წარსული,აწმყო,მომავალი.(დასასრული)
გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია,ვიჯექით ტაქსში ორივე ხელიხელ ჩაკიდებულები,მე თავი სემის მხარზე მედო.ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდით სახლში. -მოვედით სიხარულო. - მითხრა და გამიღიმა.მეც შვებისგან ამოვისუნთქე და უცებ ავირბინე კიბეებზე.კარები გავაღე და ლოგინზე დავეგდე,ისევ... -კარგი,მისმინე მეც შენსავით მაინტერესებს შენს პრინცს რა ჯანდაბა ეტაკა,მაგრამ ახლა უნდა დავწყნარდეთ,კარგი? მერე ალექს დავურეკავთ და გავარკვევთ რა ხდება… -არავისაც არ დავურეკავთ…- რაღაცნაირად გავუღიმე და ლოგინზე წამოვჯექი. - გახსოვს ადრე მე, შენ და ჯენი მაღაზიებში გამყიდველებს,რომ ვეჩხუბებოდით? მომენატრა ის დრო...სამივე ძალიან ბედნიერები და ლაღები ვიყავით… -შეგვიძლია ახლაც გავიმეოროთ. - თვალი ჩამიკრა და ტელეფონი აიღო. -ჩემო იდიოტო,როგორ ხარ? - თან ჯენის ელაპარაკება,თან ყავას ამზადებს. -საშინლად...შენ? შე არასწორო,რატო იკარგები ხოლმე. - მეც...სემთან ვარ,არ გინდა ამოხვიდე? -აუცილებლად ამოვალ,დაახლოებით ერთ საათში მანდ ვარ...ძალიან მომენატრეთ… - მისი ბედნიერი ხმის გაგონებაზე,გამეღიმა. -ჩვენც,ლამაზო,ჩვენც...მიდი გელოდებით. - გათიშა და ყავა მომიტანა. - ესეც ასე,ძველი დრო უნდა გავიხსენოთ...ეჰ ახალგაზრდობა… - დანანებით თქვა და მერე ერთად გავიცინეთ. სახლში მხოლოდ ერთი ბოთლი კონიაკი და ორი ბოთლი ღვინო გვქონდა...თავიდან გვეყოფოდა,მერე კი ერთად ერთად ჩავიდოდით მაღაზიაში,გავლანძღავდით გამყიდველს და ამოვიდოდით სასმელით ხელში. ჯენი მალევე მოვიდა.კარებში შემოსვლისთანავე მე და სემი ვეტაკეთ,ჩავეხუტეთ და კინაღამ დავახრჩვეთ. -როგორ მომნატრებიხარ. - ვუთხარი და უფრო მაგრად ჩავეხუტე.ასეთი სითბო მას მერე არ მიგვრძნია,რაც ჩვენ სამი ერთად აღარ ვიკრიბებოდით. -აბა,მოყევით ახლა ახალი ამბები. - და აი აქედან დაიწყო ჩვენი ღამე. სემმა ყველაფერი უამბო,რაც დღეს მოხდა.მერე ვიტირეთ,ცოტახანში ღვინოც დაგვიმთავრდა...ჩავედით იმ მარკეტში,სადაც ადრე დავდიოდით.გვეგონა,რომ ის ქალი(გამყიდველი) ისევ არ გამოგვატანდა სასმელს,თუმცა ჩვენი დანახვისთანავე გაიღიმა,გამოვიდა თავისი სალაროდან(თუ რაც ქვია) და ჩაგვეხუტა. ამას ნამდვილად არ ველოდით… -ისევ ღვინო? თუ არაყი? - ბედნიერებისგან იღიმოდა.სხვათაშორის მის სახეზე ასეთი გულწრფელი ღიმილი არასდროს მინახავს. - რა თქმა უნდა ორივე… - ერთხმად ვუთხარით და გავიცინეთ. -მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგატანთ,თუ საჩუქრის სახით მიიღებთ…-თქვა და ყველაფერი პარკში ჩაალაგა. -არა,ამას ვერ ავიღებთ,ძალიან გთხოვთ… -მე გთხოვთ...ძალიან გამიხარდა თქვენი აქ ნახვა,არც კი გელოდებოდით...სხვათაშორის თქვენი ჩხუბიც მომენატრა. - გაიცინა და პარკი გამოგვიწოდა. -ძალიან დიდ მადლობა,ხშირად მოგაკითხავთ ხოლმე...თუმცა შემდეგში მხოლოდ ფულით წავიღებთ აქედან რამეს. - დავემშვიდობეთ,გადავკოცნეთ და წამოვედით. სახლში ავედით,ჩემი ტელეფონი მაგიდაზე ეგდო.დავხედე,საათი მაინტერესებდა და შევამჩნიე, რომ შვიდი გამოტოვებული ზარი იყო “არ უპასუხო”-დან. (ჰო,ჩემი ყოფილის ნომერს, დაშორების შემდეგ ეს დავაწერე). “რა ჯანდაბა უნდოდა ნეტავ”-გავიფიქრე და ისევ გოგოებს დავუბრუნდი. -რა ხდება ლამაზო?ესეთი სახე რატომ გაქვს. - სემს რას გამოვაპარებდი… -აბა თუ გამოიცნობთ ვინ მირეკავდა. -ალექსი? - ორივემ ერთად წამოიყვირა… -ნწუ,ჩემი ყოფილი პრინცი… - თავი ამაყად ავწიე,მერე იდიოტივით გავიცინეთ. -არარსებობს...მაგას რა ჯანდაბა უნდოდა? - ჩემი და ჯენის აზრები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს,სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვმეგობრობ მასთან. -მიდი დაურეკე. -სემისგან სხვა რჩევას არც ველოდებოდი…-მიდი,მალე,დაურეკე თორემ ამას მე ვიზამ… -ხო არ გაგიჟდი? - ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი,თუმცა ტონის აწევაზე არც კი მიფიქრია. -აი რეკავს,მიდი მართლა, უპასუხე. - უკვე ჯენიც აყვა… -კარგით ჰო. - დავნებდი,სხვა გზა არ მქონდა. - გისმენთ. -მარიამ,როგორ ხარ? - წამით ვიფიქრე,რომ მისი ხმა მომენატრა. -კარგად. რისთვის რეკავ? - თუმცა,ახლა მკაცრი იმიჯის შენარჩუნება,საუკეთესო ვარიანტი იყო. -მინდა ბოდიში მოგიხადო,ნიკის საქციელის გამო… - ზუსტად ვიცოდი ახლა რა სახეც ექნებოდა...თავი ოდნავ დახრილი,თვალები და წარბები ზემოთ აწეული და კნუტის ან ლეკვის გამომეტყველება. -ნიკი რა შუაშია? ან საერთოდ რა ხდება? -მოიცა,არაფერი იცი?ჯანდაბა! -აბა,რა გამოვტოვე? - წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. -მოდი შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. -და აქედან ვერ მეტყვი? - ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა! ესღა მაკლდა… -გრძელი ამბავია… -კარგი. -შენს კაფესთან მოვალ… - თქმა და ყურმილის დაკიდება ერთი იყო...მასთან შეხვედრა სასტიკად არ მინდოდა,ვიცოდი რამხელა ზიანს მომიტანდა ეს...ისევ იმ წარსულს დავუბრუნდებოდი მისი ცისფერი თვალების დანახვისას.წარსულს,რომელსაც ძლივს გამოვექეცი,რომელიც ალექსთან შეხვედრამდე სულ ჩემთან იყო… -მიდი მოემზადე. - ჯენიმ გამომაფხიზლა. - უკვე გზაში იქნება,ხომ იცი… -ჩემს მაგივრად,რომ თქვენ ჩახვიდეთ? ჯერ იმიტომ,რომ ღამეა,თან ფხიზელიც არ ვარ...ნუ არც თქვენ ხართ,მაგრამ...დედა ვატირე! რა ჯანდაბა უნდა ყველას ერთად? თხუთმეტ წუთში ისიც მოვიდა,დამირეკა და მეც ჩავედი. -საერთოდ არ შეცვლილხარ… - გამიღიმა და ჩამეხუტა. -არამგონია ჩასახუტებლად ჩამოვსულიყავი...რა ხდება? - ისევ ისეთი სუნი ჰქონდა,როგორც მაშინ. მე რომ მიყვარდა,ის საროჩკა ეცვა,ცისფერი,რომელიც მართლა ძალიან უხდებოდა მის თვალებს…”მარიამ აქ მის სანახავად კიარა,სალაპარაკოდ მოხვედი”-ყოველწამს ვუმეორებდი საკუთარ თავს… -დავიჯერო საერთოდ არ მოგენატრე? - ისევ ის მაცდუნებელი მზერა… -კი,ყოველწამს შენზე ვფიქრობ...ახლა კი გისმენ. - სწერვულად გავუღიმე,მაგიდასთან ჩამოვჯექი და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს. -მოკლედ ნიკი ელაპარაკა შენს შეყვარებულს...ჩვენზე,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად უთხრა...რა თქმა უნდა დამნაშავედ შენ გამოგიყვანა,თითქოს ყველაფერი “ამახიე” და სადღაც გაიქეცი.აქედან გამომდინარე,ალბათ ხვდები როგორადაც გამოგიყვანა.ხოდა,მე რომ მეთქვა ალექსისთვის რამ,ე ვიცოდი რომ ცუდად გაიგებდა...ამიტომ ჯობია შენ დაელაპარაკო და ყველაფერი აუხსნა. -ვერ დავიჯერებ,რომ შენ აქ ამის სათქმელად მოხვედი… -ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში,თუმცა პირველად მაინც ეს წამომცდა. -ჰო,ვიცი ძნელი დასაჯერებელია,მითუმეტეს მას შემდეგ რაც გიღალატე,თუმცა მართლა შევიცვალე...სწორედ ამის დასამტკიცებლად მოვედი აქ. -ეს არაფერს ცვლის. ნიკი სადაა? -მაგან მიიღო უკვე თავისი...მისმინე,მიდი და ალექს დაელაპარაკე.მინდა,რომ ბედნიერი იყო და იმ ახვარის გამო საქმე არ გაგიფუჭდეს...ახლავე დაურეკე ალექსს და შეხვდი. წარმოდგენა არ მქონდა რა გამეკეთებინა,ალექსზე ახლა უფრო გავბრაზდი...მიცნობდა,მაგრამ ყველაფერი მაინც დაიჯერა,მასთან ლაპარაკი აღარ მინდოდა...საერთოდ სადმე გაქცევა და ცოტახნით დასვენება საუკეთესო იყო ახლა ჩემთვის,თუმცა არც ძალა მქონდა მაგისთვის და არც სურვილი,ყოველშემთხვევაში ჯერ.თავი მაგიდაზე დავდე,ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.ამასობაში ჩემმა ყოფილმა პრინცმა სკამი ჩემს გვერდით დადგა და გვერდით მომიჯდა,თავი ამაწევინა,თმა გადამიწია და თვალებში ყურება დამიწყო. -მიდი,დაურეკე რა… -არაა საჭირო. - უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა,კანკალი დავიწყე და იმაზე ვფიქრობდი,ახლა რა გამეკეთებინა. -მგონი ალექსი ხარ ხო?,მე მარიამის… - საუბარი შეაწყვეტინა. -ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ… -მაშინ,უბრალოდ მომისმინე...ნიკმა რაც გითხრა ყველაფერი ტყუილია,თუმცა როგორც სჩანს მაინც დაიჯერე… -კი,აშკარად ტყუილია...ყველაფერი დავინახე...იმასაც ვხვდები, რომ ერთმანეთი ჯერ კიდევ გიყვართ… მე ვიჯექი წყნარად,არცერთისთვის არ შემიხედავს.ყვირილი მინდოდა,თუმცა ხმას ვერ ვიღებდი.გაქცევა მინდოდა-ფეხები არ მემორჩილებოდნენ.ტირილი მინდოდა და ცრემლი გამიშრა.იმ წამს ვიგრძენი,რომ სრულიად მარტო ვიყავი.ვერავინ მხედავდა,არავის ესმოდა,არავინ მამჩნევდა. -გაეთრიეთ! - ბოლოს როგორც იქნა ვთქვი,ვთქვი ის რისი თქმაც ახლა ყველაზე მეტად მინდოდა… - გაეთრიეთ! - იმაზე ხმამაღლა ვიყვირე,ვიდრე წარმომედგინა. ცოტახანი ორივე მე მიყურებდა...ჩემი ცრემლების დანახვისას ალექსი მოვიდა ჩასახუტებლად,თუმცა არ მოვუშვი.აღარ მოვუშვი…წამოვდექი ფეხზე და ყვირილი განვაგრძე. - გაეთრიეთ! ორივე მოშორდით აქედან,ვერცერთს ვერ გიტანთ! - ვთქვი და გავიქეცი.მივრბოდი ნახევრად მთვრალი,სასოწარკვეთილი,იმედგაცრუებული და განადგურებული.ვერ ვიჯერებდი,რომ არავინ მიჯერებდა,განსაკუთრებით კი-ალექსი,ადამიანი-რომელთან ერთადაც დაუვიწყარი დრო გავატარე,რომელთანაც ყველაფერზე ვლაპარაკობდი...რომელიც ყოველთვის მიფრთხილდებოდა,ზრუნავდა,მეფერებოდა...რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა...მივრბოდი და თვალწინ მედგა ის წუთი,როცა ჩემმა ადამიანმა ვიღაცების წინაშე დამამცირა.თითქოს მისთვის უცხო,მორიგი თანამშრომელი ვყოფილიყავი....ჯანდაბა! მივრბოდი...მივრბოდი...გავრბოდი და ვერაფერს ვხედავდი.ვეღარაფერს ვგრძნობდი.ვეღარაფერზე ვფიქრობდი.ვეგდე მიწაზე,მხოლოდ ხმა ჩამესმოდა...ვიღაცის კივილის ხმა… “მე და მარიამი ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით,ყოველთვის განსხვავებული და თავისებური იყო.ვერასდროს წარმომედგინა ცხოვრება მის გარეშე.დავიფიცეთ,რომ ერთმანეთს არასდროს დავშორდებოდით,ერთად დავბერდებოდით და ყოველ დაბადების დღეს ერთად აღვნიშნავდით,თუმცა მან პირობა დაარღვია.მარიამმა მიმატოვა.ახლა არ ვიცი რა ვქნა.ძალიან მენატრება…” - სემი. “მას ყოველთვის ესმოდა ჩემი.ყოველთვის ყველაფერში ვეთანხმებოდით ერთმანეთს,თითქოსდა ხომ შეუძლებელია,მაგრამ ესე იყო...არასდროს გვიჩხუბია.ყველაზე მძიმე პერიოდში ჩემს გვერდით იდგა,მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევდა.ის ჩემთვის დაზე მეტი იყო.ყველაფერს დავთმობდი იმისთვის,რომ ახლაც ჩემს გვერდით იყოს.ყველაზე მეტად ახლა მიჭირს,ახლა მჭირდება მარიამი...ღმერთო! სიგიჟემდე მენატრება” - ჯენი. “მისი სიკვდილი ჩემი ბრალია.ყველაფერი ჩემი ბრალია.არ უნდა გამეშვა,გაქცევის საშუალება არ უნდა მიმეცა.ვხედავდი რა დღეში იყო და ვერაფერი გავაკეთე.რომ არ დამერეკა და ყველაფერი,რომ არ მეთქვა ახლა ცოცხალი იქნებოდა.დასწყევლოს ღმერთმა,მხოლოდ მე ვარ დამნაშავე...ჩემი პირველი სიყვარული მხოლოდ ჩემს გამო წავიდა...ჩემს გამო გაიქცა”-მარიამის ყოფილი პრინცი,ჯეკი. “არასდროს დავივიწყებ,სწორედ ეს იქნება ჩემი სასჯელი.მარიამის დანახვისთანავე მივხვდი,რომ ჩვენს შორის რაღაც ძლიერი კავშირი იყო.ჩემი ცხოვრება მთლიანად მას უკავშირდება.იქ გატარებული ოთხი დღე ყველაზე მტკინვეული,თუმცა ამავდროულად ყველაზე ბედნიერი მოგონებაა.ხანდახან ვფიქრობ,რომ იქნებ მის გარეშე ცხოვრება არც ღირს...მაგრამ დარწმუნებული ვარ მარიამი ამ ფიქრების მერე,უფრო ბრაზდება ჩემზე...ერთადერთი დამნაშავე ვარ.მე,რომ არა ის კვლავ თავის მეგობრებთან იქნებოდა და შეიძლება ჩემთანაც. საკუთარ თავს ყოველ წამს ვსჯი...ყოველწამს ვიხსენებ ყველაფერ ცუდს,რაც მას დავმართე.როგორ დავამცირე ვიღაც თანამშრომლების წინაშე,როგორ არ დავუჯერე მას,როგორ ვუყვირე,როგორ ვატირე…მარიამი,სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,როცა მეგონა რომ სიყვარულს ვერ შევძლებდი,როცა არ მინდოდა სიყვარული თუმცა მისი დანახვისთანავე...დანახვისთანავე ყველაფერი შეიცვალა…”არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი - საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?”-ალექსი „მორჩა… მორჩა ყველაფერი, რასაც ჯერ არ მოუპოვებია სუნთქვა, აღტაცება, ჩივილი, ზრდა, ჩამოყალიბება. არაფერი არ დარჩენილა… მხოლოდ მკვდარი, სისხლისგან დაცლილი ხორცის ნაჭერი და ცოტა შედედებული სისხლი.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.