შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული 12 (დასასრული)


28-06-2017, 11:57
ავტორი ki si
ნანახია 2 209

ტონიო ხედავდა როგორ უახლოვდებოდა შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ბამბასავით თეთრი გოგონა. გოგონა მომაჯადოვებლად უღიმოდა ქერა თმას ზურგს უკან იწევდა და სათვალეს ცხვირზე ისწორებდა
-კარგი წყალია?
-დღეს განსაკუთრებით ნაპირზე ყოფნა მომწონს,-ვალერია ტონიოს მუხლებზე დაეშვა და კაცის სხეულს ისე აეკრა თითქოს შეიძლებოდა ვინმეს ის წაერთვა მისთვის
-ჩემო პატარავ,-ტონიო ნაზად შეეხო გოგონას თავს ტუჩებით და ირგვლივ მიმოიხედა. მიჩვეული იყო რომ გოგონები სანაპიროზე თვალს არ აშორებდნენ მაგრამ ახლა ბიჭების გამბურღავ მზერასაც იჭერდა და ძლიან სიამოვნებდა რომ ამდენი ადამიანის წინაშე ასეთი ბედნიერი იყო
-რაზე ფიქრობ?-ვალერიამ თავი ასწია და ტონიოს მომღიმარ ტუჩებს ჩეაჩერდა
-შენზე რათქმაუნდა პატარავ,-სახეზე გადაუსვა ხელი გოგონას,-ვალერიას არაფერი უთქვამს ტონიოს სახეზე თვალი მიეყინა
-გინდა გიმღერო?-უთხრა მოულოდნელად
-რატომ მოგინდა რომ ჩემთვის გემღერა?-ტონიოს სიცილი აუტყდა ვალერიას ბავშვურ კითხვაზე
-იმიტომ რომ მგონი ზედმეტად გიყვარვარ და ცოტას გადაგყვარებ თავს ასე არ შეიძლება
-რა სულელი ხარ ვი,-ვალერიამ სახეზე დარჩენილი წყლის წვეთები მოიწმინდა და ისე თბილად, ბავშვურად გაიღიმა და ისეთი სუფთა თვალებით შეხედა ტონიოს როცა სათვალე მოიხსნა კაცს სუნთქვა შეეკრა
-მიყვარხარ ვალერია ვალენსა
-ვიცი,-ხელები ჰაერში აიქნია ვალერიამ და ფეხზე წამოხტა
-სად მიდიხარ
-მარტო არა შენც მოდიხარ წყალში უნდა შევიდეთ
-სადაცაა შებინდდება წავიეთ
-არააა!-გოგონას ნაოჭბი გაუჩნდა ტუჩზე
-კარგი წამოდი,-ტონიო ფეხზე წამოხტა გოგონა ხელში აიყვანა და წყალში შევიდა.
-ლა, ლა,ლა,ლააააა,-ვალერია მოხერხებულად იწვა ტონიოს ხელებზე რომელისაც ეჭირა რომ წყალში არ ჩძირულიყო და აქეთ-იქეთ აქანებდა
-როგორ მიყვარს ეს ღიმილი,-აღმოხდა ტონიოს უნებურად რაზეც ვალერიამ თვითკმაყოფილად ჩაიცინა
-ვიცი
-ახლა წყალში ჩგაგდებ და წავალ,-ამოთქვა გაბუტულმა ტონიომ
-რატომ?
-იმიტო რომ მთელი დღეა ვცდილობ წამოგაცდევინო რომ გიყვარხარ შენ კი არაფერს ამბობ
-რატომ უნდა გითხრა ისედაც ხომ იცი ეს, რატომ გინდა რომ ფრაზა გახუნდეს?-ვალერიამ გამომცდელად შეხედა
-მაინც მინდა ამის გაგონება,-ტონიო გაიკრიჭა მერე კი ყურადღებით დააკვირდა ვალერიას ქცევას.
გოგონა ფეხზე წამოდგა, თმა გაისწორა, ჩაახველა, ტონიოს ხელებს დაეყრდნო და მთლი ხმით დაიყვირა
-მე შენ მიყვარხარ ტონიო საილას
-შეშლილი ხარ
-მხოლოდ შენთვის ჩემო სიცოცხლევ
ირგვლივ შეკრებილი ხალხი მხიარულად უყურებდა წყვილს რომლებიც ბედნიერებს ასხივებდა და დედამიწაზე სხვა არცერთი გრძნობის არსებობა არ სჯეროდათ გარდა ერთისა. იღიმებოდნენ ყოველგვარი ძლდატანების გარეშე მათ თვალებშ კი მხოლოდ ბედნიერება და ნამდვილი გრძნობა იკითხებოდა....
.........................
-არააააა!-ტონიოს ღრილმა სახლი გაყრუა მის ყვირილს კი მსხვრევის ხმა მოჰყვა მსხვრევის ხმას კი მოგუდული ქვითინი.
-ტონიო,-ნიკი ჩაბნელებულ კაბინეტში შევიდა და პატარა მაგიდის სანათი აანთო
-ჩააქრე,-დაიყვირა პირქუშად ტონიომ
-ტონიო გეყოფა,-შეუყვირა ნიკმა კარი მიხურა და მის გვერდით ჩაიმუხლა იატაკზე
-ჩემი ბრალია მხოლოდ ჩემი
-შენი ბრალი არაა ჩვენ ვერ დავიცავით დენილი ეს ყველას ბრალია არა მხოლოდ შენი
-მე რომ არ მეთხოვა ვალერიასათვის ბავშვი პარკში მოეყვანა ყველაფერი კარგად წავიდოდა იდიოტი ვარ,-ტონიომ ძლიერად დაარტყა მუშტი იატაკს მერე კი კბილებით ჩაეჭიდა საკუთრ ხელს
-ვიპოვით გპირდები ვიპოვით
-როდის ნიკ? როდის ვიპოვით უკვე ერთი კვირა გავიდა არც გამოსასყიდისთვის გვირეკავენ და არც საწამებლად იქნებ უკვე ...
-არ თქვა ტონიო საღი აზრი გაქვს დაკარგული შენს დას სჭირდები ყველა ქვევითაა ტირიან ლოცულობენ და ცდილობენ არ დაიჯერონ რომ ბავშვს რამე შეემთხვა შენ კი აქ ამ სიბნელეში მარტო ებრძვი გრძნობებს ასე არ შეიძლება
-დენილი სულ პატარაა ნიკ სულ ბავშვი ჯერ ცხოვრებაში უბედურების მეტი არაფერი არ უნახავს,-ტონიოს ნიკის ერთი სიტყვაც არ ესმოდა წესიერად საკუთარ თავში ისე იყო ჩაკეტილი რომ ვეღარაფერს გრძნობდა.
-ვალერია კი ჩემი ვალერია, ეს როგორ დავუშვი ასე როგორ მოვექეცი როგორ შევიტანე ეჭვი იმაში რომ თოვლივით სუფთა იყო ეს როგორ დავუშვი
-ვალერია ძალიან ძიერია ტონიო ჩემზე და შენძე ძლიერი აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება,-ნიკს ნორმალურად არც ესმოდა რას ამბობდა ტონიო მაგრამ მაინც ცდილობდ რომ ენუგეშებინა.
-ტონიო,-კაბინეტში სკარლეტის კაშკაშა თავი გამოჩნდა და ბიჭებთან ჩაიმუხლა,-ტონიო უნდა დაისვენო, უნდა დაიძინო, შხაპი მიიღო და ჭამო ასე მოკვდები
-არმინდა სკარლეტ ძილში სიზმრები მტანჯავს მეძახიან და დახმარებას მთხოვენ
-ასე როგორ შეიძლება ტონიო ცოცხალ ადამიანებს მიცვალებულებივით გლოვობ ახლავე ადექი და ნორმალურად მოიქეცი სასწრაფოდ
-საკრელტ წადი აქედან,-ტონიო წამოდგა და „ო’ცეოლას“ წინ დადგა,-როგორ უყვარს ეს ნახატი ამბობდა იმედის სხივს მიჩენსო სადაა ახლა ის იმედი რატომ არ მოდის ჩემთანაც?
-ტონიო წამოდი გთხოვ,-სესილია ძმას მიუახლოვდა ხელკავი გამოსდო და თავისი ოთხისკენ წაიყვანა
-შენ რომ პედროსთვის ის სიტყვები არ გეთქვა სესი...
-ვიცი, ვიცი ტონიო მეც ისეთივე დამნაშავე ვარ როგორიც ის გამტაცებლები,-სესილიას ნელი ნაბიჯით მიჰყავდა ძმა საძინებლისკენ
-მე ახლა მის გვერდით ვიქნებოდი დენილს მშვიდად ეძინებოდა თავის ოთახში ოოჰ, ღმერთო,-ტონიო საწოლზე გადაემხო და თვალები მილულა თავად კი არ უნდოდა ძილი მაგრამ ორი დღის უძილობამ თავისი ადვილად გაიტანა. სესილია ძმის საწოლზე კუთხეში მოკუნტული მიწვა და დამძიმებული თავით მალევე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

დილით ტონიო მიხვდა რომ ტირილის და გლოვის დრო აღარ იყო სესილიას საბანი მიაფარა და სააბაზანოს კარიში გაუჩინარდა.

-საუზმე მზადაა?-იკითხა სამზარულოში ჩასულმა უცნობმა არსებამ რომელიც ტონიოს რაღაცნაირად ჰგავდა მაგრამ ეტყობოდა როგორ დაერია დარდს მისთვის ხელი
-დიახ სერ მალე იქნება
-მალე გაშლე სუფრა და ყველა გააღვიძე
-დიახ სერ,-ქალი ძალიან დაიბნა მაგრამ ტონიოს გაყინულ სახეს რომ შეხედა ზედმეტი კითხვები აღარ დასვა მოახლე გოგონას დაუძახა და სასწრაფოდ გააწყობინა სუფრა მერე ყველას სათითოდ ჩამოუარა და უთხრა ბატონი სასაუზმოდ გიბარებთო.

სუფრას არც ერთი სახლის ბინადარი არ აკლდა ტონიო სუფრის თავში ჩამომჯდარიყო ჯიუტად დუმდა და საჭმელს ზედაც არ უყურებდა
-ტონიო თუ ჭამას არ აპირებდი რატომ დაგვიბარე?-ნიკი მისკენ გადაიხარა და მისმა მოძრაობამ ყველას ყურადღება მიიპყრო რადგან სახლში სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო
-მართლი ხარ ნიკ თქვენ ყველანი მართლები ხართ ჩემი და ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა აქ სიმართლე რომ ითქვას ბოდიშის მოსახდელად შეგკრიბეთ. მაპატიეთ ჩემი სიმხდალე
-რას ამობი შვილო,-კატალინამ (ვალერიას მამიდა) ტონიოს ხელზე ხელი დაადო და მზრუნველად შეხედა
-ასეა მამიდა მე უნდა გავძღოლოდი მათ ძებნას და ამის მაგივრად ყველაზე ნიკი ზრუნავს მადლობა,-ნიკს გადახედა და განაგრძო,-მიდით ვისაუზმოთ და მერე პოლიციის ოფისში წავალ.
ურჩობა არვის უფიქრია თითქმის უკვე ცივ საჭმელს ყველა უსიტყვოდ მიირთმევდა და შიგადაშიგ ტონიოსკენ გააპარებდნენ თვალს რომელიც ზანტად ამოძრავებდა პირს და თვალები ისე დასწითლებოდა ბავშვიცკი მიხვდებოდა ნახევარი ღამე რომ არ სძინებია.

........................
-თქვენ ვინ ხართ სადაა ჩემი შვილი?-ბენედიქტი დაბნეული უყრებდა ხან ტონიოს ხანაც ნიკს და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს
-მე ტონიო საილასი ვარ ვალერია ჩემს სახლში მუშაობს სერ
-აი თურმე რა,-ბენედიქტმა თვალები გადაატრიალა,-რა დააშავა?
-არ არაფერი,-ტონიო ენას ძლივს აბრუნებდა
-მაშ რატომ მოხვედით?-ბენედიქტს სახეზე დაძაბულობა დაეტყო და მაგიდაზე დადებულ ხელზე ძარღვები ამოებურცა
-იცით სერ ერთი კვირის წინ ვალერია და...,-ტონიოს ხმა გაუწყდა,-თქვენი შივილი და
-ვიცი მისტერ საილას ვალერია რომ ჩემი შვილია ამოღერღეთ სადაცაა გულის შეტევა დამემართბა
-ის და ჩემი ძმა გაიტაცეს,-ტონიომ თვალები დახუჭა და ელოდა როდის სწვდებოდა კაცი ყელში და დაახრჩბდა
-ჩემი შვილი გაიტაცეს?-ბენედიქტს გაეცინა
-სერ კარგად ხართ?-ნიკი სკამიდან წამოხტა და ბადრაგს წყალი სთხოვა
-სად გაქვთ კამერა დამარული?
-არა, არა მისტერ ვალენსა ეს სიმართლეა ჩავთვალე რომ უნდა მეთქვა
-მოიცა არ ხუმრობთ?-როგორც იქნა სიცილი გაუქრა სახიდან კაცს
-არა სერ
-და მოხვედი აქ და ასე უემოციოდ მეუბნები ამ ყველაფერს?-აღშფოთდა ბენედიქტი
-მაპატიეთ სერ
-კარგი შვილო მიპატიებია. რას ელით ჩემგან?-დაიყვირა კაცმა,-ჩემი გოგონა? მის გარდა არავინ გამაჩნია თქვთენ კი მოდიხართ და მეუბნებით რომ ის გაიტაცეს
-მისტერ ვალენსა ჩვენც თქვენსავით ვღელავთ მაგრამ ჩავთვალე რომ ეს უნდა გცოდნონათ
-ხო მადლობა რომ მითხარით ამაღმა მშვიდად დავიძნებ,-შეუყვირა კაცმა და სასწრაფოდ წამოდგა,-ჩემი შვილი იპოვეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ჩემი შვილი დააბრუნეთ,- ამ სიტყვებით კაცი ბადრაგს გაჰყვა და ისე გაიხურა კარი რომ უკან არ მოუხედავს.

-მეტის ღირსი ვარ რას ველოდი მამას მოვაკითხე და ვუთხარი შენი შვილი ჩემი ოჯახის გამო გაიტაცეს მეთქი
-ტონიო დამშვიდდი უბრალოდ ღელავდა,-ნიკი და ტონიო ციხის კედლებს მოშორდნენ და პოლიციის შენობისკენ გასწიეს.

ტონიო უკვე ორი საათი იყო გასული რაც ხმა ამოუღებლად იჯდა და სახლში გამეფებულ სიმშვიდეს უსმენდა
-ამ საღამოსთვის ჟურნალისტები დაიბარეთ,-წარმოთქვა მოულოდნელად მას შემდეგ რაც მობილურზე შეტყობინება მიიღო
-რამოხდა?
-ჩემს ადვოკატებსა და ბუღლტერს ვთხოვე ჩემი ანგარიშები შეემოწმებინა ბაზარზე ჩემი ქონების საფასური გაერკვით და ახლა ვიცი რამდენის გადახდა შემიძლია მათი სიცოცხლის სანაცვლოდ,-ტონიოს ხმა ისე უმწეოდ გაისმა სახლში ყველას ლახვარივით დაესო გულზე მისი სიტყვები
-ტონიო რას ამბობ მათ რომ ფული უნდოდეთ აქამდე მოითხოვდნენ
-აბა რას მთვაზობ ნიკ არაფერი არ გავაკეთო მათ გადასარჩენად? რა განსხვავებაა ახლა ჩემსა და ამ სავარძელს შრის? არანაირი,-ტონიო ანთებული თვალებით წამოვარდა ფეხზე და ნიკს ისე დაუყვირა ბიჭს ხმა ჩაუწყდა
-ტონიო გეყოფა,-სესილიამ პირველად ამოიღო ხმა ამხნის მანძილზე
-რას მთვაზობთ?-გაუცხოებულმა ტონიომ ისე მოათვალიერა მის ირგვლივ შეკრებილი ხალხი თითქოს უნუგეშოდ იყო ვიღაც უცხო ხალხის გარემოცვაში
-ტონიო გაჩერდი ასე ვარაფერს მივაღწვთ

-თქვენ უბრალოდ არ გინდათ რომ ისინი დავიბრუნოთ,-კაცს სახეზე გამოესახა როგორი გაუცხოებულიც იყო,-ნიკს სკარლეტი ჰყავს, სესილიას პედრო, თქვენ კატალინა დეფინე გყავთ მე? მე მარტო ვარ თქვენ ანუგეშებთ ერთმანეთს და შეგიძლიათ დაამშვიდოდ მე კი ერთი კვირაა
მწყურია და არანაირი წყალი არ მიკმაყოფილებს წყურვილს
მშია და შიმშლს ვერ ვიკლავ
დავიღლე ძილი კი არ მშველის
მცივა გვერდით კი არავინ მყავს რომ გული გამითბოს საბნები სხეულს მითბობენ და სულს მიხუთვენ მაგრამ სული მაქვს გაყინული მათ მე ყველაფერი წამართვეს ....

...........................
-მაიკლ ის ბიჭი საცოდავად იჯდა ჩემს წინ და მეუბნებოდა „სერ თქვენი შვილი გაიტაცეს“-ბენედიქტი გაბრაზებული დადიოდა წინ და უკან და მუშტებს ურტყამდა კედლებს
-ბენედიქტ დამშვიდდი
-როგორ მაიკლ მე ციხის გისოსებს მიღმა ვარ ჩემი შილი კი კაცმა არ იცის სადაა, როგორ ექცევიან და არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი,-კაცმა სასოწარკვეთილად ჩაიცინა და იატაკზე დაეშვა
-ბენედიქტ ვალერია საკუთარი შვილივით მიყვარს ხომ იცი ვიპოვი რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიპოვი თუ საჭირო გახდება მიწიდან ამოვთხრი იმ ნაი*ვარს რომელიც ჩემს გოგოს შეეხო და გავუსწორდები,-მაიკი ისე გამოვიდა ოთახიდან ბენედიქტს არაფერი არ უთქვამს.
..........................
-ლოკ შენი დახმარება მჭირდება,-პედროს შავი ტყავის ქურთუკი და შავი სამოსი ეცვა
-რამოხდა ძმაო?-ლოკი გაიწია რომ მეგობარი კარში გასულიყო და ბავშვებს სთხოვა სხვაგან ეთამაშათ
-ძმაო ვალერია გაიტაცეს
-მოიცა ეს როგორ?-აღფოთდა ლოკი
-ხო ვიღაცამ ტონიო საილასის ძმა გაიტაცა და ვალერიაც ხელს გააყოლა
-ბევრს ითხოვენ?
-საქმეც ეგაა რომ არაფერს არ ითხოვენ
-რას აპირებ?
-ჩვენი კავშირები უნდა გამოვიყენო
-არა, არა ძმაო ხომ იცი შევეშვი ამ საქმეს,-ლოკმა ხელები ასწია
-ვიცი გავიგებ თუ წამოსვლა არ მოგინდება
-მაგრამ მარტო იქ როგორ გაგიშვა დიდიხანია არ გამოვჩენილვართ
-ვალერია ჩემი მეგობარია სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაბრუნებლად რაც შემეძლება შენთან მხოლოდ იმის ასაღებად მოვედი რაც შენმა ცოლმა შემინახა
-კარგი დამიცადე აქ
სულ მალე ლოკი ხელში პისტოლეტით დაბრუნდა რომელიც თეთრ ცხვირსახოცში შეეხვი და მეგობარს გადასცა
-რა უცნაურია,-ჩაიცინა პედრომ,-რატომ ახვევენ იარაღს ყოველთვის თეთრ ნაჭერში მაშინ როცა თეთრი სისპეტაკესა და სისუფთავესთან ასოცირდება იარაღის დანიშნულება კი სიკვდილია.
-თავს გაუფრთხილდი ძმაო
-შენც გაუფრთხილდი ჩემს რძალს და ძმისწულებს,-პედრომ ოთახი სადაც ბავშვები თამაშობდნენ მოათვალიერა მეგობრის ცოლს ნაზად აკოცა შუბლზე და ლოკს მხურვალე ჩახუტებით დაემშვიდობა
-შენ დაბრუნდები პედრო ისე ნუ გვემშვიდობები თითქოს უკანასკნელად გვხედავ,-მეგობრის ცოლმა ბიჭს მუჯლუგუნი წაჰკრა და კარებთან გაჩერდა.
.................
-რას მივიღებ სანაცვლოდ?,-ჯეიმს არესა ნამდვილი მაფიის ბოსივით იჯდა თავის ტყავის სავარძელში და პედროს გამომცდელად აკვირდებოდა
-თქვენ ოღონდ დამეხმარეთ დონ ჯეიმს და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მთხოვ
-მატეო!-გასძახა პასუხით კმაყოფილმა კაცმა თანაშემწეს
-დიახ ბოს
-რა ვიცით დენილ საილასის გატაცების შესახებ?
-ჩვენიანს არავის ჰყავს ბოს უეჭველად ბილი სალინას ხალხს ჰყავს თანაც თუ გამოსასყიდს არ ითხოვენ ასეა მათ მოსწონთ ქალების და ბავშების წამება,-პეროს ამის გაგონებაზე ტვინში სისხლი ჩაექცა და ხელი მომუშტა
-მოიცა შენ ამბობ რომ სალინა ჩემს ტერიტორიაზე გადმოვიდა?-ჯეიმსს თვალები გაუფართოვდა
-ასეა ბოს სხვა ვერავინ გაბედავდა ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანის გატაცებას
-ჯოკერ მისმინე,-მიმართა არისმა პედროს,-ახლა ეს მხოლოდ თქვენი საქმე არაა ის ნაბი*ვარი ჩემს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ჩემი „დაქვემბედარების“ ქვეშ მყოფი ხალხი დააშნა ეს ახლა ჩემი საქმეცაა იცი რას გეტყვი? არაფერი მინდა სანაცვლოდ ჩათვალე რომ გოგონა და ბავშვი უკვე სახლშია
-მადლობა ჯეიმს ვალში ვარ,-კაცი ფეხზე წამოდგა პედროს გამოწვდილ ხელს თავისი შეახვედრა და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

.......................
-ნახე ტონიო ზღვამ მზე გადაყლაპა ჰა ჰა ჰააა,
-ძმაო რატომ იბადებიან ბოროტი ადამინები?
-მე შენ ძალიან,, ძალიან მიყვარხარ ბოს
-ძმაო დამსვი მეღიტინერბა
-ძალიან მიყვარხარ
-ბოროტებად არ იბადებიან დენიელ ბოროტებად მერე გადაიქცევიან ხოლმე როგორც ახლა მე მინდა ის არაკაცი ვინც შენ და ვის შეგეხოთ მანამდე ვცემო სანამ სულს არ დალევს,-ტონიო დენილის და ვალერიას ურათს ჩაჰკირკიტებდა და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს.

............................................
-სესილია შეგიძლია სანაპიროზე მოხვიდე?
-პედრო რა დროს ესაა?
-მოდი გთხოვ თუ გიყვარვარ მოხვალ...

სესილია ტონიოსთან შევიდა რომ ეთქვა პედროს უნდა შევხვდეო მაგრამ ტონიომ მარტო არ გაუშვა და თავადაც გაჰყვა. მისულებმა აღმოაჩინეს რომ სკარლეტი და ნიკიც იქ იყვნენა.
-რისთვის დაგვიბარა?
-არვიცი,-სესილიამ ნერვვიულად გადააქნია თავი
-აქეთ წამოიღეთ ბიჭებო აქეთ,-პედროს უკან დიდი ყუთით რამდენიმე კაცი მოჰყვებოდა
-პედრო სულ შეიშალე რა არის ეს?-შეჰკივლა სესილიამ
-საჩუქარია სესი საჩუქარი რომელიც ძალიან გაგიხარდება
-კარგი გახსენი დროზე და წავიდეთ აქედან უხერხულია,-სესილიამ უხერხულად მიმოიხედა
-იმ შემთხვევაში თუ შემირიგდები
-პედრო რა დროს ესაა,-ტოინიოს ისეთი ხმა ჰქონდა მალე წყალში ჩაახრჩობდა პედროს
-სესილია?
-კარგი ხო შეგირიგდი პედრო მიყვარხარ
-ეს დღე არასოდეს არ დაგავიწყდებათ სიცოცხლეში,-პედრომ ტაში შემოჰკრა ყუთიდან ფხაკური გაისმა და მალე კარიდან რომელიც გიგიანტურ ყუთში გამოეჭრათ დენილმა გამოყო თავი
-დენი!-შეჰყვირა სესილიამ და ძმა გულზე მიიკრა
-ღმერთო ჩემო,-აღმოხდა ტონიოს და ქვიშაზე ჩაიჩქა

-გამარჯობა ხალხო,-დენილზე გადახვეულ ტონიოს ვალერიას ხმა რომ შემოესმა თავი წამოსწია ბავშვს მოეშვა და ვალერიასკენ გაექანა
-ჩემო სიცოცხლევ,-აღმოხდა ტონიოს და გოგონა ისე მიიკრა მკერდზე ლამის გასრისა მისი მისუსტებული სხეული
-როგორც იქნა,-ვალერიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და ტონიოს მკერდში ჩამალა თავი
-მაპატიე, მაპატიე საყვარელო აღარასოდეს განმეორდება გპირდები მარტო აღარ დაგტოვებ
-არა ტონიო არ თქვა ბოლოს ეგ რომ მითხარი ორ დღეში საკუთარი ნებით გამაგდე სახლიდან არ თქვა გთხოვ
-მპირდები რომ შემირიგდები?-ტონიომ გოგონა წამით მოიშორა და თვალებში ჩააშტერდა
-იცი მე .......-დაიწყო ვალერიამ,-მამიკო!-ტონიომ ვალერიას შეძახილზე დაბნეულად მიმოიხედა და აზრზე რომ მოვიდა ვალერია მისი ხელებიდან გამსხლტარი დაუხვდა.
გოგონა ჭაღრა მაღალ ფიგურად ეხუტებოდა რომელსაც ის ხელში აეყვანა და ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ტონიოს ერთი წამითც აღარ შეჰპარვია ეჭვი რომ ყველაფერი რაც ხდებოდა სიზმარი არ იყო.

-მეგობრებო ამას იმ ავად სახსენებელ დღეს ვაპირებდი მაგრამ ეს ორი ყოველთვის ასე მექცევა,-ნიკმა ხელი იქვე ჩახუტებულ ვალერიასა და დენილისკენ გაიშვირა,-ახლა კი ამ ბედნიერების ფონზე როცა როგორც იქნა ყველა ერთდ ვართ მინდა გკითხო სკარ ჩემო მზის სხივო,-ბიჭი ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ჯიბიდან ლურჯი ყუთი ამოიღო
-პედროოო,-ამოიყვირა მოულოდნელად
-დიახ ნიკ გამოგყვები,-პედრო ნიკთნ მივიდა ცალი ხელი გუთან დაიჭირა მერე კი ნიკს გაუწოდა
-სადაა ბეჭედი
-აჰ ცოლობას არ მთხოვ?-პედრომ თავი დახარა და გაიქცა
-მოდი აქ ვერ ღალატობ არა ძველ ჩვევებს,-ნიკი გაეკიდებას აპირებდა
-პედრო მოეთრიე აქ და დააბრუნე ჩემი ბეჭედი არ მოგცელ უფლებას ეს დღე გამიფუჭო,-დაიკივლა სკარლეტმა
-ბოდიში სკარ,-პედრო დასჯილი ბავშვივით მუახლოვდა სკარლეტს და ხელზე ბეჭედი დაუდო
-განაგძე ძვირფასო,-სკარლეტმა ბეჭედი ნიკს გაუწოდა
-ხო სად გავჩერდი? კარგი თავიდან დავიწყებ
-ნიკოლას ნუ ლაყბობო დროზე მკითხე რაც გაინტერესებს,-სკარლეტმა წარბები შეიკრა
-ცოლად გამომყვები სკარ?
-რათქმაუნდა ამას რად უნდა კითხვა,-სკარლეტი ნიკს ჩამოეკიდა კისერზე და გადაიკისკისა

ნიკის და სკარლეტის ქორწილი ნიშნავდა რომ თაიგულს ან ვალერია ან სესილია დაიჭერდა და ტონიოს და პედროს მალე მოუწევდათ საქორწინო სმოკინგის ჩაცმა კიდევ ტონიოს ბენედიქტის გული უნდა მოეგო და ვალერიას თამაშისთვის გაეძლო მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ერთი კვირა უბედურებას ნაჩვევით ტონიო მალე მოვიდოდა აზრზე და უკეთსად განაგრძობდა ცხოვრებას.

რაც შეეხება პედროს საჩუქარს მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა ჯეიმსისი ხალხთნ ერთად ბილის ბაზაში შეიჭრა და ვალერია და დენილი ტყვიების წვიმიდან საღ-სალამათი გაოიყვანა როთაც დენიელის სიძეობა ნამდვილად დაიმსახურა და ვალერიასაც ათსჯერ უფრო შეუყვარდა.
დასასრული

.......
აბა საყვარლებო დავასრულე იმედია მოგეწონებათ (აუუუ მოგეწონოთ რააა)
გამიზიარეთ თქვენი აზრი ძალიან გთხოვთ.
მიყვარხართ! heart_eyes heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian momewona

 


№2  offline წევრი ki si

Guest bubu
dzalian momewona

მადლობა საყვარელოოოოო heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest ლელა

კარგია ძალიან.

 


№4  offline წევრი ki si

Guest ლელა
კარგია ძალიან.

Didi didi madloba shen <3 ai martla bevrs nishnavs tqveni dadebiti shefasebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent