შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის (10)


28-06-2017, 16:05
ავტორი marishkka
ნანახია 2 273

ასაკი ყველაფერს ცვლის 10

კაკისთან მივედით დავრწმუნდით რომ კარგად იყო და ზედმეტი არაფერი გვიკითხავს ისე წამოვედით, ჩემსძმას ფული გამოვართვი და გადავწყვიტე საახალწლო საყიდლებზე სრულიად მარტო წავსულიყავი, გუკას მივწერე რომ დღეს არ მეცალა და ტელეფონსაც ვთიშავდი და მშვიდად დავიწყე მაღაზიებში წოწიალი, არავინ და არაფერი მახსოვდა, თითქოს ვბედნიერდებოდი როცა სათამაშოებს და დეკორატიულ ნივთებს ვარჩევდი, პატარა ბავშვივით ვიყავი, სულ რაღაც 9დღეში ახალი წელი მოდიოდა, მაკას არც სურვილი ჰქონდა არც დრო და არც ხალისი და ესე მშვიდად და ბედნიერად შევითავსე დიდი სახლის პატარა დიასახლისობა, ჩემს ბედნიერებას საზღვარიც არ ჰქონდა, კაკიც კარგად იყო, ნელნელა ურთიერთობა გვითბებოდა, გუკა მყავდა და თორნიკეზეც არარ ვფიქრობდი. ერთადერტი გამოცდები მიფუჭებდა ხალისს რომელიც სულ რაღაც 2 დღეში მეწყებოდა მე კი ნასწავლი არაფერი მქონდა. ავარჩიე დეკორატიული რაღაცეები და საკმაოდ დაღლილმა მხოლოდ საღამოსკენ მივაღწიე სახლამდე, მაკა სახლში იყო და დაღლილი სახით ყავას სვამდა, ჩემი დედიკო როგორ სიგიჟემდე მიყვარდა, ის იყო ჩემი იდეალი.
-მაკუუ რას შვები დე?
-რავი შენ? რამდენი რამ ეგიყიდია გოგო
-ხო დე რავი, ზეგ გამოცდები მეწყება და 3 დღე გასული ვიქნები მომსახურეობის ზონიდან -კისკისით ვამცნე მე
-კაი, მისმინე საჭმელებზე რას იზავთ ახალ წელს? მე მივლინებაში მივდივარ დაღვრემილი სახით მითხრა მაკამ
-მე გავაკეთებ
-ჩემო ჭკვიანო, კაი რეებს გააკეთებ დამიწერე მერე პროდუქტებიდა გიყიდი
-კაი დე.
მაგრად მოვეხვიე დედას და ჩემს ოთახში შევედი სამეცადინოთ, მომავალი ერთი კვირა სრული საგიჟეთი მქონდა მეცადინეობა სკოლა გამოცდა და ასე წრიულად აღარც გუკა მინახავს რაზეც საკმაოდ განაწყენებული იყო და აღარც დაქალები, ამიტომ გადავწყვიტე რახან მაკა მივლინებაში იქნებოდა, კაკი რათქმაუნდა ჩვენთან არ შეხვდებოდა ახალ წელს, სამეგობრო დავპატიჟე უკვე 29დეკემბერი იყო ყველაფერს მოვრჩი მაკაც გავაცილე და დაღლილი ამდენი ხნის ნანატრ არდადეგებს ვირგებდი. მაკამ 500ლარი დამიტოვა პროდუქტებისთვის და გადავწყვიტე ყავა დამელია და გუკასთან ერტად კარფურში წავსულიყავი საყიდლებზე. ტელეფონი მოვიმარჯვე და გუკას დავურეკე
-გუკსოოონ
-ჩემო ლამაზო, რაიყო გაგახსენდი? ცოტა ბრაზმორეული ხმით მითხრა
-ამო ყავას გაგიკეთებ
-მოვდივააარ
მედა გუკა საკმაოდ ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან და ამიტომ ყავის გაკეთება და 5 წუთში გუკას აქ ყოფნა ერთი იყო.
-არა რაა ოქროს ხელება საცოლე მყავს
-ნუხარ იდიოტი, ჯერ 15წლისვარ რადროს საცოლეობაა
-ბავშვი, 16ის როდის ხდები?
-27თებერვალს
-ვააჰ ანუ მალე, ძაან კაი
-აუ გცალია შენ?
-კი რაიყო?
-კარფურში გამიყვან?
-მანდრაგინდა?
-მაკამ ფულიდამიტოვა საახალწლო რაღაცეებიუნდა ვიყიდო საჭმელი რა, უი თვითონ არ იქნება, მე დათი დათის მეგობრები და ჩემი გოგოები ვიქნებით და შენცხო ამოხვალ?
-აბა რას ვიზაავ, თან მოლში წავიდეთ და რამე ზმანს გავჩითავ ჩემთვისაც და შენც გიყიდი საახალწლოდ რამეს
-ვაიმეე ჩემო ერთადერთო.
-წამო წავიდეთ
-მოვწესრიგდები და წავიდეთ
ჩემოთახში გავედი შავი მაღალწელიანი ჯინსი შავი მაიკა ტყავის ქურთუკი და ბათინკები ამოვიცვი, მაკიჯი არგამიკეთებია, ჩემი გრძელი თმა ჩავიწანი და ჩანთას ხელი დავსტაცე
-რა შუსტრი მყავს ეს რაა, ხმაურიანად მაკოცა გუკამ და ჩემს წინ წავიდა
ძალიან დიდი ხანი ვიბოდიალეთ კარფურში
-გუკაა, რომელი სოკო სჯობს?
-მერავიცი გოგო?
-უიმე, წადი მიდი იქეთ რიგში ბულგარული წიწაკა ააწონინე
-ვულგარული ხოარ გინდა? თვალები ააციმციმა წელზე ხელი შემომხვია და მისკენ მიმიზიდა
-მასხარაააა ხარ სუფთა სიცილით ვუთხარი მე და გავაგდე
5 კილო მწვანე ბულგარული წიწაკა აწონინა, აკლია ამ ბიჭს
-გუკა ომში კიარ მივდივართ რადმინდა ამდენი?
-მერავიცი გეთქვა მაშინ რამდენი გინდოდა
-ღმეერთო
საქმიანად მივირტყი შუბლში ხელი და ბრინჯის არჩევა გავაგრძელე, საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა პროდუქტების არჩევა და მთელი ორი კალათი გავავსეთ, ხალხი ისეთი ბედნიერი თვალებით გვიყურებდა ასე ხალისიანად რომ ვარჩევდით და უფრო ვბედნიერდებოდი.
-აუ კაწ, ცოლად რო მოგიყვან მაშინაც ასე უნდა ვიბოდიალოთ? დაღლილი სახით მითხრა გუკამ
-თუ ოდესმე ცოლად მომიყვან რაზე ლაპარაკიც საკმაოდ ნაადრევია ალბათ კი მასე მოგვიწევს
კისკისით ვუთხარი გუკას და პარკებით დატვირთული გასასვლელისკენ წავედი
-პარკები ჩავალაგოთ და მაღაზიებში მერე შევიდეთ
-კაი
მანქანამდე ჩავზიდეთ პარკებიდა საბარგული და უკანა სავარძლები ძლივს გვეყო მათ დასალაგებლად.
გუკამ ულამაზესი პანდორას სამაჯური მიყიდა, მეც არ ჩამოვრჩი და ტისოტის ძაალიანნმაგარი საათი ვუყიდე, ასეთ მხიარულ ნოტაზე დავტოვეთ მოლი და სახლისკენ გავუყევით გზას, პროდუქტები ძლივს ავზიდე და გადავახარისხე, ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა მაგრამ გოგოებს მაინც გადავურეკე რომ ჩემთან ამოსულიყვნენ მე კი სალათების კეთება დავიწყე ახალი წლისთვის, ნელნელა გადავწყვიტე რაღაცები გამეკეთებინა და ეხლა ისეთ რაღაცებს მივხედავდი რაც არ გაფუჭდებოდა მალე.
შუა მზადებაში ჩემი გიჟი ბავშვებიც დამადგნენ
-რას შვები კაწ? შემოქოთქოთდა თინიკო
-რავი შენ?
-არაფერს, ეეე რას აკეთებ?
-სალათებს ახალი წლისთვის
-ვაჰვაჰ
-აუ რა კაი სუნიააა რას გვიკეთებ?
-მარიაამ, თქვენ არაფერს ახალიწლისაა და დღეს დარჩით ჩემთან ვაფშედა მომეხმარეთ
-ოქიიიშ
ძნელი წარმოსადგენი არა რის ის რომ, ძალიან ბევრი ვიხალისეთ თან საჭმელებსაც ვაკეთებდით და ღამის 3 საათზე სახლის მორთვა დავიწყეთ, სრული საგიჟეთი მქონდა, როდის როდის 8საათისთვის გათენებულზე დავიძინეთ.
უკვე 30დეკემბერი იყო, 1დღე და 2016წელს დავემშვიდობებოდი, რამდენი რამ მომცა ისე ამ წელმა, როგორ შეიძლება 1 წელში ყველაფერი შეიცვალოს, ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერ უარესობისკენ. თუმცა ნათქვამია ყველა დაღმართს აღმართი მოსდევსო და მეც ასე ველოდები ჩემი ცხოვრების ბედნიერ დღეებს. როგორც ყველა ოჯახში მეც ასევე გავაკეთე გოზინაყი, ბებიამ მასწავლა. და საკმაოდ გემრიელი იყო თუმცა თეფშიდან ვერ ავაცალეეთ. თითქმის ყველაფერი მზად მქონდა, ყველანი გადარბენებზე ვიყავით ხანდახან მაკასაც ველაპარაკებოდი, ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ისეთი არაფერი ხდებოდა და პირდაპირ ახალი წლის დღეზე გადავალ. ბავშვობიდან ჩემი ოჯახის საყვარელი დღესასწაული იყო. თოვლის ბაბუა საჩუქრები და მომღიმარი სახეები, ახლა კი უკვე 8საათი იყო და მე მარტო ვფუსფუსებდი სამზარეულოში, მაკა არ იყო პირველი ახალი წელია როცა მშობლების გარეშე ვხვდები, ჩემს ძმას დავურეკე რომ გამეგო ვინები მოდიოდნენ
-დათიი
-ხო ჩემო ლამაზო
-ვინები მოდიან, დღეს?
-აი, რავი ბიჭები ამოვლენ რა შენთან?
-ჩემი გოგოები და გუკა
-ვაჰ, კაი
-კაი წავედი მე
და გავუთიშე მერე გოგოებს მივწერე რო 10ზე ჩემთან ყოფილიყვნენ, გუკასა იგივე დრო ვუთხარი და ჩემი საქმე გავაგრძელე. ულამაზესი სუფრა გავაწყვე აი სულო გულო ყველაფერი იყო. ნელნელა ჩემი სახლიც აივსო სტუმრებით და ჩვენც დავიწყეთ მხიარულება, ერთი უცხო ძმაკაცი ყავდა ჩემ ძმას მოყვანილი, ნიკუშა ერქვა როგორც გავიგე, საკმაოდ უცნაური ტიპის ბიჭი იყო თუმცა დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, გუკას ველოდებოდი და თან ტელეფონს დავცქეროდი. კარებზე ზარია და აი ჩემი ბიჭიც მოვიდა, დათი ადგა გასაღებად
-მოიცა დათ, მე გავაღებ
-შემო
-ეს შენ ჩემო ლამაზო...წითელი ვარდების თაიგული გამომიწოდა
-აი ვის ყავს გუკა ჩემისთანა ... სიცილით ვუტხარი გადავკოცნე და მისაღებისკენ წავიყვანე
-გაიცანით ხალხო, ეს გუკაა თანამდებობა შეყვარებული, გუკა ესენი ჩემიდაქალები არიან ისინი დათის ძმაკაცები ვუთხარი სიცილით
-ვაჰ, ჩემი დის შეყვარებულსაც გაუმარჯოს... ჯარიმებბი გეკუთვნის შენ ეხლა
-აუ გუკა არ სვავს მანქანითაა
-ვაიმე რა მზრუნველი და გყავს შეყვარებულის მიმართ... ეს უაზრო რეპლიკა ნიკუშას ეკუთვნოდა
-ნიკუშ საყვარელო, ვინც მიყვარს იმათ მიმართ ძალიან მზრუნველი ვარ
-ნეტა ამ ღლაპებმა სიყვარულის რა იცით
დავაიგნორე და გუკას მისი ადგილი ვანახე, მის გვერძე დავჯექი მეც, გადავწყვიტე ჩემი იშვიათად განახლებად ფეისბუქი ულამაზესი ფოტოთი დამემშვენებინა, ჩემს წითელ ვარდებს და პანდორას სამაჯურს გადავუღე სურათი და შემდეგი წარწერით დავდე: „საუკეთესო სანტასგან“. კომენტარები იყო როგორი იცით? აი ასეთი:
-გვანახე რა შენი სანტა
-გილოცაავ, ვინ არის?
-ვაიმეე რა მაგარი სანტა გყავს, მამიკო თუ ძამიკო?
ლაიქები ალბათ 2 წუთში 30 იყო, ეს უიშვიათესი შემთხვევა გამოვიყენე და გუკას ვთხოვე ფოტო გადავიღოთთქო, მაგასაც მეტი რა უნდოდა, მე ჩემს ულამაზეს წითელ კაბაში ვიყავი რომელიც ზურგზე ჩაჭრილი იყო, გუკაც ძაან საყვარლად გამოიყურებოდა და გოგოებს ვთხოვე ფოტო გადაეღოთ, გუკას გვერდზე ვზივარ, თავი მასზე მიდევს და ღიმილიანი სახით ვუყურებთ ერთმანეთს, უცებ დავაეფექტე და შემდეგი წარწერით დავდე: „2016 წლის დასასრული და 2017 წლის საუკეთესო დასაწყისი, მადლობა შენ რომ არსებობ“ და გუკა დავთაგე. მერე იყო იმის აღნიშვნა კომენტარებში თუ როგორ ვუხდებით ერთმანეთს და ასეშემდეგ. კმაყოფილმა დავაგდე ტელეფონი და სტუმრების ლაპარაკს დავგუგდე ყური
-რას საქმიანობ გუკა?...ნიკუშა, ეს ბიჭი რაღაც არ დამევასა
-იურიდიულზე ვსწავლობ თსუში
-მომავალი ძაღლი ხარ ტო?
-უკაცრავად? ჩავერიე მე
-აბა რა იურიდიული ტო
-საყვარელო ნიკუშა, ჩემმა ძმამ გითხრა თუ არა არ ვიცი მაგრამ, მეც მომავალი იურისტი ვარ, ამ სუფრას დათის ძმაკაცის სახით გიორგიზე ვამბობ ერთი იურისტი ამშვენებს, გუკას სახით მეორე მომავალი და ჩემი სახით მესამე მომავალი იურისტები. შენი თქმით „ძაღლები“, ჰოდა ცოტა მეტი პატივისცემა თუ შეიძლება
-ცუდად არ მინდოდა გამომსვლოდა
-მაგრა ფაქტია გამოგივიდა
-აბა ბავშვებო, მორჩით კინკლაობას და ახხლა დავლიოთ სიყვარულის სადღეგრძელო. თქვა დათიმ
-აუ დათ მე ვიტყვი რააა
-ვაიმე ხალხო მომესწრო დაა, მიდი მიდი
-არასდროს ვყოფილვარ დიდად სენტიმენტალური, არც გრძნობების გამოხატვა შემიძლია, თუმცა არსებობს დღეები როცა შენს გრძნობებზე ხმამაღლა უნდა ისაუბრო. ჩემო საყვარლებო, სიყვარულია სწორედ ის რაც ჩვენ გვაერთიანებს, ყველას, თუმცა ახლა მინდა ქალ-ვაჟურ სიყვარულს გაუმარჯოს, ეს არის გრძნობა რომელიც მე გუკას წყალობით შევიგრძენი, ეს ადამიანი არის ჩემი ბედნიერების საწყისი... გუკა, მიყვარხარ და ჩვენ ვერანაირი ძალა დაგვაშორებს.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარააავ
-ვაიმე გვრიტებო ცაქლით თქვენა, ამათ ასაკში მე პიპიებით ვთამაშობდი...თქვა ნიკუშამ და ისეთი სახით შევუტრიალდი რომ ღმერთს მადლობა თავზე არ გადავალეწე ის ჭიქა
-ნიკუშ, კარგი რამის თქმა თუ არ შეგიძლია გაჩუმდი საერთოდ.

ბოდიში დაგვიანებისთვის.. არც ის ვიცი რამდენად კარგი თავია იმიტომ რომ დიდი პრობლემები მაქვს, და ვერ მოვახერხე ნორმალურად დაწერა <3 ამ პრობლემებს კიალბათ ამ ისტორიაშიც გაიგებთ <3 მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს



№1 სტუმარი Guest nini))

Dzan mgariaa,umagresi ravi raga vtqva ar vici..magari xar magrad wer dzaan am motxrobas♥♥♥

 


№2 სტუმარი Guest Marishkka

Guest nini))
Dzan mgariaa,umagresi ravi raga vtqva ar vici..magari xar magrad wer dzaan am motxrobas♥♥♥

Madloba nini sakvarelo ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Tako

Auuu dzaaanmagariaaa, male dade shemdegi ar gvalodinoo♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent