უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (10)
. მალე ზარიც დაირეკა -ვაიმე ლექცია-დაფეთებულმა წარმოთქვა ანიმ. -ლექცია მაშინ არ გაგახსენდა ჩემს ჩასახუტებლდ, რომ მორბოდი? -არაა-ისე წარმოთქვა არც კი დაფიქრებულა. -აჰაამ-კმაყოფილს ჩაეღიმა. -აი გიო და სალიც მოდიან -რა?-სასწრაფოდ ბურდულის მხარს ამოეფარა და ორივე ხელით ბურდულის მხარს ჩაეჭიდა. -კაი რა გჭირს-სიცილით უთხრა -სადაა აბაა? -იგერ ნახე-თითით მიუთითა კიბეზე საიდანაც გიორგი და სალი ჩამოდიოდნენ ნიმ კი უფრო ამოეფარა ბურდულს-კაი მასე გაშინებდა გიორგი? გავლახავ მე მაგას! -ბიჭო სად გაქრი ლექციიდან? -მეტად მნიშვნელოვნი საქმე მქონდა-თვალით ანიზე მიუთითა. -რას აკეთებ გოგო?-სიცილით უთხრა გიორგიმ. -რა?-ამ დროს ბურდულმა თავისი დიდი ტორი ანის ნაზ თითებს შეახო, ძლიერად ჩაკიდა და მის გვერდით გააჩერა გოგონა. -რა ხდება ანაა!-მეტად სერიოზულად კითხა გიორგიმ, როგორ უნდოდა ეხლა ბდათავდახრილ და აწითლებულ სახეზე სიცილი. -მე ისაა...-თავი აწია და ქვემოდან შეხედა ბურდულს, რომელიც ღიმილით გადმოჰყურებდა. -ბავშვი-ჩაილაპარაკა ღიმილით ბურდულმა და განაგრძო-რა და ერთად ვართ რა ვერ გაიგე?-ანიზე ჩაკიდებული ხელი მაღლა აწია და კიდევ ერთხელ გაუმრორა-ერთად -ანი რა ხდებათქო! -შენ რა მეღადავები?-უთხრა სერიოზულად ბურდულმა. -ჰო კაი კაი, მარა ამას რა სახე აქ?-გაკვირვებულმა შეხედა. -ჰო იგივე უნდა მეკითხა მეც, შენს დანახვამდე ძალიან კარგ ხასიათზე იყო რას უკეთებ ასეთს ამ გოგოებს, გაგლახავ იცოდე. -ოჰოჰ ამოიდგა ენაა. ამ ორის ლაზღადარობისას სლიმ მთელიი ძალით გაექანა ანისაკენ და ისე ჩაეხუტა, კინაღამ დაახრჩო -აუჰ დავიხრჩე გოგო -ვაიმეეე უუუჰ-სწრაფად მოცილდა დას -მოდი ჩემთან!-უთხრა გიომ და ანიმაც არ დააყოვნა-ისე ეს დებილი რამ მოგაწონა ჰა?-უთხრა სიცილით. ანის კიდე არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ჩაეცინა-ჰმ ქაჯანა შენა. -ჰაა რას აპირებ აბაა დღეს მიდიხარ?-პირი გააღო ანიმ პასუხის გასაცემდ, მაგრამ დემემ დაასწრო -არა არ მიდის-თქვა და ანის თვალი ჩაუკრა. -აჰაამ ესეიგი ხვალ ყველა ერთად წავალთ ხო? -ხო. -კარგია. -კაი აბა გოგოებო მიდით და მეც მოვალ საქმე მაქვს რაღაც -ანის მე წამოვიყვან-ხელი გადახვია ბურდულმა ანის და ნიშნისმოგებით გახედა გიოს. -ვაიმეე ამის ხელში ხო ჩემი დის ნახვა აღარ მეღირსება ეხლა-ჩაიდუდღუნა გიორგიმ. -ანი მისმინე მე სალი ვარ შენი და არ დაგავიწყდეს იცოდე. -მე რომ მინდოდეს შენი დავიწყება ამის საშუალებას მაინც არ მომცემ შენი სიგიჟეებით ასე, რომ არ იდარდო-თქვა და ჩაეცინა. -ამას შეხედე გიო, მგონი ჩვენს ანი ამის ხელში არ უნდა ჩავაგდოთ ხო?-იკითხა დანანებით და ბურდულზე მიუთითა. -უკვე გვიანია ცოლისდავ გვიანიი-ბოლო სიტყვები დაუმარცვლა და სიცილი აუტყდა. -მასხარა-თქვა გიომ-კაი აბა წავედით ხო? -მართლა ჯობია წავიდეთ თორემ, შეიძლება გაუთხოვარი და დავაქვრივო-თქვა სიცილით და მანქნისკენ აიღო გეზი. -წამო ჩვენც წავიდეთ. -მომიყევი რამე შენზე-უთხრა ანიმ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ. -რა გაინტერესებს მკითხე და გიპასუხებ. -რავიცი ოჯახზე მომიყევი, ხომ უნდა ვიცოდე რაღაც-ისე უცებ დაატორმუზა ბურდულმა მანქანა, ანიმ თავი ვეღარ შეიკავა და თავი ფანჯარას მიარტყა. -ფუუ ამის დ****ც, ძალიან გეტკინა?-ანის შეხედა, რომელიც ნატკენ ადილს იზელდა. -არაუშავს-ჩაილაპარაკა ნაწყენმა. -მოდი ჩემთან!-ამღვრეული თვალებით გახედა ანიმ ბურდულს, ბურდულმა კი ერთი ხელის მოსმით გადაისვა თავის კალთაში, გულზე მიიკრა, ღრმად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და დაიწყო-ძალიან პატარა ვიყავი, სულ რაღაც 2-3 წლის, როდესაც მშობლებმა ბავშვთა სახლში ჩამაბარეს თვითონ კი საერთოდ ქვეყნიდანაც გაქრნენ, ფაქტიურად მშობლის სითბო რა არის არ ვიცი. არასოდეს დავვინტერესებულვარ მათი ამბით ამის სურვილიც კი არასოდეს არ გამჩენია. პირიქით მათ მიმართ რაღაც ამოუცნობი გრძნობა მაკავშირებდა, რომელიც ზიზღთან უფრო ასოცირდება. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგად მესწავლა და ყველაფრისთვის მიმეღწია, რაც გეგმაში მქონდა. ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მამაკაცი, რომელმაც საშუალება მომცა, სწავლა საზღვარგარეთ დამესრულებინა და მისი უაღრესად მადლობელი ვარ. სამი წელია რაც გერმანიაში ვსწავლობ, მაგრამ ვეღარ გავძელი და ბოლო წელს მაინც უკან დავბრუნდი. შენი ძმა გიორგი სწორედ იმ მასწავლებლის წყალობით გავიცანი, 2 წლის წინ როდესაც არდადეგები დაგვეწყო, უნივერსიტეტში. გიორგის ძალლიან დავუახლოვდი შემდეგ იყო ლექსო, დათა, ვაჩე და საერთო ჯამში ერთი დიდი ოჯახი. ბავშვთა სახლში არასოდეს არ მყოლია ისეთი მეგობარი, რომლისთვისაც შემეძლებოდდ ადარდის გაზიარება, იქ თუ რამეს გინდოდა მიგეღწია უნდა გებრძოლა და არავითარ შემთხვევაში არ დანებებულიყავი. გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც იმოქმედა ჩემს ხასიათსა და პრინციპებზე-ბოლოს ერთი ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ნიკაპი ანის თავს ჩამოდო. -მაპატიე-ამოისლუკუნა ანიმ. -საპატიებელი არაფერია-თავზე შეახო ტუჩები-კიდე გტკივა? -არაა-კვლავ დაიჩურჩულა. -კაი წავიდეთ ეხლა, თორემ გიორგი გამგლეჯს-თქვა სიცილით, ანიი თავის ადგილას დააბრუნა და გაუყვნენ გზას სახლისაკენ-რამე ხო არ გინდა?-იკითხა, როდესაც მარკეტს მიუახლოვდნენ. -არა, არაფერი არ მინდა. -კაი დამელოდე მაშინ-მარკეტისაკენ აიღო გეზი, უკან კი შოკოლადებითა და ნაყინით ხელში დაბრუნდა-აიღე გადნება-უთხრა და ნაყინი გაუწოდა. -მადლობა-თვითონაც გამოართვა და გემრიელად ჩაკბიჩა-ჩემი საყვარელი ნაყინია. -ვიცი. -საიდან? -მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ გეხება ფერია-თვალისმომჭრელად გაუღიმა და კვლავ დაეწაფა გოგონას ბაგეებს. გოგონას არაფერი უთქვამს უბრალოდ თავი დახარა თავისიშეფაკლული ღაწვებიის დასამალად-იცი რა ვერ გამიგია? -რა? -რატომ ხარ ასეთი მორიდებული. -ეგ ვერც მე გამირკვევია-მხრები აიჩეჩა, ბურდულმა კი მის პასუხზე გემრიელად გაიცინა-გიხდდება სიცილი-მომღიმარმა და ბურდულზე მიჩერებულმა უთხრა. -შენ უფრო გიხდება დამიჯერე-თვალი ჩაუკრა და მისი სახლის წინ გააჩერა. -არ შემოხვალ? -არაა ტანსაცმელი არ ჩამილაგებია. -კაი-გადასვლას აპირებდა, როდესაც ბურდული ხელმა შეაჩერა -რამე ხო არ გავიწყდება? -არა რა უნდა დამავიწყდეს? -აი ეს-უთხრა და წამიერად დაეწაფა გოგონას ბაგეებს-კიდე გავიწყდება რაღაც. -ეხლა რაღა მავიწყდება?-იკითხა გაკვირვებულმა. -შოკოლადები-თვალით შოკოლადით სავსე ცელოფანზე მიუთითა. -აჰაამ მადლობა!-ამჯერად თვითონ შეეხო ბურდულის ტუჩებს წამიერად შემდეგ კი ისე, გაიქცა თითქოს ვინმე მისდევდა. გაოცებული და კმაყოფილი დემე კი მანამ ადევნებდა თვალს სანამ კარს არ მიეფარა პატარა სხეული... სახლში შესულმა სალის ყველაფერი მოუყვა, ისიც თითოეულ მომენტზე სხვადასხვაგვარად რეაგირებდა. საბოლოოდ საღამოსთვის ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები მოიმარაგეს და კმაყოფილები გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში. _______________________________ თქვენი აქტიურობა მჭირდება ხალხო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.