ასეთ რაღაცეები მასზე რამ შეაძულა ეს გოგო ასე?-ტონიო გაფართოებული თვალებით იჯდა და ცდილობდა ქაოსი რომელიც თვსა და გულში გაუჩნდა დაეცხრო. ........... ტონიო იჯდა ხელში მობილურს ატრიალებდა და საკუთრ თავს ებრძოდა მაგრამ ბოლოს მაინც სძლია ძლიერმა სურვილმა ტელეფონს ბლოკი მოხსნა google მოძებნა და საძიებო ველში ჩაწერა „ვალერია ვალენსა“ პირველივე სტატია გახსნა სადაც ვალერიას ფოტო ამოიცნო და თვალებში სიყვარული და ღიმილი ჩაეღვარა გოგონა რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული შუახნის წარმოსადეგ ბენედიქტ ვალენსასთნ ერთდ არ შეიძლებოდა ისეთი ადამინი ყოფილიყო როგორადაც მისმა დამ დაახასიათა. „ბიჭებო ტყუილად უღიმით ეკრანებს,-თითქოს ჯიბრზე სტატია ამ სიტყვებით იწყებოდა,-ეს ცნობილი ბიზნესმენი და მისი შვილია რომლებიც ისეთი კეთილები და კარგები არ აღმოჩნდენე როგორიც მათ ნათესავ-მეგობრებს ეგონათ. ბენედიქტ ვალენსა აქამდე ცნობილი იყო როგორც ქველმოქმედი და საოცრად კეთილი ადამიანი მაგრამ ორიოდე თვის წინ მის სახლშ პოლიციელები გამოჩნდენ რომლებმაც ბიზნესმენი აიყვანა. მალე გაირკვა რომ ვალენსას ბრალად ედებოდა ფულის გათეთრება და სხვისი ქონების მისაკუთრება კაცს მრავალი დაფარული გადასახადიც აღმოაჩნდა რომლის გადახდას არც ჩქაროდა. რაც შეეხება ამ უცოდველ არსებას რომელიც მამას ახალთახალი კოლექციიდან ნაყიდი კაბითა და ფეხსაცმლით უმშვენებს გვერდს ისეთივე კარგი სულაც არაა როგორიც გვეგონა მოკლედ რომ ითქვას ნამდვილი „მამიკოს გოგოა“ ვალერია ვალენსა 2000ი წლიდან ჩაება საოჯახო საქმიანოდაში მისი შეყვარებულები ყოველთვის მდიდარი ოჯახის ბიჭები იყვნენ და ეს ოჯახები გაურკვეველი მიზეზის გამო მალე გაკოტრდნენ(ინფორმაცია გადამოწმებული არაა) ახლა ვალერია ვალენსა გაუჩინარდა საინტერესოა ვისზე ნადირობს „მამიკოს გოგო“ ამჟამად ვისი ცხოვრების მოწამვლას გეგმავს.“ -ჯანდაბა,-გაბრაზებულმა და დაბნეულმა ტონიომ მოობილური კედელს გაუქანა და თავი ხელებში ჩარგო. ………………… -აგენტო ვანილის ნაყინო მზად ხარ? -კი მზად ვარ თეთრთავა ყვავო -მაშნ შეტევაზე,-ვალერიამ მხრები აიჩეჩა და ჩანთიდან შავი საღბავით სავსე ბუშტი ამოიღო ნიკს გაუქანა და ინდოელივით შეჰკივლა -არ მოგბეზრდათ?-ნიკს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ ცემინება აუარდა -რა ჯანდაბას აკეთებ ვალერია,-სკარლეტს დენილის ნასროლი ბურშტი სახეში მოხვდა და სულ ყვითლად შეიღბა -ცემინების ფხვნილი და საღბავია,-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და სესილიასაც ესროლა ბუშტი რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მეგობრობა შესთავაზა -ვალერია ვალენსა ჩემს კაბინეტში სასწრაფოდ,-ტონიოს ხმა ისეთი მკაცრი იყო ვალერიას ხმის ამოღება არც უფიქრია კუდამოძუებული წავიდა ტონიოს კაბინეტისკენ -კარგია იქნებ ჭკუა ასწავლოს,-ჩაილაპარაკა სკარლეტმა -წავალ დავეხმარები -არა დენილ,-ნიკმა ბავში აიყვანა და საღებავი მოსწმინდა -გაუშვი წავიდეს,-ნიკმა ზედიზედ რამდენიმეჯერ დააცემინა და ბავში სააბაზანოსკენ წაიყვანა. -როგორ ფიქრობ გააგდებს? -არა სკარ არ გააგდებს ეჩხუბება მაგრამ ცოცხალი თავაით არ გააგდებს,-ამოიფრუტუნა სესილიამ და თვითონაც წავიდა გამოსაცვლელად. -ეს ხუმრობა იყო ბოს,-ვალერია ისე შევიდა ტონიოს ოთახში და სკამზე დაეშვა ერთხელაც არ უცდია თავის მართლება ან სასიყვარულო სიტყვებით მისი მოლბობა რამაც ტონიო უფრო დააეჭვა და განარისხა -მომეცი შენი მობილური,-გოგონამ მაშინვე გაუწოდა ნივთი და არხეინად გადაიდო ფეხი ფეხზე -რას ნიშნავს ეს,-ვალერიამ მობილური გამოართვა და სტატია გადაიკითხა -და შენ ამის გჯერა არა? -გწყინს ვალერია? -არა ტონიო ჩემში ეჭვი გეპოარება რა უნდა მწყინდეს რას ამბობ ,-შეუყვირა ვალერიამ -ჯერ ეს ერთი მისტერ საილას და მეორეც მოშორდი ჩემს სახლს -ტონიო რას ამბობ ეს ყველაფერი ტყუილია ტონიო,-ვალერიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა -არ მინდა შენი დანახვა -ტონიო ხვდები რომ ბავშვივით იქცევი? -წადი გაბრაზებულმა ვალერიამ კარი გამოიჯახუნა და თავისი ოთახისკენ წავიდა ელვის სისწრაფით ჩაალაგა თავისი ბარგი ჩანთა ზურგზე მოიგდო და ფეხით დაადგა გზას რომელიც მისი აზრით სახლში დააბრუნებდა. -პედრო -რამოხდა საყვარელო,-გამოეხმაურა ბიჭი ყურმილის მიღმა -შეგიძლია აქედან წამიყვანო?-ვალერიას ხმა ცრემლებმა გაბზარა -ვალერია სად ხარ?-პედროს გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა -რანჩოდან მოვდივარ მოდი გთხოვ და წამიყვანე აქედან -ახლავე მოვდივარ ცატა დამიცადე,-გოგონამ ცრემლები მოიწმინდა მობილური ჯიბეში ჩაიდო და გზას დაადგა. უკვე ბინდდებოდა როცა ტონიო ცოტათი მოეგო გონს და ქვედა სართულზე ჩავიდა -სადაა ვი?-დაიყვირა დენილმა და ტონიოსკენ გაიქცა -ვი წავიდა და აღარ დაბრუნდება საყვარელო სხვა ძიძას მოგიყვან -და ვინ გითხრა სხვა ძიძა რომ მჭირდება? -დენილ ახლა შენი თავი არ მაქვს წადი გარეთ ითამაშე. .................................. Grande amore……………….ბლა ბლა ბლაააა,-ვალერია გამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა და თავის ოთახში რაღაცეებს აადგილებდა -ვალერია მოკეტე ცოტახანს თავი გამისკდა,-დაიკივლა დეფინემ -დეპრესიაში ვარ -მერე მე რატომ ვეწირები მაგ დეპრესიას? -მოკეტე დეფინე ახლა ყველა მეზიზღებით და ნუ მაიძულებ გამოვიდე და ყველა დავხოცო ვინც გზად გადამეყრება -მხარი არ ამოიგდო,-დეფინემ კარი გაიჯახუნა და სამზარეულოში შეიკეტა. -რაც იმ რანჩოდან ჩამოვიდა ასე იქცევა უკვე ტვინი მკტივა -ცუდადაა მეც ცუდად ვარ,-პედრომ წვენიანი ჭიქა მოიყუდა და ერთ ამოსუნთქვაზე გადასანსლა -შენ რაღა გჭირს? -გულში ვარ დაჭრილი -ეს იმ ლამაზი გოგოს ბრალია? -შენ ყველაფერი რატომ იცი ვალერია გიყვება? -არა კარგი ინტუიცია მაქვს ერთად დაგინახეთ და მივხვდი. აი ამ ჩემს ბიძაშვილს რა სჭირს სადეპრესიო ამას ვერ ვხვდები მე -დენიელი ენატრება -ოოჰ, რა გულუბრყვილოები ხართ ეს ბიჭიები ვერ ხვდები მას ტონიო საილასი უყვარს -მართლა? ესეიგი სესილია მართლი იყო,-პედროს თვალები შუბლზე აუვიდა -არვიცი ეგ ვინაა მაგრამ თუ ჩემსავით ფიქრობდა მართლი ყოფილა -მოიცა ამ სიმღრას რატომ მღერის? ტვინი წამიღო უკვე -არვიცი სადღაც ჯანდაბაში იპოვა. არა კარგი სიმღერაა მაგრამ შემსრულებელია გამანადგურებელი -ასეა. პედრომ და დეფინემ კიდევ ცოტახანს განიხილეს ვალერიას ამბავი და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. -რა ჯანდაბა დაგრჩა?-დეფინემ კარი გააღო და პედროს ნაცვლად წინ დენილ საილასი დაუხვდა -დენილ? აქ რას აკეთბ? -სახლიდან გამოვიპარე სესილიას არ ეცალა ნიკს დასვენების დღე აქვს და მეც წამოვედი ვი სახლშა? -კი ოთახშა შედი,-დეფინემ ბავშვს გაუღმა და დაიმალა თუ არა კარებს მიღმა მშინვე აკრიბა ტონიოს ნომერი. -ვი ცოცხალი ხარ?-ვალერიამ თვალები დააჭყიტა და დენილის მიმართულებით იმ სისწრაფით გაიქცა ლამის ბავშვი გაგუდა -ჩემო სიცოცხლევ როგორ მომენატრე დენილ არ მჯერა იქნებ მოვკვდი და სამოთხეშ ვარ სადაც დენილის მსგავსი ბავში მომიგზავნეს,-დაეკითხა თვაის თავს -ვი რა სასცილო ხარ,-ბავშვმა გულიანად გადაიკისკისა და ძიძს მიეკრა -მომენატრე ჩემო ბიჭო -მეც მომენატრე ვი -ნიკმა მოგიყვანა? -არა გამოვიპარე და იმ სახლში აღარ დავბრუნდები -ამას რატომ ამბობ საყვარელო?-ვალერიამ ბავშვი კალთაში ჩაისვა -იმიტომ რომ ჩემი ძმა ურჩხულია შენ გაგაგდო და არც თვითონ მეთმაშება ხოლმე -არა დენილ ტონიოს შენს გარდა თითქმის არავინ არ ყავს არ მიტოვო გთხოვ -მე რომ შენთან მინდა ვიყო -საყვარელო მე ერთი რიგითი ძიძა ვარ ჩემი მსგავსი კიდევ ბევრი გეყოლება მაგრამ არ მიატოვო ის ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ -შენ არ გიყვარვარ ვი? -როგორ არა პატარავ ძალიან მიყვარხარ მაგრამ ტონიო ცოდოა მარტო -შეიძლება?-დეფინემ ოთახში თავი შემოყო და ვალერიას ანიშნა მისულიყო -რომოხდა? -ტონიოს დავურეკე მალე მოვა და უნდა რომ დენილი მიუყვანო პარკში დაგელოდება -კარგი,-ვალერია დამწუხრებული შევიდა ოთახში დენილი დაარწმუნა რომ პარკში გაყოლოდა. დეფინე ხედავდა როგორ მიდიოდნენ ძიძა და აღსაზრდელი სიცილით პარკისკენ და თითოს უდარდელად მოუხედეს მას. -მაქანავებ საქანელაზე? -რათქამაუნდა საყვარელო,-ვალერიამ დენილი საქანელაზე დასვა და სანამ აქანავებდა გარემო კარგად მოათვალეირა პარკში ზედმეტად ბევრი უცნაური დაკუნთული და სათვალიანი ბიჭი იჯდა, რაც მძფრსიუჟეტიან ფილმებზე შეყვარებულ ვალერიას ძალიან ეუცნაურა მობილური ამოიღო და სასწრაფოდ აკრიბა ნიკის ნომერი -რამოხდა ვი -ნიკ დენიელი სახლიდან გამოიპარა დეფინემ ტონიოს დაურეკა და მან უთხრა ბავში პარკში წამეყვანა და მოვიდოდა აქ კი რაღაც რიგზე ვერ არის მოდი გთხოვ, მეშნია ბავშს რამე არ შეემთხვას -ახლავე მოვდივარ ეცადე არაფერი შეიმჩნიო -კარგი,-გოგონამ მობილური გათიშა და დენილის ქანაობა განაგრძო თან რაღაც ზღაპარს უამბობდა -მარტოხელა დედობა რთულია არა?-ვალერიას გული შეუქანდა როცა სათვალიანთაგან ერთ-ერთი მიუახლოვდა და გაუღიმა -დიახ ძალიან რთულია -დაგეხმარებით -არა მე თვითონ,-ვალერიამ კაცს საქანელაზე მოკიდებული ხელი გააშვებინა და დენილი გადმოსვა -წამოდი საყვარელო ბამბის ნაყინი ვიყიდოთ -რატომ არ გინდათ დაგეხმაროთ? -მე... მე,-დაბნეულმა ვალერიამ იქაურობა მოათვალიერა მაგრამ ხსნა არსად იყო -მე მელოდება,-ნიკი უკნიდან მიუახლოვდა მათ და ვალერიას დენილის ხელი გამოართვა -მაპატიეთ მითხრა მარტოხელა ვარო -და დაიჯერე არა? -კი დავიჯერე,-კაცმა უცნაურად გაიკრიჭა და ნიკმა ყრუ ტკივილი იგრძნო ზურგში მერე კი ჭრილობამ სუნთქვა შეუკრა -ვალერია ბავშვი გაიყვანე,-ამოიყვირა სასოწარკვეთილმა და იარაღს დაავლო ხელი მაგრამ ამ დროს კიდევ ერთხელ იგრძნო ცივი იარაღი ზურგში -საყვარელო გაიქეცი რაც არ უნდა მოხდეს არ მოიხედო დეფინესთნ მიდი და კარი ჩაკეტე,-ის იყო ვალერია ნიკის დასახმარებლად მიბრუნდა რომ კეფაში რაღაც მძიმე მოხვდა და იქვე ჩაიკეცა ძლივს გახელელი თვალებიდან დაინახა როგორ დაიჭირა ვიღაცამ დენილი და საბოლოოდ გაითიშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.