პირველად რომ დაგინახე...(14)
წამოვდექი და ოთახში გავედი. შემდეგ ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ლიანა ქვევით არ დამხვდა, ალბათ ლევანმა დაითხოვა. ნამცხვარი გამოვიღე, შემდეგ კარადიდან (სადაც ლევანი მალავს სასმელს) გამოვიღე ვისკი, ჩავასხი ჭიქაში და უცებ გადავკარი. რა თქმა უნდა დილით დალევა საუკეთესო აზრი არ იყო, მაგრამ წინ გრძელი, რთული და დამღლელი დღე მელოდებოდა. არ განმკითხოთ. გარეთ გავედი და სალის გავუარეთ. -ლიზა... ვნერვიულობ. -ელაპარაკე?-დაცვაზე ვანიშნე, არ მინდოდა რომ მათ რამე გაეგოთ. -კი. ორივე დათანხმდა. -კაია. მეც ვნერვიულობ. -არ მჯერა... ვერ ვიჯერებ... როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება მიგასიკვდილებ. -სრულ უფლებას გაძლევ. -ლიზა, რო არ გამოგვივიდეს? -ყველაფერი გამოგვივა. მოვედით-შემდეგ გადავედით მანქანიდან და კაბების მაღაზიაში შევედით. -ლიზა, რო არ გამოგვივიდეს... მე რა მელოდება? -არაფერი, შენც ხო არ მოგიტაცებენ. მაგრამ უნდა გამოვიდეს. შენ ძმასაც ელაპარაკე? -კი, ნიკუშას ბიჭებიც მზად არიან. -ძაან არ მინდა ამხელა შარში რო გავხვიო. -ვიცი. -რეზი იქნება დღეს იქ... -ხო, მარა ჩვენ მაინც ვერ ვნახავთ. -იცი როგორ მინდა რომ იცოდეს ყველაფერი. -მერე უთხარი. დაურეკე. -ტელეფონები ისმინება. მესიჯებსაც ნახულობენ. -კაი... ვიმედოვნებ რომ ყველაფერი გამოვა. ფული? -ვერ ხედავ ხელში რა მიჭირავს?-ლევანის კარტა დავანახე. -არა, კაი მოპარავ? -მილიონები უდევს, ჩემი კარტიდან რამე რო მოვხსნა იეჭვებენ, ამისგან რომ მოვხსნა ვეტყვი რო კაფეში გვინდოდა რამე თქო ან რამე მოგვეწონა და უბრალოდ არ იყო იქ საშუალება რო კარტით გადამეხადა თქო. -ლიზააა. კაი როდის უნდა მოვასწროთ ბილეთის ყიდვა? -როგორც კი მივალთ ხელის მოწერაზე, იქიდან ხომ... -ხო. -თქვენი კაბები მზად არის წასაღებად. -დიდი მადლობა-გადავიხადეთ და გამოვედით. შემდეგ სალონში წავედით. სალონიდან კი ხელის მოსაწერად, ოღონდ უფრო ადრე ვიდრე ლევანი. იქ უკვე იყვნენ მისულები ვიღაცეები. ტატო და ლექსო მაშინვე შევამჩნიეთ. ცოტახანში რეზიც დავინახე. მაგრამ თვალი ავარიდე. ლექსო ჩვენკენ წამოვიდა. -ულამაზესი ხარ, არ მეგონა ოდესმე კაბით თუ გნახავდი. -მადლობა-დამაბზრიალა და გადამკოცნა. -შენ როგორა ხარ?-ეხლა სალის მიუბრუნდა -კარგად ლექსო თავად? ამ დროს ტატო გამოვიდა. -ეს ის ლექსოა? -და ვინ კითხულობს რო?-ლექსო გატრიალდა ტატოსკენ. -სალის შეყვარებული. -სალი ეს სი*ი შენი შეყვარებულია? -რა თქვი ბიჭო?!-ტატო უფრო მიუახლოვდა ლექსოს. -ყრუც ხარ ყველაფერთან ერთად?-ტატომ ლექსოს მუშტი ხია სახეში. ამაზე ყველა აქ მოცვივდა. ტატო გამეტებით ურტყამდა ლექსოს, მაგრამ არც ის აკლებდა. ამ დროს ლევანის მანქანა დავინახე, გიჟივით გადმოვარდა და ესეც ამათთან მოვიდა. ტატომ ლევანისაც დაარტყა და მისი დაცვა მოცვივდა. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ სალფეტკი მომაფარა სახეზე და გავითიშე. რომ გავიღვიძე კი უკვე მანქანაში ვიყავი. -ნიკუშ... ეს ცოტა ზედმეტი ხო არ იყო?-სალიც გვერდით მეჯდა უბრალოდ ის კიდევ გათიშული იყო. -არა. -ყველაფერი გამოვიდა? -რადგან მანქანაში ზიხარ კი. -ვერ დამინახეს? -ჯერ არავინ იცის, მიკვირს როგორ გამოგვივიდა. 4კაცზე მეტი როგორ არ წამოიიყვანა. -ალბათ დანარჩენები ყავდა დარბაზში დატოვებული. -ხო. მოკლედ ეხლა ამ მანქანას ტრასაზე დავტოვებ, ოღონდ ჯერ უნდა გადმოხვიდეთ, დანარჩენს მე მივხედავ. იქ ლაშა გელოდებათ, ის წაგიყვანთ სადგურამდე, სადგურიდან ქობულეთის მიმართულებით წახვალთ, იქ გულიკოსთან (მათ ბებიასთან) დარჩებით ერთი კვირით და მერე უცხოეთში გადაგიყვან როდესაც გავიგებ მამაშენი სად არი. ხოლო სალი კი დარჩება თბილისში. ძაან ვნერვიულბო რო ვერ მოგყვებით უბრალოდ რაც უფრო ბევრი ვიქნებით მით უფრო ადვილი იქნება ჩვენი მოძებნა. ტელეფონები მომეცით, რამე ავტობუსებში დავდებ და სდიონ მერე იმათ. კარტა ყველაფერი რითიც შეილება გიპოვონ დატოვეთ. სალი ძაან ცუდი იდეაა შენი იქ გაყოლა. -ნიკუშ, დაწყნარდი. -დიდი მადლობა-გადმოვედით, ორივემ გადავკოცნეთ, ყველაფერი დავტოვეთ და ლაშასთან გადავჯექით მანქანაში. -ლიზა, ძაან ვნერვიულობ. -თუ გინდა დარჩი. -არა, არ დავრჩები მარა... რო გიპოვონ.. რას იზამენ? -მამამისმა თუ მიპოვა მომკლავს, ლევანიმ თუ მიპოვა ისევ უკან წამიყვანს. დაწყნარდი, ვერ მიპოვიან, ვერაფრით. შეილება ერთ თვეში მოახერხოს ჩემი პოვნა მაგრამ ეხლა... მანამდე მამაჩემსაც ვიპოვი და როდესაც ვიპოვი შემდეგ საერთოდ გადავშენდები აქედან. როგორც იქნა მივაღწიეთ სადგურამდე. ლაშამ ბილეთები გვიყიდა და დაბრუნდა. -აბა თქვენ იცით, როგორც კი ჩახვალთ დარეკეთ, ვეცდებით ერთი კვირის განმალობაში შენი პასპორტის საქმეები მოვაგვაროთ და დეტექტივიც უკვე დაქირავებულია, აი მხოლოდ ამ ტელეფონით დარეკეთ რადგან ეს ვერ მოისმინება. -ლაშა, ძაან დიდი მადლობა. -რა მადლობა, ფაქტიურად მე და ნიკუშას გაზრდილი ხარ, როდესაც არ უნდა დაგჭირდეს დახმარება დამიკავშირდი. -კაი-ლაშასაც დავემშვიდობეთ და მატარებელში ავედით. -სალი, შენ რო გაქრები დაეჭვდებიან სად არისო, მერე ნიკუშას მიადგებიან. -ნიკუშა ეტყვის რო ქობულეთში ვარ. -მერე? ჩამოვა! -ხო, მარა ნიკაც წამოყვება და უკვე გვეცოდინება რო მოდიან და გადაგმალავთ სანამ ეგენი სახლში იქნებიან. ან კიდე მეორე ვარიანტია რო, ჩემები ხო არ არიან სახლში და არც იქნებიან რადგან ეგენიც მივლინებაში არიან, ჩემი ძმა ცოტახანი მეგობართან დარჩება და მერე ვერც იპოვიან ნიკას. -ხო... დროს მოვიგებთ. -ხო არ გცემდა ლევანი? ეგ მანიაკი, ფსიქოფატი, სადმე დამანახა ვურტყამ რაღაცას თავში. -არ ვუცემივარ. -მე მაინც რატო მატყუებ აბა შუბლზე შრამი რატო გაქ? -საწოლის კიდეს ჩამოვარტყი. ამ დროს მატარებელიც დაიძრა. ღამის მატარებელში ვიყავით. კუპე დავხურეთ და ჩავკეტეთ. -ხო მაგასთან რო დარჩენილიყავი კიდე ბევრჯერ ჩამოარტყამდი საწოლის, მაგიდის და სავარძლის კიდეებს თავს -არა მართლა. კარგად მექცეოდა. ზედმეტად კარგად. მე ვკაპარჩხანობდი და მის ნებისმიერ ნორმალურ ჟესტზე ვეჩხუბებოდი, ვესწერვებოდი. -მაგრამ შენ არ გიცემია. -სალი, მასაც არ ვუცემივარ. თან... გუშინ... მე და ლევანს... -რა შენ და ლევანს? -რა და ის... -არა, გაგაუპატიურა?!! -სალი, ჩუმად ცოტა. არა არ გავუპატიურებივარ, უბრალოდ... მოკლედ გვქონდა და ვსო რა. -დაცული? -არა. -გაგიჟდი გოგო?! -არა მგონია რომ პირველივეზე ფეხმძიმედ დავრჩე. დაწყნარდი. -სერიოზულად რას აპირებ? კაი გადახვედი უცხოეთში ხო? მერე? იქნება და მამაშენს ვერ პოულობ? უნივერსიტეტში დიპლომის გარეშე ვერ ჩააბარებ. -მაქვს დიპლომი. -ჰა? -მაქვს. -როგორ? -ეგ ადრე მომიგვარა ლევანიმ. ყველაფერი გათვლილი მაქვს. -კაი და სად იცხოვრებ? -ანგარიში მაქვს რომელზეც მამაჩემი ყოველ თვეში 100ლარს მიდებდა. ეს ყველაფერი 10წლიდან ხდებოდა, ეს კოლეჯისთვის გროვდებოდა რო უცხოეთში მესწავლა. ეხა დაითვალე რამდენი მაქვს ფული. მემგონი უნდა მეყოს. ოღონდ მაგის გამოტანაზე ჯერ ლაპარაკიც არ არის, რადგან მაშინვე მიპოვიან. -ვაიმე ლიზა აღარ შემილია, მემგონი ინფაქტი მხევს. -კაი დაწყნარდი არაფერი მოხდება. -რა არაფერი მოხდება, ვიღაცა ტიპმა მოგიტაცა რადგან დედამისი მოკლა მამაშენმა და ცოლად უნდოდა შენი მოყვანა შურის საძიებლად, შემდეგ გამოვიქეცით და ეხლა სავარაუდოდ მთელი მისი ოჯახი ჩვენ გვეძებს. მარტო შენ კი არ ხარ საფრთხეში არამედ მეც. -მემგონი დამამშვიდებელი გინდა. -არა, არ მინდა. დავიძინებ და კარგად ვიქნები. -ნაღდად? ეგღა მაკლია შენ გახდე ცუდად. -არ გავხდები. კაი ვსო-ზედა გაიხადა, საწოლები გავშალეთ და ორივე შევწექით, მაგრამ ნერვიულობისგან ვერცერთმა დავიძინეთ. ის იწვა მე კიდე ფანჯარასთან ვიჯექი. იმაზე კი არ ვნერვიულობდი რო მიპოვიდნენ... არამედ იმაზე რომ მას ეგონებოდა რომ მე მომიტაცეს. დარწმუნებული ვიყავი რომ ისიც ნერვიულობდა ჩემზე. მაგრამ... ისეთი ცხოვრება როგორიც მის გვერდით მელოდებოდა... მისი ოჯახის დამცირებების ატანა... მის გარეშე გარეთ ვერ გავიდოდი... დიასახლისი უნდა გავმხდარიყავი... ვერ ვიმუშავებდი... ვერ მეყოლებოდა ოჯახი, რადგან თუ ბავშვები მეყოლებოდა სულ გამახსენებდა იმას რომ მე ვიყავი ადამიანთან რომელიც... რომელიც მიყვარდა და ვერ ვხვდებოდი... იმდენად დაბნეული, შეშინებული და გაფანტული ვიყავი რომ ვერ ვხვდებოდი ვინ და რა მინდოდა. ამიტომ ყველაფერს ისევ ჯობდა დამეძინა. დილით უკვე ჩასულები ვიყავით. ტაქსმა სალის ბებიის სახლამდე მიგვიყვანა. -ეს არი-შიგნით შევედით და მაშინვე ჩაგვეხუტა გულიკო. -ვაიმე ჩემო გოგოებო, როგორ მომენატრეთ. ესე უნდა ბებიის ნახვა? ჰა? ლიზა, მე ბებიად არ გეკუთვნი გოგო? ჩემი პატარები... როგორ გაზრდილხართ. დროზე შემოდით, გაჭამოთ მერე ყველაფერს მომიყვებით. სალი შვილო რა გამხდარი ხარ. არ გაჭმევს ხო დედაშენი ისე როგორც უნდა... უი მაგას რა ვუთხარი დავურეკო დღესვე. წამოდით, ჰე. -დიდი მადლობა მაგრამ დავიღალე და ზევით ავალ-არაფრის თავი არ მქონდა, უკვე ვიცოდი რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი. ჩემოდანი და არაფერი არ მქონდა, მერე უნდა გვეყიდა რაღაცეები, ამიტომ გავიხადე ეს დებილი საქორწინო კაბა და იატაკზე მოვისროლე. შემდეგ საწოლში დავწექი და დავიძინე. მთელი კვირის განმალობაში საშინელ ხასიათზე ვიყავი... სულ ვიწექი, ერთხელ არ ავმდგარვარ. რამოდენიმეჯერ ამოვიდა ნიკუშა და დაგვხედა. ბოლო დღეს ამოვიდა , ეტყობოდა რომ საუკეთესო ხასიათზე არ იყო. ესე იგი კარგი ამბავი არც ქონდა მოტანილი... -სალი, დაგვტოვე ორი წუთი. სალიმ თითქოს იცოდა რა უნდა ეთქვა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გავიდა ოთახიდან. -ლიზა, არც კი ვიცი როგორ გითხრა. -მითხარი როგორც არი. იპოვე მამაჩემი? -უნდა დამპირდე რომ მაქსიმალურად ეცდები რომ თავი დაიჭირო ძლიერად. -ვერ დაგპირდები, იმიტო რო უკვე მეშინია. -ჩვენ ვფიქრობბდით რომ გვეთქვა მაშინ როდესაც უკვე ამერიკაში გადაგიყვანდით, მაგრამ... ამის დამალვა არ შემეძლო. -დროზე მითხარი ყველაფერი ისე როგორც არის. -ლიზა... როგორც იცი დეტექტივი დავიქირავეთ... მან მიაგნო მამაშენის კვალს.. ის საფრანგეთშია. -მერე?!! ამერიკაში რატო მივდივარ? -ლიზა... როდესაც დეტექტივმა დაკავშირება სცადა, მამაშენი არ გამოგვხმაურებია. -მერე? -მერე... მამაშენის კარტებზე დიდი აქცენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო 2თვეა რაც არ გამოუყენებია არცერთი. ზუსტად 1თვეა რაც არ გადაუხდია სასტუმრო ნომრის ფული. იმ სასტუმროში დავრეკეთ და გვითხრეს რომ ის დიდი ხანია იქაც არ უნახავთ... არც კამერებში დაფიქსირებულა არაფერი. ჩანაწერებს შლიან ხოლმე ყოველ 2კვირაში ერთხელ... სხვაგან არ გადასულა... ქვეყანას ვგულისხმობ... მისი სიცოცხლის... დეტექტივი 1კვირა მუშაობდა, იქ ჩაფრენაც იფიქრა... მაგრამ ლიზა... შენთითონ ხვდები... რომ,... -რას ვხვდები ნიკა?-უკვე ისტერიული სიცილი მეწყებოდა, ისე ლაპარაკობდა თითქოს მე უნდა გამომეცნო რა მოუვიდა და მე ვერ ვხვდებოდი რის თქმას ცდილობდა. -ლიზა, არ ვიცით მამაშენი სად არის და საერთოდ ის... ცოცხალია თუ არა. -რას ქვია... იქნება და ყალბი პირადობა გაიკეთა, პასპორტი და სხვაგან გადავიდა რადგან ლევანის ოჯახს არ მოეძებნა? -შენთითონაც იცი რომ მაგის შანსი თითქმის არ არის. -ნიკა, ესე ადვილად რატო ნებდებით?!!! სუ ფეხზე თქვენი ამერიკა მე საფრანგეთში მივფრინავ. -ლიზა, ამერიკაში... ისინი.. -არ მაინტერესებს, საფრანგეთში მივდივარ. -როგორც იტყვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.