შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთექვსმეტე თავი)


28-06-2017, 16:29
ავტორი murachashvili
ნანახია 4 812

- ვაა, ჩემი!... ოხ, ჩემი!... ეს რა ქენი?! რატომ, ტო?!.. - გამთენიისას წარბას ღრიალმა ფეხზე წამოყარა მძინარე პატიმრები.
- ბადრაგი, ჩქარა, ბადრაგი!... - საკუთარ ნარზევე მწოლიარე, ვენებ გადაჭრილი თორნიკეს დანახვაზე მყისვე აზუზუნდნენ პატიმრები.
- ექიმი, ექიმი.... - საკნის კარებზე აბრახუნებდა ვიღაც - დაჭრილია, სისხლისგან იცლება!
- რა გაბღავლებთ ამ დილაადრიან? - ბღვერითა და ჯიჯღინით გახსნა ბადრაგმა კლიტე, თუმცა როგორც კი გათიშული, საკუთარ სისხლშივე მწოლიარე ქართველიშვილი დაინახა, რაციაში ჩასძახა: - ექიმი, კამერაში „ტრუპია“.
- „ტრუპი“ შენ ხარ თუ კარგია... - ღრენით ახედა წარბამ თორნიკესკენ დახრილ ბადრაგს, რომელიც დაჭრილს პულსს უსინჯავდა.
- განგაშია, განგაში! სწრაფად ექიმი! - ისევ რაციაში ჩასძახა და მოისროლა კიდეც - ოღონდ არ მოკვდე რა!... - ხელის ერთი მოსმით სუფთა ზეწარს კუთხე მთელ სიგრძეზე ჩაახია და ექიმის მოსვლამდე კარგად გაწაფული მოძრაობით დასერილ მყესებზე არტახები შემოახვია.
- აი. ეს მესმის. ასე ოსტატურად!... - აღტაცებულები უმზერდნენ პატიმრები ქართველიშვილის სიცოცხლისთვის მებრძოლ ბადრაგს.
- დიდი ვერაფერი, სამოქალაქო ომში როცა იბრძვი, ცოტა მეტიც უნდა შეგეძლოს... - საკუთარი ნაშრომით უკმაყოფილო ფორმიანმა ოფლით დაცვარული შუბლი ხელის მტევნით მოიწმინდა - თუმცა მგონი საავადმყოფოში გადაყვანამდე სისხლს შევაჩერებთ. - იმედიანად თქვა მამაკაცმა.
- ჩვენც ეგ გვინდა... - ჩუმად ჩაიბუტბუტა წარბამ.
საგანგაშო სიგნალით, სირენების კივილით სასწრაფოს ავტომობილით ისევ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს თორნიკე. თითქმის ერთ საათში გონს მოსული ქართველიშვილი ისევ ძველ პალატაში იწვა და საკუთარი გონებამახვილობით კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა გაღიზიანებულ მთავარი ექიმს.
- სიცოცხლესთან ასე თამაში შეიძლება?
- გეშლებათ, თამაში კი არა, კარგად დაგეგმილი ნაბიჯია... - საკუთარი მოქმედებით აშკარად კმაყოფილი უღიმოდა ქართველიშვილი.
- რომ ვერ მოესწრო, რომ ვერ...
- მაგრამ ხომ მომისწრეს?
- მგონი მართლა ვერ ხარ ნორმალური! - ნერვებისგან მთლად ცახცახებდა მამაკაცი - როგორ გაბედე, საკუთარი თავი ასე როგორ გაიმეტე?!
- წარბა გაფრთხილებული მყავდა...
- გადაირიე ხომ?!
- ძალიან გთხოვთ, აღარ გვინდა ზედმეტი დრამატიზმი. ჩემთვის მთავარი შედეგია, ახლა თქვენთან ვარ...
- ასე ძალიან თუ გინდოდა საავადმყოფოში დაბრუნება, გეთქვა და ჩემით გადმოგიყვანდი, ვერ ვთხოვდი ჯუმბერს?!..
- მაგაზე არ იღელვოთ, ბატონი ჯუმბერი ისედაც საქმის ყურშია, სხვათა შორის ჩემი იდეაც ძალიან მოეწონა.
- ისიც შენსავით არანორმალურია. მოიცადოს ერთი...
- ზურგს უკან საუბარი კარგი არაა ექიმო... - აშკარად ხუმრობის ხასითზე იყო ვაჟი.
- არც პირში თქმას მოვერიდები. დამაგლიჯეთ ნერვები... - თორნიკეს მდგომარეობას აშკარად საკუთარი ოჯახის წევრივით განიცდიდა მთავარი ექიმი. - დარწმუნებული ვარ, დიდხანს არ მოგიწევთ ცდა. ბატონი ჯუმბერიც მალევე გვესტუმრება და დანარჩენს თავადვე აგიხსნით....
თითქოს ვაჟს ელოდებოდა, აქოშინებული შემოვარდა პალატაში ჯუმბერიც.
- აი ეს მესმის, ასე სწრაფად თუ იმოქმედებდით, ნამდვილად არ მეგონა, ყოჩაღ შენ! - ექიმისგან განსხვავებით კმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა მამაკაცი.
- ავანტიურისტი, საზიზღარი ადამიანი ხარ და ეს ბავშვებიც შენს ჭკუაზე გადაიყვანე! - ღრენით გახედა მთავარმა ექიმმა.
- როგორ გეკადრებათ, ახალი თაობა ბევრად კრეატიულია... - ექიმის გაღიანებული ტონი არ შეიმჩნია - ვაღიარებ, ჩემზე უკეთესი აზრებიც კი მოსდით.
- ჯუმბერ...
- არ, უნდა ამას ჯუმბერი!. - საქმიანად შეხედა ისევ სასაყვედუროდ შემართულ ექიმს - მგონი ისედაც ხვდები, რომ სათამაშოდ არ გვაქვს საქმე. რადგან აქამდე მოვედით, უკან ხომ ვერ დავიხევთ?! ელენეს რეანიმობილით შენს მიერ მოცემულ მისამართზე გადავიყვანთ.
- ხომ არ გაგიჟდით, გოგონას მოძრაობა არ შეიძლება... - გაპროტესტება სცადა მთავარმა ექიმმა.
- გპირდებით, შენს პაციენტს არაფერს დავუშავებთ, როცა უსაფრთხოდ გვეყოველა, მისი ნახვის უფლებასაც მოგცემთ... ეს ყმაწვილი ელენეს პალატაში უნდა გადავიყვანოთ, ოღონდ ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ბადრაგებს მე მივხედავ. სამედიცინო პერსონალს კი - შენ. - ისევ დირექტივებს გასცემდა ჯუმბერი - შენი მეგობრები საათს ვერ ცნობენ? ხომ უთხარი შუადღის შემდეგ მოდითო?
- რა თქმა უნდა, ასე გავაფრთხილე.
- ხოდა ზუსტად შეასრულეს შენი მითითება. დილიდან აქ დგანან! - სიცილი გაეპარა ხმაში მამაკაცს.
- აქ? საავადმყოფოში? - თვალები ჭყიტა ვაჟმა.
- არა, გარეთ გალავანთან. იმედია ჭკუა ეყოფათ და სამ საათამდე შენობაში მართლა არ შემოვლენ. ტელეფონი თუ დაგჭირდეს, ამ აპარატით ისარგებლებ. - შავი ფერის მობილური მიაწოდა ვაჟს - ნომერი არ ისმინება, შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო. ჩემი და თავმჯდომარის ტელეფონის ნომრები თავადვე შევიყვანე, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდებით. მოკლედ შენვე უზრუნველყოფ, რომ მნახველები რიგ-რიგობით შემოვიდნენ. ისე, რომ ელენეს გაყვანის შემდეგაც კი პალატაში მნახველთა რიგი არ შეწყდეს. ისე უნდა მოიქცეთ, რომ ყველას ეგონოს თითქოს გოგონა ისევ საავადმყოფოშია.
- არ მეტყვით რას გეგმავთ?! - ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა ექიმი.
- სამწუხაროდ ვერა, თუმცა შენი დახმარება მაინც მჭირდება. როგორმე უნდა მომიხერხო და ორიდან სამ საათამდე, ამ სართულზე არც ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი არ უნდა გააჭაჭანო.
- სამედიცინო პერსონალზე მე კი ვიზრუნებ, მაგრამ ბადრაგები? ისინი მე არ მექვემდებარებიან.
- შენ შენს თანამშრომლებს მიხედე, ციხის პერსონალზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
- კეთილი, იყოს თქვენებურად. - მიუხედავად იმისა, რომ ჯუმბერისა და თორნიკეს მოქმედების გეგმას დიდად არ ეთანხმებოდა, მაინც მთელი გულით უნდოდა მათი დახმარება, პალატიდან გასულიც კი არ იყო, მდივანთან დარეკა:
- ორ საათზე თათბირი დანიშნე. საავადმყოფოს მთელი პერსონალი, სანიტრებიც კი, ყველა უნდა დაესწროს...
- ორი რომ შესვენების დროა? - დაყენებული ხმით ტელეფონში გაეპრანჭა გოგონა.
- ჰოდა, დაისვენებენ თათბირზე. - ხმა გაუკაცრდა მთავარ ექიმს.
- გუშინდელი ცვლა რომ წავიდა?! - მორიგი კითხვა მოაყოლა მდივანმა.
- რომ მიდიოდნენ არ უნდა ეკითხათ?! - თითქოს გაღიზიანდა ექიმი.
- დავრეკავ და ვეტყვი, დაბრუნდნენ! - უფროსის საამებლად უცებ ნახა გამოსავალი მდივანმა.
- არა, არა... - ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ახარხარებულიყო - არაა საჭირო, დაისვენონ, დანარჩენები მოუყვებიან. მაგრამ დღეს ვინც არიან, სანიტრიან - ექიმებიანად, რეგისტრატურის თანამშრომლებიც კი, ყველა, უკლებლივ, ერთ საათში ჩემს კაბინეტში გამოცხადდნენ. თათბირზე ვინც არ მოვა, შეუძლია პატაკი დაწეროს, საკუთარი სურვილით სამსახურიდან განთავისულებაზე. - ისევ მკაცრი ხმით ჩასძახა ტელეფონში და გათიშა კიდეც.
- უფროსი კი არა, უზურპატორი ხარ! - მხიარულად ხარხარებდა ჯუმბერი - საწყალი გოგო, ალბათ ხელის კანკალით რეკავს თანამშრომლებთან...
- მოკლედ, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. - კმაყოფილს გაეღიმა მთავარ ექიმსაც - საყვედურის მიზეზს რა დალევს. პირობას გაძლევთ მინიმუმ ორი საათი გამოწერილი აქვთ ჩემი ლექციის მოსმენა.
- ამდენი დროც გვჭირდება, უპატრონოდ არ დაგვიტოვო პაციენტები! - ისევ იცინოდა ჯუმბერი.
პირობის შესრულება ნამდვილად არ გასჭირვებია მთავარ ექიმს. მოხერხებულ ჯუმბერს ანალოგიური თათბირი საავადმყოფოს ერთ-ერთ თავისუფალ პალატაში ციხის თანამშრომლებისთვის თავადაც დაენიშნა. ბადრაგებისა და რეჟიმის თანამშრომლებიანად უკლებლივ ყველა ორი საათისთვის უჩვეულო სიჩუმე სუფევდა საავადმყოფოში.
დათა და ირაკლი, პირველი მნახველები უკვე თორნიკესთან იყვნენ პალატაში, გეგმის მცირე მონახაზი სწრაფადვე გააცნო ბიჭებს.
- თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია... - სიცილს ვერ იკავებდა დათა.
- აუტანელი კაცი ხარ, რომ გკითხონ იტანჯები, არადა, ციხეშიც კი ახერხებ გოგოების შებმას... - ფხუკუნებდა ირაკლიც.
- ხომ კარგად იცით, რომ ელე სულ სხვაა...... - ღრენით გახედა გაკრეჭილ მეგობრებს.
- ვიცით, აბა არ ვიცით?! ისე ლამაზი მაინცაა? - ეშმაკურად იცინოდა ირაკლი.
- იმედია ნუნუ ექიმივით არ იქნება... - ხუმრობაში აჰყვა დათაც.
- ვინ ნუნუ ექიმი? - ფიქრებში გართულმა დაბნეულმა ახედა თორნიკემ.
- მახინჯი ქალი, პატიმრებს ლამაზად რომ ეჩვენებოდათ..
- ლუმინალი, ნუნუ ექიმო... - მეტიჩარა ხმით დაეჯღანა ირაკლი.
- ჰა, თოკო, აღიარე, ციხეში ჯდომისას გემოვნება ხომ არ გაგიფუჭდა?! - არ ჩუმდებოდა დათა.
- გემოვნება თქვენ გაგიფუჭდებათ, მაიმუნობას თუ არ მორჩებით! - თავში წამოარტყა ქარტელიშვილმა.
- გემოვნების რა გითხრა და ნერვები ნამდვილად გაგფუჭებია, ასეთი მყრალი არ მახსოვხარ! - ხელით ისრესდა დათა ნატკენ ადგილს.
- ჰე, მორჩით ახლა. - საათს დახედა ირაკლიმ - გასვლის დროა.
კოლიდორში გამოსულმა ბიჭებმა ერთხელ კიდევ მიიხედ-მოიხედეს, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კოლიდორში მათ გარდა არავინ იყო, გეზი ელენეს პალატისკენ აიღეს.
- მართლა ლამაზი ყოფილა, ხომ იცი! - ჩუმად გადაულაპარაკა დათამ ირაკლის მათი შესვლით გაოცებული გოგონას დანახვაზე.
- ჰე. კარგით, რა გჭირთ?! ახლა მაინც დასერიოზულდით! - ბღვერით გახედა კარებში აწურულ ბიჭებს თორნიკემ.
- ასე სწრაფად შენს ნახვას არ ველოდი, აქ რას აკეთებ? ხელებზე რა გჭირს?! - ბიჭებისთვის ყურადღება აღარც მიუქცევია, ვაჟის მკლავებზე სახვევების შენიშნა თუ არა შეშფოთდა ელე.
- არაფერი, შენი ნახვა მომინდა და ყველაზე მარტივი მეთოდი შევარჩიე... - უდარდელად გაუცინა თორნიკემ - ისე ქალბატონო ენე-ნე, მოგხდენიათ „რეზბალნიცის“ ჰაერი... - სახეზე ოდნავ შესამჩნევად გადაჰკრა სიწითლემ ქალიშვილს, მისი რეაქცია არც კი შეიმჩნია ისევ უდარდელი ხმით გააგრძელა - მაგრამ გული უნდა დაგწყვიტო, სხვაგან უნდა გაბრძანდეთ, ეს პალატა ჩვენ გვჭირდება...
- ხუმრობ?! - გაოცებულმა ჭყიტა თვალები ელემ.
- დედას გეფიცები, არა. აი, ბიჭებს ჰკითხე თუ გინდა... - ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭებს გახედა ვაჟმა.
- თორნიკე, რა ხდება?! ისევ ირაკლის ოინებია?
- არა გრცხვენია?! რა უნდა ხდებოდეს, უბრალოდ ასეა საჭირო... დედას გეფიცები, მართლა არაფერია, უბრალოდ ეს საავადმყოფო პატიმრებზეა გათვლილი, შენთვის ბევრად უფრო კომფორტული ადგილი შევარჩიეთ და იქ უნდა გადაგიყვანოთ... - ისევ უწყინარი სახით ცრუობდა ვაჟი.
- კი, მაგრამ ექიმი სადაა? ჯუმბერი? ამას შენ რატომ მეუბნები?! - ხმაში პანიკა გაერია გოგონას.
- ელე, ენე - უცებ შეასწორა სახელი - ჩემი გჯერა?! - როგორც იქნა დასერიოზულდა ქართველიშვილი. გოგონას საწოლზევე ჩამოუჯდა და თვალებში მიაჩერდა - ძალიან გთხოვ, - სიფრიფანა თითები ხელისგულებში მოიქცია - ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ, უბრალოდ მენდე. ამ ერთხელ, მენდე, რამდენიმე წუთში ჩვენები შემოვლენ და წაგიყვანენ, მე კი ბიჭებთან ერთად შენს პალატას დავიპყრობ...
- მე, მე კი გენდობი, მაგრამ... - ხმა უკანკალებდა ელენეს.
- რა მაგრამ?
- სიმართლე მითხარი, ეს ყველაფერი ირაკლის გამოა?
- უნდა წახვიდე, უნდა წაყვე... - პასუხს ისევ თავი აარიდა ვაჟმა.
- დედას გეფიცები, არაფერს გკითხავ, ვისაც გინდა იმას გავყვები, ოღონდ...
- რა ოღონდ?
- სასჯელს ხომ არ დაიმატებ?! მითხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამის გამო სასჯელს არ დაგიმატებენ. მითხარი, რომ ჩემი გაპარებით თავს საფრთხეში არ იგდებ...
სამწუხაროდ ვერ ეუბნებოდა მისთვის სასურველ ფრაზას, დუმდა თორნიკე, უძირო, მწვანე თვალებში უმზერდა და მაინც დუმდა.
- არ მინდა, უშენოდ არ მინდა... - ცრემლებმა მაინც გაუბზარა ხმა ქალიშვილს.
- ჭირვეული ბავშვივით იქცევი. არადა, კარგად იცი, რომ!... - ნერვებისგან ცახცახებულ თითებზე კოცნიდა ვაჟი.
უარყოფის ნიშნად ისევ თავს აქნევდა გოგონა.
- ახლა სიჯიუტის დრო არაა...
- არ მინდა... - პოზიციებს არ თმობდა ელე.

საავადმყოფოს ეზოში შეფერხების გარეშე შევიდა ყავისფერი მოძველებური ფორმის რეანიმობილი. თეთრ ხალათიან ქალს საკაცით ხელში მიჰყვებოდნენ ასევე ხალათებით შემოსილი სამიოდე მამაკაცი. ოთხივემ გეზი მესამე სართულისკენ აიღეს:
- ცოტა დაბლა რომ დაეწვინათ არ შეიძლებოდა? როგორ ფიქრობთ, ლიფტი აქვთ? - დუდუნებდა გოგა.
- თეკლე, რაღაც მოისუსტებ. ვერ გაითვალისწინეს, პირდაპირ გასასვლელში დაეხვედრებინათ?! .... - სიცილით გაჰკრა მხარი გვერდით მიმავალ ქალს ასათიანმა.
- შენ არაფერს გვეტყვი? - წინ მიმავალ მეუღლეს გახედა ქალს.
- მგონი ეს პალატაა... - ალაზღანდარებულ მეგობრებს კმაყოფილმა გამოხედა აკამ.
ფრთხილად შეხსნეს კარები და როგორც კი შიგნით მდგომი ბიჭები დაინახეს, ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ.
- აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ?! - თეკლემ მხიარულად შესცინა ბიჭებს და ყურადღებით დააკვირდა ლოგინში მწოლიარე ქალიშვილს, არც მისი ცრემლებით სავსე თვალები გარმოჩენია და არც თორნიკეს ტორებში მოქცეული მისი სიფრიფანა თითები - როგორც ვხვდები, სიტუაციაში უკვე გარკვეულხართ, წავიდეთ?! - ნაძალადევი მხიარულებით ცდილობდა ხმაში გაპარული ბზარის გადაფარვას.
- ელენეს, წამოსვლა არ უნდა, ასე ამბობს, თეკლეს არსად გავყვებიო! - ქვემოდან შესცინა თორნიკემ თავზე წამომდგარ დედობილს.
- არ გადამრიო. ერთი პატარა გოგო ვერ დაითანხმე?! - თვალები დაუწვრილდა თეკლეს - მოიკოჭლებ, თორნიკე, მოიკოჭლებ! - თმები აუჩეჩა შვილობილს - შე პატარა მეტიჩარა, შენ არ იყავი, რომ მეხვეწებოდი, შენი შვილი ვიქნები, მეც შენთან წამიყვანეო?! - ისე მიეფერა ელენეს, თითქოს ისევ პატარა ორი წლის კულულებიანი გოგონა იყო - ასე რომ დავირაზმეთ ქართველიშვილებიან ასათიანებიანად, ახლა გვიწუნებ?!
- არა, თეკლე დეიდა, უბრალოდ... - ცრემლებისგან ხმა გაებზარა ელეს.
- უბრალოდ ჩემს გამო ეშინია, სასჯელი არ დამიმატონ... - ქალიშვილის ნაცვლად ფრაზა თავადვე დაასრულა ვაჟმა.
- როგორ ფიქრობ, ამის საფრთხე რომ არსებობდეს, თორნიკეს აქ დავტოვებდი?! ცუდზე ნუ ფიქრობ... უფლება არ გაქვს, ჩვენს წამოწყებაში ეჭვი შეგეპაროს. - თვალები დაუბრიალა ქალიშვილს თეკლემ, მის თანხმობას აღარც დაელოდა, შვილობილი დაიხმარა, ჭანჭიკებით დაჭიმული ფეხი ფრთხილად დააშვებინა. საკაცეზე გადაყვანაში დათა და ირაკლიც დაიხმარეს და ძვირფასი პაციენტი ციმ-ციმ წამოიყვანეს.
როგორც იქნა ეზომდეც მიაღწიეს. გოგონა რეანიმობილში დააწვინეს და შვებით ამოისუნთქეს.
- აი, ეს მესმის, „იმენნა“ გიჟია მამიდაჩემი... - კმაყოფილი თეკლეს შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი.
- მესმის იცოდე! - თვალების ბრიალით გამოხედა ქალმა გაკრეჭილ ბიჭს.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხართ! - მთელი ძალით ჩაიხუტა თეკლე თორნიკეს.
- თავს მოუფრთხილდი... - შვილობილის მკლავებში მოქცეულმა საბოლოოდ დაკარგა ასე ნაკოწიწები მხნეობა.
- წასვლის დროა... - გონს მეუღლის ხმამ მოიყვანა. სწრაფად მოშორდა შვილობილს და რეანიმობილში ელენეს მიუჯდა გვერდით.
- რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენთან ვართ. სხვა თუ არავინ, ეს გოგო ხომ მაინც გელის... - ეს სიტყვები ისე უთხრა სხვას რომ ვერ გაეგო და თითქმის დაძრულ რეანიმობილში შეხტა აკაც.



№1 სტუმარი Nene

Uf pirveli vaaar shen ki saocrad kargi xar

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის საოცარი თავი იყო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Uf pirveli vaaar shen ki saocrad kargi xar

kissing_heart heart_eyes

lalita
როგორც ყოველთვის საოცარი თავი იყო.

ვითომ? kissing_heart დიდი მადლობა kissing_heart

 


№4 სტუმარი Guest ქეთი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე უუფფ ...მაგარი იყო ძაან და ველი შემდეგს გულის ფანცქვალით

 


№5 სტუმარი Teo.

Vaime Ra magari adamiani xart,ramoicdis axali tavis molodinshi.

 


№6  offline წევრი An-El

აუ ანააა აქ შეიძლებოდა გაწყვეტააა? როგორ მოაჯენენ ერთი ადგილით ირაკლიიისერთი სული მაააქვს

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მაგარი იყო არერ ვიცვი ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას რაა
სულ დაძაბული ვიჯექი და ვკითხულობდი რაა:დდდ~!!!!1

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest ქეთი
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე უუფფ ...მაგარი იყო ძაან და ველი შემდეგს გულის ფანცქვალით

Teo.
Vaime Ra magari adamiani xart,ramoicdis axali tavis molodinshi.

nawkas12345
ძალიან მაგარი იყო არერ ვიცვი ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას რაა
სულ დაძაბული ვიჯექი და ვკითხულობდი რაა:დდდ~!!!!1

უზომოდ გამახარეთ, დიდი მადლობა heart_eyes

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ ანა ოჰ... შენ ხომ არ იცი როგორ მაოცებ დღითი-დღე... შენს ფანტაზიას მართლაც არ აქვს საზღვარი... ძალიან მაგრად წაიყვანე მოვლენები, იმდენად მაგრად რომ აღფრთოვანებული ვარ...
იმდენად გამძაფრდა მოვლენები და იმდენად დაიძაბა რომ ეს ყველაფერი თითქოს ხელშესახები გახდა...
იმდენად მოუთმენლად ველი ახალ 5ავს შენ რომ ვერც წარმოიდგენ...

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოჰ ანა ოჰ... შენ ხომ არ იცი როგორ მაოცებ დღითი-დღე... შენს ფანტაზიას მართლაც არ აქვს საზღვარი... ძალიან მაგრად წაიყვანე მოვლენები, იმდენად მაგრად რომ აღფრთოვანებული ვარ...
იმდენად გამძაფრდა მოვლენები და იმდენად დაიძაბა რომ ეს ყველაფერი თითქოს ხელშესახები გახდა...
იმდენად მოუთმენლად ველი ახალ 5ავს შენ რომ ვერც წარმოიდგენ...

გუშინ ვფიქრობდი გაპარების სხვადასხვა ვერსიაზე, აღმოვაჩინე რომ ყველა სავარაუდო მეთოდი წინა ისტორიებში დამიხარჯავს. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც, საკუთარ ფანტაზიებში გავიჭედე. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ისევ ასეთი გამოსავალი ვნახე. მგონი რაღაც გამოვიდა. wink დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მთელი გულით ველი ფინალს, რომ შვებით ამოვისუნთქო და ცოტა შესვენებაც მოვიწყო.

 


№11 სტუმარი Guest მაიკო

გასაოცარი თავი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ მეყო

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეეე როგორ გამახარე ამ თავით ჩემო საყვარელოო..ასე გაღიმებულმა სასიამოვნოდ ჩავიკითხეე ბოლომდეე..იმედი მაქვს მთავარი დაძაბულობასაც ადვილად გადავლახავთ.თორნიკეს პერსონაჟიი ხომ ძალიან მიყვარს და სხვა დანარჩენი ყველაა.შეუძლებელია შენ პერსონაჟი დადებითად აღწეროო და მაშინვე არ შეაყვაროო თავი მკითხველს.ეს ყველაფერი ისე კარგად იყო დაგეგმილიი ხაან ყველანაირი ფანტაზიის უნარს ცდება.საოცრად კარგი ფანტაზია და გადმოცემის საოცარი ნიჭი გაქვს ამის თქმით არასდროს დავიღლებიი.ირაკლის დასჯას კი.ველიიი დიდი ემოციებით.

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest მაიკო
გასაოცარი თავი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ მეყო

რატომღაც არ მიკვირს kissing_heart

ნიტა♡♡
ვაიმეეე როგორ გამახარე ამ თავით ჩემო საყვარელოო..ასე გაღიმებულმა სასიამოვნოდ ჩავიკითხეე ბოლომდეე..იმედი მაქვს მთავარი დაძაბულობასაც ადვილად გადავლახავთ.თორნიკეს პერსონაჟიი ხომ ძალიან მიყვარს და სხვა დანარჩენი ყველაა.შეუძლებელია შენ პერსონაჟი დადებითად აღწეროო და მაშინვე არ შეაყვაროო თავი მკითხველს.ეს ყველაფერი ისე კარგად იყო დაგეგმილიი ხაან ყველანაირი ფანტაზიის უნარს ცდება.საოცრად კარგი ფანტაზია და გადმოცემის საოცარი ნიჭი გაქვს ამის თქმით არასდროს დავიღლებიი.ირაკლის დასჯას კი.ველიიი დიდი ემოციებით.


დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო. ვერასოდეს ვიფიქრებდი უცხო ადამიანებისგან თუ შეიძლებოდა ამხელა სითბოს მიღება kissing_heart

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოქრო,ბაჯაღლო,ბრილიანტი ხარ ანა.ალბათ მიხვდები კიდეც უკვე რა რეაქცია მქონდა
--------------------
ლანა

 


№15  offline წევრი qari

მშვენიერი თავი იყოოო

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ოქრო,ბაჯაღლო,ბრილიანტი ხარ ანა.ალბათ მიხვდები კიდეც უკვე რა რეაქცია მქონდა

გავთბი heart_eyes heart_eyes heart_eyes

qari
მშვენიერი თავი იყოოო

დიდი მადლობა kissing_heart

 


№17  offline წევრი Gone With Dreams

როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები, მოუთმენლად ველოდები ამის დამთავრებას, რომ ერთიანად წავიკითხო <3
--------------------
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent